вторник, 22 января 2019 г.

სუსტი სქესი: ეკატერინა პოპოვა მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ სად გაქრენ ამორძალები

სუსტი სქესი: ეკატერინა პოპოვა მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ სად გაქრენ ამორძალები
 მსოფლიოს ყველა კუთხეში არსებობს ლეგენდები მებრძოლ ქალთა შესახებ, რომლებიც მამაკაცებთან ერთად იბრძოდნენ, როგორც თანაბარნი. მათ არსებობას არქეოლოგიური აღმოჩენებიც ადასტურებ - სამარხები, ფრესკები, ქანდაკებები. როგორ მოხდა, რომ თანამედროვე სამყაროში ქალები სუსტ სქესს მიაკუთვნეს? შევეცადოთ ამაში გარკვევა.
ლეგენდები „ქამარშემორტყმული“ ქალების შესახებ,  რომლებიც მიწას შეიარაღებულები ამუშავებდნენ, მთელ მსოფლიოში არსებობს. თავისი ამორძალები ყველგან ჰყავდათ - დასავლეთ ევროპაში, აფრიკაში, ჩინეთში, ციმბირში, სამხრეთ ამერიკაში, ინდონეზიაში, პოლინეზიაში ... ბერი ნესტორი „გარდასულ დღეთა ამბავში“ ახსენებს ხალხს, სადაც „ქალები მუშაობენ და კაცთა საქმეებს ქმნიან ... მამაცი ცოლები ნადირობენ, და მბრძანებლობენ ქმრებზე“. აღშფოთებული ავტორი დასძენს, რომ ამ ტომის ქალები აკეთებენ იმას, რაც მათ სურთ, და მამაკაცებს არაფერს ეკითხებიან.
ამორძალები ჩვენშიც არსებობდნენ: სლავურ ლეგენდებში ხშირად ახსენებენ პოლიანიცებს - გოლიათ ქალებს. ერთერთ მეომარ ქალს ილია მურომელი შეებრძოლა - ალიოშა პოპოვიჩმა და დობრინია ნიკიტჩმა ვერ გაბედეს მასთან ბრძოლაში ჩაბმა და ამის შესაძლებლობა სამიდან ყველაზე ძლიერს დაუთმეს. ბილინების მიხედვით შეიძლება პოლიანიცების ხასიათის შესახებ მსჯელობა: ისინი მამაკაცებისგან ცალკე ცხოვრობდნენ, მაგრამ მამაკაცთა მოძულენი არ ყოფილან. ისინი თხოვდებოდნენ, მაგრამ გოლიათი ქალის მეუღლე რომ გამდხარიყო, მამაკაცს მასზე შეჯიბრის დროს გამარჯვება უნდა მოეპოვებინა: ზოგჯერ საქმე შემოიფარგლებოდა ხელჩართული ბრძოლით, ზოგჯერ კი მამაკაცს უწევდა საცოლეზე გამარჯვება დოღში და მშვილდოსნობაში მოეპოვებინა. ბილინაში გოლიათ დუნაისა და ნასტასია-კოროლევიჩნას შესახებ მოთხრობილია, რომ პირველი შეხვედრის დროს სტეპში ქალმა „ყვირილით და სტვენით“ ჩამოაგდო ცხენიდან დუნაი, მაგრამ შემდგომ ბრძოლაში მან ნასტასია დაამარცხა, დაქორწინდა მასზე და კიევში ჩამოიყვანა. აქ ნადიმიდ დროს მან სანაძლეო დადო, თუ ვის უკეთესად ეხერხება მშვილდოსნობა. ნასტასიამ გაიმარჯვა, მეორე გასროლით მან „შუაზე გაჰყო“ სამიზნეში გარჭობილი პირველი ისარი. გაღიზიანებულმა დუნაიმ ვერ აიტანა ორსული მეუღლის უპირატესობა და მოკლა იგი.
 არსებობდა თუ არა რეალურად ნასტასია, ამის დანამდვილებით თქმა ძნელია (თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რუსულ ბილინებში ნახსენებია სტეპის მრავალი ცნობილი ისტორიული პერსონაჟი, რომელსაც ებრძვიან გოლიათები). მაგრამ მეომარი ქალების არსებობის ფაქტს ადასტურებს ყველა არქეოლოგი მსოფლიოში. ქალთა საფლავები, სადაც სხეულის ერთ მხარეს ძვირფასეულობა, სარკეები და თითისტარია მოთავსებული, ხოლო მეორე მხარეს მშვილდისარი, ხანჯალი ან ხმალი, ძალიან ხშირია. ასეთი ნამარხები შეადგენს  ქალთა საფლავების მთლიანი რაოდენობის თითქმის მესამედს.
თავისი წვლილი ახალ ტექნოლოგიებსაც შეაქვთ: ცოტა ხნის წინ, საფლავის ნეშტის გენეტიკური ანალიზის შემდეგ, რომელიც მიჩნეული იყო ვიკინგების ეპოქის შეიარაღებისა და იმდროინდელი ყოველდღიური ცხოვრების შესახებ ინფორმაციის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წყაროდ, აღმოჩნდა, რომ ჩონჩხი, რომლის გარშემო მოთავსებული იყო ხმალი, ნაჯახი, შუბი, ფარი და ისრები იდება, ქალს ეკუთვნოდა. მის გვერდით იპოვეს სათამაშო დაფა ფიგურებით. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ეს მიუთითებს მაღალ სამხედრო თანამდებობაზე, რომელიც გულისხმობს ბრძოლის წარმართვის ტაქტიკისა და სტრატეგიის ცოდნას.
შარშან ჟურნალში „Science Advances“ გამოქვეყნდა კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევების შედეგები, რომელმაც აჩვენა, რომ ქვისა და ბრინჯაოს ხანის ქალებს უფრო ძლიერი ხელები ჰქონდათ, ვიდრე აკადემიური ნიჩბოსნობის ოლიმპიურ სპორტსმენ ქალებს, რომლებიც დღეში ორჯერ ვარჯიშობენ და კვირაში მინიმუმ 120 კილომეტრს გადიან ცურვით. ჩნდება აბსოლუტურად ლოგიკური კითხვა: როდის დაადგინეს, რომ ქალები სუსტ სქესს მიეკუთვნებიან?
         მამაკაცების ფიზიკური უპირატესობის შესახებ ჩვენ მუდმივად გვესმის. ხშირად ეს  ქალთა უფლებებთან შესახებ დავაში არგუმენტად გამოიყენება:  რა თანაბარ შესაძლებლობებზე შეიძლება ლაპარაკი, თუ მეხუთე სართულზე ცემენტის ტომარა ვერ აგიტანიათ? გასაკვირია, მაგრამ ასეთი იერარქიის მხარდამჭერს ღირს დაუსვა კითხვა, მზად არის თუ არა ის, რომ ქვეყნის მართვა დაუყოვნებლივ გადაეცეს რუს ჩემპიონს პაუერლიფტინგში, ხოლო თავისი მენეჯერის თანამდებობა ადგილობრივ ათლეტს სპორტული დარბაზიდან. თანამედროვე საზოგადოებაში ძალა უკვე დიდი ხანია აღარ არის პატივისცემის ან წარმატებულობის საწინდარი (თუ, რა თქმა უნდა, თქვენ ემზადებით შეჯიბრებისთვის ძალოსნობაში), მაგრამ ეს ნაკლებად საინტერესოს არ ხდის კითხვას, თუ სად გაქრენ პოლიანიცები.
სწორი პასუხია: არსად. ისინი ჯერ კიდევ ჩვენს შორის არიან, ეს - ჩვენ ვართ. ქალები იბადებიან ძლიერი, მარჯვე და გამძლენი, მაგრამ ათიდან ცხრა შემთხვევაში ეს შეიძლება გადაფაროს კლასიკურმა სიტყვებმა: „შენ ხომ გოგო ხარ“. არ ირბინო, ხეზე არ ახვიდე, კაბა არ დაისვარო. ცეკვაზე იარე და არა ჰოკეიზე. გაუფრთხილდი ფიგურას, ძალიან ფართო მხრების პატრონს ცოლად არავინ წაგიყვანს. არ იჩხუბო, ეძებე მამაკაცი დამცველი. ისწავლე საჭმლის მომზადება და არა ფარიკაობა. იყავი ნაზი -  ბიჭებს ასეთი გოგოები უყვართ. საერთოდ არ გჭირდება სპორტი - მაინც უნდა გათხოვდე. ნუ ასწევ სიმძიმეს - შენ ჯერ კიდევ ბავშვი უნდა გააჩინო.  ბევრი არ ჭამო - გასუქდები.
 ილინოისის შტატის საშუალო სკოლაში მცირე კვლევა ჩატარდა - სტუდენტებს მისცეს ტესტები ფიზიკური ფორმის შესაფასებლად: სირბილი კილომეტრნახევარზე, აზიდვა, მუცლის პრესის ვარჯიში. ბავშვებს სთხოვეს სავარჯიშოები მაქსიმალურად კარგად შეესრულებინათ. 11 წლის მოსწავლეების - ბიჭებსა და გოგონებს შორის შედეგებში მნიშვნელოვანი განსხვავება არ ყოფილა. აზიდვაც კი ყველა ბავშვმა თანაბრად შეასრულა, თუმცა ტრადიციულად მიიჩნევა, რომ ქალებს „ბუნებით“ აქვთ ხელები სუსტი.
მიუხედავად ამისა, სკოლის ნორმატივები გოგონებისთვის „ბიჭების“ ნორმატივებისგან თითქმის ერთნახევარჯერ განსხვავდება. მოლოდინი ქმნის რეალობას: ქალები ბავშვობიდან ითვისებენ, რომ ისინი უარესები არიან. ადამიანს ასჯერ რომ უთხრა ღორი ხარო, ასმეერთედ ღრუტუნს დაიწყებს, ქალები კი ცხოვრებაში ათასჯერ მაინც ისმენენ, რომ ისინი ცუდად დარბიან, ხტებიან, არ შეუძლიათ ჩხუბი ან სიმძიმეების აწევა. კვლევებმა აჩვენა, რომ თანაბარი სპორტული შედეგების მიუხედავად, გოგონებს თავი ბიჭებზე სუსტად მიაჩნიათ, ხშირად ჰქონიათ, რომ შეჯიბრებების დროს დამარცხდებიან,  ფიქრობენ, რომ ვერ შეძლებენ სპორტული უნარ-ჩვევების განვითარებას ან სავარჯიშო  რეჟიმის დაცვას.
„სკოლაში სიცოცხლის უსაფრთხოების საფუძვლების გაკვეთილზე გოგონებისთვის აუცილებელი იყო რაიმე სახის სამედიცინო მომზადება, მაგალითად, ჩალიჩის დადება, ხოლო ბიჭებისთვის ნორმატივების ჩაბარება  ფიზიკურ მომზადებაში“.
„კრავ-მაგას რუსული ასოციაციის საიტი, მიმართულება ბავშვებისთვის, სლოგანი: „დაიცავი საკუთარი თავი და ახლობლები!“ კრავ-მაგა, საერთო პროგრამა: „დაიცავი საკუთარი თავი და ახლობლები!“ კრავ-მაგა ქალებისთვის: "სული და ფიგურა უფრო ძლიერი და მოზდენილი გახდება!“
„მეხუთე კლასში მასწავლებელმა დასცინა ჩემს სიარულს: მამაკაცივით დადიხარ, დიდი ნაბიჯებით“. მე ამაზე გავამახვილე ყურადღება და რაც შეიძლება პატარა ნაბიჯების გადადგმა“.
„ჩემი დისშვილი - გოგონა თავისუფალ ჭიდაობაზე დადიოდა. მოეწონა, წარმატებებსაც მიაღწია. 10 წლის ასაკში მან საქალაქო შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა, და, რადგან არ ჰყავდა მეტოქე გოგონები, ბიჭებთან ერთად დააყენეს. მან პირველი ადგილი დაიკავა. შემდეგ კი მოულოდნელად უარი თქვა ვარჯიშზე, რადგან ყველა არწმუნებდა, რომ გოგონას აღარ დაემსგავსებოდა. დაიწყო კომპლექსობა და მიატოვა“.
 „მე მყავდა მეგობარი, იმედის მომცემი მოცურავე. მას ძალიან კარგი შანსი ჰქონდა, ოლიმპიურ გუნდში მოხვედრასაც კი უწინასწარმეტყველებდნენ. შედეგად, მან დატოვა სპორტი, რადგან დაარწმუნეს, რომ ცურვისგან მკერდი გაუფართოვდებოდა, ხოლო გოგონას ეს არ ამშვენებს“.
„ბავშვობაშიძალიან გამხდარი ვიყავი, ხშირად ვხდებოდი ავად, ასეთი გავიზარდე. მე ვთხოვე მშობლებს მივეყვანე ჭიდაობის სექციაში, რაზეც მამამ მიპასუხა: „შეხედე შენს თავს. ჭიანჭველას დაემსგავსები, რომელიც სპილოს შეეჭიდა. შეიძლება რაღაც მოიტეხო კიდეც. ამიტომ საკითხი  დახურულია“.  ჩემი ძმა კი დადიოდა“.
 „ექიმთან მიდიხარ, მაგრამ, როგორც კი გაიგებენ,  რომ კვირაში ორჯერ-სამჯერ ცურვაზე დადიხარ, ძალიან სერიოზულად გეუბნებიან, რომ ქალებისთვის ამდენი ცურვა არ შეიძლება, თორემ მხრები გაგიფფართოვდება".
„ბავშვობაში ჭიდაობაზე მინდოდა სიარული, რათა მესწავლა ხელჩართული ბრძოლა, - რაც საკუთარი თავის დაცვაში დამეხმარებოდა, რადგან სკოლაში ძალიან სასტიკად მავიწროვებდნენ და ცემასაც მიპირებდნენ. ძლივს ვიგერიებდი  მათ. მშობლები საქმის კურსში იყვნენ, მაგრამ უარი მითხრეს: შენ გოგო ხარ და ეს არ გჭირდება. მახსოვს დედამ ჩამწერა წრეში „თეატრალური თამაშები“. დედა, მე მცემენ და მამცირებენ, შენ არაფრის გაკეთება არ შეგიძლია, მე კი ჩემი თავის დაცვა. რაში მჭირდება ეს თეატრალური თამაშები?“
 „ძალიან მიყვარს იარაღით სროლა. ეს ბავშვობიდან მაქვს. ვთხოვე წრეში ჩავეწერე, შემდეგ  სექციაში, შემდეგ სპორტულ სკოლაში. ეს თანდათანობით ხდებოდა, ასაკის მიხედვით. ყოველ ჯერზე სკანდალი იწყებოდა - შენ ხომ გოგო ხარ! რისთვის სჭირდება ლამაზ ქალს იარაღი და ა. შ.? გათხოვდი, ბავშვები გააჩინე და ა.შ. ახლა კი ქმარიც წინააღმდეგია. მე სპეციალურად ვკითხე. მან მითხრა: „რისთვის  გჭირდება? იქნებ, ჩემი მოკვლა გინდა?““
 „როდესაც ჩემს რეკონსტრუქტორულ კლუბში მივედი,  პირველად ვარჯიშზე წავედი, რათა მენახა, თუ რა ხდება. ჩხუბის სურვილი მქონდა. უფროსებმა კი კლუბში მითხრეს: „არავითარ შემთხვევაში! ქალები არ ჩხუბობენ“. მაგრამ, ხომ არის ქალების გარკვეული რაოდენობა, რომელიც ბუგურტებში ჩხუბობს. შემდეგ ბავშვებსაც აჩენენ და ეს მათ ხელს არ უშლის“.
 „ძიუდოს მწვრთნელი ამბობდა: „ქალმა თვითონ არ უნდა იცოდეს ჩხუბი, მას უნდა ჰყავდეს მამაკაცი დამცველის სახით“. ქალთა ჩემი გარემოცვა ნებისმიერი სპორტის სახობის, მათ შორის მუცლის ცეკვის ხსენებისას მეობნებოდა: „ალბათ აქ კუნთები არ გაგეზრდება, თუ გაგეზრდება? ფრთხილად იყავი, თორემ ულამაზო იქნება!“
 „ჩემი სიმაღლის და არცთუ კარგად უზრუნველყოფილი ოჯახის გამო,  სკოლაში ყოველთვის ვიყავი განდეგილი, და ყველა ცდილობდა ჩემთვის ხელი ან ფეხი დაერტყა. მე ვთხოვე ჩემს მშობლებს მივეყვანე კარატეზე ან რაღაც მსგავსზე, ან სულ ცოტათი მაინც ესწავლებინათ ჩემთვის ჩხუბი. მაგრამ  საპასუხოდ მოვისმინე: „უბრალოდ ყურადღებას ნუ მიაქცევ“. ამის გამო დევნა უფრო გაძლიერდა. შემდეგ კი არაბულ ცეკებზე შემიყვანეს, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვერ ვიტანდი ახლო აღმოსავლეთის კულტურას, და ყველამ იცოდა ამის შესახებ“.
„თავის დროზე მე გამაოცა სტატისტიკამ, თუ რამდენი მოზარდი გოგონაა დიეტაზე უკვე 12 წლის ასაკიდან. რომელ ეფექტურ სპორტზე და სიმტკიცეზე  შეიძლება საუბარი, თუ გოგონები ფაქტიურად შიმშილობენ კულტურის ზეგავლენის გამო? შემდეგ კი - კარგად მეყოლე, დაიწყება დარღვევები კვებაში და კუჭნაწლავის პრობლემები. შვიდი წლის ძმისშვილსაც კი სახლში ეუბნებიან: „ნება მომეცი ხორცი მამაკაცებს დავუტოვოთ“. მან ჯერ კიდევ ის არ იცის, რა ხდება მედიასა და სოციალურ ქსელებში“.
„უნივერსიტეტში სწავლის დროს სასწავლო გეგმის შეცვლის გამო ჩვენ დაგვიმატეს ფიზკულტურა, რადგან ჩათვალეს, რომ პირველ კურსზე სათანადოდ არ გავიარეთ ის. ბასეინში ვერ წავედი ცხრილის გამო,  ფარიკაობაზე ადგილები აღარ დარჩა, გარდა ამისა, ვინც ფარიკაობა არ იცოდა, მას არ ღებულობდნენ,  ფრენბურთი მე არ მინდოდა, რადგან არ ვიცოდი თამაში. გადავწყვიტე ტრენაჟორების დარბაზში წასვლა, იქ ყველას იღებდნენ და ცხრილიც ხელსაყრელი აღმოჩნდა ჩემთვის. მაგრამ არა!  მითხრებს, რომ გოგონებს არ იღებდნენ, უბრალოდ არ იღებდნენ, იმიტომ რომ არ იღებდნენ, ჯანმრთელობა შემერყეოდა, ფეხზე შტანგა დამეცემოდა, მათ კი პასუხი უნდა ეგოთ. არა, არ მიმიღებენ. წადი, გოგონა, აერობიკაზე“.
მაგრამ რაც არ უნდა თქვან ქალებმა, პოლიანიცები  ყველგან არიან. ქალთა ჰოკეის გუნდისთვის მეტოქეები ვერ მოძებნეს, და გოგონებმა პირველობა ბიჭებს  მოუგეს. 11 წლის კამილა ჰალიკსოვეტს ჯუი-ჯიცუს საერთაშორისო ტურნირზე ვერ მოუძებნეს მისი წონის და ასაკის მეტოქე, მან ბიჭების შეჯიბრში მიიღო მონაწილეობა და პირველი ადგილი მოიპოვა. ტატიანა დვაჟდოვამ გადაწყვიტა, რომ მას უნდოდა მამაკაცებთან ბრძოლა, და ჩატარებული ბრძოლებიდან ნახევარი მოიგო. ის რინგზე მამაკაცის ყალბი პასპორტით გავიდა. 47 წლის მორბენალმა პემ რიდმა 217 კილომეტრიან მარათონში მამაკაცებს გაუსწრო.
ამბობენ, რომ მამაკაცთა და ქალთა მსოფლიო რეკორდები ყოველთვის იქნება განსხვებული, მიუხედავად იმისა, თუ როგორ აღზრდიან გოგონებს. საქმე ჰორმონებსა და ანატომიაშია. მაგრამ კარგი იქნებოდა მენახა, რა მოხდება რამდენიმე ასეული წლის შემდეგ,  თუ მამაკაცებს და ქალებს ადგილს გაუცვლიან. როგორი იქნება მსოფლიო, სადაც ბიჭებს ფიასახლისებს უწოდებენ, გოგონებს კი ოჯახის და სამშობლოს დამცველებს. სადაც გოგონებს ნორმალურად აჭმევენ, მათ ხომ ბევრი ძალა სჭირდებათ, ხოლო ბიჭებს დიეტაზე დასვამენ, რომ არ გასუქდენ. სადაც ქალაქში მხოლოდ ორი საფეხბურთო გუნდი იქნება ბიჭებისთვის და ასობით ქარგვის წრე მათთვის. სადაც სპორტული ნორმატივები ქალებისთვის ერთნახევარჯერ მეტი იქნება, ვიდრე მამაკაცებისთვის. სადაც თითოეულ ფოტოს, რომელზეც მამაკაცის მუსკულატურა ჩანს, გაუჩნდება წარწერა: „შენ ხომ არც ერთ გოგოს არ მოეწონები, მახინჯო“.
არ ვიცი, რა ბედი ეწევა მსოფლიო რეკორდებს. მაგრამ, ვფიქრობ, რომ გაგვახსენდება, როგორია ყვირილით და სტვენით სტეპში რაინდის ცხენიდან ჩამოგდება. და, რა თქმა უნდა, არასოდეს დავმალავთ, რომ შეგვიძლია ეს, იმისათვის, რომ მოვეწონოთ მათ.


 http://testlib.meta.ua/book/264033/read/?fbclid=IwAR2mQqu-kUT7zECLct1EqNxY3bQewxS4sG-Pg-s_VB44iCwJOQXCqAT2o68


 https://www.socionauki.ru/journal/articles/130367/?fbclid=IwAR2vayBUADqRKcWqTqcovfeK0n9w3vc4MxEP3TTSRqaa31Hc4i9-zrbnGTA
 http://www.gramota.net/materials/3/2012/3-2/21.html?fbclid=IwAR3qZbir1rXbeQjaL60soY8RTVNj1XOsLwy-uDIpuHiV3YDbQyHmntYcOyc
https://ilya-yu.livejournal.com/10942.html?fbclid=IwAR31DqQoB0o6N8GLGvZlQMu4k4L0ng4qlOBSnA3rL6mdk5WBKe_7pYi7UhI

http://www.intelros.ru/readroom/vek-globalizacii/k4-2017/34366-virtualizaciya-nasiliya-kak-megatrend-socialnoy-evolyucii.html?fbclid=IwAR1PzEaJht3W0G-Wu5nX1nYvzoFV35ThiERui3jP7hQhZ3L8v8lPQLRIRRw


https://www.e-reading.club/bookreader.php/1063571/Delani_-_Drugie_teni_Zemli_%28antologiya%29.html


https://telegra.ph/CENA-KOTORUYU-ZHENSHCHINY-PLATYAT-ZA-UDOVOLSTVIE-MUZHCHIN-01-30?fbclid=IwAR1wVBt7FHzpYKXRA_BB5ClixGsMruVGTzSBdolm0ixY6y-nPGpvF8WbCAQ

ЦЕНА, КОТОРУЮ ЖЕНЩИНЫ ПЛАТЯТ ЗА УДОВОЛЬСТВИЕ МУЖЧИН.

https://golbis.com/pin/zhenshhinyi-kotoryih-lyubyat-tolko-zhenshhinyi/?fbclid=IwAR2uwvRitUaaomxR9vYfHB5q_g15XL0bB7L1KFmNmtuUv3QDUV9rzAX0bWQ
 მაშინ ვწერ, როცა ვხედავ საუბარი არ შეიძლება - იმის გამო არ შეიძლება რომ ჯერ დრო არ არის .
მე მაშინ ვწერ, როცა ვხედავ, რომ საუბარი არ შედგება - იმის გამო არ შედგება რომ მსმენელი არ არის.
მსმენელი იმიტომ არ არის, რომ მას ის აინტერესებს, რაც მას ჰგონია რომ უკეთ იცის.
მე მაშინ ვწერ როცა ჩემი აზროვნების , პერიპერიებიდან ვსაუბრობ და არ ვფიქრობ, თუ რამდენად მისაღებია ( ან არ არის მისაღები) ემი ესა თუ ის აზრი.
მე მაშინაც ვწერ როცა თქვენ გისმენთ
და მაშინაც , როცა მისმენთ და არ იცნობთ ჩემ არსს.
მაშინაც ვწერ, როცა ხედავთ რომ მე გხედავთ თქვენ.
და როცა ვწერ ვუხმობ, მესამეს. რომელიც ჩემს რეალურსა და ირეალურს შორის დგას.
და ის მესამე არის ახლობელი, შინაგანი ,ზეციური, რომელიც სხვა ხმას ელოდება და სხვა ცნობიერებას
ის მესამე ჩემს სულში ჩასახლებული, შემოქმედია. ჩემი არსებობა თავად ჩემშია ასევე ჩემთან და ჩემს გარეთ.
ის მესამე მხიოლოდ ტვინს კი არა , ვგრძნობ რომ მთლიანად შიდა ქალის სფეროს მინათებს. თვალისმომჭრელ შუქს მიჩვენებს, საოცარ სამყაროს და მაშორებს მიწიერ სახეს
და ამიტომაც ვუახლოვდები შინაგან ხმას,ასევე შინაგან სახეს. ბოიკა ნავროზაშვილი http://www.youtube.com/watch?v=k5p-gYVACcs Why think thus O men of piety
I have returned to sobriety
I am neither a Moslem nor a Hindu
I am not Christian, Zoroastrian, nor Jew
I am neither of the West nor the East
Not of the ocean, nor an earthly beast
I am neither a natural wonder
Nor from the stars yonder
Neither flesh of dust, nor wind inspire
Nor water in veins, nor made of fire
I am neither an earthly carpet, nor gems terrestrial
Nor am I confined to Creation, nor the Throne Celestial
Not of ancient promises, nor of future prophecy
Not of hellish anguish, nor of paradisic ecstasy
Neither the progeny of Adam, nor Eve
Nor of the world of heavenly make-believe
My place is the no-place
My image is without face
Neither of body nor the soul
I am of the Divine Whole.
I eliminated duality with joyous laughter
Saw the unity of here and the hereafter
Unity is what I sing, unity is what I speak
Unity is what I know, unity is what I seek
Intoxicated from the chalice of Love
I have lost both worlds below and above
Sole destiny that comes to me
Licentious mendicity
In my whole life, even if once
Forgot His name even per chance
For that hour spent, for such moment
I'd give my life, and thus repent
Beloved Master, Shams-e Tabrizi
In this world with Love I'm so drunk
The path of Love isn't easy
I am shipwrecked and must be sunk.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised