Qui Potest Capere Capiat

Восстановление целостности наиглавнейший вопрос жизни одна из жизненных задач состоит в сборке себя не только как личности, но и как андрогина, объединившись в кластер существ, обладающих цельным сознанием. Unlearning, unfucking, deprogramming , what you not know is mine Amor wincit omnia Honesty is a love word. We love by being honest" John Estrellas All my publication are dedicated to my muse E.M

воскресенье, 13 января 2019 г.

ცრურწმენების და პრობლემების ფსიქოანალიტიკური კვლევა ;კოსმეტიკური და სხვა პროცედურების კომპულსიური გამოყენება სხეულის ხატის დარღვევისას

ცრურწმენების და პრობლემების ფსიქოანალიტიკური კვლევა 

ცრურწმენები - ეს „წინასწარი“ მოსაზრებებია ან მოსაზრებები, რომლებსაც სხვებისგან შემოწმების გარეშე ვითვისებთ. იმ შემთხვევაში, თუ ეს რეალობას შეესაბამება, ასეთი მოსაზრებები გვათავისუფლებს ყველაფრის შეფასების აუცილებლობისგან. მოსაზრების მთავარი თვისება ის არის, რომ მას კოლექტიურად იზიარებს ბევრი ადამიანი, მაგალითად, მსჯელობა იმის შესახებ, რომ მხოლოდ საკუთარი ჯგუფია კარგი, ხოლო მეორე, პირიქით, ცუდია. რასობრივი ცრურწმენების დესტრუქციულ მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც მხოლოდ არიული რასა არის კარგი, ხოლო სხვა, პირიქით, ცუდია. ცრურწმენებმა ადვილად შეიძლება მიგვიყვანოს „ცუდ უსასრულობამდე, ამიტომ კარგი ექნება, თუ შევეხებით მისი წარმოქმნის ბუნებას.
         ცრურწმენების ახსნის საქმეში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 1963 წელს ჰორკგეიმერის კვლევებში შემუშავებულმა კრიტიკულმა მიდგომამ. ცრურწმენები არ ჩნდება პროექტირების მექანიზმების, ჩვენს მიერ მე-6 თავში, პუნქტი 2.1. ხსენებული პროექციების გარეშე ვინმესთან მიმართებაში. ეს არის ერთ-ერთი შესაძლებლობის (დაცვის მექანიზმი) გვერდი ავუაროთ სირთულეებს და ისინი სხვა ადამიანს თუ ჯგუფს მივაწეროთ. იგივე ხდება იმ თვისებებთან დაკავშირებით, რომლებსაც არ ვაფასებთ საკუთარ თავში და ამიტომ ვახდენთ მათ პროეცირებას სხვებზე. გარდა ამისა, ამ „ცუდ“ თვისებებს ჩვენ განვიცდით, როგორც სხვა ადამიანებისთვის დამახასიათებელს, და ვუკავშირებთ გათავისუფლების გრძნობას: „ჩვენ ასეთები არ ვართ“. სიტყვაში „ჩვენ“ გაგებული და გამოხატულია ის, რომ ამ გაუცნობიერებულ მექანიზმს მთელი კოლექტივები იყენებენ. თერაპიული ჯგუფის წევრების მსგავსად, ისინი ერთიანდებიან, არ აღიქვამენ ამას გააზრებულად, ერთიანდებიან იმის საფუძველზე, რომ “ჩვენ კარგები ვართ, სხვები კი - ცუდი“. ასეთი სახიფათო დაყოფა ორ ნაწილად შეიძლება ისე შორს წავიდეს, რომ მსგავსრი გაერთიანებების მონაწილეები საერთოდ არ მიაქცევენ ყურადღებას რეალურად არსებულ განსხვავებებს და შექმნიან საკუთარ შიზოფრენიულ სამყაროს.
      ზოგიერთი მკითხველი, ალბათ, გაიხსენებს ნაციონალ-სოციალიზმის რასობრივ ილუზიას, როგორც მთელი ერის კოლექტიურ ფსიქოპათოლოგიას, რომელმაც საკუთარი ნებით თავი სხვა ერებზე მაღლა დააყენა, და საკუთარი სირთულეები, არასასიამოვნო მოსაზრებები და გრძნობების პროეცირება კოლექტიურად მოახდინა ნაციონალურ უმცირესობებზე. რუდოლფ მ. ლევანშტაინის აზრით, ანტისემიტიზმის მაგალითზე შეიძლება ამ საშინელი ცრურწმენის სხვადასხვა ფესვების განსხვავება:
         1. რელიგიური ფესვები, რომლებიც მომდინარეობს ქრისტიანებსა და ებრაელებს შორის ურთიერთობების ისტორიული განვითარებიდან, ასევე ქრისტიანების ამბივალენტურობიდან ღმერთთან მიმართებაში.
        2. ქსენოფობიური ფესვები, რომლის მიხედვითაც, ყოველივე უცხო ჰბადებს შიშს და მტრულ დამოკიდებულებას.
        3. ეკონომიკური ფესვები, რომლებიც გამოიხატება უქონელთა შურში შეძლებულთა მიმართ.
         4. პოლიტიკური ფესვები, რომლის საშუალებითაც ადამიანების ცრურწმენით მათგან დამოუკიდებლად მანიპულირებენ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. აქ ისევ გვახსენდება ნაციონალ-სოციალიზმის ტრაგიკული მაგალითი.
       თუ გავიხსენებთ მასალას პიროვნების თეორიიდან (თავი V), თითოეულ ჩვენგანში მეტ-ნაკლებად შეინიშნება ლატენტური აგრესია, რომელსაც ყოველთვის ბევრი საზრუნავი მოაქვს, ამიტომ ადვილად პროეცირდება სხვებზე. დღეს ეს არიან „სხვები“ - ზოგადად, უცხოელები, ან გარკვეული ტიპის უცხოელები, ან, ისევ ებრაელები, რომლებსაც, რადგან ისინი უმცირესობას ეკუთვნიან, მიაწერენ ცუდ, ბოროტ, ან უბრალოდ არასასურველ თვისებებს.
        სანამ ადამიანები ასეთი ცვალებადები არიან და, ერთის მხრივ, იმყოფებიან აკვიატებული ინსტინქტური გატაცებების, ხოლო მეორეს მხრივ, ეთიკური ნორმების დამამძიმებელი მოთხოვნების  მუდმივი ზეწოლის ქვეშ, დამცავი პროცესების ცალკეული ან კოლექტიური გამოყენების აუცილებლობა ყოველთვის იქნება შენარჩუნებული.
          ამ თვალსაზრისით შეიძლება მხოლოდ შემდეგი ღონისძიებების განხორციელება:
      - საკუთარი, თუმცა დიდი წვალების შედეგად შეძენილი წონასწორობის  მუდმივად კითხვის ქვეშ დაყენება, „საკუთარი თავის გადამოწმება“;
       - გარკვეული უმცირესობების შესახებ საკუთარი მოსაზრებების „რეალურობის“ შემოწმება;
       -  საკუთარი იდეალების განხილვა პასუხის გაცემით კითხვაზე, ხომ არ არსებობენ ისინი სხვების ხარჯზე;
        - სხვების უკიდურესად ექსტრემალური დაუფასებლობის, სიძულვილის და დაგმობის გრძნობის გათვალისწინებით, პროექციებით დამახინჯებული ცრურწმენების შესახებ ფიქრი და ცრურწმენის შეცვლა პირადი კრიტიკული მოსაზრებებით.

               4. ა. და მ. მიჩერლიხის წვლილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მიმდინარე აქტუალური პროცესების გადაჭრაში

        თუკი ვკითხავთ საკუთარ თავს, გერმანელი ხალხის ისტორიაში 1933-1945 წლებში რატომ ჰქონდა ადგილი ასეთ სასტიკ რეალობას, რატომ იყო განადგურებული მილიონობით ადამიანი და  უფრო მეტი დაზარალდა, უცხოდ იგრძნო თავი საკუთარ ხალხში, მაშინ უნდა მივმართოთ ალექსანდრე და მარგარეტ მიჩერლიების შრომებს, რომლებიც გაგვცემენ პასუხს ზოგიერთ კითხვაზე. ეს პასუხებია, რომლებითაც, რა თქმა უნდა, არ შემოიფარგლება ცრურწმენების ყველა კვლევა.
        როგორ შეიძლებოდა ასეთ ბელადს  ასეთი აღმაფრთოვანების გამოწვევა, თუ რაციონალური მიდგომისას, მისი ზეპირი და წერილობითი განცხადებები ნათლად მიუთითებდნენ, რომ ის ისახავდა მიზნებს, რომლებიც ვერავითარ სერიოზულ კრიტიკას ვერ უძლებდა? ხომ არ უნდა ამოქმედებულიყო ზუსტად აქ ყველა კრიტიკული ფუნქცია, რომელიც ჩამოთვლილია წინა პარაგრაფში? შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აღფრთოვანება, რომელიც ყველგან დომინირებდა და ინტელექტუალებსაც კი მოიცავდა, მოქმედებდა, როგორც ბუნებრივი კატასტროფა, როგორც წყალდიდობა, რომელიც ნებისმიერ ჯებირებს არღვევდა. დიდი უმრავლესობით, კრიტიკული ფუნქციები გამორთული იყო. ურთიერთობების შეფასება, რომელიც პასუხობდა რეალობას, უკვე შეუძლებელი იყო. თუ გავიხსენებთ იმას, რაც ფროიდმა დაადგინა თავის ნაშრომში „კულტურით დაუკმაყოფილებლობა“, კერძოდ, მნიშვნელოვანი, დაუკმაყოფილებელი, სექსუალური და აგრესიული სურვილები, მაშინ დაცვის შესახებ ფსიქოანალიტიკური სწავლების სულისკვეთებით ჩვენ შეგვიძლია მივიდეთ დასკვნამდე, რომ მრავალჯერ ჩახშობილი სექსუალური მოთხოვნილებები წარსდგა ბელადის წინაშე  აღტაცებული ტრფიალების სახით, ხოლო ამავდროულად ჩახშობილი აგრესიული იმპულსები პროეცირებას ახდენდნენ ეთნიკურ უმცირესობებზე, მაგალითად, ებრაელებზე.
         გასაკვირი არ არის, რომ ისტორიის მსგავს წინაპირობისას, ომის შემდეგ ადამიანებმა კოლექტიურად უარყვეს და დაგმეს იმ დროის საქმენი და საშინელი დანაშაულებები, მაშინაც კი, თუ ისინი პირადად არ იღებდნენ ამაში მონაწილეობას. ისინი ისევე, როგორც სხვა უსიამოვნო შემადგენელები, აღმოიფხვრა ცნობიერებიდან „უარყოფის“ დამცავი მექანიზმების გამოყენების გზით. რეალურად ჩადენილი დანაშაულის აღიარება გაუსაძლისი იქნებოდა, რადგან ეს იქნებოდა საკუთარი დანაშაულის აღიარების მანიშნებელი. ამას ექნებოდა სირცხვილის განცდის ნიშანი სხვა ერების მიმართ, რომლებსაც არ ჰქონდათ ისტორიაში ამგვარი ექსცესები. თავდაცვის შედეგი იყო, ერთის მხრივ, აქტიური საქმიანობის დაწყება დანგრეულის აღსადგენად, ხოლო, მეორეს მხრივ, დეპრესია და ფატალიზმი.
            მკითხველმა რომ არ იფიქროს, თითქოს ასეთი დასკვნები მხოლოდ ფსიქოანალიტიკოსებს გაუჩნდათ, უნდა დავამატოთ, რომ ავტორთა დასკვნები ეფუძნება იმ დროის ადამიანთა კაზუისტურად წარმოჩენილ ანალიზს.
        პირადად მე ცრურწმენების კვლევებიდან მიღებული შემაძრწუნებელი ცოდნიდან და ნაციზმის ფენომენის ფსიქოანალიტიკური კვლევებიდან გამომდინარე ორ დასკვნამდე მივედი, რომლებიც ტრაგიკულად ავსებენ ერთმანეთს, კერძოდ:
        1. ადამიანს აქვს მიდრეკილება ენდოს სხვის მმართველობას, არ დასვას კრიტიკული კითხვა, არსებობს თუ არა საფუძველი აღნიშნული პირი ლიდერად რომ იყოს არჩეული.
         2. ადამიანების პოტენციური მზადყოფნა არა მხოლოდ აგრესიულად მოიქცნენ, მიაყენონ ზიანი, შეურაცხყოფა და გაანადგურონ, არამედ გამოამჟღავნონ სასტიკად მოქცევის მიდრეკილებაც.
       ამასთან დაკავშირებით სიტყვა მივცეთ ა. მიჩერლიხს (1969):
       „სისასტიკე ნებისმიერ კულტურაზე ძლიერი იყო ... სისასტიკე წამების შედეგებით სიამოვნების მიღებაა ... მსოფლიოში არსებული ფარული და დაუფარავი სისასტიკიდან გამომდინარე უნდა ვაღიაროთ, რომ გამოჩენილმა სულიერმა მასწავლებლებმა და კაცობრიობის ეთიკამ ფიასკო განიცადეს... ფროიდმა ამას „კულტურის  თვალთმაქცობა“ უწოდა ... ადამიანის ქცევის სამეცნიერო კვლევებიდან ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ განადგურების მიდრეკილება ჩვენს ინსტინქტს შეესაბამება... არც ერთ მზრუნველ საზოგადოებას არ შეუძლია ჩვენთვის აგრესიის ჩახშობის ამოცანის მოხსნა. ამას მიეკუთვნება სურვილის გადალახვა აწამოს და დაამციროს სუსტი ... დანაშაულის (და არა მხოლოდ აუტანელი) პროდუქტიული განცდა შეიძლება წარმოიშვას პირველ რიგში მხოლოდ იქ, სადაც აღმოფხვრილია განადგურებისგან მიღებული სიამოვნება. მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი გათავისუფლება იმ ძალთა დომინირებისგან, რომლებიც უეცრად იმორჩილებენ ადამიანს“.
         ამავდროულად, სწორი აღზრდა არა მხოლოდ ხელს უწყობს საკუთარი სისასტიკის გაცნობიერებას, არამედ იძლევა მისი მავნე გამოვლინებების  აცილების საშუალებას (Schlimme Entdifferenzienm). ძალისა და უძლურების კვლევამ აჩვენა, რომ აღზრდა, სადაც დომინირებს  მორჩილება, ცემა, სულიერი სიღარიბე და კონტაქტების არარსებობა, ჰბადებს უცერემონიობას და ავტორიტეტებზე ფიქსაციას.

         მეორეს მხრივ, აღზრდა, რომელშიც გრძნობები იღებენ წვდომას საკუთარ გამოხატვაზე, ხოლო ბავშვთა პრობლემები მშობლების მიერ არის გათვალისწინებული, იწვევს საზოგადოების ცნობიერების, პასუხისმგებლობისა და მშვიდობისმოყვარეობის განვითარებას (Mantell, 1972); კვლევის შედეგები, რომლებიც დაფიქრებას გვაიძულებენ.


თარგმანი
01. 2019

====


ნიკოლ შნაკენბერგი 
 კოსმეტიკური და სხვა პროცედურების კომპულსიური გამოყენება სხეულის ხატის დარღვევისას 

ამ წიგნიდან ამონარიდის წაკითხვისას თქვენ შეიძლება შენიშნოთ, რომ თითქმის ყველა აღწერს კოსმეტიკური და/ან სამედიცინო პროცედურების კომპულსიურ გამოყენებას დეფექტის ან დეფექტების „შესალამაზებლად“, რომლებსაც განიცდის.
 ამაზე მეტყველებს შემთხვევა, რომელიც მინის გადახდა თავს; მან თვრამეტი წლის ასაკში ცხვირის ქირურგიული პლასტიკა გაიკეთა; ასევე ენდრიუსთან დაკავშირებული შემთხვევა, რომელმაც ყურები გაიხვრიტა თექვსმეტი წლის ასაკში; ლიზას ამბავი, რომელმაც გაიკეთა მკერდის გადიდების ოპერაცია (მას ჰქონდა კიდევ უფრო გადიდების სურვილი) და ბევრი სხვა მსგავსი ამბავი. ასეთი გამოცდილების მქონე ადამიანები საუბრობენ უუნარობაზე აღიქვან კიდევ რაღაც, ქირურგიული და/ან სხვა კოსმეტიკური მკურნალობის გარდა. მოვიყვანთ მხოლოდ ორ მაგალითს: ჰელენმა აღწერა, თუ როგორ ეძებდა ინტერნეტში დილის 4 საათამდე კოსმეტიკურ პროცედურებს, ხოლო ჰანამ აღწერა, თუ როგორ მიაღწია 9 წლის ასაკში კოსმეტიკური ქირურგიული პროცედურების ჩატარებას კანის „გამოსწორების“ მიზნით.
გასაკვირი არ არის, რომ დისმორფული აშლილობის დიაგნოზის მქონე ადამიანები, რომელთა ნაწილსაც წარმოადგენს განცდილი დეფექტის ან დეფექტების გამოსწორების სურვილი, ხშირად აძებენ ასეთ მკურნალობას.
ფილიპსის და სხვ. კვლევებმა (2001) (Phillips and colleagues) აჩვენა, რომ დისმორფული აშლილობის დიაგნოზის მქონე 250 პაციენტიდან 75% მიიჩნევდა, რომ აუცილებელია კოსმეტიკური მკურნალობის ჩატარება, 66%-მა კი მიიღო ასეთი სახის მკურნალობა. ხშირად, ამგვარ პროცედურებს მოკლე დროით მოაქვთ იმედის განცდა; დისმორფული აშლილობის მქონე ადამიანები მუდმივად აღნიშნავენ, რომ დეფექტების აღმოფხვრა საშუალებას მისცემს მათ განიცადონ ნაკლები შეშფოთება სოციალური მოუწყობლობის გამო, გაზარდონ თვითშეფასება და საერთოდ შეინარჩუნონ ცხოვრებისგან სიამოვნების მიღების უნარი. სამწუხაროდ, კოსმეტიკური ან მსგავსი ჩარევა უფრო ხშირად არ იწვევს ამ იმედის სასურველ მატერიალიზაციას.
1993 წელს ფილიპსის და სხვ. (Phillips and colleagues) კვლევებმა აჩვენა, რომ დისმორფული აშლილობის მქონე ადამიანთა მხოლოდ 4%, რომელმაც მიიღო ქირურგიული მკურნალობა, მიიჩნევს, რომ ის სასარგებლო აღმოჩნდა მათთვის.

კიდევ ერთ კვლევაში, რომელიც ვიალმა (Veale) ჩაატარა 2000 წელს, საუბარია დისმორფული აშლილობის მქონე ადამიანთა 16%-ზე, რომლებსაც კოსმეტიკური პროცედურების შემდეგ შეუმცირდათ მათ გარეგნობასთან დაკავშირებული შფოთვა. შოკისმომგვრელი ამ კვლევაში აღმოჩნდა ის, რომ ოცდახუთ გამოსაცდელიდან ცხრა ადამიანი იმდენად უკმაყოფილო აღმოჩნდა ქირურგიული ჩარევის შედეგებით, რომ „დამოუკიდებლად“ ჩაატარეს ეს  პროცედურები სახლში. ყველა ადამიანი, ვისაც აქვს დისმორფული აშლილობა, არ მოითხოვს და იღებს კოსმეტიკური ქირურგიის პროცედურებს, თუმცა კვლევის მაჩვენებლები მაღალია. სტომატოლოგია და დერმატოლოგია ის ორი სფეროა, რომელსაც ხშირად მიმართავენ. მაგალითად, დომინიკმა ისაუბრა იმაზე, რომ გამწვავების პიკზე ის ყოველ დღე საათობით ისვამდა მალამოს ფეხებზე, დენი ერთჯერადად იყენებდა მალამოს მინიმუმ ერთ ტუბს ძირმაგარების გამონაყარზე, კაროლინამ გაუძლო წარმოუდგენელ სტომატოლოგიურ პროცედურებს, რათა მოეშორებინა ე.წ. „ეშვები“.
გავიმეორებ, კოსმეტიკური ქირურგია და სხვა კოსმეტიკური ჩარევა, როგორიცაა სტომატოლოგია და დერმატოლოგია, იშვიათად ეხმარება დისმორფული აშლილობის მქონე ადამიანებს.
გარეგნობის ფიზიკური შეცვლა არ ცვლის აშლილობის წარმოქმნის ფსიქოლოგიურ მიზეზებს, რომელიც წარმოადგენს გარეგნული ხარვეზების გამოვლენის წინაპირობას. ადამიანები, რომლებიც განიცდიან მათ სხეულში არსებულ  დარღვევებს, ფიქსირებული არიან დეფექტის აღმოფხვრაზე თავდაპირველი ფსიქოლოგიური ბატალიების ხარჯზე, როგორიცაა  დაბალი თვითშეფასება.
წაიკითხეთ თავი ადრეული ასაკის გამოცდილების შესახებ ნიკოლ შნაკენბერგის წიგნში „წარმოსახვითი სხეულები, ნამდვილი არსებები“.
განსაკუთრებით ხშირად დისმორფული აშლილობიდან ფოკუსი გადაინაცვლებს, თუ გარეგნობის ერთ-ერთი ასპექტი „გამოსწორებულია“ ან დამაკმაყოფილებლად არის მიჩნეული. მაგალითად, მინის ყურადღების ფოკუსმა ქირურგიული ოპერაციის შემდეგ ცხვირიდან კანსა და თმაზე გადაინაცვლა. ასევე ენდრიუმ კანზე ხანგრძლივი ფიქსაციის შემდეგ ყურები გაიხვრიტა.
დისმორფული აშლილობის დიაგნოზი მიუთითებს აშლილობასთან დაკავშირებული შინაგანი ფსიქოლოგიური და ემოციური ბატალიების და ქცევის კორექციის აუცილებლობაზე.
დისმორფიის დიაგნოზის მქონე ადამიანები, რომლებიც საკმარის ყურადღებას უთმობენ ამ ზონებს, საუბრობენ იმის შესახებ, რომ დაიწყეს უფრო მეტად ან თუნდაც მთლიანად საკუთარი გარეგნობისა და დეფექტების მიღება, გამოჯანმრთელების სტადიიდან გამომდინარე. მართლაც, გამოჯანმრთელების მაგალითს წარმოადგენს კარლა-მარკ ტომპსონი, რომელმაც სილამაზის კონკურსზე მოიპოვა გამარჯვება (UK-2017) და ეროვნული ტელევიზიით გამოვიდა. მან განაცხადა: „ახლა მე შემიძლია ვისაუბრო ჩემი ნეგატიური აზრების და ემოციების შესახებ, სანამ ისინი გამძაფრდება“.


https://psy.wikireading.ru/147515

https://www.gumer.info/bibliotek_Buks/Psihol/freyd/psih12.php


http://www.ipras.ru/cntnt/rus/dop_dokume/mezhdunaro/nauchnye_m/razdel_3_a/saenko_yuv.html

http://analiculturolog.ru/journal/archive/item/725-problems-of-origin-of-superstition.html

Экзеге́тика, экзеге́за (др.-греч. ἐξηγητικά, от ἐξήγησις, «истолкование, изложение») — раздел богословия, в котором истолковываются библейские тексты; учение об истолковании текстов, преимущественно древних, первоначальный смысл которых затемнён вследствие их давности или недостаточной сохранности источников.



Тайны мозга. Почему мы во все веримШермер Майкл


Опасный вред суеверий, предрассудков и псевдонауки

Опасный вред суеверий, предрассудков и псевдонауки

http://concepture.club/post/mify-i-predrassudki-o-psihoanalize/kak-chitat-bessoznatelnoe-rasshifrovka-i-tolkovanie-psihoanaliz-kak-antigermenevtika

https://psy.wikireading.ru/147515

https://www.twirpx.com/file/747383/

https://psy.wikireading.ru/22958


Автор: LiLeo MK на 04:50

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised

Следующее Предыдущее Главная страница
Подписаться на: Комментарии к сообщению (Atom)

Общее·количество·просмотров·страницы

Music Video playlist

play Lileo background music

Архив блога

  • ►  2009 (3)
    • ►  июня (3)
  • ►  2013 (1)
    • ►  ноября (1)
  • ►  2015 (3)
    • ►  сентября (1)
    • ►  декабря (2)
  • ►  2016 (7)
    • ►  марта (1)
    • ►  августа (1)
    • ►  ноября (1)
    • ►  декабря (4)
  • ►  2017 (36)
    • ►  января (1)
    • ►  марта (4)
    • ►  мая (5)
    • ►  июня (1)
    • ►  июля (6)
    • ►  августа (2)
    • ►  сентября (1)
    • ►  октября (7)
    • ►  ноября (3)
    • ►  декабря (6)
  • ►  2018 (101)
    • ►  января (4)
    • ►  февраля (3)
    • ►  марта (8)
    • ►  апреля (7)
    • ►  мая (12)
    • ►  июня (12)
    • ►  июля (9)
    • ►  августа (16)
    • ►  сентября (6)
    • ►  октября (11)
    • ►  ноября (6)
    • ►  декабря (7)
  • ▼  2019 (232)
    • ▼  января (16)
      • ცრურწმენების და პრობლემების ფსიქოანალიტიკური კვლევ...
      • პატრიარქატის პრიზმა: რატომ არის ისე, რომ ყველაფერ...
      • ეგოისტი ცნობის მიხედვით. ნარცისული აშლილობა;ო. კერ...
      • სიყვარულის შერჩევის ობიექტი. არაცნობიერი  ვ. გრიზ...
      • რატომ ხდება რელიგია უფრო საშიში; როდის გამოჩნდება ...
      • როგორ მივიღოთ პასუხი ნებისმიერ კითხვაზე; წიგნების სია
      • ბოიკოტი და აუხსნელობა: ვინ არის პერვერსული ნარცისი?
      • ყველა რელიგია იყენებს ჰიპნოზს
      • სიმფსიქოზი. სული - ქალბატონი და მონა ;პოსტმოდერნიზ...
      • ტრანსის მდგომარეობა და მისი გამოვლინება სუბიექტის ...
      • ტრანს-მისია: ჰიპნოზი ექიმების, თაღლითების და სექტა...
      • ფსიქოანალიზი [შესავალი გაუცნობიერებული პროცესების ...
      • მაგია. უკუდარტყმა მაგია უკვე თავისი არსითაა სახი...
      • ცრურწმენის და ფსევდომეცნიერების საშიში ზიანი
      • სუსტი სქესი: ეკატერინა პოპოვა მოგვითხრობს იმის შეს...
      • ახლანდელი გარეწრული , ნათლიმამური „კაპიტალიზმი“ და...
    • ►  февраля (34)
    • ►  марта (17)
    • ►  апреля (14)
    • ►  мая (13)
    • ►  июня (16)
    • ►  июля (17)
    • ►  августа (27)
    • ►  сентября (22)
    • ►  октября (20)
    • ►  ноября (15)
    • ►  декабря (21)
  • ►  2020 (401)
    • ►  января (5)
    • ►  февраля (34)
    • ►  марта (33)
    • ►  апреля (43)
    • ►  мая (19)
    • ►  июня (19)
    • ►  июля (68)
    • ►  августа (53)
    • ►  сентября (48)
    • ►  октября (27)
    • ►  ноября (37)
    • ►  декабря (15)
  • ►  2021 (222)
    • ►  января (11)
    • ►  февраля (29)
    • ►  марта (9)
    • ►  апреля (19)
    • ►  мая (31)
    • ►  июля (21)
    • ►  августа (8)
    • ►  октября (41)
    • ►  ноября (28)
    • ►  декабря (25)
  • ►  2022 (245)
    • ►  января (25)
    • ►  февраля (27)
    • ►  марта (9)
    • ►  апреля (20)
    • ►  мая (15)
    • ►  июня (28)
    • ►  июля (33)
    • ►  августа (24)
    • ►  сентября (18)
    • ►  октября (22)
    • ►  декабря (24)
  • ►  2023 (39)
    • ►  января (39)

searching for inspiring me motivations

searching for inspiring me motivations
determination is often the first chapter in the book of excellence
  • "დაწყნარდი გულო" ივერია, მ.თოდაძე, თ.ყვითელაშვილი
  • Алиса Фрейндлих - "Солнце в зрачках"
  • Дуня Смирнова Дуня Смирнова Режиссер, сценарист.
  • Инна Кулишова
  • Самая большая видеоколлекция "школ злословия" в рунете
  • Татьяна Толстая tanyant's Journal
  • Фильмы Онлайн
  • Что такое
  • andrea dworkin
  • Dalida Hava Nagila
  • erotpoezia
  • FaceBook.com profile
  • http://www.no-stress.ru/anxiety/aphorism.html
  • K.D.Lang So in Love
  • KD Lang - Miss Chatelaine
  • LIberali" Magazine
  • LIberty Land Radio LIberty
  • literatura
  • literatura urakparaki
  • Manana Pruidze Poetry blog
  • My Online photo gallery
  • NIno's Music online
  • Shokoladi Magazine
  • Sohia Tabatadze Art
  • Tomorrow's Memories Janet Manchester
  • ბუნება
  • გამოხატე შენი თავისუფალი აზრი
  • გენდერული თანასწორობისკენ
  • გიორგი მაისურაძე: Salomé - ვარიაციები თემაზე
  • კავკასიური სახლი- ანონსი
  • მარადი დღე (რუსული კლასიკური პოეზიიდან)
  • ჟურნალი "ცხელი შოკოლადი"
  • რადიო 1
  • სიყვარული არასოდეს მთავრდება გიორგი მაისურაძე

Мой список блогов

Поиск по этому блогу

Подпишитесь на

Сообщения
Atom
Сообщения
Комментарии
Atom
Комментарии

Постоянные читатели

Memo

Любить — это значит узнать себя в другом, в том, кого вы неоправданно рассматривали как«другого» до этого момента. Но вы видите в нем лишь самого себя, ибо есть лишь одно единое Я. Есть лишь один свет. Есть лишь одна любовь.

Узнавание себя в другом, узнавание Безмолвия, которым вы являетесь, в другом, света, которым вы являетесь, в другом — это и есть то, что мы называем любовью. Это не вопрос давания, не вопрос получения, это вопрос узнавания.
Истинно то, что, когда происходит узнавание, в нас возникает смена направления движения на обратное. Пока я еще не признаю этого, во мне работает счетная машинка, и тогда я рассматриваю вас как хорошего или нехорошего человека.

И тогда я могу или не могу заработать на вас, тогда ваши слова будут казаться мне дружелюбными или, напротив, вы будете мне неприятны. Это все рассчитывается центростремительно направленным менталитетом.


Но в тот момент, когда я узнаю себя в другом, который уже более не является «другим», ибо я говорю с самим собой, находящимся за этими глазами, в этот момент центростремительное направленное движение становится центробежно направленным. Вам нужно лишь раз влюбиться, чтобы понять, что вы безграничны, как Вселенная.

Каждый из нас состоит не из чего иного, как из Света. Этот Свет — то, что люди называют Богом. Каждая великая традиция и религия говорят, что Бог вездесущ и что Он есть Свет и Любовь.

Другими словами: не кто-то беседует с кем-то, а Бог беседует Сам с Собой — через одного и другого. Если есть видение всего этого и если весь балласт старых идей, таких, как «я — некто, весящий столько-то килограммов», исчезает, тогда остается одно живое Переживание.

Это то, что именую Просветлением или Свободой. Это не нечто новое. Вы всегда были тем, что вы есть сейчас, и тот, кто заявляет, что может дать вам это — обманщик.»

Уолтер Кеерс

И как же трудно без этого "узнавания"...


Восстановление целостности наиглавнейший вопрос жизни!

одна из жизненных задач состоит в сборке себя не только как личности, но и как андрогина, объединившись в кластер существ, обладающих цельным сознанием. Это целостность нового порядка выводит сознание, наш вид, творца и творцов на новый уровень единства.


Stats

Тема "Венецианское окно". Технологии Blogger.