понедельник, 29 августа 2022 г.

 https://regnum.ru/news/polit/2601127.html

The Hill: შეერთებულმა შტატებმა დაიწყო მზადება ელექტრომაგნიტური შეტევისთვის

ანოტაცია

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განკარგულება ელექტრომაგნიტური საფრთხეების მიმართ ეროვნული მდგრადობის შენარჩუნების სფეროში კოორდინაციის შესახებ, რომელსაც ხელი მოეწერა 2019 წლის 26 მარტს, -  პირველი ნაბიჯია ელექტრომაგნიტური იმპულსების იერიშისთვის ეროვნული მზადყოფნის ზრდის გზაზე.

ელექტრომაგნიტური იმპულსის ზემოქმედებით აშშ-ს ინფრასტრუქტურისთვის ზიანის მიყენების კონგრესის შემფასებელი კომისია თითქმის 20 წლის მანძილზე აფრთხილებს, რომ ელექტრომაგნიტური იმპულსის შეტევას ან ბუნებრივ ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას ძლიერი მზის ქარიშხლის დროს შეუძლია ჩვენი ციფრული ცივილიზაციის განადგურება და მილიონობით ადამიანის სიკვდილის გამოწვევა, წერს პიტერ პრი სტატიაში გამოცემა The Hill-ისთვის.

„ცივი ომის დროს აშშ-ს ეშინოდა ელექტრომაგნიტური იმპულსის შეტევასთან დაკავშირებული შედეგების, თუ სსრკ გამოიყენებდა მაღლივ ბირთვულ იარაღს. ელექტრომაგნიტური იმპულსის შეტევის დახმარებით შესაძლებელი იქნებოდა ეროვნული სარდლობის საქმიანობის პარალიზება, რაც მას ბირთვულ შეტევაზე რეაგირების შესაძლებლობას წაართმევდა. ამრიგად, შეიძლებოდა დარღვეულიყო შეკავების მთავარი პრინციპი - გარანტირებული განადგურების პრინციპი“, - ნათქვამია კომისიის 2017 წლის ანგარიშში „საფრთხის შეფასება ელექტრომაგნიტური იმპულსის შეტევის შემთხვევაში“.

„ბოლო ათწლეულის განმავლობაში გამოჩნდნენ ახალი მოწინააღმდეგეები, მათ შორის ჩრდილოეთ კორეა, რომელიც ავითარებს თავის შესაძლებლობებს და იმუქრება შეერთებულ შტატებზე თავდასხმით ელექტრომაგნიტური იმპულსის გამოყენებით. ასეთი შეტევა საშუალებას მისცემს ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ ბირთვული იარაღის უმნიშვნელო არსენალი, მიაყენონ ფართომასშტაბიანი და გრძელვადიანი ზიანი კრიტიკულად მნიშვნელოვან ეროვნულ ინფრასტრუქტურას და თავად შეერთებულ შტატებს, ასევე საფრთხე შეუქმნან მოსახლეობის უმრავლესობის გადარჩენას“, - ნათქვამია კონგრესის კომისიის განცხადებაში აშშ-ს ინფრასტრუქტურისთვის ელექტრომაგნიტური იმპულსის ზემოქმედებით მიყენებული საფრთხეების შეფასების შესახებ.

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განკარგულება ელექტრომაგნიტური საფრთხეების მიმართ ეროვნული მდგრადობის შენარჩუნების სფეროში კოორდინაციის შესახებ, რომელსაც ხელი მოეწერა 2019 წლის 26 მარტს, პირველი ნაბიჯია ელექტრომაგნიტური იმპულსის თავდასხმისთვის ეროვნული მზადყოფნის გაზრდისკენ. განკარგულება მხარს უჭერს კონგრესის სპეციალიზებული კომისიის ძირითად რეკომენდაციებს.

ტრამპის განკარგულების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარე შეერთებული შტატების დაცვის შესახებ ელექტრომაგნიტური იარაღის შესაძლო გამოყენებისგან, არის ის, რომ პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება თეთრ სახლს და არა მხოლოდ ენერგეტიკის სამინისტროს ან შიდა უსაფრთხოების სამინისტროს.

განკარგულებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში (APNSA) ჯონ ბოლტონმა, ეროვნული უშიშროების საბჭოსთან და თეთრი სახლის სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის სამმართველოს დირექტორთან კალვინ დროგემეიერთან ერთად, „კოორდინირება უნდა გაუწიონ აღმასრულებელი ხელისუფლების მოქმედებების შემუშავებას და რეალიზაციას შეფასების, პრიორიტეტების განსაზღვრის და რისკების მართვის ფარგლებში“, რაც დაკავშირებული ელექტრომაგნიტური იმპულსის შესაძლო შეტევასთან. თეთრი სახლის უზენაესობა ამ საკითხში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როგორც ენერგეტიკის სამინისტრო, ასევე შიდა უსაფრთხოების სამინისტრო ყოველთვის სათანადოდ არ აფასებდნენ ელექტრომაგნიტური იმპულსის შეტევის საფრთხეს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ელექტრომაგნიტური იმპულსის საფრთხეებს განიხილავს კიბერუსაფრთხოების კონტექსტში. ტრამპმა დაავალა შიდა უსაფრთხოების სამინისტროს, ენერგეტიკის სამინისტროსთან, თავდაცვის უწყებასთან და სხვა დაწესებულებებთან ერთად „შეემუშავებინათ გეგმა ელექტრომაგნიტური იმპულსის ნეგატიური გავლენის შესამცირებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დაუცველ ელემენტებზე“.

ტრამპის ადმინისტრაცია აღიარებს, რომ მისი მოწინააღმდეგეების სამხედრო დოქტრინები ითვალისწინებენ ელექტრომაგნიტური იმპულსის,  როგორც კიბერომის ერთ-ერთი ნაწილის, გამოყენების შესაძლებლობას. ტრამპის განკარგულება ასევე მიუთითებს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის აღჭურვილობის დაუცველობის შემოწმების აუცილებლობაზე ელექტრომაგნიტური იმპულსების სიმულატორების გამოყენებით.

აშშ-ს ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე ელექტროენერგიის სფეროში ეროვნული კვლევითი ლაბორატორიების ექსპერტები უკვე დიდი ხანია აცხადებენ, რომ ძლიერი ბუნებრივი ან ბირთვული ელექტრომაგნიტური გამოსხივების შემთხვევაშიც კი, ეროვნული ელექტრო ქსელი მცირე დაზიანებას მიიღებს და სწრაფად იქნება აღდგენილი. თუმცა, ყველა ეს კვლევა ეფუძნება კომპიუტერულ მოდელებს, რომლებიც ისეთივე ნდობას იმსახურებენ, როგორც „დამოუკიდებელი ლაბორატორიული კვლევები“, რომელთა თანახმად, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მოწევასა და ფილტვის კიბოს შორის არ არსებობს. სინამდვილეში, ამერიკულ დაწესებულებებს ჯერ საერთოდ არაფერი გაუკეთებიათ ელექტრო ქსელების უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად.

თუმცა, ტრამპის არც ერთი განკარგულება, მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა გულდასმით იყოს ის შემუშავებული, ვერაფერს მიაღწევს, თუ თეთრი სახლი არ გაარღვევს უდრეკი ლობისტებისა და ბიუროკრატებისგან შემდგარი ოპოზიციის წინააღმდეგობას. ტრამპის განკარგულება კოორდინაციის შესახებ ელექტრომაგნიტური საფრთხეემისადმი ეროვნული მდგრადობის მხარდაჭერის სფეროში - მხოლოდ პირველი ნაბიჯია აშშ-ს მდგრადობის ასამაღლებლად ელექტრომაგნიტური საფრთხის ზემოქმედების წინააღმდეგ.

ალექსანდრ ბელოვი

.


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised