https://m.habr.com/ru/amp/post/502322/
ინსტრუქციები საკუთარი ცნობიერების ციფრულ მედიაზე გადასატანად
ტვინი
ჯერ გაარკვიეთ, ტვინის რომელ ნახევარსფეროში ხართ, მარცხენაში თუ მარჯვენაში. ამისათვის აუჩქარებლად დაყავით თქვენი ტვინი 2 ნაწილად ყვითელი ხაზის გასწვრივ, როგორც ნაჩვენებია ნახ. 1. ამ ოპერაციის დროს ეცადეთ არ დააზიანოთ ნეირონების – აქსონებისა და დენდრიტების გამონაზარდები, ასევე თავად დაბოლოებები – სინაფსები. ისინი კიდევ გამოგადგებათ შემდგომი შეერთებისას. მოამზადეთ თქვენი ტვინის ნახევრის ასლები ბიოპრინტერზე და ფრთხილად მიუერთეთ მას თქვენი საკუთარი ნახევრები, როგორც ეს წითელი ისრებით არის ნაჩვენები, დაიცავით ყველა ნეირონის დაბოლოების ნუმერაცია.
მნიშვნელოვანია! დაბეჭდეთ ზუსტად 2 დამატებითი ნახევარი და არა ერთი, რადგან წინასწარ არ იცით, თქვენი ტვინის რომელ ნახევარში ხართ და ტვინის მხოლოდ ერთი ნახევარის მიერთებისას დაბეჭდილთან, გადარჩენის თქვენი ალბათობა იქნება 50%. .
გილოცავთ! თქვენი ტვინის ნახევარი მარჯვენა აღმოჩნდა (მონიშნულია წითელი ჩარჩოთი ნახ. 2-ზე). გადადეთ გვერდზე თქვენი ტყუპისცალი მარცხენა ნახევარსფეროდან (ლურჯი ყუთი ნახ.2). მეტად აღარ დაგჭირდებათ.
არ შეგეშინდეთ, რომ ერთდროულად ორ ტვინში აღმოჩნდებით. ეს შეუძლებელია, რადგან იმისთვის, რომ ერთდროულად ორ ტვინში იყოთ, აუცილებელია მათ შორის ინფორმაციის გაცვლა. თქვენ აუცილებლად აღმოჩნდებით ან მარცხენა ტვინში ან მარჯვენაში.
შემდეგ ეტაპზე განსაზღვრეთ თქვენი ადგილმდებარეობა ვერტიკალში. ამისათვის კვლავ გაყავით თქვენი ტვინი ორ ნაწილად, როგორც ნაჩვენებია ნარინჯისფერი ხაზით ნახ. 3. დამატებით დაბეჭდეთ ბიოპრინტერზე ტვინის ზედა და ქვედა ნახევრები და მიუერთეთ თქვენი ნახევრები დაბეჭდილს.
ასე რომ, ახლა თქვენ იცით, რომ თქვენი ცნობიერების ინდიკატორი მდებარეობს ტვინის ზედა მარჯვენა ნაწილში (წითელი ჩარჩო, ნახ. 4).
განაგრძეთ თქვენი ტვინის არეალის ლოკალიზაცია ამ ალგორითმის მიხედვით, სანამ არ იპოვით საკუთარ ნეირონს.
გადაიტანეთ თქვენი ნეირონი დამაკავშირებელ ბალიშზე (ნახ. 5.), დაამატეთ მკვებავი ხსნარის რამდენიმე წვეთი და მიუერთეთ ბალიში ნეიროქსელს. თუ ყველა ოპერაცია სწორად იქნება შესრულებული, მაშინ თქვენ გახდებით ნეიროქსელი.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised