https://www.labirint.ru/books/52647/
შარიპოვი ერნსტ ისაგალიევიჩი
კრონინი სერგეი იგორევიჩი
ანოტაცია წიგნზე „სოციალური თამაშების რეჟისურა“
წიგნში შემოთავაზებულია ავტორთა ორიგინალური ნამუშევრები: სტრატეგიული დაგეგმვის, აზროვნებისა და ქცევის მოდელი (აპგრეიდი);ადამიანების კლასიფიკაცია შედეგების მიღწევის მოდელების, პოტენციური ცხოვრებისეული მიზნებისა და სურვილების (ძირითადი თამაშები) მიხედვით, რთული სოციალური პროცესების მართვის ალგორითმები - „სოციალური თამაშები“, რომლებიც გაერთიანებულია „სოციალური თამაშების რეჟისურის“ ერთიან სისტემაში - სტრუქტურირებად მაღალეფექტურ ტექნოლოგიაში, როგორც „ბიზნესის კულტურის“ ან „შედეგის მიღწევის კულტურის“ მატარებელში. „სოციალური თამაშების რეჟისურის“ სისტემა და მისი კომპონენტები მიმართულია ადამიანის შინაგანი პოტენციალის განვითარებაზე, მისი აღქმისა და აზროვნების ჩარჩოს გაფართოებაზე დასახული ამოცანების მიღწევის გზების ოპტიმიზაციის მიზნით.
ეს წიგნი განკუთვნილია ყველასათვის, ვინც თავი მიუძღვნა შემოქმედებით ბიზნესს, პოლიტიკასა და შემოქმედებით საქმიანობას და პირადად აიღო პასუხისმგებლობა ქვეყნის, მისი თანამოქალაქეებისა და მომავალი თაობების მომავალზე.
წიგნი გათვალისწინებულია ფართო აუდიტორიისთვის - უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის, ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ ცხოვრებას; მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, მსხვილი მეწარმეებისთვის, საქმიანი ადამიანებისთვის, პოლიტიკოსებისა და პროფესიონალი მედიისთვის.
https://amp.topwar.ru/39070-psihologicheskaya-voyna.html
ფსიქოლოგიური ომი
უკრაინაში განვითარებულ უკანასკნელ მოვლენებთან დაკავშირებით, სულ უფრო ხშირად გვხვდება მტკიცება, რომ რუსული მედიის დიდი ნაწილი ამახინჯებს ინფორმაციას პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე. უფრო მეტ ობიექტურობას ავლენს ელექტრონული „დამოუკიდებელი“ და დასავლური მედია. ასეთია ინტერნეტის მრავალი მომხმარებლის აზრი. რეალურად ასეა თუ არა?
დღეს არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ დასავლეთის ქვეყნების შეიარაღებულ ძალებში არსებობენ დანაყოფები, რომლებიც სპეციალურ სამუშაოს ახორციელებენ მედიასთან (მათ შორის ელექტრონულთან). ეს გასაგებია: მათი ერთ-ერთი ამოცანა ხომ მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაა, რომელიც კონკრეტული ქვეყნისთვის დადებითი იქნება.
მსოფლიო სამხედრო ტერმინოლოგიაში არის სპეციალური ტერმინი – „ფსიქოლოგიური ომი“. ვ. კრისკოს აზრით, ფსიქოლოგიური ომი არის ადამიანებზე ზემოქმედების სხვადასხვა ფორმების, მეთოდებისა და საშუალებების ერთობლიობა, რათა მათი ფსიქოლოგიური მახასიათებლები (შეხედულებები, მოსაზრებები, ღირებულებითი ორიენტაციები, განწყობა, მოტივები, დამოკიდებულებები, ქცევითი სტერეოტიპები) შეიცვალოს სასურველი მიმართულებით, ასევე ჯგუფური ნორმები, მასობრივი განწყობები, ზოგადად საზოგადოებრივი ცნობიერება.
ამჟამად დასავლეთის სახელმწიფოების ფსიქოლოგიური ომის ორგანოები ატარებენ „ფსიქოლოგიური ოპერაციების“ (აშშ, დიდი ბრიტანეთი, სამხრეთ კორეა), „ოპერაციული ინფორმაციის“ (გერმანია), „ფსიქოლოგიური თავდაცვის“ (შვედეთი), „ფსიქოლოგიური მოქმედებების“ (პოლონეთი), „საინფორმაციო ოპერაციების“ (კანადა), „ფსიქოლოგიური ომის“ (თურქეთი), „ფსიქოლოგიური უზრუნველყოფის“ (ისრაელი) და ა.შ. ერთეულების სახელებს.
აშშ
პირველი მსოფლიო ომის დროს შეიქმნა აშშ-ს შეიარაღებული ძალების პირველი არმიის ნაწილები და დანაყოფები ფსიქოლოგიური ომის წარმოებისთვის. მას შემდეგ რამდენჯერმე გაიზარდა ინტერესი ფსიქოლოგიური ოპერაციების მიმართ. მეორე მსოფლიო ომის დროს ძალების და ფსიქოლოგიური ოპერაციების საშუალებების ფართო გამოყენების შემდეგ, შესაბამისი ნაწილები და ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ აშშ-ს ყველა შემდგომ სამხედრო კონფლიქტში.
ფსიქოლოგიური ომის მთავარი ქვედანაყოფი აშშ-ში არის ფსიქოლოგიური ოპერაციების მე-4 ჯგუფი (ინგლ. 4th Military Information Support Operations Group), რომელიც დისლოცირებულია ფორტ ბრაგაში. იგი ჩამოყალიბდა 1967 წლის დეკემბერში ინდოჩინეთის ომის დროს.
ჯგუფი შედგება შტაბის, შტაბის ასეულისა და ექვსი ბატალიონისაგან ფსიქოლოგიური ოპერაციების წარმოებისთვის: 1-ლი, მე-5, მე-6 და მე-8 რეგიონული, მე-9 ტაქტიკური ფსიქოლოგიური ოპერაციებისთვის და მე-3 ბატალიონი მასალების მომზადებისა და განაწილებისთვის.
რეგიონალური ბატალიონები განკუთვნილია ფსიქოლოგიური ომის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის სტრატეგიულ და ოპერატიულ დონეზე სამხედრო მოქმედებების კონკრეტულ თეატრებზე აშშ-ს შეიარაღებული ძალების ინტერესებიდან გამომდინარე (1-ლი - ატლანტიკური, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა, მე-5 - წყნარი ოკეანეს და შორეული აღმოსავლეთის ზონა, მე-6 - ევროპა და აფრიკა, მე-8 - ახლო აღმოსავლეთი).
მასალების მომზადებისა და განაწილების მე-3 ბატალიონი პასუხისმგებელია ბეჭდური, აუდიო და აუდიოვიზუალური მასალების მომზადებასა და გავრცელებაზე, ასევე უზრუნველყოფს ჯგუფის ნაწილებისა და ფორმირებების კავშირის სისტემას. ბატალიონში შედის შტაბი, შტაბის ასეული და მომსახურების ასეული, ტიპოგრაფიული ასეული (შედგება მართვის სექციისგან, მძიმე (სტაციონარული) ტიპოგრაფიის და ტაქტიკური/მობილური/ტიპოგრაფიის სამი ოცეულისგან), რადიო და ტელემაუწყებლობის ასეული (შედგება მართვის სექციისგან, მასალების მომზადების და გავრცელების ოცეულისგან, რადიოინჟინერიის სექციისგან და კომპიუტერული გრაფიკის სექციისგან) და კავშირის ასეული.
ტიპოგრაფიის ასეულს შეუძლია 1 მილიონი ერთფეროვანი 1/32 დიუმიანი ფორმატის ფურცლების დამზადება დავალების მიღებიდან 24 საათის განმავლობაში. გარდა ამისა, მას შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში გადასატანად გამოყოს სამი მსუბუქი ან მოდულური ტიპოგრაფია მომსახურე პერსონალთან ერთად, ან სამამდე ტიპოგრაფიული ოცეული უცხო ქვეყნებში ადგილობრივი პოლიგრაფიული ტექნიკის მომსახურების მიზნით, ან ზემოაღნიშნული ძალებისა და საშუალებების ნებისმიერი კომბინაცია. რადიო და სატელევიზიო მაუწყებლობის ასეულს შეუძლია ერთდროულად გამოყოს მსოფლიოს ნებისმიერ რაიონში გასაგზავნად ვიდეო გადაღების ოთხი ჯგუფი მობილური სარედაქტორო-სამონტაჟო მოწყობილობით, აგრეთვე ტექნიკური სპეციალისტები უცხო ქვეყნების ადგილობრივი სატელევიზიო და რადიო მაუწყებლობის სისტემების ექსპლუატაცისთვის, განათავსოს ერთი მობილური სატელევიზიო კომპლექსი ელექტრო გენერატორით, ასევე მობილური რადიოსადგურები მომსახურე პერსონალით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
ტაქტიკური ფსიქოლოგიური ოპერაციების მე-9 ბატალიონი პასუხისმგებელია ტაქტიკურ დონეზე ფსიქოლოგიური ოპერაციების დაგეგმვის საკითხებზე. ბატალიონი არის აშშ-ს შეიარაღებული ძალების ფსიქოლოგიური ომის ყველაზე მსხვილი ბატალიონი და შედგება ტაქტიკური გამოყენების ოთხი ასეულისგან („A“, პასუხისმგებლობის ზონა - ატლანტიკა, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა; „B“ - ევროპა და აფრიკა; „C“ - წყნარი ოკეანე და შორეული აღმოსავლეთი, „E“ - სავარაუდოდ ახლო აღმოსავლეთი).
თითოეულ ასეულს შეუძლია გამოყოს სპეციალური გუნდი, რომლის საფუძველზეც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას ფსიქოლოგიური ომის ოპერატიული ქვედანაყოფები. ბატალიონის ყველაზე დაბალი ტაქტიკური ერთეულია ხმის მაუწყებელი, რომელიც შედგება გადამტანი ან ავტომობილზე M1025 Hammer დამონტაჟებული ხმის მაუწყებელი სადგურისგან და მასზე მომსახურე სამი სამხედრო მოსამსახურე და სამოქალაქო თარჯიმნისგან (შეიძლება დაქირავებული იყოს ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან). თითოეული ასეულის შემადგენლობაში 12-15 ასეთი გუნდია.
ამჟამად ჯგუფში სამსახურს გადიან სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პერსონალი 50-ზე მეტ სპეციალობაში, მათ შორის გრაფიკოსი დიზაინერები, აგენტურული დაზვერვის სპეციალისტები, ვიდეოოპერატორები, მბეჭდავები და ფსიქოლოგიური ოპერაციების სპეციალისტები.
დიდი ბრიტანეთი
დიდი ბრიტანეთის ფსიქოლოგიური ომის მთავარი ქვედანაყოფია ფსიქოლოგიური ოპერაციების მე-15 ჯგუფი. ჯგუფი შეიქმნა 1998 წელს სპარსეთის ყურის ომის გამოცდილების გაანალიზების შემდეგ. ჯგუფი აღჭურვილია კავშირის და რადიომაუწყებლობის თანამედროვე მობილური საშუალებებით, შემუშავებული ვიდეომასალებით და მაღალი ხარისხის ბეჭდვითი მოწყობილობით, რომელთა მუშაობა მოითხოვს პირადი შემადგენლობისგან სათანადო პროფესიულ მომზადებას. ჯგუფის სამხედრო მოსამსახურეთა შორის არიან გრაფიკოსი სპეციალისტები, დიზაინერები, ვიდეოინჟინრები, რადიოჟურნალისტები და მედია სექტორის წარმომადგენლები, სხვა სპეციალისტები.
ჯგუფი შედგება სამი სექციისგან. ესკიზური პროექტირების და ბეჭდვის სექცია აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერებით, რომლებიც იყენებენ Adobe InDesign, Photoshop, Illustrator; Macromedia Dreamweaver. მასალები იბეჭდება ფერად ლაზერულ პრინტერებზე და დიდი ფორმატის პლოტერებზე. მოწყობილობა იძლევა სწრაფად გადაწყობის საშუალებას სხვადასხვა ტიპის მაღალი ხარისხის ფერადი ნაბეჭდი მასალების წარმოებაზე.
მთელი აღჭურვილობა შეიძლება განთავსდეს ყველგან მავალის „პინცგაუერის“ ძარაზე, რომლის გადაზიდვა შესაძლებელია სატრანსპორტო თვითმფრინავით C-130 ან ვერტმფრენით. აღჭურვილობის განთავსების კიდევ ერთი ვარიანტია საჰაერო ტრანსპორტაბელური კონტეინერები, რომელთა გადაზიდვა ხორციელდება 4 ტონიანი მისაბმელით. ორივე ვარიანტი ითვალისწინებს ავტონომიური დიზელის ელექტროსადგურს და ჰაერის კონდიცირების სისტემებს.
ვიდეოჩაწერისა და ვიდეომონტაჟის სექცია აღჭურვილია ამერიკული კომპანია Avid-ის არაწრფივი მონტაჟის სისტემების მქონე ლეპტოპებით. გარდა ამისა, ჯგუფს აქვს ორი სტაციონარული ადაპტირიბელი სამუშაო სადგური, რომელიც ადაპტირებულია საბრძოლო გარემოში მუშაობისთვის, პროგრამების კომპლექტით, რომლებიც საშუალებას იძლევა გამოიყენონ ვიდეო მასალები VHS და DVD ფორმატებში.
რადიომაუწყებლობის სექცია აღჭურვილია სტანდარტული პროფესიული რადიო გადამცემით FM დიაპაზონში. აღჭურვილობა რადიომაუწყებლობისთვის ასევე წარმოდგენილია ორი ვარიანტით. ორი მობილური სტუდიის სახით ის შეიძლება განთავსდეს ავიატრანსპორტაბელურ კონტეინერებში, რომლებიც აღჭურვილია კონდიციონერებით და მათი გადაზიდვა ხდება 4 ტონიანი მისაბმელით.
პოლონეთი
პოლონეთში უცხო ქვეყნების ჯარებზე და მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების ამოცანები დაეკისრა ფსიქოლოგიური მოქმედებების ცენტრალურ ჯგუფს (Centralna Grupa Dzialan Psychologicznych, დისლოკაციის ადგილი ქ. ბიდგოშჩში). ფსიქოლოგიური მოქმედებების ცენტრალური ჯგუფი შედგება შტაბისგან, საინფორმაციო- ანალიტიკური, სატელევიზიო და რადიომაუწყებლობის, სარედაქციო-საგამომცემლო და ზურგის ქვედანაყოფებისგან. ორგანიზაციულად ცენტრალურ ჯგუფში შედის: შტაბი; ფსიქოლოგიური ბრძოლის სადაზვერვო ცენტრი, რომელიც წარმოადგენს მის მთავარ კოორდინირებულ ნაწილს და შედგება ინფორმაციის შეგროვებისა და დამუშავების ოთხი განყოფილებისგან (პირველი ეწევა პრესისა და სხვა ღია საინფორმაციო წყაროების ანალიზს პოლონეთში, მეორე - ძირითადად ინგლისურენოვან დასავლურ ქვეყნებზეა ორიენტირებული, მესამე - აღმოსავლეთ ევროპაზე და მეოთხე - კონფლიქტური სიტუაციების მქონე სახელმწიფოებზე); ასევე შედის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის განყოფილება; ხმის მაუწყებლობის განყოფილება; ფსიქოლოგიური ზემოქმედების მასალების გავრცელების განყოფილება; სარედაქციო-საგამომცემლო განყოფილება; არქივი და ზურგის ქვედანაყოფები.
ცენტრალურ ჯგუფს აქვს აწყობილი მუდმივი ურთიერთქმედება პოლონეთისა და ნატოს ქვეყნების სამეცნიერო, ზოგადსაგანმანათლებლო და კულტურულ ორგანიზაციებთან და დაწესებულებებთან. კომპლექსური საექსპერტო ღონისძიებების განსახორციელებლად ჩართულია სხვადასხვა სპეციალისტი - ეთნოგრაფები, სოციოლოგები, ფსიქოლოგები, პედაგოგები და ა.შ. ტელე და რადიომაუწყებლობის აუდიო არქივში მუსიკალური და ვიდეო ჩანაწერების გარდა, ინახება ხმის მაუწყებლობის ვრცელი კოლექციები, როგორც სამხედრო თემებზე (იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გამოყენება), ასევე ადამიანის და მისი გარემოს ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
კანადა
კანადის შეიარაღებული ძალების ფსიქოლოგიური ომის მთავარი ქვედანაყოფია საინფორმაციო ოპერაციების ჯგუფი (Canadian Forces Information Operations Group, CFIOG), რომლის შტაბ-ბინა ქ. ლეიტრიმშია. ჯგუფის შემადგენლობაში შედის: შტაბი, ელექტრონული ბრძლის საშუალებების ცენტრი, ქსელური ოპერაციების ცენტრი, რადიოელექტრონული დაზვერვის ცენტრი, სამხედრო-ტექნიკური სადგური.
ამრიგად, ნატოს ქვეყნებში ამ დროისთვის არსებობს მთელი რიგი სპეციალური ქვედანაყოფები, რომლებიც ახორციელებენ პირდაპირ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას მსოფლიო საზოგადოებრივ აზრზე მათი სახელმწიფოების მიერ გატარებული პოლიტიკის ინტერესებიდან გამომდინარე.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised