ინტერნალიზაცია. ინტროექცია და ინტროექტი
ინტერნალიზაცია. ვეიკო ტეკხე
ინტერნალიზაციის კონცეფცია, როგორც ფსიქიკური განვითარების აუცილებელი მაჩვენებელი, ასევე მისი თანმიმდევრული დონეები და ფორმები, დეტალურად წინა თავებშია განხილული. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის არადიფერენცირებული შეხედულებები, ობიექტური თვალსაზრისით, წარმოადგენს მის და მის პირველ მეურვე პირს შორის დამაკმაყოფილებელი ურთიერთობების შედეგს, გარე და შინაგანი საკუთარი „მე“ და ობიექტი დიფერენცირებული უნდა იყოს ბავშვის განცდების სამყაროში, სანამ ინტერნალიზაცია არ გახდება შესაძლებელი, როგორც სუბიექტური განცდა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ემპირიული დიქოტომია საკუთარ „მე“-სა და ობიექტს შორის, როგორც ადამიანის სუბიექტური არსებობის საფუძველი და წინაპირობა, რომელიც ხელს უწყობს, იცავს და აუმჯობესებს საკუთარი „მე“-ს განცდებს, აქ განიხილება როგორც მთელი შემდგომი ფსიქიკური განვითარების მთავარი მოტივაცია. რადგან საკუთარი „მე“-ს დიფერენცირებული განცდა თავიდანვე დამოკიდებულია წარმოდგენილი ობიექტის პარალელურ არსებობაზე, საკუთარი „მე“-ს დაცულობის აუცილებელი მოტივაცია ვერ განხორციელდება ობიექტის დაცულობისგან განცალკევებით. ამდენად, ინტერნალიზაციის პროცესები მოტივირებული და წარმოჩენილია, როგორც საკუთარი „მე“-ს მიერ თავისი დაცვა ინდივიდის განცდების სამყაროში ობიექტის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად სულ უფრო წარმატებული გზების საშუალებით.
ინტერნალიზაციის პირველი ფორმა ჩვეულებრივ აღწერილია, როგორც ინტროექცია, ინტროექტების შექმნა, ან ობიექტის შინაგანი განცდა. ამგვარად, ინტროექცია ასევე შეიძლება განიხილებოდეს, როგორც პასუხისმგებელი „აბსოლუტურად ცუდი“ ობიექტის შექმნაზე, რომელზეც თავდაპირველად მოხდება ფრუსტრაცია-აგრესიის კანალიზირება და პროეცირება და რომელიც შემდგომ საშიში იქნება იმიტომ, რომ შეიძლება აღიქმებოდეს, როგორც მდევნელი ცუდი ინტროექტი. მიუხედავად ამისა, ინტროექცია თავიდანვე და უფრო სპეციფიკურად არის განწყობილი საკუთარი „მე“-ს მცდელობის მიმართ უზრუნველყოს თავისი დიფერენცირებული არსებობა „აბსოლუტურად კარგ“ ობიექტთან დიალოგის ხელშეწყობის გზით.
როგორც მეორე თავში აღინიშნა, ინტროექტი წარმოადგენს ობიექტის რეპრეზენტაციას, რომელიც არ იშლება საკუთარი „მე“-ს შესახებ შეხედულებაში იდენტიფიკაციის სახით, მაგრამ განცდილია სუბიექტის შინაგან სამყაროში, როგორც ცალკე „ფსიქიკური ყოფნა“. იგი განცდილია, როგორც საკუთარი, დამოუკიდებელი არსებობის მქონე, და მისი ქცევა არ შეიძლება გაცნობიერებულად კონტროლირებადი იყოს სუბიექტის მიერ. განცდილია თუ არა ინტროექტი, როგორც მცველი ან მუქარის გამომხატველი, მას ყოველთვის განიცდიან, როგორც შინაგან სამყაროში შენარჩუნებულ ობიექტის დამოკიდებულებას, და როგორც ობიექტს, რომელთანაც გრძელდება ურთიერთქმედება. მას განიცდიან, როგორც შინაგანად არსებულს, თუმცა ის არ წარმოადგენს საკუთარი მე-ს ნაწილს.
ინტროექტები ინარჩუნებენ შინაგან კავშირს საკუთარ მე-სა და ობიექტს შორის, როდესაც ეს უკანასკნელი არ არსებობს. ადრეულ ინტერნალიზაციებში, როდესაც დიფერენცირება საკუთარ მე-სა და ობიექტს შორის ჯერ კიდევ მხოლოდ დაახლოებით არის დადგენილი, ინტროექტები, როგორც ჩანს, ცენტრალურ როლს თამაშობენ. პიროვნების შემდგომი განვითარების პროცესში ინტროექტები ძირითადად იმპლანტირებულია მათ განვითარებად სტრუქტურებში მათ სხვადასხვა ასპექტებთან და ფუნქციებთან იდენტიფიკაციის გზით. მაგრამ ზოგიერთი მათგანი შეიძლება არ იყოს იმპლანტირებული სუბიექტის შინაგან სამყაროში და წარმოადგენდეს ცნობიერების სხვადასხვა დონეს, და შემდგომში სხვადასხვა გზით მიიღოს მონაწილეობა და გამოიწვიოს სიმპტომების ფორმირება. (Schafer, 1968).
როგორც კარგად არის ცნობილი, ზოგჯერ ნორმალურ ზრდასრულ ადამიანსაც კი იმ სიტუაციებში, როდესაც ის გრძნობს, რომ მარტო ვერ შეძლებს გამკლავებას, შეიძლება დროებით თავდაპირველი ინტროექტები დაუბრუნდეს. ზოგიერთი იდენტიფიკაცია ამასთან დაკავშირებით შეიძლება იყოს რეგრესიულად ტრანსფორმირებული ინტროექტში. როგორც ობიექტის ფსიქიკური წარმომადგენელი, შემდგომ განცდილია, როგორც სუბიექტისთვის ხელშემწყობი და დამხმარე ამ კრიზისის გადასალახად და დასაძლევად. (Schafer, 1968).
სახასიათოა, რომ როდესაც ობიექტი იკარგება, დაკარგული ობიექტი დროის მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აღიქმება, როგორც ინტროექტი. მიუხედავად ამისა, შემდგომ იგი არ წარმოადგენს იდენტიფიკაციების ინტროექტში რეგრესიულ ტრანსფორმაციას, არამედ ობიექტის ტოტალური დაკარგვით გამოწვეული საკუთარი მე-ს დაცვის მცდელობაა შინაგან სამყაროში ობიექტის შენარჩუნების გზით, სანამ დანაკარგის სრული დამუშავება (working through) თანდათან არ აქცევს მას ზედმეტად (Abraham, 1924; Fenichel, 1945). აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ინტროექცია ობიექტის დაკარგვის შემდეგ წარმოადგენს რეგრესიულ ფენომენს, შედეგად მიღებული ინტროექტი, როგორც წესი, არ განიცდის მნიშვნელოვან რეგრესიულ ცვლილებებს ობიექტის დაკარგვამდე მის რეპრეზენტაციასთან შედარებით.
დედა ენაცვლება ბავშვის ჯერ კიდევ არაინტერნალიზებულ სტრუქტურებს, განსაკუთრებით სეპარაცია-ინდივიდუაციის ეტაპზე, და უფრო ნაკლებად მის დასასრულს. ამ გზით ის ახდენს მისი პიროვნების არარსებული ნაწილების რეპრეზენტაციას. ამ პერიოდის განმავლობაში ბავშვის მიერ ობიექტის განცდა ხასიათდება პრიმიტიული ამბივალენტურობით, რომელშიც ობიექტის სახე მუდმივად იქნება მერყევი „აბსოლუტურად კარგსა“ და „აბსოლუტურად ცუდს“ შორის, დედის შესაბამისი ფუნქციის დამაკმაყოფილებელი ან ფრუსტრირებული ბუნების შესაბამისად. ამ ტიპის განცდებს და დამოკიდებულებებს, რომლებიც ჭარბობენ საკუთარი მე-სა და ობიექტის კონსტატურობის ჩამოყალიბებამდე, მე ვუწოდე ფუნქციური, ისინი სპეციფიკურად მიეკუთვნება ბავშვის სტრუქტურულ უუნარობას განიცადოს ობიექტი სხვაგვარად, ვიდრე ფუნქციების ჯგუფი, რომლებიც თავიდანვე არსებობდნენ მხოლოდ ბავშვის მოთხოვნილებების და სურვილების დაკმაყოფილების მიზნით.
მიუხედავად ამისა, არსებულ პრიმიტიულ ამბივალენტობასა და დაცვით მანიპულირებასთან ერთად, რომელიც წარმოიქმნება სამყაროში ინტროექციის, პროექციის და უარყოფის გზით, ფუნქციურ-სელექციური იდენტიფიკაციის პროცესები იწყებენ ბავშვის საკუთარი მე-ს სტრუქტურის ჩამოყალიბებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს საკუთარი მე-სა და ობიექტის კონსტატურობის დადგენას. როგორც მეორე თავში აღინიშნა, ობიექტის ფუნქციების მქონე სელექციური იდენტიფიკაციები სულ უფრო მეტად მისცემენ შესაძლებლობას განვითარებად პიროვნებას იოლად გავიდეს მომსახურების გარეშე და თავად მოემსახუროს საკუთარ თავს, რასაც მანამდე მისთვის და მის მაგივრად აკეთებდა ობიექტი. ამდენად, სტრუქტურის შემქმნელ, ფუნქციურ- სპეციფიკურ იდენტიფიკაციაში ბავშვი უარს ამბობს დედაზე, როგორც განსაკუთრებული ზრუნვის წყაროზე და ანაცვლებს მას თავისი ახალი ფუნქციით. შემდეგ, როგორც ამ ფუნქციის შემსრულებელი, ბავშვი ამ კონკრეტულ საკითხში ობიექტისგან დამოუკიდებლობას იძენს.
იმისდა მიხედვით, თუ როგორ იღებს ბავშვის საკუთარი მე თავის თავზე დედის ფუნქციურ მომსახურებას, სათანადო საჭიროების გამოღვიძება უკვე აღარ იგრძნობა, როგორც დედისადმი ამ მომსახურების უზრუნველყოფის მოთხოვნა, მის ნაცვლად ის ახდენს ბავშვის არცთუ დიდი ხნის წინ ინტერნალიზებული საკუთარი ფუნქციის მობილიზებას, რაც იწვევს ფრუსტრაცია-აგრესიის თავიდან აცილებას, და დედის რეპრეზენტაციის გათავისუფლებას პრიმიტიული ამბივალენტურობიდან ამ კონკრეტულ მიმართებაში.
მეორე თავში აღწერილია, თუ როგორ იწვევს ფუნქციურ-სელექციური იდენტიფიკაცია არა მხოლოდ საკუთარი მე-ს ახალი ფუნქციის შექმნას, არამედ იმავდროულად ობიექტის სახის გარდაქმნას აბსტრაქტულ და ინფორმაციულ ობიექტად, რომელშიც წარმოებს იდენტიფიკაცია. აქედან გამომდინარე, ინტროექტისგან განსხვავებით, ბავშვის გონებაში იწყება ობიექტის სახის გარდაქმნა კონტროლირებადში მისი შეხედულების მიხედვით. ობიექტის შესახებ დაგროვებული ინფორმაციის ინტეგრირება გარკვეული დროის განმავლობაში უნდა მოხდეს, რათა მიღწეულ იქნას ობიექტის ინდივიდუალური სახის იმიჯის წარმოქმნის დონე და ამით შეიქმნას საკუთარი მე-სა და ობიექტის კონსტანტობა.
სანამ ეს ინტეგრაცია დაწესდება და შეიქმნება ინდივიდუალური ობიექტი, ობიექტის მიმართ დამოკიდებულება შეიძლება იყოს მხოლოდ ექსპლოატაციური, არ გამოხატავდეს მადლიერებას. არც ცნობისმოყვარეობა და არც ადამიანისკენ სწრაფვა არ შეიძლება იყოს განცდილი ამასთან დაკავშირებით. ვინაიდან ობიექტი ჯერ კიდევ წარმოადგენს ბავშვის პიროვნების სასიცოცხლო ნაწილს, ის ვერ იქნება შეჩერებული რაიმე პროცესების ამოქმედებით, მაგალითად, როგორიცაა გლოვა. აუცილებელი გარე მომსახურება, რომელიც იქნა დაკარგული, შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ ახალი საზრუნავით ან სახეცვლილი ფუნქციური იდენტიფიკაციით. მხოლოდ პიროვნება შეიძლება იყოს მწუხარების ობიექტი, და არა ფუნქცია (Tahka, 1979).
იდენტურობას მე უფრო ვხედავ, როგორც ინტერნაციონალიზაციის შედეგს, და არა როგორც ინტერნალიზაციის პროცესს. (Kernberg, 1966). იდენტურობა წარმოადგენს რადიკალურად ახალ, რეპრეზენტაციულ ინტეგრაციაზე დაფუძნებული საკუთარი მე-ს განცდის ახალ დონეს, რომელიც შესაძლებელი ხდება ინფორმაციის საკმარისი რაოდენობის დაგროვების წყალობით ფუნქციურ-სელექციური იდენტიფიკაციის გზით. საკუთარი მე-ს და ობიექტის კონსტატობის ზღვარის გადალახვა მოასწავებს მნიშვნელოვან ცვლილებებს ბავშვის შესაძლებლობაში განიცადოს საკუთარი თავი და თავისი ობიექტები, აგრეთვე დამოუკიდებლად გაუმკლავდეს ობიექტების არარსებობას. საკუთარი მე-ს და ობიექტის, როგორც აბსტრაქტულ არსებათა ინდივიდუალური სახეების, ინტეგრაცია იძლევა წარმოდგენათა სრული ემოციური კატექსის განხორციელების საშუალებას ობიექტთან დაკავშირებით, როგორც მის შინაარსობრივ წარმოდგენაზე, რომლის გახსენება ახლა თავისუფლად შეიძლება, შეიძლება მასზე ფიქრი, ფანტაზირება, მისკენ სწრაფვა სუბიექტის მიერ წამოჭრილ პირობებზე.
ობიექტთა დამოკიდებულება, რომელიც აყვანილია ინდივიდთა შორის ურთიერთკავშირის დონემდე, ობიექტის პირადი შინაგანი სამყაროს აღმოჩენამდე და გაცნობამდე, შესაძლებელს ხდის ობიექტის, როგორც უნიკალური ადამიანის არსების, სიყვარულს და იდეალიზაციას. როგორც უკვე აღინიშნა მეორე და მესამე თავებში, სხვა პიროვნების ინდივიდუალიზაცია, როგორც სიყვარულისა და აღფრთოვანების ობიექტისა, გამოიწვევს მოტივირებას და შესაძლებელს გახდის ბავშვში ისეთი უნარების ჩამოყალიბებას, როგორიცაა ემპათია, ზრუნვა და მადლიერება, ასევე ეჭვიანობა, მეტოქეობა და ინდივიდუალური ობიექტის მიმართ სიძულვილი. იდენტიფიკაციის ახალი ფორმები, განსაკუთრებით შეფასებით-სელექციური და ინფორმაციული ხასიათისა, წარმოიქმნება და გააგრძელებს ობიექტის ინდივიდუალურ იდენტურობასა და განცდების გაუმჯობესებას.
მაშინაც კი, თუ, ობიექტის არარსებობის მიუხედავად, ინდივიდუალიზირებულმა ბავშვმა შეძლო თავის გართმევა ფსიქიკური განვითარებისთვის მეორად პროცესუალურ დონეზე, ეს მხოლოდ იმ გარემოებაზე გავრცელდება, რომლშის შესახებაც ბავშვმა იცის, რომ ცენტრალური ლიბიდალური ობიექტი არსებობს გარე სამყაროში. სანამ ობიექტი საჭიროა, როგორც განვითარებისთვის აუცილებელი, ჩამოყალიბების ეტაპზე მყოფ პიროვნებას ჯერ კიდევ არ გააჩნია ცენტრალური ლიბიდალური ობიექტის დაკარგვით გამოწვეული (Wollfenstein, 1966) შინაგანი თავშეკავების მექანიზმები, ანუ მექანიზმები, რომლებიც იძლევიან წარსულიდან დანაკარგის მიღების და არსებული ობიექტის ტრანსფორმირების საშუალებას ობიექტში.
როგორც ზოგიერთი ფსიქოანალიტიკოსი ავტორი (Loewald, 1962; Wolfenstein, 1969) აღნიშნავს, მზარდ ინდივიდუალობას, როგორც ჩანს, უკვე შესწევს უნარი საქმე ჰქონდეს ცენტრალური ობიექტის დაკარგვასთან მის მოზარდობის პერიოდში მიმდინარე ბავშვობის ობიექტებისგან შედარებითი დაშორების გზით, როდესაც ინდივიდს ჩვეულებრივ შემცირებული აქვს არსებითი მოთხოვნილებები მის განვითარებასთან დაკავშირებულ ობიექტებში.
ინტერნალიზაციის ფორმებად, რომლებიც ტრადიციულად ითვლება უფრო მნიშვნელოვნად, როგორც პიროვნების განვითარებისთვის, ასევე ობიექტის დაკარგვის სიტუაციაში, მიჩნეულია ინტროექცია და იდენტიფიკაცია. მიუხედავად ამისა, მე შევთავაზებდი ინტერნალიზაციის ამ აღიარებულ ფორმებს დაემატოს შინაგანი პროცესი, რომლის ცენტრალური პოზიცია ობიექტის დაკარგვასთან დაკავშირებით კარგად არის ცნობილი, მაგრამ მისი, როგორც ინტერნალიზაციის ევოლუციურად უფრო მაღალი ფორმის მნიშვნელობა, არ არის საკმარისად აღიარებული და, შესაბამისად, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არ განიხილება, როგორც ასეთი. მე ვგულისხმობ იმ ფსიქიკურ პროცესს, რომლის მეშვეობითაც ობიექტი, რომელიც ადრე აღქმული იყო როგორც გარე სამყაროში არსებული, რჩება ობიექტის მოგონებად. ამ პროცესში იცვლება ობიექტის შესახებ წარმოდგენიის ხასიათ, ვინაიდან ობიექტი, რომელიც მიეკუთვნება დღევანდელობას და გარე სამყაროს, იცვლება სხვაზე, რომელიც ეკუთვნის წარსულს და მოგონებების სფეროს.
ეს პროცესი არ არის შინაგანი ობიექტის შექმნის თანაბარმნიშვნელოვანი, რომელიც აღიქმება, როგორც დამოუკიდებელი, ავტონომიური არსებობის მქონე, ისევე როგორც ინტროექციის შემთხვევაში. არ ნიშნავს ის ობიექტის თვისებების მიკუთვნებას საკუთარი მე-ს წარმოდგენაში იდენტიფიკაციის ფორმით. ამის ნაცვლად ეს პროცესი წარმოადგენს ინტერნალიზაციის სრულიად განსხვავებულ ფორმას: დაკარგული ობიექტის შესახებ წარმოდგენის შექმნას და მის ინტეგრაციას მოგონებაში მის შესახებ, თითქოს ის იყო განდცდილი სიცოცხლის გარკვეული პერიოდის განმავლობაში. როგორც კი შეიქმნა მოგონება ობიექტის შესახებ, მისი შემდგომი აღდგენა მეხსიერებაში და ცნობიერებიდან დაბრუნება უცვლელად არის განცდილი როგორც საკუთარი მე-ს საქმიანობა, რომელიც ხორციელდება სუბიექტის მხოლოდ პირადი შეხედულების შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მოგონება განცდილია, როგორც ობიექტის შესახებ სრულიად დიფერენცირებული წარმოდგენა, არ არის ნაგულისხმები არანაირი ილუზია, რომელსაც აქვს კავშირი მის ცალკე და ავტონომიურ არსებობასთან. სურვილების შესრულების სხვადასხვა ფუნქციის მქონე ფანტაზიის ობიექტებთან შედარებით, მოგონება ობიექტის შესახებ მოიცავს ცოდნას იმისა, რომ მისგან არაფერია მოსალოდნელი და, შესაბამისად, მის სრულფასოვან დასრულებულ ფორმაში მას აქვს შანსი გახდეს ყველაზე რეალური ობიექტის შესახებ არსებულ ყველა წარმოდგენიდან.
მოგვიანებით მე ისევ დავუბრუნდები ინტერნაციონალიზაციის ამ ფორმას, რომელსაც მე სხვა უკეთესი ტერმინის არარსებობის გამო, ვუწოდე მოგონების შექმნა. ეს ტერმინი შემოთავაზებულია ინტერნალიზაციის მესამე ძირითადი ფორმის წარმოსადგენად ობიექტის დაკარგვასთან დაკავშირებით მოქცევის საშუალებების ევოლუციურ თანმიმდევრობაში.
ამდენად ინტროექცია, იდენტიფიკაცია და მოგონების ფორმირება, როგორც ჩანს, წარმოადგენს ინდივიდის მიერ წინააღმდეგობის გაწევის ძირითად გზებს ობიექტის დაკარგვის და ამ დანაკარგთან შეგუების გამო ინდივიდუალური განვითარების სხვადასხვა ეტაპების და ობიექტთან ურთიერთკავშირის მანძილზე. ინტროექცია ქმნის ობიექტის არსებობის ილუზიას, როდესაც ის ჯერ კიდევ წარმოადგენს აუცილებელ წინაპირობას ბავშვის სუბიექტური ფსიქოლოგიური არსებობისთვის. თავის მხრივ, იდენტიფიკაცია ობიექტის ასპექტებს ცვლის საკუთარი მე-ს სტრუქტურებით, და ამის შესაძლებელი ხდება ინდივიდუალური ინფორმაციული წარმოდგენის შექმნა ობიექტის შესახებ, რომელიც შეიძლება თავისუფლად იქნას გამოყენებული ფანტაზიაში. ამ შემთხვევაში ობიექტის არარსებობა შეიძლება იყოს აქტიურად მართვადი და გადატანილი. და ბოლოს, მოგონებების ჩამოყალიბება შესაძლებელი ხდება, როდესაც დაკარგული ობიექტები აღარ წარმოადგენენ განვითარებასთან დაკავშირებულ მთავარ ობიექტებს და მათი დაკარგვა, შესაბამისად, უფრო ასატანი ხდება. მათ შესახებ წარმოდგენა შეიძლება უკვე შენარჩუნებული იქნას, როგორც ობიექტებზე წარსულიდან.
ამდენად, ინტერნალიზაციის სამი ფორმა, როგორც ჩანს, წარმოადგენს ემპირიულ არარსებობასთან და საბოლოოდ გარე ობიექტის სახის დაკარგვასთან დაკავშირებული მართვის საშუალებების თანმიდმევრობას. იმ დროს, როდესაც დასაწყისში ობიექტის დაკარგვა ნიშნავს საკუთარი მე-ს ემპირიულ სიკვდილს, განვითარებადი პროცესები (მწუხარების მუშაობა) და ინტერნაციონალიზაციის შედეგები თანდათანობით შესაძლებელს ხდიან საკუთარი მე-სთვის დანაკარგის დაშვებას, მის დაძლევას და საკუთარ გადარჩენას.

Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised