ტრანს-მისია: ჰიპნოზი ექიმების, თაღლითების და სექტანტების სამსახურში
მარია შუსტროვა

ინტერნეტში, ასობით ადამიანი ერთმანეთს უზიარებს ჰიპნოთერაპიისგან მიღებულ შთაბეჭდილებებს. ზოგი აღფრთოვანებულია, ზოგი კი უკმაყოფილო. ზოგი საუბრობს სამკურნალო ტრანსის დახმარებით ნევროზისა და ფობიებისგან განკურნების შესახებ, სხვები იხსენებენ თაღლითებს, ვინც ჰიპნოზის მეშვეობით ფულს სცინცლავს მიმნდობ ობივატელებს. არსებობს თუ არა ჰიპნოზით ზემოქმედება და რა არის იქიდან, რაც ჩვენთვის ცნობილია მის შესახებ, რეალობა, და რა გამონაგონი - რია ნოვოსტის მასალებში.
„შეიძლება ითქვას, რომ დავფრინავდი“
ბევრი ადამიანი აღნიშნავს, რომ ტრანსში შევიდნენ და განიკურნენ მხოლოდ სპეციალისტთან საუბრის შედეგად. ქსელში ერთი და იმავე პროცედურის შესახებ წერენ შემდეგს: „შედეგი იყო საოცარი. მე ვიგრძენი მოდუნება და, ამავე დროს, დაძაბულობა, ძალა და გაბედულობა ჩემი ცხოვრება რომ შემეცვალა. მეცადინეობის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ დავფრინავდი“.
„მე ყველა სეანს ვესწრებოდი. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ჰიპნოლოგი და პაციენტი უბრალოდ მშვიდად საუბრობდნენ და იცინოდნენ. ჰიპნოლოგი უყვებოდა პაცოენტს სხვადასხვა ამბავს, ზღაპრებს ... უნდა ითქვას, რომ დროდადრო მიჩნდებოდა ადგომის და წასვლის სურვილი, მაგრამ როდესაც ბავშვმა მითხრა „მე მჯერა მისი“, გადავწყვიტე, რომ ჩვენ ბოლომდე ვივლიდით“ ...
„ჩემს გარშემო დადიოდა სანთლით ხელში, შემდეგ წყალი დამუხტა. ილაპარაკა რაღაც ვეგეტარიანობის შესახებ, რომ მოკლულ ცხოველთა ხორცზე უარის თქმამ უნდა განგვკურნოს, და ამის უნდა გვჯეროდეს. ნამდვილი ბოდვა იყო. შემდეგ კოცნა დამიწყო. აი ასეთი მეთოდები ჰქონდა. შოკში ვიყავი. არავის ვურჩევ“ ...
„სპეციალისტს მივმართე, რადგან პანიკურად მეშინოდა ფრენის. მე ვიჯექი დახუჭული თვალებით, ხოლო ჰიპნოთერაპევტი მშვიდი ხმით მთხოვდა წარმომედგინა სხვადასხვა სურათები. ან წყალში როგორ შევდივარ, ან ფრინველად გადავიქეცი და ავფრინდები... სურათები ერთმანეთს ცვლიდნენ, თითქოს სიზმარს ვხედავდი, მაგრამ ამავე დროს ჩემს სხეულს ვგრძნობდი. მე მეძინა და ამავე დროს ვფხიზლობდი. ხოლო, როცა წარმოვიდგინე, რომ დავფრინავ, პირველად არ შემეშინდა“ ...
ბერმონაზონი ტრანსში
პირველი ადამიანი, რომელმაც ევროპაში მე -18 საუკუნეში ჰიპნოზის შესახებ დაიწყო ლაპარაკი, იყო კათოლიკე ბერი, გოას მკვიდრი, აბატი ფარია, რომელიც ალექსანდრე დიუმამ უკვდავყო რომანში „გრაფ მონტე კრისტო“.
რეალური აბატი ფარია იყო შეთქმული, რეოლუციონერი და კოლონიზატორების წინააღმდეგ მებრძოლი. სამჯერ დააპატიმრეს, ორჯერ გაიქცა, მაგრამ მოასწრო პარიზში ჰიპნოზის ან „ცხოველური მაგნიტიზმის“ შესახებ რამდენიმე შრომის გამოქვეყნება, რომლის ტექნიკას ჯერ კიდევ ინდოეთში, სამონასტრო სკოლაში დაეუფლა. ის ამტკიცებდა, რომ თითოეული ადამიანი რეგულარულად შედის ტრანსში, და ექიმის ამოცანაა მხოლოდ მომენტი დაიჭიროს, როდესაც პაციენტი ახლოს იქნება ამ მდგომარეობასთან, და უბრალოდ გააძლიეროს ის.
მან განმარტა, რომ ჰიპნოზი არ უკავშირდება ზებუნებრივ ძალებს, რომ მისი მიზეზი ადამიანის ფსიქიკაშია. ტერმინი „ჰიპნოზი“ (ბერძნული „ჰიპნოს“ - ძილი) შემოიტანა ინგლისელმა ქირურგმა ჯეიმს ბრეიდმა, რომელსაც მიაჩნდა, რომ ჰიპნოტური მდგომარეობა ბუნებრივ ძილს ჰგავს და შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფიზიკური და სიტყვიერი ზემოქმედებით.
ალკოჰოლიკები ჰიპნოზის ქვეშ
„როგორც ასეთი, მკურნალობა მხოლოდ ჰიპნოზის გამოყენებით არ არსებობს. არსებობს ფსიქოთერაპიის სახეობა - ჰიპნოსუგესტატური თერაპია (სიტყვიერი შთაგონებით მკურნალობა - რედ. შენიშვ.). აქ არ არის არავითარი მაგია ან მისტიკა“, - ამბობს ფსიქოთერაპევტი კონსტანტინე ოლხოვოი.
მისი თქმით, ეს კომპლექსური თერაპიული მკურნალობის განუყოფელი ნაწილია, რომელიც განსაკუთრებით ეფექტურია ნევროზის, ფობიებისა და დამოკიდებულების დროს.
თუმცა, ეს ყველაზე არ მოქმედებს - ზეშთაგონებადი ადამიანები მსოფლიოში არა უმეტეს 10-12%-ს შეადგენენ. „სამაგიეროდ, დირექტიული ჰიპნოთერაპიის წყალობით (როდესაც ტრანსში მყოფ პაციენტს აძლევენ მკაფიო ავტორიტარულ შთაგონებას - რედაქტორის მინიშნება), რომელსაც იყენებენ დამოკიდებულების მკურნალობისას, ალკოჰოლიკებს შორის ასეთი პიროვნებები დაახლოებით 80-85%-ს შეადგენენ. ეს არის ადამიანთა ფსიქიკის თავისებურება, რომლებსაც აქვთ დამოკიდებულების მიდრეკილება“, - აღნიშნავს ოლხოვოი.
თუმცა ალკოჰოლიზმისგან ეფექტურმა მკურნალობამ ჰიპნოზის დახმარებით შეიძლება არასასურველი შედეგები გამოიწვიოს. „მამაჩემი სვამდა. მას ჩაუტარდა მედიკამენტოზური მკურნალობა, მაგრამ შედეგი მხოლოდ რამდენიმე თვე გაგრძელდა. ჰიპნოზი რამდენიმე წლის განმავლობაში ეხმარებოდა, შემდეგ ყველაფერი თავიდან იწყებოდა. მამა თვითონ დადის სეანსებზე, მაგრამ ეს ფსიქიკაზე ახდენს გავლენას: ის საკუთარ თავს ჩაუღრმავდა, გახდა ფიცხი“, - ჩივის ჰიპნოზით განკურნებული ალკოჰოლიკის შვილი.
„ფული მომეცი და გიმკითხავებ“
„ფართოდ არის გავრცელებული მითი ჰიპნოზის შესახებ, რომელიც მუსირებს ლიტერატურასა და ფილმებში, რომ ჰიპნოზის ქვეშ მყოფ ადამიანს შეუძლია ყველაფრის გაკეთება, თუნდაც მკვლელობის ჩადენა. ეს ნამდვილი ფანტასტიკაა. მაგალითად, ადამიანს არწმუნებენ, რომ აუცილებელია სამკაულების გაღება. თუმცა მას ნორმალურ მდგომარეობაშიც კი შეუძლია დაიჯეროს, რომ ეს საჭიროა, და მისცეს სამკაულები. ამიტომ თაღლითები ჰიპნოზის ქვეშ არწმუნებენ ადამიანებს, რომ ისინი საფრთხეში არიან“, - აღნიშნავს ფსიქოთერაპევტი.
თუმცა, თუ ადამიანი უკიდურესად მგრძნობიარეა ჰიპნოზური ზემოქმედების მიმართ, მაგრამ ეწინააღმდეგება ტრანსში შესვლას, ჰიპნოზი მასზე არ იმოქმედებს. თაღლითმა რომ შეძლოს ადამიანის გაძარცვა, ჯერ უნდა დაელაპარაკოს მას. მაგრამ, თუ მას უბრალოდ თავიდან მოიცილებენ და გვერდს აუვლიან?
„2000-იანი წლების დასაწყისში ერთი სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა: ამგვარი „სპეციალისტების“ ჯგუფი ძარცვავდა საბანკო გაცვლით პუნქტებს. მათ შემოიარეს ათობით ასეთი პუნქტი, არჩევდნენ მაღალჰიპნაბელურ თანამშრომელ ქალებს. ერთ-ერთი მათგანი ქალთან საუბარს იწყებდა, ხოლო მეორე ინკასატორის ფორმაში ჩაცმული შემოდიოდა, და ქალს შთააგონებდნენ, რომ ფული მისთვის უნდა ჩაებარებინა, - იხსენებს ოლხოვოი.
ჰიპნოზის ქვეშ მყოფ ადამიანს ვერ აიძულებ იმის გაკეთებას, რასაც ის არ გააკეთებდა ჩვეულებრივ მდგომარეობაში, ამტკიცებს ფსიქოთერაპევტი.
მისი თქმით, ჰიპნოზი ადამიანის მდგომარეობა, რომელშიც ის თავად შედის. ამიტომ არ არსებობს პიროვნების არავითარი იძულება. თერაპევტი ამ შემთხვევაში მხოლოდ თანაშემწეა. ამ მდგომარეობაში ადამიანს შეუძლია გაიხსენოს რაღაც, გაიაზროს საკუთარი პრობლემები, გათავისუფლდეს კუნთების დაძაბულობისგან, რომელსაც აქვს ფსიქოგენური ხასიათი. "მაგალითად, როდესაც ადამიანი ალკოჰოლზე უარს ამბობს, ჰიპნოზის დროს ის თვითონ უკრძალავს თავის თავს მის მიღებას“, - განმარტავს ექსპერტი.
თუმცა, ჰიპნოზი არც ისე უვნებელია. „ადამიანზე ბრბოს ზემოქმედება შედარებით უფრო დიდია, ვიდრე იპნოთერაპევტის ზემოქმედება. ჯერ კიდევ ზიგმუნდ ფროიდი ამბობდა, რომ ბრბო - ეს ჰიპნოზის ქვეშ მყოფი უამრავი ადამიანია. ბრბოს ტრანსი- შედარებით უფრო ძლიერი მოვლენაა. მაგრამ ადამიანებს რატომღაც მისი არ ეშინია, თუმცა უფრთხიან ფსიქოთერაპევტებს, რომლებიც მოქმედებენ მათ ინტერესებში“, - აცხადებს სპეციალისტი.
სექტანტების სამსახურში
ზოგიერთ დესტრუქციულ სექტაში გამოიყენება ადეპტებზე ჰიპნოტური ზემოქმედება. თუმცა, რელიგიებისა და სექტების კვლევის ცენტრების რუსეთის ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრ დვორკინის თქმით, ეს არ არის პიროვნებაზე ზემოქმედების ძირითადი საშუალება მისი ხანმოკლე ეფექტის გამო.
„შეუძლებელია ადამიანის თუნდაც რამდენიმე დღით დაჰიპნოტიზირება, რომ არაფერი ვთქვათ თვეებსა ან წლებზე. ტრანსი სულ რამდენიმე საათი გრძელდება. ჰიპნოზი სექტებში გამოიყენება როგორც ადამიანებზე გავლენის მოხდენის ერთ-ერთი საშუალება, ისიც ყველა შემთხვევაში არა. არსებობს პიროვნებაზე ზემოქმედების უფრო ძლიერი საშუალებები“, - განმარტავს სექტოლოგი.
ხშირად ისინი, ვისაც არ უნდა პასუხისმგებლობის დაკისრება თავის ქმედებებზე, აცხადებენ, რომ ჰიპნოზის ქვეშ ყველაფერს აკეთებდნენ. სინამდვილეში, ჰიპნოზი აქ არაფერ შუაშია. ასეთი ზემოქმედება არ უკავშირდება იმას, რომ ადამიანები წლების განმავლობაში ამა თუ იმ სექტაში იმყოფებიან.
ღვთისმსახურების ან სექტის სხვა შეკრებების დროს, ხელმძღვანელებს შეუძლიათ ადეპტების ინდუცირებულ მასობრივ ისტერიაში შეყვანა (ჯგუფური შეშლილობა - რედ. შენ.), როდესაც ტრანსში მყოფი ადამიანები იწყებენ ყვირილს ან გააფთრებაში მოდიან. მაგრამ ეს მდგომარეობა მხოლოდ რამდენიმე საათი გრძელდება. ბევრს ეს იზიდავს, რადგან ასეთი ჰიპნოზური ზემოქმედების შედეგად ისინი ენდორფინებისგან („ბედნიერების ჰორმონებისგან“, რომლებიც ამცირებენ ტკივილს, განწყობაზე დადებით გალენას ახდენენ და შეიძლება ეიფორიამდე მიიყვანონ - რედ. შენ.) თავისუფლდებიან. შემდეგ სექტანტებს უმუშავებდათ ენდორფინული დამოკიდებულება, ამიტომ მათ სურთ ასეთი სეანსების გამეორება.
მაგრამ, როგორც რელიგიათმცოდნე რომან სილანტიევი აღნიშნავს, გვერდითი მოვლენებისა და არასანდოობის გამო, ტერორისტული ორგანიზაციებიც კი ცდილობენ არ გამოიყენონ ჰიპნოზი.
ჰიპნოტიზიორი-სამოსანი
სამღვდელოებას დღემდე არ აქვს ერთგვაროვანი დამოკიდებულება ჰიპნოთერაპიის მიმართ: ის ვარირებს დაძაბულობიდან სრულ უარყოფამდე. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ სეანსის დროს ექიმის და პაციენტის სული ერთმანეთთან კონტაქტში შედის, მაგრამ ამ კონტაქტის შედეგი მთლიანად დამოკიდებულია ექიმზე.
ოლხოვოის თქმით, ჰიპნოთერაპია არის მეთოდი, რომელსაც პრინციპში შეიძლება დაეუფლოს ნებისმიერი ფსიქოთერაპევტი. რა თქმა უნდა, ერთი იქნება მყარი სამოსანი, მეორე - ფრიადოსანი, ერთისთვის ეს მეთოდი იქნება უფრო ეფექტური, ხოლო მეორესთვის - ნაკლები. სწორედ ეს აწუხებს მართლმადიდებლურ სამღვდელოებას.
„ჰიპნოზი არის ჯოხი, რომელსაც ორი ბოლო აქვს. თუ ადამიანს უტარებენ მოტეხილობის მკურნალობას ან ქირურგიულ ჩარევას, ექიმის სუბიექტური როლი არც თუ ისე დიდია. ხოლო პირადი კონტაქტის დროს ფსიქოთერაპევტსა და პაციენტს შორის თითქმის ყველაფერი დამოკიდებულია სპეციალისტზე. იმისგან, თუ როგორია ის, - აღნიშნავს ინტერნეტ-პროექტის „შეკითხვები მღვდელს“ წამყვანი ქსელში „ელიცა“ მღვდელმონაზონი მაკარი (მარკიში).
„ჩვენ არ შეგვიძლია ფსიქოთერაპიის ამა თუ იმ ტექნიკის აბსოლუტური აკრძალვა, მათ შორის ჰიპნოტურის. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გავაფრთხილო, რომ არსებობს არაკეთილსინდისიერ ექიმთან მოხვედრის დიდი საფრთხე“, -
ზოგი არ იწონებს ჰიპნოზოთერაპიის პრაქტიკას, ვინაიდან არ მიესალმება ადამიანის ცნობიერებაში, ცხოვრებასა და ბედისწერაში ნებისმიერ ჩარევას, თუნდაც ზოგიერთ შემთხვევაში ის დახმარებას უწევდეს. „ძალიან დიდია საფრთხე იმისა, რომ შეიცვლება ადამიანის ცნობიერება, მოგონებები“, -
ყოველი რელიგია ჰიპნოზია რომელიც ცვლის ადამიანის ცნობიერებას, აშორებს თავის ბუნებრიობას
============================================================
რეგრესული ჰიპნოზი და რატომ არის ის საჭირო?
რეგრესული ჰიპნოზისადმი ინტერესი (წინა ცხოვრებაში რეგრესია) ძალიან ხშირად არის ჰიპნოლოგისთვის მიმართვის მიზეზი.
თუმცა რეგრესული ჰიპნოზი ნებისმიერი ჰიპნოტური მოგზაურობაა დროში, რომელიც შეეხება როგორც მიმდინარე ცხოვრების წარსულს (მაგალითად, ბავშვობის ტრავმულ პერიოდებში მოგზაურობა მათი განკურნების მიზნით), პროგრესულ ჰიპნოზს (მოგზაურობა დროში წინ, ოპტიმალური სტრატეგიის არჩევა მიზნის მისაღწევად), ასევე სულის წარსული განსახიერების რეგრესიას.
რაც შეეხება მეცნიერულ მოსაზრებას წინა ცხოვრებაში რეგრესიის შესახებ, ის ასეთია: მეცნიერებისთვის შეუძლებელია „წინა ცხოვრების დათვალიერების“ დროს ნანახის ჭეშმარიტების ან მცდარობის ზუსტი მტკიცება. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ „სულის“ ცნება ბევრ მეცნიერში იწვევს უამრავ დაპირისპირებას და მოსაზრებას.
პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ თუ ადამიანს დასაშვებად მიაჩნია თავის მსოფლმხედველობაში რეინკარნაციისა და წარსულის განსახიერების შესაძლებლობის დაშვება, ის ადვილად შეძლებს ვიზუალური გამოსახულებების დანახვას, რომელიც შეიძლება მიაკუთვნოს მისი სულის წინა განსახიერებას/წინა ცხოვრებას.
თუ იგი მტკიცე მატერიალისტია, მაშინ შესაძლებელია სირთულეები. თუმცა წინასწარ ამის თქმა არ შეიძლება, რადგან ხშირად მტკიცე მატერიალისტებსაც კი აქვთ ტრანსულ მდგომარეობაში დანახული ის, რაც შემდგომ მათ ვერ ახსნეს.
სხვა საქმეა, რომ მატერიალისტ ადამიანს გონება ყველაფერს თავაზიანად გაუუფასურებს, და სეანსიდან გამოსვლის შემდეგ, ადამიანი ალბათ ვერ შეძლებს მიღებული ინფორმაციის ეფექტურად გამოყენებას.
რა თქმა უნდა, არსებობს სხვა, მეტ-ნაკლებად რადიკალური მოსაზრებები. საბოლოო ჯამში, რა უნდა ვირწმუნოთ და როგორ უნდა ავუხსნათ საკუთარ თავს ეს საიდუმლო ჰიპნოტური ფენომენი, - ამას ყველა თვითონ გადაწყვეტს.
რეგრესული ჰიპნოზის, ან LBN-რეგრესიის ფუძემდებელია ამერიკელი ჰიპნოთერაპევტი მაიკლ ნიუტონი. მისმა შრომებმა ამ სფეროში, ისეთ ავტორთა შრომებთან ერთად, როგორიცაა დოლორეს კენონი და რაიმონდ მოუდი, საფუძველი ჩაუყარეს მთელ მიმართულებას „წინა ცხოვრების“ ფენომენის შესწავლაში.
მაიკლ ნიუტონმა მრავალი სეანსი ჩაატარა და ყურადღება გაამახვილა არა მარტო ადამიანების წინა ცხოვრების ანალიზზე, რომლებიც მას მიმართავდნენ, არამედ ე.წ. „ცხოვრებებს შორის ცხოვრების“ სივრცის შესწავლაზე. თავისი დაკვირვებები, გამოვლენილი ტენდენციები და დასკვნები მან დაწვრილებით აღწერა წიგნებში „სულის მოგზაურობა“, „სულის დანიშნულება“, „მოგონებები ცხოვრების შესახებ სიცოცხლის შემდეგ: ცხოვრება ცხოვრებებს შორის“.
თავისთავად, რეგრესული ჰიპნოზი საკმაოდ შრომატევადი საქმეა და თუ ჰიპნოზის ჩვეულებრივი სეანსისთვის საათნახევარი არის საკმარისი, ხშირად წარსულ ცხოვრებაში რეგრესია შეიძლება 3-5 საათი გაგრძელდეს, ზოგჯერ კი უფრო დიდხანს. აქ ბევრი რამ არის დამოკიდებული სამეურვეო პირის მახასიათებლებზე და მის უნარზე შევიდეს ღრმა ტრანსულ მდგომარეობაში.
შთაბეჭდილებები ამგვარი მოგზაურობის შემდეგ საკმაოდ განსხვავებულია, ზოგი ხედავს საკუთარ თავს წარსულ განსახიერებებში და თითქოს მასთან ასოცირებულად ცხოვრობს, სრულად ეფლობა მასში, გრძნობს სუნს, ხმებს, სხეულის შეგრძნებებს, პოულობს პასუხს კითხვებზე, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა. ზოგი ხედავს გაშლილ, ერთმანეთთან დაკავშირებულ სურათებს, თითქოს სატელევიზიო ეკრანზე; ზოგი ახერხებს მხოლოდ ბუნდოვანი, ფრაგმენტული მოგონებების ნახვას, როგორც სიზმარში.
ხშირად სეანსის შემდეგ სამეურვეო პირი ეკითხება თავის თავს, რა იყო ეს? იყო კი სინამდვილეში? თუ ყველაფერი მე მოვიგონე?
აქ, როგორც მე ვფიქრობ, ბევრი რამ არის დამოკიდებული ტრანსის სიღრმეზე და მიღებულ გამოცდილებაზე, თუ თქვენ გრძნობთ გემოს და სუნს, ფიზიკურ შეგრძნებებს და ღრმად ხართ შესული, მაშინ კითხვა, იყო ეს თუ არა, საკუთარი ნდობის საკითხია. რეალობა კი ზოგადად ძალიან სუბიექტური ცნებაა.
დაფიქრდით, ალბათ, თქვენ ზოგჯერ იხსენებთ რაღაც სცენებს ბავშვობიდან და მოულოდნელად გეუფლებათ მწვავე წყენა, აშკარად გახსოვთ ვინ სად იდგა და ვის რა ეცვა. ერთ მშვენიერ დღეს მიდიხართ, მაგალითად, დედასთან და უყვებით თქვენი მოგონებების შესახებ, დედას კი აბსოლუტურად არ ახსოვს, ჰქონდა თუ არა ამ შემთხვევას ადგილი.
მისი „რეალობა“ ისეთი არ არის, როგორიც თქვენი, მისთვის უბრალოდ ეს არ მომხდარა, თქვენთვის კი ეს მრუდედ განცდილი ემოციური გამოცდილება, ალბათ, ერთ-ერთი განმსაზღვრელი მომენტი, მაგალითად, ადამიანებთან ურთიერთობაში, და კვლავაც ახდენს შესამჩნევ გავლენას თქვენს ცხოვრებაში.
ამიტომ გაცილებით მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ „ეს“ როგორ განაგრძობს მუშაობას და როგორ შეიძლება „ამის“ გამოსწორება, ვიდრე იმკითხაოთ, ჰქონდა ამას ადგილი თუ არა.
ზოგჯერ სამეურვეო პირი თავის თავს ხედავს არა მარტო სხვა დროში, არამედ სხვა სამყაროშიც. და განსაკუთრებით ხშირად ამის შემოწმება არ შეგვიძლია, თუმცა იყო შემთხვევები, რომელსაც პირდაპირი დამოკიდებულება ჰქონდა ადამიანის ამჟამინდელ ცხოვრებასთან, მაგალითად, ადამიანის წინაპრებთან, ხოლო ჰიპნოზის ქვეშ მოპოვებული ინფორმაცია მოგვიანებით დასტურდება.
ე.ი. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი აზრით, ეს თქვენი არაცნობიერის პროდუქტია, მაგრამ იყო ეს ნამდვილად, თუ ეს მხოლოდ დაშიფრული მეტაფორული გზავნილია მისგან თქვენს ცნობიერებაში, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.
მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ ამ გზავნილს დიდი პოტენციალი აქვს. მისი გაცნობიერების და ამ პოტენციალის გამოთავისუფლების შემდეგ თქვენ შეგიძლიათ მოახდინოთ გარღვევა თქვენს ცხოვრებაში და მოიპოვოთ დიდი ხნის ნანატრი და თქვენთვის ასეთი საჭირო რესურსი რთული სიტუაციის მოსაგვარებლად, იქნება ეს ურთიერთობები, ფიზიკური ავადმყოფობა ან ცხოვრებისეული არჩევანის და დანიშნულების საკითხები.
ნებისმიერ შემთხვევაში მიღებული მასალის გამოყენება შემდგომ ძალიან პროდუქტიულად შეიძლება ფსიქოთერაპიასა და ანალიზში.
მე თვითონ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ წარსულ ცხოვრებაში მოგზაურობა არა მხოლოდ წარმტაცი და მდიდარი გამოცდილებაა, არამედ ძალიან სასარგებლოც. ნანახის დამატებით განხილვის შედეგად, ადამიანთა დიდ ნაწილს ეწყება გაცნობიერება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის მათ ცხოვრებას უკეთესობისკენ. იწყება სიღრმისეული პატიება, ქრონიკული ტკივილები, ფობიები ან ალერგიები წარსული ცხოვრებიდან, უფრო მოცულობითი და გასაგები ხასიათი ეძლევა ურთიერთობებს, ცნობიერდება „კონტრაქტები“, რომლებიც გაკავშირებთ საყვარელ ადამიანებთან, ზოგი პოულობს თავის „დანიშნულებას“ და სრულად აცნობიერებს თავისი განსახიერების ამოცანებს.
მაიკლ ნიუტონის მიმდევრები რეგრესული ჰიპნოზის დროს ძირითადად სთხოვენ კლიენტებს ჩამოაყალიბონ მოთხოვნა (მიზანი), რომელსაც ეძღვნება მოგზაურობა. და რა თქმა უნდა, წინა ცხოვრებაში რეგრესიის სეანსზე მოსულთა უმრავლესობა ამას კვლევის ინტერესებიდან გამომდინარე კი არ აკეთებს, არამედ კონკრეტული ცხოვრებისეული პრობლემების გადასაჭრელად.
თუ ამ სტატიაში მოცემულმა ინფორმაციამ დაგაინტერესათ და თქვენ გინდათ მოსკოვში გაიაროთ რეგრესული ჰიპნოზის სეანსი, ჩვენ ეს შეგვიძლია ორი-სამი სეანსის ჩატარების შედეგად.
1 სეანსი - ეს არის გაცნობითი შეხვედრა, მოთხოვნის ფორმულირება, პირველი საცდელი შესვლა ტრანსში, კითხვებზე პასუხი და ენერგეტიკული წმენდა (ხანგრძლივობა 1.5 სთ-მდე)
2 სეანსი - საცდელი რეგრესია, შესვლის უნარის შემოწმება, წინა ცხოვრებაში, ან ამ ცხოვრების რომელიმე პერიოდში (მაგალითად, ბავშვობაში) მოგზაურობა, იქ კონკრეტული სიტუაციის მოგვარება (ხანგრძლივობა 3.5 საათამდე).
3 სეანსი - ეს არის მთავარი რეგრესია - მოგზაურობა 5 წინა ცხოვრებაში, რომლებსაც აქვთ შეხება საკვლევ საკითხთან/მიზანთან, ან ცხოვრებებს შორის სივრცეში მაიკლ ნიუტონის მეთოდით/ან სიმპტომებთან და ფიზიკურ სხეულთან მუშაობა (5 საათამდე).
ამასთანავე დამატებით შესაძლებელია მიღებული ინფორმაციის შემდგომი სიღრმისეული შესწავლა ინდივიდუალური ფსიქოლოგიური კონსულტაციის შედეგად ან მისი ჰარმონიული ინტეგრაცია და ხელმეორედ განცდა ჯგუფში განთავსების მეთოდით.
სასურვილის შემთხვევაში ეს პროცესი შეიძლება შემცირდეს ორ შეხვედრამდე, ხოლო იშვიათ შემთხვევებში (რათა ვისწავლოთ ღრმა ტრანსში შესვლა), შეიძლება საჭირო გახდეს რამდენიმე (2-დან 5-მდე) დამატებითი სეანსი.
ჩემი აზრით, ოპტიმალური არჩევანია ქალაქგარეთ ყოველკვირეული სემინარის ჩატარება რეგრესიასთან (წინა სიცოცხლე, დაავადებების მიზეზები, ტრავმატული გამოცდილება, ურთიერთობები) დაკავშირებით, სადაც თქვენ ბუნებაში იქნებით, განმარტოებით, და არავინ შეგიშლით ხელს განიცადოთ და მიიღოთ მიღებული ინფორმაცია, შემდეგ კი ხელმეორედ განიცადოთ ის ჯგუფში, გააცნობიეროთ ძირითადი გაკვეთილები, და გათავისუფლდეთ ყველაფრისგან, რაც გაწუხებდათ. ამ მიდგომით თქვენ შესაძლებლობა გექნებათ არა მარტო თქვენი წინა ცხოვრება დაინახოთ ან გახვიდეთ თქვენთვის საინტერესო სიტუაციების/ურთიერთობების/დაავადებების/სქესობრივი ურთიერთობების მიზეზებზე, არამედ ღრმად შეისწავლოთ მიღებული ინფორმაცია, ისარგებლოთ შიდა რესურსებით, ასე რომ პრობლემა შეწყვეტს თქვენზე ზეგავლენას და მოგაწვდით საჭირო რესურსს ამ სიტუაციის სრულად მოსაგვარებლად, რომლის გამო თქვენ მოგვმართეთ.
ასევე არის შესაძლებელი, რომ ზაფხულის განმავლობაში უიკ-ენდზე აღმოჩნდეთ ჰიპნოზთან დაკავშირებულ გასაცნობ გამსვლელ სემინარზე.
ამოცანები, რომლებთანაც შეიძლება მუშაობა არადირექტიული ჰიპნოზის მეთოდით (მიმყოლი მედიტაცია და რეგრესული ჰიპნოზი):
ენერგეტიკული წმენდა, ემოციური დანაგროვისგან გაწმენდა (ტრავმული და სტრესული გამოცდილება, რომელმაც შექმნა გაუცნობიერებული ავტომატური პროგრამები და ემოციური რეაქციები; წყენის პატიება);
გარე ენერგეტიკული ზემოქმედებისგან (არსებები, ზიანის მომტანი პროგრამები) გათავისუფლება, დამოუკიდებელი ენერგეტიკული გაწმენდის სწავლება;
დაავადებების, კომპლექსების ჭეშმარიტი მიზეზების დადგენა და მათი გადაჭრა;
ფსიქოსომატურ დაავადებებთან ეფექტური მუშაობა;
შემზღუდველი რწმენისა და გაუცნობიერებული ავტომატური პროგრამების, ემოციური რეაქციების, შიშების, ფობიების (ცნობიერების ჩვეულებრივი მდგომარეობის გაუცნობიერებულ მდგომარეობაში) კორექტირება;
ეკოლოგიური დასრულება/ურთიერთობების ჰარმონიზაცია (გაკვეთილები, ენერგიის დაბრუნება, კონფლიქტების მიზეზების დადგენა და ა.შ.);
დარდის პროცესის (წასულ ნათესავებთან მუშაობა) დასრულება;
ემოციურ (სასიყვარულო) დამოკიდებულებასთან ღრმა მუშაობა.
გარდა ამისა, რეგრესიული ჰიპნოზის დროს არსებობს ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა მათი უმაღლესი ასპექტებისგან, შეხვედრა მცველებთან, კავშირის დამყარება საკუთარ უმაღლეს მე-სთან.
ინფორმაციის მიღება წარსული ცხოვრების შესახებ;
სიცოცხლეებს შორის სივრცეში, წარსულ ცხოვრებაში მოგზაურობა;
გვარისთვის დახმარების გაწევა, მუშაობა საგვარეულო ენერგიის გასაწმენდად;
თავისი დაბადების ჭეშმარიტი მიზნის ოპტიმალური ცხოვრებისეული სტრატეგიების არჩევის განსაზღვრა.

Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised