понедельник, 29 июля 2019 г.

რიტუალური ძალადობა როგორც კრიმინოლოგიური კვლევის ობიექტი


რიტუალური ძალადობა როგორც კრიმინოლოგიური კვლევის ობიექტი

ანა ალექსანდრეს  ასული სიომოჩკინა, ვ.ი. კიკოტიას სახელობის რუსეთის შსს მოსკოვის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის კათედრის მაძიებელი
სამეცნიერო სპეციალობა 12.00.08 — სისხლის სამართალი და კრიმინოლოგია; სისხლის-სამართლებრივი და აღმასრულებელი სამართალი
E-mail: aniutaart@mail.ru,

ანოტაცია: განხილულია რიტუალური ძალადობის ცნება, ბუნება და ნიშნები, რაც მნიშვნელოვანია სისხლის სამართლებრივად დასჯადი ძალადობრივი ქცევის კანონზომიერებათა განსაზღვრისთვის; მოცემულია რიტუალის ადგილისა და როლის კრიმინოლოგიური შეფასება ძალადობრივი დანაშაულის ჩადენაში, მათ შორის არასრულწლოვანთა მონაწილეობით; გაანალიზებულია რიტუალური ძალადობრივი დანაშაულის ჩამდენი პირის სამოტივაციო მახასიათებლები; განსაზღვრულია რიტუალური ძალადობრივი დანაშაულის პრევენციული კონტროლის პერსპექტივები.
საკვანძო სიტყვები: დანაშაული, ძალადობრივი დანაშაული, რიტუალური დანაშაულებრივი ძალადობა, რიტუალურ დანაშაულთა კრიმინოლოგიური თვისებები, ძალადობრივი დანაშაულის პრევენცია, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია.
Annotation: the article discusses of concept, nature and characteristics of ritualistic abuse of importance for identifying patterns of criminal offence of violent behavior, criminological estimated the place and role of ritual in the commission of violent crimes with involving minors, examines motivational personality characteristics, making a ritual of violent crime, the outlook for preventive control of ritual violent crimes.
Keywords: crime, violent crimes, criminal violence, criminological properties of ritual crime, the prevention of violent crime, the prevention of juvenile delinquency.

კაცობრიობის ისტორიის მანძილზე კონფლიქტური ძალადობრივი გამოვლინებების პრობლემა პიროვნების ქცევაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და შესასწავლია სოციალურ, ფილოსოფიურ, ფსიქოლოგიურ და, რა თქმა უნდა, კრიმინოლოგიურ ლიტერატურაში. ტრადიციულად, ძალადობა განისაზღვრება, როგორც „ძალის გამოყენება ან რაიმე სახის მუქარა გარკვეული სუბიექტების მიმართ მათი დაშინების და გარკვეული ქმედებების განხორციელების იძულების მიზნით (1). ამ გაგებით კრიმინოლოგიაში გამოირჩევა დანაშაულის ცალკეული დამოუკიდებელი სახეობა, რომელიც განისაზღვრება, როგორც ძალადობრივი დანაშაული.  სწორედ ეს იწვევს დღეს საზოგადოების შეშფოთებას, რადგან მისი უსაფრთხოება სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
        თავისი ნიუანსებიდან გამომდინარე საკმაოდ მრავალფეროვან დანაშაულში არის სფერო, რომელიც, სამწუხაროდ, საკმარისად არ არის შესწავლილი სპეციალისტების მიერ, რადგან სწორედ ის წარმოადგენს განსაკუთრებულ, სპეციფიკურ გრძნობებსა და მათთვის შესაბამის აგრესიულ-ემოციურ ნიუანსებზე დაფუძნებული ძალადობრივი ქცევის ფორმას, რომელიც სპეციფიკურ რიტუალებში გამოიხატება; მათი შესწავლა, უდავოდ, მიზნად ისახავს კრიმინალური ძალადობის  ახალ  კანონზომიერებათა აღმოჩენას და მათ საფუძველზე სოციალური და სამართლებრივი დაცვის და ანტიკრიმინოგენური პრევენციის ადეკვატური ზომების ჩამოყალიბებას.
ძალადობრივი ქცევის კრიმინოლოგიური თავისებურებების დასადგენად, პირველ რიგში, მივმართოთ რიტუალის საერთო სოციოლოგიურ გაგებას. ს.ი. ოჟეგოვის რუსული ენის ლექსიკონში მოცემულია რიტუალის შემდეგი განმარტება: „რიტუალი არის საწესჩვეულებო ქმედებათა წესი რომელიმე რელიგიური აქტის შესრულებისას“. „წეს-ჩვეულება არის ჩვეულებებით დადგენილ ქმედებათა ერთობლიობა, რომელშიც შესრულებულია გარკვეული რელიგიური შეხედულებები ან ყოფითი ტრადიციები“ (2).
         რიტუალის განმარტების კიდევ ერთ ვარიანტს გვთავაზობს ენციკლოპედია „სიმბოლოები, ნიშნები, ემბლემები“: „რიტუალი“ არის გარკვეულ შემთხვევებში შესრულებული სტერეოტიპული ქმედებების თანმიმდევრობა. როგორც ძველი, ასევე თანამედროვე რიტუალი სიმბოლურია. იგი მოწოდებულია დაამარცხოს დროის უფორმობა. რიტუალის მონაწილეები გრძნობენ, რომ ეს არის ის ზღვარი, რომლის მიღმაც თვისობრივად განსხვავებული ცხოვრება იწყება, ამიტომ ყოველ ასეთ პერიოდს თან ახლავს დღესასწაულისა და გარდაქმნის განცდა. რიტუალი საშუალებას აძლევს ადამიანს თავი დააღწიოს ყოველდღიურ რუტინას (3). განმარტებების ლაკონური ვარიანტი მოცემულია ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიაში: „რიტუალი“ (ლათ. ritualis) საეკლესიო წეს-ჩვეულებების თანმიმდევრობაა, რომელიც სრულდება მორწმუნეთა თხოვნით და ღვთისმსახურების დროს“ (4).
          რიტუალის აღწერილობის შედარებით ვრცელ ვარიანტს გვთავაზობს სოციოლოგიური ენციკლოპედია: „რიტუალი“ (ლათ. Ritualis - საწესჩვეულებო, ritus - საზეიმო ცერემონია, საკულტო რიტუალი), ეთნოლოგიისა და კულტურული ანთროპოლოგიის ერთ-ერთი ცნებაა, რომელიც იძლევა ადამიანის ქცევის შესაბამისად წარმოჩენის საშუალებას „შორეულ“ კულტურებში (უპირველეს ყოვლისა, არქაულსა და ტრადიციულში). მაგრამ თანამედროვე ისტორიულ-კულტურული კვლევა, რომელიც რეკონსტრუირებს ადამიანის ქცევის სპეციფიკურ ტიპებს, შესასწავლ კულტურათა ფასეულობების საფუძვლებიდან გამომდინარე, გადაანაცვლებს რიტუალურისა და პრაგმატულის ჩვეულ თანაფარდობას: დადგინდა, რომ „შორეულ“ კულტურაში რიტუალი საფუძვლად უდევს ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობას.
          ასეთი პოზიცია რიტუალის სპეციფიკური მიზანშეწონილობის საკითხს აყენებს. მისი გარე ფუნქციები - სოციალური და ფსიქოლოგიური - შედარებით მარტივად ფიქსირდება. რიტუალი ადამიანთა კოლექტივების ინტეგრაციისა და ერთიანობის შენარჩუნების საშუალებას წარმოადგენს, ასევე სხნის ფსიქოლოგიურ სტრესს და ჰარმონიზებულ გავლენას ახდებს ადამიანის ფსიქიკაზე (5). თანამედროვე კულტურაში რიტუალი იძენს ახალ მნიშვნელობას, ახალ შინაარს, ახალ ფორმას, იცვლება და პროგრესირებს ადამიანთან ერთად, პასუხობს მის საარსებო მოთხოვნილებებს.
           სამეცნიერო ლიტერატურაში ხშირად გაიგივებულია „ჩვეულების“, „წეს-ჩვეულების“ და „რიტუალის“ ცნებები  (6). მაგალითად, რიტუალი განისაზღვრება, როგორც წეს-ჩვეულების სახეობა, როგორც სიმბოლური ქცევის ისტორიულად ჩამოყალიბებული ფორმა. წეს-ჩვეულება განიხილება როგორც ქმედებათა მთლიანობა, რომელიც დადგენილია ჩვეულებით ან რიტუალით და განასახიერებს სოციალურ შეხედულებებს, ნორმებსა და ღირებულებებს. ჩვეულება განიხილება, როგორც საზოგადოებრივი ქცევის ტრადიციულად დადგენილი წესები, საწესჩვეულებო ქმედებები. იმავდროულად, რიტუალისგან განსხვავებით, წეს-ჩვეულება წარმოადგენს სიმბოლური სტერეოტიპული ქმედებების ერთობლიობას, რომლებიც განასახიერებენ იდეებს, შეხედულებებს, ნორმებსა და ღირებულებებს და იწვევენ გარკვეულ კოლექტიურ გრძნობებს. რიტუალი არის სისტემა, რომელიც აერთიანებს წეს-ჩვეულებებს საზოგადოებრივი მსოფლიო წესრიგის რეგლამენტაციის პროცესის სარეალიზაციოდ, წარმოადგენს საწესჩვეულებო ქმედებათა მკაცრად დადგენილი წესის ფორმას.
         მრავალი მეცნიერი რიტუალის განმარტებას ჩვეულებრივ უკავშირებს რომელიმე ორ პარამეტრს, რომელიც ახასიათებს ამ რთულ სოციალურ ქმედებას. მაგალითად, ვ. ტერნერის განმარტების მიხედვით, რიტუალი „ქმედებათა სტერეოტიპული თანმიმდევრობაა, რომელიც მოიცავს ჟესტებს, სიტყვებსა და ობიექტებს, ხორციელდება სპეციალურად მომზადებულ ადგილას და მისი დანიშნულებაა ზებუნებრივ ძალებსა ან არსებებზე ზემოქმედება შემსრულებელთა ინტერესებისა და მიზნებიდან გამომდინარე (7).
         რიტუალის სხვადასხვა სამეცნიერო განმარტებების ანალიზის შედეგად შეიძლება ზოგადი დასკვნის გაკეთება იმის შესახებ, რომ „რიტუალი“ ისტორიულად შექმნილი და მკაცრად ფიქსირებული ქმედებების თანმიმდევრობაა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და გამოყენებულია გარკვეულ დროსა კონკრეტულ სიტუაციებში. როგორც ჩანს, რიტუალის ასეთი ზოგადი გაგების გამოყენება სრულად შეიძლება კრიმინოლოგიაში რიტუალური ძალადობის არსის განსაზღვრის მიზნით. ის, ჩვენი აზრით, შეიძლება განისაზღვროს როგორც ფსიქიკური, ფიზიკური, სექსუალური, მორალური ძალადობის ქმედებების ერთობლიობა, რომლებსაც რეგულარულად სჩადიან ცალკე პირები სიმბოლოების, წეს-ჩვეულებების ან (ჯგუფურ) ქმედებებთან ერთად. ძალადობის ჩადენას რიტუალი თან ახლავს, როგორც ერთგვარი ცერემონია, რომელიც შედგება გარკვეული თანმიმდევრობის განმეორებითი მოქმედებისგან. პიროვნება, რომელიც მრავალჯერ და გულდასმით ასრულებს რიტუალს ძალადობრივი ქმედებების დროს, განიცდის სიამოვნებას იმის გამო, თუ რამდენად ზუსტად შეძლო მან გარკვეული ქმედებების განსახიერება. ამავე დროს, იგი ხშირად იმსახურებს მოწონებას თანამოაზრეებისგან (ხშირად, თანაშემსრულებლებისგან), რაც უფრო მეტად არწმუნებს მისი ქმედებების სისწორეში.
         იმავე გზით დანაშაულის ჩადენა, იგივე საშუალებების გამოყენებით, მსხვერპლის გარკვეული ნიშნებით შერჩევა - დამნაშავის მიერ შემუშავებული ერთგვარი რიტუალია, რომელსაც ის იცავს. ამავე დროს, რიტუალის დროს განხორციელებული ქმედებები ხშირად წარმოადგენს არა მარტო დამნაშავის „სავიზიტო ბარათს“, რომელიც იძლევა მისი იდენტიფიცირების საშუალებას, არამედ მის მიერ დანაშაულის ჩადენის აუცილებელ პირობას, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა ემოციური განმუხტვა. ეს პირდაპირ მიუთითებს რიტუალის ფსიქოლოგიური დამოკიდებულების არსებობაზე. კრიმინოლოგიურ ლიტერატურაში მრავალი რიტუალია აღწერილი, რომელთა „ავტორები“ ძირითადად პროფესიული დამნაშავეები და მანიაკები არიან. სხვათა შორის, ასეთი „რიტუალების“ შესწავლას, კრიმინოლოგიური პრობლემის გადაჭრის გარდა, შეუძლია დაეხმაროს დამნაშავის აღმოჩენაში, მისი დანაშაულებრივი საქმიანობის შეჩერებაში და, შესაბამისად, ჩადენილი დანაშაულის წარმატებით გახსნასა და გამოიძიებაში.
         თუ განვიხილავთ დანაშაულებრივ გარემოს, როგორც იმ პირთა ერთობლიობას, რომელიც უპირისპირდება საზოგადოებასა და იქ გაბატონებულ ნორმებს, და, შესაბამისად, საკუთარი წესების  კრებული აქვთ შედგენილი, მაშინ დიდ ინტერესს იწვევენ დანაშაულებრივ სამყაროში არსებული რიტუალები (მაგალითად, „კანონიერ ქურდად“ კურთხევა, ზონაში „რეგისტრაცია“ და ა.შ.). მათი შესწავლა იძლევა შიდა იერარქიისა და კრიმინალური გარემოს არსებობის პრინციპების გაგების შესაძლებლობას, რაც აუცილებელია იმ ზომების შესამუშავებლად, რომლებიც შეაჩერებენ დანაშაულის გამეორების პროცესებს (8).
        გარდა ამისა არსებობს რიტუალური დანაშაული, გამომდინარე მათი ჩადენის მისტიკური მიზნებიდან. მაგრამ ამ შემთხვევაში მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ სისხლის სამართალი  განსაზღვრავს დანაშაულის ჩადენის მცდელობას მისტიკური შეთქმულების, შელოცვების, ზებუნებრივი ძალების და ა.შ. გამოყენებით. ამიტომ კრიმინალური ინტერესების ორბიტაში შეიძლება აღმოჩნდეს, უმეტესად, ის ქმედებები, რომლებიც  საზოგადოების საფრთხის მატერიალური განსახიერებაა. პირები, რომლებიც ამას ახორციელებენ, როგორც წესი, რელიგიური მრწამსისა და სწავლების ადეპტები არიან, ხოლო მათ მიერ პრაქტიკაში გამოყენებული რიტუალები ან მათი ნაწილი, სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით დასჯადია (მაგალითად, ადამიანის მსხვერპლად შეწირვა).
          განსაკუთრებული რელიგიური რიტუალები, რომლებიც თან ახლავს გარკვეული სახის  ძალადობრივ ქცევას, კრიმინოლოგიას ძირითადად აინტერესებს იმიტომ, რომ შეიცავს შესასრულებლად სავალდებულო მოთხოვნებს, რომელზეც არა მხოლოდ მათი მნიშვნელობა, არამედ საბოლოო შედეგია დამოკიდებული. ამავე დროს, რიტუალის შიდა, ემოციურად და სულიერად უფრო მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც სიმბოლურად წარმოდგენილია საწესჩვეულებო ქმედებებით, უფრო მატად მნიშვნელოვანია. ამის გარეშე რიტუალი კარგავს თავის თავდაპირველ მნიშვნელობას და აქვს მხოლოდ თეატრალური, ხატოვანი ქმედების სახე. რელიგიური რიტუალის შიდა (მთავარი) ასპექტის გაგების გარეშე, მის დროს განხორციელებული ქმედებები შეიძლება გამოიყურებოდეს, როგორც აბსურდული ან პრიმიტიული. რელიგიური რიტუალები მოითხოვს შიდა (სულიერი) სავალდებულო კომპონენტებს, აგრეთვე მისი ფორმის - გარეგნულად გამოხატული (სიმბოლური) კომპონენტის - აუცილებელ დაცვას.
          აქედან გამომდინარე, რიტუალურ ქმედებებს (რიტუალი) და რიტუალური ფორმით შესრულებულ ქმედებებს აქვთ განსხვავებული მნიშვნელობა, მათ შორის ძალადობრივი რიტუალური დანაშაულის კრიმინოლოგიური გაგების თვალსაზრისით. იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს მხოლოდ რიტუალის გარეგნულად გამოხატული ფორმა და არ არის გამოხატული მისი სულიერი კომპონენტი, რიტუალი, როგორც ასეთი, არ არსებობს, არის მხოლოდ მისი გარეგანი გამოხატულება, რომელიც ფსევდორიტუალს წარმოადგენს. ამის მაგალითია მხატვრულ ფილმებში რომელიმე საწესჩვეულებო ქმედების დემონსტრირება: გარეგნულად რიტუალი ნაჩვენებია ყველა დეტალის დაცვით,  მაგრამ ზიარება ტარდება? რიტუალია ეს? შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ „არა“. სხვათა შორის, ამას ეთანხმებიან ყველა კულტის ადეპტები. აქედან გამომდინარე, რიტუალური ფორმით შესრულებული ქმედებები შეიძლება ორ ჯგუფად დაიყოს: რიტუალები და ფსევდორიტუალები.
        ამასთან, დანაშაულებათა ჯგუფებს, რომლებიც წარმოადგენენ ფსევდორიტუალებს, უნდა გამოეყოს დანაშაულებრივი ქმედებები, რომელიც მიმართულია დანაშაულის, როგორც „რიტუალურის“ შენიღბვაზე, იმიტაციაზე. ამგვარი მოქმედებების საილუსტრაციოდ შეიძლება გამოყენებული იქნას სამი ახალგაზრდა მოზარდის მიერ ქ. ძერჟინსკში ჩადენილი დანაშაული. მათ გააუპატიურეს და 15 წლის გოგონა მოკლეს. იგი მიიყვანეს მიტოვებულ ფარდულში და ძალის გამოყენებით აიძულეს არყის დალევა. შემდეგ ტანსაცმელი გახადეს და გააუპატიურეს. გოგონა ტირიდა, თხოვდა სახლში წასვლას. მაშინ 16 წლის ა.-მ მისი მოკვლა შესთავაზა, რომ პოლიციასთან არ დაებეზღებინა. საფლავის გათხრა ფარდულში დაიწყეს შეშინებული მსხვერპლის თვალწინ. როდესაც გოგონა გაქცევას შეეცადა, მას თავს დაესხნენ და სახრახნისით დაიწყეს მისთვის დარტყმების მიყენება (ექსპერტიზამასზე მეტი ნაგლეჯი ჭრილობა დათვალა მოკლული გოგონას სხეულზე). მსხვერპლს ფეხებზე, ხელებსა და მუცელზე სატანისტური ნიშნები დაახატეს, დააწერეს „სატანა, მოდი!“ და „გზა ჯოჯოხეთისკენ“, კვალის აბნევის მიზნით. შემდეგ, ჯერ კიდევ ცოცხალი, დამარხეს. მოზარდები ყველა ღონეს ხმარობდნენ, რომ მათზე ეჭვი არ აეღოთ. ორი დღის შემდეგ არასრულწლოვანი დამნაშავეები დაბრუნდნენ და გვამი საბავშვო ბაღის ეზოში დაკრძალეს .... არასრულწლოვან დამნაშავეთა ქმედებები არ ასახავდნენ რაიმე რიტუალს, უფრო მეტიც, რიტუალი არ ყოფილა, რაც მოზარდებმა გამოძიების დროს აღიარეს. მათი მიზანი იყო  სამართალდამცავი ორგანოებისთვის კვალის აბნევა და  ეჭვის თავიდან  აცილება.
          რიტუალური ძალადობის არსი უმეტესწილად მდგომარეობს მსხვერპლად შეწირვაში, სოდომაზოხისტურ ელემენტებში, მათ შორის ადამიანის ან ცხოველის მსხვერპლად შეწირვაში, ადამიანების აბუჩად აგდებაში, წამებაში, გაუკუღმართებულ ჯგუფურ ორგიებში, რომლებიც ნებისმიერი მისტიკური სწავლების ან რწმენის განუყოფელი ნაწილია. რიტუალური ძალადობის ამ გამოვლინებებს აქვთ განსაკუთრებული კრიმინოლოგიური მნიშვნელობა, ვინაიდან არა მარტო სტიმულს აძლევენ ძალადობრივ დანაშაულებათა ჩადენას, არამედ განსაზღვრავენ სათანადო გამაფრთხილებელი მუშაობის ორგანიზაციას მსგავსი რწმენის ადეპტებთან. უფრო მეტიც, განხილული რიტუალური ქცევა  განსაკუთრებულ ეფექტს არასრულწლოვანთა გარემოში ახდენს, რომელთა არამყარი ფსიქიკა ძალიან მგრძნობიარეა ნებისმიერი რიტუალის ემოციური ზემოქმედების მიმართ, რომელიც, განსაკუთრებით, ძალადობასთან არის დაკავშირებული, და ამიტომ მნიშვნელოვანია ახალი პროცესების კრიმინოლოგიური გაცნობიერებისათვის ახალგაზრდების მიერ ჩადენილ დანაშაულში.
           თუ „რიტუალს“ განვიხილავთ ფსიქოლოგიის თვალსაზრისით მოზარდებში ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისას, მაშინ გარკვეული რიტუალის დაცვით, არასრულწლოვნები უბრალოდ ეთანხმებიან იმ მკაფიო წესების დაცვას, რომელიც მათ მსოფლმხედველობასთან ახლოს მყოფ მოძღვრების მიერ არის გაწერილი. ამ შემთხვევაში ძალადობა ანიჭებს მის მონაწილეებს საზეიმო განწყობის განსაკუთრებულ განცდას და ყოველდღიური რეალობის ფარგლებს სცდება, ამიტომ განიხილება, არა როგორც რაღაც საშინელი, არამედ როგორც რაღაც უჩვეულო, უნიკალური, რომელთან ზიარება მოზარდისთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს.
           შეიძლება დავეთანხმოთ ი.ვ. ვაჩკოვის მოსაზრებას, რომელიც თავის ნაშრომში „ჯგუფური ტრენინგის ტექნოლოგიების საფუძვლები“ (9) რიტუალს დრამატული მოქმედებების თავისებურებებს ადარებს, რომლებიც თითქმის დაუშვებლად მიიჩნევენ დადგენილი წესისგან გადახრას, ხორციელდება მონაწილეთა ურთიერთქმედების წესების მკაცრი კონტროლის დაცვით, რაც აძლევს მათ განსაკუთრებულად ძლიერ ფსიქოთერაპიულ ზემოქმედებას. ასეთი ქმედება, რა თქმა უნდა, გამოიყენება არასრულწლოვანთა რიტუალური ძალადობის მიმართ.
         რიტუალის არსებითი თვისებების და მათი კრიმინოლოგიური პოტენციალის გათვალისწინებით, შეიძლება ვივარაუდოთ (თუმცა ასეთი რამ, რა თქმა უნდა, ვლინდება რეალურ ცხოვრებაში), რომ რიტუალური ფორმით შეიძლება ადგილი ჰქონდეს შემდეგ ძალადობრივ დანაშაულს:
       • სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული: მკვლელობა (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლი), ჯანმრთელობისთვის სხვადასხვა სიმძიმის განზრახ მიყენებული ზიანი (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლი, რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლი, რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი), ცემა (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის მე-16 მუხლი), წამება (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლი);
        პიროვნების სექსუალური ხელშეუხებლობის და სექსუალური თავისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული: გაუპატიურება (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 131-ე მუხლი), სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმედებები (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 132-ე მუხლი);
      • მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი მორალის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული: ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობა (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 245-ე მუხლი), გარდაცვლილთა სხეულის და მათი დაკრძალვის ადგილების შეურაცხყოფა რელიგიური სიძულვილის ან მტრული დამოკიდებულების მოტივით, ასევე ძალადობის გამოყენების ან მისი გამოყენების მუქარით (ნ. რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლის, 2 ნაწილის პუნქტები „ბ“, „გ“).
         კრიმინოლოგიური თვალსაზრისით ჩამოთვლილ დანაშაულთა და მათი ჩადენის შესაძლებლობის შეფასებისას უნდა იყოს გათვალისწინებული რიტუალურ მოქმედებათა მიზნები, რომლებიც ყოველთვის თან ახლავს რიტუალურ კრიმინალურ ძალადობას. ისინი, როგორც წესი, ასეთებია:
        • მსხვერპლად შეწირვა, მათ შორის ადამიანის;
        • მკვლელობის ჩადენა, როგორც შურისძიების რიტუალის (შეიძლება განხორციელდეს, მათ შორის რელიგიური სიძულვილის მოტივით);
        • ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა, როგორც სექტის წევრად კურთხევის  წეს-ჩვეულების ნაწილისა;
• ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა ცოცხალი არსებების ორგანოებისა და ქსოვილების მიღების მიზნით, რომლებიც აუცილებელია შემდგომი რიტუალური მანიპულაციებისთვის;
        • ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა ნებისმიერი მაგიური შესაძლებლობების მისაღებად;
        • ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა სულებისა და დემონების გამოძახების მიზნით;
         • ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა მკითხაობის მიზნით (როგორც წესი, მსხვერპლად ცხოველს სწირავენ);
          • ეგზორციზმის აქტის, ანუ დემონების და სხვა ზებუნებრივი არსებების „შეპყრობილი“ ადამიანისგან განდევნის  პროცედურების, გარკვეული რელიგიური (10) წეს-ჩვეულებების ჩატარების განხორციელება  ლოცვების დახმარებით, რის შედეგადაც დაზარალებულს შეიძლება მიაყენონ ფიზიკური ზიანი, რამაც შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს. 2010 წელს ვორონეჟში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის, 4 ნაწილის შესაბამისად  (ჯანმრთელობისთვის  სერიოზული ზიანის მიყენება, რამაც გამოიწვია დაზარალებულის გარდაცვალება) გოგონასათვის მისი მშობლების მიერ ჩატარებული ეშმაკის განდევნის რიტუალის ჩატარების შედეგად, რამაც გამოიწვია გოგონას გარდაცვალება: „როდესაც ქალიშვილს გაესაუბრენ, ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რობ გოგონა შეპყრობილია ბოროტი სულებით, და გადაწყვიტეს მისი სხეულიდან ეშმაკის განდევნა. ამ მიზნით მათ გოგონას აიძულეს რამდენიმე ლიტრიწმინდა წყლის დალევა“. როდესაც გოგონამ წინააღმდეგობის გაწევა სცადა, მშობლებმა ის იატაკზე წააქციეს და დაიწყეს მის სხეულზე ხტუნვა, სანამ მან გონება არ დაკარგა (11).
        რიტუალური ძალადობის, როგორც კრიმინოლოგიური კვლევის ობიექტად განხილვისას, მნიშვნელოვანია მისი სამოტივაციო ნიუანსების სწორად შეფასება, რომლებიც ზოგჯერ დაკავშირებულია დანაშაულში დამნაშავის პიროვნების შემდეგი მოტივების განსახიერებასთან: საკუთარი სულიერი და ემოციური მოთხოვნილების დაკმაყოფილება, პატივისცემის ან მორჩილების დემონსტრირება, ჯგუფის წევრად მიღების დადასტურება, საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევა, ან უბრალოდ რიტუალისგან, როგორც ასეთისგან, სიამოვნების მიღება.
         მოზარდთა რიტუალურ ძალადობაში ჩამოთვლილი მოტივები გაძლიერებულია არასრულწლოვანებისთვის დამახასიათებელი სისასტიკისა და აგრესიის თავისებურებების გამოვლინებით, რომელსაც ამწვავებს თანატოლებზე დამოკიდებულება  ზრდასრულთა ავტორიტეტის მსხვევის ფონზე. ამ ასაკში იყო სასტიკი ხშირად ნიშნავს იყო „ძლიერი“. ეს არის ზრდასრულობის გაგების თავისებური ეტაპი: პატარა ნიშნავს სუსტს, ზრდასრული - ძლიერს, გახდე ზრდასრული - ნიშნავს იყო ძლიერი. ამიტომ საკუთარი ძალის დემონსტრირება იწვევს საკუთარი სიმწიფის განცდას, რაც ბავშვებში აძლიერებს ჯგუფისადმი კუთვნილების გრძნობას და აძლევს მოზარდებს უსაფრთხოების გრძნობას: „ჩვენ ყველა ასეთი ვართ“. ძალადობის ნებისმიერი გამოვლინება მათ მიმართ, ვინც ჯგუფს გამოეყო, გამართლებულია გარანტიებით: „მათ გვიღალატეს ... ჩვენ უნდა ვაიძულოთ პატივისცემა“. აქ მოზარდები ძალადობას განიცდიან, როგორც საკუთარი ძალის დადასტურებას, როგორც გმირობას და ჯგუფისადმი ერთგულებას, რასაც, გარკვეულწილად, ასევე აქვს რიტუალური ელფერი. ძალადობის გამოყენება რიტუალურ მოქმედებებში პატივსაცემი ხდება მოზარდებში, ხოლო ადამიანის მსხვერპლად შეწირვა, წამება, შეურაცხყოფა - ბევრი არასრულწლოვანისთვის ხდება ცხოვრების აზრი. რიტუალური ძალადობა ამ შემთხვევაში - ახალგაზრდა თაობის თვითგანადგურების უპირობო ფორმაა.
       გარდა ამისა, ცალკე პირებს (არა მხოლოდ მოზარდებიდ) რიტუალურ ძალადობრივ დანაშაულში მონაწილეობის მიღებაზე, როგორც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, უბიძგებს საკუთარი ინდივიდუალობის მწვავე, მათ შორის, რჩეულობის  განცდა, რომელიც ასეა გამოხატული: „მე არ ვარ ისეთი, როგორც ყველა, მე განსაკუთრებულ კასტას ვეკუთვნი, ჩემთვის ყველაფერია შესაძლებელი, მათ შორის სხვა ცოცხალი არსებისთვის ტკივილის მიყენება და სიცოცხლის წართმევა“. აშკარაა, რომ ინდივიდუალობის ასეთი კრიმინოლოგიურად მნიშვნელოვანი გამოვლინება მოითხოვს განსაკუთრებულ მიზანმიმართულ სოციალურ-პრევენციულ კონტროლს.
         რა თქმა უნდა, ჩამოთვლილი გარემოებებით რიტუალური ძალადობრივი ქცევის თავისებურებები, რომლებსაც აქვთ მნიშვნელობა თანამედროვე ძალადობრივი დანაშაულის კანონზომიერებათა განსაზღვრისათვის, ასევე  არასრულწლოვანი დანაშაული, არ შემოიფარგლება. მიუხედავად ამისა, ისინი იძლევიან ორიენტირს მიზანმიმართული კრიმინოლოგიური კვლევის ორგანიზაციისა და ჩატარებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ანტიკრიმინოგენური გაფრთხულების უნიკალური პროგრამების შემუშავებას, რომლებიც შეესაბამება განხილულ სიტუაციებს.

გამოყენებული ლიტერატურა

1. სოციოლოგიური ენციკლოპედიური ლექსიკონი.- მოსკოვი, 1998. გვ. 194.
2. ს.ი. ოჟეგოვი. რუსული ენის ლექსიკონი. - მოსკოვი,1970. გვ. 672.
3. სიმბოლოები, ნიშნები, ემბლემები: ენციკლოპედია//ავტ.- ვ.ე. ბაგდასარიანი, ი.ბ. ორლოვი, ვ.ლ. ტელიცინი; 2 გამოც.- ლოკიდ-პრესი. მოსკოვი, 2005. - გვ.494.
4. ბროკგაუზის და ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონი. გამომც. ტერა. მოსკოვი, 2001. გვ. 40726.
5. სოცილოგია: ენციკლოპედია//ა.ა. გრიცანოვი, ვ.ლ. აბუშენკო, გ.ვ. ეველკინი, გ.ნ. სოკოლოვა, ო.ვ. ტერეშჩენკო; მოსკოვი: წიგნის სახლი, 2003. გვ. 1312.
6. ХХ საუკუნის კულტუროლოგია. ლექსიკონი. - სანქტ-პეტერბურგი: უნივერსიტეტის წიგნი. 1997. გვ. 378.
7. ვ. ტერნერი. სიმბოლო და  რიტუალი. მოსკოვი. 1983. გვ. 32.
8. დანაშაულებრივი სამყაროს სუბკულტურული ნორმების და წეს-ჩვეულებების შესწავლას, რომლებიც სტიმულირებენ  დანაშაულის თვითგამეორებას, მიეძღვნა ი.კ. ალექსანდროვის, ვ.მ. ანისიმკოვის, ი.უ. ვაკუტინის, ა.ი. გურობის, ო.პ. დუბიაგინას, დ.ა. კორეცკის, ს.ი. ლებედების, ი.მ. მაცკევიჩის, ლ.ა. მილიანენკოვას, ა.ნ. ოლეინიკის, ვ.ფ. პიროჟკოვას, ო.ვ. სტარკოვას, ვ.ვ. ტულეგენოვას, ა.დ. ტურიშევის და სხვ. შრომები.
9. ი.ვ. ვაჩკოვი. ჯგუფური ტრენინგის ტექნოლოგიების საფუძველი. მოსკოვი. გამომცემლობა „ოს-89“, 1999.
10. იხ.: ა.ე. მახოვი. HOSTIS ANTIQUUS: შუა საუკუნეების ქრისტიანული დემონოლოგიის კატეგორიები და სახეები. ლექსიკონის გამოცდილება. — მოსკოვი: Intrada, 2006. გვ. 367-374.
11 http://мсюрф.рф/article/190535?from=/category/373






The first book to explore the history and influence of egregores, powerful autonomous psychic entities created by a collective group mind 

• Examines the history of egregores from ancient times to present day, including their role in Western Mystery traditions and popular culture and media 

• Reveals documented examples of egregores from ancient Greece and Rome, Tibetan Buddhism, Islam, modern esoteric orders, the writings of H. P. Lovecraft and Kenneth Grant, and the followers of Julius Evola and Aleister Crowley 

• Provides instructions on how to identify egregores, free yourself from parasitic and destructive entities, and destroy an egregore, should the need arise 

One of most important but little known concepts of Western occultism is that of the egregore, an autonomous psychic entity created by a collective group mind. An egregore is sustained by belief, ritual, and sacrifice and relies upon the devotion of a group of people, from a small coven to an entire nation, for its existence. An egregore that receives enough sustenance can take on a life of its own, becoming an independent deity with powers its believers can use to further their own spiritual advancement and material desires. 

Presenting the first book devoted to the study of egregores, Mark Stavish examines the history of egregores from ancient times to present day, with detailed and documented examples, and explores how they are created, sustained, directed, and destroyed. He explains how egregores were well known in the classical period of ancient Greece and Rome, when they were consciously called into being to watch over city states. He explores the egregore concept as it was understood in various Western Mystery traditions, including the Corpus Hermeticum, and offers further examples from Tibetan Buddhism, Islam, modern esoteric orders such as the Order of the Golden Dawn and Rosicrucianism, the writings of H. P. Lovecraft and Kenneth Grant, and the followers of Julius Evola and Aleister Crowley. The author discusses how, even as the fundamental principles of the egregore were forgotten, egregores continue to be formed, sometimes by accident. 

Stavish provides instructions on how to identify egregores, free yourself from a parasitic and destructive collective entity, and destroy an egregore, should the need arise. Revealing how egregores form the foundation of nearly all human interactions, the author shows how egregores have moved into popular culture and media--underscoring the importance of intense selectivity in the information we accept and the ways we perceive the world and our place in it.
















http://egregores.blogspot.com/2012/07/forbidden-book-sex-death-love-religion.html







Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised