понедельник, 23 декабря 2019 г.

ჯგუფის გავლენა. როგორ ცვლის ჯგუფი ადამიანების ქცევას

ჯგუფის გავლენა

შესავალი
       ჯგუფი არა მხოლოდ ეხმარება ადამიანს გადარჩეს და გააუმჯობესოს თავისი პროფესიული თვისებები, არამედ ცვლის მის  ქცევას. ის ინდივიდს ჯგუფის წევრად გარდაქმნის, ცვლის ადამიანს, ხშირად ქმნის მას მნიშვნელოვნად განსხვავებულს იმ ადამიანისგან, როგორიც ის იყო ჯგუფის გარეთ ყოფნის დროს. ჯგუფთან ურთიერთობისას, ადამიანი სხვადასხვა გზით ცდილობს გავლენა მოახდინოს მასზე, განახორციელოს ცვლილებები მის ფუნქციონირებაში ისე, რომ მისთვის მისაღები და მოსახერხებელი იყოს, საშუალებას აძლევს მას გაუმკლავდეს თავის მოვალეობებს. ბუნებრივია, ზემოქმედების ფორმა, ასევე ჯგუფზე პიროვნების გავლენა არსებითად არის დამოკიდებული როგორც მის პიროვნულ მახასიათებლებზე, მის შესაძლებლობებზე ჰქონდეს გავლენა, ასევე ჯგუფის მახასიათებლებზე. როგორც წესი, ადამიანი გამოხატავს დამოკიდებულებას ჯგუფისადმი იმ პოზიციიდან გამომდინარე, რაც მას სწორად მიაჩნია და რა არა, რა მოითხოვს გაუმჯობესებას, რა უნდა გაკეთდეს ჯგუფის მიზნების მისაღწევად. ამავე დროს ყველა მისი მსჯელობა ყოველთვის დამოკიდებულია იმ პოზიციაზე, რომელიც მას უკავია ჯგუფში, მასზე დაკისრებულ როლზე, დავალებაზე, და, შესაბამისად, რა მიზნებსა და ინტერესებს ის ისახავს პირადად.

  რა არის ჯგუფი
         ამ კითხვაზე პასუხი ცხადია, მაგრამ იმ დრომდე, სანამ რამდენიმე ადამიანი არ მოახდენს თავისი განმარტებების შედარებას. ეხება თუ არა ტერმინი „ჯგუფი“ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ საერთო მიზანი და რომლებიც ერთმანეთს ეყრდნობიან? თუ ეს ეხება მხოლოდ მათ, ვინც გარკვეული სახით არის ორგანიზებული? ან თუ ეხება მათ, ვისი ურთიერთობაც გრძელდება გარკვეული დროის განმავლობაში? სწორედ ამ განსხვავებული პოზიციიდან უდგებიან სოციალური ფსიქოლოგები „ჯგუფის“ ცნების განმარტებას. ჯგუფური დინამიკის სპეციალისტი მარვინ შოუ ამტკიცებს, რომ ყველა ჯგუფისთვის დამახასიათებებელია ერთი საერთო თვისება: მათ წევრებს ერთმანეთთან აქვთ ურთიერთობა. ამიტომ, მისი განმარტებით, ჯგუფი არის ორი ან უფრო დიდი რაოდენობით ადამიანთა მიერ შექმნილი კოლექტივი, რომლებიც ურთიერთმოქმედებენ ერთმანეთთან და გავლენას ახდენენ ერთმანეთზე.
           ჯგუფის შექმნის მიზეზები:
რომელიმე თემისადმი კუთვნილების მოთხოვნილება
ინფორმაციის მოთხოვნილება
აღიარების მოთხოვნილება
გარკვეული მიზნების მიღწევის მოთხოვნილება

სოციალური ფასილიტაცია
          საუკუნეზე მეტი ხნის წინ ფსიქოლოგმა ნორმან ტრიპლეტმა, რომელიც ველოსიპედით რბოლით დაინტერესდა, შენიშნა, რომ სპორტსმენები მაღალ შედეგს აღწევენ არა მაშინ, როდესაც „კონკურენციას უწევენ წამზომს“, არამედ როდესაც ისინი კოლექტიურ რბოლაში მონაწილეობენ. სანამ თავის ვარაუდს საჯარო ხასიათს მისცემდა (რომ სხვა ადამიანების თანდასწრებით ადამიანი უფრო პროდუქტიულად მუშაობს), ტრიპლეტმა ჩაატარა ლაბორატორიული ექსპერიმენტი - ერთ-ერთი პირველი სოციალური ფსიქოლოგიის ისტორიაში. ბავშვებს, რომელთაც დაევალათ ძუის დახვევა სათევზაო კოჭაზე შესაძლო მაქსიმალური სიჩქარით, თანაშემსრულებელთა თანდასწრებით ამ დავალებას უფრო სწრაფად უმკლავდებოდნენ, ვიდრე ცალ-ცალკე. ამ ეფექტს სოციალური ფასილიტაცია უწოდეს. თუმცა, ამას ყოველთვის არ მოაქვს დადებითი შედეგი. არსებობს ექსპერიმენტული მონაცემები, რომლის თანახმადაც, ზოგიერთ შემთხვევაში თანაშემსრულებლები ერთმანეთს ხელს უშლიან.

           დომინანტური რეაქციის სოციალური ფასილიტაცია
       1940 წლის შემდეგ, მეცნიერებმა თითქმის შეწყვიტეს ამ პრობლემაზე მუშაობა; „უძრაობის“ ხანა საუკუნის მეოთხედს გაგრძელდა - მანამ, სანამ ახალმა იდეამ არ მოუღო მას ბოლო. სოციალურმა ფსიქოლოგმა რობერტ ზაიონცმა გამოთქვა ჰიპოთეზა, რომ უცხო პირების არსებობა სტიმულს გვაძლევს, მაგრამ იწვევს არასწორი პასუხების გაცემას. ორივე შემთხვევაში „მოქმედებს“ ერთი და იგივე საერთო წესი: აგზნება ხელს უწყობს დომინანტურ რეაქციას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც ადრე აღიქმებოდა,როგორც ურთიერთსაწინააღმდეგო ქმედება, ახლა ასე აღარ აღიქმება. რამდენიმე ექსპერიმენტმა, რომლითაც ზაიონცმა და მისმა თანაშემწეებმა შექმნეს თავისუფალი დომინანტური რეაქცია, დაადასტურეს, რომ დამკვირვებლების დასწრება აძლიერებს მას. ერთ–ერთ ასეთ ექსპერიმენტში მკვლევარებმა სთხოვეს გამოსაცდელებს წარმოეთქვათ (1-დან 16-ჯერ) სხვადასხვა, უაზრო სიტყვები. შემდეგ მათ უთხრეს, რომ ეს სიტყვები ეკრანზე გამოჩნდებოდა, ერთმანეთის მიყოლებით, და ყოველ ჯერზე ისინი უნდა მიხვედრილიყვნენ, რომელი სიტყვა გამოჩნდებოდა. სინამდვილეში, გამოსაცდელებს მხოლოდ შემთხვევითი შავი ხაზები აჩვენეს წამის ასი მეათედის განმავლობაში, მაგრამ მათ ძირითადად ის სიტყვები „დაინახეს“, რომლებიც მრავალჯერ წარმოთქვეს. ეს სიტყვები იქცა დომინანტურ რეაქციად. გამოსაცდელები, რომლებმაც ანალოგიური ტესტი გაიარეს ორი სხვა გამოსაცდელის თანდასწრებით, კიდევ უფრო მეტად მიდრეკილნი აღმოჩნდნენ იმისათვის, რომ ეს სიტყვები „დაენახათ“.
        ხალხში ყოფნა აგზნებას უფრო აძლიერებს, რაც ხელს უწყობს დომინანტურ რეაქციას. რატომ აღაგზნებს ადამიანს სხვების ყოფნა? შეიძლება სამი მიზეზი არსებობდეს, და თითოეულ მათგანს აქვს ექსპერიმენტული დადასტურება.
       შეფასების შიში. ყურადღების გადატანა. დამკვირვებლის დასწრების ფაქტი.

             შეფასების შიში
         ნიკოლას კოტრელის აზრით, დამკვირვებლები ჩვენში იწვევენ შეშფოთებას, რადგან ჩვენთვის სულ ერთი არ არის, თუ როგორ გვაფასებენ ისინი. კოტრელის დასკვნები სხვა მკვლევარებმაც დაადასტურეს: დომინანტური რეაქციების გაძლიერება მაქსიმალურია, როდესაც ადამიანები ფიქრობენ, რომ მიმდინარეობს მათი შეფასება. შეფასების შიში ასევე გვეხმარება იმის ახსნაში, თუ რატომ: ადამიანები მუშაობენ უკეთესად, თუ თანაშემსრულებლები არიან ოდნავ უკეთესები. აგზნება მცირდება, როდესაც მაღალი სტატუსის მქონე პირთა ჯგუფს „გააზავებენ“ ისინი, ვის მოსაზრებაც ნაკლებად ფასდება. დამკვირვებლებს ყველაზე მეტი გავლენა აქვთ მათზე, ვისაც ყველაზე მეტად აღელვებს მათი მოსაზრებები. სოციალური ფასილიტაციის ეფექტი ყველაზე მეტად შესამჩნევია, როდესაც დამკვირვებლებს არ ვიცნობთ და ძნელია მათზე თვალყურის დევნება.

ყურადღების გადატანა   
     გლენ სანდერსმა, რობერტ ბერონმა და დენი მურმა განავითარეს მოსაზრება შეფასების შიშის შესახებ და ოდნავ უფრო შორს წავიდნენ. მათ ივარაუდეს: თუ ადამიანები ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ მუშაობენ მათი თანაშემსრულებლები, ან როგორ რეაგირებს აუდიტორია, მათი ყურადღება იფანტება. კონფლიქტი სხვებისგან ყურადღების გადატანის შეუძლებლობასა და შესრულებულ სამუშაოზე ფოკუსირების აუცილებლობას შორის, კოგნიტური სისტემისთვის ძალიან მძიმე ტვირთია და აგზნებას იწვევს. იმის მტკიცებულება, რომ ადამიანები ნამდვილად განიცდიან აგზნებას ყურადღების გაფანტვის გამო, მიღებულ იქნა ექსპერიმენტების შედეგად, რომლებშიც დამტკიცდა შემდეგი: სოციალური ფასილიტაცია შეიძლება იყოს არა მხოლოდ სხვა ადამიანის დასწრების, არამედ უსულო საგნების, მაგალითად, სინათლის ციმციმის შედეგი.

დამკვირვებლის დასწრების ფაქტი
           მიუხედავად ამისა, ზაიონცს მიაჩნია, რომ შეფასების შიშის და ყურადღების გადატანის გარეშეც, თავად დამკვირვებლის დასწრების ფაქტი შეიძლება გახდეს აგზნების გამოწვევის მიზეზი. მაგალითად, გამოსაცდელები უფრო კონკრეტულად ასახელებდნენ თავის საყვარელ ფერებს დამკვირვებლების თანდასწრებით. ამგვარი დავალებების შესრულებისას არ არსებობს არც „სწორი“ და არც „მცდარი“ პასუხი, რომელსაც დამკვირვებლები შეაფასებდნენ, ამიტომ არ არსებობს არავითარი საფუძველი იმაზე ფიქრისა, თუ როგორი მოსაზრება შეექმნებათ მათ. და მაინც, მათი დასწრება „ელექტრიზებას“ იწვევს. ანალოგიური ფენომენი შეინიშნება ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში. ეს იძლევა იმის ვარაუდის შესაძლებლობას, რომ არსებობს სოციალური აგზნების გარკვეული თანდაყოლილი მექანიზმი, რაც ახასიათებს ცხოველთა სამყაროს წარმომადგენელთა უმეტესობას.

  სოციალური სიზარმაცე
             როგორც წესი, სოციალური ფასილიტაცია ვლინდება იმ შემთხვევებში, როდესაც ადამიანები მუშაობენ ინდივიდუალური მიზნების მისაღწევად და როდესაც მათი პირადი ძალისხმევა - იქნება ეს ძუის სათევზაო კოჭაზე დახვევა თუ არითმეტიკული ამოცანების ამოხსნა, - ინდივიდუალურად შეიძლება შეფასდეს. ანალოგიური სიტუაციები წარმოიქმნება ყოველდღიურ ცხოვრებაშიც, მაგრამ არა იმ შემთხვევებში, როდესაც ადამიანები ერთად მუშაობენ საერთო მიზნის მისაღწევად და თითოეული ცალ-ცალკე არ არის პასუხისმგებელი გაწეულ ძალისხმევაზე. შეუძლია თუ არა გუნდურ სულს გაზარდოს პროდუქტიულობა, როდესაც საქმე ეხება „ადიციურ ამოცანებს“, ანუ იმ ამოცანებს, რომლებშიც ჯგუფის მიღწევები დამოკიდებულია ინდივიდუალური ძალისხმევის ჯამზე? კალატოზები როდის აწყობენ უფრო სწრაფად აგურს - როდესაც ისინი ბრიგადებში არიან გაერთიანებული, თუ  როდესაც ცალ-ცალკე მუშაობენ? მსგავს კითხვებზე პასუხის გაცემის ერთ-ერთი გზაა ლაბორატორიული ექსპერიმენტების ჩატარება.
        სოციალური სიზარმაცის შესასწავლად ჩატარებულ ექსპერიმენტებში, გამოსაცდელები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათ აძლევენ შეფასებას მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი მარტო მოქმედებდნენ. კოლექტიური ქმედებები (ბაგირის გადაწევა, ყვირილი, აპლოდისმენტები და ა.შ.) ამცირებს შეფასების შიშს. როდესაც ადამიანი არაფერზე არ არის პასუხისმგებელი და არ შეუძლია შეაფასოს საკუთარი ძალისხმევა, პასუხისმგებლობა ნაწილდება ჯგუფის წევრებს შორის. სოციალური ფასილიტაციის შესასწავლად ჩატარებულ ექსპერიმენტებში სიტუაცია დიამეტრალურად საპირისპიროა: შეფასების შიში იზრდება. როდესაც ადამიანი ყურადღების ობიექტი ხდება, ის აკვირდება თავის ქცევას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „მოქმედებს“ ერთი და იგივე პრინციპი: როდესაც ადამიანი ყურადღების ცენტრშია, მისი წუხილი იმის შესახებ, თუ როგორ შეფასებას მიიღებს, იზრდება. ამ შემთხვევაში ადგილი აქვს  სოციალურ ფასილიტაციას. როდესაც ადამიანს უჩნდება „ხალხში დაკარგვის“ შესაძლებლობა და, შესაბამისად, მცირდება შეფასებაზე ზრუნვა, ვლინდება მისი სოციალური სიზარმაცე.
დეინდივიდუალიზაცია
         სოციალურ ფასილიტაციასთან დაკავშირებული ექსპერიმენტების შედეგები მეტყველებენ იმაზე, რომ ჯგუფებს შეუძლიათ ადამიანების აგზნება. თუ აგზნება ზეგავლენას ახდენს პირადი პასუხისმგებლობის ნაკლებობაზე, ხოლო ქცევის საზოგადოდ მიღებული ნორმები იწურება, შედეგები შეიძლება ყველაზე მოულოდნელი აღმოჩნდეს. ასეთ სიტუაციებში ადამიანს შეუძლია სხვადასხვა ქმედებების ჩადენა - ქცევის წესების დარღვევით დაწყებული (სასადილო ოთახში საჭმლის დაყრა, კინკლაობა რეფერისთან, როკ-კონცერტის დროს ყვირილი) ყველაზე ქვენა გრძნობების იმპულსური გამოვლინებით (ჯგუფური ვანდალიზმი, ორგიები, ძარცვა) და დესტრუქციული სოციალური აფეთქებებით  (სისასტიკე პოლიციელთა მხრიდან, ბრბოს მიერ მოწყობილი ბუნტი და არეულობა) დამთავრებული. ზოგიერთ ჯგუფურ სიტუაციებში ადამიანები უფრო არიან მიდრეკილნი უარი თქვან შეზღუდვებზე, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში მოქმედებს, დაკარგონ საკუთარი „მე“ და გაითავისონ ჯგუფში ან ბრბოში არსებული ნორმები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხდება ის, რასაც ლეონ ფესტინგერმა, ალბერტ პეპიტოუნმა და თეოდორ ნიუკმა დეინდივიდუალიზაცია უწოდეს.
დეინდივიდუალიზაციის წარმომქმნელი გარემოებები

ჯგუფის რაოდენობა
ფიზიკური ანონიმურობა
აღმგზნები და სხვა რამეზე ყურადღების გადამტანი საქმიანობა
დასუსტებული თვითცნობიერება

ჯგუფის რაოდენობა

         ნებისმიერ ჯგუფს შეუძლია არა მხოლოდ აღაგზნოს თავისი წევრები, არამედ გახადოს ისინი არაიდენტიფიცირებადი. ბრბოში საკუთარი თავის მსგავსი ადამიანების ყოფნა ლინჩის მომხრეებს შთააგონებს რწმენას საკუთარი დაუსჯელობის შესახებ: ისინი აღიქვამენ იმას, რაც ხდება, როგორც ჯგუფურ აქციას. ეპიზოდის გაანალიზების შემდეგ, როდესაც ვიღაც იმუქრებოდა, რომ სახურავიდან ან ხიდიდან გადახტებოდა, და ამას ბრბო ესწრებოდა, ლეონ მანი მივიდა შემდეგ დასკვნამდე: როდესაც ბრბო არ იყო მრავალრიცხოვანი და ეს დღისით ხდებოდა, ხალხი ჩვეულებრივ არ ცდილობდა პოტენციური თვითმკვლელის წაქეზებას. მაგრამ, თუ სიმრავლე ან სიბნელე მოწმეებს ანონიმურობის გარანტიას აძლევდა, ბრბო, როგორც წესი, აქეზებდა და დასცინოდა მას. ანალოგიურ დასკვნამდე მივიდა ბრაიან მალენიც, რომელმაც შეისწავლა ლინჩის კანონით გასამართლების შემთხვევები: რაც უფრო მრავალრიცხოვანია ბრბო, მით უფრო ნაკლებად შესამჩნევია მისი წევრების მიერ თვითშეგნების დაკარგვა და მათი მზადყოფნა ისეთი სისასტიკის ჩასადენად, როგორიცაა მსხვერპლის დაწვა, წამება ან დანაწევრება. თითოეულ ამ მაგალითში - სპორტული ფანატების ბრბოდ დაწყებული ლინჩის კანონით გასამართლების მომხრეთა ბანდით დამთავრებული - შეფასების შიში სწრაფად იკლებს. რადგან „ყველა ასე იქცევა“, მოვლენის მონაწილეებს შეუძლიათ თავისი ქცევა ახსნან უფრო სიტუაციით, ვიდრე საკუთარი არჩევანით. ფილიპ ზიმბარდოს მიაჩნია, რომ თავისთავად მეგაპოლისების უსასრულობა ანონიმურობას და, შესაბამისად, ისეთ ნორმებს ქმნის, რომლებსაც ვანდალიზმი დასაშვებად მიაჩნია.

ფიზიკური ანონიმურობა
            მკვლევართა ჯგუფმა ედ დინერის ხელმძღვანელობით შეძლო ჯგუფში ყოფნის ერთდროული გავლენის და ფიზიკური ანონიმურობის დემონსტრირება. ჰელოუინის წინა დღეს ისინი სიეტლში აკვირდებოდნენ ბავშვებს, რომლებიც სახლებში დადიოდნენ ამ დღესასწაულისთვის ტრადიციული მიმართვით: „გაგვიმასპინძლდი, თორემ ინანებ“ (სულ მკვლევართა მხედველობის არეში 1352 ბავშვი აღმოჩნდა). მთელი ქალაქის მასშტაბით მიმოფანტულ 27 სახლში თითოეულში ბავშვებს ექსპერიმენტატორი ხვდებოდა, სთავაზობდა მათ „თითო კანფეტს“ და ოთახიდან გადიოდა. ექსპერიმენტის მონაწილეებმა, რომლებიც ბავშვებს აკვირდებოდნენ და მათთვის შეუმჩნეველი იყვნენ, დაადგინეს, რომ ჯგუფებში ბავშვები „მარტოხელებისგან“ განსხვავებით არ შემოიფარგლებოდნენ მხოლოდ ერთი კანფეტით (ასეთი შემთხვევები 2-ჯერ უფრო მეტი იყო). გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ მათ შორის, ვისაც „სახლის პატრონმა“ ჰკითხა სახელი და მისამართი, 2-ჯერ ნაკლები დამრღვევი აღმოჩნდა, ვიდრე მათ შორის, ვინც ანონიმურობა შეინარჩუნა. ამრიგად, დარღვევების რაოდენობა დიდად არის დამოკიდებული სიტუაციაზე. ბავშვების უმეტესობა, რომელიც ჯგუფის სხვა წევრების ჩრდილში აღმოჩნდა, რაც მათი ანონიმურობით იყო გამოწვეული, არ შემოიფარგლა მხოლოდ ერთი კანფეტით.
          ბავშვებს უფრო ხშირად სჩვევიათ აკრძალვების დარღვევა და ერთზე მეტი კანფეტის აღება მაშინაც კი, როდესაც ჯგუფში იყვნენ და დარჩნენ ანონიმები. მაგრამ ეს ტენდენცია ყველაზე მკაფიოდ გამოიხატა იმ შემთხვევებში, როდესაც ანონიმურობა ემთხვეოდა ჯგუფში ყოფნას. შეიძლება იმის თქმა, რომ ფიზიკური ანონიმურობა ყოველთვის ამჟღავნებს ჩვენს ყველაზე უარეს ინსტინქტებს? საბედნიეროდ, არა. დეინდივიდუალიზაციის 60 გამოკვლევის მეტაანალიზის შედეგიდან ჩანს, რომ როდესაც ადამიანი ანონიმურობას ინარჩუნებს, ნაკლებად აცნობიერებს საკუთარ თავს და უფრო მეტად აცნობიერებს ჯგუფს; იგი ასევე უფრო მგრძნობიარე ხდება სიტუაციის მახასიათებლების მიმართ, მიუხედავად იმისა, იქნება ეს პოზიტიური თუ ნეგატიური მხარე.

             აღმგზნები და სხვა რამეზე ყურადღების გადამტანი საქმიანობა

           დიდი ჯგუფების აგრესიულ გამოხტომებს ხშირად წინ უძღვის ნაკლებად მნიშვნელოვანი აქციები, რომლებიც აღაგზნებენ მათ წევრებს და სხვა რამეზე გადააქვთ მათი ყურადღება. ისეთი კოლექტიური მოქმედებები, როგორიცაა ყვირილი, სკანდირება, ტაშის დაკვრა ან ცეკვა, ერთ და იმავე დროს „აღიზიანებენ“ ადამიანებს და ამცირებენ მათ თვითგაცნობიერების დონეს. ედ დინერის ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ისეთ მოქმედებებს, როგორიცაა ქვების სროლა და გუნდური სიმღერა, შეუძლია ნიადაგის მომზადება უფრო მნიშვნელოვანი მოქმედებებისთვის. იმპულსური მოქმედებების განხორციელება და სხვებზე დაკვირვება, რომლებიც იმავე ქმედებებით არის დაკავებული, იწვევს გაძლიერებული კმაყოფილების გრძნობას. როდესაც ვხედავთ, რომ სხვებიც ისევე იქცევიან, როგორც ჩვენ, გვგონია, რომ ისინი განიცდიან იგივე გრძნობებს, რასაც ჩვენ განვიცდით, და ჩვენი გრძნობები უფრო ძლიერდება. უფრო მეტიც, იმპულსური ჯგუფური მოქმედება ჩვენს ყურადღებას იპყრობს. როდესაც რეფერის უწმაწური სიტყვებით მივმართავთ, ჩვენ არ ვფიქრობთ ჩვენს ზნეობრივ ფასეულობებზე, არამედ რეაგირებას ვახდენთ წუთიერ სიტუაციაზე. მოგვიანებით, როდესაც გონს მოვეგებით და დავფიქრდებით იმაზე, რაც გავაკეთეთ ან ვთქვით, ჩვენ ზოგჯერ განვიცდით სინანულს. ზოგჯერ. ზოგჯერ კი პირიქით ხდება - ვეძებთ გაუპიროვნების შესაძლებლობებს ნებისმიერ კოლექტიურ ქმედებაში - ცეკვაში, რელიგიურ მოქმედებებში, ჯგუფის მიერ ჩატარებულ ღონისძიებებში, ანუ იქ, სადაც ჩვენ განვიცდით ძლიერ დადებით ემოციებს და ვგრძნობთ ჩვენს ერთობას სხვებთან.

დასუსტებული თვითცნობიერება
         კოლექტიური გამოცდილება ასუსტებს არა მხოლოდ თვითცნობიერებას, არამედ ქცევასა და დამოკიდებულებას შორის კავშირს. ედ დინერის, ასევე სტივენ პრენტის-დანის და რონალდ როჯერსის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგები, იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ საკუთარ თავში გაუცნობიერებული, დეინდივიდუალიზირებული ადამიანები ნაკლებად თავშეკავებულები არიან, ნაკლებად მიდრეკილნი თვითშეზღუდვისკენ, უფრო მეტად სურთ იმოქმედონ, არ ფიქრობენ თავის ზნეობრივ ღირებულებებზე და უფრო აქტიურად რეაგირებენ სიტუაციებზე. თვითცნობიერება დიამეტრულად ეწინააღმდეგება დეინდივიდუალიზაციას. ადამიანები, რომელთა თვითცნობიერების დონე გაიზარდა იმის გამო, რომ ისინი აღმოჩნდნენ, მაგალითად, სატელევიზიო კამერის ან სარკის წინ, დემონსტრირებენ გაძლიერებულ თვითკონტროლს, ხოლო  მათი ქმედებები უფრო ნათლად ასახავს მათ დამოკიდებულებას. ადამიანები, რომლებსაც ან აქვთ თვითგაცნობიერების განვითარებული გრძნობა, ან გარკვეული დროით ხდებიან ასეთები გარკვეული გარემოებების გამო, როგორც წესი, თავისი სიტყვის პატრონები არიან. ამასთან, ისინი უფრო დაფიქრებულები ხდებიან და, შესაბამისად, ნაკლებად მიდრეკილი იმ მოწოდებებზე პასუხის გასაცემად, რომლებიც ეწინააღმდეგება მათ მორალურ ღირებულებებს. შესაბამისად, ყველა ის ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს თვითშემეცნების შესუსტებას, კერძოდ ალკოჰოლი, აძლიერებს დეინდივიდუალიზაციას. და პირიქით: ყველაფერი, რაც თვითცნობიერებას აძლიერებს, ასუსტებს დეინდივიდუალიზაციას.

ჯგუფური პოლარიზაცია
            მრავალი კონფლიქტი ღრმავდება იმის გამო, რომ ადამიანები, რომლებიც „ბარიკადების ორივე მხარეს“ იმყოფებიან, პრობლემას განიხილავენ ძირითადად თანამოაზროვნეთა შორის. შესაძლებელია თუ არა იმის თქმა, რომ ამ შემთხვევაში ხდება წინასწარ არსებული ნორმების რადიკალიზაცია? და თუ ასეა, რატომ? რომელ შედეგებს - დადებითს ან უარყოფითს - ყველაზე ხშირად აქვთ ჯგუფური ურთიერთქმედება? კვლევის შედეგები ხელს უწყობს ჯგუფური ურთიერთქმედების შედეგების გარკვევას. მცირე ჯგუფებში ადამიანების ქცევის შესწავლამ ხელი შეუწყო პრინციპის ჩამოყალიბებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს განვმარტოთ ჯგუფური ურთიერთქმედების როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური შედეგების წარმოშობა: დისკუსია ჯგუფში იწვევს მისი წევრების თავდაპირველი დამოკიდებულების რადიკალიზაციას. ამ პრინციპის შესწავლის ისტორია, რომელსაც ეწოდება ჯგუფური პოლარიზაცია, ილუსტრირებს შემეცნების პროცესს, კერძოდ, თუ როგორ იწვევს საინტერესო აღმოჩენა ხშირად მეცნიერების ნაჩქარევ და მცდარ დასკვნებს, რასაც, საბოლოოდ, თან მოსდევს უფრო ზუსტი დასკვნები.

ჯგუფური პოლარიზაციის ექსპერიმენტული შესწავლა

         ახალმა შეხედულებებმა ჯგუფური დისკუსიის შედეგად მიღებული ცვლილებების შესახებ მკვლევარებს ექსპერიმენტების ჩატარება აიძულა, რომლის დროსაც გამოსაცდელები განიხილავდნენ მტკიცებულებებს, რომლებსაც იზიარებდა ან არ იზირებდა მათი უმრავლესობა. ახდენს ასეთი დისკუსია მის მონაწილეთა პოზიციების რადიკალიზაციას, როგორც ეს იყო დილემებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღების დროს? შეიძლება იმის თქმა, რომ ჯგუფებში არამარტო რისკების შემცველი პირები კიდევ უფრო მიდრეკილნი ხდებიან მისდამი, არამედ რელიგიური ფანატიკოსებიც კიდევ უფრო ფანატიკურები ხდებიან, ხოლო მეცენატები კიდევ უფრო დიდი ფილანტროპები? ჯგუფური პოლარიზაციის ჰიპოთეზა პროგნოზირებს, რომ დისკუსიის შედეგად ჯგუფის წევრების მიერ გაზიარებული მოსაზრება ძლიერდება.

პოლარიზაციის განმარტება
          ჯგუფური პოლარიზაციის შემოთავაზებული თეორიის მთელი სპექტრიდან, მხოლოდ ორმა გაიარა სამეცნიერო ტესტირება. ერთი თეორია ყურადღებას ამახვილებს დისკუსიის დროს წამოჭრილ არგუმენტებზე, მეორე - იმაზე, თუ როგორ განიხილავენ ჯგუფის წევრები თავის თავს სხვა წევრებთან მიმართებაში. პირველი თეორია ინფორმაციული გავლენის მაგალითია; მეორე თეორია - ნორმატიული გავლენის. ჯგუფური პოლარიზაციის შესწავლის შედეგები ასახავს სოციალურ-ფსიქოლოგიური კვლევის სირთულეს. ჯგუფურ დისკუსიებში დამაჯერებელი არგუმენტები ჭარბობს იმ შემთხვევებში, როდესაც განიხილება ფაქტობრივი ელემენტის მქონე სიუჟეტი („დამნაშავეა თუ არა ის ჩადენილ დანაშაულში?“). სოციალური შედარება გავლენას ახდენს მოსაზრებებზე იმ შემთხვევებში, როდესაც განსახილველი საკითხი ეხება ზნეობრივ ფასეულობებს („რა ვადით  უნდა გამოუტანონ მას სასჯელი?“).

ჯგუფური აზროვნება
           სოციალურმა ფსიქოლოგმა ირვინ ჯანისმა ისეთ ფენომენს, როგორიცაა: გარკვეული ტენდენციის შედეგი, რომელიც ახასიათებს გადაწყვეტილების მიმღებ ჯგუფებს: ჩაახშოს სხვაგვარად აზროვნება ჯგუფური ერთიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, ჯგუფური აზროვნება უწოდა. ჯგუფური აზროვნების სიმპტომებია: ხელშეუხებლობის ილუზია, ჯგუფის ზნეობაში უდავო რწმენა, რომელიც ეჭვსაც კი არ იწვევს, რაციონალიზაცია, სტერეოტიპული შეხედულებები ოპონენტებზე, კონფორმიზმის ზეწოლა, თვითცენზურა, ერთსულოვნების ილუზია, „ინფორმაციის“ შთანმთქმელი, ჯანისის რეკომენდაციები, რომლებიც მიმართულია ჯგუფური აზროვნების თავიდან ასაცილებლად: იყო მიუკერძოებელი - არ მიიღო არც ერთი მხარე; კრიტიკული შეფასების წახალისება; ჯგუფის პერიოდულად დაყოფა ქვეჯგუფებად, შემდეგ ისევ გაერთიანება და სხვადასხვა თვალსაზრისის განხილვა; მივესალმოთ კრიტიკას მათგან, ვინც არ არის ჯგუფის წევრი და თანამოაზრე; სანამ მიღებული გადაწყვეტილების რეალიზაციას დააპირებთ, მოიწვიეთ „უკანასკნელი შანსის“ თათბირი და კვლავ განიხილეთ ყველა დარჩენილი ეჭვი.

უმცირესობის გავლენა
           უმცირესობა, რომელიც თანმიმდევრულად იცავს თავის პოზიციას, უფრო გავლენიანია, ვიდრე მერყევი უმცირესობა. უმცირესობის გავლენის განსაკუთრებული შემთხვევაა ლიდერობა - პროცესი, რომლის საშუალებითაც ზოგიერთი ინდივიდი ახდენს ჯგუფების მობილიზებას და ხელმძღვანელობს მათ. ზოგი ადამიანი მშვენივრად უმკლავდება მიზნობრივ ლიდერთა პასუხისმგებლობას: ისინი ორგანიზებას უწევენ მუშაობას, ადგენენ სტანდარტებს და ყურადღებას ამახვილებენ დასახული მიზნის მისაღწევად. სხვები შეუცვლელები არიან, როგორც  სოციალური ლიდერები, როდესაც აუცილებელია გუნდური მუშაობის ორგანიზება, კონფლიქტის მოგვარება და დახმარების გაწევა. მიზნობრივი და სოციალური ლიდერობის მეშვეობით ფორმალური და არაფორმალური თვითდაჯერებული და ქარიზმატული ლიდერები ხშირად იწვევენ თავის მიმდევრების ნდობას და შთააგონებენ მათ.

დასკვნა
         იმისდა მიხედვით, თუ რომელი ტენდენციებით აძლიერებს ან თრგუნავს ჯგუფს, ისს შეიძლება იყოს ძალიან, ძალიან ცუდი, ან ძალიან, ძალიან კარგი. ასე რომ,  ჯგუფის შერჩევას, რომელიც გავლენას მოახდენს ჩვენზე,  ჩვენ უნდა მივუდგეთ გონივრულად და შეგნებულად. ჯგუფებში ჩვენ უფრო აგზნებული ვართ, განვიცდით დიდ სტრესს, უფრო დაძაბული ვართ, ხოლო რთული ამოცანების შესრულებისას  შეცდომებს ვუშვებთ. „ხალხში დაკარგული“, ჩვენ ანონიმები ვხდებით, სოციალური სიზარმაცისაკენ მიდრეკილნი, ხოლო დეინდივიდუალიზაცია ხელს უწყობს ჩვენი ყველაზე უხამსი ინსტინქტების გამოვლინებას. პოლიციელთა სისასტიკე, ბრბოს მიერ თვითგასამართლება, ბანდიტიზმი და ტერორიზმი - ეს ყველაფერი ჯგუფური მოვლენაა. ჯგუფური დისკუსია ხშირად ჩვენი შეხედულებების პოლარიზებას იწვევს, აძლიერებს ურთიერთ მიუღებლობასა და მტრულ დამოკიდებულებას. მას ასევე შეუძლია აღკვეთოს განსხვავებული აზრი, შექმნას ხელსაყრელი პირობები ერთიანი ჯგუფური აზროვნებისთვის, რაც იწვევს მის გადაწყვეტილებებზე ტრაგიკული შედეგების მიღებას.  ამიტომ არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ჩვენ ვაქებთ მარტოხელებს - ერთი ადამიანის მიერ წარმოდგენილ უმცირესობას, რომლებიც გამოდიან ჯგუფის წინააღმდეგ სიმართლისა და სამართლიანობის დასაცავად. ჩვენი შორეული წინაპრების მსგავსად, ჩვენ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული და გვჭირდება ურთიერთდახმარება და დაცვა. უფრო მეტიც, ჯგუფებს შეუძლიათ გააძლიერონ ის საუკეთესო, რაც ჩვენშია. ჯგუფში, მორბენალი უფრო სწრაფად გარბის, მაყურებლები უფრო ხმამაღლა იცინიან, ხოლო მეცენატები უფრო გულუხვი ხდებიან. თვითდახმარების ჯგუფებში ადამიანები განიცდიან უფრო მეტ გამბედაობას, რათა შეწყვიტონ სმა, დაიკლონ წონაში და უკეთესად ისწავლონ. მსგავსი რელიგიური შეხედულებებით დაახლოებული ადამიანების ჯგუფები ხელს უწყობენ თავისი წევრების უფრო მეტ სულიერებას.







https://www.watchman.org/articles/cults-alternative-religions/kidnapping-and-the-cults/


https://freedomofmind.com/cult-deprogramming-vs-strategic-interactive-approach/


Deprogrammers are people who, at the request of a parent or other close relative, will have a member of a religious sect seized, then hold him against his will and subject him to mental, emotional, and even physical pressures until he renounces his religious beliefs. "Deprogramming--that is, providing members with information about the cult and showing them how their own decision-making power had been taken away from them."
--Margaret Singer, Ph.D. psychologist author of "Cults in Our Midst"






































































































To Those I Love And Those Who Love Me Submitted By: Beccascrapsalot When I am gone, release me. Let me go I have so many things to see and do. You mustn't tie yourself to me with tears, Be happy, we had so many years. I gave you my love and you can only guess How much you gave to me in happiness. I thank you for the love you each have shown But now it's time I traveled alone. So grieve a while for me if grieve you must Then let your grief be comforted by trust. It's only for a while that we must part So bless those memories in your heart. I won't be far away for life goes on So if you need me , call and I will come. Though you can't see or touch me, I'll be near with all my love around you soft and clear. And then, when you must come this way alone, I'll greet you with a smile and "Welcome You Home". Author: Unknown


Любовь всегда взаимна»...Эту фразу часто повторяют, не понимая ее смысла. Это вовсе не значит, что достаточно полюбить кого-то, чтобы в ответ полюбили и нас. Это значит: «Раз я тебя люблю, ты тоже участвуешь в этом, поскольку в тебе есть что-то, что вызывает во мне любовь к тебе. Это взаимное чувство, потому что есть движение в обе стороны: любовь, которую я к тебе испытываю, возникает в ответ на повод для любви, который есть в тебе. Мое чувство к тебе – не только мое дело, но и твое тоже. Моя любовь говорит о тебе что-то, чего, быть может, ты сам не знаешь»."
Жак-Ален Миллер,психоаналитик

Любовь всегда взаимна»...Эту фразу часто повторяют, не понимая ее смысла. Это вовсе не значит, что достаточно полюбить кого-то, чтобы в ответ полюбили и нас. Это значит: «Раз я тебя люблю, ты тоже участвуешь в этом, поскольку в тебе есть что-то, что вызывает во мне любовь к тебе. Это взаимное чувство, потому что есть движение в обе стороны: любовь, которую я к тебе испытываю, возникает в ответ на повод для любви, который есть в тебе. Мое чувство к тебе – не только мое дело, но и твое тоже. Моя любовь говорит о тебе что-то, чего, быть может, ты сам не знаешь»." Жак-Ален Миллер,психоаналитик ==== Тяжело годами жить рядом с людьми, которые не могут помочь твоему расцвету. И все же в процессе индивидуации настает этап, когда угроза получить травму в основном миновала. Теперь время переходить на следующую ступень после выживания – к исцелению и процветанию. Если остановиться на стадии выживания, не переходя к процветанию, мы тем самым обедним себя, ограничим свою энергию только собой, а свою силу в этом мире урежем больше чем наполовину. Оставаться сумевшим выжить ребенком дольше, чем это необходимо, – значит излишне сжиться с архетипом раненого. Только осознав свою рану, хотя и сохранив ее в памяти, можно вступить в пору процветания. Процветание – вот наше предназначение на этой земле. Так не съеживайтесь, не старайтесь стать незаметной - время доказывает, что быть непохожим на других – значит находиться на передовой... Ища руководства, никогда не слушайте малодушных. Будьте к ним добры, осыпьте их благословениями, польстите им, только не следуйте их советам." Кларисса Пинкола Эстес БЕГУЩАЯ С ВОЛКАМИ



ადამიანური ღირსება ძალიან ინდივიდუალურია და არასდროს შეიძლება იყოს ერთდროულად ორ ადგილას. კარგად შეხედე - თუ ის შენს ნაძვის ხეზე კიდია, ესე იგი, უკვე აღარ გაქვს. მას მხოლოდ ნებაყოფლობით ეთხოვებიან და ასეთი ქცევის გამართლება ისიც არ არის, თუ გინდა დღესასწაულის ნაწილად აქციო. ფრანკლინის სიტყვები რომ გადავასხვაფეროთ - ის, ვინც ღირსებას ყიდის დღესასწაულის მოსაწყობად, არც ღირსების ღირსია და არც დღესასწაულის.  gia murgulia


Пока небесный виден хоровод, в последний раз взгляни на небосвод, твоя звезда бледнея и дрожа, похожа на лучистого ежа, в морозной мгле уходит быстро вниз. Она тебя оставила — держись. В два миллиона зим идёт зима. Держаться надо — не сойти с ума. Уже переломился календарь, видна зимы бессмысленная даль"... Е. Рейн


Там, где я всякий раз повторяю себе – забудь, Эта дверь на замке и ключа к нему не достать: В тот же час для меня открывают обратный путь, Тот, который травой и не думает зарастать. Там, где я всякий раз повторяю себе – отрежь, Эта долгая привязь не в силах уже держать: В тот же час для меня в облаках зашивают брешь, Сквозь которую можно хоть чем-то еще дышать. Там, где я всякий раз повторяю себе – не тронь, Этот пепел пора бы развеять и дальше жить: В тот же час начинает рука высекать огонь, Приближаясь к тому, что не надо бы ворошить... Яна Симон


Не то чтобы душа судьбе сдалась на милость, не то чтоб мы дорог друг к другу не нашли — оно прекрасней так, все то, что не случилось,— дороже сердцу то, что видится вдали... О том, что не сбылось, печалиться не надо — наверно, не дала судьба другого нам. Иль мало нам тепла и ласкового взгляда? Но все ж по временам... Но все ж по временам... Приснилось, что тебя вчера я снова встретил, и наши две тропы не разбегались врозь, и музыка плыла, был вечер тих и светел... А если бы сбылось? А если бы сбылось?.. Семен Ботвинник


Tяжело годами жить рядом с людьми, которые не могут помочь твоему расцвету. И все же в процессе индивидуации настает этап, когда угроза получить травму в основном миновала. Теперь время переходить на следующую ступень после выживания – к исцелению и процветанию. Если остановиться на стадии выживания, не переходя к процветанию, мы тем самым обедним себя, ограничим свою энергию только собой, а свою силу в этом мире урежем больше чем наполовину. Оставаться сумевшим выжить ребенком дольше, чем это необходимо, – значит излишне сжиться с архетипом раненого. Только осознав свою рану, хотя и сохранив ее в памяти, можно вступить в пору процветания. Процветание – вот наше предназначение на этой земле. Так не съеживайтесь, не старайтесь стать незаметной - время доказывает, что быть непохожим на других – значит находиться на передовой... Ища руководства, никогда не слушайте малодушных. Будьте к ним добры, осыпьте их благословениями, польстите им, только не следуйте их советам." Кларисса Пинкола Эстес БЕГУЩАЯ С ВОЛКАМИ

Чудеса не обязательно должны быть великими событиями, и происходить они могут в самых неожиданных местах. Иногда чудеса бывают такими крошечными, что люди их просто не замечают. Бывают застенчивые чудеса. Они трутся о рукав, пристраиваются на ресницы. Ждут, когда вы их заметите, а потом тают." Вирджиния Вульф " Пятно на стене".


Давно забытые, под легким слоем пыли, Черты заветные, вы вновь передо мной И в час душевных мук мгновенно воскресили Все, что давно-давно утрачено душой. Горя огнем стыда, опять встречают взоры Одну доверчивость, надежду и любовь, И задушевных слов поблекшие узоры От сердца моего к ланитам гонят кровь. Я вами осужден, свидетели немые Весны души моей и сумрачной зимы. Вы те же светлые, святые, молодые, Как в тот ужасный час, когда прощались мы. А я доверился предательскому звуку, — Как будто вне любви есть в мире что-нибудь! — Я дерзко оттолкнул писавшую вас руку, Я осудил себя на вечную разлуку И с холодом в груди пустился в дальний путь... А.Фет


Не спрашивай: ты знаешь, Что нежность безотчетна, И как ты называешь Мой трепет — все равно; И для чего признанье, Когда бесповоротно Мое существованье Тобою решено? Осип Мандельштам

Тишина стекает с век Тихо. Слишком... И в душе, как тихий снег, - Ты, неслышен Из прозрачного тепла Соткан вечер Тихо вслушаюсь в тебя, Словно в вечность. Тихо, тихо всё во мне Плоть - как воздух. В тишине, как в вышине - Счастья отзвук... Это было или нет? Если сплыло Всё равно остался свет, Знак, что было... Римма Казакова


The world moves on a woman's hips The world moves and it swivels and bops The world moves on a woman's hips The world moves and it bounces and hops


The only God you have to worship is Love, the only Divinity, that you have to be on your knees in front of, is Love, the only Force able to sustain Life is Love, the only Source of everything that exists in this projection of consciousness called reality is Love, so you will finally understand thet there is no Religion higher than Love, no Teaching higher than Love, no Man higher than Love, no healthy Reality without Love. Embrace yourself for one of the biggest storm of Love coming from the Galactic Center on the 12.12 portal, in conjunction with the full moon in Gemini at 12.12 am Est, catalyst for dissolving Duality into Oneness.


Perhaps prayer is not a way to get what we want to happen. I think prayer may be less about asking for the things we are attached to than it is about letting go of our attachments in some way. Prayer can take us beyond fear, which is an attachment, and beyond hope, which is another form of attachment. It can help us remember the nature of the world and the nature of life, not on an intellectual level, but in a deep and experiential way. When we pray we don’t change the world, we change ourselves. We change our consciousness. We move from an individual, isolated, making-things-happen kind of consciousness to an intimate connection with the Mystery at the heart of the world. This profound shift can be very simple.

~Rachel Naomi Remen, M.D


When many people have this heart connection, then we will know that we are all one, we human beings all over the planet. We will be one. One love. And don’t leave out the animals, and trees, and clouds, and galaxies- it’s all one. It’s one energy." - Ram Dass



Жизнь на Плутоне ​​Оруэлл изобразил мир как абсолютно замкнутую, сверхиерархичную, насквозь и всеохватно дирижистскую систему, сотворенную людьми, которые ненавидят человечество и ненавидят жизнь. Людьми малодушными, трусливыми, жестокими, тщеславными, глубоко лживыми (“lying their arses off”) и изощренно умными. Людьми, занимающими незаслуженно высокое положение, им сознательно и с удовольствием, доходящим до восторга, злоупотребляющими. Самозванцами. Мир как систему, где эти люди не могут проиграть, потому что это не предусмотрено заданными ими самими правилами игры. Мир, в котором нет ни правды, ни любви. Мир чистой власти как пыточную, где пытают и казнят ради самих пыток и казней. Принято считать, что Уинстону Смиту Оруэлл симпатизирует, с ним себя отождествляя. Это выводят из оруэлловской публицистической риторики за «демократизм» и «эгалитаризм» против «империализма», его антифа-заявлений, участия в Испанской гражданской на «республиканской» стороне. Да и попросту так думать покойней. Это «договорная» «истина». А что если всё писалось лишь для того, чтобы дать выговориться внутреннему О’Брайену? Рорти предположил, что прототип О’Брайена — «важная для оруэлловского поколения «сократическая фигура» Бернарда Шоу». В Итоне, как пишут, Оруэлл только и делал что косил под Шоу, искря его «афоризмами». Подлинный или мнимый «криптофашизм» Оруэлла стал особенно широко обсуждаться после публикации оруэлловского доноса на «русских агентов». Обо всем этом судить недосуг, да и не нужно. В конце концов, всякое индивидуальное существование — загадка. И каждый человек рождается в одиночку и умирает в одиночку. Поэтому правдивость красивой фразы Селина (попытка, пройдя через величайшую печаль, стать хотя бы перед смертью самим собой) можно проверить только на своей шкуре, когда никто уже не прочитает и не услышит: C'est peut-être cela qu'on cherche à travers la vie, rien que cela, le plus grand chagrin possible pour devenir soi-même avant de mourir.

რომ შეიცნო მატერიის მიღმა ბუნება, უნდა შეიძინო ალტრუისტული, გაცემის ბუნება. თუ შენ შენი ნებით არ გინდა შეიცნო, მაშინ მდგომარეობა აგიძულებს შეიცნო ის. რადგან ასეთია შემქმნელის ჩანაფიქრი, რათა უფრო მეტად განვითარდე. ადრე თუ გვიან ყოველი სული შეიცნობს მას...


Улица моя лиственная... Взгляды у людей пристальные... Стать бы нам чуть-чуть искреннее, — Нам не жить друг без друга. Скорости вокруг бешеные, Мы себя едва сдерживаем. Значит, надо быть бережнее, — Нам не жить др
уг без друга. Мы разлучаемся со сказками... Прошу, стань сильней меня, стань ласковей. Слышал я слова правильные, Все искал пути праведные... А твои слова памятные, — Нам не жить друг без друга. Ленточка моя финишная! Всё пройдет, и ты примешь меня. Примешь ты меня, нынешнего, — Нам не жить друг без друга. Мы разлучаемся со сказками... Прошу, стань мудрей меня, стань ласковей. Ленточка моя финишная! Всё пройдет, и ты примешь меня. Примешь ты меня, нынешнего, — Нам не жить друг без друга.





Nothing that comes out of u can ever be bad. The very fact that it comes out of you makes it perfect because by expressing it you become a little bit more yourself. Center4self


n Native American belief, the women is sacred because she is the only one that can bring life from the other realm. When the baby is in the womb, the mother is the whole world to it, and she gives the baby everything it needs to survive. When we are born we enter a new womb. God is in everything, the soil, the water, the air. And god is in you and me. We get everything we need from nature. One day we will leave this womb and go on to the next.


არსებობს თეორია, ფროიდის თეორია, რომ თუ მე ვინმე მიყვარს, მან ეს სიყვარული როგორმე უნდა დაიმსახუროს და ის ჩემს სიყვარულს იმ შემთხვევაში დაიმსახურებს, თუ გარკვეული მნიშვნელოვანი ასპექტების მიხედვით იმდენად მგავს მე, რომ მასში საკუთარ თავს შევიყვარებ. ე.ი. ის მაშინ დაიმსახურებს სიყვარულს, თუ ის ბევრად ჩემზე სრულყოფილია და მასში ჩემი საკუთარი თავის იდეალი შემიძლია მიყვარდეს.


Был конец весны. Май догорал пурпуром роз. Южный город тонул в аромате цветов. Луна то там, то здесь разрушала облачные пирамиды, и казалось, что шум этих гигантских, но далеких разрушений не долетал до нас только потому, что слух людей целиком поглощал беспрерывный гул старого города. Р. К. "Призраки любви" (фрагмент из повести)


"გიყვარდეს“ არ ნიშნავს არც „ატანას“ და არც „ლოცვებში მოხსენიებას“... სიყვარული არ არის თეორია, ის ცოცხალია, და თუ არ სუნთქავს,თუ არ ცოცხლობს, მაშინ არც არის... გიყვარდეს, ნიშნავს გრძნობდე, განიცდიდე და გიხაროდეს ის, ვინც გიყვარს მისი ყოფის ყოველ მომენტში, ყოველ წამს... გიყვარდეს, ნიშნავს განიცდიდე ცოცხალ სიყვარულს და არა ფიქრობდე, რომ გიყვარს... და თუ ქრისტიანობა ყოველი ადამიანის სიყვარულის რელიგიაა, მაშინ ქრისტიანს უნდა უყვარდეს მთელი გულით, მთელი სულით, მთელი ცოცხალი განცდით ჰომოსექსუალი  და თუ მას ეს არ შეუძლია, ის არ არის ქრისტიანი, რადგან სიყვარული არ შეუძლია. ხოლო თუ ქრისტიანობა ყოველი ადამიანის სიყვარულს არ ნიშნავს, მაშინ ის არ არის „დიდი რელიგია“, მაშინ ის საერთოდ არ არის რელიგია. ზილბერტ გულბერშტაინერი, თხზულებიდან „სქოლასტიკური კარნავალები“ თავი “не можешь летать не мучай стюардессу“ Levan R









Happy New Year to all the wonderful people "who like and contribute to this page.

I first used the phrase "A SPECIES WITH AMNESIA" in my 1995 book "Fingerprints of the Gods" but credit for the thought must go to Immanuel Velikovsky in his much earlier book "Mankind in Amnesia".

Hoping 2020 will be the year humanity awakens and remembers all that has been forgotten about the past of our species."




















































































































Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised