вторник, 25 июня 2019 г.

გავლენის და მოტყუების ფსიქოლოგია. ინსტრუქცია მანიპულატორისთვის სვეტლანა კუზინა

სვეტლანა კუზინა
           გავლენის და მოტყუების ფსიქოლოგია.  ინსტრუქცია მანიპულატორისთვის

ვის შეიძლება „გაუბრტყელონ ტუჩი“
– ადამიანის ხასიათის და ბედის განსაზღვრისას  ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნიშნად ჩინელი ფიზიონომისტები პირს მიიჩნევენ, - აღნიშნავს პროფესორი ტიმოტი ვანი. - სხეული იღებს ჰაერს და საჭმელს პირით. ორივე აუცილებელია სიცოცხლის შესანარჩუნებლად. გარდა ამისა, პირი მეტყველების აპარატია, რომლის დახმარებითაც ჩვენ გამოვხატავთ აზრებს და ხასიათის თავისებურებებს. და ბოლოს, პირის ზომა და ფორმა გვეხმარება ადამიანის შინაგანი ენერგიის განსაზღვრაში: რამდენად ძლიერია იგი სულიერად და შეუძლია თუ არა გადარჩეს „ყველას ჯინაზე“ და გახდეს გამარჯვებული?

იდეალის ნიშანი
იდეალურია ტუჩები, როდესაც ზედა და ქვედა ბაგე ზომით ერთნაირია, მაგრამ არც ძალიან სქელი და არა ძალიან თხელი. ფერი ერთნაირი, ღია წითელი. მამაკაცებს უნდა ჰქონდეს მკვრივი, ქალებს - რბილი. თუ ასეთი პირი გაქვთ, ე.ი. თქვენ ხართ მოსიყვარულე, გულუხვი, პატიოსანი, გაბედული ადამიანი. ორმოცი წლის შემდეგ თქვენ დიდ წარმატებას მიაღწევთ, რომელიც ორმოცდაათი წლის შემდეგ ფურორს გამოიწვევს.
სრულყოფილი ტუჩები ოქსანა ფიოდოროვას აქვს

შეუპოვრობის ნიშანი
„ახალი მთვარის მსგავსი პირი“ - ასე უწოდებენ ტუჩებს, რომელიც ახალი მთვარის სილუეტს ჰგავს. პირის კუთხეები მუდმივად მაღლა აწეულია, თითქოს იღიმება. ეს ლოგიკური აზროვნების მქონე ადამიანია, რომელსაც შეუძლია დიდი დამაჯერებლობით დაასაბუთოს თავისი თვალსაზრისი. მას განვითარებული აქვს ღრმად კონცენტრირების და უკიდურესი შეუპოვრობის გამოვლენის უნარი. ასეთი პირის მფლობელი უაღრესად ნიჭიერი პიროვნებაა შემოქმედებითი თვალსაზრისით.
ანდრეი კურპატოვს ტუჩები ახალ მთვარეს მიუგავს.

„მკაცრი ხასიათის“ ნიშანი
თხელი ვიწრო ტუჩები მეტყველებენ ემოციურ სიცივეზე, მეტისმეტ სიფაქიზეზე, ყაირათიანობაზე. ასეთ ადამიანებს მკაცრი ხასიათი აქვთ. მაგრამ, როგორც წესი, ისინი საზოგადოების გამოჩენილი წევრები ხდებიან თავისი უჩვეულო ენერგიის და შეუზღუდავი ენთუზიაზმის წყალობით. გარდა ამისა, ისინი საზრიანები და გამჭრიახები არიან. თუ ასეთი ადამიანის ნდობას მოიპოვებთ, შეგიძლიათ მას ყველაფერში ენდოთ. ზოგჯერ ასეთი ადამიანის გაწონასწორებულობის ქვეშ ღრმა სულიერი განცდებია დამალული.
თხელი და ვიწრო ტუჩები კლინტ ისტვუდს აქვს.

ქალურობის ნიშანი
ბანტივით ტუჩები ყველაზე ქალურია. ისინი მომხიბლაობის, კეკლუცობის, მგრძნობელობის და ამავე დროს არაგულწრფელობის  და სიცრუის გამომხატველია. მამაკაცებში პატივმოყვარეობის და ფუქსავატობის ნიშანია. ისინი იმ ადამიანებს მიეკუთვნებიან, ვისაც ყოველთვის ყურადღების ცენტრში ყოფნა სურთ. მაგრამ, როგორც წესი, ისინი ძალიან კეთილი, აქტიურები არიან. მათ ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა შეუძლიათ.
ბანტივით ტუჩები მერილინ მონროს აქვს.

ოპტიმისტის ნიშანი
დიდი და მსხვილი, თითქოს წინ წამოწეული ტუჩები  მომატებული მგრძნობელობის და გულკეთილობის ნიშანია. ასეთი ადამიანი კარგად მართავს თავის გრძნობებს და ემოციებს, მისთვის წონასწორობის დაკარგვინება  ძნელია. მას შეუძლია ღირსეული პასუხი გასცეს შეურაცხმყოფელს და ამავე დროს სიმშვიდე შეინარჩუნოს. მგრძნობიარე და ოპტიმისტურია. წუხილის დროს მეგობრები ხშირად მიმართავენ მხარდაჭერისა და დახმარებისთვის. უყვარს ურთიერთობა, სწრაფად იძენს მეგობრებს.
მსხვილი ტუჩები აქვს ვალერი შუმაკოვს (რუსეთის სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს).

დიდი ბუნების მქონე ადამიანის ნიშანი
პირი, როდესაც ტუჩების ერთი კუთხე ჩამოწეულია, ხოლო მეორე აწეული, კარგ ორატორებს აქვთ. ცხოვრებაში ისინი ნებისმიერი საზოგადოების სულსა და გულს წარმოადგენენ. ასეთ ადამიანებს გარკვეულწილად ახასიათებს გაზვიადების მიდრეკილება, მაგრამ უფრო ხშირად მხოლოდ თეატრალური ეფექტის შესაქმნელად. როდესაც ასეთ ადამიანთან გაქვთ საქმე,  მნიშვნელოვანია გახსოვდეთ მისი მგრძნობიარობის და გონებამახვილობის შესახებ, რომელსაც ის ხშირად იყენებს იმისთვის, რომ გაემიჯნოს სხვებს და თავი დაიცვას. მას ბედი სწყალობს ფულში, მაგრამ უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე  შეუძლია უფლება მისცეს თავის თავს.
ასეთი პირი აქვს ბელა ახმადულინას.

პატივმოყვარეობის ნიშანი
წინ გამოწეული ზედა ან ქვედა ტუჩი და ოდნავ შეშუპებული -  კომპრომისისთვის მზადყოფნის და გაუბედაობის მტკიცებულებაა. თუმცა, როდესაც რისკზე წასვლაა საჭირო, ასეთ ადამიანს შეუძლია ნებისმიერი გადამწყვეტი ქმედებების ჩადენა, ის პრობლემისკენ მიისწრაფის და წარმატებით წყვეტს მას. შეუძლია აპატიოს მას, ვინც ტკივილი მიაყენა. თუმცა პატივმოყვარეა. ასეთ ადამიანებს დაუოკებელი ლიბიდო აქვს, რომელსაც ისინი სხვებს უმალავენ. ასაკთან ერთად, მათ ხშირად აქვთ ქორწინებაგარეშე კავშირები.
ნელი უვაროვას ქვედა ტუჩი აქვს წინ გამოწეული.

ნიშანი ადამიანისა, რომელიც საზოგადოებაში წარმატებით სარგებლობს
დიდი პირი წითელი პრიალა ტუჩებით ახასიათებს ძალაუფლების მოყვარულ, წარმატებულ ადამიანებს. ასეთი ადამიანი პოპულარობისკენ მიისწრაფის, მაგრამ უფრთხილდება ოჯახურ კავშირებს. ამავდროულად, მას არ აქვს ნათელი მიზანი ცხოვრებაში და იშვიათად მიჰყავს ბოლომდე ფართომასშტაბიანი გეგმები. მას ბასრი ენა აქვს და სარკასტულია. ცხოვრებაში იღებს ყველა სიამოვნებას, რაც კი შესაძლებელია, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ოდნავ  ხარბი იყოს.
დიდი პირი აქვს მაქსიმ გალკინს

სიფრთხილის ნიშანი
პატარა პირი, როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში, მიუთითებს სუსტ ხასიათსა და საკუთარ ძალებში ეჭვის შეტანაზე. ისინი მუდმივად ეძებენ სხვების მოწონებას. ოდნავ ეჭვიანია. ამიტომ სიფრთხილე, განსაკუთრებით ფინანსურ საკითხებში, ამ ტიპის ადამიანების თანდაყოლილი დევიზია. ხშირად მათ არ უმართლებს პირად ცხოვრებაში. მაგრამ ისინი საოცრად პატიოსანი არიან და სხვებისგანაც იგივეს ითხოვენ.
პატარა პირი აქვს ელენა სოლოვეის.

ტესტი
შეაფასეთ თქვენი შეყვარებულის ტემპერამენტი
ტესტი შეადგინა ცნობილმა პარიზელმა მკვლევარმა მიშელ რენომ, რომელმაც რამდენიმე ათასი ადამიანის ტუჩები შეისწავლა.
წაისვით ტუჩებზე პომადა და მიადეთ თეთრ ქაღალდს. ახლა კი შეადარეთ ანაბეჭდი ქვემოთ წარმოდგენილ ნიმუშებს.
ეს საშუალებას მოგცემთ თქვენ და თქვენს რჩეულს გაიგოთ, რას გრძნობთ ერთმანეთის მიმართ.
სწორი წრის ფორმის პირი: პატრნიორი იმსახურებს სრულ ნდობას
დეფორმირებული წრის ფორმის პირი: თქვენით გატაცება სერიოზული არ არის
ნახევარწრის ფორმის პირი: პარტნიორი გულწრფელია, მაგრამ ურთიერთობების გაგრძელების გარანტია არ არის
დეფორმირებული ნახევარწრის ფორმის პირი: გაცხარებულ გულზე მიცებული დაპირებაც კი შესრულდება
სწორი ჰორიზონტალური ხაზის მქონე პირი: დიდი და კეთილი გულის მქონე პარტნიორი
გარღვეული კარეს ფორმის პირი: პარტნიორს სადომაზოხიზმის მიდრეკილება აქვს
დეფორმირებული ვერტიკალური ხაზის მქონე პირი: პარტნიორი ძალიან მშიშარაა
სწორი ზიგზაგის ფორმის პირის ხაზი: პარტნიორს სძულხართ
სწორი წრის ფორმის პირი: პარტნიორი იმსახურებს სრულ ნდობას
დეფორმირებული წრის ფორმის პირი: მიზიდულობა თქვენთვის უმნიშვნელოა
ნახევარწრის ფორმის პირი: პარტნიორი გულწრფელია, მაგრამ არ არსებობს გარანტია, რომ ურთიერთობა გაგრძელდება
დეფორმირებული ნახევაწრის ფორმის პირი: გაცხარებულ გულზე მიცემული პირობებიც კი შესრულდება
ჰორიზონტალური ხაზის მქონე: დიდი გულის მქონე პარტნიორი
გარღვეული კარეს ფორმის პირი: პარტნიორი სადომაზოხისმისკენ არის მიდრეკილი
პირი დეფორმირებული ვერტიკალური ხაზით: ძალიან მშიშარა  პარტნიორი
სწორი ზიგზაგის ფორმის პირის ხაზი: პარტნიორი, რომელსაც სძულხართ.

პორტრეტული ექსპერტიზის საიდუმლოება
სტალინის „შვილიშვილები“ ცხვირმა გასცა, ნიკოლოზ II- ის „ქალიშვილები“ - კეფამ
ფიზიოგნომიკა არც გასართობია და არც ფსევდომეცნიერება. ამ ფაქტს ადასტურებს გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდაში“ 2009 წლის 3 ივლისს გამოქვეყნებული ჩემი ინტერვიუ მოსკოვის სახელმწიფო იურიდიული აკადემიის სასამართლო ექსპერტიზის კათედრის პროფესორთან, რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროსთან არსებული რუსეთის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ცენტრის მთავარ ექსპერტთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტური ცენტრის წამყვან მეცნიერულ თანამშრომელთან, რუსეთის ფედერაციის დამსახურებულ იურისტთან, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორთან ალექსანდრ ზინინთან. პორტრეტული იდენტიფიკაციის სფეროში სამეცნიერო კვლევებს 1963 წლიდან აწარმოებს. პორტრეტული ექსპერტიზის შესახებ მან შემდეგი გვაცნობა.

ყალბი მეფე
ალექსანდრ ზინინი ვნახე გადაცემაში „მთავარი გმირი“ ნტვ-ზე. მან ოსტატურად ამხილა სტალინის ორი „შთამომავალი“. ხანში შესული მამაკაცები ცდილობდნენ დაერწმუნებინათ საზოგადოება, რომ ისინი მისი უკანონო შვილიშვილები იყვნენ. თითქოს ბელადს მათი მამები შეეძინა ციმბირში გადასახლების დროს. „შვილიშვილები“ ისე დამაჯერებლად საუბრობდნენ, რომ ინგლისელი ჟურნალისტის წიგნის გმირები გახდნენ, რომელმაც დაიჯერა მათი.
გამოძიებაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს ექსპერტი ზინინი. მან შეადარა „შვილიშვილების“ სახეები და სტალინის, მისი ცოლის, ნადეჟდა ალილუევას, და მისი შვილების - ვასილის, სვეტლანას, იაკოვის  პორტრეტები და შემდეგ დასკვნამდე მივიდა:
- სტალინის ყალბ შვილიშვილებს არ გააჩნდათ კავკასიის ჯგუფის მოსახლეობის წარმომადგენელთათვის დამახასიათებელი ანთროპოლოგიური ნიშნები, რომელსაც ეკუთვნოდა ბელადი: სხვადასხვა ტიპის ცხვირი, თვალები ... ისინი სლავურმა გარეგნობამ გასცა.
- ხშირად გიხდებათ თვითმარქვიების მხილება? - ვკითხე ალექსანდრ მიხაილოვიჩს მოსკოვის სახელმწიფო იურიდიულ აკადემიაში გამართულ შეხვედრაზე.
„იშვიათად, მაგრამ არის შემთხვევები“, - მიპასუხა ზინინმა. - მაგალითად, საჭირო გახდა მეფე ნიკოლოზ II-ის ოჯახის წევრების პიროვნების იდენტიფიცირება.
„მაგრამ მათი ნეშტი ხომ იდენტიფიცირებულია?“ - ვკითხე გაკვირვებულმა.
- არიან ადამიანები, რომლებიც გამოჩენილი ადამიანების სახელებით სპეკულირებენ, - ამბობს ექსპერტი. - ლატვიელმა მკვლევარმა ანატოლი გრიანიკმა დაწერა წიგნი „ნიკოლოზ II-ის ანდერძი“. მასში ის ამტკიცებდა, რომ სამეფო ოჯახი არ დახვრიტეს 1918 წელს, ისინი გადაარჩინეს და მათ მაგივრად სხვა ადამიანები დახვრიტეს. რომანოვები კი ფარულად ცხოვრობდნენ სოხუმში სხვა გვარით. „ნიკოლოზ II-ის“ გარდაცვალების შემდეგ, რომელიც ატარებდა ბერეზკინის გვარს, გრიანიკი შეხვდა კაცს, რომელსაც რომანოვ-ბერეზკინმა თავად ანდო საიდუმლოება. წიგნში წარმოდგენილი იყო ოჯახის ფოტოები, ხოლო შედარებისთვის - სამეფო ოჯახის ფოტოები.
– გვანან?
– ერთი შეხედვით ვერ განსაზღვრავ. ხანდაზმულ მამაკაცებს ჰქონდათ წვერი, ხოლო ორ ქალს ასაკში მოკლედ შეჭრილი თმა. მაგრამ მე გამიმართლა! არქივებში შემოინახა ნიკოლოზის ქალიშვილების სურათები წითელას დაავადების შემდეგ. ასევე მოკლედ შეჭრილი თმით და პროფილში გადაღებული, ისევე, როგორც ეს ჰქონდათ თვითმარქვიებს. მე დავადგინე, რომ მათ ჰქონდათ თავის ქალის სხვადასხვა სტრუქტურა. თაღლითებს ჰქონდათ გაბრტყელებული კეფა, ხოლო „ორიგინალებს“ კვერცხის ფორმის.
როგორ ამტკიცებდა ალიონკა,რომ ის ალიონკაა
– ალექსანდრ მიხაილოვიჩ, არცთუ დიდი ხნის წინ დასრულდა სასამართლო პროცესი  საკონდიტრო ფაბრიკის „წითელი ოქტომბრის“ დავის გამო საავტორო უფლებებთან დაკავშირებით შოკოლადის „ალიონკას“ შესახვევი ქაღალდის გაფორმების შესახებ. მასზე ფუმფულა ლოყებიანი გოგონას გამოსახულებაა თავსაფრით. ამ გოგონას სახელია ელენა გერინასი. 1962 წელს მას მამამ სურათი გადაუღო, როდესაც ის რვა თვის იყო. ეს ყველაფერი დადასტურებულია. თითქმის ორმოცი წლის შემდეგ მან გადაწყვიტა, მოეთხოვა ფაბრიკისგან მისი სახის ტირაჟირებისთვის, რომელიც ნამდვილი ბრენდი გახდა, 5 მილიონი რუბლი (დაახლოებით 200 ათასი დოლარი). მაგრამ სასამართლო წააგო. რატომ?
– ასეთ შემთხვევები იშვიათი არ არის ჩვენს უსირცხვილო დროში, - ხელები გაშალა პროფესორმა ზინინმა. - აქ საქმე გვაქვს სამოქალაქო-სამართლებრივ კაზუისტიკასთან. რუსეთში გამოსახულების მწარმოებლის საავტორო უფლებებია დაცული და არა პიროვნებისა, რომლის სახეც წარმოდგენილია გამოსახულებაზე. რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო კოდექსში არ არის მკაფიოდ გაწერილი უფლება საკუთარ სახეზე, როგორ და რა ფორმითაც არ უნდა იყოს ის გამოსახული. ამიტომ „ალიონკაზე“ სასამართლო პროცესი ალიონკამ წააგო. ფაბრიკის მხატვარმა მხოლოდ რეტუშირება გაუკეთა გოგონას ფოტოსურათს, და მან სრულიად სხვა სახე მიიღო.
იმავე მიზეზით ცნობილი მსახიობის მიხეილ ჟაროვის ქალიშვილმა ვერ შეძლო ზარალის ანაზღაურება ოცამდე მილიონი რუბლის (დაახლოებით 900 ათასი დოლარის) ოდენობით. ჟაროვის პორტრეტი მოათავსეს სოროკინის წიგნის „ცისფერი ქონის“ ყდაზე. გამომცემლობის მხატვარმა შეძლო თავისი უფლებების დაცვა, რადგანაც მან ჟაროვს თვალები ცისფრად შეუღება, შეუცვალა წარბების სიგანე და გაუზარდა ტუჩის კონტური.
ყურები არ ბერდება
- ზოგადად, სახის აღწერის რამდენი ნიშანი არსებობს?
- ასზე მეტი. მაგალითად, პირი. სიგრძის მიხედვით მხოლოდ სამი ფორმა არსებობს - დიდი, საშუალო, პატარა. მაგრამ პირის აღწერა შეიძლება მისი კუთხეების განლაგებით, პირის კიდეების კონტურის მიხედვით, ზედა და ქვედა ტუჩების თანაფარდობით, მათი პროფილის მიხედვით. როგორც კი ვიწყებთ დანაწევრებას, იზრდება ნიშნების რიცხვი.
- რა რჩება ადამიანის სახეში უცვლელი ცხოვრების მანძილზე?
- ყურები და თვალის ღრუ. მაგრამ მოხუცებულობის დროს თვალების ფერი უფრო ღია ხდება.
– რა ასაკში იწყება ცვლილებები გარეგნობაში?
– 13-15 წლის ასაკში იზრდება ქვედა ყბა და ცხვირი. ოცდახუთი წლის ასაკში ყალიბდება ადამიანის სახის ძირითადი თვისებები, რომლებიც დამახასიათებელია მისთვის მოხუცებულობამდე. ორმოცდახუთი წლის ასაკში ბევრი მამაკაცი აქტიურად იწყებს გამელოტებას. ნაოჭები და ნაკეცები სახეზე უფრო გრძელი და ღრმა ხდება. განსაკუთრებით პირის ღრუს არეში. სამოცი წლის ასაკისთვის ტუჩების სისქე თითქმის ნახევრად მცირდება. ბავშვობაში მრგვალი ნიკაპი შეიძლება გახდეს კუთხოვანი და წინ წამოწეული. მაგრამ მოხუცებულობასთან დაკავშირებული ცვლილებები ყველაზე არ ვრცელდება. ეს ანთროპოლოგიურ კუთვნილებაზეა დამოკიდებული (მაგალითად, ხანდაზმულობა უფრო მეტად ეტყობა უზბეკებს, ვიდრე უკრაინელებს), კვების პირობებზე და გარემოზე. მე მახსოვს ერთი ადამიანის ფოტოსურათი, რომელიც იმყოფებოდა პატიმრობის ადგილებში. მან დაკარგა კბილები, თმა, წონა, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ დაიბრუნა თავისი გარეგნული იერსახე. მე ვიცნობ ბევრ ადამიანს, რომელმაც 70 წლის ასაკს მიაღწია, მაგრამ გამოიყურება, როგორც ორმოცდაათი წლისა.
- როგორ შეიძლება აიხსნას ლენინის და სტალინის ორეულების მსგავსება?
- მათი მსგავსება აიხსნება რასობრივი, ანთროპოლოგიური ტიპით, სახის პროპორციით და გარეგნული დიზაინით - ტანსაცმლით, პარიკით. თუ მათ ტანსაცმელს გახდით და მოაცილებთ გრიმს, მსგავსება გაქრება.

ლომბროზოს შეცდომა
– სახის ნაკვთების მიხედვით შეიძლება ადამიანის ხასიათის განსაზღვრა, როგორც ამას ფიზიონომისტები ახერხებენ?
- ამ მეცნიერების მიმართ ფრთხილი დამოკიდებულება მაქვს. არსებობს, რა თქმა უნდა, გარკვეული კანონზომიერება. მაგალითად, პესიმისტი გამოირჩევა ნაღვლიანი სახით, ცხვირის და ტუჩების ჩამოშვებული ნაკეცებით. ღვარძლიან ადამიანს აქვს პირქუში სახე და სახის მოყვითალო ფერი. მაგრამ ასეთი სახე მხოლოდ ღვიძლის დაავადების გამო აქვს და მის ხასიათთან არ არის დაკავშირებული. ფიზიოგნომიკას კი აქვს დაუსაბუთებელი პროგნოზების პრეტენზია და ეფუძნება მხოლოდ სახის გამომეტყველებას. მაგალითად, თუ ადამიანს არწივის ცხვირი აქვს, ის ვითომდა ოცდათხუთმეტი წლის ასაკში უნდა დაქორწინდეს, და ორმოცი წლის ასაკში გახდეს მაღალი თანამდებობის მქონე პირი.
- ცნობილი იტალიელი კრიმინალისტი ჩეზარე ლომბროზო ამბობდა, რომ დამნაშავეს აუცილებლად წინ წამოწეული ქვედა ყბა და დაბლა ჩამოწეული შუბლი აქვს. ეს ასეა?
- რამდენიმე წლის განმავლობაში მე ვმუშაობდი სისხლის სამართლის საგამოძიებო დეპარტამენტში, როგორც გამომძიებელი ოფიცერი. ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ შევხვდი ადამიანს, რომელთანაც უნდა გამოგეჩინა სიფრთხილე. ყველა სხვა შემთხვევაში, ბოროტმოქმედები გამოიყურებიან, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები. ავიღოთ, მაგალითად, თაღლითები. რატომ სჩადიან ისინი დანაშაულს? იმის გამო, რომ მათ სანდომიანი გარეგნობა აქვთ. ერთხელ მონაწილეობა მივიღე დნეპროპეტროვსკში ერთი მოძალადის პიროვნების დადგენაში. იგი ეცნობოდა გოგონებს, მიჰყავდა ისინი მყუდრო ადგილას და აუპატიურებდა მათ. ის იყო ძალიან სიმპათიური, ღია, სასიამოვნო ბიჭი. სახე ჰქონდა სტანდარტული. ასეთ ადამიანებს „მოწინავე კომკავშირელს“ უწოდებდნენ. კვაზიმოდოს მსგავსი მახინჯი რომ ყოფილიყო, მის გაცნობას არავინ მოისურვებდა. ასე რომ, პრაქტიკამ აჩვენა ლომბროზოს თეორიის მცდარობა. და, შესაბამისად, ფიზიოგნომისტიკაც მიუღებელია.
1970-იან წლებში ერთი მკვლევარი შორეულ აღმოსავლეთში ატარებდა ეკიპაჟის წევრების ტესტირებას, რომელიც ხანგრძლივ რეისში მიდიოდა. თან, გართობის მიზნით, მან ყურადღება მიაქცია ზოგიერთი მეზღვაურის სახის აგებულების ელემენტებს და გარკვეული დამოკიდებულება გამოავლინა მათ მიმართ. მაგალითად, თუ ვინმეს აქვს პატარა ყურები, ის სანგვინიკია, ხოლო თუ ყურის ბიბილო რბილი აქვს, ფლეგმატიკია. ეს დაკვირვებები არ ყოფილა ღრმა და ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა, მაგრამ შეთავაზებული იყო მათი გათვალისწინება ეკიპაჟების დაკომპლექტებისას. გარდა ამისა, ამ შემთხვევითი დაკვირვების შედეგები კვლავ მოიხსენიება როგორც სამეცნიერო წყარო.
- როგორ მიგაჩნიათ, ბიომეტრიული სისტემების დანერგვით ხომ არ გაქრება ფოტოსურათი პასპორტიდან? ალბათ, საკმარისი იქნება თვალის ფოსოს ან თითის ანაბეჭდის სკანირება.
- ბიომეტრიული სისტემები საჭიროა კომპიუტერისთვის, ორი ელექტრონული გამოსახულების შესადარებლად. მაგრამ მანქანა შეიძლება შეცდეს. ექსპერტი კი - არა. დარწმუნებული ვარ, რომ ფოტოპორტრეტი არ გაქრება, რადგან ადამიანის სახე იმდენად რთული ობიექტია, რომ მისი შესწავლა უსასრულოდ შეიძლება.

რას მოგვიყვება თავის ქალა?
პროფესორი ალექსანდრე ზინინი სკეპტიკურად არის განწყობილი ფრენოლოგიის („Phren“ ბერძნულიდან ნიშნავს „სულს, „გონებას“, „lego“ – „ვსაუბრობ“), როგორც  ხელოვნების მიმართ, რომელსაც შეუძლია ამოიცნოს ადამიანის ხასიათი და შესაძლებლობები მისი თავის ქალის მიხედვით. თუმცა, ბევრი სპეციალისტი მას არ ეთანხმება, და პრაქტიკაში იყენებს ამ მეცნიერებას, რომელსაც ასევე „გონების კარტოგრაფიას“ უწოდებენ. ზოგადად, ეს მეცნიერება ორასზე მეტი წლისაა. ადამიანის შესახებ რომ შეიძლება ბევრი რამ ითქვას მისი თავის ქალაზე შეხების შედეგად, პირველმა განაცხადა ფრანც იოზეფ გალმა XVIII საუკუნეში. სწორედ მას მიიჩნევენ ფრენოლოგიის დამფუძნებლად. მისი აზრით, ყველაფერს - გონებას, სინაზეს, ტემპერამენტს და სიყვარულსაც კი ტვინის მკაცრად განსაზღვრული ნაწილები აკონტროლებენ. შესაბამისად, მათ ზრდას, რომელიც მეტყველებს ამ თვისების გამოხატულებაზე, თან ახლავს ამოზნექილობა თავის ქალის შესაბამის ადგილას. თუ სათანადო ადგილას ამოზნექილობა არ არის, ე.ი. ღმერთს ამ შესაძლებლობით ის არ დაუჯილდოვებია. გალმა და მისმა მოსწავლეებმა შექმნეს ტვინის ყველაზე დეტალური რუკები, სადაც მითითებულია ადამიანის მორალური და ინტელექტუალური თვისებების ლოკალიზაცია.
გალის მიმდევრებმა შექმნეს ძალიან მოსახერხებელი თეორია: შეეხე თავის ქალას - და ადამიანი პირდაპირი მნიშვნელობით შენს ხელისგულზეა წარმოდგენილი. მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის იტალიელი ფსიქიატრი ჩეზარე ლომბროზო, რომელიც მთელი ცხოვრება ციხეში ექიმად მუშაობდა, განავითარა გალის თეორია და გამოთქვა მოსაზრება, რომ თავის ქალის აგებულების მიხედვით შეიძლება გამოიკვეთოს ადამიანის დანაშაულებრივი მიდრეკილებები. უფრო მეტიც, ლომბროზომ აღიარა, რომ შესაძლებელია არა მხოლოდ ზოგადად დამნაშავე ადამიანის ტიპის დადგენა, არამედ თვისებების დადგენა გარკვეული კატეგორიებისთვის: ქურდების, მკვლელების, მოძალადეებისთვის. მაგალითად, ლომბროზო თავის წიგნში „დამნაშავე ადამიანი“ (1876) წერდა: „მკვლელები ძირითადად ბრაქიცეფალები არიან, ძლიერი ყბებით, გრძელი ყურებით და მინისებრი თვალებით, ქურდები არიან დოლიჰოცეფალები, პატარა თვალებით, თაღლითებს და მათ, ვინც ხანძარს აჩენს,  მრუდე ცხვირი აქვს ...“
თუმცა, გალისა და ლომბროზოს თეორიები დამაჯერებლად უარყვეს უკვე ХIХ საუკუნის ბოლოს, და ფრენოლოგია ფსევდომეცნიერების კატეგორიას მიაკუთვნეს. აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში ადამიანის ფსიქიკური თვისებები არ არის განსაზღვრული ტვინის ზედაპირული რელიეფით. გარდა ამისა, თავის ქალის ფორმა არ იმეორებს ტვინის ფორმას. ზოგადად, ძალიან მაცდუნებელი იქნებოდა დამნაშავეების იდენტიფიცირება, თუნდაც პოტენციურის, „ამობურცვით“ თავის ქალაზე. თუმცა, კრიმინალისტთა გამოცდილება გვიჩვენებს, რომ დანაშაულს სჩადიან ძალიან განსხვავებული გარეგნობის მქონე ადამიანები, ზოგჯერ კი საკმაოდ იმპოზანტურებიც. რის შესახებაც, ფაქტობრივად, გვაუწყა პროფესორმა ზინინმა.

ინტერვიუ კრანიოლოგთან  (თავის ქალის სპეციალისტთან)
„მე ნანახი მაქვს სამი თვალის ბუდის მქონე თავის ქალა“, - მაცნობა 1999 წლის 16 იანვარს რუსეთის დამსახურებულმა ექიმმა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის რესპუბლიკური ცენტრის პროფესორმა ვიქტორ ზვიაგინმა.
ვიქტორ ზვიაგინი მიხეილ გერასიმოვის ერთ-ერთი მოწაფეა, პირველი რეკონსტრუქტორი, რომელმაც  ნეშტის მიხედვით ხელახლა შექმნა იაროსლავ ბრძენის, ანდრეი ბოგოლიუბსკის,  „ამბავის იგორის ლაშქრობისა“ გმირის ბუი ტურ ვსევოვოლოდის, მეფეების ივანე მრისხანესა და ფიოდორ იოანოვიჩის გამოსახულებები. ზოგადად, კრანიოლოგები, არა მარტო რუსეთში, არამედ მთელ მსოფლიოში, თითებზე ჩამოსათვლელია.

ნამდვილად ჰიტლერის ძვლები დაწვეს?
– თავის ქალას შეუძლია „ამხილოს“ სქესი, ასაკი, დაავადებები, მაგრამ ამისათვის საჭიროა მისი გაზომვა არა შვიდჯერ, არამედ 40-ჯერ, - ამბობს პროფესორი. - მაგალითად, თუ მამაკაცს შუბლი ძალიან აქვს კეფისკენ გადახრილი, ეს ნიშნავს, რომ ნაადრევად მოხდა - არა ორი წლის ასაკში, არამედ სიცოცხლის პირველ თვეებში - მისი თავის ქალის შეხორცება და შეეხო შუბლის წილს. ამის გამო ჩნდება ისეთი სერიოზული პათოლოგიები, რომ ადამიანი შეიძლება დამნაშავედ აქციოს.  თუ თავის ქალა ტვინის მოცულობაზე უფრო მცირეა, მაშინ ადამიანს ეწყება თავის ძლიერი ტკივილი. ასეთი პათოლოგია მე აღმოვაჩინე ჰიტლერის თავის ქალის ფრაგმენტების შესწავლისას, რომელიც, როგორც მხოლოდ 1991 წელს გაირკვა, დაცული იყო რუსეთის საიდუმლო არქივში. თუ ეს მართლა ფიურერის ძვლები იყო ...
– ეჭვები დარჩა?
–  სმერშის თარჯიმანის ელენა რჟევსკაიას თქმით, ჰიტლერის, ევა ბრაუნისა და ნაგაზის დამწვარი ძვლები  რაიხსკანცელარიის ბაღში აღმოაჩინეს. სპეციალურმა კომისიამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ფაუსტ შკარავსკი, კბილის პროტეზების მიხედვით „ამოიცნო“ ჰიტლერი, რაც დაადასტურა ფიურერის პირადმა კბილის ტექნიკოსმა. მაგრამ ბევრი გაურკვევლობა იყო: ზოგი ექსპერტი მიიჩნევდა, რომ მოწმეებზე ზეწოლა მოხდა. ამიტომ, 1946 წელს ხელახალი ექსპერტიზა ჩატარდა. გათხრების შედეგად აღმოაჩინეს თავის ქალის ფრაგმენტები, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ინახებოდა სპეციალურ არქივებში. ამ ძვლების შედარება ჰიტლერის პირველ თავის ქალასთან ჯერჯერობით ვერ მოხერხდა: დიდი საიდუმლოებაა.  ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ იმ ადამიანის ნეშტი, რომლის, როგორც ჰიტლერის იდენტიფიცირება მოახდინა შკარავსკიმ, ბევრჯერ იქნა ხელახლა დაკრძალული გერმანიაში სამხედრო ნაწილების ტერიტორიაზე, ხოლო შემდეგ, ანდროპოვის ბრძანებით, 70-იან წლებში დაწვეს და ფერფლი გაფანტეს ...
– მაშინ როგორ შეიძლება ჭეშმარიტების დადგენა?
–  აუცილებელია კიდევ ერთხელ შესწავლილ იქნას ჰიტლერის თავის ქალის სიცოცხლის დროინდელი რენტგენოგრამები, რომელიც გადაუღეს ტრავმის შედეგად 1944 წელს თავდასხმის მცდელობის შემდეგ, და ნამდვილი კბილის პროთეზები. მე რამდენჯერმე მივწერე ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს, მაგრამ პასუხი არ მივიღე, რაც სამწუხაროა. რადგან მოლეკულური გენეტიკის დახმარებით შეიძლება პიროვნების ამოცნობა ნათესაობის დადგენის გზით. შეიძლებოდა ფიურერის დნმ-ის შედარება მისი მშობლებისა და დისშვილის დნმ-თან, რომელთა საფლავების ადგილმდებარეობა ცნობილია.

მშვენიერი ტარაკანოვა კუზიანი ყოფილა
თქვენ ასევე ახლოს „იცნობდით“ თავადის ასულს ტარაკანოვას, რომელიც ტილოზე აღბეჭდა მხატვარმა ფლავიცკიმ: გრძელთმიანი მშვენიერი ქალიშვილი ციხის საკანში, წყალდიდობისგან გადარჩენის მიზნით ტახტზეა ასული.
– ისტორიკოსების აღწერით, იგი ნამდვილად გამოირჩეოდა იშვიათი სილამაზით და ამის გამო ის ძალადობრივი გზით რუსეთში ალექსეი ორლოვმა წაიყვანა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ლიტერატურული სახე განსხვავდებოდა რეალურისგან ... ნოვოსპასკის მონასტრის რეკონსტრუქციისას არქიმანდრიტმა ალექსიმ მიმიწვია ზოგიერთი სამარხის იდენტიფიცირების მიზნით. იქ მე „გავიცანი“ რომანების გმირი - თავადის ასული ტარაკანოვა (ერისკაცობაში) და საიდუმლოებით მოცული მონაზონი დოსიფეა (მონაზვნად აღკვეცის შემდეგ), რომელიც თავის ავანტურების ცოდვებს მონასტერში ინანიებდა და 1808 წელს გარდაიცვალა. მისი სახე და ფიგურა ესთეტიკური კანონების პროპორციებიდან შორს იყო: გარდა იმისა, რომ მრგვალი პირისახე ჰქონდა და არ ყოფილა მაღალი, ბავშვობაში გადატანილი ტრავმის შემდეგ კუზიანი დარჩა, ხოლო წინა კბილების გასწვრივ ჰორიზონტალური ღარები ჰქონდა გადატანილი სტრესის, შიმშილის ან ტრავმის შედეგად. ამიტომ, ფიზიკური დეფექტებიდან გამომდინარე, მას არ შეეძლო პრეტენზია გამოეცხადებინა ტახტზე.

ივანე მრისხანეს არ ჰქონდა პრეზერვატივი
- კიდევ რომელი ცნობილი ადამიანების თავის ქალა გეჭირათ ხელში?
–  როდესაც ივანე მრისხანეს ნეშტში ვერცხლისწყლის, დარიშხანი და ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოაჩინეს, პირველი ვერსია იყო ის, რომ იგი მოწამლული იყო. მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ საშუალებებით მეფე ვენერიულ დაავადებებს მკურნალობდა. 1991 წელს აღმოვაჩინეთ ცნობილი მეზღვაურის ვიტას ბერინგის ნეშტი. ჩემს ხელში გაიარა ჰოლანიელი მეზღვაურის ვილემ ბარენცის და ამუნდსენის ექსპედიციის წევრების - ტესემისა და კნუდსენის თავის ქალებმა. 1990-იანი წლების დასაწყისში ჩვენ მივიღეთ მთავრობის დავალება დაგვედგინა დიდი უნგრელი პოეტის შანდორ პეტოფის ნეშტის ნამდვილობა, რომელიც ბაიკალის ტბაზე იყო ნაპოვნი. ისინი ყალბი აღმოჩნდა. და, რა თქმა უნდა, მე მონაწილეობა მივიღე სამეფო ნეშტების ექსპერტიზაში. მრავალრიცხოვანი დავების მიუხედავად, მერწმუნეთ, ეს სამეფო ოჯახის ნამდვილი ნეშტებია.
– შესაძლებელია თუ არა ადამიანის ინტელექტის განსაზღვრა თავის ქალის მოცულობის მიხედვით?
– არ არსებობს პირდაპირი კავშირი თავის ქალასა და გენიალურობას შორის. ყველაზე პატარა ტვინი ჰქონდა ანატოლ ფრანსს - 1 კგ 180 გ, ხოლო ყველაზე დიდი ტვინი ივან ტურგენევს - 2 კგ და მეტი, მაგრამ ორივე გენიალური მწერალი იყო. არსებობს „უფრო მძიმე“ ტვინიც, მაგრამ მისი მფლობელი არ ეკუთვნის ინტელექტუალებს. ტვინის წონა მამაკაცებში უფრო მეტია, ვიდრე ქალებში, მაგრამ ქალები, როგორც მოგეხსენებათ, არ არიან მამაკაცებზე სულელები.

მარადიული ძვლები
–  შვიდი ათასი თავის ქალიდან, რომელიც ხელში გეჭირათ, რომელი დაგამახსოვრდათ იმდენად, რომ დაგესიზმრათ კიდეც?
– მე სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში კრიმინოლოგიურ კოლექციაზე ვმუშაობდი,  ორმა შემთხვევამ გამაოცა. იქ მე წავაწყდი უზარმაზარ თავის ქალას. მანამდე ასეთი არ შემხვედრია. მასზე გაკეთებული იყო კალიგრაფიული წარწერა, რომ ეს თავის ქალა ეკუთვნოდა დუელში დაღუპულ პორუჩიკ ვიშნევეცკის. მის გვერდით იყო პატარა ქალა, რომელსაც ჰქონდა ... 20-25 მმ დიამეტრის მესამე თვალის ბუდე და განთავსებული იყო ცხვირის ფუძის ზევით. ეს არ ყოფილა ტრეპანაციური ხვრელი, რადგან მაშინ გამოჩნდებოდა შუბლის წიაღი. გამოდის, რომ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც სამი თვალი ჰქონდათ ...  მე ვაცნობე ჩემი აღმოჩენის შესახებ კოლეგებს - ისინი მიყურებდნენ, როგორც  ბავშვს.
–  თქვენ ისეთი პროფესია გაქვთ, რომ ყოველთვის აწყდებით სიკვდილს. ვინ, თუ არა თქვენ, უნდა იცოდეს, არსებობს თუ არა სული?
– უნდა არსებობდეს. და თუ არა, მაშინ უნდა გამოეგონათ. ჩვენ გამოვიკვლიეთ წმინდა ნაწილები ვლადიმირ-სუზდალის მუზეუმებიდან და აღმოვაჩინეთ არქიეპისკოპოსის თადეოსის ნეშტი, ხოლო მის გვერდით ძვლის ფრაგმენტი, რომლის მფლობელი სულ მცირე ... ნახევარი ათასი წლისაა! ჩვენი სამედიცინო დასკვნა ასევე ბერებმა დაადასტურეს: ის მართლაც „მარადიულად ცოცხალი“ ადამიანის ძვლები იყო. ასე რომ, ადამიანები მარადიულად ცხოვრობენ ...

დამნაშავეებად იბადებიან?
რატომ ხდება, რომ ზოგი ადამიანი დამნაშავე ხდება, ზოგი კი მთელი ცხოვრების განმავლობაში ბუზსაც კი არ აყენებს ზიანს? მეცნიერები, რომლებიც დიდი ხანია შეშფოთებული არიან ამ საკითხით, პასუხის გაცემას ცდილობენ. მაგალითად, სარწმუნოდ ცნობილია, რომ ბავშვობაშიც კი ერთმანეთთან დაშორებული ერთკვერცხიანი ტყუპები, 70% შემთხვევაში ერთმანეთის ბედს იმეორებენ, მათ შორის დანაშაულებრივს. გამომძიებლები ხშირად დგებიან ასეთ თითქოს დაუჯერებელი ფაქტის წინაშე: ახლახან დაკავებული მკვლელის დაკითხვისას, რომლის ძმა ხუთი წელი ციხეში იმყოფება, ისინი ისმენენ ნაამბობს ჩადენილი დანაშაულის შესახებ, რომელიც ზუსტად იმეორებს მისი ნათესავის ქმედებებს. რა არის ეს - გენეტიკა თუ აღზრდის შედეგი? იქნებ მართალი იყო დოქტორი ლომბროზო, რომელიც ამტკიცებდა, რომ ეს ჰომო საპიენსის განსაკუთრებით საშიში სახეობაა?
– ადამიანები წარმოადგენენ ერთადერთ სახეობას, რომლებიც მუდმივად ჩადიან მასობრივ მკვლელობებს, - მიიჩნევს მედიცინის დოქტორი ვიქტორ იაგოდინსკი. - გაანგარიშების მიხედვით, არა ნაკლებ  სამი მილიარდი ადამიანი დაიღუპა თოთხმეტი ათასი ომის დროს. უსასრულო სისასტიკეს, რომელსაც ასე ნათლად და გულუხვად დემონსტრირებს კაცობრიობა, არ აქვს ანალოგი უმაღლეს ცხოველთა სამყაროში. მაგრამ ამავე დროს, ეს პარადოქსულად შეიძლება შედარებული იყოს იმ ზნე-ჩვეულებებთან, რომლებიც დომინირებენ ქცევის რაციონალურ ფორმებთან შორს მყოფ არსებათა სამყაროში: მწერების, თევზების და კიდევ პრიმიტიული ორგანიზმების, როგორიცაა ბაქტერიები და ვირუსები. „გონიერი ადამიანი“ ქილაში მყოფ ობობებზე არაფრით უკეთესად არ იქცევა.
თავის დროზე ისტორიულ და ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორმა, საფრანგეთის კლერმონ-აერანის უნივერსიტეტის  საპატიო დოქტორმა, პროფესორმა ბორის პორშნევმა წარმოადგინა ჰომო საპიენსის განვითარების საინტერესო კონცეფცია. კაცობრიობამ, მისი აზრით, მისი ფორმირებისას, გაიარა ადელფოფაგიის საშინელი ეტაპი, რაც ითარგმნება როგორც „თანამოძმეების შეჭმა“. ანუ, კაცობრიობის ისტორია დაიწყო კანიბალიზმით, მტაცებლობით, რომელიც მიმართული იყო თავისი სახეობის, მაშინ ჯერ კიდევ ერთადერთი სახეობის, წარმომადგენლების წინააღმდეგ. მხოლოდ ცივილიზაციის განვითარების შედეგად  წარმოიშვა სახეობების ჰეტეროგენულობა.
– გამოთქმულია ვარაუდი, რომ დღეს კაცობრიობა შედგება სრულიად განსხვავებული სახეობებისგან: ორი მტაცებლურისა და ორი არამტაცებლურისა, - ამბობს ვიქტორ ნიკოლაევიჩი. - პირველები არიან სუპერანიმალები (სუპერ ცხოველები) – „პირველი მკვლელების“ შთამომავლები, „ადელფოფაგები“, - და სუგესტორები (ფსევდო-ადამიანები) - აგრესიული და ვერაგი კონფორმისტები. სუგესტორები გახდნენ სუპერანიმალების მიმბაძველები და თანამოაზრენი. მტაცებლური სახეობები დაადგნენ ნაკლები წინააღმდეგობის გზას, რომელიც უკვე ბუნების მიერ იქნა შემოწმებული, - მხეცური (სისასტიკე და მოხერხება). მათი ქცევის გამოვლინება ძალიან მრავალფეროვანია - მორალური აბუჩად აგდებიდან  სასტიკ წამებასა და მკვლელობამდე. ამ „სახეობას“ ხშირად მიეკუთვნებიან ბელადები, პოლიტიკოსები, თაღლითები, რევოლუციონერები, ბანდიტები და მანიაკები.
მაგრამ ეს „მტაცებელი ჰომინიდები“ პლანეტის მთელი მოსახლეობის მხოლოდ 10 პროცენტს შეადგენენ. დიდ ნაწილს კი შეადგენს ორი არამტაცებლური სახეობა, რომელიც ხასიათდება ძალადობის მიუღებლობის ინსტინქტით. დიფუზურ სახეობას (მოდის სიტყვიდან „დიფუზია“ - გავრცელება) წარმოადგენენ ადამიანები, რომლებიც ადვილად ემორჩილებიან შთაგონებას, და ნეოანთროპები - ნაკლებად შთაგონებადი ადამიანები, რომლებსაც აქვთ გამწვავებული ზნეობრიობა და თვითკრიტიკული აზროვნება. მაგრამ ამ „სახეობის“ ადამიანებს აქვს ერთი არსებითი პრობლემა: ისინი შეიძლება გაიტაცოს „მტაცებელ ჰომინიდთა“ ლოზუნგებმა, აჰყვენ მათ და იქცენ უკონტროლო ბრბოდ, რომელიც ყველაფერს დააგრევს და გაანადგურებს, ან ისინი შეიძლება გახდნენ უნარიანი მოწაფეები. ბოროტება გადამდებია. ამას  ფაქტები ადასტურებენ.
სტატისტიკური მონაცემებით, 1990-იანი წლების დასაწყისში მსოფლიოში ყოველ საათს ჩადიოდნენ ორ მკვლელობას, დღეს კი ყოველ თექვსმეტ წუთში ვიღაცას ასალმებენ სიცოცხლეს. ზოგადად, ყოველწლიურად მსოფლიოში დანაშაულის (ეკონომიკური, პოლიტიკური, კრიმინალური) რაოდენობა დაახლოებით 10 პროცენტით იზრდება. გამოდის, რომ ათი წლის შემდეგ მსოფლიო ერთ კრიმინალურ ჯგუფად გადაიქცევა. ერთ ორფეხას ყოველდღე სულ უფრო მეტად ეშინია მეორე ორფეხასი. შესაძლებელია კი აგრესიულობასთან ბრძოლა?
შესაძლებელია, პასუხობენ მეცნიერები. მაგალითად, რუსეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოცენტი ვლადიმერ სიტნიკოვი გთავაზობს „მკაცრ  მეთოდს“:
– არსებობს „სუპერმამაკაცების“ და „სუპერქალების“ ისეთი ფსიქოლოგიური კომპლექსი, რომელიც გამოიხატება გენეტიკური მახასიათებლების მქონე ადამიანებში. ზოგიერთი უცნობი მიზეზის გამო, მათ უორმაგდება ერთ-ერთი სქესობრივი ქრომოსომა. მაგალითად, მამაკაცებს აქვთ მხოლოდ ერთი წყვილი - XУ, სერიული მკვლელების უმრავლესობას - XYY. შესაბამისად, კრიმინალური ტენდენციების მქონე ქალებს - XXX. მათ ასევე სისხლში აქვთ ჰორმონების მაღალი რაოდენობა, რომლებიც ზრდიან აგრესიის ტენდენციას: ტესტოსტერონის, ადრენალინის, ესტროგენის, პროგესტერონის. აქედან გამომდინარე, გენეტიკური ინჟინერიის საშუალებით შესაძლებელია ადამიანების „ანტისოციალური დაავადებების“ კორექტირება. დღეს უკვე არსებობს თეორიული პროგრამები. ამ პროგრამების თანახმად, სპეციალური ტესტების საშუალებით შესაძლებელია იმ ადამიანების მოძებნა, რომლებიც ვერ შეძლებენ მოკვლას ვერც ერთ შემთხვევაში, მათი გენეტიკური პროგრამების გაშიფვრა, ნორმალური გენის კლონირება და მისი შეყვანა ავადმყოფი ორგანიზმის უჯრედებში, სადაც იგი შეცვლის მუტანტის ფუნქციას. ეს დაადასტურა გენეტიკის ცენტრში კლივლენდში (აშშ) ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა მებრძოლ ძაღლებზე, რომლებსაც შეუყვანეს  ბოლონკების გენები.
ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ვლადიმირ დუბინი უფრო „რბილი მეთოდის“ მომხრეა:
–  აგრესია შეიძლება სხვა მიმართულებით წარიმართოს. მაგალითად, მძიმე სპორტული სახეობების გამოყენება, როგორიცაა წყალქვეშა ცურვა ან ალპინიზმი: ისინი „სარქველს“გახსნიან. ფსიქოლოგები და ფსიქოანალიტიკოსები კი უნდა დაეხმარონ ადამიანებს, რომელთაც აწუხებს არასაკმარისი ფსიქოლოგიური განმუხტვა, სპეციალური ტრენინგების დახმარებით.
… რა თქმა უნდა, შეიძლება ორფეხა „მტაცებლების“ შებრალება, რომლებსაც არ გაუმართლა და ისინი არ დაიბადნენ ჯანსაღი გენებით. შებრალება, როდესაც ხედავ მათ ტელევიზორში ან კითხულობ მათ შესახებ წიგნს. მაგრამ როდესაც პირისპირ შეხვდები ბნელი თაღის ქვეშ ან აღმოჩნდები ერთ დარბაზში „ნორს-ოსტის“ სპექტაკლზე, გენეტიკური ინჟინერია ასეთი არაადამიანების ძირფესვიანად ამოსაგდებად მხოლოდ მსუბუქი მირტყმაა უკანალზე. ჩნდება ხელში ავტომატის აღების სურვილი და ... მაგრამ როდესაც ასეთი სურვილი ჩნდება, უნებლიედ დაფიქრდები - ამ შემთხვევაში შენ თვითონ ვინ ხარ? „დიფუზია“, რომელიც ადვილად ბრახდება, ან „სუპერანიმალი“, რომლისთვისაც არაფერი მხეცური არ არის  უცხო? ან იქნებ მშობლები არიან დამნაშავე, რადან თავისი გულგრილობის გამო აბოროტებენ შვილს, რომელიც იზრდება და შურისძიება სწყურია?
მაგალითად, ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ძალადობისკენ მიდრეკილება აქვთ ტკბილეულის მოყვარულთ!
ბავშვები, რომლებიც ყოველდღიურად ჭამენ ტკბილეულს, ზრდასრულ ასაკში სულ უფრო ხშირად ავლენენ აგრესიას. ასეთ მოულოდნელ დასკვნამდე მივიდნენ ბრიტანელი მკვლევარები.
 კარდიფის უნივერსიტეტის თანამშრომელთა ჯგუფმა დოქტორ საიმონ მურის ხელმძღვანელობით შეისწავლა ნისლიანი ალბიონის 1970 წლის აპრილში დაბადებული 17.5 ათასი მცხოვრები. მეცნიერებს აინტერესებდათ კვლევის მონაწილეთა კვების საკითხი 10 წლის ასაკში, ასევე ძალადობის გამოყენების ბრალდებები, რომელიც წარუდგინეს მათ 30 წლის ასაკში. აღმოჩნდა, რომ ადამიანთა უმრავლესობა (6 პროცენტი), რომლებიც გამოირჩევიან აგრესიული ქცევით, ბავშვობაში თითქმის ყოველ დღე ტკბილეულს შეექცეოდნენ. მათ შორის კი, ვისაც არ ჰქონდა პრობლემები კანონთან, მხოლოდ 42 პროცენტი აღმოჩნდა ტკბილეულის მოყვარული. უფრო მეტიც, აღმოჩენილი დამოკიდებულება შეინიშნებოდა იმ ფაქტორების გამორიცხვის შემდეგაც, რომლებსაც შეიძლებოდა გავლენა ჰქონოდა „ექსპერიმენტში მონაწილეთა“ აგრესიაზე, მათ შორის საცხოვრებელი ადგილის, აღზრდისა და განათლების გათვალისწინებით.
ამ ურთიერთკავშირის ზუსტი მიზეზი მეცნიერებს ჯერ არ დაუსახელებიათ, მაგრამ გარკვეული ვარაუდები უკვე გაკეთდა.
როდესაც ბავშვს ახირებას არ უშლიან და მუდმივად აძლევენ მას შოკოლადს და ტკბილეულს, მშობლები აჩვევენ იმას, რომ მას ყოველთვის შეუძლია მიიღოს ის, რაც მას სურს, ძალისხმევის და მოლოდინის გარეშე, -  განმარტა დოქტორმა მურმა. - როდესაც ადამიანი ანგარიშს არ უწევს სხვებს და არ შეუძლია მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, მას უვითარდება იმპულსური ქცევის და დანაშაულის ტენდენციაც კი.
ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის პრეზიდენტი პროფესორი ალან მერიონ-დევისი სხვა განმარტებას აძლევს პრობლემას:
ხშირად ტკბილეულს იმ ბავშვებს აძლევენ, რომლებიც თავდაპირველადვე არიან მომთხოვნი და აგრესიული, რათა დააწყნარონ ისინი. მომავალში სისასტიკის აღკვეთის ასეთი ფაქტორი მათ უკვე აღარ გააჩნიათ და ყველა ემოცია გარეთ გამოდის.
თავისი უცხოელი კოლეგების კვლევებს შემდეგი სახის შეფასება მისცა კლინიკურმა ფსიქოლოგმა, სამედიცინო დიეტოლოგიური ცენტრის „ექიმ იონოვას კლინიკის“ მთავარმა ექიმმა ირინა მიხნევამ:
- ეს პრობლემა უფრო ღრმაა და დეტალურ შესწავლას მოითხოვს. ამჟამად შეუძლებელია დარწმუნებით იმის თქმა, რომ არსებობს პირდაპირი დამოკიდებულება ბავშვობაში მოხმარებული ტკბილეულისა და სისასტიკის მიდრეკილებას და ძალადობის შორის ზრდასრულ ასაკში. სხვა საქმეა, რომ ბავშვები ხშირად იტკბარუნებენ პირს შოკოლადით და ტკბილეულით, თუ ისინი განიცდიან სიყვარულის, ყურადღების და მშობლების მხარდაჭერის დეფიციტს. ხშირად თავად  მშობლებიც კომპენსირებენ თავის არყოფნას და ბავშვებს უხვად ასაჩუქრებენ ტკბილეულით. დროთა განმავლობაში ბავშვებს უგროვდებათ წყენა და პრეტენზიები  არა მხოლოდ მშობლების, არამედ მათ გარშემო მცხოვრებ ადამიანების მიმართ. სწორედ ზრუნვის დეფიციტი (და არა სიყვარული ტკბილეულის მიმართ) მომავალში შეიძლება გამოიხატოს პროტესტსა და  აგრესიულ ქცევაში.


==
თარგმანი ნაწილი 1
გაგრძელება შემდეგ გვერდზე


































What are the negative consequences of “positive thinking”? Is positive thinking a good thing, or does it have the potential to be used as a tool for mind control and manipulation? Is positive thinking responsible for the financial meltdown? Who really gets rich from the positive thinking movement? Does the human mind have the ability to directly manifest thoughts into reality? What is the difference between positive thinking and critical thinking?

https://logosmedia.com/membership-options/?_s2member_vars=catg..level..1..post..143..LzIwMDkvMTEvMDUzLWJyaWdodC1zaWRlZC1hbi1pbnRlcnZpZXctd2l0aC1kci1iYXJiYXJhLWVocmVucmVpY2gvP2ZiY2xpZD1Jd0FSMTBiM2RScWlCUkZLS25hdFJQcFRETlA3SnVieml5MU9Ha2lVYzRJRklrc2NhbTItREdvMFRIaXg4&_s2member_sig=1559236973-f3aca63f702169c8ad0f3834053c0532












дом это взгляд где твое отражение


в Америке много психов - но даже это не естественно здесь психопати тоже исскуственние . и они сами не подозревают об етом, тем более не могут лечит не знают причин - одна из них расчепление личности-- внутернное опустошение , - душа тело и разум у них не вместе , контролируется извне псевдо духовними наставниками, как в игре, нет свабод воли  нет души. все предсказуемо запрограмированно в матрице-











































https://midgard-edem.org/?p=7839&_utl_t=fb
https://midgard-edem.org/?p=483

https://midgard-edem.org/?p=7724&_utl_t=fb

КТО и ПОЧЕМУ скрывают от нас факты глобальных катастроф недавнего прошлого?

Чтобы ответить на вопрос, КТО скрывает факты глобальных катастроф (да и всю реальную историю), надо вначале понять, ПОЧЕМУ они это делают? Сложив все кусочки мозаики исследований различных авторов в различных сферах и областях познания (истории, археологии, архивов, литературы, искусств и т.д. и .т.д.) в в соответствии их места - вырисовывается следующая картина. Эти страшные факты скрывают от людей, чтобы мы не паниковали и не стали инертными от обреченности. Ведь каждая предыдущая цивилизация - убирается со сцены той или иной формой глобальной зачистки – глобальная война, потоп, падение крупного метеорита, или даже ближайшего спутника... А каждая новая получает новые декорации. В основном вновь созданные. И лишь немного - из старой оперы. Если же мы все будем знать это с самого начала и наверняка - никаких страстей-мордастей на Земле не станется. Вы станете смотреть ежедневный телесериал про одно и тоже: смерти и болезней нет, - мир, рай, солнышко, птички поют, бабочки летают, цветочки цветут, кругом благодать и умиротворение. И так каждый день без всяких эмоций и переживаний. Вряд ли кому-то захочется всю вечность смотреть на это. Вот и за "Занавесом" не хотят. Всего этого навалом и у них - в их "реальности". Поэтому "Главный Режиссер" актерам земным (душам в "одеждах кожаных") ничего не говорит. Так только, одни намеки - там и тут. Отчего всё еще более запутано и остросюжетно. Именно благодаря этому, мы и являемся и зрителями, и актерами - одновременно.

ПОДРОБНЕЕ:

ТАЙНЫЕ ХРОНИКИ Мидгард-ЗЕМЛИ. Легенды, ставшие сценарием нашей жизни - https://midgard-edem.org/?p=5348

ЗЕМЛЯ – как СУПЕР Био-Гео-КОМПЬЮТЕР … для Игр Богов – https://midgard-edem.org/?p=5417 

ЧТО, Наша ЖИЗНЬ – Игра, Театр?!! Кто пишет её Сценарий? И как нам начать играть в свою Игру? - https://midgard-edem.org/?p=3194

ТАЙНЫ МИРОЗДАНИЯ. Матрица Бытия. Или как информационная ИЛЛЮЗИЯ становится «физической РЕАЛЬНОСТЬЮ» - https://midgard-edem.org/?p=2712 

ПАНИКА за КУЛИСАМИ. Или Сфинкс вот-вот рассмеётся... - https://midgard-edem.org/?p=5539
ПАНИКА за КУЛИСАМИ. Или Сфинкс вот-вот рассмеётся... - https://midgard-edem.org/?p=5539 - Короткий и красочно-образный инсайдерский ролик о том, что происходит, кто всем руководит, и чем всё это закончится...

https://libking.ru/books/prose-/prose-contemporary/179336-richard-bah-gipnoz-dlya-marii.html

http://www.ng.ru/ng_exlibris/2019-06-20/15_985_non1.html?fbclid=IwAR2ki7M0mRGOOGrgAUa9-7hme5qrlYgVieLLL3TjWPy3dnjP-dEHKRQUAqI

https://midgard-edem.org/?p=3664&fbclid=IwAR1LmocldRlI01gZjMSf-L-37zG7J-b42G4HErVkaO_ii6zkc-xJ1-iqu3A

https://midgard-edem.org/?p=2712&_utl_t=fb&fbclid=IwAR32V5_FmEL_ku1SIAEvcddESlSl5hCdE4484VSyepDWKNXYySb6jgwwuag
https://midgard-edem.org/?p=7839&_utl_t=fb
https://midgard-edem.org/?p=7736&fbclid=IwAR0757aAP8886Modq5F8AaokgGL2NA26IBGq5fusdj3MbqyBmyzVPKNquHU
https://midgard-edem.org/?p=3664&fbclid=IwAR1LmocldRlI01gZjMSf-L-37zG7J-b42G4HErVkaO_ii6zkc-xJ1-iqu3A
https://midgard-edem.org/?p=3377&_utl_t=fb&fbclid=IwAR2t1_CgHB5kpfLXoXvZL6e0DIwlZD92IqE8T2z2aD1UuiWO20IPfafwl1g
https://midgard-edem.org/?p=2712&_utl_t=fb&fbclid=IwAR32V5_FmEL_ku1SIAEvcddESlSl5hCdE4484VSyepDWKNXYySb6jgwwuag
есть лишь один вид психической ненормальности — неспособность любить
https://midgard-edem.org/?p=3377&_utl_t=fb&fbclid=IwAR2t1_CgHB5kpfLXoXvZL6e0DIwlZD92IqE8T2z2aD1UuiWO20IPfafwl1g










































http://nachnivsesnachalo.ru/stereotipy-ubezhdeniya/kak-izbavlyatsya-ot-kompleksov


A god complex is an unshakable belief characterized by consistently inflated feelings of personal ability, privilege, or infallibility


https://thequestion.ru/questions/194705/chto-takoe-kompleks-boga-i-kak-on-proyavlyaetsya

https://www.seeker.com/why-do-some-people-have-a-god-complex-1792674002.html


Реплика: Мир охватила эпидемия страха. У людей исчезает доверие, они перестают слушать друг друга. В итоге ими движет не алчность, как раньше, когда хотим чего-то достичь, а страх, имеющий реальные причины. Как от него избавиться? Ведь мы активно движемся к тупику.

Ответ: Я считаю, что это очень хорошо. Это не тупик. Когда приближаешься к тупику, вдруг видишь, что в нем – дверь, и она ведет в следующий мир.

Когда-то это перекрывалось верой. Человек верил в различных божков – неважно во что – и ему было легче. Сегодня эта вера пропадает, ее не поддерживают, и поэтому человек не может компенсировать страхи, тревоги, различные проблемные ощущения. Он не может соотнести их с высшим желанием, управлением, с высшей властью, все падает на него. Ему тяжело!

Страх блокирует человека. Он хочет закрыть глаза, залезть под одеяло как маленький ребенок, как будто ничего не

Из ТВ программы «Новости с Михаэлем Лайтманом», 07.01.2018

https://www.laitman.ru/zdorovie/221922.html


https://philologist.livejournal.com/10980639.html?fbclid=IwAR0beOSa8Baup9FqDbfYlpsJ76DULXKIAvi8-i-54nU41K9BTFuOAfRK6ec

Routledge 
Published October 25, 2018 
Reference - 218 Pages 


https://www.crcpress.com/Interreligious-Perspectives-on-Mind-Genes-and-the-Self-Emerging-Technologies/Tham-Durante-Gomez/p/book/9781138315754


Bruno Bauer on Christianity, Alienation,
and the Dialectics of Religious Consciousness

But if Christianity was universal and did not know the limits of previous religions, it was at the same time the worst religion: “Christianity is the religion that promised men most, that is all, and took back most, that is all.” Bauer attempts to explain this ambivalence of Christianity thus: the nearer that religious consciousness approaches to truth, the more it alienates itself therefrom. Why? Because, qua religious, it takes the truth that is only to be attained to in self-consciousness away from self-consciousness and places it against self-consciousness, as though it were something alien to it. What is opposed to self-consciousness as alien is not only formally separate from self-consciousness (in that it stands outside it, is in heaven or comprises the content of some long past or far in the future events), but also this formal separation is backed up by an essential and real separation from all that goes to make up human nature. When religion has reached the point that man makes up its content, then the climax of this opposition has been reached. In antiquity the extent of the religious alienation was still hidden and Bauer has a touching description of this type of religion:

The sight of nature fascinates, the family tie has a sweet enchantment and patriotism gives the religious spirit a fiery devotion to the powers that it reveres. The chains that the human spirit bore in the service of these religions were decked with flowers and man brought himself as a victim to the religious powers festooned in an admirably decorative way. His very chains helped to deceive him about the harshness of his service.

But in Christianity, by contrast, the freedom of the children of God was also freedom from all important worldly interests, from all art and science, etc. It was an inhuman freedom, in what was only gained and kept through the use and development of the powers of the spirit disappeared. It was a freedom presented as a gift to be received with unconditional subjection. This freedom was therefore unlimited slavery under an authority against which there was no possibility of appeal. Thus in Christianity the alienation had become total, and it was this total alienation that was the biggest obstacle to the progress of self-consciousness.















































































https://trv-science.ru/2019/07/02/rene-girard-philosophiya-otkrovennosti/

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised