კლიმატის ცვლილებაში ბავშვების ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს
ამის შესახებ თავის მოხსენებაში აღნიშნეს მთელი მსოფლიოდან მოწვეულმა 120 ექსპერტმა.
ლონდოტი, 14 ნოემბერი. კლიმატის ცვლილებამ, რამაც კიდევ უფრო საშიში გახადა ჰაერის დაბინძურება, მომდევნო ათწლეულში შეიძლება ათი მილიონი ადამიანის დაღუპვა გამოიწვიოს, და არა მხოლოდ განვითარებად, არამედ განვითარებულ ქვეყნებშიც. ამის შესახებ აფრთხილებენ მოხსენების ავტორები, რომელიც სამეცნიერო ჟურნალმა Lancet-მა გამოაქვეყნა.
35 ინსტიტუტიდან, მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან და მსოფლიო ბანკიდან მოწვეული 120 ექსპერტის კვლევაში განხილულია კაცობრიობის განვითარების მრავალი სცენარი. ერთ-ერთი მათგანი მდგომარეობს იმაში, რომ დღეს დაბადებული ბავშვები 81 წლის (2100 წელს) ასაკში შეიძლება აღმოჩნდნენ სამყაროში, სადაც ტემპერატურა 4°C-ით უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ინდუსტრიამდელ ეპოქაში. მოვლენების ასეთი განვითარება შესაძლებელი იქნება, თუ ახლავე არ დავიწყებთ სათბურის გაზების გამოყოფის შემცირებას, აღნიშნავენ ექსპერტები.
ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ არასაკმარისად სწრაფი რეაგირება კლიმატის ცვლილებებზე მნიშვნელოვნად გაზრდის ბავშვების ჯანმრთელობის რისკს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს იმუნური სისტემის შესუსტება. „კლიმატის ცვლილება თავისთავად გაამწვავებს [ჰაერის] დაბინძურებას“, - აღნიშნა მოხსენების ერთ-ერთმა ავტორმა, რედინგის უნივერსიტეტის პროფესორმა უილიამ კოლინზმა.
კვლევის კოორდინატორის ნიკოლას უოტსის თქმით, მსოფლიოში ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლა „ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომელიც უნდა განვიხილოთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თვალსაზრისით“. „ბავშვები განსაკუთრებით დაუცველები არიან კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკის წინაშე, - თქვა უოტსმა. - ადრეულ ბავშვობაში მიყენებული ზიანი მუდმივი და ფართოდ გავრცელებადია, ხოლო შედეგები ჯანმრთელობაზე მთელი სიცოცხლის განმავლობაში აისახება“. კლიმატის ცვლილებამ შეიძლება „მთელი თაობის ჯანმრთელობა განაპირობოს“, დასძინა მან.
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პროფესორ ჰიუ მონტგომერის თქმით, „წელს კლიმატის ცვლილების დაჩქარებული ზემოქმედება უფრო აშკარაა, ვიდრე ოდესმე“. „დასავლეთ ევროპაში ადრე დაფიქსირებულმა ყველაზე მაღალმა ტემპერატურამ, ტყის ხანძრებმა ციმბირში, ავსტრალიის კვინსლენდსა და კალიფორნიაში ასთმის, რესპირატორული ინფექციების და სიცხის შედეგად მიღებული ინსულტის შემთხვევების ზრდა გამოიწვიეს“, - თქვა მან. „ჩვენი შვილები ამ კლიმატურ სიტუაციას მიიჩნევენ, როგორც საგანგებოს, და საკუთარი თავის დასაცავად ზომების მიღებას მოითხოვენ. ჩვენ მათ უნდა მოუსმინოთ და ვიმოქმედოთ", - დასძინა მონტგომერიმ.
მკვლევარების შეფასებით, პლანეტაზე კლიმატის ცვლილებასთან გამკლავების შეუძლებლობამ 2100 წლისთვის შეიძლება გამოიწვიოს კაცობრიობისთვის ყოველწლიურად $ 21,5 ტრილიონი დოლარის ზიანის მიყენება, ტემპერატურის 4 ° C-ით მომატების შემთხვევაში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰაერის დაბინძურება და კლიმატის ცვლილება 2019 წელს ადამიანის ჯანმრთელობის მთავარ საფრთხედ გამოაცხადა. ორგანიზაციამ შეახსენა, რომ ჰაერის დაბინძურებისგან ყოველწლიურად ნაადრევად 7 მილიონი ადამიანი იღუპება. ეს ასევე მოქმედებს კლიმატის ცვლილებაზე. ექსპერტების შეფასებით, 2030-დან 2050 წლამდე კლიმატის ცვლილების შედეგად სიკვდილიანობა ყოველწლიურად 250 ათასით გაიზრდება.
სხვა საფრთხეებს შორის ორგანიზაციამ დაასახელა ებოლა, გრიპის გლობალური პანდემია, აივ ეპიდემია და ანტიბიოტიკების მიმართ ბაქტერიების გამძლეობის მომატება.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised