понедельник, 23 декабря 2019 г.

ლიარვა. სიმბიოზი თუ ცნობიერების დაპყრობა?


  ლიარვა. სიმბიოზი თუ ცნობიერების დაპყრობა?


    ჩვენი აზროვნების უნარი, სოციუმის ფარგლებში, თითქმის სრულიად კონტროლირებადია ინფერნალურ არსებათა იერარქიის მიერ, ხოლო მათ აზროვნებაში ცოდნა საკუთარი თავის შესახებ საგულდაგულოდ არის ამოღებული ჩვენი გონებიდან. ნუ გაგიკვირდებათ, რომ ენერგეტიკული პარაზიტების შესახებ კითხვისას შეიძლება გაგიჩნდეთ აზრი: „ეს ხომ სრული სისულელეა“, ან მოულოდნელად ყველაფერი რატომღაც აღარ გახდეს საინტერესო, მომენტალურად იგრძნობ რაღაც  მოდუნებას, ან, მაგალითად, ძალიან მოგინდება ჩაი, როგორც არასოდეს. დალევის შემდეგ, მეხსიერებიდან პირწმინდად გაქრება მოგონებები, რომ რაღაცის ბოლომდე წაკითხვა გინდოდა ... მაგრამ, საკუთრივ, რის? ..
       ზოგს ასეთი საუბრის დროს შიში იპყრობს  და რაღაც, ღვთის რისხვის მსგავსი, თავს დაადგება ჩუმი მუქარით: „ნუ შეჰყოფ იქ თავს, ეს თავად ღმერთის მიერაა დამალული“, და აქვე, ერთი წამის შემდეგ გიჩნდება მხსნელი აზრი: „ალბათ, ადამიანის ბედია ასეთი. დაე ყველაფერი დარჩეს ისე, როგორც არის, შესაძლოა, ამაშია არსებობის საიდუმლოება“. შვებას გრძნობ. რა კარგია - არაფრის ძებნა არ არის საჭირო, არ უნდა განიცადო მოულოდნელად საიდანღაც გაჩენილი შიში. ეს ყველაფერი საკუთარი დაკვირვებებიდან და სხვა ადამიანების „ჩვენებებიდანაა“, როდესაც ისინი ცდილობენ გაარკვიონ ეს საკითხი. თუმცა, იგივე ხდება, როდესაც ადამიანი განზრახ შეწყვეტს ტყუილს, იწყებს გადაწყვეტილებების მიღებას, უარს ამბობს ყველა სახის ნარკოტიკზე, ხორცის ჭამაზე და ცდილობს შეასრულოს ის, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის პარაზიტის კონტროლს.
     სწორედ ასე „გვქმნიან“ ჩვენ, მენტალური პარაზიტები. პროფესიულად, დაუნდობლად თრგუნავენ შინაგან ცოდნას. მათ მილიონობით წლის გამოცდილება აქვთ, ინფერნოს მხარდაჭერა, ჩვენი მეხსიერება კი ჩაკეტილია, ხოლო სამყაროს შესახებ ცოდნა თავდაყირაა დაყენებული. ამიტომ ლიარვას დაუნდობლობას ჩვენ, არსებითად, ვერ დავუპირისპირებთ რაიმე თანაბარ ღირებულებას. მის და მისი გამოვლინებების, ანუ სიამაყის მიმართ ჩვენი დაუნდობლობის გარდა. თუ ჩვენ გადავწყვიტეთ როგორმე დავუპირისპირდეთ ინფერნალურ პარაზიტს, მაშინ „იარაღიც“ უნდა გვქონდეს ტოლფასიანი, რადგან უხეში ძალის წინააღმდეგ სხვა მეთოდი არ არსებობს. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, დაუნდობლობა უნდა იყოს მიმართული სიამაყის და მის ყველა გამოვლინების წინააღმდეგ, საკუთარი თავისადმი სიბრალულის და ყველა სახის მანკიერების ჩასახშობად.
      სხვადასხვა ფანტასტიკურ ფილმსა თუ წიგნში ლარვის სახე მუდმივად თვალში საცემია. ასეთ ფილმებში რაღაც საშინელი ქმნილება ბოროტი უცხოპლანეტელი ჭიის სახით  ორგანიზმში მრავლდება. „საიდუმლო მასალებში“ ამას თითქმის ყველა სერიაში აჩვენებენ, თითქოს ყველაფერი, რაც ცნობილი არ არის, კონცენტრირებული ამ უცხოპლანეტელ ჭიაზე.
       მე ვფიქრობ, რომ ადამიანი ფარულად ძრწის ამ აზრის გამო, ამიტომ მუსირებს ამ თემის გარშემო. მაგრამ პარაზიტებისთვის, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ეს ხელსაყრელია. მეთოდი მარტივი და გენიალურია - აჩვენე ყველაფერი, როგორც არის, დაამატე აშკარა სისულელე  და უწოდე მას ფანტასტიკა. შემდეგ ფხიზელი გონებით არავინ არ დაიწყებს სერიოზულად ამ თემაზე მსჯელობას.
        კითხვაზე - როგორ არიან პარაზიტები ასეთი ჭკვიანები, რომ შეუძლიათ ორგანიზმის ფუნქციების ფუნქციების საქმიანობით მანიპულირება? - პასუხი მარტივია. ნებისმიერ მღერს, როგორც უმარტივეს ორგანიზმს, შეუძლია ამის გაკეთება.  ჩვენ მათთვის, ჩვენგან განსხვავებით,  ღია და საკმაოდ ადვილად წასაკითხი წიგნი ვართ. ჯერ მღერი ადამიანს აიძულებს გამეტებით მოიფხანოს მისი დისლოკაციის ადგილი, ასაზრდოებს ადამიანს იმავე გაუკუღმართებული სიამოვნებით, შემდეგ კი აგზავნის სიგნალს სხეულის სხვა ჯანმრთელ ნაწილზე, რომ ვნებისგან გულშეღონებულმა ადამიანმა მოიფხანოს იმავე თითით (მიაქციეთ ყურადღება!), დაისისხლიანოს კანი და შექმნას მისი ბინადრობის ახალი არეალი.
        ჭიები აიძულებენ ადამიანს ჭამოს მხოლოდ ის პროდუქტები, რომლებიც ნაწლავებში ქმნიან საჭმლის მონელების ლპობით ბუნებას, რაც მათი გადარჩენისთვისაა საჭირო, თავად ადამიანი კი ხდება პირქუში, აგრესიული, ბოროტი. ჩატარებული იქნა შემდეგი სახის გამოკვლევები -  შეისწავლიდნენ ადამიანებს, რომლებიც ყოველთვის რაღაცას ბოროტად ბუტბუტებდნენ ცხვირში. მათ აღმოუჩინეს ჭიების მთელი პოპულაცია. როგორც ჩანს, გულღვარძლიანობა გამოხატავს ლპობის მენტალურ გარემოს, და იქ სწრაფად იწყებენ ბინადრობას ენერგეტიკული პარაზიტები, რომლებიც შეკავშირებულად თანაარსებობენ მატერიალურთან. ან ჭიები ასე იცავენ თავის მატარებლებს გარე ცვლილებებისაგან, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს კვების რაციონზე. შეეცადეთ ურჩიოთ ასეთ ადამიანს არ ჭამოს ხორცი, არ დალიოს, არ მოწიოს და ა.შ., შემდეგ მოიცილოთ იგი ისე, რომ თავი არ იგრძნოთ, მინიმუმ, შეურაცხყოფილად.
        ზოგადად, ჩვენი შინაგანი პროცესების მართვა შეუძლია ყველას, ვისაც არ ეზარება, მაგრამ ადამიანს დროც არ აქვს ამის გასაკეთებლად ბიბლიურ სოციუმში, რომელიც ერთხელ ასე ოსტატურად იყო მორგებული. ის ახლაც იგივე ვექტორის დაუღალავი განვითარების პროცესში იმყოფება.
          ლარვის გამოვლინების შესწავლის შედეგად შესაძლებელია ნამდვილი  ბერკეტებით მანიპულირება.  ეს რეალობა ძალიან სწრაფად დასტურდება, ხელმეორედ მოწმდება რეალური სტრუქტურის და კანონების მეშვეობით.
             თავიდან წესები მარტივია - პანიკაში არ ჩავარდნა და მის ზეწოლის ქვეშ არ მოქცევა. იგი საკმაოდ სწრაფად გაქრება, თუკი გადაეყრება მიზანსწრაფულობას ან ეშმაკობას მის მიმართ. მთავარი ის არის, რომ მის გონებას სიმშვიდე სჭირდება, ის არ უნდა გადავიდეს პირდაპირ კონფრონტაციაზე. მან შეუძლია გამარჯვება, თუ მოვლენები განვითარდება მისი სცენარის შესაბამისად.
            სიამაყის მიმართ საწინააღმდეგო მოქმედების თვალსაზრისით, გამონათქვამი „თუ ერთ ლოყაზე გაგარტყეს, მეორე მიუშვირეო“, მართალია. ეს ტრენინგის შესანიშნავი საშუალებაა, შესანიშნავი მანევრი გადაუხვიო სიამაყის შეჩვეულ კალაპოტს და მოიქცეთ თქვენი ნება-სურვილის თანახმად, მით უმეტეს, რომ ამ მომენტში არავინ ემუქრება ადამიანს, თითქოს ნათქვამი ყოფილიყო: „თუ ერთი მოგკვეთეს, მეორე მიუშვირეო“.
          თუმცა ეს ასევე შეიძლება სხვა კონტექსტში გადავიდეს და სხვა მასშტაბით. თუ ჩვენ საუკუნეების განმავლობაში გვანადგურებდნენ და გვარწმუნებდნენ  წინააღმდეგობა არ გაგვეწია, მაშინ არ არის საჭირო სილის გარტყმა მისთვის, ვინც პროვოკაციას იწვევს - ჩათრეული აღმოჩნდებით კონფლიქტში მესამე მხარესთან, რაც ისტორიაში არაერთხელ დადასტურდა. არსებობს ზემოქმედების საწინააღმდეგო ნორმალური გზები, მაგრამ არა სიამაყით ნაკარნახევი შემდეგი სახის გადაწყვეტილებების საფუძველზე: „რა მოხდა, უფლება მომცეს და უკან არ დავიხევ, დავარტყავ“.
      თავდაპირველად ანდაზა ასე ჟღერდა: „თუ მარცხენა ლოყაზე  გაგაწნეს სილა მარჯვენაც მიუშვირე, იმიტომ რომ უფლება მიეცი მარცხენაზე გაეწნათ“. ანუ, რა ეშმაკად მოხვედი იქ, სადაც არ უნდა მოსულიყავი და თავი საფრთხეში ჩაიგდე. ადამიანი ასეთ სიტუაციაში რომ აღმოჩნდეს, თავს უფლება უნდა მისცეს მორალურად დაეცეს, შემდეგ კი საკუთარ თავს თვითონ გააწნას სილა, რათა დაბრუნდეს ღირსეულ მაღალგანზომილებიან მდგომარეობაში და შემდეგ აღარ დაეშვას დაბლა. საჭიროების შემთხვევაში კი დაიცვას საკუთარი სახლი მოსალოდნელი გარყვნილებისგან. მაგრამ ის მაინც ყოველთვის მოდის.
      კიდევ ერთი საინტერესო იდეის შესახებ, თუ საიდან გაჩნდა ენერგეტიკული პარაზიტები. ნიკოლაი ლევაშოვმა ერთხელ აღნიშნა, რომ წარსულში დედამიწის გლობალურმა კატასტროფამ გაანადგურა მირიადი ცოცხალი არსება, შეაჩერა მათი ევოლუცია, რის შემდეგაც განუვითარებელი სულები დედამიწასთან შეთვისებულები დარჩნენ. ახლა კი, ევოლუციურ ეტაპზე ჩარჩენილები, ისინი ცდილობენ ევოლუციონირებას, ადგილს იმკვიდრებენ ამისათვის ყველაზე შესაფერის არსებაში - ადამიანში. მე თვითონ მივედი დასკვნამდე, რომ ენერგეტიკულ პარაზიტებს ძირითადად ნახევრად ცხოველური ცნობიერება აქვთ.
      ვედების მიერ მოწოდებული ინფორმაცია ასეთია: მოხდა დიდი შეტაკება რასის  ცივილიზაციასა და დემონურს შორის. მასიურ თავდასხმას დიდი ნგრევა მოჰყვა, და დედამიწაზე მოხდა შემოღწევა ჯოჯოხეთის ანუ ინფერნალური სამყაროდან. აქ შემოსვლის შესაძლებლობა მიიღეს დემონურმა მენტალურმა და ფიზიკურმა ცივილიზაციებმა. ამავე მიზეზით, დაიხურა სხვა სამყაროებთან კავშირის პორტალები, და აქ გამოცხადდა კარანტინი. ჩვენთვის უცნობი წესის თანახმად, ჩვენს კურატორი დღეს არ შეუძლიად ღიად კონტროლი და მიმდინარეობს არალეგალური ბრძოლა: ზოგი იბრძვის სიამაყისა და აპოკალიპსისის, ზოგი კი ღმერთების შთამომავლების სულიერი ჩამოყალიბების გამო, რომლებმაც საბოლოოდ უნდა მიიღონ შექმნის ძალა და გადავიდნენ ევოლუციის შემდეგ ეტაპზე. აშკარა, მაგრამ უფრო იურიდიული ომის შედეგი დამამცირებელია, მაგრამ, მეორეს მხრივ, ჩვენთვის უცნობია ჩვენი შესაძლებლობების პოტენციალი.

          ენერგეტიკული პარაზიტების იერარქიის შესახებ
ეს ძალიან ჰგავს რეალურ პოლიტიკური სისტემას მხოლოდ იმიტომ, რომ ის, როგორც კალკა, ასახავს დღევანდელ ენერგეტიკულ მსოფლიო წესრიგს.
       მსოფლიოს ახლა დემოკრატია მართავს. ოხლოსი ერია, ხალხის ხელისუფლება ჟღერს, როგორც ოქლოკრატია, ხოლო უუფლებო ადამიანი, როგორც ოქლამონი - დოყლაპია. დემოსი არის უძველესი პრივილეგირებული ოლიგარქია, რომელსაც აქვს უფლება იყოს არჩეული, კანონიერად ჰყავდეს მონები, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფოს პოლიტიკურ და ფინანსურ ცხოვრებაში, და კანონისთვის არაგანსჯადია. პლებოსი, ანუ პლებეები, დაქირავებულები არიან ოქლამონების გასაკონტროლებლად, აქვთ გარკვეული უფლებები და არაგანსჯადები არიან, მაგრამ დემოსების წინაშე პირველივე შეცდომამდე.
         ამ დემოკრატიულ მსოფლიო წესრიგში ყველაფერი აგებულია კორუფციაზე, დეზინფორმაციასა და მონათმფლობელობაზე.
         ენერგეტიკულშიც იგივე ხდება. სოციალურობა მთლიანად განწყობილია იმისათვის, რომ ადამიანი ყოველდღიურად ფიქრობდეს მორალური ტანჯვის, ტკივილის, შიშის, ვნებების, გარყვნილების, სიკვდილის, მისტიციზმის შესახებ. ეს იწვევს თითოეული ადამიანის მიერ, მინიმუმ, ერთი ლარვის შექმნას. თავის მხრივ, ლიარვები, იკვებებიან მისი მატარებლის სასიცოცხლო ძალით, ტრანსლირებენ ამოქაჩული ენერგიის დიდ ნაწილს უფრო მაღლა იერარქიის მიხედვით, რელიგიების, მედიცინის, პოლიტიკის, სახელმწიფოებრიობის, მეცნიერების ეგრეგორებად და ა.შ., დემონური სამყაროების იერარქების მეშვეობით, საბოლოო ჯამში, თავად ინფერნოში. რატომ ტრანსლირებენ ისინი? ეს კორუფციის პრინციპია. ინფერნო ლიარვას ღმერთია, რომელიც ქმნის აუცილებელ პირობებს მისი წარმოქმნისა და ცხოვრებისეული საქმიანობისთვის.
    ლიარვა ენერგეტიკული თვითცნობიერებადი მოწყობილობაა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ადამიანის ენერგეტიკაზე წვდომა, მისი სასიცოცხლო ძალით სარგებლობა.
        სასიცოცხლო  ძალით სარგებლობენ:

სხვადასხვა ინფერნული პარაზიტები (დემონები);
მაგები, ჯადოქრები, ექსტრასენსები;
რელიგიური, სახელმწიფო, პოლიტიკური, სამეცნიერო ეგრეგორები;
ინფერნული იერარქები;
დემონური გზის განვითარებადი ცივილიზაციების წარმომადგენლები.

         უფრო ადვილია თქმა: ვინ აღარ სარგებლობს?
        თითოეული ეგრეგორი ემყარება აპოლოგეტების, დედამიწის ქურუმთა მასების ენერგიას, უცხო ცივილიზაციების მატერიალური და არამატერიალური წარმომადგენლების მონაწილეობით, რომლებიც ასევე იღებენ მონაწილეობას ეგრეგორების სტრუქტურირებაში, უქმანიან მათ საჭირო კონსტრუქციებს, კონსისტენციას და ფუნქციონირებას, რათა მიიღონ აუცილებელი მატერიალური, მენტალური და ენერგეტიკული სარგებელი. მათ დაქვემდებარებაშია რეალური მეცნიერებების ყველა სახეობები, მსოფლიოს ფინანსური და პოლიტიკური ინსტიტუტები, ასევე მასობრივი ენერგიის შეგროვების და დედამიწის ფარგლებში ადამიანების ცნობიერებაზე გავლენის მოხდენის მატერიალურ-ტექნიკური მოწყობილობები. ეს ნიშნავს, რომ დედამიწა უბრალოდ გარშემოკრულია ყველა სახის მენტალური მოწყობილობებით ბიო-ტექნოლოგიურ დონეზე, რომელიც ჩვენთვის ხელმისაწვდომი არ არის, რადგან ის მეცნიერებით არის შემოფარგლული.
       მეცნიერების მიღწევების დონე, თავის მხრივ, რეგულირდება იმავე აგენტებით მოსახლეობის განვითარების იმავე დონეზე შესანარჩუნებლად.
      სათავსი, ანუ მატრიცა ეგრეგორისთვის და მისი ყველა მიმდევრისთვის არის ინფერნალური სამყარო, რომელიც სტრუქტურირებულია ინფერნალური იერარქიების მიერ, განვითარების დემონური ვექტორის ცივილიზაციათა აგენტების მხარდაჭერით. ისინი ასევე კორუმპირებულები არიან, აქვთ თავისი მცირე პროცენტი გადასახადებიდან და ტრანსლირებენ შეგროვებული სასიცოცხლო ენერგიის ძირითად ნაწილს სადღაც თავდაპირველ ჯოჯოხეთში, ანუ ინფერნოში. იქიდან კი, თავის მხრივ, ეს ღვთაება მხარს უჭერს ყველა ამ ჯოჯოხეთურ სამყაროს, ინფარქტურ სტრუქტურებს იდეებით, ცოდნით, შობადობის პირობებით და ყველაფრით, რაც აუცილებელია ამ დემონური მრავალფეროვნების ფუნქციონირებისთვის. მათ შორის, ლიარვის ჩათვლით.
           მსოფლიოს ასეთი სურათი შედგენილია დღეისათვის შეგროვებული ფაქტების საფუძველზე და შეიცვლება ახალი დადასტურებული მონაცემების მიღებისთანავე.
       აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ლიარვისთვის ადამიანი არის შემოქმედი, ადამიანისთვის კი ლიარვა ქმნილებაა (მის მიერ შექმნილი), ქურუმები და უცხო აგენტები - მატერიალური განსახიერების მქონე სულიერი მოხელეები, ქურუმები, ღმერთები, ანგელოზებია. შემდეგ მაღალგანვითარებული დემონური ცივილიზაციების ინფერნალური იერარქები და ენერგეტიკული აგენტები - ეს უკვე უსხეულო ღმერთები და ანგელოზებია, რომლებიც უფრო გლობალური არიან თავისი შესაძლებლობებით და ნაკლებად ხელმისაწვდომი ურთიერთქმედებისთვის სიმწყობრეში განსხვავების გამო.
      და ბოლოს, ეს არის ის რაღაც, ჯოჯოხეთის სამყაროს დასაწყისი, ყოვლისშემძლე შემოქმედი - ეს არის ინფერნო. არც კი ვიცი, რა უნდა ვუწოდო მას, და როგორ უნდა წარმოვიდგინოთ ის.
        პირადად მე ეჭვი არ მეპარება, რომ რელიგიური კონცეფცია სწორედ „ღვთიურობის“ ამ ხაზს ეყრდნობა. ამ ჯაჭვში ადამიანის მიერ შექმნილი ლიარვა თავის თავზე მისი გონების ფუნქციებს იღებს და მოქმედებს როგორც წამახალისებელი ძალა, რომელიც მას აკონტროლებს და მოტივირებს მოქმედებებს. ბიბლიური ღმერთი იაჰვე უცხოპლანეტური მატერიალური რასის აგენტის რანგშია დარჩენილი.
          ეშმაკი, ლუციფერი, ომენი ჯოჯოხეთის სხვა განზომილების იერარქები არიან, ამიტომ მათ ყოველთვის სჭირდებათ ამ ყველაფერში განსახიერება, რათა შემოყონ თავისი მარწუხები ჩვენს განზომილებაში და მიიღონ ევოლუციის დამატებითი ბიძგი დემონურობის მიმართულებით. მაღალი წოდების მისაღებად საბრძოლო გამოცდილებაა საჭირო, ამიტომ, როდესაც ისინი ღვარძლიანობენ, დედამიწა იწვის და მილიონობით ადამიანი იღუპება. შესაძლოა, მათ არ  ჰყოფნით ტრანსლირებული ენერგია და სურთ მიიღონ უპროცენტო მოსავალი თავის სასარგებლოდ. ეს თემა უკიდეგანოა ფიქრისთვის.
    როგორც ჩანს,  განვითარების ღვთაებრივი გზის იერარქია ასევე სტრუქტურირებულია, მაგრამ ყველაფერი შეცვლილია უარყოფითიდან დადებითზე. ლიარვის გონების ძალას კონკურენციას სული უწევს. მონობა, ტკივილი, ტანჯვა სიყვარულმა, თავისუფლებამ და ბედნიერებამ შეცვალეს. ნათელი, უფრო ამპარტავანი იერარქები ასევე ცდილობენ ხორცი შეისხან ჩვენს განზომილებაში, რათა მილიონობით ადამიანი გადაარჩინონ. რეალურად ჩვენთვის (შიზოფრენიკის გარდა) შეუძლებელია თავდაპირველი შემოქმედის წარმოდგენა, რომელიც აკონტროლებს სამყაროს ყველა სტრუქტურას.
        ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ჭეშმარიტი მორწმუნე ლოცვის დროს მიმართავს იაჰვეს, ომენს/ამონს (ამინი ბოლოს) და ინფერნულ პირველყოფილს, მაგრამ რუსები უგულებელყოფენ ამას და მათ გონებაში მხოლოდ ღვთაებრივი განვითარების გზაზე მყოფი ღმერთებია. რამდენჯერაც არ ვკითხე ჩემს ნაცნობ მორწმუნეებს, ყველა დუმს ან შუბლს იჭმუხნის, ლოცვის დროს კი არავინ ფიქრობს არც იახვეს, არც ამონის, არც თავდაპირველი ინფერნოს შესახებ. მათთვის ღმერთია შემოქმედი და მორჩა. მღვდლებიც იმავეს ქადაგებენ ერთიანი შემოქმედის შესახებ, მაგრამ მათ, მრევლისაგან განსხვავებით, წაკითხული აქვთ ძველი აღთქმა, იქ კი მთელი ეს დემონური იერარქია, არაორაზროვნად, ხელისგულზეა გადაშლილი. ძველ აღთქმაში აღწერილი მატერიალური იახვეს შესახებ თქვენ ვერაფერს ვერ გაიგებთ, რადგან შეუძლებელია მისი თავგადასავლების ნათელ ფერებში წარმოდგენა.

Был конец весны. Май догорал пурпуром роз. Южный город тонул в аромате цветов. Луна то там, то здесь разрушала облачные пирамиды, и казалось, что шум этих гигантских, но далеких разрушений не долетал до нас только потому, что слух людей целиком поглощал беспрерывный гул старого города. Р. К. "Призраки любви" (фрагмент из повести)



ვისაც აინტერესებს რა სჭირს დღევანდელ კაცობრიობას და საითკენ მივექანებით წაიკითხეთ :)) ( საქართველო ამ კუთხით გამორჩეულად ნეკროფილიური ორიენტირის მატარებელი ქვეყანაა თავისი მსოფლმხედველობისდა გამო, ჯერ გაეცანით ერიხ ფრომის ამ ნააზრევს და ვაპირებ ეს თემა დავაკავშირო ჩემს პოსტთან რომელსაც მალე დავდებ და იქამდე თუ ეს საკითხი გეცოდინებათ უკეთ გაიგებთ და გააცნობიერებთ რა 'გვჭირს' ჩვენ და ზოგადად მსოფლიოს).

ერიხ ფრომი - ნეკროფილიური საზოგადოება და მკვდრის სიყვარული

თუკი მივმართავთ ნეკროფილიის(არ იგულისხმება მკვდრისადმი სექსუალური ლტოლვა, არამედ ზოგადად სიკვდილისადმი მისწრაფება და ყველაფერი არაცოცხალისადმი სიყვარული) სოციალურ წინაპირობებს , მაშინ ჩნდება კითხვა : რა კავშირი არსებობს ნეკროფილიასა და თანამედროვე ინდუსტრიული საზოგადოების სულისკვეთებას შორის ? და შემდეგ : რა როლს თამაშობს ნეკროფილია და გულგრილობა ცხოვრების მიმართ ატომური ომის მოტივაციის სახით?
მე არ შევეხები აქ ყველა ასპექტს , რომლებიც მოტივირებენ თანამედროვე ომს და რომლებსაც დიდწილად ადგილი ჰქონდა უკვე უფრო ადრეულ ომებში. საუბარია ერთ ძალიან მნიშვნელოვან პრობლემაზე, რომელიც სპეციალურად ეხება ატომურ ომს. როგორი საფუძველიც არ უნდა ჰქონდეს წინა ომებს - დაცვა თავდასხმისგან, ეკონომიური უპირატესობები, განთავისუფლება, დიდება, გარკვეული ცხოვრების წესის შენარჩუნება - ყველა ეს საფუძველი საკმარისად წონიანი არ არიან ატომური ომისთვის. ვერ ილაპარაკებ დაცვაზე, უპირატესობებზე, განთავისუფლებაზე, დიდებაზე, თუ 'უკეთეს შემთხვევაში' მოსახლეობის ნახევარი საათების განმავლობაში ფერფლად გადაიქცევა, თუ ყველა კულტურული ფასეულობა განადგურდება, ხოლო დარჩენილების ცხოვრება იმდენად სასტიკი იქნება, რომ მათ მკვდრების შეშურდებათ.
როგორ ხდება ისე, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, გრძელდება მომზადება ატომური ომისთვის, ამასთან არ იზრდება პროტესტები მის წინააღმდეგ? რატომ აღარ აპროტესტებენ ადამიანები შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად? როგორ ხდება ისე, რომ ადამიანები, ვისაც ბევრი აქვთ, რის გამოც ცხოვრება უნდათ, ან რომლებიც როგორც მინიმუმ ასეთების შთაბეჭდილებას ტოვებენ, მშვიდად იღებენ საყოველთაო განადგურებას? ამ კითხვაზე ყველაზე უფრო დამაჯერებელი პასუხია : ადამიანებს ტოტალური განადგურების იმიტომ არ ეშინიათ, რომ მათ ცხოვრება არ უყვართ, ან იმიტომ, რომ ისინი გულგრილები არიან ცხოვრების მიმართ, ან კიდევ იმიტომაც, რომ ბევრი განიცდის ლტოლვას მკვდრის მიმართ .
ეს ჰიპოთეზა ერთი შეხედვით ეწინააღმდეგება ყველა ჩვენს დაშვებას იმის შესახებ, რომ ადამიანებს უყვართ ცოცხალი და მკვდრის ეშინიათ. გარდა ამისა, ჩვენი კულტურა, ნებისმიერ სხვა კულტურაზე მეტად, სთავაზობს მათ ყველანაირ გართობას და სიამოვნებას, მაგრამ, სავარაუდოდ, უნდა ვიკითხოთ, ხომ არ არის ჩვენი გართობები და სიამოვნებები რაღაც სრულიად სხვა, ვიდრე სიხარული ან ცხოვრების სიყვარული?
იმისთვის, რომ მოვძებნო პასუხი ამ კითხვაზე ,უნდა კიდევ ერთხელ დავუბრუნდე ცოცხალზე და მკვდარზე ორიენტირების ჩემს ანალიზს. სიცოცხლე არის სტრუქტურიზებული ზრდა და თავისი არსით ვერ იქნება მკაცრად კონტროლირებადი და განსაზღვრადი. ცხოვრებისეულ სფეროში შეგვიძლია ვიქონიოთ გავლენა სხვებზე მხოლოდ ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ძალების საშუალებით, ისეთი ძალების, როგორებიცაა სიყვარული, წაქეზება და მაგალითი. ცხოვრება შეიძლება განიცადო მხოლოდ მის ინდივიდუალურ გამოვლინებებში - ერთადერთ ადამიანში , ან ერთ ფრინველში , ან ერთ ყვავილში. არ არსებობს 'მასების ცხოვრება' , არ არსებობს აბსტრაქტული ცხოვრება. ჩვენი განწყობა ცხოვრებაზე ხდება სულ უფრო მექანიკური . ჩვენი ძირითადი მიზანი იმაში მდგომარეობს , რომ წარმოვქმნათ ნივთები , და ნივთების თაყვანისცემის ამ მსვლელობაში ჩვენ ვაქცევთ საკუთარ თავს მოხმარების საგნებად. ადამიანებს ექცევიან როგორც ნომრებს. საუბარი არაა იმაზე, კარგად ექცევიან თუარა მათ და კარგად აჭმევენ თუ არა მათ ( ნივთებსაც შეიძლება კარგად მოექცე), არამედ იმაზე, ადამიანები ნივთები არიან თუ ცოცხალი არსებები. სხვა ადამიანებთან შეხვედრა ხდება ინტელექტუალურ - აბსტრაქტულ დონეზე. მათით ინტერესდებიან ,როგორც ობიექტებით, მათი საერთო თვისებებით, მასობრივი ქცევის სტატისტიკური კანონებით, და არა ცალკეული ცოცხალი არსებებით. ყველაფერი ეს ხელიხეჩაკიდებული მიდის მუდმივად ზრდად ბიუროკრატიზაციასთან. წარმოების გიგანტურ ცენტრებში, გიგანტურ ქალაქებში, გიგანტურ ქვეყნებში ადამიანებს მართავენ, როგორც ნივთებს ; ადამიანებმა და იმათ, ვინც მათ მართავს, აქციეს საკუთარი თავი ნივთებად და ემორჩილებიან ნივთების კანონებს . მაგრამ ადამიანი ნივთად არ არის შექმნილი, იგი დაიღუპება , თუ ნივთად იქცევა , და, სანამ ეს მოხდება, იგი სასოწარკვეთაში ვარდება და სიცოცხლის განადგურება უნდა.
ბიუროკრატიულად ორგანიზებულ და ცენტრალიზებულ ინდუსტრიულ საზოგადოებაში გემოვნებები მანიპულირდება ისეთნაირად, რომ ადამიანები მოიხმარენ რაც შეიძლება მეტს ; ეს წინასწარ მიიღება მხედველობაში მოგების მიღების მიზნით. მათი ინტელიგენტობა და ხასიათი სტანდარტიზირდება ტესტების მუდმივად ზრდადი როლის საშუალებით, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ არაფრით გამორჩეულ ადამიანებს და ადამიანებს , რომლებიც თავს არიდებენ რისკს , ორიგინალობას და სიმამაცეს. სინამდვილეში ბიუროკრატიულ-ინდუსტრიულმა ცივილიზაციამ , რომელიც ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში ჭარბობდა, შექმნა ადამიანის ახალი ტიპი , რომელიც შეიძლება აღნიშნო , როგორც ორგანიზაციის ადამიანი , ადამიანი - ავტომატი ან homo consumers. გარდა ამისა, იგი არის homo mechanics , რომლის ქვეშაც ვგულისხმობ ადამიანური ორგანოების სისტემას, რომელიც გრძნობს ლტოლვას ყველაფერ მექანიკურისადმი და რომელიც ზიზღს გრძნობს ყველაფერ ცოცხალისადმი. ადამიანს ბუნებამ მაინც მისცა ისეთი ძლიერი ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური სექსუალური ინსტიქტი, რომ homo mechanicus-საც კი ჯერ კიდევ აქვს სექსუალური სწრაფვები და ქალებს უყურებს. მაგრამ, მეორეს მხრივ, ეჭვი არ არსებობს, რომ ადამიანი-ავტომატის ინტერესი ქალების მიმართ მცირდება. ეს ზუსტადაა შემჩნეული ნიუ-იორკის ერთ-ერთ კარიკატურაში ; გამყიდველი, რომელსაც უნდა რომ მიყიდოს ახალგაზრდა მყიდველს სუნამო, შემდეგნაირად უწევს სუნამოს რეკომენდაციას : ' მას ისეთი სუნი აქვს, როგორც ახალ სპორტულ ავტომობილს'. ყველას , ვინც დღეს ყურადღებით აკვირდება მამაკაცის ქცევას, რომ ეს კარიკატურა - უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ კარგი ხუმრობა. სრულიად აშკარაა, რომ დღეს არსებობს ბევრი მამაკაცი, რომელსაც უფრო აინტერესებს სპირტული მანქანები, ტელე და რადიოაპარატურა , კოსმოსური ფრენები და ყოველგვარი ტექნიკური სათამაშოები, ვიდრე ქალები, სიყვარული, ბუნება და კარგი საჭმელი. არაორგანული, მექანიკური ნივთებით გართობა ასტიმულირებს მათ უფრო მეტად, ვიდრე სიცოცხლე. ნამდვილად არ იქნება ზედმეტი იმის დაშვება, რომ homo mechanicus - ის სიამაყე და შთაგონება იმ ხელსაწყოებით , რომლებსაც შეუძლიათ გაანადგურონ მილიონი ადამიანი წუთების განმავლობაში და მრავალი ათასი მილის მანძილზე, გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე მისი შიში და დათრგუნულობა განადგურების მასშტაბებთან დაკავშირებით. Homo mechanicus ჯერ კიდევ იღებს სიამოვნებას სექსისგან და დალევისგან, მაგრამ ის ეძებს ამ სიხარულებს მექანიკურის და არაცოცხალის ფარგლებში. იგი ფიქრობს რომ, სადღაც უნდა იყოს ღილაკი, რომელსაც მხოლოდ უნდა დააჭირო, რომ მიიღო ბედნიერება, სიყვარული და სიამოვნება. (ბევრი მიდის ფსიქოთერაპევტთან ილუზიით, რომ მას იმის თქმა შეუძლია, სადაც ეს ღილაკი იმყოფება) . ასეთი მამაკაცი უყურებს ქალებს ისევე , როგორც ავტომობილს. მან იცის ღილაკი, რომელსაც უნდა დააჭირო. მას მოსწონს ეს ძალაუფლება, მაგრამ ამასთან ერთად რჩება ცივ მაყურებლად და დამკვირვებლად. Homo mechanicus სულ უფრო მეტად ინტერესდება მანქანებით და სულ უფრო ნაკლებად - მონაწილეობით საკუთარ ცხოვრებაში და მასზე პასუხისმგებლობით. მექანიკურს მოჰყავს იგი აღტაცებაში, და ბოლოს , იგი გრძნობს ლტოლვას მკვდრის მიმართ და ტოტალური განადგურების მიმართ.
შეიძლება გვეფიქრა იმაზე, თუ რა როლს თამაშობენ მკვლელობები ჩვენს გასართობ პროგრამებში. ფილმები, კომიქსები და გაზეთები ძალიან აღაგზნებენ, რადგანაც შეიცავენ განადგურების, სადიზმის და სისასტიკის შესახებ შეტყობინებების უზარმაზარ რაოდენობას. მილიონობით ადამიანი ცხოვრობს მონოტონური და მშვიდი ცხოვრებით. ისინი აღიგზნებიან , მხოლოდ მაშინ, როდესაც ვიღაც კვდება, ან როდესაც კითხულობენ ამის შესახებ : მიუხედავად იმისა, საუბარია მკვლელობაზე, თუ უბედურ შემთხვევაზე, რომელიც სიკვდილით დამთავრდა. განა ეს არ არის მითითება იმაზე , თუ რაოდენ ღრმად გაიდგა ფესვები მკვდრით აღფრთოვანებამ? მახსენდება ისეთი გამონათქვამები, როგორებიცაა 'საშინლად საინტერესო' ან 'საშინლად შეყვარებული' , ან ეს 'უბრალოდ მკლავს' , და იწყებ იმაზე ფიქრს , ცხოვრებისადმი როგორ გულგრილობაზე მეტყველებენ მრავალრიცხოვანი საავტომობილო კატასტროფები.
მოკლედ: ინტელექტუალიზაცია, კვატიფიკაცია, აბსტრაგირება, ბიუროკრატიზაცია და განივთება - დღევანდელი ინდუსტრიული საზოგადოების გამორჩეული თვისებები - არ წარმოადგენენ ცხოვრების პრინციპებს ; ისინი მექანიკური პრინციპები არიან, თუ მათ იყენებენ ადამიანების მიმართ, იმის მაგივრად, რომ ნივთების მიმართ გამოიყენონ. ასეთ სისტემაში მცხოვრები ადამიანები ხდებიან გულგრილები ცხოვრების მიმართ და გრძნობენ ლტოლვას მკვდრის მიმართ. მართალია, თავად ვერ ამჩნევენ ამას. ისინი აღმგზნებ ცდუნებებს ცხოვრების სიხარულად თვლიან და იმყოფებიან ილუზიაში, რომ ძალიან ცოცხალი ცხოვრება აქვთ, თუ ფლობენ და შეუძლიათ გამოიყენონ ბევრი ნივთი. პროტესტები ატომური ომის წინაამდეგ და ჩვენი სპეციალისტების დისკუსია ტოტალური ან ნახევრადტოტალური განადგურების წონასწორობის შესახებ აჩვენებენ, თუ რაოდენ შორს შევტოპეთ 'სიკვდილის ბნელ ველში'.
ნეკროფილიური ორიენტირების ამ ნიშნებს ვპოულობთ ყველა თანამედროვე ინდუსტრიულ საზოგადოებაში, მათი პოლიტიკური სტრუქტურის მიუხედავად. რუსულ სახელმწიფო კაპიტალიზმში და კორპორატიულ კაპიტალიზმში საერთო ნიშნები უფრო არსებითია, ვიდრე განსხვავებები მათ შორის. ორივე საზოგადოებისთვის დამახასიათებელია ბიუროკრატიულ -მექანიკური მეთოდები და ტოტალური განადგურებისკენ მზადება==არ შეიძლება, შენი ცხოვრება სხვებს მსხვერპლად შესწირო და გეგონოს,რომ ეს სიყვარულია. "


============


"მთელი ცხოვრების მანძილზე ის ებრძოდა სხვადასხვა დემონებს – შიშის, დაეჭვების, მოწყენილობის, მრისხანების, ეჭვიანობის – რომლებიც ცხოვრებას უწამლავდნენ და უფუჭებდნენ ადამიანებთან ურთიერთობას. მაგრამ, ამავე დროს, იყვნენ მამოძრავებელი ძალა მისი შემოქმედების. პირად ცხოვრებაში ის ცდილობდა (როგორც წესი, უშედეგოდ) მოეთოკა ისინი დღის მკაცრი განრიგის დაცვით, მუშაობისას კი - გალაღების უფლებას აძლევდა. ის დიდი ხელოვანია, და ის ბავშვია დღემდე, – თქვენ, რა თქმა უნდა, გესმით, რომ ეს ერთმანეთთან არის დაკავშირებული. როგორ მოახერხა მან საკუთარ თავში შეენარჩუნებინა ყველა ადამიანური ასაკი, სულის ხსოვნა ბავშვობასა და ყრმობაზე, ამასთანავე არც ზურგი ექცია ცხოვრების ღრმად განჭვრეტის ფილოსოფიური უნარისათვის – ეს მისი საიდუმლოა. მან არცერთი სულიერი ტრავმის განკურნების ნება არ მისცა თავს, არ მისცა უფლება დაევიწყებინა თუნდაც ერთი მისთვის მინიჭებული განცდა, რადგან სულიერი ცხოვრების ამ ძვირფას მასალას თავისი შემოქმედებისთვის უფრთხილდებოდა. მისი გრძნობების ხსოვნა – ეს არის კოლოსალური, მისი ცხოვრების მთავარი შრომა." ლივ ულმანი - მოგონებები ინგმარ ბერგმანზე

===
ადამიანები მთელი ცხოვრება რაღაცის დაცვას ვცდილობთ - სახელის, რეპუტაციის, პრესტიჟის, სოციალური სტატუსის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის, ბოლოსდაბოლოს - თავად სიცოცხლის... სინამდვილეში კი, ერთადერთი, რისი სწავლაც გვჭირდება - დაუცველობაა.
========



"Нарциссическая регрессия является фундаментальной точкой меланхолической организации. В качестве регрессии она обеспечивает остановку движения ментальной дезорганизации. Эта точка остановки у меланхолика располагается на уровне мазохизма. Именно там находится дефект или недостаточность у соматизирующего пациента. Он оказывается неспособным связать свою внутреннюю разрушительность, чтобы сформировать мазохистическое переживание. Приемы самоуспокоения являются последней и драматической попыткой для установления этой связи. " Клод Смаджа

არსობრივი ლექსიკონი: ქ ა რ თ ვ ე ლ ი — ერთ ტერიტორიაზე მოქუჩებული ეთნიკური ჯგუფი, რომელიც ბედმა დაჩაგრა, დროს მოწყვიტა და ეხლა დროიდან ამოვარდნილი დაჭყეტილ დაბნეული თვალებით აქეთ იქით იყურება გადახსნილ სივრცეში."g e

სამართლის შანსი, თანაგრძნობა, სინდისის გარეგნული გამოხატულება, დაეჭვების ნაოჭი შუბლზე... ეს ყველაფერი ცოცხალს კი არა, კომაშიც ვერ მოგისწრებს - ხრწნა უნდა დაიწყოს." N L



"
https://fearlessparent.org/new-jersey-rises-not-today-s2173/?fbclid=IwAR01RpxtCi5sS7Q_Iws99NSK8Ml7z2cnfrveNXyrAnxM9Z1rApOK0PEjUBs


https://www.scientificamerican.com/article/invisible-ink-could-reveal-whether-kids-have-been-vaccinated/?fbclid=IwAR3lU9k6YKhlrLh9OAInKnFDKm4qw1md34y4r_deg6Nlf_ksA-AMxiV1BAo


https://allfavsphoto.blogspot.com/2017/05/Giethoorn-Village-In-Holland-The-Village-Without-Roads-Only-Canals-Bike-Trails.html


https://netgazeti.ge/news/283529/















































































































































































































https://brill.com/view/book/edcoll/9789004311121/B9789004311121-s009.xml

https://www.mandalaediciones.com/varios/filosofia/mythopoetics--the-symbolic-construction-of-human-identity--vol-1.asp

https://www.crcpress.com/The-Mythopoetics-of-Currere-Memories-Dreams-and-Literary-Texts-as-Teaching/Doll/p/book/9780367342401






















https://narzur.ru/u-bezumcev-net-budushhego/

https://cyberleninka.ru/article/n/sotsialnaya-imitatsiya-kak-mehanizm-modernizatsii/viewer

http://www.psychologies.ru/standpoint/12-usloviy-neobhodimyih-introvertu-dlya-schastya/?fbclid=IwAR2tsmvPurEFndXPULr4KPX5HIPT2jFyh8DyrB4yNZh5APNRj16JAuZQ1lM



Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised