понедельник, 29 июля 2019 г.

რიტუალი - ჰიპნოზი - რიტუალის მოქმედების გაძლიერება

რიტუალი - ჰიპნოზი - რიტუალის მოქმედების გაძლიერება
ეზოთერიზმი - მოძღვრება, კონცეფცია, ეზოთერიზმის პრაქტიკა
რიტუალი ქმნის ჰიპნოტურ მდგომარეობას, ის კი, თავის მხრივ, აძლიერებს რიტუალის მოქმედებას. სწორედ ამ მიზეზის გამო რიტუალი+ჰიპნოზი გამოირჩევა განსაკუთრებული ქმედითობით.
3. რიტუალისა და ჰიპნოზის მთავარი კონცეფცია. რიტუალის ჰიპნოზური ფუნქცია და მთავარი დანიშნულება.
წინა თავში ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ ჰიპნოტურ მდგომარეობას მრავალჯერადად შეუძლია რიტუალის მოქმედების გაძლიერება, ანუ კავშირს, რომელიც ზემოთ  განვიხილეთ, კონცეფციაში „რიტუალი+ჰიპნოზი“ შემდეგი სახე ექნება:
ჰიპნოზი + რიტუალი - რიტუალის მოქმედების გაძლიერება.

        შევეცადოთ დეტალურად გავერკვეთ, რასთან არის დაკავშირებული რიტუალის ასეთი ძლიერი ზემოქმედება ჰიპნოზის მდგომარეობაში მყოფ ადამიანზე. იმისათვის, რომ ოდნავ მაინც მივუახლოვდეთ ამის გაგებას, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, გავერკვეთ, თუ როგორ გავლენას ახდენს ჰიპნოტური მდგომარეობა ცნობიერების და ქვეცნობიერის ფუნქციების კოორდინაციაზე, რადგან რიტუალის მოქმედება, ძირითადად, ქვეცნობიერი პროცესებისკენ არის მიმართული.
ჩვენ ვიცით, რომ ჰიპნოტური ტრანსის ძირითადი მიზანია ჩვენი ყურადღების გადატანა. ჩვეულებრივ ფხიზლობის მდგომარეობის დროს ცნობიერება გამოდის ფილტრის ან დამცავი ბარიერის როლში, რომელიც ატარებს ადამიანის რწმენისა და ღირებულებებიდან გამომდინარე, მხოლოდ მისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. მაშინაც კი, თუ ის შეიცავს სასარგებლო კომპონენტს, არ არსებობს არავითარი იმედი იმისა, რომ იგი არ დაექვემდებარება კრიტიკულ გადამუშავებას და უარყოფილი იქნება. შედეგად, არსებობს ქვეცნობიერამდე ამ ინფორმაციის მიტანის ორი გზა.
პირველია ცნობიერების შეცვლა, თუმცა, როგორც წესი, ის ძალიან ინერტულია და ყოველთვის ეწინააღმდეგება გარედან ასეთ ძალადობრივ ქმედებებს. ამისათვის არსებობს დიდი რაოდენობით სხვადასხვა მეთოდი, რომელთაგან ერთ-ერთია, მაგალითად, ფსიქოანალიზი. მაგრამ ამ მეთოდის გამოყენების გამოცდილება გვიჩვენებს: იმისათვის, რომ ცნობიერების პოზიტიური ტრანსფორმაცია შედგეს, საჭიროა მრავალწლიანი მუშაობა, საკუთარი წარსულის მემკვიდრეობის განხილვა. და ფაქტი არ არის, რომ ეს გზა სასურველ შედეგამდე მიგვიყვანს და არ შეგვიყვანს ჩიხში. დროის საკითხს კი ჩვენ პირველ ადგილზე დავაყენებთ!!!
მეორე გზაა ცნობიერი აქტიურობის ნაწილობრივი გამორთვა, რათა მან ხელი არ შეუშალოს ინფორმაციის მონიშვნას ქვეცნობიერის დონეზე, ჰიპნოზი კი საშუალებაა, რომლის დახმარებითაც აღწევენ ყველა ცნობიერი ანალიტიკური პროცესის შენელებას. შედეგად, საკმარისი ღრმა ტრანსის განხორციელების შემდეგ გზა ქვეცნობიერისკენ იხსნება, და ჩვენ შეგვიძლია დავნერგოთ იქ ნებისმიერი კონსტრუქციული აფირმაციები და მენტალური პროგრამები.
ახლა ჩვენ მივუახლოვდით უშუალოდ რიტუალის დანიშნულებას, რომელიც ამ შემთხვევაში იქნება ასეთი პროგრამების ჩაწერის ინსტრუმენტი. შეიძლება ანალოგიის მოყვანა ფირფიტასაკრავის ლაზერის თავთან, რომლის საშუალებითაც ხორციელდება ფაილების ჩაწერის პროცესი ჩვეულებრივ CD დისკზე.
 ანუ, ჩვენს მიერ აღწერილ კონცეფციაში, რიტუალი წარმოადგენს საჭირო ალგორითმის გადაცემის, ჩაწერისა და  შემდგომ გააქტიურების პირობების გარკვეულ მეთოდს ქვეცნობიერების დონეზე, რომლის მოქმედება მოგვიანებით აიძულებს ადამიანს ქცევის კონკრეტული მოდელის არჩევას.
რა არის აუცილებელი იმისათვის, რომ ეს პროცესი შედგეს სრული მოცულობით და შემდგომ მიგვიყვანოს სავარაუდო შედეგებამდე. რას უნდა შეიცავდეს რიტუალი? შევეცადოთ და გამოვყოთ მისი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტები:
რიტუალის თავი. რიტუალში მკაფიოდ უნდა იყოს გაწერილი პირობები, რომლის მიხედვითაც მოხდება პროგრამის სამოქმედო მექანიზმის ჩართვა.
         2. რიტუალის გული. რიტუალი უნდა შეიცავდეს მითითებას ენერგიისა და ძალის წყაროებზე, ასევე მათთან მიერთების გზას, რომლის დახმარებითაც განხორციელდება ალგორითმის ან პროგრამის ამოქმედება.
           3. რიტუალის სხეული. რიტუალმა დაწვრილებით, ცალსახად და გარკვევით უნდა წარმოადგინოს სასურველი მდგომარეობა ან ქცევის აუცილებელი მოდელი, მაგრამ ამავე დროს არ უნდა შემოიფარგლოს ვიწრო ჩარჩოებით, რომელიც დასაწყისშივე შეამცირებს ადამიანის შესაძლო ქმედებების არეალს.
რიტუალის მოხერხებულად შექმნისას ეს კომპონენტები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ერთმანეთს, არამედ პირიქით, უნდა ორგანულად შეესაბამებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ნებისმიერი რამ, მაგრამ არ პროგნოზირებადი შედეგი. თუ პირობები რიტუალის დასაწყისში არ არის ცალსახა, მაშინ პროგრამირებული ალგორითმის ჩართვა შეიძლება ყველაზე შეუსაბამო მომენტში მოხდეს და გამოიწვიოს კაზუსური სიტუაციები. მაგალითად, პროგრამა შეიცავს სიმშვიდეს, მაგრამ შეიძლება ამოქმედდეს სადღაც დილის საათებში. შედეგად, ჩვენ მივიღებთ დუნე, სრულიად არასამუშაო მდგომარეობას. თუ ენერგორესურსების წყაროებზე არასწორი მითითებაა მოცემული, უკეთეს შემთხვევაში შეიძლება არაფერი მოხდეს, ხოლო უარეს შემთხვევაში - მეორე, უფრო დაბალ სიხშირეზე ჩართვა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. იგივე შეიძლება მოხდეს რიტუალის სხეულთან დაკავშირებით.
 და ბოლოს, ზოგადი მიდგომებისბ შესახე რიტუალის შექმნისას. აქ სამუშაო შეიძლება ორი მიმართულებით წარიმართოს:
1) მზა რიტუალის სესხება. ამ შემთხვევაში, რიტუალური ფორმების შექმნისას ამოქმედდება ე.წ. დამუშავებული ფორმულები, რომლებსაც აქვთ დადებითი ჩამოყალიბებული კლიშეები და დადასტურებულია მათი გამოყენება საკმაოდ დიდი ხნის, ზოგჯერ ასობით წლის განმავლობაში. ასეთი რიტუალური მექანიზმის მუშაობის ნდობა ბევრად უფრო უსაფრთხოა, ვიდრე, მაგალითად, თანამედროვე ფსიქოტექნოლოგიების, რომელთა პრაქტიკული გამოცდილება რამდენიმე წელიწადს მოითვლის.
2) ახალი რიტუალის შექმნა.  ამ შემთხვევაში რიტუალის ტილო თითქმის ნულიდან იქმნება, მაგრამ სამუშაო რიტუალის მისაღებად საჭიროა მისი შექმნის ძირითადი პრინციპების ცოდნა, რათა რიტუალის ყველა ელემენტი სწორად შეესაბამებოდეს ერთმანეთს და, გარდა ამისა, ფლობდეს უფრო მეტ ცოდნას ყველა მომიჯნავე სფეროში, როგორიცაა ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ისტორია, რელიგია და ეზოტერიკა. რა თქმა უნდა, ასეთი რიტუალი უფრო ადაპტირებული იქნება დასმული ამოცანის მიმართ, მაგრამ, ამავე დროს, მოითხოვს დამატებით ძალისხმევას მისი „არსის“ ასაღორძინებლად შესაბამისი კლიშეს ენერგიის მომარაგების სახით. აქ ჩვენ პირდაპირ ვაწყდებით ისეთ რთულ ცნებებს, როგორიცაა ასტრალური კლიშე და ეგრეგორი, რომლის მოქმედების მექანიზმის განმარტება მე-5 ნაწილში იქნება მოცემული.
4. „რიტუალისა და ჰიპნოზის“ კონცეფციის პრაქტიკაში რეალიზაციის თავისებურებები. პროგრამების შექმნის წინაპირობები. რიტუალის ფორმები  (შელოცვა, სივრცითი რიტუალი, ასოციაციური რიგი და ა.შ.).
სანამ საუბარს დავიწყებთ იმის შესახებ, თუ რა სახით ჰპოვა პრაქტიკული გამოხატულება ჩვენს მიერ ჩამოყალიბებულმა კონცეფციამ „რიტუალი+ჰიპნოზი“, რამდენიმე სიტყვა ამ იდეის წარმოშობის წინაპირობების შესახებ.
 თავდაპირველად, პროექტის „ღმერთების ჩურჩულის“ ავტორებმა (მათ შესახებ საუბარი გვექნება მე-8 ნაწილში) რამდენიმე ხნის წინ  ჰიპნოტური შთაგონების სხვადასხვა მეთოდის  გააზრებისას შეარჩიეს ჰიპნოზი, როგორც ფსიქოკორექციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი, და ჩაატარეს ანალიზი შთაგონების ეფექტის შესაძლო გაძლიერების და სასურველი მდგომარეობის ან ქცევის მოდელის განმტკიცების თვალსაზრისით.
დღეს არსებული სხვადასხვა მიდგომის ეფექტურობის შეფასებისას, შესაძლებელი გახდა რამდენიმე წყაროს მოძებნა (ერთ-ერთი მათგანის სახით გამოყენებული იყო მისტიკური სწავლების ცნობილი მკვლევარის, პრაქტიკოსი მეტაფიზიკოსის ს. ვ. გორდეევის შრომები), რომლებშიც რამდენამდე გამარტივებული სახით აღწერილი იყო მეთოდის ვარიანტი, რომელიც გულისხმობდა ჰიპნოზის თანმიმდევრობით გამოყენებას და რიტუალის ჩატარებას. ეს მიდგომა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, მაგრამ საჭიროებდა დეტალურ შესწავლას, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მისი გამოყენება ავტოპროგრამირების რეჟიმში, ანუ, როდესაც ადამიანი პირდაპირ მუშაობს პროგრამასთან ყოველგვარი შუამავლის გარეშე. ასე რომ, აუცილებელი გახდა ტრანსში შეყვანის, შთაგონების ფორმულის და მათი შემცვლელი რიტუალის უფრო ქმედითი ელემენტების გაერთიანება ჰარმონიული აუდიო-ვიდეო ტილოს ფონზე, რაც ხელს უწყობს სუბსტრატის მთლიანობაში აღქმას.
         გამოყენების სფეროს სახით შეირჩა ნეგატიური ფაქტორების მოცილების და სასურველი პოზიტიური მდგომარეობის მიღწევის სფერო, როგორც ამჟამად განსაკუთრებით აქტუალუარი ბევრი ადამიანისთვის.
პროგრამულ პროდუქტზე მუშაობის პრინციპი მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბდა პირველი სამუშაო ნიმუშების შექმნის შემდეგ. ზოგადი სახით ეს ასე გამოიყურება. პირველ რიგში, მოინიშნება ნეგატიური მდგომარეობის ტრანსფორმაციის ან პოზიტიურის მიღწევის იდეა ან მოდელი. იდეა იხვეწება პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობის დონემდე, რის შემდეგაც შეირჩევა ან მუშავდება შესაბამისი სიტყვიერი და რიტუალური ელემენტები, რომლებსაც გააჩნიათ ადამიანის ქვეცნობიერზე ადეკვატური  ზემოქმედება, ანუ შეუძლიათ გამოიწვიონ მოცემული ალგორითმის შესრულება წარმატების საჭირო ხარისხით. მომდევნო ეტაპზე შემუშავდება რიტუალის პირობებისთვის შესაბამისი ტრანსში შეყვანის მეთოდი. შეგახსენებთ, რომ აქ ის მოქმედებს როგორც იმ მდგომარეობაში შეყვანის საშუალება, რომელშიც რიტუალის მექანიზმის მოქმედება განსაკუთრებით ეფექტურია, ხოლო მის მიერ შექმნილი ალგორითმი პირდაპირ ინერგება ქვეცნობიერის შესაბამის დონეზე, რის შემდეგაც იწყებს მოქმედებას.













https://www.twirpx.com/files/science/psychology/transpersonal/altered/
http://www.you-books.com/book/E-A-Fajdysh/Misticheskij-kosmos-Putevoditel-po-tonkomaterialny
https://www.dissercat.com/content/izmenennye-sostoyaniya-soznaniya-i-ikh-rol-v-tvorcheskoi-deyatelnosti-filosofskii-analiz
https://studopedia.su/19_116389_faydish-ek--izmenennie-sostoyaniya-soznaniya.html
http://metaetika.ru/news359
http://psylib.org.ua/books/miron01/txt03.htm

https://psy.wikireading.ru/55957
https://www.koob.pro/faidysh/
http://vuz-24.ru/nex/vuz-136360.php
http://www.lomonosov.org/article/information_wars_third_millennium.htm
https://newsland.com/community/politic/content/sovremennye-tekhnologii-psikhomanipuliatsii-i-budushchee-chelovechestva/2336635

https://homounicum.autoweboffice.ru/?r=lp&id=9


https://v-s.mobi/%D0%BB%D0%BE%D0%B2%D1%83%D1%88%D0%BA%D0%B0-%D0%B4%D0%BB%D1%8F-%D0%B4%D1%83%D1%88%D0%B8-%D1%8D%D0%B3%D1%80%D0%B5%D0%B3%D0%BE%D1%80-24:23

https://digitall-angell.livejournal.com/969290.html





http://www.energyenhancement.org/Level-2-Book-Remove-Energy-Blockages-Karma-Clearing-Antahkarana-Karma-Soul-Monad-Logos-Sirius-Avatar.htm











https://www.wanttoknow.info/mind_control/cia_mind_control_experiments_sex_abuse


https://mpra.ub.uni-muenchen.de/66656/

https://bookucheba.com/obschaya-sotsiologiya-kniga/kultura-kontrol-21884.html

https://pikabu.ru/story/illyuminatyi_ch_6__ritualnoe_nasilie_5217571


http://www.sektainfo.ru/kabinet-psihologa/kontrol-soznaniya-i-manipulirovanie/razmyshleniya-o-promyvanii-mozgov/

http://evolkov.net/cults/jpp/Zimbardo.P.Andersen.S.Understanding.Mind.Control.html


http://korolev.msk.ru/books/dc/RECOV6941.html


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised