вторник, 27 апреля 2021 г.

ნეიროლინგვისტური პროგრამირება, ან ცნობიერებით მანიპულირების საიდუმლოება


ნეიროლინგვისტური პროგრამირება,  ან ცნობიერებით მანიპულირების საიდუმლოება

 https://kolesogizni.com/razvitie/nejrolingvisticheskoe-programmirovanie

არსებობენ ადამიანებმა, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარ თავს კარგი განწყობა შეუქმნან, იციან, როგორ უნდა დაამშვიდონ საკუთარი თავი სტრესულ სიტუაციაში მედიკამენტების გარეშე. ისინი ასევე სასწაულებრივად, ძალდატანების გარეშე, მოუწოდებენ სხვებს იმოქმედონ ასე თუ ისე. გაიძვერა ფსიქოლოგები, გაიფიქრებთ თქვენ, და მხოლოდ ნაწილობრივ იქნებით მართალი. არ არის აუცილებელი იყოთ ფსიქოლოგი, რომ მართოთ საკუთარი თავი და ზოგჯერ სხვებიც. საკმარისია დაეუფლოთ ნეიროლინგვისტური პროგრამირების საფუძვლებს და პრაქტიკას. რა მეთოდიკაა ეს, რა პრინციპები აქვს და როგორ უნდა ისწავლოთ არაცნობიერის პროგრამირების სიბრძნე, ამას შეიტყობთ ამ სტატიიდან.

ნეიროლინგვისტური პროგრამირება ფსიქოლოგიის კონტექსტში 

ნეიროლინგვისტური პროგრამირება წარმოადგენს ფსიქოლოგიური მანიპულაციების კომპლექსს, რომელიც ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ქვეცნობიერზე, შეუძლია შეცვალოს მისი აზროვნება, ფსიქიკური და ფიზიკური მდგომარეობა. ნეიროლინგვისტური პროგრამირება მიეკუთვნება გამოყენებითი ფსიქოლოგიის მიმართულებას, რომელიც დაფუძნებულია კლასიკური ფსიქოთერაპიის სწავლებებზე.

პირველად საუბარი ნეიროლინგვისტური პროგრამირების შესახებ აშშ-ში დაიწყეს გასული საუკუნის 60-იან წლებში. ნეიროლინგვისტური პროგრამირების საშუალებით ამერიკელმა ფსიქოლოგებმა წარმატებით გაათავისუფლეს მათი პაციენტები ფობიების, შფოთის მდგომარეობისა და სხვა დარღვევებისგან. მოგვიანებით გაირკვა, რომ ნეიროლინგვისტური პროგრამირება გამოიყენება ცხოვრების სხვა სფეროებში: ბიზნესში, გაყიდვების სფეროში, პიროვნულ ურთიერთობებში და სამსახიობო ოსტატობაშიც კი.

ოფიციალურად მეცნიერებს არასოდეს დაუდასტურებიათ ნეიროლინგვისტური პროგრამირების პრაქტიკა. უფრო მეტიც, ზოგიერთ მათგანს მის მიმართ მტრული დამოკიდებულებაც კი აქვს, რადგან საუბარი ცნობიერების მანიპულირებას ეხება. მაგრამ დამტკიცებულია, რომ ზემოქმედების ასეთი მეთოდები არ აზიანებს ორგანიზმს და, რადგან შემოქმედებითობისკენ არის მიმართული, პოზიტიურ ეფექტს ახდენს. მაგალითად, ადამიანს, რომელიც ფლობს ნეიროლინგვისტურ პროგრამირებას, შეუძლია სტაბილიზირება სტრესულ სიტუაციაში, გუნება-განწყობილების მართვა, სხვა ადამიანების განწყობის მოპოვება და, საჭიროების შემთხვევაში, მის მიმართ მათი რეაქციების კორექტირება.


ნეიროლინგვისტური პროგრამირების წესები

პრაქტიკაში ნეიროლინგვისტური პროგრამირების წარმატებით გამოყენებისთვის საჭიროა მთელი რიგი წესების დაცვა, რომლებსაც ემყარება ეს ტექნიკა. მათი გაგება და მიღება ხსნის შესაძლებლობებს ამ სფეროში თვითდახვეწისა და დასახული მიზნების მისაღწევად.

სხეულის მდგომარეობა დამოკიდებულია აზრებზე

თუ თქვენ მხნე და მხიარული ხართ, ალბათ თავს მსუბუქად გრძნობთ და დაფრინავთ. თუ გეშინიათ ან ბრაზობთ, თქვენ გიხშირდებათ გულისცემა, სუნთქვა გაძნელებულია და თავში სპაზმები გიჩნდებათ. ემოციებსა და კეთილდღეობას შორის პირდაპირი კავშირის გაცნობიერებით, ჩვენ მათზე კონტროლს ვიღებთ. შედეგად, ჩვენ ვირჩევთ მათ. მნიშვნელოვანია, ეს ყოველთვის გვახსოვდეს.

ადამიანური რესურსი უფრო ფართოა, ვიდრე ჩანს

პირველ რიგში, საქმე ეხება ტვინის რესურსებს. ეს სრულყოფილი  სუპერკომპიუტერაი, რომლის პოტენციალს მწირი მოცულობით ვიყენებთ. მაგრამ, ისიც, რაც უკვე ხელმისაწვდომია ადამიანისთვის, საკმარისია სიკეთის, ბედნიერებისა და ჰარმონიის მისაღწევად. ნეიროლინგვისტური პროგრამირება მედიტაციურ პრაქტიკასთან ერთად ეხმარება ამ მდგომარეობასთან მიახლოებას.

ადამიანი თვითონ ირჩევს, ვინ უნდა იყოს

საკუთარ ემოციებსა და ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება მორალურად მოწიფულ ადამიანს ახასიათებს. ყველა ვერ ბედავს და ვერ გამოუტყდება თავის თავს, რომ ცხოვრებაში წარუმატებლობა ადრეული არჩევანის ან არ გაკეთებული არჩევანის შედეგია. იმის გაცნობიერება, რომ ჩვენ თვითონ ვართ ჩვენივე ბედის პატრონები, ძლიერ სტიმულს იძლევა ცხოვრების განვითარებისა და გაუმჯობესებისთვის. ნეიროლინგვისტური პროგრამირება კი ეფექტური ინსტრუმენტი და დამხმარეა ამ საინტერესო საქმეში.

ნეიროლინგვისტური პროგრამირებასთან  მუშაობის პრონციპები

პრაქტიკის დასაწყებათ აუცილებელია, პირველ რიგში, დაეუფლოთ თეორიას. ნეიროლინგვისტური პროგრამირების კონცეფცია გულისხმობს ცხოვრების სტრუქტურის შესახებ ჩამოყალიბებული მოსაზრებების გადახედვას. მას საფუძვლად უდევს იმის გაგება, რომ ჩვენს რეალობას მართავენ არა გარე გარემოებები, არამედ მათდამი დამოკიდებულება.

ნეიროლინგვისტური პროგრამირების ფილოსოფიის საფუძვლებია:

 ნეიროლინგვისტური პროგრამირება მუშაობს სუბიექტურობასთან.

 რუკა ჯერ ტერიტორია არ არის, გარდა ამისა, თითოეულ ადამიანს საკუთარი რუკა აქვს. ჩვენ ვერ ჩავწვდებით რეალობას ობიექტურად მომხდარის სრული სურათის უქონლობის გამო. რეაქცია გარე გარემოებებზე დამოკიდებულია ცალკე ინდივიდის აზროვნების საშუალებაზე და მის გამოცდილებაზე.

 ყველაზე ირაციონალურ და ნეგატიურ ქმედებაშიც კი დადებითი განზრახვაა ჩადებული.

 პიროვნება და ქცევა ცალკე ცნებებია. ამიტომ პიროვნება არ უნდა შეფასდეს ცალკე ქმედებებით.

 რაც უფრო მოქნილია აზროვნება, რთული სიტუაციიდან გამარჯვებულად გამოსვლის მით უფრო მეტი შანსია.

ნეგატიური გამოცდილება არ არსებობს. ყოველი წაგება ღირებული ინვესტიციაა თვითგანვითარებაში.

გარშემო სამყარო არ არის სტატიკური. მასში ყველაფერი იცვლება და მოითხოვს, რომ ადამიანი სწრაფად მოერგოს ახალ გარემოებებს.

 ცხოვრების ყველა პროცესი წონასწორობისკენ ისწრაფვის. არ ღირს ცვლილებებისადმი შეწინააღმდეგება და სხვების შეცვლა, ყველაფრის ისე მორგება, როგორც გვსურს. შედეგი საპირისპირო იქნება.


ნეიროლინგვისტური პროგრამირების გამოყენებითი ტექნიკები

გამოყენებითი ნეიროპროგრამირების არსი მდგომარეობს ცხოვრებაში მოუხერხებელი ტენდენციების შეცვლაში კომფორტულზე. ასე აზროვნება უფრო მოქნილი ხდება, ხოლო  „დინებაში ყოფნის“ უნარი ცხოვრების ნორმად გადაიქცევა. რაც შეეხება გარშემო მყოფ ადამიანებს, მათთან ურთიერთობა უფრო კონსტრუქციული ხდება, რადგან თქვენ შეგიძლიათ თანამოსაუბრის განწყობის შემჩნევა და განზრახვა თქვენს მიმართ. უფრო მეტიც, ნეოროლინგვისტური პროგრამირების ათვისების შემდეგ შეძლებთ გავლენა იქონიოთ მის დამოკიდებულებაზე თქვენს მიმართ. უკეთესობისკენ, რა თქმა უნდა.

ნებისმიერ გამოცდილებას აქვს საკუთარი სტრუქტურა. თუ სტრუქტურას შეცვლით, გამოცდილება გაქრება“. ფსიქოთერაპევტი, ინტეგრალური ნეიროპროგრამირების შემქმნელი ს. ვ. კოვალევი

ზოგჯერ ნეგატიური გამოცდილება ანელებს ჩვენთვის სანუკვარი მიზნისკენ მიმავალ გზას, გვაკარგვინებს დამაჯერებლობას საკუთარ ძალებში, ქმნის  დამოკიდებულებას „შენ ამას ვერ შეძლებ“. ნეიროლინგვისტური პროგრამირების ამოცანაა ხელის შემშლელი გარემოებების მოცილება და წინსვლის გაგრძელება. გარდა ამისა, ნეიროლინგვისტური პროგრამირების ტექნიკა ანეიტრალებს სხვათა ნეგატიურ გამოცდილებას თქვენს მიმართ.

ახლა კი ყველაზე საინტერესოს, მეთოდიკების შესახებ.


სუბმოდალობების შეცვლა

ტარდება ფსიქოთერაპევტთან თანამშრომლობით. ეს მეთოდიკა ხელს შეუწყობს ადამიანის ან მოვლენისადმი დამოკიდებულების შეცვლას დისკომფორტულიდან ნეიტრალურამდე. მუშაობის პრინციპი ნეგატიური გამოცდილების სცენარის გონებრივ შეცვლაში მდგომარეობს. უნდა „ამოჭრათ“ კადრი იმ წერტილში, სადაც ყველაფერი არასწორად მოხდა და შეცვალოთ კადრებით, სადაც სიტუაცია კარგად მთავრდება. სცენარის სისტემური მიზანმიმართული გადათამაშება ჰეპი ენდით თანდათან გარდაქმნის აზროვნებას, თქვენ კი ახლებურად დაიწყებთ ცხოვრებას და გაანებებთ თავს სიტუაციას.

უოლტ დისნეის ტექნიკა

გულისხმობს სიტუაციის განხილვას სამი განსხვავებული პიროვნების: მეოცნებეს, კრიტიკოსის და რეალისტის პოზიციიდან. იდეის გენერირებისთვის მეოცნების ნიჭია საჭირო. მეოცნებე არ ფიქრობს რეალიზაციის სირთულეზე, რითაც თავისუფლებას აძლევს ფანტაზიას. რეალისტი ეძებს მისი მიღწევის გზებს, გარე ფაქტორების გათვალისწინებით. კრიტიკოსის ამოცანაა რისკების და პროექტის სუსტი მხარეების გათვლა, ასევე სარგებელის ფორმულირება.

შემოერთება

იძლევა თანამოსაუბრეის თქვენს მიმართ განწყობის და ნდობის გამოწვევის საშუალებას. ეს ხდება ადამიანის ქცევის, პოზის, ტემბრისა და ტემპის კოპირების ხარჯზე. ქვეცნობიერად, ის იგრძნობს, რომ თქვენ „მისიანი“ ხართ, და, შესაბამისად, განწყობაც გაჩნდება.

სამი „კი“-ს  მეთოდიკა

თუ გსურთ თანამოსაუბრე დაგეთანხმოთ, ერთმანეთის მიყოლებით დაუსვით სამი კითხვა, რომელზეც იგი ნამდვილად დადებით პასუხს გაგცემთ. შემდეგ დაუსვით კითხვა თქვენი ინტერესის შესახებ. დიდი ალბათობით, ინერციით, მასაც თანამოსაუბრე უპასუხებს დადებითად.

კითხვით დაჩრდილული თხოვნა 

თხოვნის ამ ფორმას ადამიანები ხშირად ეთანხმებიან. მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ ადამიანს მიუთითოთ, რომ მის სახლში მუსიკა ხმამაღლა უკრავს, შეგიძლიათ ჰკითხოთ: „ხომ არ ფიქრობთ, რომ მუსიკა ძალიან ხმამაღალია? იქნებ ცოტა ჩაუწიოთ?“ 

არჩევანი არჩევანის გარეშე

ერთი მხრივ, თქვენ სთხოვთ თანამოსაუბრეს, აირჩიოს რომელიმე ვარიანტი, ხოლო მეორეს მხრივ, სთავაზობთ ვარიანტებს, რომლებიც თქვენ გაწყობთ. მაგალითად: „შენ მტვერს გაწმენდ, თუ მე გავაკეთებ ამას და შენ შემდეგ იატაკს მორეცხავ?“

ყურადღების გადატანა

თუ საუბარი თქვენთვის არასასურველი აღმოჩნდა, გამოიყენეთ შემდეგი ტაქტიკა. გადაიტანეთ თანამოსაუბრის ყურადღება სხვა ობიექტზე, რომელსაც არ აქვს საერთო საუბრის თემასთან. დაიფანტება არამარტო ყურადღება, არამედ მხედველობაც. აქედან გამომდინარე, კრიტიკულობის ზღვარი შემცირდება, ხოლო აზრი, რომელიც მნიშვნელოვანი ჩანდა, გარკვეულწილად დაკარგავს მნიშვნელობას.

ტექნიკის გამოყენების სფეროები

ნეიროლინგვისტური პროგრამირების პოტენციალი იმდენად დიდია, რომ იგი წარმატებით გამოიყენება ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში.

საქმიან მოლაპარაკებებში, ნეიროლინგვისტური პროგრამირების ტექნიკა ეხმარება პარტნიორებთან საერთო ენის გამონახვაში, იმის გაგებაში, თუ რა მოტივებით ხელმძღვანელობენ ისინი, და ქმნიან ქცევის ოპტიმალურ სტრატეგიას.

 გაყიდვების სფეროში ნეიროლინგვისტური პროგრამირების შეუცვლელია. თუ გამყიდველი ფლობს ცნობიერებით მანიპულირების ძირითად უნარ-ჩვევებს, ის ადვილად წამოაგებს „ანკესზე“ პოტენციურ მყიდველს.

ფსიქოთერაპევტები პრაქტიკაში ნეიროლინგვისტური პროგრამირების სპეციალურ ტექნიკას იყენებენ მათი კლიენტების სულიერი წონასწორობის ნორმალიზებისთვის, ათავისუფლებენ მათ შფოთვისა და ფობიებისგან. გარდა ამისა, ნეიროლინგვისტური პროგრამირების საშუალებით ხდება თვითშეფასების ნორმალური დონის აღდგენა.

პიროვნული ზრდის ტრენინგებზე ნეიროლინგვისტური პროგრამირება შეუცვლელია, როგორც წარმატებული პიროვნების ჩამოყალიბების წყარო, რომელიც დარწმუნებულია თავის ძალებში.

ტექნიკის გამოყენება ეხმარება ორატორებს და მსახიობებს. მათი დახმარებით  დაძლევენ საჯარო გამოსვლების შიშს.ნეიროლინგვისტური პროგრამირება აზროვნებას უფრო მოქნილს ხდის და ავითარებს თავდაჯერებულობას. ასე უფრო მარტივად შეიძლება ემოციების გამოხატვას და თქვენი გამოსვლის ხასიათის გადმოცემა, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, წარმატებით იმპროვიზაცია.

ეფექტურობის მიუხედავად, ნეიროლინგვისტური პროგრამირების ზემოთ მოყვანილ ყველა ტექნიკას არ მოაქვს ზიანი ადამიანის ორგანიზმისთვის. ნეიროლინგვისტური პროგრამირების მთავარი ამოცანაა პიროვნების ფარული რესურსების გამოვლენა და მათი პოტენციალის გააქტიურება.

ნეიროლინგვისტური პროგრამირების სიბრძნის ათვისებისას, უპირველეს ყოვლისა მოახდინეთ ორიენტაცია საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე და არა სხვების მანიპულირებაზე. თქვენი სამყაროს გაუმჯობესება ხომ დამოკიდებულია არა გარე გარემოებზე, არამედ თქვენს მზადყოფნაზე გახადოს ის უფრო უკეთესი.



Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised