понедельник, 29 июля 2019 г.

რეგრესიული ჰიპნოზი - როგორ მოქმედებს ის ადამიანზე?

რეგრესიული ჰიპნოზი - როგორ მოქმედებს ის ადამიანზე?

           რეგრესიული ჰიპნოზი წარმოადგენს განსაკუთრებულ ტექნიკას, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის ტრანსის მდგომარეობაში შესვლას და თავის წარსულ მიწიერ განსახიერებაზე დაკვირვების შესაძლებლობას. ამ მეთოდს აქტიურად იყენებენ ფსიქოთერაპევtები მრავალი ფსიქოლოგიური პრობლემის გადასაჭრელად. პარაფსიქოლოგები იყენებენ რეგრესიულ ჰიპნოზს რეინკარნაციის ფენომენის (რეინკარნაცია სულის) დადასტურების მიზნით.
რატომ არის საჭირო რეგრესიული ჰიპნოზი
მეთოდის მთავარი მიზანია ადამიანის ტრანსში შეყვანა და მის ქვეცნობიერში დამალული ინფორმაციის მოძებნა, რომლის მიღება ჩვეულებრივ მდგომარეობაში შეუძლებელია. ჩვეულებრივ, რეგრესიულ ჰიპნოზში დაინტერესებულ  ადამიანებს სურთ ნამდვილი ინფორმაციის აღდგენა მათი წინა ცხოვრების შესახებ დედამიწაზე.
 ამ ეტაპზე ფსიქოთერაპიაში რეგრესიული ჰიპნოზის მეთოდი გამოიყენება კლიენტის წარსულში იმ საწყისი წერტილების მოსაძებნად, რომლებმაც მოახდინეს მასში გარკვეული პრობლემის პროვოცირება. ამავე დროს, ჰიპნოლოგი ქვეცნობიერს უსვამს სპეციალური სქემით შედგენილ კითხვებს.
რეგრესიული თერაპიის სეანსის პროცესში სპეციალისტი ამყარებს კავშირს თავის პაციენტთან მისი უმაღლესი „მე“-ს საშუალებით, ანუ მიმართავს არაცნობიერ გონებას. რეგრესიული ტრანსის მდგომარეობიდან გამომდინარე, ადამიანი იწყებს მეხსიერებაში მოვლენების ჯაჭვის აღდგენას წარსულის მიწიერი განსახიერებიდან. თუ ოფიციალურ მედიცინას დავუჯერებთ, მაშინ ეს მოგონებები წარმოადგენენ ნაწილობრივ ან სრულ ინფორმაციას იმ სიტუაციების შესახებ, რომელსაც ადგილი ჰქონდა კლიენტის რეალურ ცხოვრებაში, მაგრამ მას ამის შესახებ არაფერი ახსოვს.
 არ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორ შეიძლება აიხსნას ქვეცნობიერის სიღრმიდან მოპოვებული ცნობები რეგრესიული თერაპიის სეანსის დროს. მთავარია, რომ მათი დახმარებით შესაძლებელი გახდება ისეთი სიტუაციების დადგენა, რომლებიც კლიენტის ფსიქიკური ანომალიებისა და სომატომორფული აშლილობის მთავარი მიზეზია.
რეგრესიული ჰიპნოზის ტექნიკა „თვალს უხელს“ ადამიანს მისი პათოლოგიების რეალურ ბუნებაზე, ის აღმოჩნდება წარმოქმნილი პრობლემების სათავეებთან, შეძლებს მოუძებნოს ახსნა თავის მრავალ ფსიქოლოგიურ აშლილობას.
ამ მოულოდნელი „გონების განათების“ შედეგად იწყება ორგანიზმის ფარული რესურსების  გააქტიურება, ხდება თვითაღდგენა. რეგრესიული თერაპიის დროს წარსულში დაბრუნებისას, ადამიანი აცნობიერებს თავის წარსულ შეცდომებს, მას უჩნდება თავისი არასწორი საქციელის შეცვლის შესაძლებლობა. ასევე იზრდება საკუთარ თავში რწმენა, ჩნდება შემდგომი მოქმედებების მოტივაცია.

რეგრესიული ჰიპნოზის ტექნიკა
ადამიანის შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში შესაყვანად, როდესაც შესაძლებელია წარსული განსახიერებების ნახვა, საჭიროა კარგი მომზადების გავლა. თავად პროცესი შემდეგ ეტაპებად არის დაყოფილი: ჯერ პაციენტი შეჰყავთ  ტრანსის მდგომარეობაში. შემდეგ მას აძლევენ კითხვებს, რომელთა დახმარებით იძებნება წარსულის ის ფაქტები, რომლებმაც გამოიწვია პრობლემური სიტუაცია. შემდეგ ჰიპნოლოგს შეაქვს ცვლილებები წარსულის სიტუაციაში, აფიქსირებს ქვეცნობიერში ახალ სახეებს და აბრუნებს ადამიანს  დღევანდელობაში.
რეგრესიული ჰიპნოზის მდგომარეობაში ადამიანები ადვილად იხსენებენ და აღწერენ თავიანთი წარსულის ინკარნაციის დეტალებს. ზოგიერთ შემთხვევაში, მათ შეუძლიათ ისაუბრონ თავისი მომავალი ცხოვრების შესახებ.
 რა თქმა უნდა, ოფიციალური მეცნიერების ბევრი ექსპერტი რეგრესიული თერაპიის მწარე კრიტიკოსები არიან. ისინი უწოდებენ წარსულის განსახიერების სურათებს „წარმოსახვის ნაყოფს“ ან თვითჰიპნოზს.
ტრადიციული მედიცინის მონაცემებით, ინფორმაცია წარსულის რეციდივების შესახებ ადამიანის მეხსიერებაში არ შეიძლება ინახებოდეს (მეცნიერება ასევე არ უჭერს მხარს გარდაქმნის იდეასაც).
         გთავაზობთ რეგრესიული ჰიპნოზის ვიდეოს, რომელიც უფრო დაწვრილებით მოგიყვებათ  ამ ტექნიკის თავისებურებების შესახებ.
         მაგრამ ბევრი პრაქტიკოსი ფსიქოთერაპევტი რწმუნდებოდა აღწერილი მეთოდის ქმედითუნარიანობაში. ისინი აგზავნიდნენ ადამიანს წარსულ ცხოვრებაში, აიძულებდნენ ხელახლა განეცადათ არასასიამოვნო მომენტები, რათა ერთხელ და სამუდამოდ გათავისუბლებულიყვნენ მისგან. ამის შემდეგ, ადამიანის ცხოვრება მნიშვნელოვნად უმჯობესდებოდა.
           რეგრესისტი ჰიპნოთერაპევტები ამ პროცესში მეგზურის როლში გამოდიან, ისინი ვალდებულნი არიან უზრუნველყონ თერაპიის სრული უსაფრთხოება.
         მათი მტკიცებულების თანახმად, რეგრესიული ჰიპნოზი გაუწევს მათ დახმარებას, რათა განთავისუფლდნენ:
ქრონიკული დაღლილობისგან;
სექსუალური დარღვევებისგან;
ურთიერთობებში პრობლემებისგან;
 მავნე ჩვევებისგან;
საკუთარ ძალებში თავდაუჯერებლობისგან;
 ფსიქოლოგიური პრობლემებისგან;
სხეულის ზედმეტი მასისგან;
ენაბრგვილობისგან;
ალერგიული რეაქციებისგან;
დეპრესიული მდგომარეობისგან;
 ძილის პრობლემებისგან;
 ნევროზისგან;
 საბავშვო ტრავმებისგან;
 სხვადასხვა ფობიებისგან.
 დღეს, ეს მეთოდი აქტიურად გამოიყენება ეზოთერიკის სხვადასხვა ტრენინგზე. ამ სემინარებზე შეგიძლიათ რეგრესიული ჰიპნოზიც მოსინჯოთ და შეისწავლოთ მისი ტექნიკა. ასევე რეგრესიით დაინტერესებული არიან რეინკარნაციის მკვლევარები, ბუდისტები, თეოსოფები, სპირიტისტები, ჰინდუისტები, ანტროპოსოფები და სხვა რელიგიური მიმდინარეობების წარმომადგენლები.

საშიში ხომ არ არის?
რეგრესიული ჰიპნოზის შესახებ ექსპერტთა შეფასებები ძირითადად დადებითია. თუმცა მედიკოსები საკმაოდ სკეპტიკურად გამოთქვამენ აზრს რეგრესიის შესახებ. მათ მიაჩნიათ, რომ ქვეცნობიერზე ასეთი ზემოქმედების შედეგად შესაძლებელია არასტაბილური ფსიქიკის მქონე ადამიანებში სხვადასხვა გადახრების პროვოცირება.
 ცნობილია შემთხვევები, როდესაც რეგრესია ეხმარებოდა ადამიანს თავისი ცხოვრების ნორმალიზებაში, და ასევე ცნობილია სიტუაციები, რომლებმაც გამოიწვიეს სერიოზული ფსიქოლოგიური ზიანი. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, ისრაელში, ეს მეთოდი ოფიციალურად აიკრძალა.
 რეგრესიული ჰიპნოზი ძალიან საინტერესოა, მაგრამ, ამავე დროს, არაერთმნიშვნელოვანი. მას შეუძლია, როგორც ფსიქოლოგიური პათოლოგიებისგან განკურნება, ასევე ზიანის მიყენება თქვენი ფსიქიკისთვის. ამიტომ, სანამ მიიღებთ რეგრესიის გადაწყვეტილებას, აუცილებლად საფუძვლიანად აწონ-დაწონეთ ყველა დადებითი და უარყოფითი მომენტი და მხოლოდ მაშინ მიიღეთ საბოლოო გადაწყვეტილებაა.

==========

ჰიპნოზის საშიშროების“ შესახებ

ეპიგრაფის მაგივრად.  სხვა საკითხებთან ერთად, მე უკვე რამდენიმე წელი იოგითაც ვარ დაკავებული და სისტემატურად ვვარჯიშობ. ერთხელ მეცადინეობის შემდეგ გასახდელ ოთახში საუბარი შეეხო ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობას და ჰიპნოზს. მე ვისაუბრე ტრანსის განსხვავების შესახებ ჰიპნოზის და პრაქტიკის დროს. „ე.ი. შენ ჰიპნოზს იყენებ პრაქტიკაში?“ - მკითხა ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა (რომელიც მრავალი წელია იოგის ვარჯიშებს ატარებდა). მე თავი დავუქნიე. „ე.ი. შენ შეგიძლია თვალებში ჩამხედო შენი განსაკუთრებული ჰიპნოტური გამოხედვით, თითები გაატკაცუნო, გვაიძულო დაძინება და მთელი ფულის წაღება?“ მე ერიქსონის ჰიპნოზის სულისკვეთებიდან გამომდინარე ვუპასუხე (მეტაფორულად). გაოცებული სახე მივიღე და ვკითხე: „შენ იოგით ხარ დაკავებული, არა? ე.ი. შენ კვირაში რამდენჯერმე თავზე იხურებ ჩალმას და შიშველი უკანალით ლურსმებდაჭედებულ ფიცარზე ჯდები?“ მეგობარს გაეღიმა და თქვა: „კარგი. მაშინ მოგვიყევი, რა არის ჰიპნოზი სინამდვილეში“.
ადამიანთა უმრავლესობამ არ იცის, რა არის ჰიპნოზი. განსაკუთრებით ხშირად მათი შეხედულებები ეფუძნება კინოფილმებში ნანახ ჰიპნოზს, წიგნებში ან ყვითელ პრესაში აღწერილს. უკეთეს შემთხვევაში ადამიანს ნანახი აქვს (უფრო ხშირად კი მოსმენილი) საესტრადო ჰიპნოზის სეანსი (რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილი ჰიპნოზია, მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს, ისიც ზედმეტად „შელამაზებულს“). ასე რომ, გასაკვირი არაფერია იმაში, რომ ყველაზე მწვავე კითხვა ჰიპნოზის ჩატარების წინ შემდეგია: „ ეს ხომ არ არის საშიში?“, „ჰიპნოზს შეუძლია ზიანის მიყენება?“ და ა.შ. მე ასე ვპასუხობ: „რა თქმა უნდა, შეიძლება!“ თუმცა ჩემთვის მსგავსი კითხვა ასე ჟღერს: „შეუძლია სანტექნიკოსს სახლში ხანძარი მოაწყოს?“. მაინც, ბოლომდე გულახდილი რომ ვიყოთ, პასუხი ამ კითხვაზე დადებითი იქნება. დამეთანხმეთ, ჰიპოთეტურად, ეს შესაძლებელია. თუ, მაგალითად, დავუშვებთ, რომ ის მთვრალია და ანთებულ სიგარეტს ტანსაცმლის კალათში ჩააგდებს. რა თქმა უნდა, თუ ის ნორმალური სპეციალისტია, რომელიც იცავს უსაფრთხოების ელემენტარულ ტექნიკას, ხანძრის ალბათობა ძალიან მცირე იქნება. ჰიპნოზთან დაკავშირებით სიტუაცია იგივეა. თუ სეანსს ატარებს კვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც „უსაფრთხოების ზომებს“ იცავს, ალბათობა იმისა, რომ ის ზიანს მოგაყენებს, ნულს უტოლდება.
განმარტების შესაბამისად, ერიქსონის ჰიპნოზისთვის მიუღებელია კატეგორიულობა, და ყველა შთაგონება მასში ისეა აგებული, რომ სუბიექტს უტოვებენ არჩევანის შესაძლებლობას - მიიღოს ან უარყოს ისინი. და თუ რომელიმე შთაგონება ადამიანისთვის მიუღებელია - ის უბრალოდ არ იმუშავებს. ამას დაჟინებით აკვირდება არაცნობიერი,  რომლის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. უფრო მეტიც, კარგი სპეციალისტი ჰიპნოზის დროს ყოველთვის იყენებს ე.წ. „თერაპიულ ჩარჩოს“. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ერთ-ერთი პირველი შთაგონება დაახლოებით შემდეგია: „ყველაფრიდან, რასაც მე ვლაპარაკობ, თქვენი არაცნობიერი მიიღებს მხოლოდ იმას, რაც სასარგებლო იქნება თქვენთვის და თქვენი მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. ის, რაც რაიმე მიზეზით თქვენთვის შეუსაბამოა, იგნორირებული იქნება“. ასეთი მიდგომა ადამიანის დაცვის საშუალებას იძლევა იმ შთაგონებისგან, რომელსაც შეუძლია ზიანის მიყენება მხოლოდ იმიტომ, რომ არაკორექტულად იყო ჩამოყალიბებული ან არ ითვალისწინებდა რაიმე ინფორმაციას, რომლის შესახებაც ჰიპნოტიზიორმა არაფერი იცოდა.
რაც შეეხება ჰიპნოზის შედეგად მიყენებულ ზიანს, ის არ არის და არც შეიძლება არსებობდეს. რადგან თავად ტრანსის მდგომარეობა ჯანსაღი ადამიანის ფსიქიკის ფუნქციონირების განუყოფელი ნაწილია. ტრანსი არის ჩვენი ტვინის უნარი მოაწესრიგოს მასში მიმდინარე პროცესები, ასევე მოხსნას ზედმეტი ფსიქოლოგიური სტრესი. ჰიპნოზი მხოლოდ ამ ბუნებრივ მექანიზმს იყენებს და სპეციალური ტექნიკის გამოყენებით მას უფრო ხანგრძლივ ხასიათს აძლევს. ჰიპნოზური ტრანსი განსხვავდება ბუნებრივისგან, დაახლოებით ისე, როგორც ორკვირიანი შვებულება განსხვავდება შაბათ-კვირას დასვენებისგან. ის უფრო დიდხანს გრძელდება და უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა იმისათვის, რომ გააკეთოს რაღაც სასიამოვნო და სასარგებლო.
დასასრულს კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჰიპნოზი უჩვეულოდ ძლიერი ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც შეიძლება სერიოზული და რადიკალური ცვლილებების განხორციელება ადამიანის  პიროვნებასა და ცხოვრებაში. ამიტომ, მიუხედავად ფსიქიკის დაცვითი მექანიზმების გააზრებისა და ეფექტურობისა, რომელიც ბუნებით არის თქვენთვის ბოძებული, ჰიპნოზის სპეციალისტის შერჩევას, რომელთანაც გადაწყვეტთ თანამშრომლობას, ძალიან გააზრებულად უნდა მიუდგეთ.




















https://www.scabieshomeremedies.com/ivermectin-for-humans-scabies/


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised