пятница, 1 апреля 2022 г.

ჯიმ მორისონი როკ-ენ-როლის ყველაზე განათლებული ვარსკვლავი -

 როკ-ენ-როლის ყველაზე განათლებული ვარსკვლავი - ჯიმ მორისონი

ჯიმ მორისონი მხოლოდ საზოგადოებრივი სიმშვიდის დამრღვევი, თავაწყვეტილი ლოთი, მტკიცე ლიბერტინი და ჰალუცინოგენების პროპაგანდისტი არ ყოფილა. ის იყო ამერიკელთა როკ კერპი ძველი ევროპული სულით - ნიცშე, ბლეიკი, ბოდლერი, რემბო, სელინი და ბრეხტი მისთვის არანაკლებ მნიშნვნელოვანი იყვნენ, ვიდრე  ელვისი.


https://zen.yandex.ru/media/id/5e7dcc45543c4306ba91b175/djim-morrison-polnota-eto-prekrasno-interviu-vokalista-the-doors-5e9835f4f1710d606e939957 

ჯიმ მორისონი: „სისრულე მშვენიერია!“ The Doors-ის ვოკალისტის ინტერვიუ

ჯიმ მორისონის მიერ ჟურნალისტ ჰოვარდ სმიტისთვის 1969 წლის ნოემბერში მიცემული ინტერვიუ, რომელშიც ჯიმი აყალიბებს თავის შეხედულებებს მშვენიერებასა და სისრულეზე.

არა მოდიშეიმინგს!

ჯიმ მორისონი:

- ხომ არ გშია?

ჰოვარდ სმიტი:

- რატომ მეკითხები?

ჯიმ მორისონი:

- იქნებ შევუკვეთოთ რამდენიმე სენდვიჩი ან წიწილი Chicken Delight-დან  ან სხვა რამე.

ჯიმ მორისონი:

- ასე რომ, არ გშია?

ჰოვარდ სმიტი:

- არა.

ჯიმ მორისონი:

- შენ, შენ მშიერი ხარ?(მიმართავს მესამე ადამიანს). უკვე ლანჩის დროა. დილით ჭამე რამე?(ეკითხება ჟურნალისტ ჰოვარდ სმიტს)

ჰოვარდ სმიტი:

- კი.

ჯიმ მორისონი:

- და რით ისაუზმე?

ჰოვარდ სმიტი:

- ისე, ცოტ-ცოტა. რაღაც შოკოლადის ნამცხვრის მსგავსი და ჩაი.

ჯიმ მორისონი:

- მხოლოდ ეს იყო შენი საუზმე?

ჰოვარდ სმიტი:

- მხოლოდ ეს მინდოდა.

ჯიმ მორისონი:

- ღმერთო, ჰოვარდ! მეტი უნდა ჭამო!(იცინის)

ჰოვარდ სმიტი:

-წონაში მომატებული ხარ. ბევრს ჭამ?

ჯიმ მორისონი:

- იცი, არის რაღაც, რაც მაწუხებს. რა არის ცუდი იმაში, რომ იყო მსუქანი? უბრალოდ მინდა ვიცოდე. რატომ არის ეს ასე...

ჰოვარდ სმიტი:

- მე არ მითქვამს, რომ ამაში რაღაც არ არის ცუდი.

ჯიმ მორისონი:

-  რა პრობლემაა იყო მსუქანი? აქ ცუდს ვერაფერს ვხედავ. მახსოვს, როცა 185 ფუნტს ვიწონიდი (ავტორის შენიშვნა: 185 ფუნტი = 84 კგ.), ეს ჩემი სიმაღლის პროპორციული იყო. კოლეჯში როცა დავდიოდი, კაფეტერიის ტალონი მქონდა. იქ საკვები ძირითადად სახამებლისგან შედგება. იაფი საკვებია, არა? მოკლედ, არ ვიცი რა იყო, მაგრამ სადილს თუ გამოვტოვებდი, თავს საზიზღრად ვგრძნობდი. კრუნჩხვას იწვევდა ჩემში.

ამიტომ ყოველ დილით 6:30-ზე ვიღვიძებდი საუზმის გასაკეთებლად. კვერცხი, შვრიის ფაფა და სოსისი, ტოსტი, რძე. რამდენიმე გაკვეთილს ვესწრებოდი და შემდეგ კაფეტერიაში ლანჩზე მივდიოდი. პიურე... ღმერთო ჩემო... იცი, ხორცის პატარა ნაჭრებს დებდნენ ან რაღაც ამდაგვარს. მერე მეცადინეობაზე მივდიოდი და ლანჩზე ვბრუნდებოდი ისევ. და უფრო მეტ პიურეს ვიღებდი.

ასე რომ, სამი თვის შემდეგ 185 ფუნტს ვიწონიდი. და იცი რა? თავს საოცრად ვგრძნობდი! ტანკივით ვიყავი. ჯანმრთელი მხეცი ვიყავი. დერეფნებში ან გაზონზე რომ მივდიოდი, ვგრძნობდი, რომ შემეძლო ჩემს გზაზე ყველას ჩამოშორება, გესმის? მთასავით ვიყავი!

საშინელებაა იყო გამხდარი და თხელი, ქარმაც კი შეიძლება წაგიღოს. სისავსე მშვენიერია!

ჰოვარდ სმიტი:

- ახლა რამდენს იწონი?

ჯიმ მორისონი:

- სიმართლე გითხრა, არ ვიცი. ვფიქრობ, დაახლოებით, 150 ფუნტს (ავტ.შენ.: 68 კგ.).

ჰოვარდ სმიტი:

- სერიოზულად?

ჯიმ მორისონი:

- აჰა. გინდა ბიცეფსებით შემეჯიბრო?(იცინის). ხელის რესტლინგში ხომ არ გინდა შემეჯიბრო, ჰოვარდ? მხად ხარ? ფორმაში ხარ?

ჰოვარდ სმიტი:

- ყველაფერი კარგად არის! დავიწყოთ!

ჯიმ მორისონი:

- მაშინ მოიცადე, სანამ ინტერვიუ დამთავრდება (იცინის) 

http://jimmorrison.ru/lyrics/people-are-strange-perevod 
People Are Strange - თარგმანი
Strange Days
1967 წლის ალბომი 

ხალხი უცხოა, როცა შენ თვითონ უცხოს გავხარ,
სახეები მახინჯად გამოიყურება, როცა მარტო ხარ,
ქალები თითქოს უზნეო არიან, როცა სურვილს არ იწვევ,
ქუჩები უსწორმასწორო გეჩვენება, როცა ცუდად ხარ.

მისამღერი:


როცა უცხოს გავხარ
წვიმისგან სახეები გევლინებიან,
როცა უცხოს გავხარ
არავის ახსოვს შენი სახელი.
როცა უცხოს გავხარ,
როცა უცხოს გავხარ,
როცა უცხო ხარ.

კუპლეტი 1.

მისამღერი.

ყველაფერი რიგზეა, დიახ!

მისამღერი.
როცა უცხო ხარ
https://lexa.livejournal.com/185250.html 
„უცხო ადამიანები“, ჯიმ მორისონი

ზუსტად 20 წლის წინ, 1994 წლის ივნისში, პირველად აღმოვჩნდი საზღვარგარეთ, აშშ-ში. ნაცნობებს, რომლებიც უნდა შემხვედროდნენ, დახვედრის ადგილი შეეშალათ. იმ დროს მობილური ტელეფონები ჯერ არ არსებობდა, ინგლისურად კი საერთოდ არ ვლაპარაკობდი. ამიტომ სამი საათი დალასის აეროპორტში ვიჯექი და ირგვლივ არაფერი მესმოდა: ნამდვილი უცხო ვიყავი უცხო ქვეყანაში. და რადგან მეტი არაფერი საქმე მქონდა, ვთარგმნიდი იმას, რაც თავში მიტრიალებდა განწყობის შესაბამისად - The Doors:


თუ ყარიბი ხარ
ხალხი უცხოა.
სახეები ამაზრზენი,
როცა მარტო ხარ.
ქალები საძაგელი და
ბოროტი ჩანან.

თუ დაიღალე,
მხოლოდ გზების უსწორობას
ხედავ. და გულში
შენს სახელს
არავინ აგნებს:

შენთვის არ არის სახელი,
უცნაურო უცხო ადამიანო.
მხოლოდ ჩუმად ჩნდებიან წვიმაში
ახალი სახეები.


მე სწრაფად ამიცრუვდა გული ამ  ტექსტზე: მასში ლიტერატურული ბწკარედის გარითმვის ძალიან დიდი სურვილი იგრძნობოდა. კარგი თარგმანი კი პრაქტიკულად საკუთარი ლექსი უნდა ყოფილიყო. ათი წლის შემდეგ იგივე სიმღერა სხვაგვარად ითარგმნა. მაშინ მოსკოვის პირქუში საავადმყოფოდან ვბრუნდებოდი, სადაც მამაჩემი იწვა. სახლისკენ მიმავალ გზაზე მეუღლე შემხვდა ერთი წლის ვაჟიშვილ კიტთან ერთად. კიტი ეტლში იჯდა, წარბშეკრული. მის ცხოვრებაში პირველი ზამთარი დასრულდა, რომელიც ძირითადად სახლში გაატარა. უზარმაზარი ქალაქის ქუჩაში ის პირქუშად უყურებდა გამვლელებს - ძალიან ბევრი იყვნენ და ყველა უცხო. კიტმა ქვედა ტუჩი წინ გამოსწია, ხელები კომბინეზონის სქელ სახელოებში მუხლებზე დააწყო, და სევდიან პატარა ორანგუტანგს დაემსგავსა. მაშინვე მივხვდი, ვინ უნდა იმღეროს People are strange-ს ახალი ვერსია:


ხალხს არ ახარებს
მაწანწალას რომ ხედავს
ზიზღით უყურებენ
უცხოს
ქალები აგდებენ
როგორც ქოფაკს.
გზაც კი
წიხლებს აყრის


შენ უცხო ხარ
შეერთვი წვიმას და ბრბოს.
შენ უცხო ხარ.
სახელი წყალმა წაშალა.
შენ უცხო ხარ,
შენ უცხო ხარ,
შენ უცხო ხარ,
https://kino-cccp.net/publ/12-1-0-17351 
ჯიმ მორისონი 
Jim Morrison
James Douglas Morrison


ამერიკელი მომღერალი, პოეტი და მუსიკოსი, ლიდერი ჯგუფისა „The Doors“.

         დაიბადა 1943 წლის 8 დეკემბერს მელბურნში, ფლორიდას შტატი, აშშ.
         ჯიმ მორისონის მამა ადმირალი სტივ მორისონია. ჯიმის დედა, კლარა მორისონი, ასევე ფლოტზე მსახურობდა. მოგვიანებით, 1967 წელს მიცემულ ინტერვიუში ჯიმი იტყვის, რომ ორივე დაიღუპა.
         UCLA-ში, კინემატოგრაფიის ფაკულტეტზე  სწავლის დროს, ბოჰემური ცხოვრებას ეწეოდა, ბევრს კითხულობდა, იღებდა ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, გატაცებული იყო მისტიკით და ბიტნიკებით. ჯიმის სადიპლომო ნაშრომი მასწავლებლების არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს, და ის უნივერსიტეტს სკანდალით ტოვებს.
        მალე თავის მეგობართან ერთად, ასევე UCLA-ს სტუდენტ რეი მანზარეკთან, გიტარისტ რობი კრიგერსა და ჯონ დენსმორთან ერთად, მათ შექმნეს კვარტეტი the Doors, სახელწოდება უილიამ ბლეიკის სტრიქონიდან აიღეს: „If the doors of perception were cleansed,/Every thing would appear to man as it is, infinite“ (რუსული ვარიანტი. როცა აღქმის კარი ნათელია / ყველაფერი ისე ჩანს, როგორც უსასრულობა).
გარდაიცვალა 1971 წლის 3 ივლისს პარიზში. დაკრძალეს პარიზში, პერ ლაშეზის სასაფლაოზე. მისი საფლავი ფანატების საკულტო თაყვანისცემის ადგილად იქცა, ისინი მეზობელ საფლავებზე ტოვებენ წარწერებს მათი კერპისადმი სიყვარულის შესახებ და სტრიქონებს „The Doors“-ის სიმღერებიდან.
1990-იანი წლების დასაწყისში რეჟისორმა ოლივერ სტოუნმა გადაიღო ფილმი „The Doors“, რომელიც მორისონს მიუძღვნა. „The Doors“-ის ლიდერის როლს ველ კილმერი ასრულებდა.

ვოკალი
1981 პოპ ამერიკა |American Pop (აშშ, ანიმაციური)

ფილმებში მონაწილეობა
2009 როცა უცხო ხარ | The Doors. When you're strange (აშშ, დოკუმენტური)

კომპოზიტორი
1981 პოპ ამერიკა | American Pop (აშშ, ანიმაციური)

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised