ეგოისტი ცნობის მიხედვით. ნარცისული აშლილობა, როგორც კარიერისა და ქორწინების დანგრევის შესანიშნავი საშუალება
როდესაც ყავას მიირთმევდით, ხშირად გსმენიათ: „მხოლოდ შენს თავზე ფიქრობ! ეგოისტო! ნარცისო!“ მორიგ ქალთან კამათის ნაცვლად, უბრალოდ ეს სტატია შესთავაზე წასაკითხად.
ჩემი დიაგნოზია „პიროვნების ნარცისული აშლილობა“. რას ნიშნავს ეს? პირველი: დიდი ძალისხმევა დამჭირდა იმისთვის, რომ ამ სტატიის ბოლოს ჩემი ნამდვილი სახელი არ დამეწერა. რადგან იმის აღიარებაც კი, თუ რამდენად აუტანელი ვარ ახლობლებისთვის, ჩემს ავადმყოფურ თავმოყვარეობას უკვე დააკმაყოფილებდა. მეორე: მხოლოდ მე (შეიძლება კიდევ განვითარებული ქვეყნების მამრობითი მოსახლეობის 1%-ს) მაქვს ნამდვილად უფლება მეწოდოს ნარცისი და ეგოისტი. ჩემი დიაგნოზი, არსებითად, ეგოიზმის სამედიცინო განმარტებაა.
მე რეალურ, კლინიკურ დეპრესიამდე მივიყვანე ჩემი ორი არშემდგარი ცოლი. ჩემთან ენთუზიაზმის გარეშე მუშაობენ თერაპევტები, რადგან, პირველ რიგში, შიშობენ არ დააზარალონ თავისი ფსიქიკა. მე უნდა მივიღო აბები მხოლოდ იმიტომ, რომ არ მოვიქცე როგორც ნაძირალა (სტატიის ბოლოს მე გაგიმჟღავნებთ საიდუმლოებას, თუ რა საოცარი აბებია ეს). მე, დიდი ალბათობით, ჩემს ეგოიზმს მემკვიდრეობით გადავცემ. აი ასე. ის კი, რის გამოც განაწყენებული არიან ქალები, ალბათ, უფრო, ფეზებზე დაკიდებაა ან რაღაც სიხარბე ...
ეს ჩემი აღსარებაა. თუ საკუთარ თავში იგივეს შეამჩნევ, - კეთილი იყოს შენი მობრძანება პიროვნების ნარცისული აშლილობის მქონე ადამიანთა რიგებში! თუ არ გაქვს პიროვნების ნარცისული აშლილობა, მადლობა ღმერთს, დამიჯერე.
5 ნიშანი იმისა, რომ შენ პიროვნების ნარცისული აშლილობა გაქვს
პრინციპში, ყველა ამ ინფორმაციის მოძებნა ინტერნეტში შეიძლება, მაგრამ მე ის უფრო მრავალფეროვანი გავხადე მაგალითების წყალობით ... გარდა ამისა, არც ერთი ნამდვილი ეგოისტი ნებაყოფლობით არ აღიარებს, რომ ავად არის, და არ მიმართავს ინტერნეტს იმისათვის, რომ რაღაც წაიკითხოს თავის შესახებ. ყოველ შემთხვევაში, არა პიროვნების დეკომპენსაციის დაწყებამდე, როდესაც სელფის ობიექტი თვითონ დაავადება ხდება ... სდექ! ჩემს მიერ მოყვანილი ხუთი ნიშანი ასევე იმით გამოირჩევა, რომ მე არ ვიყენებ ჭკვიან სიტყვებს, რომელიც სინამდვილეში მხოლოდ უფრო მეტად იწვევს დაბნეულობას.
ნიშანი 1
შენ ემპათიის პრობლემები გაქვს
თანაგრძნობა, დახმარების გაწევის მზადყოფნა, სხვების გამო შეშფოთება - ეს ის თვისებებია, რომელსაც მთლად არ არის მოკლებული პიროვნების ნარცისული აშლილობის მქონე ადამიანი. ნარცისისთვის ნათელია, თუ რას ფიქრობს მისი თანამოსაუბრე (ზოგჯერ უფრო უკეთესად). მაგრამ მხოლოდ ნათელია. ის ამას არ გრძნობს! სხვა ადამიანის ადგილას ყოფნა მისთვის უკვე მძიმე ტვირთია. მე, მაგალითად, როგორც წესი, ვიცი, რომ ჩემს გამო შეწუხებული არიან. ვხედავ, რომ ჩემით უკმაყოფილო არიან. თუმცა, თანამოსაუბრის ემოციები, იქნება ეს მეგობარი, პარტნიორი ქალი თუ მშობელი დედა, - ეს ჩემთვის ფუჭი სიტყვაა. მე არ განვიცდი სხვა ადამიანებთან ერთად. ამიტომაც არ შემიძლია მათი „განმუხტვა“ - იმის მიცემა, რის მიღწევასაც ისინი ცდილობენ და გამოხატავენ გარკვეული სახის ემოციას. იმის თქმა, რის გაგებაც ჩემგან სურთ, მეტ-ნაკლებად შემიძლია. მაგრამ ჩხუბისთვის ხელშეწყობა ყვირილით, როდესაც ადამიანს ყვირილი უნდა... ან მისთვის თავზე ხელის გადასმა და მხარზე ხელის დარტყმა ... არ შემიძლია. შეიძლება ეს შემთხვევით მოხდეს.
ამავე დროს, მე არ ვარ გულცივი ადამიანი, რომელსაც გულის ნაცვლად ყინული აქვს მკერდში, როგორც კაის საბავშვო ზღაპარში. მე შემიძლია ვიტირო, როდესაც ვუყურებ ფილმებს „მწვანე მილი“ და „მეფე ლომი“, შეიძლება ვერ მოვისვენო ღამის ორ საათზე, როდესაც ვიღაც ტელეფონს არ პასუხობს და ღმერთმა იცის სად არის. მაგრამ იმისათვის, რომ სხვის გამო შეშფოთებას განვიცდიდე, საკუთარი თავის „გაღიზიანება“ მჭირდება. თუმცა ამ შემთხვევაშიც კი ჩემი ემოციები მხოლოდ ფიქციაა, სოციალური ეტიკეტის ხარკი. სინამდვილეში ჩემთვის სულ ერთია. მაშინაც კი, როცა პატარა ბოკვერი გარდაცვლილ მამას ყურზე ექაჩება და ტირის: „ადექი, წავიდეთო!“
მე არავითარ შემთხვევაში არ ვამაყობ ჩემი ფსიქიკის ამ თავისებურებებით. მე მრცხვენია მისი. და სხვათა შორის ...
ნიშანი 2
შენ ხშირად განიცდი სირცხვილის გრძნობას
არა დანაშაულის, არამედ სირცხვილის გრძნობის - ეს მნიშვნელოვანია! იმიტომ, რომ დანაშაულია, როდესაც შენ ერთობი ცოლქმრის საწოლში პრაქტიკანთ გოგონასთან ერთად იურიდიული განყოფილებიდან, ხოლო შენი ცოლი მოულოდნელად შემოდის ოთახში. და სირცხვილია, როდესაც იმავე საწოლში იგივე პრაქტიკანტ გოგონასთან ერთობი, შენი ცოლი კი ნამდვილად სტამბულში იმყოფება, მაგრამ თავში მაინც გიტრიალებს ფიქრი: „რას ვაკეთებ? მოულოდნელად ცოლი რომ შემოვიდეს?!“
სირცხვილს ყოველთვის შიშის გრძნობა ახლავს თან: „რას იფიქრებენ ჩემზე?" შენს გვერდით იცინიან, შენ კი დაძაბული ხარ: შენ ხომ არ დაგვცინიან? ეს პიროვნების ნარცისული აშლილობის ტიპიური გამოვლინებაა ... აშლილობის ადრეულ ეტაპებზე სირცხვილსა და შიშს პროვოცირებს რეალური წარუმატებლობა ან ძლიერი განცდა თემაზე „შეცდომა ხომ არ დავუშვი“. დამწყები ნარცისისთვის რთულია ცოლს რომ უღალატოს: სირცხვილის გრძნობა იმდენად ძლიერია, რომ შეიძლება ერექტილური დისფუნქცია გამოიწვიოს (არ გავამხელ, საიდან ვიცი ამის შესახებ).
ძნელია გაუძლო კრიტიკის დარტყმას. ძნელია ხუმრობის მოსმენა საკუთარი მისამართით, თუნდაც ყველაზე უბოროტოს. მაგალითად, დღემდე მახსოვს უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ჩემი მისამართით თქმული ყველა ხუმრობა! განსაკუთრებით ერთი. სამსახურში ვიღაცამ მკითხა: „აქ მაგიდაზე წიგნია „როგორ უნდა ვიცხოვრო პატარა პენისით“. იგორ, შენია?“ ცხადია, რომ ასეთი წიგნი არ არსებობს. ისივ ცხადია, მაგიდაზე რომ ყოფილიყო, ჩემი არ იქნებოდა. უცებ ვიგრძენი სირცხვილმა როგორ მოიცვა ჩემი გონება - „შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ეს სიმართლეა“. ეს გრძნობა წლების მანძილზე არ ქრება და ფსიქიკას ანადგურებს. ნარცისი, უპირველეს ყოვლისა, თვითკრიტიკულია. თუმცა გარეგნულად ცინიკური გველის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც ფარულად თავის კუდს ჭამს.
თუ მკურნალობა არ დაიწყება დროულად, აშლილობა ადამიანს სირცხვილის ისეთ მორევში ჩაითრევს, სადაც ყველაფერი საშინელ მონსტრად მოეჩვენება. მარტივად რომ ვთქვათ, დროთა განმავლობაში ადამიანი მტკივნეულად რეაგირებს ყველაზე უწყინარ შენიშვნებზე. არაფერს აღარ აკეთებს შეცდომის დაშვების და მომავალი მარცხის განცდის შიშით. მას შეუძლია შუაღამისას ქუჩაში საცვლების ამარა გააგდოს პრაქტიკანტი გოგონა, ხოლო საწოლის ზეწარი გასარეცხად ჩააგდოს, თუმცა იმ საღამოს ის არავის დაუსვრია ...
უარესია იმის გაცნობიერება, რომ სირცხვილის გრძნობამ შეგბოჭა,ეს კი თავისთავად იწვევს შიშის პროვოცირებას: ვინმემ რომ გაიგოს, უმწეო რომ ვარ და ვერ გავუმკლავდები თავს? ეს რეკურსია შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს.
ნიშანი 3
შენ არ ხარ კონფლიქტური
არსებითად, ეს უკვე ჩამოთვლილი ნიშნების შედეგია. ნარცისი, ერთის მხრივ, ყოველთვის ვერ ამოიცნობს სხვა ადამიანის ემოციებს, ხოლო, მეორეს მხრივ, ცდილობს გაიგოს, თუ რას ფიქრობენ მასზე სხვები. ეს წარმოშობს ვერაგულ, თუმცა სულელურ ხაფანგს. ნარცისი, როგორც ჩვენი პრეზიდენტის სპიჩრაიტერი იტყოდა, ტიპიური „შემწყნარებელია“. მას შეუძლია დაქორწინდეს ქალზე, რომელიც არ უყვარს. ესტუმროს ნათესავებს, რომლებიც სძულს. თავი დაიმციროს ბრიყვი უფროსის წინაშე. ყველაფერს ამას აკეთებს იმ შიშის გამო, რომ მასზე შეიძლება ცუდად იფიქრონ, როდესაც ის სიტუაციის შეცვლას შეეცდება. პიროვნების ნარცისული აშლილობის მქონე ადამიანი შიშობს, რომ მას „უმადურ ღორად“ მიიჩნევენ და პირდაპირ სახეში მიახლიან ამ სიტყვებს. ამიტომ ის ითმენს ასეთ მოპყრობას, რომელსაც უფრო მეტად შეუძლია მისთვის ტრავმის მიყენება, ვიდრე ბუნტს, კონფლიქტს.
მეორეს მხრივ, თუ ნარცისი მაინც აღმოჩნდება ისეთ სიტუაციაში, როდესაც ის არ იქნება დამოკიდებული პირობითი „მოწინააღმდეგის“ აზრზე, ის თავს დაატეხს ისეთ რისხვას, რომელსაც ის არ იმსახურებს! მე, საბედნიეროდ, ჩემი ზრდასრული ცხოვრების დასაწყისშივე მივხვდი, რომ თვითდამკვიდრება ოფიციანტების ხარჯზე „არ არის მაგარი საქციელი“. თუმცა, მკურნალობის დაწყებამდე ხშირად შემინიშნავს, რომ ძალიან უხეშად ველაპარაკები ტაქსის მძღოლს ან მდივანს. არც ოჯახში დესპოტიზმი ყოფილა ჩემთვის უცხო ... საბედნიეროდ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ადვილად კორექტირებადი სიმპტომი. სამწუხაროდ, ის არ არის ერთადერთი.
ნიშანი 4
შენ ყოველთვის რაღაცით უკმაყოფილო ხარ
არ უნდა აგერიოს ერთმანეთში ეს გრძნობა და პერფექციონიზმი, სრულყოფილებისკენ სწრაფვა. პერფექციონისტს აქვს მკაფიო იდეალი, გეგმა, სქემა. მაგალითად: სტატიის მოცულობა პიროვნების ნარცისული აშლილობის შესახებ უნდა აღემატებოდეს ექვს გვერდს, სადაც ხუთი ნიშანი უნდა იყოს ჩამოთვლილი, შემდეგ მოცემული მკურნალობის სქემა და ა.შ. როდესაც ასეთ იდეალს წარმოიდგენს, პერფექციონისტი შეიძლება უკმაყოფილო იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას არ შეუძლია ამის მიღწევა. „აბა, ოსტატო დანილა, არ გამოკვეთე ქვისგან ყვავილი?“ - ეს პერფექციონიზმია.
ამავე დროს ნარცისი, კლინიკური ეგოისტი, უმეტესად უკმაყოფილოა. არა მხოლოდ მისი შრომის შედეგებით, არამედ ყველაფრით, რაც მის გარშემოა, და, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავით. ხელფასი, სპორტული მიღწევები, მორიგი მეგობარი ქალის ფეხის ზომა - ეს ყველაფერი აღიზიანებს და აბრაზებს ნარცისს, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ „უკეთესი შეიძლება ყოფილიყო“. არამედ მუდმივი გაცნობიერების გამო, რომ ყველაფერი შეიძლება სხვაგვარად ყოფილიყო. თქვენ ალბათ განიცადეთ ამ გრძნობის თუნდაც მცირე გამოვლინება. მაგალითად, როდესაც უზარმაზარი საცობის ბოლოს აღმოჩნდით. ყოველთვის გგონიათ, რომ გვერდით მანქანების რიგი უკეთესად მოძრაობს, ოდნავ უფრო სწრაფად. მე ყოველთვის ასე მგონია. ნებისმიერ შემთხვევაში. დიახ, მე მოდელთან მაქვს პაემანი. მაგრამ ხომ შეიძლებოდა გიმნასტს შევხვედროდი. არა, მოდელი ცუდი არ არის ... თუმცა ...
ყველაფერი, რასაც ნარცისმა უკვე მიაღწია, მყისიერად უფასურდება. ყველაფერი, რის მიღებაც ახლავე არ შეუძლია, პირიქით, იდეალიზებულია. მე პატარა ბავშვივით ვარ, რომელიც სათამაშოების მაღაზიაში მიიყვანეს და უთხრეს: აიღე ის, რაც გინდა, მაგრამ მხოლოდ ერთი სათამაშოს აღება შეიძლება. არჩევანის ნებისმიერი სიტუაცია ფსიქიკას ანადგურებს. ეჭვის შეტანას აიძულებს: არასწორი არჩევანი ხომ არ გავაკეთე?
ყველაზე ხშირად ნარცისი იწყებს ქალების „გადარჩევას“. რატომ - მეცნიერებამ ჯერ არ იცის. პიროვნების აშლილობის გურუ ნენსი მაკ-ვილიამსი მიიჩნევს, რომ ნარცისი ასახიჩრებს ქალების ფსიქიკას, რადგან არ შეუძლია მათი დროულად მოშორება. ეს იგივეა, თუ თუ გავაგრძელებთ სათამაშოების ანალოგიას: თქვენ გიყვართ თქვენი ახალი მანქანა. თუმცა, იცი: ახალს არ გიყიდიან, სანამ ეს არ დაზიანდება. როგორც კი გრძნობები სათამაშოს მიმართ შესუსტდება, თვითონ აზიანებ მას, რათა სწრაფად მიიღო ახალი. ამასაც აქვს თავისი სახელი: დონ ჟუანის სინდრომი. რა თქმა უნდა, ყველა მექალთანე ნარცისი არ არის. თუმცა, თუ ეს ასეა, ამ შემთხვევაში, როგორც ამბობენ, ნუ გამოაჩენთ თქვენს ქალიშვილებს ...
ნიშანი 5
შენ არ გაგაჩნია ჭეშმარიტი შინაგანი „მე“
ყველაზე საშინელი საიდუმლოება, რომელსაც, ალბათ, არ გაგიმხელენ ფსიქოთერაპიის პირველ სეანსზე. ყველა ზემოხსენებული ნიშნები, არსებითად, სიმპტომებია, გვერდითი მოვლენები. მაგრამ მეხუთე ნიშანი აშლილობის საფუძველია. საიდუმლოება კი ის არის, რომ რეალურად არავითარი ნარცისი არ არსებობს!
ანუ პიროვნებას შინაგანად არაფერი გააჩნია, რაც მის ბირთვს შეადგენდა. ნარცისის აღზრდა (იხ. ქვემოთ) ისეთ პირობებში მიმდინარეობს, რომ იმ ადგილზე, სადაც სხვა ზრდასრულებმა საკუთარი „მე“ დაიმკვიდრეს, მას შავი ხვრელი აქვს, ჩაკეტილი ჩაღრმავებული ადგილი. ეს ის სიცარიელეა, რომელიც ასაზრდოებს საკუთარი თავის მიმართ ეჭვს, - და ეჭვი, რომელიც შთანთქავს ყოველივე კეთილსა და კარგს ამ სიცარიელედან. ნარცისის მთელი ცხოვრება ილუზიაა. მისი სიამაყის ყველა საგანი დიდების, სიმდიდრის, წარმატების გარე ატრიბუტია.
ფსიქიატრიაში ამას „თვითშეფასების გარე ლოკუსი“ ეწოდება. ნარცისი, რომელსაც არ გააჩნია, ყოველ შემთხვევაში, მკურნალობის გარეშე, საკუთარი თავით ამაყობის და საკუთარი თავის სიყვარულის უნარი, ქმნის ე.წ. სელფი-ობიექტებს. ეს აბსოლუტურად გარეგნულია, ნივთებიც, ადამიანებიც, მოვლენებიც, რომელთანაც ასოცირებს თავის თავს პიროვნების ნარცისული აშლილობის მქონე ადამიანი. „მე მაგარ დიზაინ-ბიუროში ვმუშაობ“, - ამბობს ის, ნაცვლად იმისა, რომ თქვას „მე დიზაინერი ვარ“. ან: „ეს მე ვარ ჩემი მანქანის ფონზე“, ნაცვლად: „ეს მე ვარ“. „მე ვხვდები ტანმოვარჯიშეს“ - ნაცვლად: „მადლობა, მაგრამ ჩემს პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა“. ყველა ფორმულირება ტიპიურია პიროვნების ნარცისული აშლილობის მქონე ადამიანისთვის.
გარკვეულ დრომდე ძალიან ადვილია ათობით ასეთი სელფი-ობიექტის შექმნა. ნარცისმა შეიძლება კიდეც დატოვოს ბედის სუპერწარმატებულ ნებიერას და თითქმის ვუნდერკინდის შთაბეჭდილება. ის ოლიმპიადის გამარჯვებულია შვიდ საგანში! რომელიღაც მედალის კავალერი გახდა თხუთმეტი წლის ასაკში! რაღაცაში ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატია ისტორიაში! თავს ნუ მოიტყუებთ: ეს ყველაფერი მხოლოდ სიცარიელის შევსების მცდელობაა. რაღაც მომენტში სელფი-ობიექტების შექმნის მექანიზმი ფუჭდება. ეს ის მომენტია, როდესაც ჯერ კიდევ ჯანსაღი ნარცისი (ასეთებიც არსებობენ, თუმცა ეს დროებითი ეტაპია) პიროვნების ნარცისული აშლილობით დაავადდება.
აქედან, სხვათა შორის, მოდის დაავადების სახელი. თქვენ, ალბათ, არ გახსოვთ, მაგრამ კუნის წიგნში „ძველი საბერძნეთის მითები“ ნაჩვენებია, რომ ნარცისის პრობლემა მხოლოდ ის კი არ იყო, რომ მას წყალში საკუთარი ანარეკლი შეუყვარდა და ამის გამო დაიღუპა. საკუთარი თავით აღტაცება არც ისეთი დიდი უბედურებაა. სინამდვილეში, ნარცისს თან სდევდა წყევლა: ის განწირული იყო იმისთვის, რომ შეყვარებოდა ობიექტი, რომელსაც არ შესწევდა უნარი ეპასუხა მისი სიყვარულისთვის! ამრიგად, შეაფასეთ ფსიქოთერაპევტების ბოროტი გონებანახვილობა, რომლებმაც სახელი მოუძებნეს ამ აშლილობას. მე ვაიდეალებ ობიექტებს, თავბრუს ვახვევ მათ თვითშეფასებით და შედეგად ვქმნი ყალბ „მე“-ს, რომელიც აგებულია, მაგალითად, სამსახურზე, ფულზე, ურთიერთობებზე და თანაგრძნობაზე.
შემდეგ კი, პირველივე კრიზისის დროს, ჩემთვის გასაგები ხდება, რომ მთელი ამ წლების მანძილზე ჩემს წინაშე იყო რაღაც ცივი, რაც თვითშეფასებასთან ერთად თითებს შუა უჩინარდება.
როგორ მკურნალობენ ამას
პირველ რიგში, და, რაც მთავარია, ექიმის ზედამხედველობით! თვითმკურნალობა ზოგადად უკუნაჩვენებია პიროვნების აშლილობისას, განსაკუთრებით ნარცისულის. გარდა ამისა, არც ერთ დილერს, რომ არაფერი ვთქვათ ღვინის სუპერმარკეტების შესახებ, მაინც არ ექნება ჯადოსნური ელიქსირის ის ასორტიმენტი, რომელსაც ფსიქიატრი ფლობს.
ავიღოთ თუნდაც ალიმემაზინური ნეიროლეპტიკები. რა თქმა უნდა, ბიზნესში ეს საუკეთესო დამხმარე არ არის: ისეთი განცდა რჩება, რომ ბალიშებით ჩხუბის დროს მოულოდნელად ხალიჩებით დაბომბვა დასაშვებად იქნა მიჩნეული - და თქვენ თითქოს ტონობით დატკეპნილმა ბულბულმა დაგფარათ. თვალთ გიბნელდებათ, თავი გაბრუებული გაქვთ, მოძრაობა შენელებული. სამაგიეროდ! არავითარი დონ ჟუანის სინდრომი (ისეთი სისულელე, როგორიც ქალებია, უბრალოდ არ გაწუხებთ, შეიძლება, მხოლოდ სიზმარში - თუ დაგავიწყდებათ საღამოს აბის მიღება). არავითარი სირცხვილის გრძნობა. და რაც მთავარია, ყურადღების მიქცევის, სიყვარულის სუროგატის მოპოვების არავითარი სურვილი: არც ხრიკები, არა სკანდალები, არც საკუთარი თავის დადანაშაულება, არც მიღწევები ... დიახ, ეს უწინდელი ცხოვრების უბადრუკი მსგავსებაა. მაგრამ ხომ გაგაფრთხილეთ: უკეთესი იქნება, თუ საკუთარ თავში არ მოძებნით პიროვნების ნარცისული აშლილობის ნიშნებს.
რა თქმა უნდა, მხოლოდ ნეიროლეპტიკებით საქმე არ შემოიფარგლება. შემდეგ ასევე უნიშნავენ ანტიდეპრესანტებს, ნოოტროპებს და ფსიქოსტიმულატორებს. კოქტეილის სირთულე და დღის განმავლობაში მკაფიო შეგრძნებები დამოკიდებულია იმაზე, დაგჭირდებათ ისევ თუ არა მკურნალობის პროცესში მუშაობა: ან თქვენ წინდახედულად გაყიდეთ თქვენი აქტივები ან უბრალოდ დატოვეთ სამსახური შრომის წიგნაკში შემდეგი ჩანაწერით: „უკიდურესი გაუსაძლისობის გამო“ ...
ასეა თუ ისე, ფარმაკოლოგიური პერიოდი მხოლოდ ჭკუაზე მოყვანის ხანგრძლივი და საპასუხო პრელუდიაა, რომლითაც დაკავებული იქნებით უახლოესი ერთი წლის (მინიმუმ) განმავლობაში ფსიქოთერაპევტთან. ამავდროულად, უფრო სიმპათიური სპეციალისტის შერჩევას აზრი არ აქვს, რადგან რამდენიმე თვეში აუცილებლად უარს გეტყვით. მაგრამ, შესაძლოა, მეორემ ან მესამემ, ადრე თუ გვიან, აღმოაჩინოს აშლილობის მიზეზი, რომელიც - და აქ არაფერია გასაკვირი - ალბათ, ბავშვობას უკავშირდება. ჩემს მკურნალობაში ეს მომენტი ჯერ არ დამდგარა. ამიტომ მე ჯერ კიდევ შემიძლია საკუთარი თავის მოწონებით დავწერო ჩემი სატკივარის შესახებ.
როგორ უნდა მოვეპყროთ ნარცისებს
ვინაიდან პიროვნების ნარცისული აშლილობა იწყება ბავშვობაში, მე წასაკითხად გირჩევთ ელის მილერის წიგნს „ნიჭიერი ბავშვის დრამა“: ჯანსაღი ადამიანიც კი აღმოაჩენს მასში თავის თავს. წიგნი უფრო სწრაფად იკითხება, ვიდრე ჰაერის გამაგრილებელის ინსტრუქცია. მილერი მიიჩნევს, რომ ნარცისიზმი ჯანსაღ ჩანასახოვან ფორმაში ბავშვების უმრავლესობისათვის არის დამახასიათებელი. მათ მაგალითზე განვიხილავთ, თუ როგორ უნდა მოვეპყროთ პატარა, საკუთარ თავზე შეყვარებულ, არამზადებს, რათა მათგან არ გაიზარდოს დიდი და ძნელად განკურნებადი არამზადები.
თუ ბავშვი ავლენს საკუთარი თავით აღფრთოვანების ნიშნებს, ყველაზე უარესი, რის გაკეთებაც შეიძლება, ეს მისდამი სიყვარულის გამოვლინებაა, გამხნევება და შექება უბრალოდ ისე კი არა, არამედ რაღაცისთვის. „შენ რა, კაცი არ ხარ, არ შეგიძლია ანკესის სატყუარას ნორმალურად გადაგდება?“, „თუ არ დაიბან ყურების უკან, შენ არც ერთი გოგო არ შემოგხედავს“, „დღეს რამდენი ხუთიანი მიიღე?“ ეს და მსგავსი ფრაზები არა მხოლოდ გონებაში ჩაიჭედება, არამედ კუბოს თავსახურშიც კი. იმ კუბოს თავსახურში, რომელშიც სამუდამოდ დასამარდება მომავალი ნარცისის აგონიაში მყოფი ჭეშმარიტი „მე“. ბავშვი უბრალოდ ისე უნდა გიყვარდეს. რაც არ უნდა მოიტანოს მან სკოლიდან, თუნდაც ქლამიდოზი.
ნარცისს უნდა წინსწრებაზე ეთამაშო. თუ ბავშვს მოაქვს ნაკეთობა პლასტილინისგან ან ყვირის: „მამა, ნახე, რიდ გაკეთება შემიძლია“ და „დედა, დედა, ხელების გარეშე შემიძლია მასტურბირება!“, - ეს იმის მანიშნებელია, რომ საქმე ცუდადაა. ე.ი. მას ყურადღება დააკლდა. გახსოვთ სირცხვილის და მარადიული უკმაყოფილების გრძნობის შესახებ? თუ ნარცისს კომპლიმენტს ეტყვი მხოლოდ მაშინ, როცა თავად გათქმევინებთ, ეს მას მხოლოდ ეჭვის საბაბს მისცემს, რომ რაღაცას ისე არ აკეთებს. მე არ მაქებენ? .. იქნებ იმას არ ვაკეთებ, რაც საჭიროა? იქნებ საკმარისად ხმამაღლა არ ვყვირი ყურადღების ნაკლებობის შესახებ? იქნებ ამ სახლში შეიძლება რაღაცის აფეთქება, რომ მამამ ტელევიზორს მოაცილოს თვალი და ცოტა მაინც მეთამაშოს?.. თუ ნარცისს სათანადოდ მოვეპყრობით, მისი თვითგამოხატვის სწრაფვა შეიძლება საჭირო მიმართულებით წარიმართოს.
ნარცისს დროულად უნდა ვასწავლოთ ლაპარაკი. იმ გაგებით კი არა, როგორც, მაგალითად, „როგორ ლაპარაკობს ძროხა? მართალია: მუ-მუ“. საუბარი ეხება ემოციების არტიკულაციის უფრო რთულ პროცესს. როდესაც ესაუბრები ბავშვს - პიროვნების ნარცისული აშლილობის კანდიდატს, მის გონებაში ყოველთვის იმკვიდრებენ ადგილს სირცხვილის, წყენის, შეთქმულების თეორიები, უკმაყოფილება (საკუთარი თავით და შენით), შიში და დიდების წყურვილი. თუ ბავშვს 7-10-12 წლის ასაკში ასწავლით ამ გრძნობების თავისუფლად გამოხატვას, მხოლოდ მის სიცოცხლეს კი არ გადაარჩენთ, არამედ იმ საბრალო ქალის, რომელსაც დროთა განმავლობაში დეპრესიამდე მიიყვანს. მთავარია დაანახოთ მას, რომ ბავშვს აქვს წყენის, მრისხანების, ეჭვიანობის, დაუმორჩილებლობის უფლება. ხშირად შეახსენოთ, რომ ადამიანები ყოველთვის არ არიან კარგები. უფრო მეტიც, ისინი არ უნდა იყვნენ ასეთები. თუ ნარცისი ისწავლის, რომ არა მხოლოდ მისი მშვენიერი ანარეკლი უნდა შეიყვაროს წყალში, არამედ კეფაც და ბანჯგვლიანი ზურგიც - ეს მას გადაარჩენს. ან თუნდაც გადასწევს რამდენიმე წლით ალიმემაზინის პირველი დოზის მიღებას ...
რაც შეეხება ზრდასრულ ნარცისებს, იკითხავთ თქვენ? როგორ მოვიქცეთ საკუთარ თავზე შეყვარებული მეგობარი ქალის მიმართ? რა გაეწყობა, ჩვენ რეალურად მოგვიწევს მის წინაშე ფუსფუსი, როგორც საკუთარ თავზე ავადმყოფურად დაციკლულ ბავშვთან. ერთი განსხვავებით: ქალს, ბავშვისგან განსხვავებით, შეიძლება დროზე გაექცე. სწორედ ამის გაკეთებას შენც გირჩევ, თუ ეჭვი გაგიჩნდა, რომ ჭეშმარიტ ნარცისს გადაეყარე. ხუმრობის გარეშე.
====
ო. კერნბერგი. სასიყვარულო ურთიერთობები: ნორმა და პათოლოგია
ნარცისიზმი
წყვილში ნარცისულ ფსიქოპათოლოგიას მრავალი ვარიაცია აქვს. ერთი წყვილი შეგნებულად ცდილობს სხვა ადამიანთა თვალში შეინარჩუნოს მათი ურთიერთობების არარეალური სახე და წარმოაჩინოს ის, როგორც სრული ურთიერთკმაყოფილების სურათი. მეორე წყვილი გაუცნობიერებლად დებს უსიტყვო შეთანხმებას, რომლის თანახმად, ერთი პარტნიორი უმოწყალო ექსპლუატაციას უწევს მეორეს. ფსიქოანალიტიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ ტიპიური ნარცისული პარტნიორის მაზოხისტურთან კავშირის შემთხვევაში არ არის აუცილებელი, რომ მათი ქცევა ზუსტად შეესაბამებოდეს თითოეული მათგანის პათოლოგიის ხასიათს. ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ პარტნიორის გაუცნობიერებელი იდენტიფიკაცია საკუთარ დისოცირებულ და პროეცირებულ ასპექტებთან კომპლემენტარული როლების ორმხრივ ინდუქციასთან შეთავსებით და პროექციული იდენტიფიკაციის გზის გამოყენებით, ხშირად იწვევს წყვილში როლების ისეთ გადანაწილებას, რომელიც ტოვებს ყალბ შთაბეჭდილებას თითოეული პარტნიორის ფსიქოპათოლოგიის შესახებ.
მაგალითად, ქმრის მიერ ცოლის მოურიდებელმა ეგოცენტრულმა ექსპლუატაციამ შეიძლება გამოხატოს მისი სერიოზული ნარცისული ფსიქოპათოლოგია და სურვილი გახდეს თავისი ცოლის მსხვერპლი. მაგრამ წყვილის ცნობიერი და არაცნობიერი ურთიერთქმედების კვლევამ შეიძლება გამოავლინოს, რომ ქალი არაცნობიერად ახდენს მამაკაცის პროვოცირებას და ახროციელებს მასზე საკუთარი სადისტური სუპერეგოს პროეცირებას. საკუთარი ვალდებულებების სიღრმე და მათდამი ერთგულება, რომელიც ახასიათებს ქმარს სხვებთან ურთიერთობაში, უფრო მეტად მეტყველებს ინფანტილიზმის, ვიდრე ნარცისული პათოლოგიის სასარგებლოდ. აქედან გამომდინარე, ჩვენ საქმე ორ პრობლემასთან გვაქვს: ერთი ან ორივე პარტნიორის ნარცისულ ფსიქოპათოლოგიასთან და პირადი ასპექტების „ურთიერთგაცვლასთან“, შედეგად წყვილს უყალიბდება პათოლოგიური ურთიერთობები, რომლებიც არ შეესაბამება თითოეული პარტნიორის ინდივიდუალურ პათოლოგიას.
ნარცისული სასიყვარულო ურთიერთობების დამახასიათებელი ნიშნები
ნარცისულ პიროვნებათა სასიყვარულო ურთიერთობების ფსიქოანალიტიკური კვლევის დაწყება შეიძლება იმ წყვილების შედარებით, რომელთაგან ერთ ან ორივე პარტნიორს შეენიშნება ნარცისული პიროვნული აშლილობა, და იმ წყვილების, რომლებსაც ასეთი სიმპტომები არ შეენიშნებათ. არაპათოლოგიური ნარცისიზმის მქონე ადამიანს შეუძლია შეყვარება და ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობების შენარჩუნება დიდი ხნის განმავლობაში. ნარცისიზმის ყველაზე მძიმე შემთხვევაში ინდივიდს შეყვარება არ შეუძლია. ეს პათოლოგიური ნარცისიზმის პათოგნომონიური სიმპტომებია. ნარცისული პირობნებაც კი, რომელსაც შეუძლია სიყვარულის განცდა მოკლე დროის განმავლობაში, მნიშვნელოვნად განსხვავდება ინდივიდებისგან, რომლებსაც გააჩნიათ შეყვარების ნორმალური უნარი.
თუ ნარცისული ინდივიდი შეყვარებულია, მისი სიყვარულის ობიექტის იდეალიზაცია შეიძლება ფოკუსირებული იყოს ფიზიკურ სილამაზეზე, როგორც აღფრთოვანების საგანზე, ძალაუფლებაზე, სიმდიდრეზე, დიდებაზე, რომლებიც აღფრთოვანების ღირსია და ქვეცნობიერად ინკორპორირებულია ატრიბუტების საკუთარ მე-ში.
ყველა სასიყვარულო ურთიერთობისთვის დამახასიათებელი ოედიპოსის რეზონანსი, აიძულებს ნარცისულ პიროვნებას წარსულთან დაკავშირებული ღრმა ფრუსტრაციისა და წყენის შედეგად ქვეცნობიერად დაამყაროს ურთიერთობები, რომელსაც, სიყვარულზე არანაკლებად, აგრესია აკონტროლებს წარსული ურთიერთობების ღრმა იმედგაცრუებისა და აღშფოთებიდან გამომდინარე. ეს წარსული მაგიურად უნდა იყოს დაძლეული ფანტაზიაში ახალი ობიექტისგან მიღებული სექსუალური დაკმაყოფილებით. ოედიპოსის მეტოქეობა, ეჭვიანობა და დაუცველობა დაკავშირებულია პრეოდისეულ აგრესიასთან, რომელიც ოედიპოსის სფეროშია გადახრილი. ნარცისული პაციენტები ავლენენ პროეცირებული აგრესიით განპირობებულ გაუცნობიერებელ შიშს სიყვარულის ობიექტის მიმართ; გარდა ამისა მათ ახასიათებს შინაგანი თავისუფლების გასაოცარი უკმარისობა, რომელიც სხვა ადამიანით დაინტერესების საშუალებას მისცემდა. მათი სექსუალური აღგზნება იმყოფება სხვა სქესის მიმართ გაუცნობიერებელი შურის, ადრეული დაკმაყოფილების გამაღიზიანებელი უარით გამოწვეული ღრმა წყენის, სიხარბისა და გაუმაძღრობის ძალაუფლების ქვეშ; მას ასაზრდოებს იმედი მიითვისოს ის, რაზეც მან ადრე უარი მიიღო, რათა საბოლოოდ განთავისუფლდეს მისდამი ამ მტანჯველი სურვილისგან.
ნარცისული პარტნიორის ცხოვრება იზოლაციაში მიმდინარეობს. სხვაზე დამოკიდებულების პერსპექტივა შიშს იწვევს, რადგან ერთდროულად განაპირობებს შურისა და მადლიერების აღიარებას დამოკიდებულების გამო; შესაბამისად, დამოკიდებულებას ჩაანაცვლებს სამართლიანობის გრძნობით გამსჭვალული მომთხოვნელობა ან ფრუსტრაციის განცდა, როდესაც მოთხოვნები არ კმაყოფილდება. წყენა მატულოებს და მყარდება, ასე რომ ძნელია მისი გადაფარვა სიახლოვის მომენტებით; უფრო ადვილი მისი გადაჭრაა განცდების განსხვავებული ასპექტების ერთმანეთისგან გამოყოფის გზით, და სულიერი სიმშვიდის შენარჩუნება ურთიერთობების ფრაგმენტაციის ხარჯზე. ყველაზე უარესი სცენარის შედეგად ჩნდება თავისუფლების შეზღუდვის და სხვის მხრიდან დევნის სულის შემხუთველი განცდა. მე-ს არაღიარებული და მიუღებელი ასპექტები პროეცირდება პარტნიორზე მე-ს იდეალის შენარჩუნებისთვის. პარტნიორის გაუცნობიერებელი პროვოცირება მოიქცეს მასზე პროეცირებული მე-ს ასპექტების თანახმად, პოულობს შესატყვისობას მასზე თავდასხმასა და მის უარყოფაში, მით უმეტეს, რომ ის ასეთი დამახინჯებული გზით აღიქმება.
სხვა ადამიანთა აღფრთოვანების გამომწვევი თვისებების სიმბოლური ინკორპორირება ხშირად ნარცისული კმაყოფილების გრძნობის (gratification) წყაროს წარმოადგენს: ნარცისულ ქალს, რომელიც ცოლად გაჰყვა საზოგადოებაში პატივსაცემ პიროვნებას, შეუძლია მუდმივად გარემოცული იყოს მისი დიდების შარავანდედით, განსაკუთრებით, როდესაც ისინი საზოგადოებაში იმყოფებიან. თუმცა, მყუდრო გარემოში, ეს ხელს არ შეუშლის მას იგრძნოს აუტანელი მოწყენილობა იმ გაუცნობიერებელ კონფლიქტებთან ერთად, რომელიც შურით არის გამოწვეული. საერთო ღირებულებების ნაკლებობა ხელს უშლის ახალ ინტერესთა სფეროს აღმოჩენას, რომელიც შეიძლებოდა სამყაროზე ან სხვა ურთიერთობებზე ახალი ხედვის წყარო გამხდარიყო. ერთმანეთის მიმართ ცნობისმოყვარეობის არარსებობა და სათანადო სიტუაცია, როდესაც თითოეულის უშუალო ქცევამ, პირველ რიგში, უნდა საპასუხო რეაქცია გამოიწვიოს და არ უნდა იყოს აღქმული, როგორც სხვა ადამიანის შიდა რეალობის მიმართ ინტერესის გამოხატულება, ნარცისიზმის ცენტრალურ პრობლემას წარმოადგენს. ეს იდენტურობის ღრმა დიფუზიით და სხვის მიმართ ღრმა ემპათიის უნარის ნაკლებობით არის გამოწვეული, რაც გზას უკეტავს სხვა ადამიანის ცხოვრების გააზრებას. დაკმაყოფილების წყაროები აშკარად არასაკმარისია, რის შედეგადაც დომინანტურ პოზიციას იკავებს მოწყენილობა, ქრონიკული ფრუსტრაცია და ურთიერთობების, როგორც ციხეში ყოფნის, განცდა, შეუძლებელი ხდება განვითარებადი რისხვის კონტეინერება. ამას ემატება წარსულში გაუცნობიერებული კონფლიქტების გარდაუვალი გააქტიურება, ასევე ფრუსტრაციის და აგრესიის გამოვლენა წყვილის ინტიმურ ურთიერთობებში. სექსუალურ სფეროში სხვის მიმართ გაუცნობიერებელი შური განსაკუთრებით დრამატულად ახდენს სხვა ადამიანის სხეულის ტრანსფორმირებას, აუფასურებს მას, სექსუალურ კმაყოფილებას გარდაქმნას ოკუპაციის წარმატების განცდასა და სხვის ინკორპორირებაში, ანადგურებს ობიექტთა მდიდარ პრიმიტიულ ურთიერთობებს, რომლებიც აქტიურდება ნორმალურ პოლიმორფულ პერვერზიულ სექსუალობაში, და მოწყენილობაში გამოიხატება.
შეიძლება გაჩნდეს კითხვა, ნამდვილად შეუძლია თუ არა ნარცისულ პიროვნებას მხოლოდ საკუთარი თავის სიყვარული. ჩემი აზრით (1984), დილემა იმაში კი არ არის, ხდება თუ არა ინვესტირება მე-სა ან ობიექტ-რეპრეზენტაციაში, ან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მე-რეპრეზენტაციაში, როგორც ობიექტ-რეპრეზენტაციისათვის საპირისპიროში. საქმე იმაშია, თუ რა სახის მე-ს ინვესტირება ხდება - „სიყვარულის კონტროლის ქვეშ“ მყოფი სიყვარულის და სიძულვილის ინტეგრირების უნარის თუ პათოლოგიური გრანდიოზული მე-ს. როდესაც ი. ლაპლანში (1976) კომენტარებს უკეთებდა ნარცისიზმის შესახებ ფროიდის ესსეს (1914), იგი აღნიშნავდა, რომ ანალიტიკური და ნარცისული სიყვარული ობიექტთა ურთიერთობებს გულისხმობს. და, როგორც ვან დერ ვაალსმა (1965) აღნიშნა, საქმე იმაში კი არ არის, რომ „ნარცისს“მხოლოდ საკუთარი თავი უყვარს და სხვა არავინ, არამედ იმაში, რომ მას ისევე ნაკლებად უყვარს მისი თავი, როგორც სხვა.
განვიხილოთ ჩვეულებრივი სასიყვარულო ურთიერთობების ნარცისული და ობიექტურად ორიენტირებული ასპექტების ურთიერთმოქმედება. შევეცადოთ დავადგინოთ: სტაბილურ რომანტიკულ ურთიერთობებში როგორ არის დაკავშირებული მე-ს დაკმაყოფილება სხვისგან მიღებულ სიამოვნებასთან და მის წინაშე შინაგან ვალდებულებებთან? ვინაიდან ჩვენს მიერ შერჩეული პარტნიორი ასახავს ჩვენს იდეალს, ჩვენს ტრფიალებას და სიყვარულს აშკარა „ნარცისული“ ელფერი ექნება. და რადგან ადგილი აქვს გაცნობიერებულ და გაუცნობიერებულ სურვილს საკუთარ თავს დამატებით შევმატოთ აღფრთოვანების და კმაყოფილების განცდა იმის გამო, რომ სხვამ მიიღო და იღებს სიამოვნებას იმით, რაც ჩვენშია და რაც ჩვენთვის საკუთარ თავში მიუღებელი აღმოჩნდა, რადგან ჩვენ შევძელით საკუთარი სქესის შეზღუდვების გადალახვა პარტნიორთან „ბისექსუალურ“ ერთობაში, - ეს დამატება „ნარცისულ“ მიზნებს ემსახურება. ამავე დროს, რადგან სხვა უზრუნველყოფს როგორც მიდრეკილებების მოთხოვნილებების, ასევე ოედიპისეული მიდრეკილებების დაკმაყოფილებას, და მადლიერებას გამოხატავს იმის გამო, რასაც თავად იღებს, სასიყვერულო ურთიერთობები, უდავოდ, „ობიექტზეა ორიენტირებული“. მათ აქვთ ალტრუისტური თვისებები, რომლებიც სხვადასხვა გზით აერთიანებენ ეგოცენტრიზმს და თავგანწირვას, ერთმანეთისადმი ერთგულებასა და თვითდაკმაყოფილებას. შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ ნორმალური ნარცისიზმი და ობიექტური ორიენტაცია ერთმანეთს ავსებს.
რაც შეეხება კლინიკურ პრაქტიკას, ის, რაც მე ვთქვი, გულისხმობს ქცევის პატერნის ცალკე განვილვის აუცილებლობას, რომელშიც მოხდა წყვილში ურთიერთობების სტაბილიზირება ან „დაკონსერვება“, ასევე თითოეული პარტნიორის პიროვნების სტრუქტურის განხილვის აუცილებლობა. ერთ-ერთი პარტნიორის ნარცისული პიროვნული აშლილობა, რა თქმა უნდა, თავის კვალს ტოვებს ურთიერთობებზე, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ღრმა და ხანგრძლივი ოჯახური კონფლიქტის მოგვარება მოითხოვს ერთი ან ორივე პარტნიორის პიროვნების სტრუქტურის მოდიფიკაციას. უფრო ხშირად, პათოლოგიური ურთიერთმოქმედების მოგვარება ფსიქოანალიზისა და ფსიქოთერაპიის გზით (ანუ ცალკე ყოფნა და განქორწინება) ავლენს, თუ რამდენად იყო ის, რასაც ნარცისული პათოლოგიის სახე ჰქონდა ერთ ან ორივე პარტნიორში, გაუცნობიერებული, ერთმანეთთან ჩუმი შეთანხმების შედეგი სხვადასხვა კონფლიქტების შედეგად წარმოქმნილი ექსპლუატაციასა და აგრესიის გამოხატვაზე.
ორი შემთხვევა კლინიკური პრაქტიკიდან
პირველ შემთხვევაში საქმე ეხება მკაფიოდ არ გამოხატულ, მაგრამ პერმანენტულ კონფლიქტს ცოლ-ქმარს შორის, სადაც ქმარს, ერთი შეხედვით, ნარცისული, მაგრამ სინამდვილეში ობსესიურ-კომპულსური პიროვნული სტრუქტურა აქვს, ხოლო ცოლს დეპრესიულ-მაზოხისტური პიროვნულ ნიშნები. ქმარი ტოვებდა ცივი ადამიანის შთაბეჭდილებას, რომელიც დისტანცირებული და გულგრილი იყო მეუღლის მოთხოვნილებების მიმართ, ცოლი კი უსიტყვოდ იტანჯებოდა მისი გადაჭარბებული მოლოდინებისგან. ქმარი იყო ჰიპერმზრუნველი დედის შვილი, რომლის წუხილი წესრიგის, ინფექციების და ფიზიკური დაავადებების საშიშროების გამო მისი ბავშვობის წლების დომინანტურ ფაქტორს წარმოადგენდა, ხოლო მისმა მამამ - გულკეთილმა ადამიანმა, მართვის სადავეები ცოლს ჩააბარა. თავად პაციენტს განსაკუთრებით იზიდავდა მისი ცოლის თბილი და მშვიდი ხასიათი, ხოლო მისი ქმედებების გარკვეული მოუწესრიგებლობა ართობდა და ამშვიდებდა მას. მისი ცოლი იყო ძალაუფლების მოყვარული, მაგრამ მოუწესრიგებელი და უყურადღებო დედის შვილი, მამა კი - თბილი ადამიანი, ხშირად არ იმყოფებოდა სახლში. ქალზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ფაქტმა, თუ რაოდენ დიდ ყურადღებას უთმობდა მისი ქმარი წესრიგის და სისუფთავის დაცვას. მაგრამ ქორწინებიდან რამდენიმე წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მისი ქმრის წესრიგის და სისუფთავის აკვიატებული მოთხოვნა იზრდებოა მისი ცოლის დაუდევრობის პარალელურად. ქალი ადანაშაულებდა მეუღლეს იმაში, რომ ის აიძულებდა სხვადასხვა საქმის გაკეთებას, თავად კი უგულებელყოფდა საკუთარ მოვალეობებს, თავის მხრივ, ქმარი ადანაშაულებდა მას დაუდევრობის გამო საოჯახო საქმის შესრულებისას.
დროთა განმავლობაში კონფრონტაცია შეწყდა, რადგან ქმარი „დანებდა“. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ დანებდა, ის ამით გაუცნობიერებლად უწყობდა ხელს მეუღლის დაუდევრობას. თანდათანობით მან მოახერხა თავისი ინტერესების და პირადი ნივთების იზოლირება ცოლისგან და საკუთარ თავში ჩაიკეტა, ხოლო ცოლს აღიქვამდა, როგორც მისდამი გულგრილ და უყურადღებო ადამიანს. ამავე დროს ის განიცდიდა დანაშაულის გრძნობას იმის გამო, რომ ყურადღებას აღარ აქცევდა მას. მოგვიანებით, ფსიქოანალიტიკური თერაპიის პროცესში გაირკვა, რომ ქმარი ნაწყენია ცოლზე, როგორც გულგრილ დედაზე. ამავე დროს ის გაუცნობიერებლად აიგივებდა თავს საკუთარ მამასთან, რომელმაც თავის ცოლს სახლის მართვის სადავეები ჩააბარა. შედეგად, მან შეზღუდა მისი გავლენის და დაკმაყოფილების შესაძლებლობა იმ მხრივ, რაც შეიძლება ყოფილიყო წარმოჩენილი, როგორც დამაკმაყოფილებელი ქორწინება. მისი ცოლი, თავის მხრივ, სულ უფრო მეტად აღიქვამდა მას, როგორც ცივ, გულგრილ და მხოლოდ საკუთარი პერსონით დაინტერესებულ ადამიანს, თავისი თავი მიაჩნდა ტრადიციული და პატრიარქალური მეუღლის მსხვერპლად.
ინდივიდუალური ფსიქოანალიტიკური თერაპიის და ცოლ-ქმრის კონფლიქტის კვლევის დროს, რომელსაც ხანმოკლე ფსიქოანალიტიკური თერაპიის ფარგლებში პარალელურად ატარებდა სხვა თერაპევტი, მათი გაუცნობიერებული შეთანხმება აშკარად გამოიკვეთა. ხსენებული ფარული შეთანხმების გააზრების შედეგად მოკლე დროში აღმოიფხვრა ის, რაც თავდაპირველად გამოიყურებოდა, როგორც ქმრის მძიმე ნარცისული გადახრა და მისი მეუღლის გამოხატული მაზოხისტური ნიშნები.
მეორე შემთხვევაში საქმე ეხებოდა მძიმე ნარცისული პათოლოგიის მქონე მამაკაცის ფსიქოანალიტიკურ თერაპიას, რომელმაც მომმართა იმის გამო, რომ ვერ ინარჩუნებდა, როგორც ემოციურად, ასევე სექსუალურად, ურთიერთობებს ქალებთან, რომლებიც აკმაყოფილებდნენ მას. ბ-ნი ლ. ორმოცი წლის წარმატებული არქიტექტორია. უკვე სამჯერ იყო დაქორწინებული და განქორწინებული, ყოფილ ცოლებს იხსენებდა, როგორც ერთგულ, მიმზიდველ და ჭკვიან ქალებს. უნდა ითქვას, რომ სამივე ქალბატონთან ქორწინებამდე მას ჰქონდა კარგი სექსუალური ურთიერთობები. დაქორწინების შემდეგ ის მთლიანად კარგავდა მათ მიმართ სექსუალურ ინტერესს. მათი ურთიერთობა უფრო და-ძმის ურთიერთობებს ჰგავდა, რაც მიუღებელი იყო ორივე პარტნიორისთვის და, საბოლოო ჯამში, განქორწინებით მთავრდებოდა. ბატონ ლ.-ს არ უნდოდა ბავშვები; მას ეშინოდა, რომ ისინი შეცვლიდნენ მისი ცხოვრების სტილს და შეზღუდავდნენ მის თავისუფლებას.
ბატონი ლ.-ს პროფესიული სტატუსისა და ადმინისტრაციული უნარ-ჩვევების წყალობით, მას ბევრი თავისუფალი დრო რჩებოდა. აქედან გამომდინარე, მას ჰქონდა შესაძლებლობა უსასრულოდ ეძებნა ქალებთან ურთიერთობა ახალი გამოცდილების მისაღებად. ეს გამოცდილება ორგვარი იყო: სექსუალური გამოცდილება, რომელსაც იღებდა ინტენსიური, მაგრამ ხანმოკლე ურთიერთობების დროს, რადგან მალევე კარგავდა ინტერესს პარტნიორისადმი, და პლატონური ან უმეტესად პლატონური ურთიერთობები, როდესაც ქალბატონს ეკისრებოდა სანდო პირის, მრჩევლის ან მეგობრის ფუნქცია.
თერაპიის ადრეულ ეტაპზე, მრავალი თვის განმავლობაში, წინა პლანზე რჩებოდა გადატანის დამოკიდებულების გაღრმავებისგან ბ-ნი ლ.-ს ძლიერი დაცვა, რომელიც მხოლოდ თანდათან გამოიკვეთა, როგორც დაცვა ანალიტიკოსის, როგორც დაოჯახებული მამაკაცის, მიმართ განცდილი გაუცნობიერებელი შურისგან, რომელსაც შეეძლო მიეღო სიამოვნება ემოციურად და სექსუალურად დამაკმაყოფილებელი ურთიერთობებისგან. სესიების დროს ბ-ნი ლ. მუდმივად დასცინოდა თავის მრავალი წლის წინ დაოჯახებულ მეგობრებს და მათ ახირებულ მცდელობებს დაერწმუნებინათ ის, რომ ქორწინებას ბედნიერება მოაქვს. ის კმაყოფილებით მიყვებოდა ყველა მისი სექსუალური გმირობის შესახებ, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ ისევ მისცემოდა სასოწარკვეთას იმის გამო, რომ ვერ ინარჩუნებდა სექსუალურ ურთიერთობებს ქალთან, რომელიც მისთვის ემოციურად მნიშვნელოვანი იყო. ასეთ მომენტებში მას შეეძლო თერაპიის შეწყვეტა, რადგან ვერ დაეხმარა ამ პრობლემის მოგვარებაში. თანდათან მან გააცნობიერა, რომ, ერთის მხრივ, მას სურდა, რომ მე არ შემქმნოდა მსგავსი პრობლემა, ხოლო, მეორეს მხრივ, ჩემი, როგორც მეუღლის, კარგი ურთიერთობები, მასში იწვევდა არასრულფასოვნებისა და დამცირების განცდას. შემდეგ ის უკვე უფრო მშვიდად აღიქვამდა ჩემს მიმართ შურის გაცნობიერებულ განცდას.
ჩემს მიმართ შურის თანდათანობით მზარდმა მიღებამ ჩემდამი მისი დამოკიდებულება დაუახლოვა მისი მეგობარი მამაკაცებისადმი, „ჭეშმარიტად კაცური“, პატიოსანი და ერთგული ადამიანებისადმი დამოკიდებულებას, რომლებისთვის მიუღებელი იყო იდეა, რომელიც ქალებთან ურთიერთობებს დაედო საფუძვლად: ქალები სექსისთვის უნდა გამოიყენო და შემდეგ სწრაფად განშორდე მათ, რადგან სხვაგვარად ისინი თქვენს ექსპლუატირებას და გაკონტროლებას შეეცდებიან. ჰომოსექსუალური ფანტაზიები გადატანაში ასახავდნენ მის განცდას, რომ ნდობა მხოლოდ მამაკაცებისა შეიძლება. გაჩნდა აგრესიული და ექსპლოატატორი ქალის სახე. უფრო მოგვიანებით საკუთარი თავის ჩემთან შედარების ტენდენციამ ფანტაზიის ფორმები მიიღო, რომ მე მყავს შვილები, რომ მათთვის მე მზრუნველი მამა ვარ, ხოლო მას შეიძლება ელოდებოდეს საშიშროება, რომ არასდროს ეყოლება შვილები.
პირველად თერაპიის განმავლობაში მან დაიწყო მისი წარსული ცხოვრების ელემენტების ემოციური განცდა. ეს იყო მოგონებები მშობლების შესახებ, რომლებიც მუდმივად ებრძოდნენ ერთმანეთს. ეს იყო მისი განცდები მათი ერთმანეთის მიმართ გამოხატული მუდმივი ეჭვიანი დამოკიდებულების გამო. ეს იყო მისი მრავალრიცხოვანი და უშედეგო მცდელობები მათ შორის შუამავლის როლი შეესრულებინა. ბ-ნი ლ.-ს ორივე დამ მშობლებთან ურთიერთობა შეწყვიტა. მან მარტო გააგრძელა მათზე ზრუნვა, ცდილობდა გადაეწყვიტა მათი ჩხუბი, ერთვებოდა მათ გააფთრებულ სიტყვიერ შეხლა-შემოხლასა და ერთმანეთის მიმართ ბრალდებებში.
ბ-ნი ლ.-ს მონაყოლი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს მის მშობლებს, თუნდაც ერთ-ერთს მაინც, არასოდეს არც კი უფიქრია მის მიმართ ინტერესი გამოემჟღავნა. მისი თავდაპირველი უდარდელი პოზიცია და ადამიანების გაუფასურების მცდელობა, რომლებიც, მისი აზრით, მხოლოდ ფუჭი „ფსიქოლოგიური ყბედობით“ იყვნენ დაკავებულნი, შეცვალა გაცნობიერებამ იმისა, რომ მისი ბავშვური და ახალგაზრდული ფრუსტრაცია გამოწვეული იყო ყურადღებისა და პატივისცემის ნაკლებობით. აშკარა გახდა, რომ მას გაუჩნდა ეჭვი, თითქოს მე მქონდა სურვილი, რომ ის დაქორწინებულიყო და ამ გზით გამოეხატა ჩემი, როგორც თერაპევტის, უპირატესობა. მას არასდროს სჯეროდა, რომ თერაპიის მიზანი იყო მისთვის დახმარების გაწევა, რათა მას შეძლებოდა საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება.
ამ კონტექსტიდან გამომდინარე მოვლენები ასე განვითარდა: ბატონი ლ. ძალიან დაინტერესდა ახალგაზრდა ქალით - არქიტექტორით, რომლის საქციელი იწვევდა ირონიულ კომენტარებს პროფესიულ წრეებში. თუმცა, ბ-ნმა ლ.-მ მასთან სექსუალური ურთიერთობები დაამყარა, რომლებიც მეტად დამაკმაყოფილებლად მიაჩნდა. იგი აღწერდა ქალბატონ ფ.-ს, როგორც აგრესიულს, თავნებას, ცვალებადს მოლოდინებსა და მოთხოვნებში, რომელიც იმდენად ღიად უწევდა კონტროლს და მანიპულირებდა მისით, რომ ბატონი ლ. დარწმუნებულიყო იყო: ქალი არ ცდილობდა მის ექსპლუატაციას. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ქალბატონ მ.-ს ქცევა მის მიმართ წარმოუდგენლად დაემსგავსა ბატონი ლ.-ს დედის პოზიციას წარსულში. ბატონი ლ. ამტკიცებდა, რომ მას არ უყვარდა ქალბატონი ფ., და ღიად უთხრა მას, რომ მის მიმართ არაფერს გრძნობდა, გარდა მათი სექსუალური ურთიერთობების უკიდურესი კმაყოფილებისა. ქალბატონ მ.-ს გულგრილობამ ამ განცხადების მიმართ ჩემში (მაგრამ არა ბატონ ლ.-ში) გამოიწვია კითხვა: ხომ არ არის ქალბატონი მაზოხისტი ან უბრალოდ ანგარებიანი? გადატანაში ჩემი ინტერპრეტაციის მცდელობამ ბატონი ლ.-ს შესაძლო თავდაცვის თემაზე ანალოგიური შეშფოთების გამო ქალბატონ ფ.-სთან დაკავშირებით, მისცა მას თანდათანობით გაცნობიერების საშუალება იმისა, თუ რამდენად დიდ სიამოვნებას იღებს ის ქალბატონ ფ.-სთან სადისტური ურთიერთობებით, რომლისთვის ეს მისაღები აღმოჩნდა. ბატონმა ლ.-მ ასევე აღიარა: განცდა, რომ ის მთლიანად აკონტროლებს მათ ურთიერთობებს, დიდ აგზნებას იწვევს მასში, მაშინაც კი, თუ ქალი ცდილობს მის მანიპულირებას.
შემდეგ თერაპიაში ახალი თემა გაჩნდა - ბატონი ლ.-ს ფანტაზიები იმის შესახებ, რომ თუ მას მართლაც გაუჩნდება დაქორწინების და საკუთარი შვილების ყოლის სურვილი, ეს იქნება მისი სიბერის და სიკვდილის დასაწყისი. რომ მხოლოდ პლეიბოის ცხოვრების წესი - უდარდელი სექსი და პასუხისმგებლობის თავიდან არიდება - არის მარადიული ახალგაზრდობის გარანტია. ახლა ანალიტიკური კვლევის საგანი მისი ახალგაზრდული იმიჯი გახდა, რომელიც მან სესიაზე წარმოადგინა (ჩაცმის და ქცევის გადამეტებული და თითქმის შეუსაბამო ახალგაზრდული ფორმა); იგი განისაზღვრა, როგორც დაცვის მცდელობა სიკვდილისთვის განწირულის განცდებისგან, რაც დაკავშირებული იყო მის წარმოდგენასთან ასაკთან დაკავშირებით. როგორც ცხადყო ერთმანეთთან დაკავშირებულ სიზმართა სერიამ, მას თანდათანობით ჩამოუყალიბდა ფანტაზია, რომ მას შეეძლო ჰყოლოდა შვილები სხვაზე გათხოვილი ქალებისგან, ან მათთან, ვინც მასთან განქორწინების შემდეგ მისცემდა ეპიზოდური კონტაქტის საშუალებას ბავშვებთან.
შემდეგ ჩვენ დრო დავუთმეთ მისი შიშის შესწავლას, ერთის მხრივ, აგრესიული, ფრუსტრირებული, დომინანტური და მანიპულაციური ქალების წინაშე, და მეორე მხრივ, იმის გამო, რომ მას არ შეეძლო მის იზოლირებულ და დისტანცირებულ მამაზე უკეთესი გამხდარიყო, რომელიც ცოლის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა (ამ განცდას თან ახლდა სასოწარკვეთა, რომ მას არ შეეძლო ჩემთვის კონკურენციის გაწევა, რადგან მის თვალში მე ვიყავი მამის მიუწვდომელი იდეალიზებული ვერსია). მოულოდნელად ბატონმა ლ.-მ გადავწყვიტა ქალბატონ ფ.-ზე დაქორწინება. ქორწინებიდან ცოტა ხნის შემდეგ ქალი დაორსულდა. მათი ურთიერთობები კვლავ აფორიაქებული და ქაოტური დარჩა, მაგრამ ახლა, პირველად ცხოვრებაში, ბატონი ლ. მთლიანად იყო ჩართული ურთიერთობებში იმის გარეშე, სხვა ქალებთან სექსუალური ურთიერთობების მოტივაცია გასჩენოდა. ის თავად იყო გაოცებული მოვლენების ასეთი განვითარებით და რეტროსპექტივაში მან გააცნობიერება, რომ მისი ერთ-ერთი ფანტაზია იყო კიდევ ერთხელ განეცადა უიღბლო და წარუმატებელი ქორწინება, რომელსაც შემდეგ წარმომიდგენდა, როგორც ჩვენი ანალიტიკური მუშაობის უშედეგობის, ასევე ჩემი, როგორც ოედიპოსის მამის, წარუმატებლობის დასაბუთებას. თუმცა, ამავდროულად, მისი მტკიცე გადაწყვეტილება ჰყოლოდა ბავშვი, ატარებს ოედიპოსის კონკურენციის ხასიათს, თუმცა იმ ქორწინების კონტექსტში, რომელიც მშობლების ქორწინებას ჰგავდა.
რაც შეეხება მეუღლესთან ურთიერთობას, ყველაზე მეტად ის იყო განსაცვიფრებელი, რომ თუ თავდაპირველად ცოლის მიმართ იგი ქედმაღლურად იქცეოდა, ახლა, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ემორჩილებოდა მას, თუმცა ეჭვობდა, რომ ცოლს განქორწინება სურდა მასთან მისი ქონების ნაწილზე კონტროლის მიზნით. თავად ბატონი ლ.-ც გაოცებული იყო, რომ იგი, ადრე დამოუკიდებელი, მხიარული და წარმატებული პლეიბოი, ახლა აღმოჩნდა იმ ქალის ხელში, რომელსაც მისი მეგობრები მიიჩნევდნენ აგრესიულად და ინფანტილურად. ანუ ბატონმა ლ.-მ აღადგინა მშობლებს შორის არსებული ურთიერთობები და სექსუალური პრომისკუიტეტი ჩაანაცვლა სადომაზოხისტური ურთიერთობებით, რომელიც დარჩა სექსუალურად დამაკმაყოფილებელი და ემოციურად გაჯერებული.
ანალიტიკურ სესიებზე ბატონმა ლ.-მ გამოხატა ამ ცვლილებებით გამოწვეული გაოცება და თანდათანობით მივიდა იმის გააზრებამდე, რომ ცოლის გრძნობებში დარწმუნებული რომ ყოფილიყო, ის მზად იქნებოდა დანდობოდა მას და მისთვის მთელი თავისი ცხოვრება მიეძღვნა. ოედიპოსის დანაშაული (რაც დაკავშირებულია ქალთან უფრო დამაკმაყოფილებელი ურთიერთობების დამყარებაში, ვიდრე ეს მისმა მშობლებმა შეძლეს) ადრეული სადისტური იმპულსების გამო ბრალთან ერთად ფრუსტრირებული და მიუკარებელი დედის მიმართ, გახდა ანალიტიკური სესიების მთავარი თემა.
ყველაფერი ისე გამოიყურებოდა, თითქოს მისი ყოვლისშემძლე კონტროლი, რომელიც ქალების მიმართ მის ქცევაში გამოიხატებოდა, მისი ცოლისთვის იყო დელეგირებული და ის უკან უბრუნებდა, ხოლო მისმა ნარცისულმა იზოლაციამ ადგილი დაუთმო რეგრესიას, რომელიც გამოიხატებოდა უკმაყოფილო ბავშვურ დამოკიდებულებაში. მბრძანებლობითი ტენდენციები მისი ცოლის ქცევაში ქორწინებამდეც შეიმჩნეოდა, ახლა კი უზომოდ გაიზარდა, რასაც არაცნობიერად ამწვავებდა ბატონი ლ.-ს პროვოკაციული ქცევა - მის ცოლში მისი დედის ინდუცირება პროექციული იდენტიფიკაციის გზით. რეგრესიის უფრო ღრმა დონემდე გადაადგილების საგულდაგულო დამუშავებამ, სადაც ის მე აღმიქვამდა, როგორც ძლიერ, მუქარის გამომხატველ, სადისტურ ოედიპოსის მამას, საბოლოო ჯამში მისცა მას ცოლისადმი მაზოხისტური დამორჩილების გადალახვის საშუალება, როდესაც ის უკვე აღარ განიცდიდა შიშს იმის გამო, რომ უნდა ამტკიცოს, რომ ზრდასრული და ჩამოყალიბებული მამაკაცია. შედეგად, მან შეძლო ურთიერთობების ნორმალიზება, და მათმა სადომაზოხისტურმა ურთიერთქმედების პატერნებმა თანდათანობით დაკარგეს თავისი მნიშვნელობა: მან შეძლო სექსუალური და ნაზი გრძნობების შეთავსება სტაბილურ ცოლ-ქმრულ ურთიერთობებში.
ნარცისული პათოლოგიის დინამიკა
განსაკუთრებით ხშირად ნარცისული პიროვნება თავად უმკლავდება პათოლოგიურ გრანდიოზულ „მე“-ს, ამავე დროს პროეცირებს „მე“-ს გაუფასურებულ ნაწილს პარტნიორზე, რომლის უსაზღვრო აღფრთოვანება ადასტურებს ამ გრანდიოზულ „მე“-ს. უფრო იშვიათად ნარცისული პიროვნება პროეცირებს პათოლოგიურ გრანდიოზულ „მე“-ს პარტნიორზე, ავლენს ურთიერთობებს ამ გრანდიოზულ „მე“-სა და პროეცირებულ ანარეკლს შორის. პარტნიორი ასეთ შემთხვევებში მხოლოდ საშუალებაა „მე“-ს ასპექტებს შორის ურთიერთობების გამოსახატად. ტიპიურ შემთხვევებში იდეალიზებული პარტნიორი და მისი „დანამატი“, ან ამ იდეალური ობიექტის სატელიტი, შეადგენენ წყვილს ან ქმნიან გაუცნობიერებელ „ანარეკლს“, რომელშიც თითოეული პარტნიორი ახდენს მეორეს რეპროდუცირებას. მათ ასევე შეუძლიათ ერთმანეთის დამატების გზით ერთობლივად აღადგინონ ფანტაზიის და დაკარგული გრანდიოზული იდეალური მთელი.
მნიშვნელოვან დინამიკათა განხილვისას, რომელიც საფუძვლად უდევს ასეთ დაცვით მანევრებს, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა გაუცნობიერებელ კონფლიქტებში აქვს შურს, რომელიც ჯერ კიდევ ოედიპოსამდელი წარმოშობისაა. ეს არის აღშფოთების და წყენის სპეციფიკური ფორმა საჭირო ობიექტის მიმართ, რომელსაც აღიქვამენ, როგორც ფრუსტრირებულს და უარმყოფელს. ამ გზით სასურველი იმავდროულად ტანჯვის წყაროდ გადაიქცევა. როგორც რეაქცია ამ ტანჯვაზე, ვითარდება გაცნობიერებული ან გაუცნობიერებელი სწრაფვა იმის მიმართ, რომ გაანადგუროს, გააფუჭოს, იძულებით ჩაიგდოს ხელში ის, რაც აუცილებელია, რაზეც უარს აცხადებენ, - ზუსტად ის, რაც იწვევს ყველაზე დიდ აღფრთოვანებას და რაც განსაკუთრებით სასურველია. ნარცისული პიროვნების ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ აგრესიული და ხარბი მითვისება იმისა, რაც უარყოფის და შურის საგანს წარმოადგენს, არ იწვევს კმაყოფილების გრძნობას, რადგან გაუცნობიერებელი სიძულვილის გაღვივება სასურველის მიმართ იწვევს მის წახდენას, როდესაც ხდება მისი მითვისება; შედეგად სუბიექტი მუდმივად განიცდის სიცარიელეს და ფრუსტრაციას.
რადგან იმის ღირებულება, რის მიცემაც სხვას შეუძლია, შურის წყაროს წარმოადგენს, სიყვარულის ობიექტზე დამოკიდებულება მიუღებელია და უნდა იყოს უარყოფილი; ნარცისულ პიროვნებას უფრო მეტად სხვის აღფრთოვანება სჭირდება, ვიდრე მისუ სიყვარული. სხვის აღფრთოვანება ხელს უწყობს და ადასტურებს პათოლოგიური გრანდიოზული „მე“-ს თვითპატივისცემას და თვითიდეალიზაციას. სხვების აღფრთოვანება გამოიყენება, როგორც დამცავი და თვითშეფასების რეგულირებადი ფუნქცია, რომელიც დაირღვა სუპერეგოს, განსაკუთრებით ეგო-იდეალის შესუსტებისა და დამახინჯების გამო.
ნარცისულ პიროვნებებს სჭირდებათ აღფრთოვანება და გაუცნობიერებლად სძალავენ სხვას აღფრთოვანების არსებულ რესურსებს - ეს მათი შურისმაძიებელი დაცვაა შურისგან. ისინი იმავე მოთხოვნილებებს პროეცირებენ პარტნიორებზე, თუმცა ამავე დროს შიშობენ, რომ მათ ექსპლუატაციას გაუწევენ და „გაძარცვავენ“, წაართმევენ იმას, რაც აქვთ. აქედან გამომდინარე, პარტნიორის დამოკიდებულება მათთვის აუტანელია. ჩვეულებრივ ორმხრივობას ადამიანის ურთიერთობებში ისინი განიცდიან, როგორც ექსპლუატაციასა და დაპყრობას. გაუცნობიერებულ შურთან დაკავშირებული კონფლიქტების შედეგად მათ არ შეუძლიათ მადლიერების გამოხატვა იმის გამო, რაც სხვისგან მიიღეს, რომლის უსასყიდლოდ გაცემის უნარი მათში შურს იწვევს. მადლიერების გრძნობის ნაკლებობა ხელს უშლის მიღებული სიყვარულის დაფასების უნარის განვითარებას.
რთულ შემთხვევებში, სხვების გაუფასურება რეგრესულ „ანალიზაციას“ (შასგე-სმირჟელი, 1984b, 1989) განიცდის - რეგრესირებას გაუცნობიერებული სწრაფვისკენ სიმბოლურად გარდაქმნან მთლიანად სიყვარული და ყველა ღირებულება ეკსკრემენტებად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გაუცნობიერებული უარყოფა სხვაობისა სქესებს და თაობებს შორის (ყველა სახის განსხვავება უარყოფილი და გაუფასურებულია), ეს კი უნდა გამორიცხავდეს შურის გრძნობას სხვა სქესის ან სხვა თაობების მიმართ. გაუცნობიერებული შური ოედიპოსის წყვილის მიმართ შეიძლება საფუძვლად ედოს შურს საქორწინო პარტნიორის მიმართ; წყვილის დაშლის მოთხოვნილება უმეტესად იბადება პრიმიტიული აგრესიის შედეგად ოედიპოსის წყვილის მიმართ, ვიდრე ოედიპოსის დანაშაულის გამო. ის ფაქტი, რომ გაუცნობიერებული სიძულვილი და შური კარგი ურთიერთობების მიმართ მშობლების წყვილში შეიძლება გარდაიქმნას დესტრუქციულ მისწრაფებად, რომელიც მიმართული იქნება ინდივიდუუმის, როგორც წყვილის ნაწილის, საკუთარი ფუნქციონირების მიმართ, - ნარცისული პათოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული თვისებაა.
როგორც წესი, ეს გაუცნობიერებული კონფლიქტები შეიძლება წარსულშიც იყოს აღმოჩენილი, მათ შორის დედა-შვილის ურთიერთობების ადრეულ პათოლოგიაში. ორალური აგრესია, რომელიც გამოწვეული, პროვოცირებული ან გაძლიერებულია ცივი და უარმყოფელი ან უარმყოფელი და ჰიპერსტიმულირებული დედის მიერ, მკვეთრად გამოხატული მუდმივი ადრეული უგულებელყოფით, ნარცისული დედის მხრიდან ექსპლუატაციით, რომელიც იგნორირებას უკეთებს მისი პატარა შვილის ემოციურ მოთხოვნილებებს და შინაგან ცხოვრებას, - ეს ორალური აგრესია, რომელიც, ამის გარდა, ასევე გაძლიერებულია მამასთან კონფლიქტებით ან მისი კომპენსირებული ხელმისაწვდომობის ნაკლებობით, - ხშირად ინტენსიური შურისა და სიძულვილის წყაროა დედის მიმართ, და, საბოლოო ჯამში, გავლენას ახდენს გაუცნობიერებულ დამოკიდებულებაზე ორივე მშობლის მიმართ და წარმოქმნის პათოლოგიურად ძლიერ შურს სასიყვარულო ურთიერთობების მიმართ ოედიპოსის წყვილში.
მამაკაცები, რომლებისთვისაც ადრეული ურთიერთობები დედასთან მთელი ცხოვრების განმავლობაში გავლენას ახდენენ მათ ურთიერთობებზე ქალებთან, ქალების მიმართ განიცდიან პათოლოგიურ სიძულვილს და შურს, რომელიც შეიძლება გამომჟღავნდეს ძლიერი გაუცნობიერებული ძალის სახით და ინტენსიური ხასიათი მისცეს მათ ოედიპოსისეულ კონფლიქტებს. ისინი ხშირად აღიქვამენ დედას, როგორც ქალს, რომელიც სექსუალურად პროვოცირებს, აცდუნებს და უარყოფს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ადრეულმა ორალურმა ფრუსტრაციებმა მათში მოახდინეს ტრანსფორმაცია გარკვეული სახის (პროეცირებულ) სექსუალურ აგრესიაში. დედის, როგორც მაცდუნებელი ქალის სახე, თავის მხრივ, აძლიერებს სექსუალური აგზნების აგრესიულ კომპონენტებს და ხელს უწყობს ეროტიკული აგზნების და სინაზის დისოციაციას. ეს მამაკაცები განიცდიან ქალის სექსუალურ სურვილს, როგორც დედის მხრიდან ადრეული ცდუნების გამეორებას და ამიტომ გაუცნობიერებლად სძულთ ობიექტი, რომელიც მათში სურვილს იწვევს. სიძულვილს შეუძლია გაანადგუროს სექსუალური აგზნების უნარი და გამოიწვიოს სექსუალურობის დათრგუნვა. ნაკლებად მძიმე შემთხვევაში, ქალის სექსუალური მიმზიდველობის დამცავი იდეალიზება იწვევს სექსუალური სტიმულაციის, აგზნების და დაკმაყოფილების გაძლიერებულ ძიებას, რასაც აუცილებლად მოჰყვება სექსუალური განცდის გაუცნობიერებელი მოწამვლა, იდეალიზებული ქალის გაუფასურება და უხალისობა. ქალთა ძლიერი დამცავი იდეალიზაცია და მათი, როგორც სექსუალური ობიექტების, სწრაფი გაუფასურება, შეიძლება გადაიზარდოს სექსუალურ პრომისკუიტეტში.
ამ დინამიკური ფაქტორებიდან დასაწყისს იღებს სექსუალური პათოლოგიების ფართო სპექტრი. ზოგიერთ ნარცისულ მამაკაცს შეენიშნება მკაცრი სექსუალური აკრძალვა, ქალების მხრიდან უარყოფის და დაცინვის შიში, რაც უკავშირდება ქალებზე მათდამი საკუთარი გაუცნობიერებული სიძულვილის პროეცირებას. ქალების მიმართ ამ შიშს შეუძლია გამოიწვიოს ძლიერი სიძულვილი ქალის გენიტალიების მიმართ, რომელშიც ოედიპოსის წინანდელი შური უკავშირდება ოედიპოსის კასტრირების აღქმას. ასევე შესაძლებელია სრული დაყოფა: ზოგიერთი ქალი იდეალიზებულია და მათ მიმართ გარკვეული სექსუალური გრძნობები უარყოფილია, სხვები აღიქმებიან როგორც წმინდა გენიტალური ობიექტები, რომლებთან, სინაზის და რომანტიკული იდეალიზაციის არარსებობის გამო, შესაძლებელია სრული სექსუალური თავისუფლების და სიამოვნების გამოხატვა. ეს იწვევს შინაგანი მარცხისათვის განწირული სქესობრივი კავშირის გაუფასურებას და ახალი სექსუალური პარტნიორების მუდმივ ძიებას.
ზოგიერთ ნარცისულ მამაკაცს შეუძლია განიცადოს ნაზი გრძნობები ქალებთან ურთიერთობისას, რომლებზეც დამოკიდებულნი არიან, რადგან ისინი გაუცნობიერებულად აუფასურებენ მათ, როგორც სექსუალურ პარტნიორებს. აღსანიშნავია, რომ მკაცრი აკრძალვების მქონე ნარცისული მამაკაცებისთვის, რომლებიც განიცდიან შიშს ქალების მიმართ, იმპოტენცია შეიძლება აღმოჩნდეს ამ შიშის უშუალო გამოხატულება. როდესაც თერაპიის პროცესში შიში მცირდება, ისინი ვარდებიან სექსუალურ პრომისკუიტეტში.
ამ გზით ისინი გარეგნულად გამოხატავენ იმ ურთიერთობების ძიებას, რომლებშიც ისინი უყვართ, და ამ ძიების გამოყოფის მოთხოვნილებას ქალების მიმართ მათი გაუცნობიერებელი აგრესიისგან. ამის საპირისპიროდ, ნარცისული მამაკაცები, რომლებისთვისაც სექსუალური პრომისკუიტეტი ადრეული მოზარდობიდან იყო დამახასიათებელი, ხშირად იძლევიან მათი სექსუალური ცხოვრების თანდათანობითი გაუარესების სურათს, იმის შესაბამისად, როგორც ვნებიანი სიყვარულის ხანმოკლე პერიოდში ისევ და ისევ ადგილი აქვს ქალის დამცავი იდეალიზაციის მსხვრევას. მათი ახალი სექსუალური შეხვედრები სულ უფრო მეტად ჰგავს ადრინდელის გამეორებას; დამცავი იდეალიზაციის ეროზიამ და სექსუალურ ცხოვრებაში დაგროვილმა იმედგაცრუებამ შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური ცხოვრების ისევ გაუარესება და იმპოტენცია, რაც აიძულებს მათ ორმოცი-ორმოცდაათი წლის ასაკში თერაპიის ჩატარებას.
ნარცისული პიროვნული ორგანიზაციის მქონე ქალებსაც და მამაკაცებსაც ხშირად ერთდროულად აქვთ ორივე სქესისადმი კუთვნილებისა გაუაზრებელი ფანტაზია, რითაც უარყოფენ სხვა სქესის მიმართ შურის შინაგან აუცილებლობას (როზენფელდი, 1964, 1971, 1975, გრიუნბერგერი, 1971). ეს ფანტაზიები იწვევენ სექსუალური პარტნიორების ძიების სხვადასხვა გზას. ზოგიერთი ნარცისული მამაკაცი ეძებს ისეთ ქალს, რომელიც გაუცნობიერებლად გამოხატავს თითქოს სარკეში არეკლილი მათი - „ჰეტეროსექსუალური ტყუპების“ მე-ს, საკუთარ თავს გაუცნობიერებლად მიაწერენ გენიტალიებს და სხვა სქესის შესაბამის ფსიქოლოგიურ ასპექტებს, ისე, რომ არ ჰქონდეთ სხვა, ავტონომიური პიროვნების რეალობის მიღების აუცილებლობის განცდა. მაგრამ, ზოგიერთ შემთხვევაში, სხვა სქესის გენიტალიების მიმართ წარმოქმნილი გაუცნობიერებელი შური იწვევს მისი სექსუალური მახასიათებლების გაუფასურებას, პროვოცირებს შურს და იწვევს ტყუპების ასექსუალურ ურთიერთობებს. ეს შეიძლება გახდეს დესტრუქციული, რადგან მას ახლავს მკაცრი სექსუალური აკრძალვა.
ზოგჯერ გაუცნობიერებული სურვილი ფლობდეს ორივე სქესის თვისებებს წარმოადგენს პარტნიორთან ურთიერთობების წყაროს, რომელიც გაუფასურებულია ყველა ასპექტში, პაციენტისთვის მამაკაცისა ან ქალის სექსუალური კომპლიმენტარობის გარდა. ორივე სქესის ფიზიკურად მიმზიდველ ნარცისულ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ სხვებში აღფთოვანების გამოწვევის ძლიერი მოთხოვნილება, შეუძლიათ მახინჯი, ულამაზო პარტნიორების არჩევა, რაც უფრო მეტად წარმოაჩენს მათ მიმზიდველობას. სხვები ისე ირჩევენ „ტყუპებს“, რომ ულამაზესი წყვილის ხალხში გამოჩენა უცვლელად იძლევა ნარცისული საჭიროებების დაკმაყოფილების საშუალებას. მამაკაცს, რომელიც ირჩევს ქალს, რომელიც სხვა მამაკაცების შურს იწვევს, შეუძლია, როგორც ნარცისური, ისე ჰომოსექსუალური მისწრაფებების დაკმაყოფილება.
ქალებისადმი გაუცნობიერებელი სიძულვილი (და მათ მიმართ შიში ამ სიძულვილის პროექციის გამო) მამაკაცების ნარცისულად დეტერმინირებული ჰომოსექსუალობის მნიშვნელოვანი წყაროა. სხვა მამაკაცის, როგორც ჰომოსექსუალური ტყუპის, არჩევა, სხვის პენისის დამცავი იდეალიზაცია, როგორც საკუთარი პენისის ასლისა, საკუთარი თავის გაუცნობიერებლად დარწმუნება იმაში, რომ ის/ისინი აღარ არიან დამოკიდებული ქალის გენეტალიებზე, შეიძლება აღმოჩნდეს სხვა სქესის მიმართ ეფექტური დაცვის საშუალება, „დართოს“ იდეალიზებულ ქალებთან ურთიერთობა, თუ ისინი არიან დესექსუალიზებული.
ნარცისულ პაციენტებში ჰეტეროსექსუალური ან ჰომოსექსუალური ურთიერთობისას კონფლიქტების მთავარ ფაქტორს, რომელიც თავს იჩენს თანდათანობით, შემდეგ კი იწყებს ურთიერთობებში დომინირებას და საბოლოოდ ანადგურებს მათ, წარმოადგენს ფანტაზიის დაცვა ტყუპის შესახებ. პარტნიორმა უნდა განასახიეროს პაციენტის იდეალი, მაგრამ არ უნდა იყოს მასზე უკეთესი, რადგან ეს პროვოცირებს ურთიერთობების გაუფასურებას და განადგურებას. ამრიგად, იზღუდება სხვის თავისუფლება და ავტონომია, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ფაქტზე, რომ პაციენტისთვის გამოირიცხება პარტნიორის უნიკალურობის და „განსხვავებულობის“ შეფასების შესაძლებლობა. გასაკვირი არ არის, რომ პაციენტებს, რომლებიც ზღუდავენ თავისი პარტნიორების თავისუფლებას, განსაკუთრებით ეშინიათ სხვების მხრიდან შეზღუდვებისა და შებოჭვის - პროექციული იდენტიფიკაციის სამუშაოების.
მამაკაცთა ნარცისიზმის სასიყვარულო ურთიერთობების შედარებით რბილ შემთხვევებში, მუდმივი დამახასიათებელი პატერნი ადრეულ ახალგაზრდობაშივე განისაზღვრება დიქოტომიით „მადონა-მეძავი“. რადგან ეს პატერნი შეესაბამება კულტურაში მიღებულ და პატრიარქალურ საზოგადოებაში წახალისებულ ორმაგ მორალს, მამაკაცთა ნარცისული პათოლოგია კულტურულად არის განმტკიცებული - ისევე, როგორც ქალთა მაზოხისტური პათოლოგია სასიყვარულო ურთიერთობებში.
რაც უფრო მეტი დრო გადის, ნარცისულ მამაკაცთა სექსუალურ ურთიერთობებში დომინირებს მოწყენილობა. მიუხედავად ამისა, ზოგი განაგრძობს სექსუალური შეხვედრების გამოყენებას, რათა გაუმკლავდეს ქალთა მიმართ ძლიერი ამბივალენტობის შიშს, რომელიც ერთდროულად განპირობებულია სექსუალური კმაყოფილების სურვილით, სადისტური შურის მაძიებლობით, დედის მიერ გამოწვეული ფრუსტრაციის მაზოქისტური გამეორებით. ამდენად, ამ ტიპის ადამიანებს ახასიათებთ ნარცისული და მაზოხისტური პათოლოგიების შერწყმა.
დონ ჟუანის სინდრომი ასახავს მამაკაცის ნარცისული პათოლოგიის ფართო სპექტრს. ამ სპექტრის ერთ-ერთ პოლუსზე დონ ჟუანი შეიძლება იყოს მამაკაცი, რომელსაც აქვს ქალების ცდუნების შეუპოვარი მოთხოვნილება, რაც შინაგანად აიძულებს სექსუალური ურთიერთობების დამყარებას, რომელიც იწვევს მის მიერ შერჩეული ქალის ფრუსტრაციას ან დამცირებას. ცდუნება ამ შემთხვევაში თითქმის განზრახ, მანიპულაციურად აგრესიულია, ხოლო ქალის მიტოვებას მოაქვს სასიამოვნო შვება. ახალი თავგადასავლების ინტენსიურ აკვიატებულ ძიებას წარმოშობს ქალთა იდეალიზაცია და სურვილი მოძებნოს ისეთი, რომელიც იმედს არ გაუცრუებს.
სპექტრის უფრო ჯანსაღ პოლუსზე დონ ჟუანი ხასიათდება ნარცისული და ინფანტილური თვისებების ნაზავით; ეს ქალივით მამაკაცი-ბავშვია, რომელიც აცდუნებს ქალებს სწორედ ასეთი სახიფათო მასკულინობის არარსებობის წყალობით. ის არაცნობიერად უარყოფს შურს, შიშს და მეტოქეობას ძლიერი მამის მიმართ იმის მტკიცებით, რომ მისი „პატარა პენისი“ სრულიად დამაკმაყოფილებელია დედისთვის (შასგე-სმირჟელი, 1984), და მისი სექსუალური თავგადასავლები მისთვის განასახიერებენ ფანტაზიას, რომ ის პატარა ბიჭია - დედის საყვარელი შვილი და ყველაფერი, რაც მას სჭირდება. ბრაუნშვაიგის და ფეინის (1971) აღწერით, ასეთი დონ ჟუანი უცვლელად პოულობს კომპლემენტარულ ქალს, რომლის გაუცნობიერებული სიძულვილი დესპოტური მამის მიმართ აიძულებს მას არ გააიდეალოს ბავშვი-მამაკაცი, რომელიც არ გრძნობს შიშს.
ქალთა დაცვითი იდეალიზაცია, რომლებიც ნარცისული პიროვნული სტრუქტურის მქონე მამაკაცებში იწვევს ძლიერ, თუნდაც წუთიერ გატაცებას, ხშირად ძალიან მიმზიდველია ქალებისთვის, რომლებიც განსაკუთრებით გამოირჩევიან პოტენციურად ძლიერი მაზოქისტური მიდრეკილებებით და ეჭვი შეაქვთ თავის ქალურ მიმზიდველობაში. გარდა ამისა, ნარცისულ ქალებს შეიძლება იზიდავდნენ მამაკაცები, რომელთა უპირატესობის და პირადი გრანდიოზულობის გრძნობას აკმაყოფილებს ნარცისული დამატების მათი საკუთარი მოთხოვნილება ე.წ. ჰეტეროსექსუალური ტყუპით. და ბოლოს, გენიტალურობა მამის მფარველობის გარეშე, რომელსაც სთავაზობენ ნარცისული მამაკაცები და რომლებსაც არ შეუძლიათ გაუცნობიერებლად გაიგივება მამის იდენტობის მზრუნველ, დამცავ და შვილიერების ასპექტებთან, შეიძლება დამამშვიდებელი აღმოჩნდეს ნარცისული ქალებისთვის, რომლებისთვისაც მშობლების ფუნქციები წარმოადგენს მნიშვნელოვან გაუცნობიერებელ საფრთხეს.
იდეალიზაციის წარმავალობა და მამაკაცების სწრაფი გაუფასურება შეიძლება საფუძვლად დაედოს ნარცისული ქალების სექსუალურ პრომისკუიტეტს. ტრადიციული პატრიარქალური საზოგადოება წაახალისებს სექსუალურ პრომისკუიტეტს მამაკაცებში, მაგრამ უარყოფს მას ქალებში. პატრიარქალურ ზნე-ჩვეულებებს შეუძლიათ მამაკაცების მიმართ ნარცისული ქალების სიძულვილის წარმართვა ქორწინებისა და ბავშვების ექსპლუატატორული გამოყენების მიმართულებით. ფემინიზმს შეუძლია პარადოქსულად ხელი შეუწყოს ნარცისული პათოლოგიის მქონე ქალთა სექსუალურ პრომისკუიტეტს, რომლებიც მამაკაცის სექსუალობასთან არის იდენტიფიცირებული და აღიქმება, როგორც აგრესიული.
თუ აგრესიის გადაჭარბებული ინტენსივობის გამო, მისი დედისგან მამაზე გადატანა ვერ მოაგვარებს პატარა გოგონას ამბივალენტურობის საკითხს დედის მიმართ, დედისადმი შიშმა და სიძულვილმა შეიძლება გოგონა აიძულოს მოუძებნოს მას იდეალური ჩანაცვლება, რაც ჩვეულებრივ ნიშნავს იმედგაცრუებას და წყენას. ამასთანავე, მამაკაცებთან უფრო დამაკმაყოფილებელი ურთიერთობის ძიება შეიძლება გადაიქცეს მათთან გაუცნობიერებელ გაიგივებაში - ამ სახიფათო დამოკიდებულების მეორად უარყოფაში - და წარმოქმნას ნარცისული ჰომოსექსუალური იდენტიფიკაცია მამაკაცებთან. ამავე დროს, ქალი ეძებს ჰომოსექსუალურ ურთიერთობებს, რომელზეც იგი შეძლებს დამოკიდებულებაზე საკუთარი მოთხოვნილებების პროეცირებას. ზოგჯერ ნარცისულად მოტივირებული ჰომოსექსუალობა ქალებში შეიძლება ერთდროულად ემსახურებოდეს ორივე სქესისადმი კუთვნილების გაუცნობიერებელ ფანტაზიას - მამაზე დამოკიდებულების უარყოფას, რომელიც სძულს და შურის ობიექტს წარმოადგენს, და დედაზე სახიფათო დამოკიდებულებიდან თავის დაღწევას (ანუ ის არ არის დამოკიდებული, არამედ მასზე არიან დამოკიდებული).
გაუცნობიერებული იდენტიფიცირება ნარცისულ, ცივ და უარმყოფელ დედასთან შეიძლება გამოხატული იყოს კონტროლირებად ექსგიბიციონიზმსა და მამაკაცების მიმართ მაცდუნებელ ქცევაში, მათზე დომინირებისა და მათი გამოყენების მცდელობაში. ამდენად, ქალი აკმაყოფილებს მის სექსუალურ მოთხოვნილებებს და ამავე დროს დაცულია შურისგან.
ნარცისულ ქალებს ხშირად სტაბილური ურთიერთობა აქვთ მამაკაცებთან, რომელსაც ისინი „საუკეთესოდ“ მიიჩნევენ, რადგან არაცნობიერ „ტყუპისებურ“ ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობებში პოულობენ მამაკაცის მიმართ გაუცნობიერებული შურის კომპრომისული გადაწყვეტის პრობლემას. ამან შეიძლება გამოიწვიოს ის, რაც მაზოხისტურ ურთიერთობებს ჰგავს: ასეთი ქალები მამაკაცის გაუფასურებას ცდილობენ, როგორც კი ის მის გრძნობებს უპასუხებს. ისინი აგრძელებენ ფიქსირებას მიუწვდომელ მამაკაცებზე, რომელთა მიუწვდომელობა იცავს მათ იდეალიზაციას ეჭვისგან, ხოლო თავად მათ გაუფასურებისგან. ზოგიერთ მძიმედ ნარცისულ ქალს შეუძლია ხანგრძლივი გამანადგურებელი ალიანსის შენარჩუნება უკიდურესად ნარცისულ მამაკაცებთან, რომელთა ძალაუფლება, დიდება ან უჩვეულო ნიჭი აძლევს მათ იდეალური მამაკაცის იმიჯს. სხვა ნარცისული, სოციალურად უფრო წარმატებული ქალები ზოგჯერ პრაქტიკულად მთლიანად გაიგივებული არიან ასეთ იდეალიზებულ მამაკაცებთან, გაუცნობიერებლად გრძნობენ თავს მათ ჭეშმარიტ მუზად და საბოლოოდ აღარ ცხოვრობენ საკუთარი ცხოვრებით.
ზოგიერთი ნარცისული ქალი იდეალური მამაკაცის ინტენსიურ ძიებას უკავშირებს პარტნიორის ასევე ინტენსიურ გაუფასურებას, რაც აიძულებს მათ ერთი ცნობილი მამაკაცის მეორეზე „გაცვლას“; თუმცა, ზოგიერთი მიიჩნევს, რომ „რუხი კარდინალის“ ძალაუფლება ასევე იძლევა ნარცისული მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობას და კომპენსირებს მამაკაცების მიმართ გაუცნობიერებულ შურს. მაშინ, როდესაც სექსუალური პრომისკუიტეტს მამაკაცებში ძირითადად ნარცისული ხასიათი აქვს, ქალებში მას შეიძლება ჰქონდეს, როგორც ნარცისული, ისე მაზოხისტური წარმომავლობა.
პიროვნული ორგანიზაციის ნარცისული ტიპის მქონე ქალებს შეუძლიათ თავისი პათოლოგიის გამოხატვა ბავშვებთან ურთიერთობაში. ზოგიერთი ქალი ავლენს სურვილს არ ჰყავდეს ბავშვი, რადგან ეშინია, რომ ის მასზე იქნება დამოკიდებული, და ეს დამოკიდებულება გაუცნობიერებლად იქნება აღქმული, როგორც ექსპლოატატორული და შეზღუდული. სხვებს უყვართ თავისი შვილები მხოლოდ მანამ, სანამ ისინი მთლიანად მათზე არიან დამოკიდებული, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სანამ ისინი წარმოადგენენ დედის სხეულის ან პიროვნების ნარცისულ გაგრძელებას. დედას შეუძლია ყურადღება გაამახვილოს ბავშვის უჩვეულო მიმზიდველობაზე, რომელიც სხვა ადამიანების აღფრთოვანებას იწვევს, მაგრამ პრაქტიკულად არ დაინტერესდეს მისი შინაგანი ცხოვრებით. ასეთი დედა ხელს უწყობს თაობადან თაობამდე ნარცისული პათოლოგიის გადაცემას. მამაკაცებს ასევე შეუძლიათ არ გამოავლინონ ბავშვის ყოლის სურვილი, გამოხატონ უუნარობა გააკეთონ მათთვის რაღაც, ბავშვის მიმართ გამოხატონ ღრმა გულგრილობა, თუ ის არ აკმაყოფილებს მათ საკუთარ მოთხოვნილებებს. ტრადიციული პატრიარქალური საზოგადოება, რომელიც მკვეთრად განსაზღვრავს დედის და მამის როლს, მალავს ნარცისული მამაკაცების ურთიერთობას შვილებთან. მამაკაცები მეუღლეებს ანდობენ ბავშვებზე ზრუნვას, ხოლო მათი საკუთარი გულგრილობა შვილების მიმართ დამალულია.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნარცისული სიმპტომი - ეჭვიანობის უუნარობა - ხშირ შემთხვევაში მიუთითებს ურთიერთობებზე შინაგანი ვალდებულებების აღების შეუძლებლობაზე, რის შედეგადაც ლაპარაკი ღალატის შესახებ უბრალოდ უადგილოა. ეჭვიანობის არარსებობა ასევე შეიძლება იყოს განპირობებული ყველა მეტოქეზე ასეთი უპირატესობის გაუცნობიერებული ფანტაზიით, ასე რომ პარტნიორის ღალატი სრულიად წარმოუდგენელია.
პარადოქსულია, მაგრამ ეჭვიანობა შეიძლება პოსტფაქტუმ გამოვლინდეს: ამ შემთხვევაში ძლიერი ეჭვიანობა მიუთითებს ნარცისულ ტრავმაზე, რომელსაც პაციენტი განიცდის მას შემდეგ, რაც პარტნიორმა სხვის გამო მიატოვა ის. ნარცისული ეჭვიანობა განსაკუთრებით გასაოცარია მაშინ, როდესაც პარტნიორისადმი დამოკიდებულება ადრე იყო ირონიული ან აბუჩად ამგდები. ნარცისული ტიპის ეჭვიანობა ააქტიურებს აგრესიას და შედეგად შეიძლება ისედაც არამყარი ურთიერთობები გაუარესდეს. ამავე დროს, იგი მიანიშნებს სხვაში „ინვესტიცირებაზე“ და ოედიპოსის ფსიქოლოგიურ სამყაროში გადასვლაზე. როგორც კლაინმა (1957) აღნიშნა, თუ ოედიპოსამდე, განსაკუთრებით ორალური, აგრესიისთვის დამახასიათებელია შური, მაშინ ოედიპოსის აგრესიაში დომინირებს ეჭვიანობა. რეალური ან წარმოსახვითი ღალატით გამოწვეულ ეჭვიანობას შეუძლია შურისძიების სურვილის გაღვიძება, რომელიც ხშირად იწვევს უკუტრიანგულაციას: გაუცნობიერებელ ან გაცნობიერებულ სურვილს იყოს კონკურენციის ობიექტი საპირისპირო სქესის ორ ადამიანს შორის.
სხვა ადამიანის ღრმად შეფასების უუნარობა, რომელიც ახასიათებს ნარცისულ ადამიანებს, იწვევს მათ პარალიზებას პარტნიორის არჩევისას. ეს ნაკლი წარმოშობს პოტენციურად საშიშ კომბინაციას, როდესაც პარტნიორის „იდეალური“ თვისებები შეიძლება გაუფასურდეს გაუცნობიერებული შურის გამო, ხოლო მისი ნამდვილი პიროვნება აღიქმება როგორც შეჭრა, შეზღუდვა, რაღაც თავს მოხვეული, ამავე დროს ინტერპრეტირებული როგორც ექსპლოატაცია და, თავის მხრივ, შურის წარმომქნელი. პარტნიორი, რომელიც გახდა „ნარცისის“ რჩეული იმის გამო, რომ აღფრთოვანებულია მისი თვისებებით, შეიძლება სწრაფად გაუფასურდეს, რადგან მისი აღფრთოვანება აღიქმება, როგორც თავისთავად ცხადი. მეორეს მხრივ, პარტნიორი, რომელსაც შეუძლია სიყვარული, ხშირად ნარცისულ პიროვნებაში იწვევს გაუცნობიერებულ შურს სწორედ ამ უნარის გამო, რომლის შესახებ „ნარცისმა“ იცის, რომ მას არ გააჩნია.
იმდენად, რამდენადაც ნარცისულ პიროვნებას განვითარებული აქვს სუპერ-ეგო და ის განიცდის დანაშაულის გრძნობას უუნარობის გამო სიყვარულზე სიყვარულით უპასუხოს, ამდენადვე მას შეიძლება გაუძლიარდეს არასრულფასოვნების გრძნობა, რაც აიძულებს გამეორებითი ძალისხმევისკენ დანაშაულის ამ გრძნობისგან დასაცავად. ეს ძალისხმევა გამოიხატება პარტნიორში ისეთი დეფექტის ძებნაში, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა თანაზიარობის არარსებობის გამართლება. ამდენად, არსებობს ორი შესაძლებლობა. პირველ შემთხვევაში, სუპერ-ეგოს არაადეკვატურობა განაპირობებს გულგრილობას, დაინტერესებულობის არარსებობას, ურთიერთობებში გულცივობას, რაც იწვევს პარტნიორების დისტანცირებას; მეორე შემთხვევაში, სუპერ-ეგო პროეციერებს დანაშაულის გრძნობას პარტნიორზე, რომელსაც ურთიერთობებში შემოაქვს პარანოიის ნიშნები.
ხანგრძლივი ურთიერთობები ნარცისულ პაციენტებში
ხშირად წყვილს, სადაც ორივე პარტნიორს აქვს ნარცისული პიროვნული სტრუქტურა, სავსებით შეუძლია მოძებნოს ერთობლივი თანაცხოვრების გზა, რომელიც დააკმაყოფილებს ორივე მხარის დამოკიდებულების მოთხოვნილებას და უზრუნველყოფს სოციალური და ეკონომიკური გადარჩენის პირობებს. ემოციური თვალსაზრისით, ურთიერთობები შეიძლება იყოს ფუჭი, მაგრამ გარკვეულ ურთიერთმხარდაჭერას, ურთიერთგამოყენებას და/ან მოხერხებულობას შეუძლია მათი სტაბილურობის უზრუნველყოფა. ამ შემთხვევაში მათი სიმტკიცე განპირობებულია საერთო გაცნობიერებული მოსაზრებებით საკუთარი და პარტნიორის სოციალური როლების შესახებ, ფინანსური ფაქტორებით, განსაკუთრებულ კულტურულ გარემოსთან კუთვნილების და ბავშვებით დაინტერესებით. თუმცა, ხშირად გაუცნობიერებლად ხდება ობიექტების ადრინდელი ურთიერთობების გამოცოცხლება. ურთიერთობების აღდგენამ ფრუსტრირებულ, ცივ და უარმყოფელ დედასა და ნაწყენ, მოშურნე, შურისმაძიებელ ბავშვს შორის ურთიერთპროექციული იდენტიფიკაციის გზით შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური ცხოვრების დარღვევა, „სამკუთხედის“ ურთიერთობების „გათამაშება“ და საფრთხის ქვეშ დააყენოს სოციუმთან კავშირი. თუ ერთ-ერთი პარტნიორი განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწევს ან განიცდის დიდ წარუმატებლობას, გაუცნობიერებელმა კონკურენციამ მათ შორის შეიძლება გამოიწვიოს ურთიერთობების დაშლა.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჰიპერტროფირებული შური, რომელიც წინ უძღვის ოედიპოსის შურს, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ოედიპოსის ეტაპზე გადასასვლელად. დედისადმი გაუცნოებიერებული შური გადადის ოედიპოსის წყვილის მიმართ გაუცნობიერებულ შურში. „ნარცისის“ ქორწინება ოედიპოსის წყვილის ურთიერთობათა გაუცნობიერებელ ასლად გადაიქცევა. გაუცნობიერებული შური უერთდება დანაშაულს ოედიპოსის მშობლების ადგილის დაკავების გამო. ოედიპისეულ ურთიერთობათა „ანალიზაცია“, ანუ მათი რეგრესიული დაზიანება და განადგურება ეკსკრემენტებში გაუცნობიერებული სიმბულური ჩაღრმავების გზით, შეიძლება გამოიხატებოდეს დაუღალავ მცდელობაში გაანადგუროს ყველაფერი დადებითი და ღირებული, რაც არსებობს სხვა ადამიანში, საკუთარ თავსა და ურთიერთობებში (შასგე-სმირჟელი, 1984b).
ნარცისულ ძალთა კონფლიქტი, რომელიც მოქმედებს ურთიერთობების განადგურების მიმართულებით, პარტნიორების მიერ უკან, ერთმანეთთან დასაბრუნებეული გზის სასოწარკვეთილი ძიება, - ეს ყველაფერი მათ სექსუალურ ურთიერთობებში აისახება. ნარცისული გაუფასურება ხშირად აკარგვინებს პარტნიორის, როგორც ეროტიკულად მიმზიდველის, აღქმის უნარს. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც სექსუალური ურთიერთობები ისევ შენარჩუნებულია, აგზნების და სქესობრივი კავშირის უნარი არ იცავს პარტნიორებს მათ შორის გაუცხოების გაცნობიერებისგან. უფრო მეტიც, სექსუალურ ურთიერთობებმა, რომლებიც ასეთ გარემოებებში გრძელდება, შეიძლება გააღრმავოს სიტუაციის ტრავმატულობა და გამოიწვიოს ურთიერთობების გაუარესება.
მაგრამ თუ იდეალიზაცია, რომელიც ნორმალური სექსუალური ურთიერთობების კომპონენტს წარმოადგენს, ჯერ კიდევ საკმაოდ ხელმისაწვდომი რჩება, იმდენად, რომ სექსუალური აგზნების და ორგაზმის ერთობლივი განცდა შეიგრძნობა და კომუნიცირებულია არა მხოლოდ როგორც სიამოვნების, არამედ როგორც შერწყმის, მიტევების, ნდობისა და დამოკიდებულების ძიება, როგორც მადლიერებისა და სიყვარულის გამოხატვა, რომელიც აძლიერებს სიამოვნების სურვილს, ამ შემთხვევაში სექსუალური კონტაქტები ჯერ კიდევ ტოვებენ გარკვეულ იმედს. შენარჩუნებულმა იდეალიზაციის უნარმა, რაც სასიყვარულო ურთიერთობების ნაწილს წარმოადგენს, დასაწყისში შეიძლება მიიღოს პარტნიორის სხეულის ზედაპირის იდეალიზაციის ფორმა. ფაქტობრივად, ამბივალენტობის ტოლერანტობის ერთ-ერთი ადრეული ეფექტი - საკუთარი აგრესიის აღიარება მეორეს მიმართ და ამის გამო დანაშაულისა და შეშფოთების გრძნობის განცდის დასაწყისი, - შეიძლება იყოს სხვისი სხეულის მაღალი ღირებულების მუდმივი შეგრძნების აღორძინება და მასზე რეაგირება.
ნარცისულ ობიექტთა ურთიერთობების ერთ-ერთი ყველაზე რთული სიტუაცია უკავშირდება ავთვისებიანი ნარცისიზმის სინდრომის მქონე ინდივიდთა ურთიერთმიზიდულობას, (კერნბერგი, 1989) ძლიერ გამანადგურებელ და თვითგამანადგურებელ მისწრაფებებს და პარანოიდული ან/და ანტისოციალური ქცევის ტენდენციებს. რადგან შესაძლებელია ძლიერი, დიფუზური, საკუთარ თავზე მიმართული აგრესიის და ნარცისული, პრიმიტიული მაზოხისტური ფსიქოპათოლოგიის კომბინირება, პარტნიორთა ურთიერთობებში შესაძლებელია სხვადასხვა ხარისხობრივი ტიპის ექსპლუატაცია და არასათანადო მოპყრობა სხვა ადამიანის მიმართ, ასევე უგულებელყოფა და არასათანადო მოპყრობა საკუთარი თავის მიმართ.
მაგალითად, ქრონიკული სუიციდური ტენდენციების მქონე ქალი, რომელსაც არ გააჩნია შეყვარების განცდის უნარი ან ღრმა შინაგანი ვალდებულებები სხვა ადამიანების მიმართ, მოიხიბლა მამაკაცით, რომლის ინტერესმა მის მიმართ მისცა მას დაცვა მარტოობის საშინელი შეგრძნებისგან და რომლის არამომთხოვნელობამ და მისი დაკმაყოფილების მზადყოფნამ ეს ურთიერთობები მისთვის კომფორტული გახადა. მაგრამ მამაკაცის კიდევ ერთი თვისებას წარმოადგენდა საკუთარი ფიზიკური ჯანმრთელობის უხეში უგულებელყოფა, მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა მისი სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში დაავადება, რომელიც მოითხოვდა მუდმივ სამედიცინო ზრუნვას. თვითგამანადგურებელმა პატერნებმა მუშაობაში, ორივეს გულრგრილობამ არაადეკვატური სამუშაო ფუნქციონირების გრძელვადიანი შედეგების მიმართ ისინი გააერთიანეს იმის საფუძველზე, რაც ფსიქოანალიტიკური კვლევის შედეგად გამოიკვეთა, როგორც გაუცნობიერებული მოხიბლულობა საკუთარი გრანდიოზული და თვითგამანადგურებელი მე-ს ჰეტეროსექსუალური ასახვით. და მხოლოდ ქალის ფსიქოანალიტიკურმა ფსიქოთერაპიამ ბოლოს და ბოლოს მიიყვანა ამ ორმხრივად დესტრუქციულ ალიანსამდე.
ალბათ, ოედიპისეული და პრეოედიპისეული კონფლიქტების დაკავშირების ყველაზე დრამატულ ილუსტრაციას ნარცისული სასიყვარულო ურთიერთობების დეტერმინაციაში წარმოადგენს უკუტრიანგულაციის განვითარება. მოქმედი გმირი, ჩვეულებრივ, მამაკაცია, რომელიც წარმატებულია გარკვეულ სოციალურ, კულტურულ ან პროფესიულ სფეროში და დაქორწინებულია ქალზე, რომელსაც ყველა სრულყოფილ ქალად მიიჩნევს, ისევე, როგორც მისი მეუღლე. მათ ჰყავთ შვილები, მათ მიმართ ორივე მშობელი ავლენს ზრუნვას და პასუხისმგებლობის გრძნობას. მამაკაცს ასევე ჰყავს საყვარელი, როგორც წესი, სხვა სოციალური, კულტურული ან პროფესიული გარემოდან. ქალებმა იციან ერთმანეთის შესახებ და, როგორც ჩანს, იტანჯებიან ამ სიტუაციის გამო. ამავდროულად მამაკაცს აქვს უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩენის დიდი შანსი, რადგან ორივე ქალთან ურთიერთობა იჭრება მის საქმიან, პროფესიულ, სოციალურ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში. თვითონ კი მერყეობს ორივე ქალის მიმართ ერთგულებას შორის და ძალიან უბედურად და დაბნეულად გრძნობს თავს.
მეგობრები, კოლეგები, ბიზნეს პარტნიორები და პროფესიონალები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მას ფსიქოთერაპიის კურსის ჩატარებას ურჩევენ, და ხშირად ეს ადამიანი იღებს რჩევას, ავლენს კეთილ ნებას და მზადყოფნას გაუმკლავდეს სიტუაციას, რომელიც მის კონტროლს არ ექვემდებარება. ფსიქოანალიტიკური კვლევის პროცესში, როგორც წესი, ვლინდება მწვავე ნარცისული ფსიქოპათოლოგია, რომელიც ხასიათდება ტოტალური გაყოფით პაციენტის ქალთან ურთიერთობისას. ერთ-ერთ მათგანთან ან ორივესთან კონკრეტულ ურთიერთქმედებისას ჩვეულებრივ ჭარბობს სიყვარული, ხოლო აგრესია ფარულად გამოიხატება ორივე ქალის მიტოვების სადისტურ ელემენტში, რაც უმეტეს შემთხვევაში დაფარულია ინტენსიურად განცდილი ან აღიარებული დანაშაულით.
საწყისი ოედიპოსეული კონკურენცია დედის გამო შვილსა და მამას შორის აქ თითქოს შებრუნებულია: მამაკაცი - მაცდუნებელი ბავშვური ვაჟიშვილი, ორი ქალის კონკურენციის საგანს წარმოადგენს. დედის სახის გაყოფა დესექსუალიზირებულ ცოლზე-დედაზე და სექსუალურად მომხიბლავ, მაგრამ ემოციურად გაუფასურებულ საყვარელზე განსხვავდება მხოლოდ ოედიპოსეულად განპირობებულ გაყოფისაგან. პრეოედიპისეული დეტერმინანტები ვლინდება ნარცისული მამაკაცის ბავშვურ, დამოკიდებულ, ფარულად ექსპლოატირებულ ურთიერთობებში ორივე ქალთან მიმართებაში, მისი დარღვეული უფლებების გამო აღშფოთებასა და განცდაში იმ შემთხვევებში, როდესაც მათი მოთხოვნილებები ბოლომდე არ ემთხვევა მისას, და უუნარობაში შეინარჩუნოს გარკვეული ურთიერთობები დიდი ხნის განმავლობაში სხვა ქალებთან კომპენსაციური ურთიერთობების გარეშე. იგივე პატერნი შეინიშნება ქალებში, რომლებიც განიცდიან ერთდროული და მუდმივი არშიყობის მოთხოვნილებას ორი ან მეტი მამაკაცის მხრიდან.
ზოგჯერ ასეთი გარემოებები იწვევენ ჭეშმარიტ სასოწარკვეთას და პრობლემის გადაწყვეტის სურვილს ვინმეს სახით, ვინც უნდა გააერთიანოს თავის თავში საპირისპირო სქესის ორი პიროვნება. თუმცა, ხშირად, მოვლენები ისე ვითარდება, რომ გარე სოციალური ზეწოლის შედეგად ეს ადამიანები იძულებულები ხდებიან მიმართონ თერაპიას; ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, პროგნოზი ძირითადად დამოკიდებულია იმაზე, არის თუ არა თერაპია გაუცნობიერებული ალიბის შექმნის მცდელობა ურთიერთობების უკვდავსაყოფად, თუ პატიმრობიდან გათავისუფლების მცდელობაა. საუკეთესო შემთხვევაში, ნარცისული პაციენტი, რომელსაც აწუხებს ორივე ქალის ფრუსტრირებასთან და მათზე ფარულ თავდასხმასთან დაკავშირებული დარდი და დანაშაული, გულწრფელად არის დაინტერესებული თერაპიით.
ერთი ან ორივე პარტნიორის მწვავე ნარცისული პათოლოგია ჩვეულებრივ ფსიქოანალიტიკურ თერაპიას მოითხოვს, იმ შემთხვევების საპირისპიროდ, როდესაც წყვილის კონფლიქტი თავისთავად უფრო ძლიერია ერთი ან ორივე პარტნიორის ნარცისულ სირთულეებზე ან როდესაც მას გადააქვს ეს ინდივიდუალური პრობლემები უკანა ფონზე. თერაპიის მოტივაცია გადამწყვეტი ფაქტორია, რადგან ასეთი პაციენტები საჭიროებენ რთულ და ხანგრძლივ ანალიზს. ეს მოტივაცია და მაჩვენებელი, რომელშიც წყვილის პათოლოგია შეიძლება სრულად იქნას გამოხატული და შემუშავებული გადატანის დროს, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან პროგნოსტირებულ ფაქტორს. ბევრ ნარცისულ პაციენტს აუცილებლად სჭირდება არაერთხელ განიცადოს იდეალიზაციის და სასიყვარულო ურთიერთობების კრახი, სანამ ისინი საკმარისად შეშფოთებიან საკუთარი თავის გამო, რათა ანალიტიკური თერაპიისათვის მოტივირების აუცილებლობა იგრძნონ. ამიტომ 40-50 წლის პაციენტების თერაპიას უფრო უკეთესი პროგნოზი აქვს, ვიდრე ახალგაზრდებისას. მეორე მხრივ, მწვავე ნარცისული პათოლოგიის მქონე პაციენტებს ადრეული თერაპია სჭირდებათ, რათა თავიდან აიცილონ მათი პროფესიული ცხოვრების და ასევე სასიყვარულო ურთიერთობების მარცხი.
მე ყურადღებით შევისწავლე ნარცისული პათოლოგიის გავლენის ქვეშ მყოფი ერთ ან ორივე პარტნიორის ურთიერთობები წყვილში და მინიმალური ნარცისული პათოლოგიის მქონე წყვილებში. ნარცისული პათოლოგიის წინა პლანზე წამოწევა იწვევს მისი დესტრუქციული ეფექტების გადამეტებული აქცენტირების საშიშროებას. ანალოგიურად, არაპათოლოგიური ურთიერთობებისათვის ზედმეტად დიდი მნიშვნელობის მინიჭებამ შეიძლება გამოიწვიოს იდეალური ან იდეალიზებული ასპექტების გაზვიადება სასიყვარულო ურთიერთობებში. ნება მომეცით ჩემი აღწერა დავასრულო პათოლოგიური და არაპათოლოგიური საწყისების გადახლართვის მრავალ გზებზე მითითებით. ნარცისული პათოლოგიის ნეგატიური შედეგების გამოვლინებას შეიძლება პოზიტიური ეფექტი ჰქონდეს, ხოლო პარტნიორებს შორის ურთიერთქმედებას, რომელიც არ შეესაბამება გაუცნობიერებელ მოლოდინებსა და წარსულის კონფლიქტების ასახვას, შეიძლება სამკურნალო შედეგი ჰქონდეს, გამოიწვიოს პროექციული იდენტიფიკაციის მოქმედების და ყოვლისმომცველი კონტროლის შედეგების ნეიტრალიზება, ისევე როგორც კაპიტულანტური ქცევის განმეორებითი ასახვის.
ზოგადად, ამბივალენტურობის აღიარება წარმოადგენს პაციენტის მიერ მის კონფლიქტებსა და ფრუსტრაციებში საკუთარი წვლილის მზარდი გაცნობიერების ნიშნების ყველაზე უფრო საერთო მნიშვნელს. ფსიქოლოგიურ გაუმჯობესებას თან ახლავს ღრმა სინანული, რომლის დროსაც პაციენტს შეუძლია აღიაროს და დაამუშაოს აგრესია, ასევე გამოხატოს მისი შედეგების გამოსწორებისა და ზარალის ანაზღაურების სურვილი, რომელიც მან რეალურად ან მის წარმოსახვაში მიაყენა.
ასეთ სამკურნალო პროცესებს შეიძლება ყოველდღიურ ცხოვრებაში ჰქონდეს ადგილი, თერაპიული სიტუაციების მიღმა. მაგალითად შეიძლება განვიხილოთ ერთი ნარცისული ქალის ამბავი, რომელსაც ხანგრძლივი ექსპლოატატორული ურთიერთობები ჰქონდა ძლიერ მამაკაცებთან და რომელიც ეწეოდა ისეთ ცხოვრებას, რომელიც მიანიშნებდა ეგოცენტრიზმსა და თვითგანდიდებაზე. დაორსულების მრავალწლიანი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მას გაუმართლა და ის დედა გახდა. როდესაც პაციენტმა შეიტყო, რომ მისი შვილი მძიმედ არის დაავადებული და მისი სიცოცხლე ადრეულ ასაკში დასრულდება, მისი თავდაპირველი გულისწყრომა სასტიკი და უსამართლო ბედის მიმართ შეცვალა ამ ბავშვისადმი უსაზღვრო ერთგულებამ. მასზე ზრუნვა მან დააყენა მის სოციალურ, პროფესიულ და პირად ცხოვრებაზე მაღლა, მან პირველად იგრძნო ჰარმონია საკუთარ თავთან და სამყაროსთან. ბავშვისადმი სრული ერთგულება ამავე დროს მიუთითებდა ბავშვში ნარცისულობის ინვესტირებაზე და იმზეს, რასაც შეიძლება ეწოდოს საკუთარ თავზე ალტრუისტული უარი მაზოხისტური იმპლიკაციებით. მის თავგანწირვაში ნარცისული და მაზოხისტური თვისებების შერწყმამ გავლენა იქონია ამ ქალის ურთიერთობაზე სხვა მნიშვნელოვან ადამიანებთან, რასაც მოჰყვა მამაკაცების მიმართ მისი პოზიციის რადიკალური გადახედვა. გარდა ამისა, ამ კონსტელაციამ გაათავისუფლა იგი აუცილებლობისგან შეინარჩუნოს საკუთარ თავზე იდეალიზებული წარმოდგენა, და აღარ აღიქვას ის როგორც საკუთარი თავის პატივისცემის აუცილებელი პირობა. ბავშვის გარდაცვალების შემდეგ, მან პირველად შეძლო მამაკაცთან ისეთი ურთიერთობების დამყარება, რომელშიც იყო ურთიერთგაგებაც და ერთგულებაც.
ზოგჯერ პარტნიორის არჩევანი უკავშირდება საკუთარი ინდივიდუალური პათოლოგიის განკურნების მცდელობას. ნარცისული თვითგანდიდების მანიის მქონე მამაკაცს, რომელიც ცინიკურად აუფასურებს ეთიკური ნორმებისადმი მიდრეკილებას, ჰედონისტური და ეგოცენტრული მსოფლმხედველობით, შეუძლია აირჩიოს ეთიკური ნორმებისადმი ერთგული ქალი, ვისთვისაც მსგავსი ღირებულებები ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი ქალით გატაცებულ და მისი ღირებულებების უგულებელყოფის ცდუნებას აყოლილი მამაკაცს, რომელიც ამ გზით ახდენს საკუთარი ნარცისული კონფლიქტების კომპულსიურ რეპროდუცირებას, ამავე დროს შეუძლია გამოხატოს არაცნობიერი იმედი ქალის მორალური ტრიუმფისა მამაკაცის
ამგვარად, წყვილის ეგო-იდეალის სისტემებმა და არაცნობიერმა წარსულმა კონფლიქტებმა შეიძლება გამოიწვიონ სამკურნალო ძალისხმევის დასაწყისი.
https://www.ju-lis.com/single-post/2016/1/6/%D0%9D%D0%B0%D1%80%D1%86%D0%B8%D1%81%D1%81%D0%B8%D0%B7%D0%BC-%D0%A1%D0%BF%D0%B8%D1%81%D0%BE%D0%BA-%D0%B8%D1%81%D1%82%D0%BE%D1%87%D0%BD%D0%B8%D0%BA%D0%BE%D0%B2
https://litresp.ru/chitat/ru/%D0%A0/rajt-robert/evolyuciya-boga-bog-glazami-biblii-korana-i-nauki
https://www.scribd.com/document/341890986/%D0%98%D1%81%D1%82%D0%BE%D1%80%D0%B8%D1%8F-%D0%BF%D1%81%D0%B8%D1%85%D0%BE%D0%B0%D0%BD%D0%B0%D0%BB%D0%B8%D1%82%D0%B8%D1%87%D0%B5%D1%81%D0%BA%D0%BE%D0%B3%D0%BE-%D0%B4%D0%B2%D0%B8%D0%B6%D0%B5%D0%BD%D0%B8%D1%8F
http://rps-arbat.ru/herbert_val.html
http://psychoanalysis.by/tag/%D0%B6%D0%B0%D0%BA-%D0%BB%D0%B0%D0%BA%D0%B0%D0%BD/page/3/
https://www.psychol-ok.ru/lib/wahl/tn/tn_05.html

http://prosvetlenie.daism.ru/statya-wie/epidemiya-nartsissizma
https://ru-dark-triad.livejournal.com/13774.html
http://www.dissercat.com/content/operatsionalnoe-opredelenie-nartsissizma-v-predelakh-psikhicheskoi-normy

https://psy.wikireading.ru/83233
https://platona.net/load/knigi_po_filosofii/kulturologija/lipovecki_zhil_ehra_pustoty_ehsse_o_sovremennom_individualizme/16-1-0-990

http://psychoanalysis.by/2018/11/21/womanliness-as-a-masquerade/
http://psychoanalysis.by/2018/12/09/uran-2/

The Rise of Narcissism and the Loss of Meaning (II)
“As individuals and as a nation, we now suffer from social narcissism. The beloved Echo of our ancestors, the virgin America, has been abandoned. We have fallen in love with our own image, with images of our making, which turn out to be images of ourselves.”
- Daniel J. Boorstin
Individualism does not have to be selfish and uncooperative. On the contrary, individual integrity while communing with the whole is what being human is all about. Whereas conforming to a bland, homogenous consensus of selfish dictates that defines so much of economic and cultural discourse is one sure way to lose one’s conception of self. What society seems to be growing is an unhealthy and destructive self-obsession that is rapidly normalised as a symptom of a “dog-eatdog” world. To “be someone” means that we have to play the game and it is a one that gradually brainwashes you into thinking that this is what you do - for the rest of your life: be one of the herd or an outsider that attains “success.” Yet, perhaps those two avenues are really just the same? What does it mean to groove oneself into a routine of 9-5, TV, weekend peace and family life with barely the time to think? What of that desire to have wealth, status and to be adored? The latter is directly mirroring the Establishment perception made up of corporate leaders, politicians, members of the monarchy and endless TV shows like X-factor and American Idol that tell us if you are not wealthy and do not have power and influence, you do not exist - you have no significance. It is narcissism as entertainment and the narcissist as role model. And since children must conform to the idea of success and love as defined by our culture, we are encouraging the emergence of generations of narcissists and those with borderline personality disorders to shape that culture. In effect, we do not have the time, space or energy to truly shape our own identity outside the bubble of cultural dynamics in which we are immersed. Urban life and technology is only reinforcing that largely unconscious existential crisis. It is a true that material success does not define individual integrity any more than integrity can define the type and quality of that success. To have personal integrity automatically places value on the type of success you wish to attract and
pursue. Which is perhaps why, despite the obvious material advances for many, we are not getting happier. (This is especially true for young women). As we get unhappier yet more affluent the unhappiness becomes a form of aggressive entitlement for material acquisition, status and the ease and comfort this provides. No one wants to be a pauper but there appears to be a serious displacement of core needs lying deep within societies; a spiritual yearning that is not only being ignored but actively subverted.
........
Хотелось бы также поставить вопрос и об ответственности психоанализа за нынешнее разрастание этого болезненного состояния в нездоровом обществе. Возникает крамольная мысль: может быть, став массовым движением, психоанализ закрепил в общественном сознании мысль об укорененности нарциссизма. Разумеется, социальные процессы гораздо сложнее, развитие общественного сознания обладает собственной логикой. Но почему, оценивая нарциссизм как своего рода патологию, никто из отцов-основателей психоанализа не указал на возможность его чудовищного разрастания в современной социальной практике? В этом смысле даже видные представители психоанализа оказалась заложниками психоаналитического мифа, созданного метапсихологией.......
нарциссический типаж по определению асоциален. Его грандиозное Я не получает общественной поддержки. Однако сегодня мы сталкиваемся с потрясающим парадоксом.
Нарциссическая личность сегодня востребована повсеместно. Политическая психология трансформируется в политическую патопсихологию. Носитель верховной власти уже не воспринимает как абсурд, когда губернатор, обращаясь к нему, сообщает, что с вашей божьей помощью в нашем регионе построен храм. Нарциссизм политиков – нарциссические фантазии о своей надчеловеческой природе.
Как можно говорить о неспособности носителя данной структуры приспособиться к обществу, если существует, о чем, собственно и писал Фромм, групповой, национальный нарциссизм? Можно ли сегодня в качестве противоядия этническому нарциссизму выдвигать идею идентификации с человечеством, если именно глобализация плодит в массовом масштабе цивилизационный нарциссизм? Целесообразно ли культивировать мысль о любви к человечеству в условиях экологической катастрофы, цивилизационного кризиса?
Мы сталкиваемся с агрессивностью и фанатизмом группового сознания. Нарциссизм выступает как мобилизация энергии для разрушительных целей. В годы перестроечного гомона известный дьякон в состоянии подпития тыкал в небо пальцем и кричал: "я-то дьякон, а ты – кто?". Писатели занимаются самоцелованием. Андрей Платонов в свое время с тревогой писал о коллегах-писателях, "одержимых достоинством". Новые русские открыто выражают презрение к черни, к народу. Процветает нарциссическое обожествление человека успеха, независимо от того, каким путем он шел к своему триумфу.
Реклама тиражирует нарциссизм в массовом масштабе. Известный слоган "Вы этого достойны" устраняет всякую меру рациональности. Мы, по словам Жана Бодрийяра, погружаемся в мир нарциссических фантазмов, образов, мечтаний. Даже трезвая философская мысль не может устоять перед напором постмодернистского самообольщения. Предельным выражением такого нарциссического делириума можно считать факт, когда один известный современный философ вынес на обложку своей книги не блещущую новизной собственную фразу в качестве эпиграфа. Представим себе, что Пушкин эпиграфом к написанной им повести выбрал бы не строчку Г. Р. Державина "Где стол был яств, там гроб стоит", а что-нибудь из собственного багажа, допустим, "И где мне смерть пошлет судьбина?", да еще и подпись поставил – А. С. Пушкин. А что, вполне мобилизует...
Не получается ли, таким образом, что сегодня нарциссический типаж в большей степени социален, притерт к общественным связям, чем личность психологически обособленная, неудовлетворенная теми суррогатами "социальности", которые предлагает ей современное общество? В этом смысле фундаментальной личностной установкой является не приспособление к господствующим нормам миропорядка, а постоянный поиск подлинной социальности, предполагающей проверку, корректировку и пересмотр однажды найденных общественных стандартов, осознание своей социальной позиции, жизненных интересов и социальных устремлений. Не являемся ли мы свидетелями травестии нормы и патологии?
Сегодня сплошь и рядом неадаптированной личностью оказывается человек, не способный предъявить обществу собственное раздутое Я, умение диктаторски обозначить свое место в группе, загипнотизировать общество своим величием. Не становится ли мания величия тиражированным состоянием? Не возникает ли здесь широкое поле для психоаналитического изучения массово-психологических процессов современного общества? Немаловажно отметить, что ни буддизм, ни неоконфуцианство, ни индуизм не поощряют ни индивидуальный, ни социальный нарциссизм.
Еще один парадокс. Завороженные массовым тиражированием нарциссизма, мы, следуя интеллектуальной моде, оказались его буревестниками. Пафос антропоцентризма, истолкование человека в качестве завершения живой эволюции, современные проекты дебиологизации, деантропологизации, расчеловечивания человека неотторжимо связаны с дерзновенной идеей, выраженной в свое время в названии работы Эриха Фромма "Будьте как боги". Человек – творение Божье. Но вся русская религиозная философия, возвышая человека, постоянно подчеркивала, что Бог все-таки выше личности. Сегодня в философии постоянно артикулируется иная мысль. Человек вправе уничтожить себя, чтобы дать жизнь постчеловеку, иному созданию, антропоиду, техноиду. Многие задаются вопросом: кто может произойти от человека? Мы теперь сами боги.
Возникает грозная опасность, на которую указывают постмодернисты. Современное общество адаптировало психоанализ, усыновило его, подчинило утилитарным прагматическим целям. Возвещенная психоанализом благородная миссия – стать могучим средством оздоровления общества – постепенно утрачивается. Мы оказались в фарватере социальной практики, интеллектуальной моды. Об этом можно судить хотя бы по материалам проведенного в рамках конференции круглого стола.
Коль скоро человек не может ориентировать себя в двух противоположных направлениях, то выходит, что нарциссизм неизбежен. Если человек захвачен себялюбием, то он нарциссичен. А если он предельно альтруистичен, утрачивает личностное ядро, растворяя его в недрах социальной анонимности, то он теряет самого себя и даже нарциссически гордится собственным самоумалением. Между тем исходная мысль моего доклада заключалась в том, что человек целостен. Да, в нем работают разные программы, да он расщеплен на субличности, но при этом он способен восстанавливать утраченную целостность. Собственно, в этом и состоит смысл проводимой нами терапевтической работы. Чем же мы, вообще говоря, занимаемся, если не восстановлением утраченных личностных структур, не утверждением гармоничности человеческого существования? Человек способен балансировать между любовью к другим и себялюбием, между фрагментарностью и целостностью, между нормой и патологией.
---
https://www.livelib.ru/book/1002113777-strah-blizosti-kak-perestat-zaschischatsya-i-nachat-lyubit-ilse-sand
http://www.psychomedia.it/jep/number14/mazin.htm
https://zen.yandex.ru/media/id/5aceec39bcf1bc364328c801/chelovek-fantom-terapiia-narcissizma-5bcc5e97f4f9c100ab9f9e3e
https://www.b17.ru/blog/74410/
http://e-notabene.ru/psp/article_23224.html
https://theoryandpractice.ru/posts/13759-psychology-of-religion
http://psychoanalysis.by/2018/04/25/article-psychoanalysis-15/
http://psychoanalysis.by/2018/07/18/article-psychoanalysis-31/
http://psychoanalysis.by/2018/10/04/kant/
http://psychoanalysis.by/2019/01/17/%D1%81%D1%82%D0%B0%D1%82%D1%8C%D1%8F-%D0%B1%D1%80%D1%8E%D1%81-%D1%84%D0%B8%D0%BD%D0%BA-%D1%81%D0%BB%D1%83%D1%88%D0%B0%D1%82%D1%8C-%D0%B8-%D1%81%D0%BB%D1%8B%D1%88%D0%B0%D1%82%D1%8C/
http://psychoanalysis.by/2018/01/30/borderline/
http://psychoanalysis.by/2018/02/01/projection/
http://psychoanalysis.by/2018/02/05/kernberg-2/
http://psychoanalysis.by/2018/03/18/kernberg-4/
http://psychoanalysis.by/2018/03/28/article-15/
http://psychoanalysis.by/2018/04/13/article-psychoanalysis-13/
http://psychoanalysis.by/2018/05/16/article-psychoanalysis-22/
http://psychoanalysis.by/2018/08/29/salome/

Почему не получаются отношения? О страхе близости. Часть 2. Кто подвержен страху близости?
Люди с нарциссической структурой характера.
|
http://www.psychomedia.it/jep/number14/mazin.htm
https://zen.yandex.ru/media/id/5aceec39bcf1bc364328c801/chelovek-fantom-terapiia-narcissizma-5bcc5e97f4f9c100ab9f9e3e
https://www.b17.ru/blog/74410/
http://e-notabene.ru/psp/article_23224.html
https://theoryandpractice.ru/posts/13759-psychology-of-religion
http://psychoanalysis.by/2018/04/25/article-psychoanalysis-15/
http://psychoanalysis.by/2018/07/18/article-psychoanalysis-31/
http://psychoanalysis.by/2018/10/04/kant/
http://psychoanalysis.by/2019/01/17/%D1%81%D1%82%D0%B0%D1%82%D1%8C%D1%8F-%D0%B1%D1%80%D1%8E%D1%81-%D1%84%D0%B8%D0%BD%D0%BA-%D1%81%D0%BB%D1%83%D1%88%D0%B0%D1%82%D1%8C-%D0%B8-%D1%81%D0%BB%D1%8B%D1%88%D0%B0%D1%82%D1%8C/
http://psychoanalysis.by/2018/01/30/borderline/
http://psychoanalysis.by/2018/02/01/projection/
http://psychoanalysis.by/2018/02/05/kernberg-2/
http://psychoanalysis.by/2018/03/18/kernberg-4/
http://psychoanalysis.by/2018/03/28/article-15/
http://psychoanalysis.by/2018/04/13/article-psychoanalysis-13/
http://psychoanalysis.by/2018/05/16/article-psychoanalysis-22/
http://psychoanalysis.by/2018/08/29/salome/
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised