понедельник, 2 декабря 2019 г.

ტვინში შეღწევის ტექნოლოგია

ტვინში შეღწევის ტექნოლოგია

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა შეიძინა ფანტასტიკური კომიქსების სულისკვეთების მქონე ახალი შემზარავი ტექნოლოგია. ამ დაწესებულების მეცნიერებმა შეძლეს თაგვებისთვის ცრუ ფსიქიკური რეაქციების ჩანერგვა.
ასეთი ტექნოლოგიური „მიღწევა“ ნამდვილად შიშის მომგვრელია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ის შეიძლება გამოყენებულ იქნას რეალურ ცხოვრებაში ტვინის გამორეცხვისა და გონების გაკონტროლების მიზნით, ისევე როგორც კინოკლასიკაში „მანჩჟურელი კანდიდატი“ ფრენკ სინატრასთან მთავარ როლში. ამ ფილმში ბოროტმა კომუნისტებმა რიგითი ადამიანები დაქირავებულ მკვლელებად აქციეს და მათში ყალბი მოგონებები ჩანერგეს.
მსგავსი სიუჟეტია ფილმში „დაიმახსოვრე ყველაფერი“. ამ კინონაწარმოებში ტვინის გამორეცხვა მხოლოდ ფანტასტიკაა, მაგრამ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ეს ყველაფერი რეალურად ხდება.
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კვლევითმა ჯგუფმა, რომელსაც ხელმძღვანელობს ნეირომეცნიერი სუსუმუ ტონეგავა, ნეირონების მანიპულირებით მოძებნა თაგვების ტვინში რეაქციების ჩანერგვის მეთოდი. ეს მეთოდი, რომელსაც ოპტოგენეტიკა ეწოდა, ასევე იძლევა ტვინის უჯრედებით მანიპულირების საშუალებას ქიმიკატების გამოყენების  გზით. დაიმახსოვრეთ ტერმინი „ოპტოგენეტიკა“ - უახლოეს წლებში მოგიწევთ ამის შესახებ კიდევ ერთხელ მოსმენა.

ტვინში შეღწევა

არსებითად, მეცნიერებმა შეძლეს აღმოეჩინათ თავის ტვინში შეჭრის გზა, ისევე, როგორც კიბერდამნაშავეები ჩვეულებრივ იჭრებიან კომპიუტერში. ადამიანის ტვინში შეჭრა უახლოეს მომავალში ჯერ კიდევ არ არის მოსალოდნელი, მაგრამ დასახული მიზანი ნათელია.
რაც ნამდვილად გვაშინებს, არის ის, რომ ამ კვლევის მიზნის შესახებ არავინ არაფერი არ იცის. რას ემსახურება ცრუ მოგონებები? შესაძლებელია თუ არა სამხედროებს აიძულონ დაივიწყონ ის მოვლენები, რომლებიც ბრძოლის ველზე მოხდა და რომლებმაც შეიძლება პოლიტიკოსები უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენონ?  შესაძლებელია თუ არა პატიმრებს აიძულონ დაივიწყონ  შეურაცხყოფა, ან უფრო უარესი, გადააპროგრამონ სახელმწიფოებრივი ღალატის ჩადენაზე, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აქციონ ნამდვილ მანჩჟურელ კანდიდატებად? რას იტყვით იმაზე, რომ ადამიანები დააპროგრამონ ამორალურ ქმედებებზე, მაგალითად მკვლელობაზე?
ასევე უცნობია ვინ აფინანსებს ამ პროექტს. უკვე დიდი ხანია ცნობილია მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კავშირის შესახებ სამხედრო უწყებასთან და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან. არსებული ცნობების თანახმად, თავდაცვის პერსპექტიული სამეცნიერო-კვლევითი განვითარების სააგენტო (DARPA) ატარებს უამრავ კვლევას გონების კონტროლისა და ნეიროკომპიუტერული ინტერფეისის სფეროში. მეხსიერების ასეთი შესწავლა DARPA- ს სულისკვეთებას შეესაბამება.
გვინდა თუ არა, რომ ჩვენს ან ნებისმიერ სხვა მთავრობას ჰქონდეს ადამიანის გონებაში ცრუ მოგონებების ჩანერგვის შესაძლებლობა? რაღაც დაუჯერებელია. უფრო უარესი იქნება, თუ ეს ტექნოლოგია DARPA-ს მიერ არის შემუშავებული, მაშინ არ დაგვჭირდება დიდხანს ლოდინი, სანამ ადამიანები მთავრობის გარეთ, როგორც დამნაშავეები, ტერორისტები და სხვადასხვა სექტების ლიდერები, მიიღებენ მასზე წვდომას.
 აუცილებელია ახლავე იმის გარკვევა, ვინ და რატომ ატარებს ამ კვლევას. სასურველი იქნება, რომ კონგრესმა განიხილოს ეს საკითხი და, შესაძლოა, შეაჩეროს დაფინანსების მცდელობები გონებაზე კონტროლის მოსაპოვებლად. ეს არის ზუსტად ის ტექნოლოგია, რომელიც ჩვენს სამყაროს ალბათ არ სჭირდება.


====

ლომკა: პიროვნების მოულოდნელი ცვლილებების ამერიკული ეპიდემია

ვიკიპედიის მასალა
„ლომკა: პიროვნების მოულოდნელი ცვლილების ამერიკული ეპიდემია“  (ინგლ.  Snapping: America’s Epidemic of Sudden Personality Change) - ფლო კონუეისა და ჯიმ სიგელმანის ცნობილი ანტისაკულტო წიგნია, რომელიც გამოქვეყნდა აშშ–ში 1978 წელს. წიგნი დაიწერა „ტვინის გამორეცხვის“ თეორიის პოზიციიდან. ავტორებმა მასში წარმოადგინეს რელიგიური მოქცევის თავისი თეორია, რომელსაც უწოდეს „ლომკა“. ავტორების აზრით, „ლომკა“ ნიშნავს ახალი წევრების მოზიდვას დესტრუქციული კულტების რიგებში და სხვა ახალ რელიგიურ მოძრაობებში, ცნობიერების მანიპულირების ტექნიკის გამოყენებით. წიგნში ავტორები ასევე აღწერენ და რეკომენდაციას უწევენ, მათი აზრით, ახალი რელიგიური მოძრაობიდან გამოსვლის  ეფექტურ მეთოდებს: დეპროგრამირება და კონსულტაცია გასვლის შესახებ. წიგნში მოცემულია ინტერვიუ ტედ პატრიკთან - ანტისაკულტო მოძრაობის ცნობილ მოღვაწესთან და დეპიროგრამების დამფუძნებელთან.



Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised