ტრანსჰუმანიზმი: ტექნოევგენიკა უზურპირებას უპირებს კაცობრიობას
ტრანსჰუმანიზმს მრავალი განმარტება აქვს, ზოგიერთი მათგანი შეიძლება საკმაოდ უწყინარად ჟღერდეს. ფაქტობრივად, მისი უახლესი განმარტება ნიშნავს ტექნოლოგიის დახმარებით სიკვდილის დამარცხების განსაკუთრებულ გზას.
კარგი ცდაა.
ადამიანები შეპყრობილი არიან მექანიზაციით და ციფრული ტექნოლოგიებით. ტექნოლოგიები მართავს ინფორმაციას, ადამიანს, ეკონომიკას. მერე რა არის აქ ცუდი? რატომ არ შეიძლება გამოიყენოთ ისინი შესაძლებლობების გაფართოებისთვის?
მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ სად უნდა გავავლოთ ხაზი. და გავიგოთ, რა ხდება სინამდვილეში.
რა არის ტრანსჰუმანიზმი?
ვიკიპედიის მასალების მიხედვით:
ტრანსჰუმანისტური მსოფლმხედველობა ემყარება მომავალში კაცობრიობის გარდაქმნებს. ეს ხედვა შთაგონებულია ტექნოუტოპიებით, რომლებიც ასახულია ზოგიერთ ყველაზე ცნობილ სამეცნიერო-ფანტასტიკურ ნაწარმოებში. იგი იზიდავს როგორც ბევრ მხარდამჭერს, ასევე მოწინააღმდეგეს სხვადასხვა თვალსაზრისით. ტრანსჰუმანიზმის ერთ-ერთმა კრიტიკოსმა, ფრენსის ფუკუიამამ, დაახასიათა ის, როგორც ყველაზე საშიში წამოწყება მსოფლიოში, ხოლო ერთ-ერთმა მომხრემ, რონალდ ბეილიმ, ტრანსჰუმანიზმს უწოდა „მოძრაობა, რომელიც განასახიერებს კაცობრიობის ყველაზე გაბედულ, მამაც, ენერგიულ და ასევე იდეალისტურ მისწრაფებებს“.
კარგი, შეგიძლია თავი მოაჩვენოთ ისე, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ დისკუსიის ეტაპზეა და ა.შ. რეალურად ყველა დისკუსია უკვე დასრულდა, ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია და ყველგან ინერგება „მომავლის ტენდენციების“ სახით. სარეკლამო რგოლებიდან და პოპ-ვარსკვლავებიდან დაწყებული სამხედროებით დამთავრებული მათი „უპრეცედენტო მიღწევებით“ – ყველაფერი გვეუბნება, რომ ჩიპიზაცია და რობოტიზაცია დიდი ნაბიჯებით მიიწევს წინ.
ეს არის ადამიანური თვისებების დაკარგვის ტენდენცია, რომელიც აპროგრამებს გაუცნობიერებულ მდგომარეობაში მყოფი კაცობრიობის გონებას. რაც უფრო მეტად ახალგაზრდა თაობა ისრუტავს ამ პროპაგანდას, თამაშობს თავის სათამაშოებს, მით უფრო მეტ ენთუზიაზმს ავლენს ამ იდეის მიმართ.
„მაგრამ ეს ხომ გვეხმარება…“
„ბიონური სხეულის“ იდეა საწყის იმპულსს ჯანდაცვის სისტემიდან იღებს. დიახ, არის შესანიშნავი გამოგონებები კაცობრიობის დასახმარებლად. უეჭველია.
მაგრამ ატომის გაყოფა შეიძლება ემსახურებოდეს ორ საპირისპირო მიზანს. იგივე წესი ვრცელდება დანარჩენზე. ამჟამად ოპერატორები არიან ხელისუფლებაში. მათ აქვთ ტექნოლოგიები, რომელიც ეხმარება უსინათლოებს დაინახონ, პარალიზებულს გადაადგილდნენ, შეცვალონ დაკარგული კიდურები...
მაგრამ უფლება არ უნდა მისცეთ, რომ მოგატყუონ. პროთეზების მართვა შეუძლებელია. და მორჩა.
ფაქტია, რომ ეს ყველგან შეინიშნება. ყოველდღე ჩნდება მექანიზებული აპარატები რაღაც ახალი „გაუმჯობესებისთვის“. რამე უმჯობესდება? დიახ, ყველაფერი უფრო და უფრო სწრაფად მუშაობს, მაგრამ სად? და ამას აქვს მნიშვნელობა? შეიძლება თუ არა ეფექტურობა გახდეს „არჩევანის პრეპარატი“, თუ ზედმეტად შეზღუდულები ვართ ეფექტის შესაგრძნობად?
ვაძლევთ თუ არა უფლებას განდევნონ კაცობრიობა რაციონალიზმიდან იმის გამო, რომ არ გვსურს გავუმკლავდეთ იმას, რაც ხდება?
„ტრანსჰუმანიზმის გეგმების“ სათავეები
ტრანსჰუმანიზმი თავისი არსით ევგენიკაა. ეს არის ადამიანობის წართმევა თავად კაცობრიობისთვის მმართველი კლასის საამებლად.
გთავაზობთ შიშის მომგვრელ ციტატას ტრანსჰუმანისტულ გეგმებსა და ევგენიკას შორის ღრმა კავშირის შესახებ, განმარტების სახით:
ჯულიან ჰაქსლიმ, ოლდოსის ძმამ, „საოცარი ახალი სამყაროს“ ავტორმა, პირველმა გამოიყენა „ტრანსჰუმანიზმის“ ცნება. ჰაქსლი იყო ევგენიკის ბრიტანეთის საზოგადოების წევრი. ევგენიკის, რომელიც ტრანსჰუმანიზმის საფუძველია.
ევგენიკა შეიძლება განისაზღვროს, როგორც მეცნიერება, რომელიც დაფუძნებულია კაცობრიობასთან დაკავშირებულ დარვინის თეორიაზე და ემყარება მტკიცებას, რომ ძლიერი უნდა აყვავდეს და განვითარდეს, ხოლო სუსტი უნდა განითესოს და განადგურდეს.
ევგენიკა ემყარება ადამიანის პოპულაციის როგორც მეტ-ნაკლებად სრულყოფილი გენოფონდის არსებობის აუცილებლობას. შეიძლება სოციალურად მიუღებელია იმის მტკიცება, რომ ზოგიერთი რასა, კულტურული და ეთნიკური ჯგუფი შეიძლება იყოს სხვაზე დაბალი, მაგრამ ფარულად ევგენიკის ელიტას ძალიან სჯერა ამის.
საზოგადოებას ასწავლიან ტრანსჰუმანიზმის იდეებისადმი სიყვარულს, თავს არიდებენ განცხადებებს ცალკე რასაზე ან ეთნიკურ ჯგუფზე მისი მიმართულების შესახებ. საზოგადოებას ეუბნებიან მთელი კაცობრიობის სრულყოფის შესახებ. ეს უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება.
ტრანსჰუმანისტების ელიტას არ აქვს მცირედი განზრახვაც კი, რომ „განვითარდეს“ მთელი კაცობრიობა. მათი ერთადერთი მიზანია გააუმჯობესონ თავიანთი საგვარეულოები, რის გამოც დანარჩენ უბედურებს ბორტს მიღმა ტოვებენ არჩევანის უფლების გარეშე. ეს უკანასკნელნი მონების, საცდელი და მუშა ძალის ბედისთვის არიან განკუთვნილი.
„ქვედა ფენა ძალიან სწრაფად მრავლდება. ამიტომ... მათ არ უნდა ჰქონდეთ ზედმეტად დიდი წვდომა შეღავათებზე და კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ბუნებრივი გადარჩევის ბოლო ეტაპის არარსებობა საშუალებას მისცემს ბავშვებს დაიბადონ და გადარჩნენ ძალიან მარტივად. სამუშაოს ხანგრძლივი არარსებობა უნდა გახდეს სტერილიზაციის საფუძველი“.
- ჯულიან ჰაქსლი.
ელიტა, როგორც მას ყოველთვის კორექტულად არ მოიხსენიებენ, შედგება სისხლით ნათესავებისაგან, რომლებიც წარმოიშვა ჰიბრიდული ტირანებიდან, ისინი მართავდნენ უხსოვარი დროიდან ტრანსჰუმანიზმის იდეების ადამისდროინდელი წინამორბედების შესაბამისად.
ეს „ინსაიდერული ინფორმაცია“ ჰაქსლის შემთხვევით არ აღმოაჩნდა ...
რამდენიმე სიტყვა ჯულიან ჰაქსლის შესახებ. ის იყო „წინასწარმეტყველი მწერალის“, „საოცარი ახალი სამყაროს“ ავტორის ოლდოსის ძმა, რომელიც ამ საუბრის ობიექტია. ეს არის „წინასწარმეტყველური“ წიგნი ფარმაკოლოგიურად ადაპტირებული და გენეტიკურად შეცვლილი საზოგადოების პროგნოზებით. და ამის მსგავსი.
გენიოსების ელიტაა? თუ შეთქმულები ამ „საოცარი“ ახალი მსოფლიო წესრიგის მშენებლობაში? როგორც დევიდ აიკმა თქვა, ამ საგვარტომოს წარმომადგენლებს მომავლისკენ ხედვის განსაკუთრებული უნარი აქვთ. რადგან რატომღაც ძმები ჰაქსლები, ჯორჯ ორუელი, ჰერბერტ უელსი, დარვინი და მრავალი სხვა რაღაცნაირად „განდობილები“ იყვნენ და სხვაზე მეტად იცოდნენ ამ საუბრის თემის შესახებ.
ამის შესახებ ღირს დაფიქრება.
ის, რასაც ჰოლივუდი აწარმოებს, არ არის მთლად გართობა. ეს არის ერთგვარი „ფსიქო-დაპყრობა“, კაცობრიობის სწავლების განსაკუთრებული ფორმა, უპრობლემოდ აითვისოს მის ცნობიერებაში ჩანერგილი თეზისები და სურათები.
ტრანსჰუმანიზმს აქვს უზარმაზარი გეგმები, როგორც ხედავთ. მანქანისა და ადამიანის ნაზავი - ოფიციალურად ეს უკვე „მაგარია“.
მაგრამ არა უმეტეს ჩვენგანისთვის.
უპილოტო საფრენი აპარატების დანერგვა შესანიშნავი მაგალითია
საინტერესოა, რომ ამ ტიპის პროპაგანდა ორივე მიმართულებით მუშაობს. ჯერ საჭიროების გამართლება და ახალი ტექნოლოგიის „ცნების“ დანერგვა. შემდეგ დანერგვა ნებისმიერი ფორმით. ვინაიდან ისინი უკვე მწყობრში არიან და მოქმედებენ, საზოგადოებრივი აზრი ამბობს: „რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება ამის და ამის ავტომატიზაციაც, ბოლოს და ბოლოს, ეს ავტომატური დრონები ჯოისტიკებით სადღაც კლავენ ტერორისტებს და ყოველდღე გადაარჩენენ უბრალო ადამიანების სიცოცხლეს. მოდით, ჩვენთანაც დავნერგოთ ეს!”
გრძნობთ ეშმაკობას? ეს ტექნიკა ყველგან გამოიყენება. ობივატელის ცნობიერების გამუდმებით შერყევით, ნებისმიერ დროს შეიძლება ასეთი „საჩუქარი“ მისცეს კაცობრიობას. მათ მხოლოდ საფარი სჭირდებათ - „ტერორისტული საფრთხე“, „ეკონომიკური სარგებელი“ ან უძველესი ტყუილი, რომ ეს უბრალოდ „კარგია“.
„ძვირფასო, ჯანსაღ პურზე ჯანსაღი პასტა წამისვი. მმმმ... და როდის გვიწევს შემდეგი სასარგებლო ვაქცინაცია, მგონი სიცხე მაქვს...“
ელიტის პირველი დამპროექტებლები - გაიცანით ჰაქსლი
ჩვენი ისტორიის დიდი ნაწილი დამახინჯებულია, წაშლილია ან გადაწერილია. და იშვიათად შეუძლიათ მასწავლებლებს მკაფიოდ ახსნან, თუ როგორ ჩამოყალიბდა საქმის არსებული ვითარება ისე, რომ თავი გაართვან მას. „გამოფხიზლებისას“, ვინმე გაოცებული იქნება ამ ფაქტით, გარკვეულ პარალელებს გაავლებს და შეეცდება გაარკვიოს, რა და როგორ. რაღაცის შესახებ წარმოდგენა რომ გაქვს და მოზაიკის ნაწილებს ერთად აწყობ, შენ მარტო შეგიძლია დაინახო პირუთვნელი სიმართლე.
აქ ღია ინფორმაციაა ჰაქსლის შესახებ. აქ არის თითქმის ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ:
სერ ჯულიან სორელ ჰაქსლი, ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (22 ივნისი 1887 - 14 თებერვალი 1975), ინგლისელი ბიოლოგი ევოლუციონისტი, ჰუმანისტი და ინტერნაციონალისტი.
შენიშვნა: უნდა წაიკითხოთ „გლობალისტი“. მიაქციეთ ყურადღება, რომ ამ ელიტარულ მამაკაცებს ყოველთვის რაინდის ტიტული აქვთ, ნობელის პრემია, წარმატების წარმოუდგენელი ისტორიები, და ყოველთვის ბუნების დაცვის ორგანიზაციებში არიან გაწევრიანებული. ისინი თამაშობენ გიგანტურ სტრატეგიულ თამაშს, იბრძვიან მსოფლიო ბატონობისთვის, დანარჩენები კი მხოლოდ პაიკები არიან, რომლებიც შეიძლება მსხვერპლად შეწირო.
ის იყო ბუნებრივი შერჩევის მომხრე და მე-20 საუკუნის შუა ხანებში ევოლუციის სინთეზური თეორიის უდიდესი მცოდნე. ის იყო ლონდონის ზოოლოგიური საზოგადოების მდივანი (1935–1942), იუნესკოს პირველი დირექტორი და ბუნების მსოფლიო ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
ჯულიან ჰაქსლი ცნობილ ოჯახში დაიბადა. მისი ძმები იყვნენ ოლდოს ჰაქსლი, მწერალი, და კოლეგა ბიოლოგი ენდრიუ ჰაქსლი, ნობელის პრემიის ლაურეატი. მწერალი და რედაქტორი ლეონარდ ჰაქსლი იყო მათი მამა, ხოლო თომას ჰენრი ჰაქსლი, ევოლუციის თეორიის მომხრე, ჩარლზ დარვინის მეგობარი და თანამოაზრე, - მისი ბაბუა.
ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია. თუმცა, ისინი „ცნობილი“ არიან იმავე ელიტაში, რომელმაც ისინი ამ კვარცხლბეკამდე აიყვანა. ხალხს ამზადებენ თავისი ტირანების თაყვანისცემისთვის.
და კიდევ…
ჰაქსლი ფართოდ იყო ცნობილი მეცნიერების პოპულარიზაციისთვის წიგნებში და სტატიებში, რადიო და სატელევიზიო გამოსვლებში. იუნესკომ მას 1959 წელს კალინგას პრემია მიანიჭა. ლონდონის სამეფო საზოგადოებამ ჰაქსლი 1956 წელს დააჯილდოვა დარვინის მედალით, ხოლო ლონდონის ლინეის საზოგადოებამ 1958 წელს - დარვინ-უოლესის მედალით. იმავე წელს მას მიანიჭეს რაინდის წოდება, ერთი საუკუნის შემდეგ, რაც ჩარლზ დარვინმა და ალფრედ რასელ უოლასმა მეცნიერულ სამყაროს წარუდგინეს ევოლუციისა და ბუნებრივი გადარჩევის თეორია. 1959 წელს ჰაქსლის მიენიჭა ლასკერის სპეციალური პრემია (ამერიკული პრემია სამედეცინო მეცნიერების სფეროში) ნომინაციაში „ოჯახის დაგეგმვა“. ის იყო ევგენიკის ბრიტანეთის საზოგადოების აქტიური წევრი და პრეზიდენტი 1959 წლიდან 1962 წლამდე.
ევგენიკა თავის სათავეში საინტერესოა. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ ამის მნიშვნელობა. თუ მასზე პირველად დავფიქრდებით, შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს მის გააზრებას... მაგრამ ცდად ღირს.
როგორც ჩანს, დარვინიზმს, „საოცარ ახალ სამყაროს“, ევგენიკასა და ტრანსჰუმანიზმს შეიძლება ჰქონდეთ რაღაც საერთო. და მათი გეგმები მჭიდროდ არის დაკავშირებული.
ელიტა თვლის, რომ მან იცის, რა არის საუკეთესო დანარჩენებისთვის. და დაიწყებს სხვა ადამიანების ბედის დაპროექტებას. თუ მას უფლებას მისცემენ.
დასკვნა
სიფრთხილის კიდევ ერთი საბაბი. განსაკუთრებით პოპულარიზაციის დაწყების მომენტიდან. მუსიკალური კლიპები უხვადაა.
ამის შესახებ ბავშვებისა და შვილიშვილების უმეტესობა უნდა გააფრთხილონ, თუმცა მათი დარწმუნება ადვილი არ იქნება. ისინი მიზანმიმართულად არიან დაპროგრამებული და შთანთქავენ მას. ასევე კარგია ვიცოდეთ, საიდან მოდის ეს ყველაფერი და როგორ ავითარებდა მას სოციალური ინჟინრების ელიტა საუკუნეების განმავლობაში. საჭიროა ამ ამპარტავანი პირების საქმიანობის შესწავლა. საბედნიეროდ, ბევრმა მნიშვნელოვანმა მკვლევარმა დაწერა მრავალი შესანიშნავი წიგნი, რომელიც ამ კავშირებს ამხელს.
თუ სურვილია, ყველაფრის პოვნა შეიძლება. უბრალოდ უნდა მოძებნოთ.
ღირს ყურადღება გამახვილოთ და არ მისცეთ თქვენი თავიდან მოცილების უფლება. ისინი სულ უფრო და უფრო მეტი ბიონური სისულელის დანერგვას მოითხოვენ, მაგრამ ადამიანებმა ყველაზე კარგად იციან, როდის უნდა შეჩერდნენ
ვიღაცამ უკვე იცის. ვიღაცას ყველაფერი წინ აქვს.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised