пятница, 1 апреля 2022 г.

რატომ არის სასიამოვნო სუნი წვიმის შემდეგ და რატომ არის ეს ჰაერი საშიში?

 https://www.popmech.ru/science/339092-pochemu-tak-vkusno-pakhnet-posle-dozhdya-i-chem-eto-mozhet-grozit-cheloveku/amp/ 

რატომ არის სასიამოვნო სუნი წვიმის შემდეგ და რატომ არის ეს ჰაერი საშიში?

ყველასთვის ცნობილია ახალი სუნი, რომელიც ავსებს ჰაერს წვიმის შემდეგ. მას მოაქვს მყუდროების და სიმშვიდის განცდა, მაგრამ ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ის შეიძლება სასიკვდილოც იყოს. წვიმას ჰაერში მაღლა ააქვს  ბაქტერიები, რომელთაგან ზოგიერთი ფაქტიურად დაავადების მატარებელია. მაგრამ რა განაპირობებს წვიმის შემდეგ ჰაერის სუნს?

დაწყება ღირს იმით, თუ რა ჰქვია წვიმის შემდეგ ჰაერის სუნს. დიახ, მას თავისი სახელი აქვს - პეტრიკორი. ეს არის მიწიანი ჰაერი, რომლის სპეციფიკური სუნი განპირობებულია იმით, რომ წვიმის შემდეგ ჰაერში ხვდება ზეთების წვეთები, რომლებსაც ზოგიერთი მცენარე გამოყოფს მშრალ პერიოდში, ხოლო თიხოვანი ნიადაგი შთანთქავს მათ. ნიადაგში მოხვედრილი წყალი იწვევს ზეთების გამოყოფას და ჰაერში ასვლას, ამიტომ გვეჩვენება, რომ წვიმის შემდეგ ჰაერს მიწის სუნი ასდის.


რატომ არის საშიში წვიმის შემდეგ სუფთა ჰაერი?

საშიშროებას წარმოადგენს ქიმიკატი გეოსმინი, რომელიც პასუხისმგებელია სპეციფიკურ არომატზე. სხვათა შორის, ადამიანის ყნოსვა იმდენად მგრძნობიარეა მის მიმართ, რომ ჩვენ შეგვიძლია ეს სუნი ვიგრძნოთ, როცა გეოსმინის მხოლოდ ხუთი (!) მოლეკულა მოდის ტრილიონობით სხვა მოლეკულაზე. ამ ქიმიკატს დიდი რაოდენობით შეიცავს ჰაერი წვიმის შემდეგ, რომლის სარგებლობა საკმაოდ საეჭვოა ამის გამო.

მიწაზე ჩამოვარდნილი წვეთები დელიკატურად „კატაპულტირებს“ მიკრობებს ჰაერში. როდესაც წვეთი გარკვეული სიჩქარით ეცემა მიწაზე, ის შეიცავს ჰაერის პაწაწინა ბუშტებს, რომელთაგან თითოეული  ადამიანის თმაზე სქელი არ არის. ჰაერის ბუშტუკების მსგავსად, რომლებიც ამოდის აუზის ფსკერიდან, როდესაც ადამიანი ჩადის მასში, ისინი ზევით მიისწრაფვიან, ამიტომ გადიან წვეთში და სკდებიან, როცა მის ზედაპირს მიაღწევენ. შედეგად წარმოიქმნება პატარა შადრევანი, რომელიც წყლის თხელ ნაკადებთან ერთად ჰაერში ბაქტერიებსაც აგზავნის. ასე რომ, წვიმის შემდეგ ჰაერის სუნი, მართალია სასიამოვნოა, მაგრამ არ არის სასარგებლო.


ბაქტერიები ჰაერში წვიმის შემდეგ

როდესაც მიწას ეცემა, ერთი წვეთი წყალი იშლება ასობით პატარა წვეთად, რომელთაგან თითოეული შეიცავს ათასობით ბაქტერიას. ამ მიკროსკოპულ წვეთებში ორგანიზმებს შეუძლიათ არსებობა ერთი საათის განმავლობაში, ხოლო ქარს ისინი მთელ ტერიტორიაზე მიაქვს. წვიმის შემდეგ ჰაერი გაჯერებულია ამ ბაქტერიებით, მაგრამ ბევრი მათგანი, საბედნიეროდ, არ აღწევს პირს ან სახეს და რჩება ტანსაცმელზე.

საშიშია არა იმდენად ბაქტერიები, რამდენადაც ინფექციები, რომლებიც ასევე ვრცელდება წვიმის დროს. მაგალითად, ამას უკავშირდება მელიოიდოზის გავრცელება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ ავსტრალიაში წვიმების სეზონზე. ეს ინფექციური დაავადება განკურნებადია, მაგრამ სათანადო ანტიბიოტიკების გარეშე სიკვდილიანობის კოეფეციენტმა შეიძლება 90%-ს მიაღწიოს (ანუ 10 დაავადებულიდან 9 მოკვდება). და ეს ყველაფერი იმის გამო, რომ წვიმის შემდეგ ადამიანები ისუნთქავენ სუფთა ჰაერს.


სასარგებლოა თუ არა ჰაერი წვიმის შემდეგ?

თუ წვიმა მოვიდა ჭექა-ქუხილით და არა მხოლოდ შავი ღრუბლით, ის ასევე შეიძლება შეიცავდეს ოზონს. ეს გაზი წარმოიქმნება, როდესაც ჟანგბადის O2 მოლეკულები იყოფა ატომებად და შემდეგ წარმოიქმნება მოლეკულა, რომელიც შედგება სამი ატომისგან O3. ეს მოლეკულა ძალიან არასტაბილურია და სწრაფად იშლება, რადგან ავლენს მაღალ ჟანგვის აქტივობას. მიუხედავად ამისა, მისი ყოფნა იგრძნობა - ის პასუხისმგებელია იმაზე, თუ რა სუნი აქვს ჰაერს წვიმის, განსაკუთრებით ჭექა-ქუხილის შემდეგ.

მაგრამ ეს ნივთიერება არავითარ შემთხვევაში არ არის სასარგებლო ორგანიზმისთვის. დიდი რაოდენობით წვიმის შემდეგ ოზონის ჰაერმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ფილტვებს და ორგანიზმის სხვა სისტემებს, რადგან ეს მოლეკულა ჟანგავს ბიოლოგიურ ქსოვილებს, აიძულებს მათ თავისუფალი რადიკალების დაგროვებას, რაც იწვევს სხვადასხვა უჯრედული სისტემის დაზიანებას. ოზონს ასევე შეუძლია ჰაერის დეზინფექცია, მაგრამ ამ პროცედურის საშუალებით უმჯობესია ოთახიდან გასვლა - ოზონიზატორები არ არის სასარგებლო ადამიანებისა და ცხოველების ჯანმრთელობისთვის.


https://www.bbc.com/ukrainian/news-russian-45017293 

რატომ მოგვწონს წვიმის სუნი

მარი ჰალტონი

ბევრ ადამიანს მოსწონს სუნი წვიმის შემდეგ. ის ტოვებს სიგრილის, სასიამოვნო სიახლის შეგრძნებას.

რამ გამოიწვია სასიამოვნო არომატი, რომელიც ჩნდება, როდესაც მიწაზე წვიმა იღვრება?

წვიმის სუნს აქვს ტერმინი - პეტრიკორი (petrichor), იგი შედგება ორი ბერძნული სიტყვისაგან - „პეტრა“ - ქვა და „იხორი“ - სითხე, რომელიც მიედინება ღმერთების ძარღვებში. და ეს ეტიმოლოგია შემთხვევითი არ არის, რადგან წვიმის სუნი არის ნიადაგიდან გამოსული არომატი.

იგი შემოიღეს მკვლევარებმა იზაბელ ბირმა და როდერიკ თომასმა 1964 წელს „Nature“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.


სველი მიწა

როდესაც წვიმა იღვრება მიწაზე, წყალი ხვდება მიკრობზარებსა და ფორებში. მათში არსებული ჰაერი სველ ზედაპირზე წარმოქმნის ბუშტებს, რომლებიც სკდება, ჰაერში უამრავ მიკროწვეთს აგდებს.

ამ პაწაწინა ნაწილაკებს, რომლებიც შეიცავს მცენარეული წარმოშობის ზეთებს, იტაცებენ ჰაერის ნაკადები და მიაქვთ ყველგან და ქმნიან იმ განუმეორებელ და ბევრისთვის საყვარელ არომატს.

ამავე მიზეზით, სხვათა შორის, წვიმის დროს ჰაერში ნიადაგის ბაქტერიების დიდი რაოდენობა ჩნდება.

„ამიტომ, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ სველი ნიადაგის სუნს გრძნობთ, ეს სინამდვილეში არის მოლეკულა, რომელიც წარმოიქმნება გარკვეული ტიპის ბაქტერიების მიერ“, - განმარტა პროფესორმა მარკ ბატნერმა, მოლეკულური მიკრობიოლოგიის ხელმძღვანელმა ჯონ ინესის ცენტრიდან (დიდი ბრიტანეთი).

ამ მოლეკულას, გეოსმინს, ქმნის ბაქტერია Streptomyces. ისინი არსებობენ ჯანსაღ ნიადაგში, მათ ასევე იყენებენ ანტიბიოტიკების შესაქმნელად.

მიწაში ჩავარდნილი წყლის წვეთები ჰაერში გეოსმინის გამოყოფას იწვევს.

„ბევრი ცხოველი გრძნობს ამ სუნს, მაგრამ ადამიანები არ არიან ძალიან მგრძნობიარე მის მიმართ“, - დასძინა პროფესორმა ბატნერმა.

დღეს გეოსმინი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კომპონენტია პარფიუმერიაში.

„ეს მართლაც ძლიერად მოქმედი მასალაა, და ისეთივე სუნი აქვს, როგორც წვიმის დროს ბეტონს, როდესაც მას წვიმის წვეთები ეცემა“, - თქვა პარფიუმერმა მარინა ბარჩენილამ. „არის ამ არომატში რაღაც  პირველყოფილი“.

„მაშინაც კი, როცა მას აზავებთ მილიარდზე რამდენიმე წილად, [ადამიანები] მაინც გრძნობენ ამას“, - დასძინა მან.

და მაინც ადამიანებს გეოსმინის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ - ჩვენ გვიზიდავს მისი სუნი, მაგრამ ბევრ ჩვენგანს არ მოსწონს მისი გემო.

„ჩვენ არ ვიცით, რატომ არ გვიყვარს გეოსმინი“, - ამბობს პროფესორი ეპე ლუნდ ნილსენი დანიის ოლბორგის უნივერსიტეტიდან.

„ის არ არის ტოქსიკური ადამიანისთვის იმ რაოდენობით, რაც ბუნებაშია წარმოდგენილი, მაგრამ რატომღაც ჩვენ მას რაღაც ნეგატიურს ვუკავშირებთ“, - დასძინა მან.


მცენარეები

პროფესორ ნილსენის თქმით, კვლევამ ასევე აჩვენა, რომ არომატის წყარო შეიძლება იყოს არა მხოლოდ გეოსმინი, არამედ სხვა ორგანული ნაერთები, რომლებიც გვხვდება სხვადასხვა მცენარეებში, კერძოდ, ტერპენები.

წვიმას შეუძლია გამოავლინოს ეს არომატები, აცხადებს პროფესორი ფილიპ სტივენსონი, სამეფო ბოტანიკური ბაღის წამყვანი მკვლევარი, კიუში (დიდი ბრიტანეთი).

„ხშირად, მცენარეული ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც კარგი სუნი აქვთ, წარმოიქმნება ფოთლებზე არსებულ ბუსუსებში... და წვიმამ შეიძლება დააზიანოს ისინი ქიმიური ნივთიერებების  გამოყოფის შედეგად“.

„წვიმას ასევე შეუძლია დაამტვრიოს ხმელი მცენარეები და გამოათავისუფლოს ქიმიური ნივთიერებები იმის მსგავსად, როგორც ხმელი მწვანილის დაქუცმაცებისას - სუნი ძლიერდება“, - განუცხადა მან BBC-ს.

გვალვის პერიოდებმა ასევე შეიძლება შეანელოს მეტაბოლიზმი, ნალექი კი ააქტიურებს მას. შედეგად  მცენარეები იწყებენ სასიამოვნო არომატის გამოყოფას.


ელვა

ელვა ასევე თამაშობს თავის როლს ოზონის წარმოქმნით, რომელსაც აქვს დამახასიათებელი მძაფრი სუნი. ის ჩნდება ატმოსფეროში ელექტრული განმუხტვის შედეგად.

მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი მარიბეტ სტოლცენბერგი განმარტავს: „ელვა, ჭექა-ქუხილი და წვიმა აუმჯობესებს ჰაერის ხარისხს. მტვრის ნაწილაკები, აეროზოლები და სხვა გამონაბოლქვი წვიმის შედეგად ჩამოირეცხება და ჰაერი იწმინდება“.


https://pulse.mail.ru/article/petrikor-blazhenno-pahnuschij-chem-mozhet-byt-opasen-zapah-zemli-posle-dozhdya-491641013955697315-7951615694610506123/

პეტრიკორი - ნეტარი და სურნელოვანი. რატომ შეიძლება იყოს საშიში მიწის სუნი წვიმის შემდეგ 


მას შემდეგ, რაც თბილი, ფხვიერი მიწა ტენით ივსება, თავისუფლდება არომატი, რომელსაც ბევრი ადამიანი აღიქვამს, როგორც საოცარს  და მშობლიურს, რადგან ის თვით ბუნების არომატია.

თვით სახელწოდება „პეტრიკორი“ მომდინარეობს ძველი ბერძნული სიტყვებიდან „პეტრა“ - ქვა და „იხორი“ - ღმერთების სისხლი. ანუ ის, რითაც ივსება ნიადაგი -  ურღვევი და ღვთიური მაცოცხლებელით. ზუსტად ასე გადაწყვიტეს ავსტრალიელმა ნატურალისტმა იზაბელა ჯოი ბეარმა და ბრიტანელმა მკვლევარმა როდერიკ გ.თომასმა, როდესაც 1964 წელს აღწერეს პეტრიკორი ავტორიტეტულ ინგლისურ საბუნებისმეტყველო-სამეცნიერო ჟურნალში „Nature“.

ამ მკვლევარებმა პირველებმა განაცხადეს, რომ ზოგიერთი მცენარე მშრალ პერიოდში გამოყოფს ზეთებს, რომლებიც შეიწოვება თიხის ნიადაგებითა და ქანებით. წვიმის დროს ყველა ეს ქიმიური ნაერთი გამოთავისუფლდება, ანაორთქლთან ერთად ადის ჰაერში, საიდანაც წარმოიქმნება დამახასიათებელი არომატი.

მკვლევარებმა ივარაუდეს, რომ ამ გზით ბუნებრივი ზეთები ანელებენ მიწაში ჩავარდნილი თესლის გაღივებას, რათა არ მისცენ ახალ მცენარეებს უკვე დაკავებული ტერიტორიის დაუფლების საშუალება.

პეტრიკორის მიკროსკოპულ ბუშტულებში ცოცხალი ბაქტერიები და ვირუსები, თანაც დიდი რაოდენობით, შეიძლება შენარჩნდეს დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, და ეს სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანის სასუნთქ ორგანოებში მოხვედრისას ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესი მაინც გამოიწვიოს. 

მაგრამ ხდება ისე, რომ წვიმის შემდეგ სველი მიწა აფრქვევს არა სასიამოვნო არომატს, არამედ ლპობის. მეცნიერთა ჯგუფმა შვედეთის ლუნდის უნივერსიტეტიდან დოქტორ კლაუს ფლორდის ხელმძღვანელობით დაადგინა, რომ პეტრიკორს ძირითადად ქმნიან ნიადაგის მიკრობები სტრეპტომიცეტები, ასევე ციანობაქტერიები და აქტინომიცეტები.

ისინი გამოყოფენ აქროლად ნივთიერებებს გეოსმინს და 2-მეთილისობორნეოლს. გეოსმინი გამოიყოფა და აღმოჩნდება ატმოსფეროში ამ და სხვა ბაქტერიების სიკვდილის შემდეგ, და არსებითად აქტიური დაშლის პროდუქტს წარმოადგენენ.

ასეთი პეტრიკორის ჩასუნთქვა შეიძლება ჯანმრთელობისთვის საშიში იყოს. გეოსმინს დიდი რაოდენობით შეუძლია დაიწყოს დაზიანების, დაშლის პროცესები ნებისმიერ ორგანულ ქსოვილში, და ამის ცოდნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასუსტებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებები.

რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული და ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის დეპარტამენტის სანიტარიულ- ეპიდემიოლოგიური ნორმიირების კომისიის ექსპერტები თვლიან, რომ თუ გეოსმინი წყალსადენ ქსელში მოხვდება, ის კარგავს ადამიანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელ ძირითად თვისებებს, და მისი გამოყენება დამატებითი გაწმენდის გარეშე არ შეიძლება. 


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised