https://mental-health-russia.ru/velikie-sumasshedshie/
გამოჩენილი შეშლილები
ედგარ ალან პო, ჯონათან სვიფტი, ვინსენტ ვან გოგი, მიხაილ ვრუბელი, ნიკოლა ტესლა... რა აერთიანებთ ამ ადამიანებს, გარდა იმისა, რომ ყველა მათგანი თავის სფეროში, გენიოსი იყო? ყველას ფსიქიკური აშლილობა აწუხებდა. გენიოსობა და სიგიჟე გვერდიგვერდ თანაცხოვრობენ? სად გადის ზღვარი „უცნაურობასა“ და დაავადებას შორის? როგორ იცვლება ნორმის ცნება ფსიქოლოგიაში, ფსიქიატრიასა და ხელოვნებაში? პროექტში „გამოჩენილი შეშლილები“ ვისაუბრებთ ადამიანებზე, რომლებიც გასცდნენ ნორმის ფარგლებს და სამყაროს შეცვლა შეძლეს.
მიხაილ ვრუბელი
მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი, ეპილეფსია, შიზოფრენია - ეს არის ამ მხატვრის რამდენიმე დიაგნოზი. სიგიჟემ მას მოწიფულობის ასაკში მოუსწრო. ამას ოჯახურმა მწუხარებამ შეუწყო ხელი – ვაჟი შეეძინა კურდღლის ტუჩით, 2 წლის შემდეგ კი ბავშვი გარდაიცვალა. გაშმაგების შეტევებს აბსოლუტური აპათია ცვლიდა; ახლობლები იძულებულნი იყვნენ საავადმყოფოში გადაეყვანათ, სადაც რამდენიმე წლის შემდეგ გარდაიცვალა.
ედვარდ მუნკი
ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი ფსიქოზთან ერთად ემყარება ვიზუალური და სმენითი ჰალუცინაციების მის საკუთარ აღწერილობას, მთელ ევროპაში მისი მოგზაურობის მრავალგზის დოკუმენტირებულ მაგალითს, რომლის დროსაც ვლინდებოდა ქცევის მანიაკალური დარღვევა. ამის კულმინაცია იყო მარცხენა ხელის არათითიდან ორი სახსარის ამოღება, მისი ფსიქიატრიულ კლინიკაში ჰოსპიტალიზაცია 1908 წელს სმენითი ჰალუცინაციების, დეპრესიის და სუიციდური მისწრაფებების შესამცირებლად. მას ასევე ჰქონდა ალკოჰოლიზმის შეტევები. „კივილი“ მუნკმა ოთხჯერ გადაწერა, სანამ კლინიკაში მკურნალობა არ გაიარა.
ვინსენტ ვან გოგი
ვან გოგის უჩვეულო ფერწერა ასახავს სულიერ ძიებას და წუხილს, რომელიც მას მთელი ცხოვრება ტანჯავდა. ახლა სპეციალისტებს უჭირთ იმის თქმა, თუ რა სახის სულიერი დაავადება ტანჯავდა მხატვარს - შიზოფრენია თუ ბიპოლარული აშლილობა, მაგრამ კლინიკაში ის არაერთხელ ყოფილა მოთავსებული. დაავადება შესამჩნევად პროგრესირებდა მხატვრის სიცოცხლის ბოლო 3 წლის განმავლობაში. ვან გოგმა ყურის ნაწილი მოიჭრა და ეს ფრაგმენტი კონვერტში საყვარელ ქალს გაუგზავნა, როგორც სუვენირი. თავად მხატვარი ხვდებოდა, რომ ძალიან ავად იყო. ერთ-ერთ წერილში ის წერდა: „ყოველგვარი მორიდების გარეშე უნდა მოვერგო შეშლილის როლს“. და მხატვარმა წარმატებით გაართვა თავი ამას, მისი წყალობით ჩვენს სამყაროში ანიმაცია შემოვიდა.
პაველ ფედოტოვი
ყველამ არ იცის, რომ ჟანრული სატირული ფერწერის ავტორი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის ყოველთვის მუშაობდა ისე, რომ ამის ყურება შეუძლებელი იყო. ერთ-ერთი ვერსიით, ასეთი ფანატიზმი, გონების დაძაბული მუშაობა დღე-ღამის განმავლობაში გახდა მიზეზი იმისა, რომ მხატვარს დროთა განმავლობაში უცნაური ქცევა შეამჩნიეს. მხატვარი, რომლის მატერიალური მდგომარეობა არ შეიძლებოდა შეფასებულიყო როგორც ბრწყინვალე, შეამჩნიეს მაღაზიებში, სადაც ის ყიდულობდა „ძვირფას ნივთებს რაღაც წარმოსახვითი ქორწილისთვის, უცნაურად საუბრობდა თავისი ბედნიერების შესახებ“. ფედოტოვმა ვიზიტებით სიარული დაიწყო ნაცნობებთან და ცოლს თხოულობდა. შემდეგ ის რამდენიმე დღით უჩინარდებოდა. ის იმდენად უყვარდათ თანამედროვეებს და თაყვანისმცემლებს, რომ ბევრი ზრუნავდა მასზე, მეფემ თავად გამოჰყო მისთვის საარსებო სახსრები. მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ უშველეს – მაშინ შიზოფრენიის ადეკვატური მკურნალობა არ ხერხდებოდა.
ნიკოლაი გოგოლი
ცნობილი რუსი მწერლის დიაგნოზის დადგენა ახლა საკმაოდ რთულია. ცნობილია, რომ გოგოლს ჰქონდა ხმოვანი და ვიზუალური ჰალუცინაციები, რაც შესაძლოა შიზოფრენიაზე მიუთითებდეს. აპათიის და უკიდურესი პასიურობის პერიოდები ენაცვლებოდა უკიდურესი აქტივობისა და მღელვარების პერიოდებს. მწერალი ხშირად ვარდებოდა დეპრესიაში, განიცდიდა მწვავე ჰიპოქონდრიას. ცნობილია, რომ გოგოლს სჯეროდა, რომ მის სხეულში ორგანოები გარკვეულწილად გადაადგილებული, კუჭი კი საერთოდ „თავდაყირა“ ჰქონდა, მას ასევე კლაუსტროფობია აწუხებდა.
ერთხელ, ფსიქოზის შეტევის დროს, გოგოლმა დაწვა მისი ხელნაწერები, ახსნა ეს ბოროტი სულების ხრიკებით. ამის შემდეგ ავტორის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.
გოგოლის წყალობით ჩვენს საზოგადოებაში „პატარა კაცის“ მიმართ განსაკუთრებული სიყვარული შემოვიდა. ასეთი სახე ავტორის ნაწარმოებებში შემთხვევით არ გაჩნდა, ის თავად გოგოლის მიმართ სასტიკი მოპყრობის შედეგია. თავისი პროტესტი, უფრო სწორად სულის ძახილი მან საკუთარ ნაწარმოებებში გამოხატა, ეს ახლაც შეიძლება ვიგრძნოთ.
ედგარ ალან პო
ამერიკელი პოეტი და მწერალი. ბევრი მკვლევარი საუბრობს მის „სულიერ აშლილობაზე“, თუმცა ზუსტი დიაგნოზი დადგენილი არ ყოფილა. მას მეხსიერება ღალატობდა, ჰქონდა დევნის მანია, ჰალუცინაციები და სიბნელის შიში. ხშირი დეპრესიები ედგარ ალან პომ პრაქტიკულად შემოქმედებითი გზის დასაწყისიდანვე განიცადა. მისი მდგომარეობა გაუარესდა ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების გამო, მისი ზემოქმედების შედეგად მწერალს სიშმაგე ეუფლებოდა, შემდეგ ოპიუმის მოხმარება დაიწყო. მწერლის სულიერი მდგომარეობა ტუბერკულოზით დაავადებული მეუღლის ჯანმრთელობაზე იყო დამოკიდებული და მისი გარდაცვალების შემდეგ უფრო მეტად გაუარესდა. თავად პოს სიცოცხლე და სიკვდილი სავსეა თეთრი ლაქებითა და მისტიფიკაციებით. ავტორმა მოახერხა აუდიტორიის დაინტერესება ორი პოპულარული ჟანრით: დეტექტივით და საშინელებათა რომანით.
ალექსანდრ ივანოვი
მის ფსიქიკურ დაავადებაზე ჭორები დადიოდა. მხატვრის მეგობრები მას იცავდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ეს ცილისწამება იყო.
თუმცა ივანოვის საქციელი იმაზე მეტყველებს, რომ ამ ჭორებს გარკვეული საფუძველი მაინც ჰქონდა. ივანოვი აშკარად განიცდიდა დევნის მანიას. მოწამვლის შიშით შეპყრობილი ის თავს არიდებდა სადილს არა მხოლოდ რესტორნებში, არამედ ნაცნობებთან. ივანოვი თავად იმზადებდა საჭმელს, შადრევნიდან წყალს იღებდა და ზოგჯერ მხოლოდ პურსა და კვერცხს მიირთმევდა. ხშირი ძლიერი ტკივილები მუცელში, რომლის მიზეზებიც მან არ იცოდა, შთააგონებდა მას რწმენას, რომ ვიღაც პერიოდულად ახერხებდა მისთვის საწამლავის ჩასხმას.
მიუხედავად ყველა შეზღუდვისა, რაც მან განიცადა აშლილობის გამო, მხატვარმა შეძლო დაესრულებინა თავისი ცხოვრების მთავარი სურათი „ქრისტეს გამოცხადება ხალხთან“.
ვლადიმირ იაკოვლევი
საბჭოთა ნონკონფორმიზმის ერთ-ერთმა ყველაზე დასამახსოვრებელმა წარმომადგენელმა 16 წლის ასაკში თითქმის დაკარგა მხედველობა. შემდეგ დაეწყო შიზოფრენია: ახალგაზრდობიდანვე იაკოვლევს აკვირდებოდა ფსიქიატრი და დროდადრო მკურნალობდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში. მხედველობა მას შეუნარჩუნდა, მაგრამ რქოვანას გამრუდების გამო იაკოვლევი სამყაროს თავისებურად ხედავდა - პრიმიტიული კონტურებითა და ნათელი ფერებით. 1992 წელს თითქმის 60 წლის მხატვარს ნაწილობრივ დაუბრუნეს მხედველობა - საინტერესოა, რომ ამან არ იმოქმედა მის სტილზე. ნამუშევრები დარჩა ცნობადი, მხოლოდ უფრო დახვეწილი.
ჯონატან სვიფტი
სპეციალისტები დღემდე კამათობენ იმაზე, თუ როგორი დიაგნოზი დაუსვან ამ ირლანდიელ მწერალს. ცნობილია, რომ სვიფტს აწუხებდა თავბრუსხვევა, მეხსიერების პრობლემები, სივრცეში ორიენტაციის დაკარგვა, ხშირად არ ცნობდა გარშემომყოფებს და საგნებს და ცუდად აღიქვამდა თანამოსაუბრის საუბრის აზრს. ეს სიმპტომები გამუდმებით იზრდებოდა, რამაც მწერალი სიცოცხლის ბოლოს ძალიან მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანა. ამან ხელი არ შეუშალა სვიფტს საზოგადოებისთვის ეჩუქებინა ახალი ფორმის პოლიტიკური სატირა.
ისააკ ლევიტანი
თქვენ ალბათ შენიშნეთ, რომ ლევიტანის არც ერთ სურათს არ აქვს ადამიანის ფიგურის მსუბუქი მონახაზიც კი - მხოლოდ ბუნება. მიზეზი მარტივია – მას საშინლად ეშინოდა და სძულდა ხალხი. მათთან კონტაქტის დამყარება ძალიან უჭირდა. მხოლოდ ზოგიერთ ტილოზე არის ადამიანების ფიგურები, ისიც მის მიერ დაწერილი კი არა, არამედ მეგობრების მიერ. მხატვარს არ შეეძლო მისი განწყობის გაკონტროლება. მას აწუხებდა სევდისა და სასოწარკვეთის შეტევები, რის გამოც რამდენჯერმე სცადა თვითმკვლელობა. დეპრესია რომ გაუვლიდა, ზედმეტად ხალისიანი ხდებოდა და ბავშვივით სულელობდა. ყოველ წელს ეს გონების გამონათება სულ უფრო მცირდებოდა. მაგრამ, როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, მან თავისი საუკეთესო მზიანი პეიზაჟები ღრმა დეპრესიაში ყოფნის დროს დაწერა.
ლუის უეინი
ლუისს ყველაზე მეტად კატები შთააგონებდნენ, რიმლებსაც თავის კარიკატურებში ადამიანთა ქცევას მიაწერდა. უეინი უცნაურ ადამიანად ითვლებოდა, თანდათან მისი ექსცენტრიულობა გადაიზარდა სერიოზულ ფსიქიკურ დაავადებად, რომელმაც დაიწყო პროგრესირება წლების განმავლობაში. მას შემდეგ, რაც თავისი ერთ-ერთი და კიბეებზე დააგორა, ლუისი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს. თუმცა დაავადება პროგრესირებდა, მას მისი რბილი ხასიათი დაუბრუნდა, და მან განაგრძო ხატვა. მისი მთავარი თემა - კატები - უცვლელი დარჩა დიდი ხნის განმავლობაში, სანამ საბოლოოდ არ ჩაანაცვლა ფრაქტალის მსგავსმა ნახატებმა.
ჰანს კრისტიან ანდერსენი
ის გამუდმებით იყო ძალიან შეშფოთებული.
ერთხელ მოგზაურობისას, როცა მისმა მეგობარმა ნახევარი საათით დააგვიანა, მან მწერალი სრულიად ღონემიხდილი და ღრმა სასოწარკვეთაში იპოვა. ამ ხნის განმავლობაში ჰანსმა დეტალებში წარმოიდგინა მთელი ისტორია - მეგობრის გარდაცვალებიდან დაწყებული მისი დაკრძალვის ორგანიზებამდე. ამბობდნენ, მთელი დღე სახლში შეეძლო ყოფნა და ტირილი. ქალების შიშის გამო იგი უბიწო დარჩა. განიცდიდა მომატებულ დაღლილობას და გაღიზიანებას.
იმისდა მიუხედავად, რომ მას არავინ ეხმარებოდა (სავარაუდოდ), ჰანსი არის მსოფლიოში ცნობილი ზღაპრების ავტორი ბავშვებისა და მოზრდილთათვის.
რიჩარდ დადი
ბრიტანელი მხატვარი ავად (სავარაუდოდ, ეს შიზოფრენია იყო) 25 წლის ასაკში გახდა. ის მაშინვე არ მოხვდა საავადმყოფოში, რამაც ტრაგედია გამოიწვია: ფსიქოზის დროს მან მოკლა მამა, რომელშიც ეშმაკის განსახიერება ნახა. დადმა სიცოცხლის თითქმის დარჩენილი ნაწილი სხვადასხვა საავადმყოფოებში გაატარა, სადაც ხატვას განაგრძობდა. სწორედ იქ შექმნა რიჩარდმა თავისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრები, მათ შორის „ზღაპრული ტყის მჩეხავის ოსტატური ციხე“.
ალექსანდრ ლობანოვი
ХХ საუკუნე ის დროა, როცა ჩნდებიან მხატვრები, რომლებიც ჭკუაზე კი არ შეიშალნენ, არამედ, პირიქით, მხატვრები მაშინ გახდნენ, როცა შეშლილები იყვნენ. პრიმიტივიზმისადმი, „აუტსაიდერების ხელოვნებისადმი“ ინტერესი მათ ძალიან პოპულარულს ხდის. ერთ-ერთი მათგანია ლობანოვი. შვიდი წლის ასაკში მას მენინგიტი დაემართა და სმენა და მეტყველების უნარი დაკარგა. 23 წლის ასაკში მოხვდა პირველ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ექვსი წლის შემდეგ - „აფონინოს“ საავადმყოფოში, საიდანაც სიცოცხლის ბოლომდე არ გამოსულა. „აფონინოში“ ლობანოვმა ხატვა დაიწყო. 1990-იან წლებში დაიწყო ბურთულიანი კალმით მის მიერ დაწერილი გულუბრყვილო ნამუშევრების გამოფენა, რამაც დიდი პოპულარობა მოუტანა.
მარკიზ დე სადი
სადომაზოხიზმის უფრო ერთგული თაყვანისმცემელი ალბათ, ძნელი წარმოსადგენია. სასიყვარულო ექსპერიმენტების გატაცებისგან მას სასიკვდილო განაჩენმაც კი არ გადააჩვია, რომელიც მეძავის ანალური სექსისკენ იძულების გამო გამოუტანეს.
თავის რომანში „სოდომის 120 დღე“ დე სადმა აღწერა სექსუალური გარყვნილების 600-მდე სახეობა. მარკიზს საცოდავი გოგონები რომც არ გაემათრახებინა, საკმარისია მისი ნაწარმოებებიდან რამდენიმე გვერდის წაკითხვა, რომ მიხვდეთ, - ეს გენიოსი შეშლილია. საერთო ჯამში, დე სადმა დაახლოებით 30 წელი გაატარა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, მაგრამ არ აღიარა, რომ შეშლილია.
ალექსეი ჩერნიშევი
მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ასაკში გახდა ცნობილი, როგორც ნიჭიერი პეიზაჟისტი. სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ მან მიიღო დიდი ოქროს მედალი, ის გაგზავნეს რომში სასწავლებლად, მაგრამ იქვე გამოვლინდა მისი ავადმყოფობის პირველი სიმპტომები. მის ნერვულ აშლილობას თან ახლდა თვალის დაავადება, რევმატული ტკივილები, მხედველობის გაუარესება და, რა თქმა უნდა, დეპრესია. მძიმე ფსიქიკური აშლილობის გამო მხატვარი მოათავსეს პეტერბურგის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სადაც მალევე გარდაიცვალა ძალიან ახალგაზრდა.
კამილა კლოდელი
კამილას ცხოვრების გზა შეიძლება გახდეს შიზოფრენიის პარანოიდული ფორმის განვითარების კლასიკური აღწერა - სამწუხაროდ, დაავადება ბევრად უფრო ხშირად ანადგურებს ადამიანის შემოქმედებითი განვითარების რესურსებს, ვიდრე ავლენს ახალ რეზერვებს. ახალგაზრდობაში მოქანდაკე გოგონა ძალიან ლამაზი და უჩვეულოდ ნიჭიერი იყო. ოსტატ ოგიუსტ როდენს არ შეეძლო მისთვის ყურადღება არ მიექცია. მოწაფესა და ოსტატს შორის გიჟურმა კავშირმა ორივე დაღალა - როდენს არ შეეძლო თავისი ცოლის მიტოვება, რომელთანაც მრავალი წელი ცხოვრობდა. საბოლოოდ, კამილა და როდენი დაშორდნენ ერთმანეთს. კამილამ და მან ვერ შეძლეს გამოკეთება განშორების შემდეგ. 1905 წლიდან მას დაეწყო გაშმაგებული შეტევები. კამილა პრაქტიკულად ამცირებს ნაცნობთა წრეს, წყვეტს საკუთარ თავზე ზრუნვას, ერთ წელიწადში შექმნილი ყველა ნამუშევარი გაანადგურა. კამილა არ აღიარებდა თავის ავადმყოფობას, ის თავს სრულიად ჯანმრთელად თვლიდა. კამილას მამის გარდაცვალებიდან ერთი კვირის შემდეგ, მისმა ოჯახმა მიაღწია იძულებით ჰოსპიტალიზაციას. კამილა არ აღიარებდა თავის ავადმყოფობას, ის თავს სრულიად ჯანმრთელად თვლიდა. მიუხედავად პერსონალის მცდელობისა, გაეცოცხლებინა მოქანდაკის ინტერესი შემოქმედებითობისადმი, კამილა არასოდეს შეხებია მისთვის შეთავაზებულ თიხას, და სიცოცხლის დარჩენილ 30 წელიწადში არც ერთი ნამუშევარი არ შეუქმნია.
ერნესტ მილერ ჰემინგუეი
ამ ამერიკელ მწერალს დეპრესიის მწვავე შეტევები ჰქონდა, რამაც ფსიქიკური აშლილობა გამოიწვია. სიმპტომებს შორის იყო მწერლის სუიციდური მიდრეკილება, დევნის მანია და ხშირი ნერვული აშლილობა. როდესაც 1960 წელს ჰემინგუეი კუბიდან ამერიკაში დაბრუნდა, მაშინვე დათანხმდა ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობას – მას ტანჯავდა ხშირი დეპრესია, დაუცველობის გრძნობა და მუდმივი შიში. ეს ყველაფერი ხელს უშლიდა მის მუშაობას. კლინიკიდან გამოსვლისას ჰემინგუეი მიხვდა, რომ ისე ვეღარ დაწერდა, როგორც ადრე, და მაშინ მოხდა მისი პირველი სუიციდური მცდელობა, რომელიც ნათესავებმა შეაჩერეს. მწერლის მეუღლემ დაარწმუნა, რომ მკურნალობის მეორე კურსი გაევლო, მაგრამ მას მაინც დარჩა თვითმკვლელობის განზრახვა. გაწერიდან რამდენიმე დღეში ჰემინგუეიმ თავის საყვარელი თოფით თავი მოიკლა...
ჰემინგუეი „დაკარგული“ თაობის პრობლებემს აღწერდა თავის ნაწარმოებებში. ის წერდა კონკრეტული ბედის მქონე ადამიანებზე, რომლებიც დაზარალდნენ მსოფლიო ომის დროს. მწერლის წყალობით გაჩნდა ახალი ლიტერატურული მეთოდი, „აისბერგის მეთოდი“ - ძუნწი და ლაკონური ტექსტის მიღმა გულუხვი და ემოციური ქვეტექსტი იმალება.
ფრანსისკო გოია
მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მხატვარი, ფსიქიკური თვალსაზრისით მართლაც მთლად ჯანმრთელი არ იყო.
შესაძლოა, მისი გადახრების მიზეზი იყო ყურის დაავადება, რომელიც მას ახალგაზრდობიდანვე აწუხებდა და რომელმაც, საბოლოოდ, სმენის სრულად დაკარგვა გამოიწვია. გარდა ამისა, ზოგიერთი მკვლევარი მის პრობლემებს ტყვიით მოწამვლას უკავშირებს. გოია ხშირად იყენებდა თეთრ საღებავს თავის ტილოებში, იმ დროს იგი მზადდებოდა ტყვიის ნაერთების საფუძველზე. დაახლოებით 30 წლის ასაკში გოიამ განიცადა საშინელი დეპრესია, რომელიც ათ წელზე მეტხანს გაგრძელდა და გამოიხატებოდა არა მხოლოდ სულიერ, არამედ ფიზიკურ ტანჯვაშიც, მხედველობის დაკარგვაში და დამბლაში. შემდეგ ის თანდათან დაუბრუნდა ნორმალურ მდგომარეობას, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ შეტევა გაუმეორდა, რის შემდეგაც მხატვარმა სამუდამოდ დაკარგა სმენა. ⠀
სიცოცხლის ბოლო წლებში გოია განმარტოებით ცხოვრობდა საფრანგეთში, შეკვეთებზე აღარ მუშაობდა, სამაგიეროდ თავისი სახლის კედლებს აბსოლუტურად კოშმარული სურათებით ფარავდა. მის „ავტოპორტრეტში დოქტორ არიეტასთან“, რომელიც ასევე ამ პერიოდს ეხება, უკანა ფონზე შეგიძლიათ იხილოთ სახეები, რომლებიც ითვლება იმ კოშმარების ანარეკლად, რომლებიც ტანჯავდა მხატვარს მისი ცხოვრების ამ პერიოდში. ითვლება, რომ გოიას პარანოიდული აშლილობა აწუხებდა, მაგრამ რა იყო ამის მიზეზი - ახალგაზრდობაში გადატანილი დაავადებები, სიფილისი თუ ტყვიით მოწამვლა, ჯერ კიდევ საიდუმლოდ რჩება.
ფრიდრიხ ნიცშე
გერმანელ ფილოსოფოსს „ბირთვული მოზაიკური შიზოფრენიის“ დიაგნოზი ჰქონდა. ყველაზე ნათელი სიმპტომი იყო განდიდების მანია. ფილოსოფოსი წერილებს აგზავნიდა, სადაც მან გამოაცხადა თავისი მოახლოებული ბატონობის შესახებ დედამიწაზე. გონების დაბინდვაზე მიუთითებდნენ შემთხვევები, როგორც ეს მოხდა ქალაქის მოედანზე, როდესაც ის ცხენს ჩაეხუტა. ფილოსოფოსს ხშირი თავის ტკივილი აწუხებდა, მისი ქცევა ადეკვატურობით არ გამოირჩეოდა. ერთხელ ნიცშემ სცადა კარის წინ ბარიკადის აღმართვა შუშის ნამსხვრევებით, ღამით იატაკზე ეძინა გაშლილი საწოლის გვერდით, ცხოველივით ხტუნავდა, გრიმასებს აკეთებდა და მარცხენა მხარს წინ წამოსწევდა.
მიუხედავად ამისა, საზოგადოებამ ნიცშესგან ზეადამიანის იდეა მიიღო.
ანატოლი ზვერევი
ანატოლი ზვერევი, ავანგარდისტი მხატვარი, 30 ათასზე მეტი გრაფიკული ნამუშევრის ავტორი, ძალიან თავისებური ადამიანი იყო ფსიქიატრიული დიაგნოზების მთელი თაიგულით. ზვერევი მუდმივად იმყოფებოდა საკუთარ სამყაროში, რომელიც არ იყო დაკავშირებული რეალურ ცხოვრებასთან. ახალგაზრდობაში სამხატვრო სასწავლებელში შევიდა, მაგრამ სწავლა ვერ შეძლო და გარიცხეს „ბოჰემური“ გარეგნობის თუ „ანარქისტული“ ქცევის გამო. მომავალში ის ფაქტობრივად უსახლკაროდ დარჩა, ჰქონდა შემთხვევითი სამუშაოები და ამავდროულად ქმნიდა გენიალურ ნაწარმოებებს. და, სამწუხაროდ, გამუდმებით სხვამდა. სპეციალისტების დიაგნოზი იყო პიროვნების შიზოიდური აშლილობა, აუტიზმი და ქრონიკული ალკოჰოლიზმი. ხოლო მისი უჩვეულო ექსპრესიული შემოქმედებითი მანერა, სავარაუდოდ, მისი ფსიქიკური პრობლემების შედეგი იყო.
მიხაილ ლერმონტოვი
იგი დაიბადა მემკვიდრეობითი და შეძენილი დაავადებების მთელი თაიგულით: საყმაწვილო, რაქიტი, მომატებული ნერვოზი. უკვე ადრეულ ბავშვობაში ბიჭმა გამოავლინა თავისი ბუნების შიზოფრენიული ბუნება: სისასტიკე საოცრად იყო შერწყმული მასში უკიდურეს სიკეთესა და სამართლიანობის მწვავე გრძნობასთან. მას ჰქონდა განადგურების გატაცება, უკიდურესად გაღიზიანებული, კაპრიზული, ჯიუტი იყო. თვითმკვლელობაზე ფიქრი მას ადრეული ასაკიდან ეწვია. გულჩათხრობილობა, უკარებლობა და, რაც მთავარია, ადამიანების უგულებელყოფა, გარშემომყოფებში უსიამოვნო გრძნობას იწვევდა. პოეტის ურთიერთობა მის საკუთარ თავთან ხდებოდა, მას ჰქონდა მხურვალე ფანტაზია, რომლის რეალიზაციასაც თავის ნაწარმოებებში ახორციელებდა. ლერმონტოვის შიზოიდური ფსიქოპათია იმდენად მკაფიოდ იყო გამოხატული, რომ ეს მხოლოდ სპეციალისტებს არ შეუნიშნავთ. კიდევ ერთი ფაქტი, რამაც გავლენა მოახდინა პოეტის იზოლაციაზე, იყო მისი ულამაზო გარეგნობა, რაც ასაკთან ერთად თითქმის გაქრა, მაგრამ წარუშლელი კვალი დატოვა მის სულში. ბრწყინვალე შესაძლებლობებითა და არაჩვეულებრივი გონებით დაჯილდოებული ლერმონტოვი ძალიან ხშირად მიმართავდა ამ თვისებებს გარშემომყოფებთა დასაცინად - მისი მტრების რიცხვი სწრაფი ტემპით იზრდებოდა. გარდა ამისა, თავად ლერმონტოვს უკიდურესად სწრაფად შეეძლო შეყვარება, მაგრამ ქალებს უბრალოდ არ მოსწონდათ ასეთი ტიპაჟები - ბოროტი და ამპარტავანი. ამან დიდად შეურაცხყო პოეტის სიამაყე. შედეგად, ის მოკლული იქნა კეთილი და გულთბილი ადამიანის მიერ, რომელიც მან თავისი დაცინვითა და ცილისწამებით თითქმის სიგიჟემდე მიიყვანა.
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი
გერმანელ კომპოზიტორს ჰქონდა ბიპოლარული აშლილობის მანიაკალური და დეპრესიული პერიოდები და ახლოს იყო თვითმკვლელობამდე. მისი ენერგიის შემოქმედებითმა აღმავლობამ ადგილი დაუთმო აპათიას. იმისათვის, რომ გადართულიყო და ისევ შეძლებოდა თავის იძულება კვლავ დაეწყო მუსიკის წერა, ბეთჰოვენი თავს გაყინულ წყალში ჩაყოფდა. კომპოზიტორი ასევე ცდილობდა ოპიუმითა და ალკოჰოლით „მკურნალობას“.
ვირჯინია ვულფი
როდესაც ვირჯინიას 13 წელი შეუსრულდა, იგი გადაურჩა გაუპატიურების მცდელობას მისი ბიძაშვილების მხრიდან, რომლებიც მათთან სტუმრად იყვნენ. ამან დასაბამი მისცა მამაკაცების მიმართ მუდმივ სიძულვილს და მათთან ფიზიკური ურთიერთობის მიმართ მთელი ცხოვრების განმავლობაში. ამის შემდეგ მალევე ფილტვების ანთების შედეგად მოულოდნელად გარდაიცვალა მისი დედა. ნერვიულმა, შთამბეჭდავმა გოგონამ სასოწარკვეთისგან თვითმკვლელობა სცადა. იგი გადაარჩინეს, მაგრამ ღრმა, ხანგრძლივი დეპრესიები მას შემდეგ მისი ცხოვრების ნაწილი გახდა. ფსიქიკური აშლილობის მძიმე შეტევა დაემართა ახალგაზრდა ვირჯინიას მამის გარდაცვალების შემდეგ 1904 წელს. ვირჯინია ვულფის ემოციურად გულწრფელი წერილები და ნაწარმოებები იძლევა დასკვნის გაკეთების საფუძველს მწერლის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ. თუმცა, ეს მთლად სიმართლეს არ შეესაბამება. ბავშვობაში განცდილი ტრაგედიის და შიშის შედეგად, რომელიც მან განიცადა მამაკაცებისა და მათი საზოგადოების მიმართ, მას უყვარდებოდა ქალები - მაგრამ ამავე დროს მას ჰქონდა ზიზღი ყოველგვარი ინტიმური ურთიერთობის მიმართ: ვერ იტანდა ჩახუტებას, ხელის ჩამორთმევის უფლებასაც არ აძლევდა არავის. 29 წლის განმავლობაში ლეონარდ ვულფზე დაქორწინებულ მწერალს, ზოგიერთი ცნობით, არასოდეს ჰქონია ცოლ-ქმრული ურთიერთობა ქმართან. 1941 წლის დასაწყისში, ღამით ლონდონის დაბომბვამ გაანადგურა მწერლის სახლი, დაიწვა ბიბლიოთეკა, მისი საყვარელი ქმარი კინაღამ დაიღუპა - ამ ყველაფერმა მთლიანად დაარღვია მისი ნერვული სისტემა, ექიმები დაჟინებით მოითხოვდნენ მკურნალობას ფსიქიატრიულ კლინიკაში. მას არ სურდა, რომ ქმარს დარჩენილი ცხოვრება მასზე ზრუნვაში გაეტარებინა მისი შეშლილობის გამო, და მან 1941 წლის 28 მარტს შეასრულა ის, რაც არაერთხელ აღწერა თავის ნაწარმოებებში და რისს განხორციელებასაც ცდილობდა სინამდვილეში - მან თავი მოიკლა - თავი დაიხრჩო მდინარე ოუსში.
მსოფლიოსთვის ნაჩუქარი იდეები. ნოვატორობა გარდამავალი ამქვეყნიური აურზაურის წარმოდგენის საშალებებში, გმირების შინაგანი სამყაროს ჩვენება, ცნობიერების გარდატეხის მრავალი გზის აღწერა - ვირჯინია ვულფის ნაწარმოებები შევიდა ლიტერატურული მოდერნიზმის ოქროს ფონდში და მიღებული იქნა დიდი აღტაცებით.
სერგეი რახმანინოვი
დიდი კომპოზიტორი, დირიჟორი და პიანისტი იყო ძალიან მოკრძალებული, გულჩათხრობილი და ყოველგვარი ამქვეყნიურისგან განშორებული ადამიანი. რახმანინოვის დაუცველ სულს დიდი თავზარი და დანაკარგი დაატყდა თავს. 1900 წელს რახმანინოვი მძიმედ ავადდება, მას ეჩვენება, რომ მუსიკა, რომელსაც ის ხალხს უძღვნის, მათ საერთოდ არ სჭირდება. ნათესავებს, რომლებიც აკვირდებოდნენ კომპოზიტორის ტანჯვას, მისი ფსიქიკური მდგომარეობის გამო შიში გაუჩნდათ. ფსიქიატრ ნიკოლაი დალთან მეგობრულმა საუბრებმა თავისი საქმე გააკეთა: თანდათან რახმანინოვი ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა, კვლავ დაიწყო მუსიკის წერა. კომპოზიტორისთვის კიდევ ერთი დარტყმა ხდება ჩეხოვის სიკვდილი, რომელთანაც რახმანინოვი ძალიან მეგობრობდა. სწორედ ამ წუთიდან გრძნობს სრულ სიმარტოვეს, და ამ ფიქრს სიცოცხლის ბოლომდე ვერ იშორებს.
პაველ ფილონოვი
იგი ითვლება ფერწერაში განსაკუთრებული მხატვრული მიმართულების, ე.წ. „ანალიტიკური მეთოდის“ შემქმნელად. მან თეორიულადაც კი დაასაბუთა თავისი მხატვრული ძიებები და ჰყავდა მოწაფეები, რომლებიც შემდგომ განაგრძობდნენ მის სტილში მუშაობას. მაგრამ ფსიქიატრები მაინც თვლიან, რომ მისი შემოქმედებითი სტილის საფუძველი იყო არა თეორია, არამედ ავადმყოფობა. პოსტფაქტუმ მას შიზოფრენიის ან შიზოტიპური აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს. ფილონოვი დაქორწინებული იყო ეკატერინა სერებრიაკოვაზე, რომელიც მასზე ბევრად უფროსი იყო. სერებრიაკოვა მას მზრუნველობას არ აკლებდა და, როგორც ჩანს, გარკვეულწილად შეეძლო მისი ფსიქიკის ავადმყოფური მდგომარეობის კონტროლი და შერბილება. მხატვარი გარდაიცვალა ბლოკადაში მყოფ ლენინგრადში სიცივისა და სისუსტისგან, და აქ უკვე რთულია მისი ავადმყოფობის განვითარების შემდგომ პროგნოზებზე საუბარი.
მიკალოიუს ჩურლონისი
რევოლუციამდელი ლიტვის მხატვრული ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია, ის იყო არა მხოლოდ მხატვარი, არამედ კომპოზიტორიც. არაჩვეულებრივი სახეებითა და ფერებით სავსე მისმა ნამუშევრებმა, რომლებშიც შეიგრძნობოდა მხატვრული მსოფლმხედველობის მუსიკალურთან შერწყმის მცდელობები, მხატვრის სიცოცხლეშივე დაიწყო დიდი წარმატებით სარგებლობა.
მაგრამ მხატვარი შიზოფრენიით იყო დაავადებული, რომლის შეტევები პერიოდულად მეორდებოდა და, საბოლოოდ, მისი მეუღლე იძულებული გახდა ჩურლონისი მოეთავსებინა ვარშავის მახლობლად მდებარე კერძო ფსიქიატრიულ კლინიკაში, სადაც ის ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა. ფსიქიატრები მის უჩვეულო მხატვრულ ხედვასა და შემოქმედებით ხელწერას სწორედ იმით ხსნიან, რომ დაავადების შეტევებმა, რომელსაც რიგიანად არასოდეს არავინ არ მკურნალობდა, მისცა შესაძლებლობა გამოსულიყო ყოველდღიურობის ჩარჩოებიდან და შეექმნა საკუთარი არაჩვეულებრივი ზღაპრული სამყარო.
ანა გოლუბკინა
რუსეთის იმპერიის ქალ მოქანდაკეებს შორის ყველაზე ცნობილმა მოქანდაკემ, პარიზში სწავლის დროს, ორჯერ სცადა თვითმკვლელობა უბედური სიყვარულის გამო. იგი ღრმა დეპრესიაში დაბრუნდა სამშობლოში, და მაშინვე მოათავსეს პროფესორ კორსაკოვის ფსიქიატრიულ კლინიკაში. ის გონს მოვიდა, მაგრამ მთელი ცხოვრების მანძილზე აუხსნელი სევდის შეტევები ჰქონდა. 1905 წლის რევოლუციის დროს ის თავს ესხმოდა კაზაკების ცხენების აღკაზმულობას, ცდილობდა შეეჩერებინა ხალხის დარბევა. იგი სასამართლოს წინაშე წარსდგა, როგორც რევოლუციონერი, მაგრამ გაათავისუფლეს, როგორც ფსიქიკურად დაავადებული. 1907 წელს გოლუბკინას ციხეში ერთი წელი მიუსაჯეს რევოლუციური ლიტერატურის გავრცელებისთვის, მაგრამ მისი ფსიქიკური მდგომარეობის გამო საქმე კვლავ შეწყდა. 1915 წელს დეპრესიის მძიმე შეტევების გამო კვლავ კლინიკაში აღმოჩნდა, და რამდენიმე წლის განმავლობაში არ შეეძლო რამის შექმნა მისი სულიერი მდგომარეობის გამო. გოლუბკინამ 63 წლამდე იცოცხლა.
სერგეი კალმიკოვი
კალმიკოვი ცხოვრობდა ორენბურგში, 1935 წელს ალმა-ატაში გაიქცა. იქ მუშაობდა თეატრში მხატვრად და თავისი გარეგნობითა და ქცევით სწრაფად მოიპოვა ქალაქის გიჟის სახელი. მას ეცვა ჭრელი შარვალი, ყვითელი სურთუკი და კოფთა, რომელზეც მიმაგრებული ჰქონდა კონსერვის ქილები. 1962 წელს კალმიკოვი პენსიაზე გავიდა, სწრაფად გაღატაკდა, ცუდად ჭამდა და ხუთი წლის შემდეგ 75 წლის ასაკში გარდაიცვალა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ფილტვების ანთებით დისტროფიის ფონზე.
სცენოგრაფის საქმიანობის პარალელურად, კალმიკოვი გატაცებული იყო დაზგური ფერწერით და გრაფიკით. ხშირად იყენებდა ხელთ არსებულ საშუალებებს, ხატავდა ქაღალდის ნაგლეჯზე, გეოგრაფიულ რუკებზე, შესაფუთ ქაღალდზე. დაკავებული იყო ოფორტით, მონოტიპიით.
ლევ ნიკოლაევიჩ ტოლსტოი
სიცოცხლის ბოლო წლებში მწერალმა გადაწყვიტა მთელი ოჯახი ასკეტიზმზე მოქცება, მაგრამ ამ იდეამ მის ახლობლებს შორის გაგება ვერ ჰპოვა. ტოლსტოისთან გამოიძახეს ცნობილი ფსიქიატრი გრიგორი როსოლიმო, რომელმაც დაუსვა დიაგნოზი „დეგენერაციული ორმაგი კონსტიტუცია: პარანოიდული და ისტერიული, პირველის დომინირებით“. თანამედროვე ფსიქიატრებმა, რომლებიც სწავლობდნენ მწერლის პიროვნებას და ხასიათს, მას დეპრესიული და ისტერიული თვისებების დიაგნოზი დაუსვეს. ლიტერატურული შედევრების „ომი და მშვიდობის“ და „ანა კარენინას“ ავტორმა ლეო ტოლსტოიმ შექმნა ღრმა და დეტალური სიუჟეტები, რომლებშიც ასობით პერსონაჟები დაეხმარა მას შინაგანი ბრძოლისგან თავის დაღწევაში.
ალექსეი ტირანოვი
ყოფილი ხატმწერი, რომელიც მხატვარმა ალექსეი ვენეციანოვმა აიყვანა და რეალისტური მხატვრობა ასწავლა, მოგვიანებით სამხატვრო აკადემიაში შევიდა და ოქროს მედალი მიიღო. იტალიაში მოგზაურობიდან ის 1843 წელს დაბრუნდა ნერვული აშლილობის ზღვარზე, როგორც ამბობენ, იტალიელი მენატურე ქალისადმი უბედური სიყვარულის გამო. მომდევნო წელს კი პეტერბურგის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში აღმოჩნდა. იქ მოახერხეს მისი შედარებით წესრიგში მოყვანა. მომდევნო რამდენიმე წელი მშობლიურ მხარეში, ბეჟეცკში გაატარა, შემდეგ კი ისევ პეტერბურგში მუშაობდა. ტირანოვი ტუბერკულოზით გარდაიცვალა 51 წლის ასაკში.
ფიოდორ დოსტოევსკი
მთელ მსოფლიოში ცნობილი გენიალური ნაწარმოებების ავტორი ეპილეფსიით იყო დაავადებული.
მწერლის ავადმყოფობა მამის ტრაგიკულ სიკვდილს უკავშირდება, რომელთანაც მწერალს საკმაოდ რთული ურთიერთობა ჰქონდა. მაგრამ თავად დოსტოევსკი ირწმუნებოდა, რომ პირველად მას ეპილეფსიის შეტევა კატორღაზე ყოფნის დროს ჰქონდა.
შემდგომში დაავადება საკმაოდ ხშირად იჩენდა თავს: ჯერ თვეში ერთხელ, შემდეგ კვირაში ორჯერ. ყოველი შეტევის შემდეგ ის გაბრაზებული და გაღიზიანებული ხდებოდა, გამუდმებით ეძებდა მიზეზს სხვებთან ჩხუბისთვის.
გარდა ამისა, მწერალი აზარტული მოთამაშე იყო, ზოგჯერ რულეტზე ყველაფერს პირწმინდათ აგებდა. თამაშის სურვილი მანიაში გადადიოდა.
ასევე, დოსტოევსკის გოგოლის მსგავსად ეშინოდა ცოცხლად დამარხვის და ამიტომ წერდა წერილებს, რომ ხვალ ლეთარგიულ ძილში ჩავარდებოდა.
სერაფინა ლუი
ასევე ცნობილია როგორც სერაფინა სენლისი. მისი ცხოვრება ჯერ კიდევ იდუმალი და უცნობია. 7 წლის ასაკში დაობლდა. მისი დამახასიათებელი თვისებაა სიმორცხვე, ის არავის ელაპარაკებოდა. სერაფინა მთელი თავისი ცხოვრება მუშაობდა, ჯერ მწყემსად, შემდეგ კი მოსამსახურედ, როგორც სენლისის კერძო სახლებში, ისე მონაზვნებთან მონასტერში. მონასტერში, 42 წლის ასაკში, მან დაიწყო ხატვა, თუმცა არავინ იცის ზუსტად როგორ და რატომ.
სერაფიმას ნახატები ზღაპრულად ლამაზია და არ ექვემდებარება კლასიფიკაციას. მის ტილოებზე საგულდაგულოდ დახატულ ფოთლებს, ყვავილებსა და ხილს ვხედავთ. თუ კარგად დააკვირდებით, მის ტილოებზე შეგიძლიათ იპოვოთ თვალები, პირი, ფიგურები, რომლებიც მაშინვე არ ჩანს. ⠀
1912 წელს მხატვარი აღმოაჩინა გერმანელმა კოლექციონერმა ვილჰელმ უჰდემ (ვინც პიკასო აღმოაჩინა). სულ რამდენიმე წელიწადში სერაფინა გახდა იმ დროის ცნობილი და პოპულარული მხატვარი. მისი ნამუშევრები გამოიფინა საფრანგეთში, შვეიცარიაში, გერმანიაში, აშშ-ში ავანგარდულ წრეებში. მაგრამ ვილჰელმ უდეს გესტაპო დევნიდა და მეტიც, დიდი დეპრესიის გამო, შეწყვიტეს ნახატების ყიდვა. სერაფინა სიღარიბეში აღმოჩნდა და დავიწყებას მიეცა. 1932 წელს მას უჩნდება სიგიჟის ნიშნები და მხატვარი ფსიქოზის დიაგნოზით საფრანგეთის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ხვდება. მას შემდეგ სერაფინამ შეწყვიტა ხატვა. 1942 წელს, კლერმონის ფსიქიატრიულ კლინიკაში, მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სერაფიმა შიმშილითა და მოუვლელობის შედეგად გარდაიცვალა. დაკრძალულია საერთო საფლავში.
ნიკოლაი ნეკრასოვი
თითქმის მთელი ცხოვრება რუსი პოეტი იტანჯებოდა ხანგრძლივი დეპრესიით და თამაშის მწვავე მანიით. მიუხედავად იმისა, რომ მას თვალწინ ჰქონდა მამის მაგალითი, რომელმაც მთელი ქონება წააგო, ნეკრასოვმა ვერ გაუძლო ცდუნებას. დეპრესიული განწყობის გამო ავტორს ხშირად უჩნდებოდა სუიციდალური ფიქრები, ხშირად ფიქრობდა იმაზეც, თუ რომელი გზა აერჩია სიცოცხლის დასასრულებლად. თუმცა, ბევრი კოლეგისგან განსხვავებით, პოეტმა მოახერხა თვითმკვლელობის სწრაფვის დაძლევა და იცოცხლა 56 წლამდე, გარდაიცვალა ნაწლავის კიბოთი.
გრიგორი სოროკა
ყმა მხატვარი ვენეციანოვის კერძო სკოლის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მოწაფე იყო. მაგრამ მისმა მფლობელმა, ვენეციანოვის მრავალი სხვა მოწაფის მფლობელებისგან განსხვავებით, უარი თქვა სოროკას გათავისუფლებაზე, მებაღედ ამუშავებდა და ზღუდავდა, როგორც შეეძლო. 1861 წელს მხატვარმა მიიღო თავისუფლება - ალექსანდრ II განმათავისუფლებელისაგან, მთელ ქვეყანასთან ერთად. თავისუფლებაზე სოროკა იცავდა თავის თემს ყოფილი ბატონისგან, წერდა მასზე საჩივრებს. ერთ-ერთი კონფლიქტის დროს, 41 წლის მხატვარი დაიბარეს ვოლოსტის გამგეობაში, რომელმაც მას სამდღიანი პატიმრობა მიუსაჯა „უხეშობისა და ცრუ ჭორებისთვის“. მაგრამ ავადმყოფობის გამო სოროკა გაათავისუფლეს. საღამოს ის გაემართა ქოთნების ფარდულში, სადაც თავი ჩამოიხრჩო. როგორც ოქმში ეწერა - „უზომო ლოთობისა და აქედან წარმოქმნილი მწუხარებისგან, ჭკუაზე შერყეულობით ამ საქმესთან დაკავშირებით“.
სილვია პლათი
ცნობილ რომანში „ზარხუფი“ სილვია პლათმა აღწერა თავისი პირველი თვითმკვლელობის მცდელობა. ეს მოხდა 1953 წელს. კლინიკურ დეპრესიას, რომელსაც სილვია განიცდიდა, ცდილობდნენ განეკურნათ საკმაოდ ახალი და შეუმოწმებელი მეთოდებით, მათ შორის ელექტროშოკით. ასეთი თერაპიის კურსის შემდეგ მწერალმა თავი მხოლოდ უარესად იგრძნო და თვითმკვლელობა სცადა. ეს მცდელობა ჩაიშალა, მაგრამ ფსიქიატრიული ჩარევა კიდევ უფრო ინტენსიური გახდა. თვითმკვლელობის კიდევ რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა მოჰყვა, სანამ ერთ დღეს, ოცდაათი წლის სილვია პლათი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი არ იპოვეს. ქალს თავი გაზის ღუმელში ჰქონდა, საიდანაც გაზი ჯერ კიდევ გამოდიოდა.
უილიამ კურელეკი
მხატვარი დაიბადა კანადაში, ფერმაში, უკრაინელი ემიგრანტების ოჯახში. მიუხედავად იმისა, რომ მისი ოჯახი სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული, კურელეკს ყოველთვის იზიდავდა მხატვრობა და შემოქმედება. სწავლობდა ორ სამხატვრო სკოლაში ტორონტოსა და მექსიკაში.
25 წლის ასაკში მას შიზოფრენია აღმოუჩინეს. ახალგაზრდა მამაკაცი ლონდონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც მან დაწერა თავისი ყველაზე ცნობილი ნაშრომი „ლაბირინთი“. თავის ნამუშევარში მხატვარი გვიყვება თავის ფსიქიკურ პრობლემებსა და სევდიან ფიქრებზე. ლაბირინთი წააგავს ადამიანის თავის ქალას, რომელიც ფსიქოზის უჯრედებითაა სავსე.
მხატვრის ნამუშევრების დიდი ნაწილი ავადმყოფობის დროს შეიქმნა. მისი ნაშრომების ევოლუცია ნათლად აჩვენებს შიზოფრენიის განვითარებას. თუ როგორ ვითარდებოდა კურელეკის შემოქმედება, ამის გამოყენება შეიძლება ვიზუალური ილუსტრაციების სახით ფსიქიატრიის სახელმძღვანელოსთვის.
ვლადიმირ მაიაკოვსკი
თანამედროვე ფსიქიატრები მას ფსიქოპათურ პიროვნებას უწოდებდნენ. პოეტის ყველაზე ცნობილი ფობია არის მამის მსგავსად სისხლის მოწამვლისგან დაინფიცირებისა და სიკვდილის შიში. ამასთან, გამუდმებით საუბრობდა თვითმკვლელობაზე, ფაქტიურად აშანტაჟებდა გარშემომყოფთ.
თუმცა ისტორიკოსები დღესაც კამათობენ დიდი პოეტის გარდაცვალებაზე. მაგრამ ბევრი თანხმდება, რომ ნერვულმა აშლილობამ, შიშის მომგვრელმა ეჭვიანობამ და კლინიკურმა დეპრესიამ საბოლოოდ აიძულა მაიაკოვსკი თავი მოეკლა.
სერგეი ესენინი
პოეტის შეყვარებული აისედორა დუნკანი პირადად საუბრობდა მის პრობლემებზე, და ესენინი ფსიქიატრიულ კონსულტაციებზეც კი დაჰყავდა. თუმცა, პოეტის მკურნალობა არ იყო ეფექტური. ბიოგრაფები აღიარებენ, რომ პოეტს ჰქონდა მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი, რომელიც ალკოჰოლზე დამოკიდებულების ფონზე მხოლოდ გაძლიერდა. მას დევნის მანია გაუჩნდა, თითქოს მას ხელისუფლების წარმომადგენლები უთვალთვალებდნენ, სიბრაზის შეტევები შეიძლება მოულოდნელად გადაზრდილიყო სრულ სიმშვიდეში. ალბათ, ამან გამოიწვია ესენინის ასეთი ტრაგიკული სიკვდილი.
მანიაკალურ-დეპრესიული შეტევების ხშირად გამეორების გამო, რაც პროვოცირებული იყო, როგორც წესი, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებით, ესენინი რამდენჯერმე მკურნალობდა ნეიროფსიქიატრიულ კლინიკებში - საფრანგეთში და რუსეთში.
მკურნალობამ, სამწუხაროდ, პაციენტზე სასიკეთო გავლენა არ მოახდინა: პროფესორ განუშკინის კლინიკიდან გაწერის ერთი თვის შემდეგ, ესენინმა თავი მოიკლა, გამათბობელის მილზე ჩამოიხრჩო თავი ლენინგრადის სასტუმრო „ანგლეტერში“. სამყაროსთვის ნაჩუქარი იდეები: ახალი ინტონაციები პოეზიაში. ესენინმა შექმნა სტილისტური ნორმა, ცრემლებითა და ტირილით, სოფლისა და სოფლის მკვიდრის სიყვარულით (მისი უშუალო მიმდევრები, არა სტილისტური, არამედ იდეოლოგიური გაგებით, „სოფლელები“ არიან).
მერილინ მონრო
ის იყო ჰოლივუდის ოქროს გოგონა 1950-იან წლებში, სილამაზისა და მგრძნობელობის სიმბოლო. მაგრამ მერილინ მონრო ხშირად გრძნობდა უზარმაზარ შინაგან სიცარიელეს. მისმა ადრეულმა წლებმა მიმღებ ოჯახში და ბავშვთა სახლში ხელი შეუწყო პიროვნების აშლილობას და სტაბილური ურთიერთობების შენარჩუნების უუნარობას. „ხშირად ვგრძნობდი თავს მარტოსულად და სიკვდილი მინდოდა“, - წერს იგი. ექსპერტები თვლიან, რომ მონროს სიმპტომები, რომელშიც ასევე შედიოდა განწყობის ცვალებადობა და იმპულსურობა, შეესაბამება პიროვნების საზღვრულ აშლილობას.
პიმენ ნიკიტიჩ ორლოვი
XIX საუკუნის რუსული ხელოვნების მოყვარულებს ახსოვს პიმენ ორლოვი, როგორც კარგი პორტრეტისტი, რომელიც მუშაობდა ბრიულოვის მანერაში. მან წარმატებით დაამთავრა სამხატვრო აკადემია და მოიგო საპენსიო მოგზაურობა იტალიაში, სადაც 1841 წელს გაემგზავრა. მას არაერთხელ მოსთვოხეს სამშობლოში დაბრუნება, მაგრამ ორლოვი მშვენივრად გრძნობდა თავს რომში. 1862 წელს 50 წლის ორლოვი, იმ დროისთვის პორტრეტული ფერწერის აკადემიკოსი, ნერვული აშლილობით დაავადდა. რუსულმა მისიამ ის რომში ფსიქიურად დაავადებულთა თავშესაფარში მოათავსა. სამი წლის შემდეგ ის გარდაიცვალა.
ფილიპ კინდრედ დიკი
1974 წლის თებერვლის ბოლოს, ამფეტამინის მომხმარებელ ფანტასტ მეცნიერს ფილიპ დიკს, სიბრძნის კბილის ამოღების შემდეგ სახლში დაბრუნებისას მოულოდნელად ფსიქოლოგიური ხილვები დაეწყო. ისინი გაგრძელდა მომდევნო თვეში - ცოცხალი გეომეტრიული ფორმები შერწყმული საეკლესიო გამოსახულებებთან, რათა შექმნილიყო რელიგიური და ლიტერატურული ისტორიის ახალი და გამჭრიახი ინტერპრეტაციები. „მე განვიცადე ჩემს გონებაში შეჭრა ტრანსცენდენტურად რაციონალური გონების დახმარებით, თითქოს მთელი ცხოვრება შეშლილი ვიყავი და უცებ ნორმალური გავხდი“, - ყვებოდა დიკი. მან დაიწყო ორმაგი ცხოვრება, რომელთაგან ერთ-ერთში ის იყო ძველი რომიდან დევნილი ქრისტიანი.
ოგიუსტ კონტი
დიდი მოაზროვნე ოგიუსტ კონტი, პოზიტიური ფილოსოფიის ფუძემდებელი, ფსიქიკური აშლილობის გამო მკურნალობდა ესქეროლთან ათი წლის განმავლობაში. გამოჯანმრთელების შემდეგ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, გააგდო ცოლი, რომელმაც თავისი სათუთი ზრუნვით გადაარჩინა მისი სიცოცხლე. სიკვდილის წინ მან თავი მატერიალისტური რელიგიის მოციქულად და სასულიერო პირად გამოაცხადა, თუმცა მანამდე მთელი სამღვდელოების განადგურებას ქადაგებდა. კონტის თხზულებებში, საოცრად ღრმა დებულებებთან ერთად გვხვდება წმინდად გიჟური აზრები, როგორიცაა, მაგალითად, შემდეგი: დადგება დრო, როცა ქალის განაყოფიერება მამაკაცის შუამავლობის გარეშე განხორციელდება.
ნიკოლა ტესლა
უცნაურობები ასევე შენიშნებოდა ბრწყინვალე გამომგონებლის ნიკოლა ტესლას ქცევაში. მას ჰქონდა ყველაფრის ბოლომდე მიყვანის მანია. მაგალიად, კოლეჯში მან გადაწყვიტა ვოლტერი წაეკითხა და, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტომის შემდეგ მიხვდა, რომ მწერალი არ მოსწონდა, 100-ვე ტომი წაიკითხა. სადილის დროს მან გამოიყენა ზუსტად 18 ხელსახოცი, გაწმინდა თეფშები, დანა-ჩანგალი და ხელები. მას აშინებდა ქალის თმა, საყურეები, მარგალიტი და ცხოვრებაში არ დამჯდარა ქალთან ერთ მაგიდასთან.
ალბერტ აინშტაინი
თანამედროვე თეორიული ფიზიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი მის სიცოცხლეშივე უდავოდ იყო გენიოსი და აშკარად უცნაური პიროვნება. ბავშვობაში მას აუტიზმის მსუბუქი ფორმა აწუხებდა. და დედამ კინაღამ გონებრივად ჩამორჩენილად ჩათვალა. ის იყო თავშეკავებული და ფლეგმატური. უკვე ზრდასრული ფიზიკოს-თეორეტიკოსის ქმედებები ზნეობრიობით არ გამოირჩეოდა. ამერიკელი ფსიქოლოგი თვლის, რომ შიზოფრენიის გენის არსებობა მაღალი შემოქმედებითი ნიჭის ერთ-ერთი სტიმულია. მისი აზრით, ეს გენი აინშტაინს ჰქონდა.
ჩარლზ დარვინი
ინგლისელი ბუნებისმეტყველი, სახეობათა წარმოშობის ევოლუციური თეორიის ფუძემდებელი იყო. მუდმივი ცახცახი, გულისრევა, ისტერიული ტირილი და ვიზუალური ჰალუცინაციები, როგორც ჩანს, დიდწილად გამოწვეული იყო აგორაფობიის მძიმე შემთხვევით, რომელმაც ის ოცდაათი წლის ასაკიდან პრაქტიკულად საწოლზე მიაჯაჭვა. დარვინის შიში ხალხის მიმართ იმდენად დიდი იყო, რომ ის შვილებთან საუბარსაც კი არიდებდა თავს და წერდა: „იძულებული ვარ ვიცხოვრო... ძალიან მშვიდად და თითქმის არავინ ვნახო და ვერც დიდხანს ველაპარაკო ჩემს ახლო წრეს“. მას ასევე შეიძლება ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა ჰქონოდა, რადგან ზედმიწევნით იწერდა ყოველ ახალ ან განმეორებად სიმპტომს.
ჯოან როულინგი
ინგლისელ მწერალს ჯოან როულინგს არასდროს დაუმალავს, რომ დიდი ხნის განმავლობაში იტანჯებოდა დეპრესიით, რომლის დროსაც თავს სრულიად უძლურად გრძნობდა. ზოგჯერ „ჰარი პოტერის“ ავტორს თვითმკვლელობაზე ფიქრიც კი სტუმრობდა. სხვათა შორის, სწორედ კლინიკურმა დეპრესიამ შთააგონა როულინგს შეექმნა დემენტორების სახეები - არსებებია, რომლებიც იკვებებიან ადამიანის იმედებით, სიხარულითა და შთაგონებით.
თავად ჯოან როულინგი ამბობს, რომ არასდროს რცხვენოდა თავისი თავისებურების. დეპრესია არ არის სტიგმა, თუნდაც ცნობილი ადამიანებისთვის. პირიქით, ეს შეიძლება იყოს მიზეზი დაიწყო ღია დისკუსია ფსიქიკის სასაზღვრო მდგომარეობებზე და დახმარება გაუწიო დეპრესიის, ბიპოლარული აშლილობის, ანორექსიის შესახებ არსებული მავნე მითების განადგურებაში.
ჯონ ნეში
ამერიკელი მათემატიკოსი, რომელიც მუშაობდა თამაშის თეორიისა და დიფერენციალური გეომეტრიის დარგში. 21 წლის ასაკში დაიცვა დისერტაცია თამაშის თეორიაზე, რისთვისაც ნობელის პრემია მიენიჭა. 30 წლის ასაკში დაეწყო შიზოფრენიის სიმპტომები. მას ხმები ესმოდა, ეჩვენებოდა, რომ სპეცსამსახურები უთვალთვალებდნენ. მისი მეუღლის ყველა მცდელობა დაემალა ჯონ ნეშის ეს აშლილობა, წარუმატებელი აღმოჩნდა. მალე ჯონი ბოსტონის კერძო ფსიქიატრიულ კლინიკაში იძულებით სამკურნალოდ გაგზავნეს.
ჰოვარდ ლავკრაფტი
ლავკრაფტის ფსიქიკის საშინელი და სამეცნიერო-ფანტასტიკური მდგომარეობა განპირობებული იყო როგორც შინაგანი, ისე გარეგანი გავლენით. მას აწუხებდა ძილის ტრავმული აშლილობა, რომელიც ახლა განიხილება პარასომნიის ან ღამის შიშების იშვიათ სახეობად.
ლავკრაფტს ღრმა დეპრესია ჰქონდა - მან თვითმკვლელობა სცადა და იტანჯებოდა იმის გამო, რასაც „ნერვული აშლილობა“ უწოდა. გაუხარებელ და ღარიბ ცხოვრებას ამძიმებდა ის ფაქტიც, რომ მას ნაწლავის კიბო და იარის დაავადება დაუდგინეს.
ფანტასტიკა, მისტიკა და საშინელება ლავკრაფტის შემოქმედებაში ერთ უცნაურ მთლიანობაშია გადახლართული. მწერალს ძილის მძიმე დარღვევა აწუხებდა. მწერლის ღამის ხილვებში ვეებერთელა ფრთებიანი არსებები, რომლებსაც მან „ღამის მხეცები“ უწოდა, ჰაერში ასწევდნენ მას და „ლანგის ამაზრზენ პლატოზე“ გადაჰყავდათ. ლავკრაფტი სრულიად შეშლილ მდგომარეობაში იღვიძებდა.
თუმცა, საფრთხე მწერლის სუსტი ფსიქიკისთვის მხოლოდ შიგნით არ იმალებოდა. მწერლის ოჯახის ფინანსური საქმეები, ცხოვრების დონე მოულოდნელად და სწრაფად მკვეთრად გაუარესდა, რაც ღრმა დეპრესიის ერთ-ერთ მიზეზად იქცა; საქმე ლამის თვითმკვლელობამდე მივიდა.
თეოდორ კაჩინსკი
კაჩინსკი ის შემთხვევაა, რომელსაც სიტყვა „გიჟი“ უფრო მეტად ეხება, ვიდრე „შერეკილი პროფესორი“. თუმცა, ალბათ, ნებისმიერი ეპითეტია შესაბამისი. თუმცა, კაჩინსკი საზოგადოების თვალში დიდი ხანია აღარ ითვლება მეცნიერად. პოპულარობა კაჩინსკის მათემატიკამ კი არ მოუტანა (ის მუშაობდა კალიფორნიის უნივერსიტეტში უფროს მასწავლებლად) და არც განდეგილობამ (1971 წლიდან ის ქოხში ცხოვრობდა ელემენტარული პირობების გარეშე). ამერიკელებისთვის კაჩინსკის სახელი სიტყვა „ტერორიზმის“ სინონიმია: იმის ყურებამ, თუ როგორ ანადგურებენ ბარბაროსები მის ბუნებრივ გარემოს, და გზას აშენებდნენ მისი ქოხის გვერდით, კაჩინსკის გადააწყვეტინა კაცობრიობაზე შური ეძია და ფოსტით ბომბები გაეგზავნა. 1978 წლიდან 1995 წლამდე მან 16 ბომბი გაგზავნა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა.
კაჩინსკის მიკვლევა შეუძლებელი იყო. 1995 წელს მან წერილი მისწერა „ნიუ იორკ თაიმსს“, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ შეწყვეტდა ბომბების გაგზავნას, თუ მისი მანიფესტი გამოქვეყნდება გაზეთში. მანიფესტში (მას ეწოდა „ინდუსტრიული საზოგადოება და მისი მომავალი“) განმარტებული იყო, რომ ბომბები სხვა არაფერია, თუ არა ყურადღების მიპყრობის უკანასკნელი საშუალება: საზოგადოებას არ სურს შეამჩნიოს, რომ ადამიანის თავისუფლება სულ უფრო და უფრო მცირდება ტექნოლოგიების გამო, რომლებიც საჭიროებენ მასშტაბურ ორგანიზაციას. ამ წერილის გამოქვეყნების შემდეგ, თავად კაჩინსკის თავისუფლება ნამდვილად შეეზღუდა: მისმა ძმამ იცნო თეოდორის სტილი და მისი შეხედულებები, რაც FBI-ს შეატყობინა. ახლა „უნაბომბერი“, როგორც მას პრესაში მეტსახელად უწოდებდნენ, იხდის პირველ სამუდამო პატიმრობას იმ ოთხიდან, რომლებზეც ის იყო ნასამართლევი.
ავრაამ ლინკოლნი
ზოგიერთი თანამედროვის აზრით, ამერიკის პრეზიდენტი ავრაამ ლინკოლნი მიდრეკილი იყო მელანქოლიისკენ და ხშირად მოწყენილი. დღეს მის დაავადებას კლინიკური დეპრესია შეიძლება ეწოდოს. ის ხშირად იყო ცუდ გუნებაზე, რის გამოც დიდხანს არ გადიოდა სახლიდან და არც იარაღს ატარებდა საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების შიშით. მისმა ერთ-ერთმა ბიოგრაფმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ისიც თვითმკვლელობაზე ფიქრობდა.
პრინცესა დიანა
მდიდრებიც ტირიან. პრინცესა დიანა, საქველმოქმედო საქმიანობით ცნობილი მილიონობით ადამიანის კერპი, იტანჯებოდა ბულიმიით და დეპრესიის მწვავე შეტევებით.
ნერვული ბულიმია არის აშლილობა, რომლის დროსაც გადაჭარბებულ კვებას თან ახლავს ღებინების მიზანმიმართული გამოწვევა ან საფაღარათო საშუალებების გამოყენება წონის კორექტირების მიზნით, რადგან ადამიანის თვითშეფასება ძალიან არის დამოკიდებული სხეულის ფორმასა და წონაზე. დიანას გარდაცვალების შემდეგ, მის დღიურებში აღმოჩნდა ჩანაწერები, სადაც ის წერდა თავის პრობლემებზე, უხერხულად საუბრობდა მშობლებზე, რომლებიც, მისი აზრით, საკმარის ყურადღებას არ აქცევდნენ მას, და ქმარზე, რომელიც მას ჭარბი წონის გამო საყვედურობდა.
ტენესი უილიამსი
პულიცერის პრემიის ლაურეატი ტენესი უილიამსი ხშირი დეპრესიისკენ იყო მიდრეკილი. 1940-იან წლებში შიზოფრენიით დაავადებულ მის დას ლობოტომია ჩაუტარდა. 1961 წელს მწერლის საყვარელი მამაკაცი გარდაიცვალა. ორივე მოვლენამ დიდად იმოქმედა მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე, გაამწვავა მისი დეპრესია, რის შედეგადაც ნარკოტიკების მიღება დაიწყო. დეპრესიისა და დამოკიდებულებისგან თავის დაღწევა სიცოცხლის ბოლომდე ვერ შეძლო.
მიქელანჯელო
თანამედროვე ექიმები ვარაუდობენ, რომ მიქელანჯელოს ჰქონდა ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა და მაღალფუნქციური აუტიზმი (კერძოდ, ასპერგერის სინდრომი). ასეთი დასკვნები დაკავშირებულია მხოლოდ შრომით გატაცებასთან, უჩვეულო ცხოვრების წესთან, შეზღუდულ ინტერესებთან და სოციალურ და კომუნიკაციის ცუდ უნარებთან.
პეტრე I
პეტრე I-ის ნერვული და ფსიქიკური აშლილობა წარმოიშვა როგორც დაავადებებისადმი თანდაყოლილი მიდრეკილების, ასევე ფიზიკური და ნერვული გადატვირთვის შედეგად. პეტრე I-ის ქცევა გამოირჩეოდა ანომალიის შესამჩნევი გამოვლინებით, რაც ხშირად აოცებდა თანამედროვეებს. მისი ცხოვრების მეოცე წელს მას თავის კანკალი დაეწყო, ხოლო მის ლამაზ მრგვალ სახეზე დაძაბული ფიქრის ან ემოციური მღელვარების მომენტებში კრუნჩხვები ეწყებოდა. მისი დიდი თვალები მაშინ იძენდა მკვეთრ, ველურ გამომეტყველებას.
მხოლოდ ეკატერინეს შეეძლო გამკლავებოდა მეფეს სიბრაზის დროს - ის მშვიდდებოდა მისი ხმის გაგონებაზე. თანამედროვეები და ისტორიკოსები პეტრეს გაუწონასწორობის ორ მიზეზს ასახელებენ: ბავშვურ შიშს 1682 წლის კრემლის სისხლიანი მოვლენების გამო და ხშირ ქეიფს ახალგაზრდობაში გერმანელთა დასახლებაში, რამაც დაასუსტა ისედაც სუსტი ორგანიზმი. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ მეფეს თანდაყოლილი ფსიქიკური დაავადება აწუხებდა, რომელიც ამ არახელსაყრელი ფაქტორების გამო კიდევ უფრო განვითარდა. იმპერატორს სიბრაზის შეტევები საკმაოდ ხშირად ჰქონდა. ისინი მოულოდნელად ჩნდებოდნენ უსიამოვნო ამბების ან სხვა გარეგანი სტიმულის ზემოქმედების ქვეშ, მაგრამ ზოგჯერ აშკარა მიზეზის გარეშე. ალბათ, ზოგიერთ შემთხვევებში, მონარქს, სურვილისამერ, შეეძლო თავი შეეკავებინა, მაგრამ მისი მტკიცე რწმენა თვითმპყრობელური ძალაუფლებისთვის თანდაყოლილი ყველაფრის ნებადართულობაში, ჩვეულებრივ, გამორიცხავდა თვითკონტროლის ნებისმიერ სურვილს.
ხუანა I შეშლილი
კასტილიის დედოფალი, იმპერატორ კარლოს V-ის დედა.
ქორწინებიდან მალევე ხუანამ ფსიქიკური აშლილობის პირველი ნიშნები გამოავლინა. მაგრამ იგი საბოლოოდ შეიშალა ჭკუაზე ქმრის ფილიპ ლამაზის გარდაცვალების შემდეგ. იგი გამუდმებით ელოდა, რომ ის გაცოცხლდებოდა, მის ცხედარზე დახრილი იყო და დასაფლავების უფლებას არ აძლევდა. გაუქარვებელმა მწუხარებამ ხუანა სრულ „პირქუშ სიგიჟეში“ ჩააგდო. სიცოცხლის ბოლო წლებში ხუანას სჯეროდა, რომ მასში ბოროტი სული ჩასახლდა, რომელიც არ აძლევდა საშუალებას ყოფილიყო კეთილი, ყვარებოდა თავისი შვილები. მას მოეჩვენა, რომ თითქოს დაინახა, როგორ გლეჯდა მამამისის და მისი ქმრის გულებს დიდი კატა. მისი ავადმყოფობის ნამდვილი ბუნება არ ყოფილა გამოვლენილი, მაგრამ ის ფაქტი, რომ ხუანა შიზოფრენიით იყო დაავადებული, ეჭვს არ იწვევს.
რობერტ შუმანი
გერმანულ მუსიკაში რომანტიკული მიმართულების თვალსაჩინო წარმომადგენელი, კომპოზიტორი, პიანისტი და მუსიკათმცოდნე, რომელმაც ამოცანად დაისახა მელოდიაში მუსიკალური პროზის შექმნა, მუსიკისა და ლიტერატურის შერწყმა. სამწუხაროდ, კომპოზიტორს ახალგაზრდოვიდანვე გაუჩნდა ფსიქიკური დაავადება. შუმანის მემკვიდრეობა დამძიმებული იყო, ისევე როგორც ჩვენს მიერ დასახელებული გენიოსების დიდი ნაწილის. შუმანის ხასიათი მეტად თავისებური იყო. მოზარდობიდანვე ის, როგორც დედამისი, გრძნობდა განწყობის ცვალებადობას. ამავდროულად, ყველა ამ განსხვავებას შინაგანად განიცდიდა, 14 წლიდან გრძნობდა თვითგაღრმავების, „ადამიანთა შორის განუკითხაობის“ მოთხოვნილებას. თუმცა, შიზოფრენიით დაავადებული პაციენტებისგან განსხვავებით, რომლებიც ვერ ამჩნევენ აუტიზმს, კომუნიკაბელურობის ნაკლებობას ან ამას თავისთავად თვლიან, შუმანი ფიქრობდა მისი ხასიათის თავისებურებებზე და ცდილობდა მათ გამართლებას. რა იყო შუმანის ტვინის ორგანული დაავადების ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ ის იყო. 1839 წლის ზაფხულში კომპოზიტორი გრძნობს დეპრესიას, მოსვენებას არ აძლევს სიკვდილის შესახებ აკვიატებული აზრები. ბოლო მწვავე შეტევამდე, 9 წლის განმავლობაში, შუმანს შეენიშნებოდა ის, რასაც დაავადებათა თანამედროვე კლასიფიკაციაში უწოდებენ განწყობის ქრონიკულ დარღვევას, რომელსაც აქვს მსუბუქი დეპრესიის ხასიათი. შუმანი ძილში გარდაიცვალა. აუტოფსიამ გამოავლინა თავის ტვინის ფართო ატროფია, რამაც გარკვეულწილად დააზუსტა დიაგნოზი, მაგრამ ატროფიული პროცესის მიზეზი გაურკვეველი დარჩა.
ლუდვიგ ბოლცმანი
ბიპოლარული აშლილობა, ადრე ცნობილი როგორც მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი, ვლინდება მანიაკალური და დეპრესიული მდგომარეობების სახით (ზოგჯერ შერეული), რომელშიც შეინიშნება მანიის და დეპრესიის სიმპტომების შეცვლა, ან ორივე ერთდროულად. ბოლცმანის მიღწევები მეცნიერებაში ძნელად შეიძლება გადაჭარბებული იყოს: სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი სტატისტიკურ მექანიკას და შეიმუშავა მოლეკულურ-კინეტიკური თეორია. მაგრამ ფაქტების ასეთი ძალდაუტანებელი ჩამოთვლა მის რეალურ ბიოგრაფიასთან შედარებით შეუსაბამობაა შეუსაბამობებს შორის: ბოლცმანი საკმაოდ სწრაფად გახდა ცნობილი, როგორც ფიზიკოსი თეორეტიკოსი, მაგრამ მან დაკარგა ნორმალურად მუშაობის შესაძლებლობა, როგორც მკვლევარმა და როგორც პედაგოგმა.
ამაში ბრალი მიუძღვის მაქს ერნსტს, რომელიც ბოლცმანთან ერთად ვენის უნივერსიტეტში მუშაობდა და უარყოფდა ატომისტურ იდეებს, რომლებიც ბოლცმანმა საფუძვლად დაუდო თავის თეორიას.
კოლეგების დაბრკოლებებისაგან თავისუფალი ზონის მოძებნის მცდელობისას ბოლცმანი გაემგზავრა ლაიფციგში, სადაც ასევე არ მისცეს მშვიდად მუშაობის საშუალება. ბოლცმანის მეცნიერულმა იდეებმა ზოგადად გამოიწვია სამეცნიერო საზოგადოების საკმაოდ გულგრილი გამოძახილი.
56 წლის ასაკში ბოლცმანს განუვითარდა ასთმა ძალიან მძიმე ფორმით, სავარაუდოდ ფსიქოსომატური ხასიათისა. მტანჯველი ტკივილის ფონზე, ბოლცმანი განიცდიდა არანაკლებ მტკივნეულ პოლემიკას, რომელიც განვითარდა მისი მოლეკულურ- კინეტიკური თეორიის გარშემო.
1906 წელს იგი გაემგზავრა იტალიაში სამკურნალოდ - და იქ მან თავი მოიკლა სასტუმროს ნომერში. ბოლცმანი ფანჯრის ზონარზე ჩამოკიდებული ნახეს. მეცნიერის საფლავის ქვაზე მის მიერ დადგენილი ფორმულა ამოტვიფრეს, რომელიც, რა თქმა უნდა, დამტკიცებული და მიღებული იქნა მისი სიკვდილის შემდეგ. მსგავსი ერთსულოვნება გამოავლინეს მეცნიერის ბიოგრაფებმაც, რომლებმაც თვითმკვლელობის მთავარ მიზეზად ბოლცმანის დეპრესიული აშლილობა დაასახელეს.
გეორგ კანტორი
გერმანელი მათემატიკოსი, სიმრავლეთა თეორიის ფუძემდებელი, მათემატიკოსთა საერთაშორისო კონგრესის შექმნის ინიციატორი. სიმრავლეების თეორიაში შემდგომი წინსვლის მუდმივი მცდელობის გამო, კანტორს განუვითარდა დეპრესია. კანტორს მოუწია მათემატიკისთვის თავის დანებება. სიცოცხლის ბოლო წლებში მას დიაგნოზი დაუსვეს - ბიპოლარული აფექტური აშლილობა (მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი).
ვალერია მესალინა
რომის იმპერატორის კლავდიუსის მეუღლე. სახელი მესალინა დიდი ხანია გახდა არა მხოლოდ უკიდურესი გარყვნილების, არამედ რომის დაცემის სიმბოლოც. მესალინა მუდმივად იყო გარშემორტყმული საყვარლების ხროვით, მაგრამ ეს მისთვის საკმარისი არ იყო. იმპერატრიცას უყვარდა ინტიმური ურთიერთობების სააშკარაოზე გამოტანა. ეს აშკარად აღაგზნებდა მას. ცნობილია, რომ ის გამოცდილ კურტიზანსაც კი შეეჯიბრა და გამარჯვებული გამოვიდა, 24 საათში 25 მამაკაცთან დაამყარა ინტიმური ურთიერთობა. უფრო მეტიც, იმპერატორის სასახლიდან შეუმჩნევლად გაიპარებოდა, და არავის მიერ ამოცნობილი, მიდიოდა ყველაზე მდარეხარისხოვან ლუპანარიებში, სადაც ბინძურ პატარა ოთახებში კლიენტებს იღებდა სიყვარულის სხვა ქურუმებთან ერთად. მას შეეძლო მთელი ღამეები იქ გაეტარებინა, თავი მეძავად მოეჩვენებინა და მისი მომსახურებისთვის ფულსაც კი იღებდა. მისი ვნებათაღელვა, როგორც ხშირად ხდება, ესაზღვრებოდა სისასტიკეს. ამიტომ მან უბრძანა მამინაცვალის მოკვლა, რომელმაც უარი თქვა მასთან სექსუალურ კავშირზე. მესალინმა ასევე ჩაიდინა ექსტრავაგანტულზე უფრო მეტი საქციელი, მოაწყო საქორწილო ცერემონია სხვა საყვარელთან მეუღლის, იმპერატორ კლავდიუსის არყოფნის დროს. ამის შესახებ რომ შეიტყო, კლავდიუსს შეეშინდა შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების და სიკვდილით დასაჯა მესალინა.
დღესდღეობით, სექსოპათოლოგები, რომლებიც აწყდებიან ნიმფომანიის შემთხვევებს, თავიანთ პაციენტებს თანაგრძნობით ეპყრობიან. ჩვეულებრივ, ნიმფომანია არ არის დამოუკიდებელი აშლილობა, არამედ მხოლოდ სხვა, უფრო ზოგადი დაავადების ერთ-ერთი სიმპტომია.
თუ ვისაუბრებთ მესალინას ფსიქიატრიულ დიაგნოზზე, მაშინ ნიმფომანიის გარდა, მასში შეიძლება აღმოჩენილი იქნას ექსჰიბიციონიზმის ნიშნები.
შარლოტა ბრონტე
ინგლისელი მწერალი და პოეტი. შარლოტა თავის ავადმყოფურ მემკვიდრეობითობას მამას უნდა უმადლოდეს, რომელიც მეტად ახირებული პიროვნება იყო. ჯერ დედა გარდაეცვალა სიმსივნით, რამდენიმე წლის შემდეგ 12 წლის და ტუბერკულოზით, შემდეგ კი 11 წლის მერი.
ადრეული ბავშვობიდან შარლოტას ერთ-ერთი საყვარელი გართობა იყო ფანტასტიკური ისტორიების მოგონება და მისი აზრებისა და გრძნობების ზღაპრულ ფორმაში წარმოდგენა. მწერალს ტუბერკულოზი ჰქონდა, ერთგვარი „ნერვული აშლილობა“ და დეპრესია. ერთხელ მას სმენითი ჰალუცინაციები გაუჩნდა: თითქოს რაღაც ხმა უკითხავდა ლექსის უცნობ სტრიქონებს. მას ჰქონდა ცუდი მხედველობა, აწუხებდა ნევრალგია და უძილობა. შვილები არ ჰყავდა, თუმცა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გათხოვდა.
მარია კალასი
ბერძენი საოპერო მომღერალი, თანამედროვე ვოკალური ხელოვნების გამორჩეული წარმომადგენელი. კალასის დედა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობდა, და როდესაც მარიას რვა წელი შეუსრულდა, მან თვითმკვლელობა სცადა.
მარიამ ტრავმებით, სტრესებითა და კრიზისებით სავსე ცხოვრებით იცხოვრა, მაგრამ შესაძლებელია, რომ სწორედ ამან იქონია მთავარი გავლენა მის შეუდარებელ ნიჭზე. ექვსი წლის ასაკში მარიას მანქანა დაეჯახა და 12 დღე კომაში იმყოფებოდა. არავინ ელოდა, რომ გადარჩებოდა. მაგრამ გამოჯანმრთელების შემდეგ მარია მუსიკამ გაიტაცა. ერთ-ერთი ბიოგრაფი წერს მომღერლის თავისებურ ფსიქიკურ აშლილობაზე, რომელიც ცნობილია როგორც კვებითი აშლილობა. ფსიქოანალიტიკოსები ბულიმიის მსგავს ინტერპრეტაციას დასაშვებად მიიჩნევენ. მოზარდობის ასაკში მარია თითქმის 90 კგ-ს იწონიდა. დეპრესიის შეტევებს ამძიმებდა წონის დაკლების მცდელობები და ნერვული დაძაბულობით გამოწვეული გადაღლა, სისტემატური შრომა. განწყობის უეცარი ცვალებადობა და სიბრაზის აფეთქებები მისი დიდების სიმაღლეზე არ იყო გამოწვეული განდიდების მანიით, არამედ, პირიქით, მოწმობს მუდმივ გაურკვევლობაზე, რომელიც მას ტანჯავდა, რაც დროთა განმავლობაში აკვიატურ იდეაში გადაიზარდა. ავადმყოფობის მუდმივმა შეტევებმა აიძულა კალასი გაეუქმებინა მრავალი სპექტაკლი. კარიერამ დიდი ხანია შეცვალა ფიქრები ოჯახზე. როდესაც ის 43 წლის ასაკში ონასისისგან დაორსულდა, მილიარდერმა აიძულა იგი შეეწყვიტა ორსულობა. კალასთან ათი წლის ცხოვრების შემდეგ, ონასისმა მოულოდნელად მიატოვა იგი და ჟაკლინ კენედიზე დაქორწინდა. სამი წლის შემდეგ კალასი მარტოობაში გარდაიცვალა პარიზის ბინაში.
ვივიენ ლი
ვივიენ ლეი ცნობილი იყო თავისი ბრწყინვალე სამსახიობო ოსტატობითა და შესანიშნავი სილამაზით, მაგრამ მისი ლეგენდარული პროფესიონალიზმი ხშირად ნიღბავდა მის მძიმე ბრძოლას ბიპოლარულ აშლილობასთან. სხვადასხვა მოწმეები აცხადებენ, რომ დაავადებამ იჩინა თავი 1930-იან წლებში (დაახლოებით „ქარწაღებულთა“ გადაღების დროს), მაგრამ სრულიად აშკარა გახდა 1950-იანი წლების დასაწყისში, სწორედ მას შემდეგ, რაც მან ოსკარი მოიპოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ლის ქცევა გამწვავდა; ერთ დღეს მან გაიხადა საზოგადოებრივი პარკის ცენტრში, რამაც გამოიწვია ელექტროშოკური თერაპიის მეთოდით მკურნალობა.
უინსტონ ჩერჩილი
უინსტონ ჩერჩილი პირადად საუბრობდა დეპრესიასთან მუდმივ ბრძოლაზე და ამ ბრძოლას „შავ ძაღლს“ უწოდებდა. მისმა ექიმმა ლორდ მორანმა, აღნიშნა რა ჩერჩილის დეპრესია, ასევე მისი მანია, სუიციდური აზრები და უძილობა, ოფიციალური დიაგნოზი დაუსვა მას: ბიპოლარული აშლილობა.
ფელისიტა მალიბრანი
ფრანგი საოპერო მომღერალი. ითვლება მე-19 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მომღერლად. როდესაც მალიბრანმა კონსერვატორიაში პირველად მოისმინა ბეთჰოვენის მე-5 სიმფონია დო მინორი, მას ისეთი გულყრა დაემართა, რომ დარბაზიდან გასაყვანი გახდა. ზოგიერთი ფსიქიატრი თვლიდა, რომ ის ეპილეფსიით იყო დაავადებული, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს ისტერიული შეტევა იყო. მალიბრანის შეტევებს ჰქონდა არა ეპილეფსიური, არამედ ისტერიული ხასიათი, ვინაიდან აშკარად ჩანს მათი ფსიქოგენური საწყისი. შეტევის ისტერიულ ხასიათს ასევე უფრო შეესაბამება მისი ხანგრძლივობა, დრო და დაზიანების არარსებობა კრუნჩხვების ასეთი მძიმე შეტევების შედეგად. ეპილეფსიით დაავადებულებს ხშირად აქვთ სხვადასხვა ნაიარევი და დამწვრობის ნიშნები, რასაც ისტერიული პაციენტი არასოდეს „დაუშვებს“. ამგვარად, ფრანგი მომღერლის შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვდგავართ პიროვნების ისტერიული აშლილობისა და წარმატებული სამსახიობო საქმიანობის ერთობლიობის წინაშე.
გაი იული ცეზარი
მტკიცებულება იმისა, რომ ცნობილი რომაელი სარდალი და დიქტატორი ფსიქიკური აშლილობით იტანჯებოდა, გვხვდება ძველი ისტორიკოსების თხზულებებში. მემატიანე პლუტარქე აღწერს კეისარს, როგორც „თავის დისკომფორტისგან“ შეწუხებულს და აღნიშნავს, რომ ერთხელაც კრუნჩხვაში ჩავარდა, როცა „სხეული უკანკალებდა, და ზოგიერთი დოკუმენტი, რომელიც ხელში ეჭირა, ხელიდან გაუვარდა“. მემატიანე ვარაუდობს, რომ კეისრის სიმპტომები გამოწვეული იყო ეპილეფსიით - ქრონიკული ნევროლოგიური დაავადებით, რომელიც ძველი რომაელებისთვის ცნობილი იყო სხვადასხვა სახელით, მათ შორის „morbus caducus“ („დაცემის ავადმყოფობა“). იმ დროს ითვლებოდა, რომ მისი მსხვერპლი ღმერთების მიერ არიან ხელშეხებული. კეისრის სიმპტომებს - თავბრუსხვევას, დეპრესიას, კრუნჩხვებს - ტრადიციულად ეპილეფსიას მიაწერდნენ, მაგრამ თანამედროვე მედიცინა ამბობს, რომ ის შესაძლოა იტანჯებოდა რიგი ტრანზიტორული იშემიური შეტევებისგან ან მინი ინსულტისგან.
აისედორა დუნკანი
ამერიკელი მოცეკვავე. 30 წლის ასაკში, ალკოჰოლზე დამოკიდებულების ფონზე, მას დაეწყო „ნევრასთენიური“ აშლილობები, როგორც მან თავის ავტობიოგრაფიაში აღნიშნა. მაგრამ არ შეიძლება გამოირიცხოს მასში ფსიქოსომატური და ჰორმონალური დარღვევების არსებობა. ავტოკატასტროფაში დაღუპული შვილების ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ, აისედორას ღამის ხილვები და „ჰალუცინაციები“ დაეწყო. იგი ადვილად ემორჩილებოდა „ცუდ“ წინასწარმეტყველებას და ცრურწმენების გავლენას. 38 წლის ასაკში დუნკანმა შესამჩნევად „მოიმატა და ასევე საკმაოდ ბევრს სვამდა“, მაგრამ განაგრძო სცენაზე გამოსვლა. მსახიობის ქცევა უფრო და უფრო აუტანელი და კაპრიზული ხდებოდა. მას ყოველთვის აკლდა ტაქტი და თვითკონტროლი. ის მისი ემოციების მონა გახდა და მხოლოდ საყვარლებს და ღვინოს აღიარებდა, შეეძლო სცენაზე მთვრალ მდგომარეობაში გასვლა. ამერიკელი მოცეკვავის პიროვნების ბირთვი ისტერიული აშლილობა იყო. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დუნკანის მიერ შემოთავაზებული საცეკვაო ხელოვნების ახალი სახეობა არანაკლებ მისი პიროვნების გამოხატული ორიგინალურობითაა განპირობებული.
ვერა კომისარჟევსკაია
ითვლება ერთ-ერთ უდიდეს რუს მსახიობად. 1904 წელს მან ორგანიზება გაუკეთა საკუთარ თეატრს. ვერა ბავშვობაში მონდომებითა და შეუპოვრობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ საოცარი მეხსიერება ჰქონდა. ლექსებს პირველ წაკითხვიდანვე იმახსოვრებდა. თუმცა, იგი არ ცნობდა რაიმე დისციპლინას, რაიმე სისტემატურობას. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ უკვე 19 წლის ასაკში ვერა ფედოროვნა დაქორწინდა „დიდი სიყვარულით“, მაგრამ მისი ქმარი „ლოთი და ნაძირალა“ აღმოჩნდა. სკანდალები, მუქარა, ღალატი - ასეთი იყო ოჯახური ურთიერთობების შედეგი. როდესაც ერთმანეთს დაშორდნენ, კომისარჟევსკაიამ სცადა თავის მოწამვლა, შემდეგ მძიმე ფსიქიკური დაავადება გადაიტანა და მთელი თვე „საგიჟეთში“ გაატარა. კომისარჟევსკაია დეპრესიაში ჩავარდა. დიდი დრო დასჭირდა, რომ სრულფასოვან ცხოვრებას დაბრუნებოდა მიღებული ტრავმის შემდეგ.
პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას აქვს მკაფიო ეგზოგენური ბუნება და წარმოადგენს ხანგრძლივ რეაქციას სტრესულ მოვლენაზე. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დეპრესიული ეპიზოდი, რომელმაც ჩაანაცვლა პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, გაგრძელდება მკურნალობის გარეშე.
ელიზა რაშელი
ფრანგი მსახიობი. რაშელის თამაში რომანტიზმისთვის დამახასიათებელი დიდი ემოციურობით გამოირჩეოდა. მას არაჩვეულებრივი გატაცება ჰქონდა აზარტული თამაშებით. დიდი ტრაგიკული მსახიობი „ნერვების ხლართს“ წარმოადგენდა. ერთხელ სცენაზე, მას ძლიერი და ხანგრძლივი ისტერიული შეტევა დაემართა. შეტევების დროს მას ზოგჯერ ჰქონდა ვიზუალური ჰალუცინაციები - ხედავდა გიგანტურ ხელებს, რომლებიც მკერდზე აჭერდა. ზოგჯერ ამ ხილვებს თან ახლდა სმენითი ჰალუცინაცია.
მსახიობის ისტერიის მთავარი მახასიათებელი იყო თეატრალურობა და დემონსტრაციულობა, რასაც თან ახლდა გადაჭარბებული აფექტურობა, ზოგჯერ კრუნჩხვითი შეტევები, ასევე აღქმის დარღვევა. იმ შემთხვევებში, როდესაც ისტერია ვლინდება მხოლოდ ემოციური ექსპრესიით მიმიკაში და მეტყველებაში, დრამატიზაციისკენ მიდრეკილებაში, ძველი სკოლის ფსიქიატრები მას „ჰისტრიონიზმს“ უწოდებენ. საჭიროა მხოლოდ განასხვავოთ ისტერიული აშლილობები იმ პაციენტებში, რომლებიც არასოდეს ყოფილან და არც არასდროს იქნებიან მსახიობები და რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ მკურნალობას პიროვნების ისტერიული აშლილობისგან, რომელიც ბავშვობიდან განვითარებული იყო და შეიძლება გახდეს სამსახიობო ნიჭის გამოვლინების გამომწვევი და ხელშემწყობი ფაქტორი, როგორც ამ შემთხვევაში.
დანიილ ხარმსი
პატარა დანიილ იუვაჩევი განსაკუთრებით ნიჭიერი ყოფილა. მას ჰქონდა აბსოლუტური მუსიკალური სმენა, კარგად მღეროდა, უკრავდა ვალტორნაზე, ბევრს ხატავდა, იყო ჭკვიანი, მოხერხებული, უყვარდა ცელქობა. ბავშვობიდანვე ჰქონდა დიდი ფანტაზია და თითქმის ყოველთვის შეეძლო თანატოლების დარწმუნება თავისი გამოგონების რეალობაში. მან შექმნა დეტალებამდე გააზრებული ქცევის სისტემა – ტანსაცმლიდან დაწყებული პოეტურ შელოცვებამდე და ნიღბებიდან დაწყებული – ფსევდონიმებამდე. ხარმსს ამოძრავებდა არა იმდენად შთაბეჭდილების მოხდენის სურვილი, რამდენადაც მისი აუტისტური და ნარცისული ფანტაზიების რეალიზება. უკვე მოზარდობის ასაკში, ქცევის უცნაურობების გამო, იწყება კონფლიქტები სოციუმთან. კითხვისა და წერისგან თავისუფალ დროს, ახალგაზრდა ხარმსი აგრძელებს „ახირებას“: ის ეწევა რაღაც უჩვეულო ფორმის ჩიბუხს, ატარებს ცილინდრს და გეტრებს, თარგმნის ნეპისეულ სიმღერებს გერმანულად და ცეკვავს ჩეჩოტკას, იგონებს თავისთვის საცოლეს - ბალერინას და ა.შ. 1924 წელს გაჩნდა იუვაჩევის ყველაზე ცნობილი ფსევდონიმი - დანიილ ხარმსი. ხარმსის სკანდალურ რეპუტაციას ამყარებდა არა მხოლოდ მისი უჩვეულო შემოქმედებითი მანერა, არამედ ექსტრავაგანტული ხრიკები და მანერები, ასევე პრეტენზიული გარეგნობა. ხარმსის ერთ-ერთი გამონაგონი იყო საკუთარი ძმის „გამოგონება“, რომელიც, თითქოს, პეტერბურგის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი იყო, ჯიუტი და სნობი. სცენიდან კითხვისას თავზე ჩაიდანისთვის განკუთვნილ აბრეშუმის ქუდს იხურავდა, ატარებდა ბურთის ფორმის მონოკლს დაჭყეტილი თვალის მსგავს, უყვარდა მოაჯირებსა და კარნიზებზე სიარული. ამრიგად, ხარმსის პიროვნება შეიძლება კლინიკურად ჩაითვალოს როგორც ფსიქოპათიური. პიროვნების სტრუქტურაში შეინიშნება როგორც ნარცისული, ისე ისტერიული და ფსიქოსთენიური თვისებები, რაც შესაძლებელს ხდის ამ ფსიქოპათიის მიკუთვნებას „მოზაიკური“ შიზოიდების წრისთვის. იმ ადამიანის თამაში, რომელიც ახორციელებს ექსტრავაგანტულ და იდუმალ მოქმედებებს, თანდათანობით შეწყდა და გახდა ხარმსის პიროვნების არსი. საუბარია შეძენილი ფსიქოპათიური თვისებების „ამალგამირების“ შესახებ პიროვნების შიზოიდურ ბირთვთან, რაც ასევე პროცესის ენდოგენურობის სასარგებლოდ მეტყველებს. 1931 წლის ბოლო დღეებში ხარმსი პირველად დააპატიმრეს. მან დაახლოებით ექვსი თვე გაატარა შს სახალხო კომისარიატის ციხეში, შემდეგ გადაასახლეს კურსკში.
ბოლო წლებში ხარმსის მსოფლმხედველობა უფრო პირქუშ ხასიათს იძენს.
მარია ტიუდორი
ინგლისის დედოფალი.
მარია ტიუდორის ბედი ძალიან სევდიანი იყო. მამას ძალიან უყვარდა უფროსი ქალიშვილი, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც ჰენრი 8 მეორედ დაქორწინდა ანა ბოლეინზე. მარია სასახლიდან დაითხოვეს, დედას დააშორეს და კათოლიკურ სარწმუნოებაზე უარის თქმა მოსთხოვეს. თუმცა, მიუხედავად მისი ნორჩი ასაკისა, მარიამ კატეგორიული უარი განაცხადა. მას მრავალი დამცირების გადატანა მოუხდა: ამალა, რომელიც პრინცესას ეკუთვნოდა, დაითხოვეს, ის თავად გახდა ანა ბოლეინის ქალიშვილის მსახური. ანა ბოლეინის სიკვდილით დასჯამ მარიას გარკვეული შვება მოუტანა. მას ამალა დაუბრუნეს, და მან კვლავ მიიღო სამეფო კარზე წვდომა. 1554 წელს მარია დაქორწინდა, მაგრამ ქმარმა მალევე მიატოვა იგი. როგორც არ უნდა ეცადა მარიას, მან ვერ შეძლო დაორსულება. ამას იშვიათი და ამავე დროს ისტერიული პიროვნებისთვის დამახასიათებელი რეაქცია მოჰყვა: ინგლისის დედოფალს ცრუ ორსულობა დაეწყო. ასეთი შეურაცხყოფის შემდეგ მარია ტიუდორმა მთელი თავისი ენერგია რელიგიური რეფორმისკენ მიმართა, რის შედეგადაც საპირისპირო შედეგი მიიღო: ინგლისი პროტესტანტულ ქვეყნად იქცა. უფრო მეტიც, საფრანგეთთან წარუმატებელი ომის შედეგად ინგლისმა დაკარგა თავისი საკუთრება კონტინენტზე - პორტი კალე.
უბედური პირადი ცხოვრება და აშკარად წარუმატებელი მეფობა არ შეიძლება არ ასახულიყო დედოფლის ფსიქიკაზე. „ცრუ ორსულობის“ პათოლოგიური ფენომენი მიეკუთვნება ისტერიული აშლილობების კატეგორიას, ის ფსიქოგენურია მისი წარმოქმნის მექანიზმით, არის რეაქცია რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციაზე.
ვსევოლოდ გარშინი
მან სამწუხაროდ ცოტა ხანს იცოცხლა - მხოლოდ 33 წელი. ავადმყოფობამ შეუმოკლა მას სიცოცხლე, აიძულა მწერალი თვეების განმავლობაში შეეწყვიტა წერა, მაგრამ შემოქმედებითი პროცესის ბუნებაზე გავლენა ვერ მოახდინა. ვსევოლოდ გარშინის დაავადება, რომელიც ცხოვრობდა „ფსიქიატრიაში „კრეპელინამდეკ ეპოქაში“, ანუ მაშინ, როდესაც არ არსებობდა მეცნიერულად დასაბუთებული ფსიქიატრიული კლასიფიკაცია, მიუხედავად ამისა, უკანა რიცხვით დიაგნოსტირებული იქნა, როგორც მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი. შეტევებს შორის პერიოდში ადამიანი არ განსხვავდება საზოგადოების სხვა წევრებისგან, ის ნორმალურია. ამიტომაც ავადმყოფობამ მხოლოდ ცოტა ხნით შეაფერხა შემოქმედება, ხოლო შეტევებს შორის პერიოდში მასზე არ მოქმედებდა. გარშინის შემთხვევა თითქმის უნიკალურია. შეტევებს შორის პერიოდში მისი ლიტერატურული მოღვაწეობა ნაყოფიერი და მრავალფეროვანი იყო. მუშაობდა სხვადასხვა ჟანრში. გარშინის დაავადება მემკვიდრეობითია. მისმა ძმამ ვიქტორმა თავი მოიკლა 20 წლის ასაკში. თავად მწერალს დაავადების პირველი სიმპტომები მოზარდობის ასაკში ჰქონდა. 1887 წელს მოხდა ფატალური შეტევა. დეპრესია - ღრმა უსაფუძვლო სევდა, სრული უძილობა, საკუთარი თავის დადანაშაულების იდეები, სუიციდური მიდრეკილებები. 1888 წლის 19 მარტს გარშინი მოულოდნელად გადახტა კიბეებს შორის სივრცეში მეოთხე სართულიდან. 24 მარტს ის გარდაიცვალა, მანამდე კი გაუთავებლად იმეორებდა: „ახია ჩემზე“.
საფრანგეთის მეფე კარლოს VI
მეფე კარლოს VI ასევე ცნობილი იყო როგორც კარლოს შეშლილი. ის მართავდა საფრანგეთს 1380 წლიდან 1422 წლამდე. მისი სიგიჟე დაიწყო არა მაშინვე, არამედ მისი გამეფებიდან 12 წლის შემდეგ. სიგიჟის შეტევების დროს ზოგჯერ ვერც კი იხსენებდა საკუთარ სახელს ან რომ მეფე იყო. ზოგჯერ არ ცნობდა ოჯახს - ცოლ-შვილს. იყო პერიოდები, როცა ხუთი თვე უარს ამბობდა ბანაობაზე და ტანსაცმლის გამოცვლაზე. ზოგჯერ ხმლით თავს ესხმოდა თავის მსახურებს. რომის პაპ პიუს II-ის თხზულებების მიხედვით, მეფე კარლოსმა გადაწყვიტა, რომ იგი მინისგან იყო გაკეთებული (შუშის ილუზია იყო ფსიქიკური აშლილობის გარეგანი გამოვლინება, რომელიც დაფიქსირდა ევროპაში გვიან შუა საუკუნეებში (მე-15-17 სს.)), და უნდა მიეღო ისეთი ზომები, როგორიცაა, მაგალითად, გამძლე ტანსაცმლის ტარება და მასზე შეხების აკრძალვა, რათა არ დამსხვრეულიყო.
ჰოვარდ ჰიუზი
ჰოვარდ ჰიუზი (Howard Hughes) იყო ამერიკული ავიაციის ნოვატორი, კინოპროდიუსერი და მეწარმე, მისი ქონება ფასდებოდა მილიარდობით დოლარად. მას ჰქონდა მიკრობების ფობია. 2005 წელს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის სტატიაში „ჰიუზის მიკრობების ფობია, რომელიც აღმოჩენილი იქნა ფსიქოლოგიური აუტოფსიის შედეგად“, ნათქვამია, რომ მისი ფობია იმდენად ძლიერი იყო, რომ კოდეინზე დამოკიდებულება და კარჩაკეტილობა გამოიწვია. ჰიუზი ხშირად ამჯობინებდა მარტოობას სტრესის დროს. მოზარდობის ასაკში ის რამდენიმე თვის განმავლობაში უმიზეზოდ იყო პარალიზებული. მიკრობებისადმი მისმა შიშმა გამოიწვია ობსესიურ-კომპულსიური ქცევა (აკვიატებული ნევროზი), რომელიც მოიცავდა უცნაურ მოთხოვნებს მოსამსახურეების მიმართ (მაგალითად, მათ უწევდათ ხელებზე ქაღალდის ხელსახოცების შემოხვევა, როცა მას საჭმელს მიართმევდნენ). ზოგჯერ ჰიუზი შიშველი იწვა შავ ოთახებში „მიკრობების გარეშე“, ფეხებზე კი ხელსახოცების ყუთები ჰქონდა ჩამოცმული მათ დასაცავად.
ანასტასია ჩებოტარევსკაია
რუსი მწერალი, მთარგმნელი. ჩებოტარევსკაიას დედამ და დამ თავი მოიკლეს. მისმა ქმარმა, მწერალმა სოლოგუბმა, ცოლის ხასიათში უცნაური გაუწონასწორებლობა შენიშნა. მისი ფსიქიკური დაავადება განსაკუთრებით რევოლუციის შემდეგ გამოიკვეთა. შემოდგომაზე, როდესაც ფსიქიკური აშლილობის გამწვავება ყველაზე ხშირად ხდება, ანასტასია ნიკოლაევნას ავადმყოფობამ მწვავე ხასიათი მიიღო. 23 სექტემბერს, მან ისარგებლა მოახლის უყურადღებობით და იმ ფაქტით, რომ მისი ქმარი ბრომისთვის აფთიაქში წავიდა, ჩებოტარევსკაია სახლიდან გაიქცა და ტუჩკოვის ხიდის კაშხლიდან მდინარე ჟდანოვკაში გადავარდა. „ოჯახური სცენარის“ მიხედვით, აფექტური აშლილობების ტვირთი და დაავადების კლინიკური სურათი იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ ჩებოტარევსკაიას ჰქონდა ბიპოლარული აფექტური აშლილობა.
ელიზავეტა ბატორი
უნგრელი გრაფინია, რომელიც მოხვდა გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ქალი, რომელმაც ჩაიდინა ყველაზე მეტი მკვლელობა - 650. ბატორის მძიმე მემკვიდრეობითობით უნდა დავიწყოთ. მისი ერთ-ერთი ბიძა ცნობილი იყო როგორც ჯადოქარი და სატანისტი, დეიდა - ლესბოსელი, ხოლო გრაფინიას ღვიძლი ძმა იყო გარყვნილი და ლოთი. მის გვარში ბევრი ფსიქიურად დაავადებული ადამიანი იყო. სისხლიანმა სანახაობამ ელიზაბეთი დააინტერესა ძალიან ნაზი ასაკიდან. ყველაფერი ცხოველების წამებით დაიწყო და ადამიანებით დასრულდა. უკვე 12 წლის ასაკში მას უყვარდა შინაყმა გოგოების გაშიშვლება და მათრახით ცემა. მოახლეების წამებით ელიზაბეთს თავი ავხორცულ ღონემიხდილობამდე მიჰყავდა, რის შემდეგაც იგი თავლაში მიდიოდა, რომ დანებებულიყო პირველივე შემხვედრ მოჯამაგირეს. ბატორი წერდა დღიურს, რომელშიც სკრუპულოზურად აღწერდა თავის დანაშაულებებს. ეს დღიური სასამართლო პროცესზე მისი დანაშაულის ერთ-ერთი მტკიცებულება გახდა. ის არა მხოლოდ ბანაობდა სისხლში, არამედ ტკბებოდა მტანჯველი კრუნჩხვების ყურებით. გრაფინია დააპატიმრეს, როგორც იტყვიან, სამხილით. მის საძინებელში სამი ახალი გვამი იპოვეს. ჩვენებებში აღნიშნულია, რომ ელიზაბეთი დიდი სიამოვნებით სვამდა თავის მსხვერპლთა სისხლს. შეგვიძლია თამამად ვისაუბროთ იმაზე, რომ „სისხლიან გრაფინიას“ მძიმე ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა.
ივანე მრისხანე
ივანე მრისხანეს სისასტიკის შესახებ მრავალი ლეგენდა შეიქმნა, რომელიც თან სდევდა მის მეფობას. მიუხედავად იმისა, რომ შფოთიან მე-16 საუკუნე არ გამოირჩეოდა ჰუმანურობით, და ევროპელი მონარქებისა და ინკვიზიტორების მიერ განხორციელებული მასობრივი მკვლელობები საზოგადოებრივი ნორმა იყო, მრისხანე მეფისა და მისი დამქაშების ზოგიერთი ქმედება სცილდება შუა საუკუნეების ზნე-ჩვეულებებს. ფსიქიატრიის პოზიციიდან მეფის საქმიანობის შეფასების პირველი მცდელობები XIX საუკუნის ბოლოს გაკეთდა.
ივანე მრისხანე არ ყოფილა საუკეთესო მემკვიდრეობის მატარებელი. მამა და ბაბუა ცივი, გულჩათხრობილი და სასტიკი ადამიანები იყვნენ, ხოლო მამის მხრიდან ბებიის გვარში ადგილი ჰქონდა ფსიქიკური დაავადების შემთხვევებს. ასეთმა მემკვიდრეობითობამ თავი იჩინა ივანეს ძმის - თავად იურის გონებრივ ჩამორჩენაში. გარდა ამისა, თავად ივანე მრისხანეს ოთხი შვილიდან ვაჟი იოანე გამოირჩეოდა ხასიათის გამოხატული ფსიქოპათიური თვისებებით, ფიოდორი გონებრივად ჩამორჩენილი იყო, დიმიტრის კი ეპილეფსია ჰქონდა.
შეუძლებელია უარვყოთ ის ფაქტი, რომ უშუალო გარემოცვამ, რომელშიც ივანე გაიზარდა და აღიზარდა, თავისი სამწუხარო წვლილი შეიტანა მეფის პიროვნების ჩამოყალიბებაში. დედა უფრო მეტ დროს უთმობდა ფავორიტებსა და პოლიტიკურ ომებს, ხოლო ხელისუფლებაში მოსული ბოიარები ახალგაზრდა ივანეში მხეცის აღზრდას ცდილობდნენ. ჯერ კიდევ ბავშვობაში, 8-10 წლის ასაკში, ივანეს უყვარდა ცხოველების წამება - მაღალი კოშკის ფანჯრიდან აგდებდა კატებს, და უკვე მაშინ ხშირად დადიოდა ძაღლებით ნადირობაზე, ხოლო ზრდასრულ ასაკში ივანე მრისხანეს უყვარდა იმის ყურება, თუ როგორ ესხმოდნენ დათვები ადამიანებს. ზრდასრული ივანეს გართობა განსხვავებული იყო - თხუთმეტი წლის ასაკში მას, თანატოლებთან ერთად უყვარდა ცხენებით ქალაქში გასვლა და ადამიანებზე თავდასხმა. ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ მას არ სცჩვეოდა დიდი ხნით რამით დაინტერესება, მისთვის არაფერს ნიშნავდა ადამიანის მოკვლა, რომელსაც ცოტა ხნის წინ თავის მეგობრად თვლიდა. გულჩახვეულობა, გულჩათხრობილობა, გაღიზიანება, ეჭვიანობა, ეშმაკობა და სისასტიკე, ავადმყოფური სიამაყე და წყენა - ასეთი იყო თვითმპყრობელი მეფის მთავარი პიროვნული თვისებები. ძნელი იყო მისი საქციელის პროგნოზირება – ის გამუდმებით თამაშობდა კეთილგანწყობითა და შერისხვით, ზრდიდა ფავორიტებისა და დაახლოებულ პირთა რიცხვს, კიდევ უფრო ამრავლებდა უარყოფილთა და სიკვდილით დასჯილთა რიცხვს.
ველიმირ ხლებნიკოვი
ხლებნიკოვის შემოქმედება, გვევლინება როგორც ლიტერატურათმცოდნეებსა და ფსიქიატრებს შორის ბრძოლის ველი, მაგრამ სინამდვილეში მათ შორის არასოდეს ყოფილა ცხარე კამათი ან მწვავე პოლემიკა.
ხლებნიკოვის შემოქმედებაზე უამრავი ლიტერატურათმცოდნეობითი კვლევა არსებობს, და არც ერთ მათგანში - არც მისი სიცოცხლის დროს , არც სიკვდილის შემდგომ და არც შედარებით ცოტა ხნის წინანდელში - არ არის მითითება მის ფსიქიკურ დაავადებაზე ან აშკარა ფსიქიკურ ანომალიაზე, თუმცა აშკარაა აზროვნებისა და ქცევის დარღვევები. ფსიქიატრია იგნორირებულია: საბრალო სულით ავადმყოფ „აბსტრუირებული, მსოფლიო ენის“ შემქმნელს, „გლობუსის თავმჯდომარეს“, რომელიც ითვლის დროის კანონებს, უმიზნოდ დახეტიალებს რუსეთში, ატარებს თავის ნაწარმოებებს ზეწარში გამოკრულს, არაპრაქტიკულს, არაპროგნოზირებადს, დაავადება არ შეენიშნება. შესაძლოა, მისი ცხოვრებისა და შემოქმედების ფსიქოპათოლოგია არ შეიმჩნევა იმიტომ, რომ მისი ორი ყოფნა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში თითქოს არ არის დაკავშირებული ამ დაავადებასთან. ზოგადად, ფსიქიატრებმა საფუძვლიანად გააანალიზეს მისი ფსიქიკური დაავადება და ხლებნიკოვის დაავადებას ორაზროვანი დიაგნოზი დაუსვეს: ანფიმოვმა - პიროვნების შიზოიდური აშლილობა, დომილმა - შიზოიდური წრის დაავადება, და ბოლოს, შუვალოვმა - შიზოფრენიული პროცესი. მისი ფსიქიკური დაავადება პროგრესირებდა: ეს არ არის სტატიკური მდგომარეობა, როგორც ხდება პიროვნების აშლილობის დროს, ფსიქიკური აშლილობა მწვავდებოდა. ნეოლოგიზმებით, „ახალი სიტყვებით“ გატაცება გადაიზარდა „გამაერთიანებელი მსოფლიო ენის“ საკმაოდ სასაცილო იდეაში - ფსიქიატრიაში ამას უწოდებენ „რეფორმატორობის ბოდვით იდეებს“. შემდეგ იყო სასაცილო „დროის კანონების გამოთვლის“ ბოდვითი იდეა მაგიური რიცხვით 317. აუტიზმი იზრდება. რჩება მხოლოდ ლექსების წერის სურვილი. ზოგიერთი ავტორის განცხადებები, რომ სიცოცხლის ბოლო წელს მისი შემოქმედება გაღარიბდა, დაუმტკიცებელია.
ჟერარ დე ნერვალი
ფრანგი მწერლისა და პოეტ რომანტიკოსის ჟერარ დე ნერვალის სახელი ამჟამად არც თუ ისე კარგად არის ცნობილი მკითხველთა ფართო წრისთვის. საფრანგეთში, რა თქმა უნდა, უკეთ იცნობენ. ის იყო გოეთეს „ფაუსტის“ პირველი მთარგმნელი ფრანგულ ენაზე.
ნერვალის ქცევაში საკმაოდ ადრე დაიწყო გამოხატვა უცნაურობამ და არაადეკვატურობამ, რაც მკვეთრად გამოიხატა 33 წლის ასაკში. როცა ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში მისი ხანგრძლივი ხეტიალი დაიწყო. ავადმყოფობის პერიოდებს შორის ის მოგზაურობდა, თავიდან პრაქტიკულად ჯანმრთელად გრძნობდა თავს, თუმცა მტკივნეული შეგრძნებების შეწყვეტა მის მიერ აღიქმებოდა, როგორც რაღაც შემოქმედებითი იმპულსის დაკარგვა. მოგზაურობისადმი გატაცება მან შფოთვისგან თავის დაღწევის, სულიერი წონასწორობის აღდგენის სურვილით ახსნა. დაავადების ყველაზე მწვავე გამოვლინების შეწყვეტის შემდეგ პოეტი ცდილობდა მათ დამალვას და „გამართლებას“. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია მის წერილებში მეგობრებისა და ექიმებისადმი. ნერვალს დაუდასტურდა შიზოფრენიის ფსიქიატრიული დიაგნოზი. დაავადება პაროქსიზმულად მიმდინარეობდა, მაგრამ პოეტი სრულად არ გამოდიოდა მდგომარეობიდან. ერთ ღამეს მან დააკაკუნა ღამის გასათევი სახლის კარზე Stary Lantern ქუჩაზე. დიასახლისმა არ შეუშვა, და ჩხუბი დაუწყო. ის გაჩუმდა, დილით კი იმავე სახლთან ჩამოკიდებული იპოვეს.
ავგუსტ სტრინდბერგი
მწერალი, შვედური ლიტერატურის კლასიკოსი და დრამატურგი. ის იყო ადამიანის სულის სიღრმისა და ადამიანებს შორის ურთიერთობების ყველაზე დახვეწილი ფსიქოლოგიური ნიუანსების მკვლევარი, სააშკარაოზე გამოჰქონდა ადამიანის განცდების ყველაზე ფარული ასპექტები და ამხელდა ნეგატიურ სოციალურ პროცესებს. მთელი თავისი შემოქმედებითი აქტივობის მიუხედავად, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა, სტრინდბერგი მთელი ცხოვრება განიცდიდა ფსიქიკურ აშლილობას, რომელიც ზოგჯერ ჩაცხრებოდა ან განახლებული ენერგიით იფეთქებდა. მწერლის შემოქმედებაში მჭიდროდ არის გადაჯაჭვული ავადმყოფური განცდები და რეალისტური დაკვირვებები, ფილოსოფიური ფიქრები და გროტესკი. ის ძალიან იტანჯებოდა, ზოგჯერ იმდენად, რომ თვითმკვლელობაზეც კი ფიქრობდა. ის გარბოდა ტყეში, „ჩეხავდა“ ჯოხით ბალახს, ფეხით სრესდა სოკოებს, კლდეებზე ძვრებოდა, გაყინულ წყალში ხტებოდა: ასე განიცადა სტრინდბერგმა მრავალი სირთულე და უბედურება. თუ ყურადღებით დააკვირდებით მის ქმედებებს, ის გაგახსენებთ გიჟის საქციელს ობივატელის შეხედულებით. მწერალს ახასიათებდა საკუთარ განცდებში ჩაღრმავება, საკუთარ თავში ძიება. უნდა ითქვას, რომ სტრინდბერგს მძიმე ფსიქოზური განცდების მიუხედავად არასოდეს უმკურნალია ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. თუმცა, მიუხედავად მისი იზოლაციისა, გარშემომყოფნი ამჩნევდნენ აშკარა უცნაურობებს მწერლის ქცევაში, ესმოდათ განცხადებები, რომლებიც არ შეესაბამებოდა რეალობას, რაც ექიმებმა განმარტეს, როგორც გამოხატული ფსიქიკური გადახრები.
კონსტანტინ ბატიუშკოვი
იგი ითვლებოდა ახალგაზრდობის განსახიერებად და ХIХ საუკუნის დასაწყისის რუსული ლიტერატურის იმედად, იყო ლიცეისტი პოეტის პუშკინის საყვარელი პოეტი. თუმცა, მოწიფულ წლებში პუშკინი მას დიდი სიმპათიით ეპყრობოდა, აჯილდოებდა ეპითეტებით „ბედნიერი ზარმაცი“, „მხიარული მომღერალი“. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ დიდი პოეტი ბატიუშკოვს ძალიან ცალმხრივად განიხილავდა, რის ჩვენებასაც შევეცდებით.
კონსტანტინ ბატიუშკოვის ცხოვრება ХIХ საუკუნეში შედარებით ხანგრძლივი იყო - 68 წელი, მაგრამ ზუსტად ნახევარი სულიერი ავადმყოფობის წნეხში გაატარა. შემოქმედება გაგრძელდა 34 წლამდე.
გარეგნულად მისი ცხოვრება მდიდარი იყო მოვლენებით. მიუხედავად მცირე დროისა, რომელიც პოეტს დარჩა შემოქმედებისთვის, მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა დიდია: სატირები, იგავ-არაკები, ეპიგრამები, ელეგიები და ა.შ. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული ნაწარმოებებია ლექსები „ხილვა ლეთეს ნაპირზე“, "ჩემი პენატები“, „ჩემი გენიოსი“, პოემა „მომაკვდავი ტასი“. ავადმყოფობამდე პოეტი ძალიან კომუნიკაბელური იყო. პოეტს დევნის მანიის დიაგნოზი დაუსვეს. 1795 წელს დედა გარდაეცვალა, რომელიც რამდენიმე წლით ადრე „ჭკუაზე შეიშალა“. წინა თაობის რამდენიმე სხვა ნათესავს ფსიქიკური დაავადება ჰქონდა. ამრიგად, პოეტი ეკუთვნოდა ეგრეთ წოდებულ ბირთვულ ოჯახებს, სადაც ფსიქიკური დაავადება თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ზემოაღნიშნული წინააღმდეგობები და შიდა კონფლიქტები ეხებოდა ბატიუშკოვის მიერ მისი ადგილის განსაზღვრას პოეზიაში. კითხვაზე „ვინ ვარ მე?“ მან პასუხის გაცემა ვერ შეძლო. პოეტში სხვებისთვის შეუმჩნევლად მიმდინარეობდა შინაგანი მუშაობა: ის აშკარა ინტროვერტი იყო, მასში გამუდმებით შეიმჩნეოდა გაორება. და მან ეს კარგად იცოდა. მალე გამოვლინდა „დევნის მანია“, რომელსაც თან ახლდა დეპრესიული აშლილობებიც. ნათესავებმა და მეგობრებმა ის სრულიად ავადმყოფი ნახეს. მას ურჩიეს მკურნალობა ყირიმში. დაავადება აგრძელებდა პროგრესირებას. სიმფეროპოლში მან დაწვა მთელი თავისი ბიბლიოთეკა, სამჯერ სცადა თვითმკვლელობა. კისერზე ახალი ჭრილობით, ორი სანიტრის თანხლებით, პეტერბურგში გაგზავნეს. ავადმყოფობის ყირიმის პერიოდში პოეტს ჰალუცინაციებიც ჰქონდა. სიკვდილამდე ორი წლით ადრე პოეტმა დაწერა ბოლო ორტაეპედი:
მე ვიღვიძებ იმისთვის, რომ დავიძინო,
და ვიძინებ იმისთვის, რომ მარად გავიღვიძო.
ტორკვატო ტასო
ტორკუატო ტასო შემოქმედებითად მუშაობდა როგორც ჯანმრთელ მდგომარეობაში, ასევე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ყოფნის დროს. ხანგრძლივი ავადმყოფობის დროსაც არ შეუწყვეტია წერა. მას უფრო კარგად იცნობენ ლიტერატურათმცოდნეები, ვიდრე ფართო საზოგადოება. ტასო „ვუნდერკინდი“ იყო: ლაპარაკი 6 თვის ასაკში დაიწყო, ლათინური კი 7 წლიდან იცოდა. პოეტს ახასიათებდა უკიდურესად გამოხატული „ადგილების შეცვლის სურვილი“, ასევე ლიტერატურული ჟანრების შეცვლა. პოეტის ერთ-ერთი მანკიერი მხარე იყო გამუდმებით სიმთვრალე. დაავადება დაიწყო საკუთარ თავში რწმენის უქონლობის ყოვლისმომცველი გრძნობით. მისი ნაწარმოებებისადმი დამოკიდებულება ორგვარი გახდა, მან დაიწყო ეჭვი კათოლიკური სარწმუნოებისადმი ერთგულებაში, მისი განწყობა გამუდმებით პირქუში გახდა. ამგვარად, დაავადება, რომელიც დეპრესიით დაიწყო საკუთარი თავის დადანაშაულების თანდაყოლილი იდეებით, თანდათან იძენდა ახალ თვისებებს: გაუცხოების და საკუთარი აზრებისა და ქმედებების ძალდატანების განცდას, რაც, დღევანდელი თვალსაზრისით, შიზოფრენიაზე მიუთითებს. მან გადაწყვიტა თავისი ნაწარმოებები კომპეტენტური ლიტერატურული კრიტიკოსებისთვის განსასჯელად წარედგინა. ტასომ მიმართა წმიდა ინკვიზიციას, რათა სასამართლოს წევრებს მისი რწმენის სიმტკიცე შეემოწმებინათ, და უკმაყოფილო დარჩა „ინკვიზიტორის თვინიერებით“, რომელსაც ამასთან დაკავშირებით სამი წერილი მისწერა. შიში ჯოჯოხეთში მოსალოდნელი ტანჯვის გამო მისი სავარაუდო ერეტიკული აზრებისთვის არ ტოვებდა მას. ტორკვატო ტასოს ავადმყოფობის ისტორიაში ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ იგი აცნობიერებდა მის ფსიქიკურ აშლილობას: თვითონაც თავს სულით ავადმყოფად თვლიდა. წმინდა ანას საავადმყოფოში ყოფნისას წერს სხვადასხვა ჟანრის მრავალ პოეტურ და პროზაულ ნაწარმოებებს, რომლებიც ექვს ტომად გამოიცა. ფსიქიკური ავადმყოფობით გატანჯულიც კი, ის არ ტოვებს შემოქმედებით საქმიანობას.
იერონიმ ბოსხი
ფერწერაში ყველაზე იდუმალი ფიგურა შუა საუკუნეებისა და რენესანსის საზღვარზე. მისი ცხოვრების შესახებ ძალიან ცოტაა ცნობილი, დაბადების წელიც კი ზუსტად არ არის ცნობილი. ბოსხის წერის მანერა სრულიად ორიგინალურია, ზოგიერთი ხელოვნებათმცოდნე თვლის, რომ მას არც წინამორბედები ჰყავდა და არც მიმდევრები. ამავდროულად, ბევრი მიიჩნევს ბოსხს პირველ სიურეალისტად. ის, რომ მხატვრის ცხოვრებიდან ასე ცოტა ფაქტია ცნობილი, შეიძლება მიუთითებდეს მის გულჩათხრობილობაზე და უკარებლობაზე. ბოსხის ნაწარმოებების უჩვეულობა და უცნაურობა მისი ფსიქიკური დაავადების შედეგი იყო. ფსიქიატრიის სახელმძღვანელოებმა დაიწყეს ბოსხის ნახატების ფრაგმენტების გამოყენება ფსიქოპათოლოგიური გამოცდილების საილუსტრაციოდ. ზოგიერთი ავტორი წერს, რომ ბოსხის შემოქმედებითი გზის დასაწყისს მისი ინტერესების მრავალფეროვნება ახასიათებს: ის ტაძრის მოხატვით არის დაკავებული, ამზადებს ფერად მინას ეკლესიისთვის, აკეთებს საეკლესიო ჭურჭლისა და ნათურების პროექტებს. სამწუხაროდ, არცერთი ეს ნამუშევარი არ შემორჩენილა. მაგრამ მალე ის ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ ფერწერაზე. ბოსხის ნახატები მცირე ზომისაა, რეპროდუქციებს კი საკმაო გადიდებით უნდა შეხედოთ. შეგიძლიათ საათობით უყუროთ დეტალებს და მუდმივად შეამჩნიოთსიახლე. ამავე დროს, ნაწარმოებები სავსეა ღრმა ფილოსოფიური მნიშვნელობით. ბოსხის ნახატების ზედაპირული გაცნობაც კი გვაძლევს საშუალებას ვიმსჯელოთ ოსტატის ფსიქიკურ დაავადებაზე. ზოგიერთი მკვლევარი, რომელიც ადასტურებს ბოსხის ფსიქიკური დაავადების ვერსიას, მიუთითებს იმაზე, რომ არ არსებობს ისტორიული მონაცემები მისი სიცოცხლის ბოლო წლების შესახებ.
სემუელ ჯონსონი
ჯონსონმა შეადგინა ინგლისური ენის პირველი განმარტებითი ლექსიკონი, რომელმაც სახელი მოუხვეჭა ავტორს და დღემდე არ დაუკარგავს ღირებულება.
სამუელ ჯონსონი იყო თავისი დროის უჭკვიანესი მწერალი. უხეში, ვულგარული და გაუთლელი, ის მეგობრობდა სატირის ოსტატ ჯონათან სვიფტდან, ინტერპრეტაციას უკეთებდა ინგლისურ ენას და მის შესაძლებლობებს ხელახლა განიხილავდა. ჯონსონი ძალიან უცნაური იყო. თანამედროვეები აცხადებდნენ, რომ მას უყვარდა ველური „ვირის“ ხმების გამოცემა დახვეწილ საზოგადოებაში. დოქტორ ჯონსონს აკვიატებული ჩვევა ჰქონდა, საუბრისას მუხლზე ისვამდა ხელს, ქუჩაში კი თავშეუკავებლად ჟესტიკულირებდა.
ნაცნობი სიმპტომებია? საკმაოდ. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს დოქტორ ჯონსონის ტიკები ირგვლივ მყოფთა შორის თავშეუკავებელი მხიარულების შეტევებს იწვევდა, თანამედროვე ექიმებმა მას (სიკვდილის შემდეგ) ტურეტის სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს. ამ დაავადებით დაავადებული პაციენტები ყველაზე ხშირად ყვირიან სალანძღავ სიტყვებს, მაგრამ ბევრი დაავადებული უბრალოდ განიცდის კუნთების შეკუმშვას და გამოსცემს უნებლიე ხმებს. დოქტორი ჯონსონი აშკარად ეკუთვნოდა ასეთ უბედურ ადამიანებს. ის ქათამივით კრიახდებდა, გიჟურად აქნევდა თავს და უკონტროლოდ უსტვენდა. სიცოცხლის ბოლოს, დაავადების სიმპტომები იმდენად გამწვავდა, რომ ჯონსონის ქუჩაში ბავშვები დასდევდნე, თითს იშვერდნენ მისკენ და იცინოდნენ.
კატერინა სიენელი
საეკლესიო მოღვაწე და კათოლიკური ეკლესიის წმინდანი. ის იყო ყველაზე უმცროსი 25 შვილიდან და ადრეული ბავშვობიდან ავლენდა ეგზალტაციას და ჰალუცინაციისადმი მიდრეკილებას. ხილვებში მას წმინდანები გამოეცხადებოდნენ და შთააგონებდნენ რელიგიურ ქმირულ საქმეებზე. 15 წლის ასაკში, საყვარელი დის გარდაცვალების შემდეგ და მშობლების ნების საწინააღმდეგოდ, ეკატერინემ გადაწყვიტა სამყაროს განშორებოდა. ბიოგრაფები ხაზს უსვამენ, რომ ეკატერინე, პირველ რიგში, ზრუნავდა იმ ავადმყოფებზე, რომლებზეც ყველა ნათესავმა უარი თქვა - კეთროვანებზე და გადამდებსენიანებს. როდესაც ჭრილობის შეხვევისას მყრალი სუნი მასში გულისრევას იწვევდა, ეკატერინე თავის იმით „ისჯიდა“, რომ ჭრილობას ტუჩებით ეხებოდა. ერთხელ, როცა ფიზიკური ზიზღის გრძნობა განსაკუთრებით გაუსაძლისი გახდა, მან ჭურჭელში მოაგროვა წყალი, რომლითაც ჩირქოვანი ჭრილობა დაბანა, და დალია ის. შეიძლება ვისაუბროთ გამოხატულ ისტერიულ აშლილობაზე, რამაც ალტრუისტულ ტენდენციებთან ერთად ეკატერინე „პოპულარულ წმინდანად“ აქცია. ისტერია უფრო ადვილად პოულობს საერთო ენას რელიგიურ გამოვლინებებთან, ვიდრე სხვა ფსიქიკური აშლილობები. მაზოხისტური თვითდამცირების გზა ეკატერინეს თავად სჭირდებოდა და მის მიერ იყო არჩეული, რადგან ის აკმაყოფილებდა დომინანტურ ქვეცნობიერ მისწრაფებებს. ამ ფსიქოპათოლოგიური მახასიათებლების წყალობით იგი ცნობილი გახდა და კანონიზირებული იქნა.
ჟანა დარკი
საფრანგეთის ეროვნული გმირი ასწლიანი ომის დროს სათავეში ჩაუდგა ფრანგი ხალხის განმათავისუფლებელ ბრძოლას ბრიტანელების წინააღმდეგ. 1429 წელს მან გაათავისუფლა ორლეანი ალყისგან, რამაც საშუალება მისცა ფრანგ დოფინს მეფედ კურთხევა კარლოს 7-ის სახელით.
1430 წელს ჟანა ტყვედ ჩაუვარდა ბურგუნდიელებს, რომლებმაც ის მიჰყიდეს ინგლისელებს, მათ კი, თავის მხრივ, ორლეანელი ქალწული ეკლესიის სასამართლოს გადასცეს. ერესში ბრალდებული ჟანა კოცონზე დაწვეს. 1920 წელს იგი კათოლიკე წმინდანად შერაცხეს.
ჟანას ენდოკრინულმა აშლილობამ უშუალო გავლენა მოახდინა მის ფსიქიკაზე, ქცევასა და სექსუალობაზე. დიდი ალბათობით, ჟანას ჰორმონალური დარღვევა აწუხებდა. ამენორეა და სქესობრივი სიმწიფის ნაკლებობა თრგუნავდა მის სექსუალურ სურვილს. ზოგიერთი ავტორი ვარაუდობს, რომ მისი მუდმივი ქალიწულობის ობიექტი, მისი რელიგიური ფანატიზმი, თუნდაც მისი „ხმები“ ამ დათრგუნული ლტოლვის შედეგი იყო. ამ ფსიქიკური და ჰორმონალური აბერაქციების ფონზე, რაც ჟანამ განიცადა, ალბათ უფრო ადვილია მისი ექსცენტრიულობის, გიჟური სიმამაცის, მოუსვენრობის, უშიშრობის, მამაკაცის ტანსაცმლის ტარების საჭიროების, რელიგიური ფანატიზმის და ქალწულობის აღთქმის შესახებ საუბარი. ჟანას დაავადება გენეტიკურ დონეზე მიმდინარეობდა და ამჟამად მორისის ტესტიკულარული ფემინიზაციის სინდრომს უწოდებენ. ასეთი დიაგნოზის მქონე ქალს დიდი ფიზიკური ძალა აქვს. უნდა დავამატოთ, რომ ექსტრემალურ სიტუაციებში მორისის სინდრომის მქონე პაციენტები აჩვენებენ უბრალოდ ფანტასტიკურ გმირობას, რომელიც არ ჯდება არცერთ სტანდარტულ ცნებაში. ჟანას ჰორმონალურ პათოლოგიას თან ახლდა ისტერიული ფსიქიკური აშლილობაც. ეგზალტირებული რელიგიურობა ზოგჯერ ისტერიულ ფსიქოზს აღწევდა. უფრო მეტხანს რომ ეცოცხლა, შესაძლებელია მისი ფსიქიკური დაავადება უფრო მკაფიოდ გამომჟღავნებულიყო.
მარგარიტა დე ვალუა
საფრანგეთის მეფე ჰენრი IV-ის პირველი ცოლი. საყოველთაოდ ცნობილი ალექსანდრე დიუმას რომანით „დედოფალი მარგო“. ის იყო ეკატერინე მედიჩის ქალიშვილი
მარგარიტას პირველი საყვარლები 11 წლის ასაკში ჰყავდა, ხოლო 15 წლის ასაკში იგი გახდა მისი ძმების, მომავალი საფრანგეთის მეფეების კარლოსის, ჰენრის და ფრანცისკის საყვარელი. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ შემთხვევაში არსებობდა ნაადრევი სექსუალური განვითარების კონსტიტუციური ფორმა, და მისი ჰიპერსექსუალობა, სავარაუდოდ, არ იყო რაიმე ფსიქიკური აშლილობის სინდრომი. თუმცა, უცნაურობები „დედოფალ მარგოს“ ქცევაში ნამდვილად იყო : იმდროინდელი მოდის მიხედვით, მას ეცვა ფართო ქვედაკაბა ვეშაპის ძვლის ჩარჩოზე მრავალი ჯიბეებით, რომელთაგან თითოეულში იყო ყუთი მისი გარდაცვლილი შეყვარებულის გულით ( როდესაც ერთი მათგანი გარდაიცვლებოდა, მარგო მაშინვე ზრუნავდა მისი ბალზამირებული გულის შეძენაზე). ყოველ საღამოს იგი ამ კრინოლინს საწოლის უკან კაუჭზე ჩამოკიდებდა და კეტავდა მას. „დედოფალ მარგოსთან“ დაკავშირებით, სრულიად განსხვავებული ისტორიული ეპოქისა და კულტურის გათვალისწინებითაც კი, თამამად შეიძლება საუბარი ისეთ სექსუალურ აშლილობებზე, როგორიცაა ინცესტი, ნიმფომანია და ნეკროფილიის ზოგიერთი ნიშანი.
ალფრედ ნობელი
ალფრედ ნობელი იყო მეცნიერი და მეწარმე, რომელმაც გამოიგონა დინამიტი. შეხედულებების მიხედვით იყო პაციფისტი. ცხოვრებაში უკარება და პირქუში იყო. საყვარელი ქალის ღალატის შემდეგ, იგი მთლიანად ჩაიკეტა თავის თავში. ალფრედ ნობელს უჩვეულო შიში ჰქონდა – ცოცხლად დამარხვის ეშინოდა. მეცნიერულად ამ შიშს ტაფოფობია ეწოდება..
კეტე კოლვიცი
გერმანელი მხატვარი, გრაფიკოსი და მოქანდაკე. კოლვიცის შემოქმედებას ახასიათებს დრამატული დაძაბულობა და ფსიქოლოგიური ნაჯერობა; მთელი მისი შემოქმედება პირქუშ, ტრაგიკულ ტონებშია შესრულებული.
1913 წლის სექტემბერში კოლვიცმა გადაიტანა დეპრესიის მძიმე შეტევა, რომელიც დაკავშირებულია მისი ვაჟის სიკვდილთან. ძალიან მძიმე მორალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. კოლვიცის შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს ორი პათოლოგიური რადიკალი. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზის გამო და მათ გარეშე, მხატვარს უჩნდებოდა დეპრესიული მდგომარეობები, რაც შეიძლება მიუთითებდეს რეკურენტულ დეპრესიულ აშლილობაზე.
ჟორჟ სანდი
ფრანგი მწერალი, 1848 წლის საფრანგეთის რევოლუციის მონაწილე, ქადაგებდა ქალთა ემანსიპაციის თეორიას. 18 წლის ასაკში ავრორა დაქორწინდა, რამდენიმე წლის შემდეგ კი უკვე დაშორდა ქმარს, მამაკაცის სახელი მიიღო და ლიტერატურული კარიერა პარიზში დაიწყო. ჟორჟ სანდს, რომელიც სინამდვილეში ავრორა დუდევანი იყო, მსგავსება აქვს დაშკოვასთან და დუროვასთან. ხშირად დადიოდა მამაკაცის ტანსაცმლით და დაბალი ხმა ჰქონდა. გარდა ამისა, მას უყვარდა წმინდა მამაკაცური სპორტი, როგორიცაა სროლა, ცხენოსნობა და ფარიკაობა.
ცხოვრებაში ჟორჟ სანდს სერიოზული გატაცება ჰქონდა ერთი მსახიობი ქალით, რომელსაც აღმერთებდა. ჟორჟ სანდის მრავალი სასიყვარულო კავშირიდან ყველაზე ცნობილია ალფრედ მუსესთან და ფრედერიკ შოპენთან, რომელსაც შეიძლება ეწოდოს „ქალების“ კომპოზიტორი. თანამედროვეებმა სანდს მერყევად და უგულოდ თვლიდნენ, მას ლესბოსელს და ბისექსუალს უწოდებდნენ, აღნიშნავდნენ, რომ ღრმად დაფარული დედობრივი ინსტინქტი გამოიხატებოდა იმაში, რომ სანდი ყოველთვის ირჩევდა საკუთარ თავზე ახალგაზრდა მამაკაცებს. ქალების მონური მდგომარეობის იდეით შეპყრობილმა ჟორჟ სანდმა გადაწყვიტა თავი დაეღწია მისგან სახელისა და მთელი გარეგნობის შეცვლით. ამ მიზნით, მასთან დაკავშირებულ ყველა ზედსართავ სახელს მამრობით სქესში ხმარობდა, ხოლო შეყვარებულებთან ურთიერთობაში ყოველთვის აქტიური პარტნიორის როლს ასრულებდა.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised