понедельник, 24 июня 2019 г.

რელიგიის ფსიქოლოგია ლარისა ასტახოვა სვეტლანა პოლიტოვა 1

ყაზანის ფედერალური უნივერსიტეტი

სოციალურ-ფილოსოფიურ მეცნიერებათა და მასობრივ კომუნიკაციათა  ინსტიტუტი

რელიგიათმცოდნეობის კათედრა
                                               ლარისა ასტახოვა
                                               სვეტლანა პოლიტოვა
                                              რელიგიის ფსიქოლოგია
                            (ნაწილი 1: წარმოშობა და ჩამოყალიბება)
                                                 ლექციების კონსპექტი
                                                        ყაზანი – 2014 
ფილოსოფიის ფაკულტეტი, რელიგიათმცოდნეობის კათედრა.
მიმართულება: 033300.62 „რელიგიათმცოდნეობა“.
სასწავლო გეგმა:  „ისტორიულ-რელიგიათმცოდნეობითი პროფილი“ (დასწრებული, 2012).
 დისციპლინა: ბ3.ბ.4 „რელიგიის ფსიქოლოგია“ (ბაკალავრიატი, 3 კურსი, 5 და 6 სემესტრები, სწავლების დასწრებული ფორმა).
საათების რაოდენობა: მეხუთე სემესტრში - 90 სთ. (მ.შ.: ლექცია – 20, პრაქტიკული მეცადინეობა – 34, დამოუკიდებელი მუშაობა – 36), კონტროლის ფორმა: ჩათვლა – (5 სემესტრი), გამოცდა – (6 სემესტრი).

ანოტაცია: „რელიგიის ფსიქოლოგია“ ერთწლიანი კურსია, რომელიც ისწავლება მე-5 და მე-6 სემესტრებში. შემოთავაზებული ელექტრონული რესურსი მოიცავს დისციპლინის „რელიგიის ფსიქოლოგიის“ შესწავლის ერთ (მეხუთე) სემესტრს. ამ დისციპლინის შესწავლის პროცესში სტუდენტები გაეცნობიან რელიგიის ფსიქოლოგიის ძირითად მიმართულებებს, მისი განვითარების ისტორიას, კვლევის თანამედროვე მიმართულებებს; დაეუფლებიან ცნებით აპარატს, რომელიც აღწერს მორწმუნე ადამიანის ფსიქიკის შემეცნებით, ემოციურ-ნებისყოფით, მოტივაციურ და მარეგულირებელ სფეროებს, მორწმუნეების პიროვნების, აზროვნების, კომუნიკაციისა და საქმიანობის პრობლემებს. რესურსის სტრუქტურა მოიცავს კონსპექტის თემის შინაარსს, სემინარებისთვის მოსამზადებელ მასალებს, საკონტროლო კითხვებს და გლოსარიუმს. ელექტრონული რესურსი განკუთვნილია აუდიტორიაში მუშაობისთვის და სემინარების დამოუკიდებლად მოსამზადებლად.

თემები:

თემა 1. რელიგიის ფსიქოლოგიის საგანი, მისი ადგილი მეცნიერული ცოდნისა და კვლევის მეთოდების სისტემაში. რელიგიის ფსიქოლოგიის ჩამოყალიბება.
თემა 2. უ. ჯეიმსის რელიგიის ფსიქოლოგიური კონცეფცია.
თემა 3. ზ. ფროიდის რელიგიის ფსიქოლოგია.
თემა 4. კ.გ. იუნგის რელიგიის ფსიქოლოგია.
თემა 5. ე. ფრომის რელიგიის ფსიქოლოგია.
თემა 6. რელიგიის ბიჰევიორისტული კონცეფციები
თემა 7. რელიგიის არაკონფესიური ფსიქოლოგიის სხვა მიმართულებები
თემა 8. რელიგიურობის ფსიქოლოგიური წინაპირობები.
საკვანძო სიტყვები: რელიგიის ფსიქოლოგია, რელიგიათმცოდნეობა, ზიგმუნდ ფროიდი, კარლ გუსტავ იუნგი, ერიხ ფრომი, რელიგიის ფსიქოლოგიური ფესვები
კურსის ავტორები: ლარისა ასტახოვა, რელიგიათმცოდნეობის კათედრის გამგე, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, დოცენტი, ტელ.:(843) 292-85-18, email: lara_astahova@mail.ru
სვეტლანა პოლიტოვა, ანატომიის, ფიზიოლოგიის და ჯანმრთელობის დაცვის კათედრის დოცენტი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი, ტელ. 89625602055, email: sveta034@yandex.ru
ექსპლუატაციის დაწყების თარიღი: 2014 წლის 1 სექტემბერი.
ხელმისაწვდომობა: კურსზე ჩაწერილი მომხმარებლები.
ინტერფეისის ენა: რუსული.
URL:http://zilant.kpfu.ru/course/view.php?id=197

სარჩევი
თემა 1. რელიგიის ფსიქოლოგიის საგანი, მისი ადგილი მეცნიერული ცოდნისა და კვლევის მეთოდების სისტემაში. რელიგიის ფსიქოლოგიის ჩამოყალიბება.
თემა 2. უ. ჯეიმსის რელიგიის ფსიქოლოგიური კონცეფცია.
თემა 3. ზ. ფროიდის რელიგიის ფსიქოლოგია.
თემა 4. კ.გ. იუნგის რელიგიის ფსიქოლოგია.
თემა 5. ე. ფრომის რელიგიის ფსიქოლოგია.
თემა 6. რელიგიის ბიჰევიორისტული კონცეფციები
თემა 7. რელიგიის არაკონფესიური ფსიქოლოგიის სხვა მიმართულებები
თემა 8. რელიგიურობის ფსიქოლოგიური წინაპირობები.
გლოსარიუმი .
რეკომენდებული ინფორმაციის წყაროები.
საკითხები ჩათვლისთვის


თემა 1. რელიგიის ფსიქოლოგიის საგანი, მისი ადგილი მეცნიერული ცოდნისა და კვლევის მეთოდების სისტემაში. რელიგიის ფსიქოლოგიის ჩამოყალიბება.

                                                                                                             ლექციები 1,2

თემის ანოტაცია. ლექციაში განხილულია შემდეგი საკითხები:

რელიგიის ფსიქოლოგიის საგანი, მისი ადგილი მეცნიერული ცოდნისა და კვლევის მეთოდების სისტემაში. განსხვავებული მიდგომა რელიგიის ფსიქოლოგიის საგანის განმარტებაში. შეხედულებების ევოლუცია რელიგიის ფსიქოლოგიის საგნისა და ობიექტის შესახებ.
რელიგიური პროცესების შესწავლის ფსიქოლოგიური მიდგომების სპეციფიკა. რედუქციონიზმის კრიტიკა.
კონფესიური და არაკონფესიური, საეკლესიო და არაეკლესიური რელიგიის ფსიქოლოგია.
რელიგიის ფსიქოლოგიის ადგილი რელიგიათმცოდნეობის სისტემაში. სოციალური ფსიქოლოგია და ინდივიდის ფსიქოლოგია, როგორც  რელიგიური პროცესების სწავლის სხვადასხვა დონე.
რელიგიის ფსიქოლოგია და ფილოსოფია.
რელიგიის ფსიქოლოგიის მეთოდები: ინტროსპექცია, დაკვირვება, პირადი დოკუმენტების შესწავლა; რელიგიური ტექსტების, საკულტო ქცევის, საკულტო სიმბოლიკის ინტერპრეტაცია და ა.შ.; ექსპერიმენტი, ტესტირება, ფსიქოლოგიური სკალების შედგენა; რელიგიურ თემთა დინამიკის სოციალურ-ფსიქოლოგიური ანალიზი; ფსიქოლოგიური დედუქციური მეთოდი.
საკვანძო სიტყვები: რელიგიის ფსიქოლოგია, რელიგიის ფსიქოლოგიის საგანი, რელიგიის ფსიქოლოგიის მეთოდები, რელიგიათმცოდნეობა, სოციალური ფსიქოლოგია.
მეთოდური რეკომენდაციები თემის შესასწავლად.
აუცილებელია თეორიული ნაწილის შესწავლა,
ძირითადი ცნებების შესწავლა,
საკონტროლო კითხვებზე პასუხის გაცემა,
ცოდნის გაფართოების მიზნით სემინარებისთვის მომზადება,
მომზადება ცოდნის შესამოწმებლად -

ინფორმაციის რეკომენდებული წყაროები:

http://cyberleninka.ru/article/n/psihologiya-religii-metodologicheskie-i-istoriko-psihologicheskie-perspektivy
http://ru.wikipedia.org/wiki/%CF%F1%E8%F5%EE%EB%EE%E3%E8%FF_ %F0%E5%EB%E8%E3%E8%E8

http://www.rusnauka.com/3_SND_2010/Psihologia/57901.doc.htm http://sbiblio.com/biblio/archive/ugrinovich_psih/00.aspx http://sbiblio.com/biblio/archive/garadzha_religion/ec4.aspx http://www.gumer.info/bibliotek_Buks/Psihol/olshansk/11.php http://www.xpa-spb.ru/slov/2-02.html

ბ.ს. ბრატუსი. ქრისტიანული და საერო ფსიქოთერაპია.  http://dusha-orthodox.ru/biblioteka/bratus-b.s.-hristianskaya-i-svetskaya-psihoterapiya.html
          დ.ვ. ოლშანსკი. მასების ფსიქოლოგია/დ.ვ. ოლშანსკი - სანქტ-პეტერბურგი და სხვ.: პიტერი, 2001.— გვ. 239-255.
რელიგიათმცოდნეობის საფუძვლები: სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის/ი.ფ. ბორისოვი, ი.ნ. იაბლოკოვი, კ.ი. ნიკონოვი [და სხვ.]; ი.ნ. იაბლოკოვის რედაქციით. — მოსკოვი: ვისშაია შკოლა, 2008.—568 გვ.
            დ.მ. უგრინოვიჩი. რელიგიის ფსიქოლოგია/დ.მ. უგრინოვიჩი. - მოსკოვი: პოლიტიზდატი, 1986. — 352 გვ.

გლოსარიუმი:

მეცნიერების ობიექტი – რეალობის ის ასპექტი, რომლის შესწავლას ისახავს მიზნად აღნიშნული მეცნიერება. როგორც წესი, ობიექტი მითითებულია მეცნიერების სახელწოდებაში.
მეცნიერების საგანი – მეცნიერება: საგანი ის მხარე ან მხარეებია, რომლითაც წარმოდგენილია მასში მეცნიერების ობიექტი. თუ ობიექტი მეცნიერების დამოუკიდებლად არსებობს, მაშინ საგანი მასთან ერთად არის ჩამოყალიბებული და ფიქსირდება მის ცნებათა სისტემაში. საგანი არ აფიქსირებს ობიექტის ყველა მხარეს, თუმცა, ამავე დროს, მასში შეიძლება შედიოდეს ის, რაც ობიექტში არ არის. გარკვეულწილად, მეცნიერების განვითარება მისი საგნის  განვითარებას წარმოადგენს.
რელიგიის ფსიქოლოგია — ფსიქოლოგიის დარგი, იგი შეისწავლის  ფსიქოლოგიურ და სოციალურ-ფსიქოლოგიურ ფაქტორებს, რომლებიც განაპირობებენ რელიგიური ცნობიერების თავისებურებებს, მის სტრუქტურას და ფუნქციებს (განმარტება აღებულია დიდი ფსიქოლოგიური ენციკლოპედიიდან). რელიგიის ფსიქოლოგია რელიგიათმცოდნეობის სახელმძღვანელოებში განისაზღვრება,  როგორც რელიგიათმცოდნეობის დარგი, რომელიც შეისწავლის რელიგიური მოვლენების წარმოქმნის, განვითარებისა და ფუნქციონირების ფსიქოლოგიურ კანონზომიერებას ინდივიდუალურ, ჯგუფურ და საზოგადოებრივ ფსიქიკურ ცხოვრებაში, აანალიზებს ამ მოვლენების შინაარსს, მათ ადგილს და როლს რელიგიურ კომპლექსში და გავლენას ადამიანების, ჯგუფების, საზოგადოების ცხოვრების არარელიგიურ სფეროებზე.
მოძღვრული ფსიქოლოგია – მოძღვრული ღვთისმეტყველების ნაწილი, რომელიც მოიცავს სწავლებას ეკლესიის მოძღვრის ზნეობრივი თვისებების და ვალდებულებების  შესახებ.

ლექციის შინაარსი:

რელიგია, როგორც ფსიქოლოგიური მოვლენა რელიგიური პიროვნების შინაგანი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, და მისი ეს ასპექტი  მეცნიერების ცალკეული დარგის - რელიგიის ფსიქოლოგიის - ყურადღების ცენტრშია. ამავდროულად, კვლევის ფენომენის სირთულე განსაზღვრავს რელიგიის ფსიქოლოგიის მეთოდოლოგიური აპარატის ვარიანტების მრავალფეროვნებას. განვიხილოთ რელიგიის ფსიქოლოგიის ობიექტისა და საგნის შესახებ საკითხის განხილვის ძირითადი ვარიანტები.
პირველი ვარიანტის ფარგლებში რელიგიის ფსიქოლოგია გამოყოფილია, როგორც რელიგიათმცოდნეობის დარგი (იაბლოკოვი, რადუგინი, არინინი და სხვ.). მისი ობიექტია ყველა რელიგიათმცოდნეობითი დისციპლინისთვის საერთო ობიექტი - რელიგია, ხოლო საგანი - რელიგიის ფსიქოლოგიური ფაქტორები, პიროვნების ფსიქიკური ცხოვრების დამოკიდებულების აღნიშვნა და მისი რელიგიური რწმენის თავისებურებები. რელიგიის ფსიქოლოგიურ ფაქტორებს სპეციალისტები მიაკუთვნებენ საზოგადოებრივი, ჯგუფური და ინდივიდუალური ფსიქოლოგიის მდგომარეობას, პროცესებს, მექანიზმებს, რომლებიც იძლევიან შესაძლებლობას, ხელსაყრელ ფსიქოლოგიურ ნიადაგს რელიგიის წარმოებისა და ათვისებისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რელიგიის ფსიქოლოგიის, როგორც რელიგიათმცოდნეობის ნაწილის საგანია რელიგიური მოვლენების წარმოქმნის, განვითარების და ფუნქციონირების ფსიქოლოგიური კანონზომიერებების შესწავლა ინდივიდუალურ, ჯგუფურ და საზოგადოებრივ ფსიქოლოგიაში (მოთხოვნილებების, გრძნობების, განწყობის, ტრადიციების), ამ მოვლენების შინაარსი, სტრუქტურა, მიმართულება, მათი ადგილი და როლი რელიგიურ კომპლექსში და გავლენა ინდივიდის, ჯგუფის და საზოგადოების ცხოვრების არარელიგიურ სფეროებზე.
         მეორე ვარიანტის ფარგლებში, რელიგიის ფსიქოლოგია მიეკუთვნება ფსიქოლოგიური მეცნიერების დარგს, ანუ მის ობიექტად აღიარებულია ადამიანის ფსიქიკა. ასეთ შემთხვევაში რელიგიის ფსიქოლოგიის, როგორც ფსიქოლოგიის დარგის, საგანია რელიგიური ადამიანების ფსიქოლოგიური თავისებურებების შესწავლა, რაც განასხვავებს მათ არარელიგიური ადამიანებისგან და რეალიზაციას პოულობენ მათ ქცევაში. ასეთ შემთხვევაში რელიგიის ფსიქოლოგიას ყველაზე მეტად შეესაბამება სოციალური ფსიქოლოგიის  ინსტრუმენტები, რომელიც მისცემს ზემოთ აღნიშნული საგნის ბუნების და სპეციფიკის  შესწავლის საშუალებას.
ამდენად, რელიგიის ფსიქოლოგია შეიძლება მიეკუთვნოს ფსიქოლოგიურ დისციპლინებს (როგორც ამას აკეთებს, მაგალითად, დ.ვ. უგრინოვიჩი) ან რელიგიათმცოდნეობითს (ეს უფრო ხშირად გვხვდება რელიგიათმცოდნეობის სახელმძღვანელოებში).
რელიგიის ფსიქოლოგიის საგნობრივი სივრცის შესახებ ზოგადი წარმოდგენა გამოხატავს შემდეგი მომენტების ერთობლიობას: 1) რელიგიის ფსიქოლოგიური საფუძვლების სწავლება; 2) დებულებების ერთობლიობა, რომლებიც გამოხატავენ რელიგიურ და ფსიქოლოგიურ მოვლენებს (თვისებებს, პროცესებს, მდგომარეობას) და ახასიათებენ პიროვნებას და ჯგუფს; 3) რელიგიურ-ფსიქოლოგიური გამოცდილების მრავალფეროვნების შესწავლა; 4) რელიგიური საქმიანობის ფსიქოლოგიური ასპექტებისა და ურთიერთობების ანალიზი - კულტის, რელიგიური ქადაგების, სწავლების, აღზრდის, კომუნიკაციის და ა.შ. 5) რელიგიურობის ფსიქოლოგიური კვლევების მეთოდები. რელიგიური მოვლენების ახსნა-გააზრებისთვის ფსიქოლოგიური საფუძველის პოზიციიდან გამოიყენება სხვადასხვა ფსიქოლოგიური თეორია: ფსიქოანალიზი, ბიჰევიორიზმი, გეშტალტფსიქოლოგია, ჰუმანისტური ფსიქოლოგია, სიმბოლური ინტერაქციონიზმი, ტრანსპერსონალიზმი, კოგნიტივიზმი და ა.შ.
 რელიგიის ფსიქოლოგიის, როგორც რელიგიათმცოდნეობის დარგის, მიმართულებებს შორის  გამოყოფენ:
1) რელიგიის ფენომენის ზოგადთეორიულ ფსიქოლოგიურ გააზრებას, რომელიც განმარტავს რელიგიის წარმოშობის, მისი განვითარების, ფუნქციონირების, კლასიფიკაციის და სხვ. საკითხებს.
2) რელიგიის გააზრებას სოციალურ-ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, რელიგიურობის სოციალურ ფაქტორებზე დამოკიდებულების შესწავლას, რელიგიური შეხედულებების თავისებურებებს ასაკობრივი, სქესობრივი ფაქტორებიდან გამომდინარე, სოციალურ ფენომენებს, რომლებიც წარმოიქმნება კოლექტიური ფსიქოლოგიური განცდების საფუძველზე.
3) რელიგიური ფსიქოპათოლოგია იძიებს რელიგიური გრძნობების,  შთაბეჭდილებების და განცდების როგორც გავლენას, ასევე დამოკიდებულებას ცალკე ინდივიდის ფსიქოპათოლოგიაზე.
4) ცალკე მიმართულებას წარმოადგენს რელიგიური რწმენის და განცდების ფიზიოლოგიური საფუძვლების შესწავლა.
5) პირადი რელიგიურობის (ავტობიოგრაფიების, დღიურების, ჩანაწერების და ა.შ.) მტკიცებულება ასევე ხშირად წარმოადგენს ძალზედ ღირებულ წყაროს რელიგიის ფსიქოლოგებისთვის რელიგიური განცდების ემპირიული მასალის დაგროვების  თვალსაზრისით.
რელიგიის ფსიქოლოგიის ცალკე მიმართულებას წარმოადგენს მოძღვრული ფსიქოლოგია, ასევე ეგზისტენციალური ფსიქოთერაპია. გარენული მსგავსების მიუხედავად, უნდა გვესმოდეს, რომ მოძღვრული ფსიქოლოგია თავდაპირველადვე ატარებდა რელიგიურ ხასიათს, და მისი მიზანია დაეხმაროს ადამიანს, პირველ რიგში, ქრისტიანი ადამიანის სრულყოფილი ცხოვრების აღმოჩენის გზით, ეგზისტენციალური ფსიქოთერაპია კი მიზნად ისახავს, პირველ რიგში, ადამიანში საკუთარი ძალების, საყრდენის, სიცოცხლის მნიშვნელობის და ა.შ. აღმოჩენას.
კვლევის მეთოდების სახით ფსიქოლოგიის რელიგიაში ფსიქოლოგიის ყველა მეთოდი გამოიყენება:
დაკვირვება, მათ შორის ჩართული, ინტროსპექცია (თვითდაკვირვება),
ექსპერიმენტი (ლაბორატორიული და ბუნებრივი),
პირადი დოკუმენტების შესწავლა
რელიგიური ტექსტების, რელიგიური ქცევის, საკულტო სიმბოლიკის და ა.შ. ინტერპრეტაცია
ტესტირება, ფსიქოლოგიური სკალების შედგენა
რელიგიური თემების დინამიკის სოციალურ-ფსიქოლოგიური ანალიზი
და სხვა.

საკონტროლო საკითხები:

რას შეისწავლის რელიგიის ფსიქოლოგია?
არის თუ არა რელიგიის ფსიქოლოგია ფსიქოლოგიის დარგი, თუ ის  რელიგიათმცოდნეობის დარგია  და რატომ?
 რა განსხვავებაა რელიგიური მოვლენების ფსიქოლოგიურ და რელიგიათმცოდნეობით განხილვაში?
 რომელი მეთოდები გამოიყენება კვლევის ფარგლებში რელიგიის ფსიქოლოგიის დარგში?
რომელი მეცნიერები იდგნენ რელიგიის ფსიქოლოგიის სათავეებთან?
რა პერსპექტივები აქვს რელიგიის ფსიქოლოგიის განვითარებას?

თემა 2. უ. ჯეიმსის რელიგიის ფსიქოლოგიური კონცეფცია.

თემის ანოტაცია. ლექციაში განხილულია შემდეგი საკითხები:
უ. ჯეიმსის ნაშრომის „რელიგიური გამოცდილების მრავალფეროვნება“ მნიშვნელობა რელიგიის ფსიქოლოგიის განვითარებისთვის.
უ. ჯემსის მიერ რელიგიის გააზრება.
უ. ჯემსის მიერ გამოყენებული მეთოდი და ემპირიული მასალის თავისებურებები.
 უ. ჯეიმსი „უხილავის რწმენის“ ბუნების, როგორც  რელიგიური რწმენის ფსიქოლოგიური კომპონენტის შესახებ.
„ერთხელ დაბადებულთა“ და „ორჯერ დაბადებულთა’ რელიგიურობა.
მოქცევის ფსიქოლოგიური მექანიზმები.
უ. ჯეიმსი სიწმინდის ფსიქოლოგიური ბუნებისა და ღირებულების შესახებ.
მისტიკური გამოცდილების ფსიქოლოგიური მახასიათებლები, მისი უნივერსალური ნიშნები.
საკვანძო სიტყვები: მისტიკური გამოცდილება, რელიგიური გამოცდილება, ერთხელ დაბადებულნი, ორჯერ დაბადებულნი, უ. ჯეიმსი, რელიგიის ფსიქოლოგია .

მეთოდური რეკომენდაციები თემის შესასწავლად.
აუცილებელია თეორიული ნაწილის შესწავლა,
ძირითადი ცნებების შესწავლა,
საკონტროლო კითხვებზე პასუხის გაცემა,
ცოდნის გაფართოების მიზნით სემინარისთვის მომზადება,
ზეპირი გამოკითხვისთვის  მომზადება

ინფორმაციის რეკომენდებული წყაროები:

ი.ბ. არდაშკინი. რელიგიების ფსიქოლოგია: სასწავლო სახელმძღვანელო /ი.ბ. არდაშკინი. – ტომსკი: ტომსკის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009. – 276 გვ.
ე.ი. არინინი. რელიგიის ფსიქოლოგია/ე.ი. არინინი, ი.დ.ნეფედოვა-ვლადიმირი. ვლადიმირის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამომცემლო-სარედაქციო კომპლექსი.  2005. – 108გვ.
http://psylib.org.ua/books/james01/ http://sbiblio.com/biblio/archive/garadzha_religion/ec4.aspx http://www.psychologos.ru/articles/view/uilyam_dzheyms

გლოსარიუმი:

ერთხელ დაბადებულნი – უ. ჯეიმსის მიერ გამორჩეულ ადამიანთა ერთ-ერთი ტიპი, რომლისთვისაც ბედნიერება და რელიგიური კმაყოფილება მდგომარეობს იმაში, რომ იცხოვროს სამყაროს დადებითი ელემენტებით.
ორჯერ დაბადებულნი – უ. ჯეიმსის მიერ გამორჩეულ ადამიანთა მეორე ტიპი, რომლებმაც ჯერ უნდა განიცადონ სასოწარკვეთის და სულიერი აგონიის ტანჯვა და მხოლოდ ამის შემდეგ დაუყოვნებლივ მოიპოვონ სასწაულებრივი ხსნა.

ლექციის შინაარსი:

ამერიკელი ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი უ. ჯეიმსი იყო ერთ-ერთი პირველთაგანი, რომელმაც ფსიქოლოგიური კვლევა დაუკავშირა არაცნობიერის ცნებას. ჯეიმსის ზოგადი შეხედულებები რელიგიის ბუნების შესახებ ვითარდებოდა უკვე იმ დროს გავრცელებული შეხედულებების ჭრილში, რომ რელიგიის სუბიექტური ან შინაგანი მხარე, რომლის ძირითადი ნაწილი ქმნის რელიგიურ გამოცდილებას, გენეტიკურად და ფუნქციურად პირველადია გარე მხარესთან მიმართებაში, - რომელიც გაფორმებულია სარწმუნოებრივ მოძღვრებაში, ჩამოყალიბებულ კულტში, მყარ რელიგიურ ორგანიზაციაში. ვინაიდან მრავალფეროვან რელიგიურ გამოცდილებაში მისტიკურ გამოცდილებას ცენტრალური ადგილი აქვს განკუთვნილი, მაშინ „რელიგიური ცხოვრების ყველა ფესვი, ისევე როგორც მისი ცენტრი, ცნობიერების მისტიკურ მდგომარეობაში უნდა ვეძებოთ“, - მიიჩნევს ჯეიმსი.
ჯეიმსი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა სპეციფიკურად რელიგიური გრძნობების არსებობას, რომლებსაც ექნებოდა მნიშვნელოვანი განსხვავებები ადამიანის სხვა ემოციებისგან. „არსებობს რელიგიური სიყვარული, რელიგიური შიში, ამაღლებული რელიგიური გრძნობა, რელიგიური სიხარული და ა.შ., - წერდა ის. - მაგრამ რელიგიური სიყვარული ყველა ადამიანისთვის მხოლოდ საერთო სიყვარულის გრძნობაა, რომელიც რელიგიის ობიექტზეა მიმართული. რელიგიური შიში ადამიანის გულის ჩვეულებრივი ფანცქალია, მაგრამ დაკავშირებულია ღვთაებრივი სასჯელის იდეასთან. ამაღლებული რელიგიური გრძნობა ის განსაკუთრებული ძრწოლაა, რომელსაც ჩვენ განვიცდით ღამე ტყეში ან მთიან ხეობაში; მხოლოდ ამ შემთხვევაში ის წარმოიქმნება ფიქრით ზებუნებრივის არსებობის შესახებ“. რელიგიური გამოცდილების სპეციფიკა იმაში კი არ გამოიხატება, რომ  ამოქმედებულია ადამიანის ფსიქიკის გარკვეული სპეციალური „რელიგიური“ მექანიზმები, არამედ იმაში, რომ რელიგიურ გამოცდილებაში მიმდინარეობს  ჩვეულებრივი ფსიქიკური პროცესების და სუბიექტის შინაგანი ცხოვრების მოვლენების ოპტიმიზაცია. რელიგიური გრძნობა იწვევს სუბიექტის შინაგანი ცხოვრების გაფართოებას და აძლევს მას ძალების გამოვლენის ახალ სფეროს.
რელიგია წარმოადგენს „ცალკე პიროვნების გრძნობების, ქმედებებისა და გამოცდილების ერთობლიობას, რადგან მათი შინაარსის მეშვეობით ხდება პიროვნების დამოკიდებულების დადგენა იმის მიმართ, რასაც იგი მიიჩნევს ღვთაებად“; ადამიანის განცდებს, „რომელშიც ის გრძნობს თავს უზენაესი ჭეშმარიტებისადმი ზიარებულს“; „ადამიანის რეაგირება ცხოვრებაზე“, რომელიც განსხვავდება „შემთხვევითისა და ნაწილობრივისგან ისევე, როგორც ყოვლისმომცველი განცდა არ ჰგავს ჩვეულებრივსა და ყოველდღიურს“; „სულის მნიშვნელოვანი მდგომარეობა, რომელიც "სიცოცხლისადმი სერიოზულ დამოკიდებულებას წარმოშობს და გამორიცხავს  ფუქსავატობას“, ამასთან „რელიგია ადამიანისთვის მარტივად და ხალისით წარმოადგენს იმას, რაც სხვა გარემოებებში მისთვის მკაცრ აუცილებლობას წარმოადგენს“. რელიგიის უნარი შთააგონოს ადამიანს ქმედებების განხორციელება ბუნებრივი მიდრეკილებით, რომელიც სხვა გარემოებებში მოითხოვს ნებისყოფის ძალისხმევას და საკუთარი თავის შინაგან გადალახვას, ჯეიმსის აზრით, რელიგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია, რომელიც მას განასხვევებს, მაგალითად, მორალისგან.
ჯემსი განიხილავდა რელიგიური გამოცდილების ფენომენს უფრო მეტად მრავალფეროვნებაში, ვიდრე სისტემაში. მისი კონცეფციისთვის მნიშვნელოვანია ორი რელიგიური ტიპის განსხვავება - „ერთხელ დაბადებულის“ და „ორჯერ დაბადებულის“ (მათ განასხვავებს ძირითადად ოპტიმისტური ან პესიმისტური მსოფლმხედველობისადმი სწრაფვა), თითოეული ტიპისთვის გამოცდილების სპეციფიკური მახასიათებლების გამოყოფით.
თუმცა, ცენტრალური ადგილი მიეკუთვნებოდა საკუთრივ მისტიკურ გამოცდილებას, რომლის წარმოდგენას ჯემსი ცდილობდა არა მარტო სხვადასხვა მოდიფიკაციებში, არამედ მის აგებას მისტიკური მდგომარეობის გარკვეული იერარქიის სახით. ჯეიმსის თანახმად, მისტიკურ გამოცდილებას ახასიათებას ოთხი ძირითადი ნიშანი:
1) გამოუთქმელობა - ჩვეულებრივი ცნებებით, სიტყვებით მისი შინაარსის გადმოცემა ჩვეულებრივი პირობების, სიტყვების სახით;
2) ინტუიციურობა - მისი სუბიექტური აღქმა, როგორც ერთგვარი უმაღლესი, ზემნიშვნელოვანი ცოდნისადმი ზიარება;
3) ხანმოკლე არსებობა - ნახევარი საათიდან ორ საათამდე;
4) ნების უმოქმედობა (სუბიექტის ყოფნა პასიურ მდგომარეობაში თუნდაც იმ იშვიათ შემთხვევებში, როდესაც მისტიკური ექსტაზი გამოწვეულია განზრახ ნება-ძალით, ნების გათიშვით ამ მდგომარეობაში ყოფნის დროს).
უ. ჯეიმსმა ასევე შეისწავლა მოქცევის პროცესი და გამოჰყო მოქცევის ორი ტიპი - თანდათანობითი, ან ნებისყოფითი და გამალებული, ან უნებისყოფო. ნებისყოფითი ტიპის მოქცევა მდგომარეობს ხანგრძლივი და თავად  ინდივიდის მიერ კონტროლირებადი საკუთარი ცნობიერების შეცვლის პროცესში, მაგრამ მოქცევა ხშირად არ შეიძლება იყოს დასრულებული გადამწყვეტი საბოლოო ნახტომის გარეშე, რომელიც ახასიათებს მეორე ტიპის მოქცევას - უნებისყოფოს: „... შინაგანი ბრძოლის შედეგად დაუძლურებული ადამიანი წყვეტს მას, აძლევს განცდებს თავის ნებაზე დინების შესაძლებლობას, ყოველგვარი ჩარევის გარეშე, და უარყოფს ნებისმიერ ძალისხმევას. ამასთანავე ემოციური ტვინის ცენტრები აჩერებენ თავის მუშაობას, და ადამიანი აღმოჩნდება დროებით მდგომარეობაში. თვითონ ადამიანი თავს წარმოიდგენს მხოლოდ პასიურ მაყურებლად, ღვთის ნებით შესრულებული სასწაულებრივი პროცესის ობიექტად. ეს იმდენად ცხადია მისთვის, რომ ეჭვისთვის ადგილი არ რჩება“. ამგვარად მოქცევა აღიქმება ობიექტის მიერ, როგორც მოქცევის სასწაული, მას შეიძლება თან ახლდეს სმენითი და ვიზუალური ჰალუცინაციები. ადამიანი მთლიანად ემორჩილება ღმერთს და უარს ამბობს საკუთარ ნებაზე. მას ეუფლება მის გარშემო არსებულის და საკუთარი თავის გაწმენდის, განახლების და სიახლის გრძნობები.
მოქცევის პროცესი ყველა ადამიანისთვის არ არის ხელმისაწვდომი - ზოგიერთს დროებით ან მუდმივად არ შესწევს ამის უნარი მსოფლმხედველობის გამო, რომლისთვის მიუღებელია თავად რელიგიის იდეა, როგორიცაა მატერიალისტური მსოფლმხედველობა. განსხვავებას მოქცევის ტიპში ჯეიმსი ხედავს იმ ფაქტში, რომ ადამიანს, რომელმაც განიცადა უნებისყოფო, სწრაფი მოქცევა, გააჩნია ქვეცნობიერი ცხოვრების უფრო განვითარებული სფერო, რომელიც მყისიერად ცვლის ცნობიერების ველის ცენტრს. მეორე ტიპის მოქცევის მიდრეკილების მქონე ადამიანს უნდა ჰქონდეს სამი თვისება: ემოციური მგრძნობელობის გამძაფრება, ავტომატიზმისა და შთაგონების პასიური აღქმის მიდრეკილება. თუმცა, მოულოდნელი მოქცევის რელიგიური ღირებულება არ არის დამოკიდებული მის ტიპზე - ნებაყოფლობითსა ან უნებისყოფოზე.
ბოლო ლექციაში ჯეიმსმა ხაზი გაუსვა რელიგიური ცხოვრების განსაკუთრებით  მნიშვნელოვან თვისებებს:
ხილული სამყარო სხვა, სულიერი სამყაროს მხოლოდ ნაწილია, რომელშიც ის თავის მთავარ მნიშვნელობას იძენს;
ჩვენი ცხოვრების ნამდვილი მიზანია ამ უმაღლეს სამყაროსთან ჰარმონია;
ლოცვა ან შინაგანი ზიარება ამ სამყაროს სულთან, იქნება ეს „ღმერთი“ თუ "კანონი“, რეალურად მიმდინარე პროცესია, რომელშიც გამოიხატება სულიერი ენერგია და რომელიც ქმნის გარკვეულ ფსიქიკურ და მატერიალურ შედეგებს ფენომენალურ სამყაროში;
გარდა ამისა, რელიგია აძლევს ცხოვრებას ახალ ხიბლს, რომელიც იძენს ლირიკული ხიბლის ფორმას ან სიმკაცრისა და გმირობისკენ მიდრეკილებას.
რელიგია ჰბადებს ხსნის იმედს, სულიერ სამყაროს და ძალას ჰმატებს სიყვარულის გრძნობას.

საკონტროლო საკითხები:

რას უწოდებს აღწერილისა და ჩატარებულის ფარგლებში რელიგიას უ. ჯეიმსი მის ნაშრომში „რელიგიური გამოცდილების მრავალფეროვნება“?
რაში გამოიხატება უ. ჯეიმსის მიერ რელიგიური მოვლენების ფსიქოლოგიური განხილვის სპეციფიკა?
რა არის „მოქცევა“ და როგორ შეიძლებს მოხდეს ის?
ვინ არიან „ერთხელ დაბადებულნი“ და „ორჯერ დაბადებულნი“?
რა ნიშნები აქვს მისტიკურ გამოცდილებას?
რა ფსიქოლოგიური ნიშნები ახასიათებთ მათ, ვისაც წმინდანებს უწოდებენ?
რატომ იყენებს უ. ჯემსი სათაურში ტერმინს „რელიგიური“ გამოცდილება, ხოლო ტექსტში ტერმინს „მისტიკური“ გამოცდილება?


თემა 3. ზ. ფროიდის რელიგიის ფსიქოლოგია.

თემის ანოტაცია. ლექციაში განხილულია შემდეგი საკითხები:
ზ. ფროიდის რელიგიათმცოდნეობითი მემკვიდრეობის ზოგადი დახასიათება.
პირველყოფილი რწმენის (ტაბუ, მაგია, ანიმიზმი, ტოტემიზმი) ფსიქოანალიტიკური ინტერპრეტაცია.
პირველყოფილი მამისმკვლელობის ჰიპოთეზა და მისი შედეგები საზოგადოებისთვუს, რელიგიისთვის, კულტურისათვის.
რელიგია როგორც კოლექტიური ნევროზი და კოლექტიურად შემუშავებული ნევროზისგან დაცვის საშუალება.

საკვანძო სიტყვები: ზ. ფროიდი, „ტოტემი და ტაბუ“, ფსიქოანალიზი, ოედიპოსის კომპლექსი, რელიგიის ფსიქოლოგია.

მეთოდური რეკომენდაციები თემის შესასწავლად.
აუცილებელია თეორიული ნაწილის შესწავლა,
ძირითადი ცნებების სწავლა,
საკონტროლო კითხვებზე პასუხის გაცემა,
ცოდნის გაფართოების მიზნით სემინარისთვის მომზადება,
საკონტროლო სამუშაოსთვის  მომზადება

ინფორმაციის რეკომენდებული წყაროები:


ე.ი. არინინი. რელიგიის ფსიქოლოგია/ე.ი. არინინი, ი.დ.ნეფედოვა-ვლადიმირი. ვლადიმირის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამომცემლო-სარედაქციო კომპლექსი.  2005. – 108გვ.
დ.მ. უგრინოვიჩი. რელიგიის ფსიქოლოგია/დ.მ. უგრინოვიჩი. - მოსკოვი: პოლიტიზდატი, 1986. — 352 გვ.
http://psylib.org.ua/books/hjelz01/txt05.htm#2 http://sbiblio.com/biblio/archive/garadzha_religion/ec4.aspx http://www.gumer.info/bibliotek_Buks/Psihol/Fromm_PsRel/02.php

ლექციის შინაარსი:

ზიგმუნდ ფროიდი (1856-1939) ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ამავე დროს ყველაზე არაერთმნიშვნელოვანი ფსიქოლოგია. მის მიერ შექმნილი ფსიქოლოგიის მიმართულება სახელწოდებით „ფსიქოანალიზი“ ფართოდ არის ცნობილი ფსიქოლოგიის ფარგლებს გარეთ, ამავე დროს, პროფესიულ წრეებში წარმოადგენს მწვავე დისკუსიის საგანს. თუმცა, სამწუხაროდ, ფსიქოანალიზის დიდმა პოპულარობამ გამოიწვია ის ფაქტი, რომ ბევრისთვის ცნობილია არა პირველწყაროები, არამედ ზ. ფროიდის შრომების შეფასების ინტერპრეტაციები, რაც ამახინჯებს ინდივიდუალურ აღქმას და ხელს უშლის მის შრომებში არსებული იდეების მნიშვნელობის ადეკვატურ გააზრებას.
ზ. ფროიდის ძირითადი შრომები, რომელშიც მოცემულია მის შეხედულებათა სისტემა რელიგიაზე:
„ტოტემი და ტაბუ“ (1913 წ.)
„ერთი ილუზიის მომავალი“ (1927 წ.)
„კულტურით უკმაყოფილება“ (1930წг.)
„ეს ადამიანი მოსეა“/“მოსე და მონოთეიზმი“ (1938-1939 წ.)
ზ. ფროიდი, როგორც ექიმი და ფსიქოლოგი, სპეციალურად არ შეისწავლიდა რელიგიის საკითხებს, და რელიგიისადმი მისი დამოკიდებულების გაცნობიერება შესაძლებელია მხოლოდ მისი კონცეფციის თავდაპირველი თეორიული დებულებების გააზრების გზით.
ზ. ფროიდის მიხედვით პიროვნების სტრუქტურა შედგება სამი ქვესტრუქტურისგან: „მე“ (ცნობიერება), „სუპერ მე“ (სინდისი, შიდა ცენზორი, საზოგადოებრივი მორალი) და „ის“ (არაცნობიერის სფერო). ადამიანის სიცოცხლე განაპირობებულია მუდმივი ბრძოლით არაცნობიერსა და საზოგადოების მორალურ მიმართულებას შორის, ამ ბრძოლის არენა კი თითოეული ადამიანის ცნობიერებაა.
ფროიდის მთავარი ფორმულა, რომლის მიხედვითაც ხდება ადამიანის ფსიქიკური განკურნება, არის „სადაც იყო „ის“, უნდა იყოს „მე“. ადამიანმა უნდა გააცნობიეროს მისი ფსიქიკის გაუცნობიერებელი პროცესები იმისთვის, რომ იგი არ დაედოს საფუძვლად  ნევროზის წარმოქმნას.
ნაშრომი „ტოტემი და ტაბუ“  მიეძღვნა რელიგიის ფსიქოლოგიური ხასიათის, მისი წარმოშობის შესწავლას.
წიგნის ბირთვს წარმოადგენს ტოტემიზმის რწმენისა და რიტუალების სისტემის წარმოქმნის ჰიპოთეზა, რომელიც ცნობილია როგორც „პირველყოფილი მამისმკვლელობის“ ჰიპოთეზა. ფროიდმა დაასახელს მისი სამი წყარო: ბავშვთა ფობიების ფსიქოანალიტიკური შესწავლა, რომელსაც თავად ახორციელებდა, დარვინის და ატკინსონის ჰიპოთეზა პირველყოფილი ურდოს შესახებ, რომელიც შედგებოდა ქალებისა და მათი შვილებისგან და მათ სათავეში მყოფ უხუცესის - პატრიარქისგან, უ. რობერტსონისა და სმიტის მიერ მოცემული პირველყოფილი მსხვერპლთშეწირვის ანალიზი (უძველესი პირველყოფილი რიტუალის ორიგინალური თეორია - ტოტემური სამსხვერპლო ტრაპეზი, რომლის დროსაც პირველყოფილი კლანი კლავდა და საზეიმოდ ჭამდა თავის წმინდა ტოტემურ ცხოველს.  რელიგიური იდეოლოგია განვითარდა პირველადი რიტუალებიდან).
ფროიდის თეორიის თანახმად, თავდაპირველად არსებობდა ერთი პრიმიტიული ურდო, რომელსაც ხელმძღვანელობდა ძლიერი ლიდერი. ამ ტომის ყველა ქალი იყო მისი ცოლი, მამაკაცები კი - შვილები. ტომის ახალგაზრდა მამაკაცებს ასევე სურდათ ცოლად თავისი ტომის ქალები ჰყოლოდათ, მაგრამ მამის ძალაუფლება ხელს უშლიდა მათ. მაშინ „... ერთ მშვენიერ დღეს, - წერდა ფროიდი, - განდევნილი ძმები გაერთიანდნენ, მოკლეს და შეჭამეს თავისი მამა. ამით მათ ბოლო მოუღეს მამობრივ ურდოს. მათ გაბედეს და ერთად გააკეთეს ის, რაც შეუძლებელი იქნებოდა ყველასთვის ცალ-ცალკე“.
მამის შეჭმა აუცილებელი აქტი იყო, რადგან ძმები იმედოვნებდნენ, რომ ამ გზით მის ძალაუფლებას მიიღებდნენ. მაგრამ ტომის ქალები არათუ არ გახდნენ ძმების მიმართ კეთილგანწყობილნი, არამედ პირიქით, შეიძულეს ისინი მამის მკვლელობის გამო. მიმდინარეობს განდევნის მექანიზმის ქმედება. მოკლული მამა კვლავ გავლენას ახდენს ტომის ცხოვრებაზე და, აქედან გამომდინარე, იქმნება ტოტემური მხეცის სახე, რომელიც ფიზიკურად არის მამის შემცვლელი (ამას ხელს უწყობს რწმენა, რომ ტოტემური მხეცი ტომის უძველესი წინაპარია). ძმები აღმოჩნდნენ ე.წ. „დაგვიანებული მორჩილების“ სიტუაციაში, რომელიც კარგად არის ცნობილი თანამედროვე ფსიქოანალიტიკოსებისთვის. ძმები ახდენენ ტომის ცხოვრების სტრუქტურირებას, და ამ სტრუქტურირების მთავარი ინსტრუმენტია  აკრძალვები.
პირველი და ყველაზე მთავარი აკრძალვაა სისხლის დაღვრა, რომელიც აისახა საერთო მცნებაში „არა ჰკლა“. იმისათვის, რომ შინაგანი სურვილი (ანუ დანაშაულის გაუცნობიერებული განცდა) დარჩენილიყო ძალაში, დანაშაული მუდმივად უნდა განახლებულიყო. აქედან გამომდინარე, ტოტემისტური ტრაპეზები არა მარტო სარქველის როლს ასრულებდნენ აგრესიული ტენდენციების გამოსასვლელად, არამედ მნიშვნელოვან სოციალურ ფუნქციასაც ახორციელებდნენ: მათ მოახდინეს დანაშაულის აღდგენა, მასთან ერთად კი საერთო დანაშაულში თანამონაწილეობის განცდა.
„ყველა მომდევნო რელიგია იყო იგივე პრობლემის გადაჭრის მცდელობა. ყველა ისინი ერთსა და იმავე მიზანს ისახავდნენ - რეაქციას დიდ მოვლენაზე, რომლიდანაც დაიწყო კულტურა და რომელიც მას შემდეგ არ აძლევს  კაცობრიობას მოსვენებას“. ფროიდის თანახმად, ყველა დროში რელიგია იქმნებოდა მამისადმი ამბივალენტური დამოკიდებულებიდან გამომდინარე და სისტემატურად რეპროდუცირებადი პირველადი ტრაპეზიდან, რომელმაც დღეს ასახვა ჰპოვა სხვადასხვა რელიგიურ რიტუალში.
ამრიგად, ფროიდის რელიგიის ფსიქოანალიტიკურ კონცეფციას საფუძვლად უდევს ორი თეზისი: 1) რელიგია როგორც კოლექტიური ნევროზი; 2) რელიგია, როგორც კოლექტიურად გამომუშავებული ნევროზისგან დაცვის საშუალება.
„ნევროტიკები, - წერდა ფროიდი, - ცხოვრობენ განსაკუთრებულ სამყაროში, სადაც ... მნიშვნელობა მხოლოდ „ნევროტულ  შეფასებას“ აქვს, ანუ მათზე გავლენას ახდენს მხოლოდ ის, რაც წარმოადგენს ინტენსიური აზროვნების და აფექტური თვალსაზრისის საგანს, ხოლო გარე რეალობასთან მსგავსება რაღაც მეორეხარისხოვანია“. ამ თვალსაზრისის მიხედვით, მორწმუნე ადამიანი იგივე ნევროტიკია. რადგან მისთვის, მისი რელიგიის პოზიციებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მხოლოდ ქმედებების შეფასება,  და არავითარ „გარე რეალობას“ არ შეუძლია აქ ითამაშოს  გადამწყვეტი როლი. სარწმუნოებრივი მოძღვრების ჭეშმარიტება, ფროიდის აზრით,  მორწმუნე ადამიანს უჩრდილავს რეალობის სამყაროს, ამიტომ მორწმუნე ადამიანი გათანაბრებულია  ჩვეულებრივ ნევტორიკთან.
რელიგიურობას იგივე წყაროები აქვს, რაც ნევროზს: მისი სახეები და იდეები, არსი, ცნობიერებაში დაშვებული სიმბოლოები, რომლებიც ცვლიან შინაარსის ზოგიერთ პირველად არაცნობიერს. მათ შეღწევას ცნობიერებაში ეწინააღმდეგებიან მოწინააღმდეგე ძალები. ფაქტიურად მთელი რელიგიური ცხოვრება აგებულია ეროტიკულ მიდრეკილებებზე, ოედიპოსის კომპლექსზე, ადამიანის მიერ ცხოვრებაში დაგროვებული ტრავმულ გამოცდილებაზე დაფუძნებულ ნევროტულ კომპლექსებზე. რელიგიურ რწმენას საფუძვლად უდევს იმავე ფსიქიკური მექანიზმების ქმედება, რომელიც იწვევს ნევროზის ჩამოყალიბებას, კერძოდ: ტრავმატული შინაარსის განდევნა, ცნობიერებაში მის შეღწევაზე წინააღმდეგობის გაწევა; უარყოფილი შინაარსის სიმბოლურით ჩანაცვლება; მასზე ემოციების და მნიშვნელობის გადატანა, რომლებიც დაკავშირებულია თავდაპირველ შინაარსთან; სიმპტომების ფორმირება, ანუ რელიგიური ქცევის ფორმების, მაგალითად, საკულტო ქმედებების, რომლებიც, ამავე დროს, გამოხატვის შესაძლებლობას აძლევს ნეგატიურ ემოციურ განცდას, უზრუნველყოფს დაუკმაყოფილებელი მიდრეკილებების ნაწილობრივ, ილუზიურ დაკმაყოფილებას. და ბოლოს, რელიგიურობა ნევროზის იდენტურია თავისი შედეგებით - საქმის რეალური მდგომარეობის სრული უარყოფა და თავის ნევროტული (რელიგიური) შეფასების საყრდენად მიჩნევა.
არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც განასხვავებს რელიგიას ნევროზისგან: ეს არის მისი კოლექტიური ხასიათი. ნევროზი კი, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია სოციალური კავშირებისა და იზოლაციის განადგურებით. ამ თვალსაზრისით რელიგია ადამიანების ინტეგრირების ძლიერი საშუალებაა, უფრო მეტიც, ის კულტურის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია. სინამდვილეში, რელიგია ადამიანს კულტურასთან არიგებს, რადგან, როგორც ფროიდი აღნიშნავდა, „თითოეული ინდივიდი ვირტუალურად არის კულტურის მტერი“, „ამიტომ კულტურამ უნდა დაიცვას თავი მარტოდ მყოფ ადამიანებისგან“. „... ღვთისმოსავი მორწმუნე ადამიანი, წერდა ფროიდი, - კარგად არის დაცული ცნობილი ნევროტული დაავადებების საშიშროებისგან: უნივერსალური ნევროზის ასიმილაცია მას მისი პერსონარული ნევროზის შემუშავებისგან ათავისუფლებს“.
გამოდის, რომ, როდესაც ადამიანი ეკლესიაში მიდის, ის თავისუფლდება პირადი კომპლექსებისა და შიშებისგან საზოგადოებრივი კომპლექსების, ანუ რელიგიის მიღების გზით.
ფროიდი რელიგიურ შეხედულებებს ილუზიად მიიჩნევდა, რაც, მის ტერმინოლოგიაში, არ ნიშნავს  მათი შინაარსის სიცრუეს. მათი დამახასიათებელი თვისება ადამიანის სურვილია. რელიგიური ილუზია იგივე დამცავ ფუნქციას ასრულებს, რაც ნერვული იდეა, და ისევე გაქრება, როგორც ის, როგორც კი ადამიანი ისწავლის ფსიქოლოგიური პრობლემების გადალახვას მხოლოდ რაციონალური საშუალებების გამოყენებით.

საკონტროლო საკითხები:

1. რას წარმოადგენს, ფროიდის თეორიის თანახმად, რელიგია თავისი არსით?
2. ზ. ფროიდის განმარტებით, როგორ შეიძლება აიხსნას რელიგიის შექმნა ყველა კულტურაში და მისი შენარჩუნება მრავალი საუკუნის განმავლობაში?
3. რა როლს მიაკუთვნებს ზ. ფროიდი რელიგიას ადამიანისა და საზოგადოების ცხოვრებაში?
4. ფროიდის აზრით, როგორი უნდა იყოს რელიგიის შემდგომი განვითარება და რატომ?
5. რატომ, ზ. ფროიდის აზრით, უნდა მოიჭამოს თავისი დრო რელიგიამ, და როგორია იმის ალბათობა, რომ ეს მოხდება უახლოეს მომავალში?
6. არის თუ არა სწორი დასკვნა, რომ ფროიდი რელიგიის წინააღმდეგია?


თემა 4. კ.გ. იუნგის რელიგიის ფსიქოლოგია.

თემის ანოტაცია. ლექციაში განხილულია შემდეგი საკითხები:
1. კ.გ. იუნგის კონცეფციის ძირითადი ცნებები: კოლექტიური არაცნობიერი, არქეტიპი, სიმბოლო.
2. „არქეტიპის“ ცნების ევოლუცია კ.გ. იუნგის თეორიის ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესში, ყველაზე მნიშვნელოვანი არქეტიპის (ჩრდილი, ანიმა, პერსონა, მანდალა, მოხუცი და სხვ.) დახასიათება.
3. ბუნებრივი და კულტურული სიმბოლოები, მათი ფუნქციები ინდივიდუალური ფსიქიკის სისტემაში და საზოგადოებრივი ცნობიერების სისტემაში.

საკვანძო სიტყვები: არქეტიპი, კ.გ. იუნგი, სიმბოლო, კოლექტიური არაცნობიერი, ფსიქოანალიზი, რელიგიის ფსიქოლოგია .

მეთოდური რეკომენდაციები თემის შესასწავლად.
აუცილებელია თეორიული ნაწილის შესწავლა,
ძირითადი ცნებების შესწავლა,
საკონტროლო კითხვებზე პასუხის გაცემა,
ცოდნის გაფართოების მიზნით სემინარისთვის მომზადება,
მომზადება წერილობითი სამუშაოსთვის

ინფორმაციის რეკომენდებული წყაროები:

ი.ბ. არდაშკინი. რელიგიების ფსიქოლოგია: სასწავლო სახელმძღვანელო /ი.ბ. არდაშკინი. – ტომსკი: ტომსკის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009. – 276 გვ.
ე.ი. არინინი. რელიგიის ფსიქოლოგია/ე.ი. არინინი, ი.დ.ნეფედოვა-ვლადიმირი. ვლადიმირის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამომცემლო-სარედაქციო კომპლექსი.  2005. – 108 გვ.
ნ.ი. ჰუსეინოვა. რუსთა და თათართა არქეტიპები/ნ.ი. ჰესეინოვა, ა.რ. გინიატულინა. - ყაზანი: [მეცნიერებათა აკადემია], 2008.—105 გვ.
კ.გ. იუნგი. ფსიქოლოგია და რელიგია//კ.გ. იუნგი. არქეტიპი და სიმბოლო. - მოსკოვი.-1991
http://sbiblio.com/biblio/archive/garadzha_religion/ec4.aspx http://psylib.org.ua/books/hjelz01/txt08.htm http://jungland.net/
http://to-name.ru/biography/karl-jung.htm
http://www.gumer.info/bibliotek_Buks/Psihol/Yung/psih_rel.php
http://jungland.net/node/2901

გლოსარიუმი:

არქეტიპი – კ.გ. იუნგის მიერ გამოყენებული ტერმინი იმ ფორმის და მეთოდის აღსანიშნად, რომლითაც არაცნობიერი მოქმედებს ცნობიერებაზე. იუნგის შრომებში ამ ფენომენის რამდენიმე ათეული განმარტებაა მოცემული. ყველაზე ზოგადი ფორმით, არქეტიპი არქაული, პირველყოფილი სახეა, პირველსახე, პირველსაწყისი, ყველა კულტურისათვის საერთო ნიმუში, რომელიც გადაიცემა კოლექტიური არაცნობიერის მეშვეობით.
კოლექტიური არაცნობიერი - არაცნობიერის ერთ-ერთი ფორმაა, ერთიანი საზოგადოებისთვის, და წარმოადგენს მემკვიდრეობით მიღებული ტვინის სტრუქტურების პროდუქტს. ინდივიდუალურისგან კოლექტიური არაცნობიერი ძირითადად განსხვავდება იმით, რომ ის საერთოა სხვადასხვა ადამიანისთვის, არ არის დამოკიდებული ინდივიდუალურ გამოცდილებასა და ინდივიდის განვითარების ისტორიაზე, წარმოადგენს ერთგვარ ერთიან „საერთო მნიშვნელს“ სხვადასხვა ადამიანებისთვის. კოლექტიური არაცნობიერი, არაცნობიერის ინდივიდუალური (პირადი) ფორმისგან განსხვავებით, ეფუძნება არა კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი საზოგადოების გამოცდილებას. იუნგმა მონიშნა ის როგორც უფრო ღრმა ფენა, ვიდრე ინდივიდუალური არაცნობიერი. სიტყვის უკან არა მარტო პირდაპირი მნიშვნელობებია, არამედ უფრო ფარული ფენები, არსი, რაც გასაგებია არაცნობიერ დონეზე.
ნუმინოზური - ტერმინი უკავშირდება ადამიანებს, საგნებს ან სიტუაციებს, რომლებსაც აქვთ ღრმა ემოციური რეზონანსი; ფსიქოლოგიურად ეს ცნება უკავშირდება თავისთავადობის განცდას. სიტყვა „ნუმინოზური“, ისევე როგორც „ნუმინოზურობა“, მოდის ლათინური numinosum-იდან, მიეწერება დინამიურ ფაქტორს ან ძალას, ან ეფექტს, რომელიც არ არის დამოუკიდებელი შეგნებულ ნებაზე.
სიმბოლო - (ბერძნ. symbolon - ნიშანი, ამოსაცნობი ნიშანი) - იდეა, სახე ან ობიექტია, რომელსაც აქვს საკუთარი შინაარსი და ამავე დროს განზოგადებულია, არაგაფართოებული ფორმით  წარმოადგენს სხვა შინაარსს.

ლექციის შინაარსი:

გამოჩენილი შვეიცარიელი ფსიქოთერაპევტის კ.გ. იუნგის (1875-1961 წწ.) სამეცნიერო ინტერესები სცდებოდა მედიცინის საზღვრებს და მოიცავდა ფილოსოფიისა და კულტურის თეორიის სფეროებს. მისი საქმიანობის ადრეულ ეტაპზე იგი მხარს უჭერდა 3. ფროიდს, მაგრამ განსხვავებულმა მსოფლმხედველობითმა პარადიგმამ დააშორა იუნგი ფროიდს. იუნგმა შეიმუშავა ფსიქოლოგიური, კულტურულ-ისტორიული კვლევების საკუთარი მიმართულება  პლატონისა და კანტის ფილოსოფიის შესაბამისად.
მან რელიგია განსაზღვრა, როგორც ნუმინოზური გამოცდილების შედეგად შეცვლილი ცნობიერების განსაკუთრებული ტენდენცია, განავითარა უ. ჯემსის რელიგიურობის სუბიექტური, შინაგანი, უმეტესად ირაციონალური შინაარსის განხილვის ტრადიცია, როგორც პირველადის და არსებითის, როგორც რაციონალიზაცია და სისტემატიზაცია იმისა, რასაც გვაძლევს გამოცდილება; შესაბამისად, კულტების რელიგიური ინსტიტუტები მეორადი აღმოჩნდება. სარწმუნოებრივი მოძღვრება, - წერდა ის, - წარმოადგენს თავდაპირველი რელიგიური გამოცდილების კოდიფიცირებულ და დოგმატიზირებულ ფორმებს. გამოცდილების შინაარსს აძლევენ კურთხევას და, როგორც წესი, ის მაგრდება მტკიცე, ხშირად კარგად განვითარებულ სტრუქტურაში. თავდაპირველი გამოცდილების პრაქტიკამ და რეპროდუცირებამ რიტუალის ხასიათი მიიღო, გახდა უცვლელი ინსტიტუტი ...“
მითებსა და სარწმუნოებრივი მოძღვრების დოგმატებში ასახული გამოცდილება, უპირველეს ყოვლისა, არაცნობიერთან შეხვედრის გამოცდილებაა. მის აღსანიშნავად იუნგმა გამოიყენა რუდოლფ ოტონის მიერ შემოთავაზებული ტერმინი „ნუმინოზური“ და ხაზი გაუსვა იმ სპეციფიკას, რომელიც ასეთ გამოცდილებას "წმინდად" აქცევს სუბიექტისთვის  - ზედმეტ მნიშვნელოვნობას, ემოციურ სიმდიდრეს, პრინციპულ „სხვაობას“ ჩვეულებრივი ემპირიული გამოცდილების მიმართ. იუნგმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კოლექტიური არაცნოებიერის აქტიურ შეჭრაზე, მის დამოუკიდებულებაზე სუბიექტის შეგნებული განზრახვის მიმართ: „რელიგია, როგორც ამ სიტყვის ლათინური წარმომავლობა მიუთითებს, არის ყურადღებით დაკვირვება  იმაზე, რასაც რუდოლფ ოტომ ზუსტად უწოდა “numinosum”, ანუ ნების უნებლიე აქტით გამოწვეული დინამიური არსებობა ან ქმედება. პირიქით, იგი მოიცავს ადამიანს და მას თავის კონტროლს უქვემდებარებს: ის ყოველთვის აქ არის, უფრო მსხვერპლია, ვიდრე ნუმინოზურის შემქმნელი. რაც არ უნდა იყოს ამის მიზეზი, ნუმინოზური გამოდის როგორც სუბიექტის ნებისგან დამოუკიდებელი პირობა“.
          აქედან გამომდინარე, რელიგია არის არაცნობიერი ფსიქიკურის ობიექტური რეალობის შესწავლა და გონების განდევნის გამოცდილება ამ რეალობის წინაშე.
ეს ფუნდამენტური ფენები მოკლებულია  ინდივიდუალურ თავისებურებას და მეტ-ნაკლებად იდენტურია ყველა ადამიანისთვის. ისინი ფსიქიკური ცხოვრების მოცემულობის არსს წარმოადგენენ, რომელსაც ადამიანი არ იძენს პირადი არსებობის პროცესში, მისი ფორმირება არ ხდება ინდივიდის ჩამოყალიბების დროს, არამედ მემკვიდრეობით არის მიღებული როგორც თაობათა ფილოგენეტიკური გამოცდილება. ამ მოცემულობის კოლექტიური ხასიათის თვალსაზრისს იუნგი თავის აღმოჩენას უკავშირებდა: სხვადასხვა კულტურის, პლანეტის რეგიონებში სხვადასხვა ადამიანთა ცნობიერში აღმოჩენილია იდენტური შინაარსი, რომელიც ვერ გავრცელდებოდა ნასესხობებისა და მიგრაციის გზით. ერთ-ერთი პირველი დაკვირვება, რომელმაც ამ მიმართულებით წარმართა მისი ფიქრები, იყო მის მიერ ჩატარებული სისტემატური კვლევა მედიუმი გოგონას (იუნგის შორეული ნათესავის) სპირიტული ტრანსისა, რომელიც მან აღწერა თავის სადოქტორო დისერტაციაში, როგორც ავტომატიზმის და პიროვნების გაყოფის მოვლენა. ერთ-ერთი სეანსის დროს, გოგონამ წარმოადგინა სამყაროს სქემა, რომელიც იდენტური იყო იმისა, რომელიც ჰქონდა გნოსტიკოს ვალენტინიანებს. როგორც ჩანს, მათ შრომებს ახალგაზრდა სპირიტი არ იცნობდა. მოგვიანებით იუნგი არაერთხელ ყოფილა მოწმე იმისა, თუ როგორ ჩნდებოდა მისი პაციენტების სიზმრებში, ჰალუცინაციებში, ბოდვით მდგომარეობაში, ფანტაზიებში ის მოტივები, რომლებიც გვხვდებოდა სხვადასხვა მითოლოგიებსა და რელიგიებში. ამასთან არ ყოფილა საუბარი რაიმე კულტურული გავლენის შესახებ. მრავალრიცხოვანი ანალოგიები მოტივებში და სხვადასხვა ხალხთა მითოლოგიების და სხვადასხვა რელიგიების სარწმუნოებრივი დოგმატების სტრუქტურული ერთგვაროვნება, ასევე მხატვრულ შემოქმედებაში ამგვარი „კოლექტიური“ სახეების სპონტანური შექმნა გახდა იუნგისთვის დამაჯერებელი დადასტურება ჰიპოთეზისა ყველა ადამიანში არაცნობიერის სიღრმისეული ფენების შინაარსის ერთგვაროვნების შესახებ. ამ შინაარსის გენეტიკური მატარებლის იდეამ და მემკვიდრეობით მათმა გადაცემამ ინფორმაციასთან ერთად, ტვინის იმ სტრუქტურების მითითების მცდელობა, რომლებიც წარმოქმნიან ამ ფენომენის ანატომიურ სუბსტრატს, კოლექტიური არაცნობიერის იდეას  ბიოლოგიურის ელფერი შესძინეს.
თუმცა, ეს ტერმინი არა მხოლოდ დასაშვებად მიიჩნევს, არამედ ორმაგ ინტერპრეტაციასაც ვარაუდობს; კოლექტიური არაცნობიერი შეიძლება ნიშნავდეს  ერთეულს, რომელიც თანაბრად ყველასთვის არის დამახასიათებელი, როგორც ორგანიზმის ბიოლოგიურ სტრუქტურაში დაფიქსირებულ თაობათა გამოცდილება, მაგალითად, თითოეულ ადამიანში კუჭის არსებობა; თუმცა ასევე შეიძლება ნიშნავდეს, თუ რა თვალსაზრისით არის „კოლექტიური“ დედამიწა, სამყარო. იუნგის ტექსტებში წარმოდგენილია ორივე გაგება, მაგრამ მეორე მისთვის აშკარად უფრო მისაღებია: „კოლექტიური არაცნობიერი ნაკლებად ჰგავს დახურულ პიროვნულ სისტემას, ეს არის სამყაროსთვის გახსნილი და მისთვის მოცულობით თანაბარი ობიექტურობა“ .
სიმბოლოს ცნება ერთ-ერთი მთავარია იუნგის თეორიაში. ის, პირველ რიგში, რაღაც ბუნებრივი და სპონტანურია, სიმბოლოს გამოგონება არ შეიძლება, ის არ არის კონვენციის შედეგი. „... სიტყვა ან გამოსახულება სიმბოლურია, - წერდა იუნგი, - თუ ისინი გულისხმობენ უფრო მეტს, ვიდრე მის აშკარა და უშუალო მნიშვნელობას. მათ აქვთ უფრო ფართო „არაცნობიერი ასპექტი, რომელიც ზუსტად არ არის განსაზღვრული ან მისი ახსნა შეუძლებელია. და მისი  განსაზღვრის ან ახსნის იმედი არ არის. როდესაც ჩვენ სიმბოლოს შევისწავლით, მას ისეთ სფეროებში მივყავართ, რომელიც საღი აზრის ფარგლებს გარეთ მდებარეობს“. პირველადი სიმბოლოებია ბუნებრივი - ადამიანი პროდუცირებს მათ სპონტანურად  და არაცნობიერად სიზმრების, ფანტაზიების, მხატვრული სახეების სახით, მაგალითად, წყალს (სიმბოლიზირებს არაცნობიერს) ან ცეცხლს (სულის სიმბოლო). თუმცა, რაციონალური დამუშავების შედეგად ბუნებრივი სიმბოლოები მითის შემადგენლობაში (ზღაპრები, საიდუმლო სწავლებები, რელიგიები) შედიან და გარდაიქმნებიან   კულტურულ სიმბოლოებად, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი რელიგიურია.
ბუნებრივი სიმბოლოები ბევრად უფრო ინდივიდუალური, გაუგებარი ან გულუბრყვილოა, ვიდრე მითები. არაცნობიერის ფუნქციის შესაბამისად გააფართოვოს და კორექტირება გაუკეთოს ცნობიერის ტენდენციას, სიმბოლო ორგანულად უკავშირდება ცხოვრებისეულ სიტუაციას, ფსიქოლოგიურ ტიპს, პირად პრობლემებს და სუბიექტის ცნობიერების კონსტელაციას და, შესაბამისად, ატარებს მისი ინდივიდუალური ფსიქიკური ცხოვრების ელფერს. კულტურული სიმბოლოები წარმოიქმნება ბუნებრივის რაციონალური დამუშავების გზით, რაც ზოგჯერ მრავალი თაობის მანძილზე მიმდინარეობს. ადგილი აქვს სიმბოლოების სახეცვლილებას ზოგადი მნიშვნელობის, ინდივიდუალური ფენისგან გათავისუფლების მიმართულებით. შედეგად ჩნდება რელიგიური ფორმულები, რომლებიც ბევრად უფრო შესანიშნავი და ყოვლისმომცველია, ვიდრე უშუალო გამოცდილება.  „დოგმატი, -  ამტკიცებდა იუნგი, - თავისი არსებობით უნდა უმადლოდეს, ერთის მხრივ,  „გამოცხადების“ (ღმერთი, ჯვარი, უბიწო მუცლად-ღება, სამება და ა.შ.) უშუალო გამოცდილებას, მეორეს მხრივ, მრავალი გონების თანამშრომლობას, რომელიც არ წყდებოდა საუკუნეების მანძილზე“. კულტურული სიმბოლოები ინარჩუნებენ თავდაპირველი ნუმინოზური გამოცდილების ყველა მნიშვნელობას, მიმზიდველობას, ხიბლს და შიშს. „მარადიული სახეებისადმი მიდრეკილება ნორმალურია, ისინი ამისთვის არსებობენ. მათი დანიშნულებაა მიიზიდონ,  დაარწმუნონ, მოხიბლონ, განაცვიფრონ. ისინი შექმნილია გამოცხადების მასალიდან და ასახავენ ღვთაების თავდაპირველ გამოცდილებას. ისინი ადამიანს უხსნიან გზას ღვთაებრივის გასაცნობიერებლად და ამავე დროს იცავენ მასთან უშუალო შეხებისგან. ადამიანის სულის ათასწლიანი ძალისხმევის წყალობით, ეს სახეები მოთავსებულია სამყაროს მოწესრიგებასთან დაკავშირებული აზრების ყოვლისმომცველ სისტემაში“. კულტურული სიმბოლოები, პირველ რიგში, რელიგიური, ორმაგ ფუნქციას ასრულებენ არაპირდაპირ ურთიერთქმედებაში ცნობიერსა და არაცნობიერს - კომუნიკაციასა და დაცვას - შორის. სიმბოლოები აძლევენ განცდილს ადამიანისთვის შეზღუდული ცოდნის სამყაროში შესვლის ფორმას და გზას, ამასთან არ ამახინჯებენ განცდილის არსს, არ აყენებენ ზიანს მის მაღალ მნიშვნელობას. ისინი უშუალოდ უკავშირდებიან კოლექტიური არაცნობიერის შინაარსის ობიექტურობას, აძლევენ ცნობიერებას მათთან ხელმისაწვდომობის შესაძლებლობას. ამ თვალსაზრისით სიმბოლოები არ არის თვითნებობისა და მოტყუების პროდუქტი, არამედ ობიექტური რეალობის ანარეკლია. თუმცა, ამავე დროს ისინი ადამიანის სუბიექტურობის პროდუქტია და შექმნილი არიან მის დასაცავად. იუნგის აზრით, „არსებობს მრავალი სარწმუნოებრივი მოძღვრება და რიტუალი, რომლებიც არსებობენ მხოლოდ ერთი მიზნით - თავი დაიცვან მოულოდნელისა და სახიფათოსგან, რომელიც  არაცნობიერში იმალება.

ასეთ დამცავ ფუნქციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადამიანის კულტურის, პირველყოფილი საზოგადოებების ადრეულ ეტაპებზე, როდესაც ცნობიერება ჯერ კიდევ არ არის მყარი და სრულიად იზოლირებულია, და ის საფრთხე, რომ მას „ქვეშ დაიტანს არაცნობიერის ტალღები“, განსაკუთრებით დიდია. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით დიდ ღირებულებას იძენენ ტომის საიდუმლო დოქტრინები, იდუმალების, საფრთხის და მოკრძალების ატმოსფერო,  რომელიც თან ახლავს ამ დოქტრინებთან ზიარების რიტუალებს. თუმცა, უფრო გვიან ეტაპებზე რელიგიური გამოცდილება ინარჩუნებს ინტენსიურ სტრესულ გამოცდილებას, რომელიც მას თან ახლავს. ამიტომ რელიგიას იუნგი ასევე  შემდეგი სახით განსაზღვრავდა: „ზემოქმედების თვალსაზრისით, რელიგია არის დამოკიდებულება უმაღლესი და უძლიერესი ღირებულებების მიმართ, იქნება ის პოზიტიური თუ ნეგატიური. მათ მიმართ დამოკიდებულება შეიძლება იყოს თავისუფალი ან უნებლიე, ანუ, შეგიძლიათ შეგნებულად მიიღოთ ის ღირებულება, რომლითაც უკვე არაცნობიერად ხართ შეპყრობილი. თქვენს სისტემაში ყველაზე მნიშვნელოვანი ძალით დაჯილდოებული ფაქტორი არის ღმერთი, რადგან ღმერთს ყოველთვის უწოდებენ  ფსიქოლოგიურ ფაქტორს, რომელიც აღემატება სხვა დანარჩენს“.

ამავდროულად კოლექტიურ არაცნობიერში არსებობენ გარკვეული სახის სტაბილური სტრუქტურები, რომლებიც აცხადებენ თავის შესახებ კულტურულ სიმბოლოთა სისტემებში; ასეთი სტრუქტურებისთვის იუნგმა გამოიყენა ტერმინი „არქეტიპი“. უნდა აღინიშნოს, რომ იუნგის არქეტიპების, როგორც პერსონიფიცირებული სახეების (მაგალითად, მითების პერსონაჟები, რომლებიც განსხვავებულ ტრადიციებში გამოჩნდნენ, ინარჩუნებენ გარკვეულ ხასიათს, ანუ თვისებებს) ფართოდ გავრცელებულ წარმოდგენაში ეს ტერმინი ბოლომდე არ არის გახსნილი. მართლაც, იუნგი არქეტიპებს განსაზღვრავს, კერძოდ, როგორც „უხსოვარ დროიდან არსებულ  უნივერსალურ სახეებს“, ან როგორც „... ფორმებს და სახეებს, რომლებიც თავისი ბუნებით კოლექტიურია და პრაქტიკულად შეიძლება შეგვხდეს მთელს დედამიწაზე, როგორც მითების შემადგენელი ელემენტი, და ამავე დროს წარმოადგენდეს არაცნობიერი წარმოშობის ავტოხტონურ ინდივიდუალურ პროდუქტს“. თუმცა, არქეტიპის ცნების შინაარსი არ ამოიწურება ამ უდავოდ მნიშვნელოვანი გზით, ასპექტით, რომელიც ასახავს მხოლოდ კულტუროლოგიურ მხარეს. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, არქეტიპი, იუნგის მიხედვით, დაკავშირებულია არა მხოლოდ თავისუფალი ფანტაზიის საქმიანობასთან და გამოდის არა მხოლოდ როგორც სახე-წარმოდგენა, არამედ მჭიდროდ უკავშირდება ემოციების და ქცევის მოტივების სფეროს.
არქეტიპი ქცევის და აზროვნების საწყისი ფორმაა, ტენდენციების და რეაქციების სისტემა, რომლებიც მიმართულებას აძლევენ ადამიანის ცხოვრებას. არქეტიპი მოიცავს გარკვეული ქცევის არაცნობიერ იმპულსს, და ამ თვალსაზრისით იგი კორელირებს ინსტინქტის ცნებასთან. არსებითად, არქეტიპი ინსტინქტური იმპულსია, ზუსტად იგივე, რაც ფრინველის ან  ჭიანჭველების სურვილი აკეთონ ბუდე. გამოსახულება, რომელშიც გამოიხატება არქეტიპი, არ არის მისი მთავარი ასპექტი, არამედ მხოლოდ გამოვლინების ერთ-ერთი გზაა. ის, რასაც უწოდებენ ინსტინქტს, არის ფიზიოლოგიური იმპულსი და გააზრებული გრძნობის ორგანოები. მაგრამ ამავე დროს, ინსტინქტები ვლინდება ფანტაზიებში და ხშირად გამოხატავს თავის არსებობას მხოლოდ სიმბოლური სახეების საშუალებით. ამ გამოვლინებებს იუნგი უწოდებდა არქეტიპებს. უფრო მეტიც, თავის თავად სახეს არ გააჩნია არქეტიპის ღირებულება, თუ მას დაკარგული აქვს კავშირი ამ უკანასკნელისთვის დამაასიათებელი ემოციებით და მოტივებით. არქეტიპების გაუცხოებულ-რაციონალისტური შესწავლა ბევრ ცნობას არ აწვდის მკვლევარს  კოლექტიური არაცნობიერის შინაარსის შესახებ. არქეტიპების სიის დაზეპირებას აზრი არ აქვს. შეიძლება არქეტიპების სპეციფიკური ენერგიის აღმოჩენა, როდესაც განცდილია ის სპეციფიკური ჯადოსნობა, რომელიც თან ახლავს. იუნგის მიერ აღწერილი ყველაზე ცნობილი არქეტიპებია ჩრდილი, ანიმა, მოხუცი ბრძენი, ოთხი მცველი, მანდალა. თუ პირველი სამი მართლაც ჩნდება სიზმრებსა და მითებში, პირველ რიგში, მათ მიერ განსახიერებულ პერსონაჟთა სახეებში, ოთხი მცველი არქეტიპული რიცხვია და შეიძლება გამოხატვა ჰპოვოს „წრის, ოთხ ნაწილად დაყოფილი ყვავილის, კვადრატული მოედნის ან ოთახის, ოთხკუთხედის, გლობუსის, საათის, სიმეტრიული ბაღის სახით შადრევნით შუაგულში, ნავის, აეროპლანის ან მაგიდასთან ოთხი ადამიანის, ოთხი სკამის სახით,  ოთხი ფერის, რვაჩხირიანი ბორბლის, ვარსკვლავის ან რვასხივიანი მზის, რვა ნაწილად დაყოფილი მრგვალი ქუდის, ოთხთვალება დათვის, კვადრატული ციხის საკნის, წელიწადის ოთხი დროს, კალათის ოთხი კაკლის, 4 x 8 - 32 ერთეულად დაყოფილი დისკიანი მსოფლიო საათის და ა.შ. სახით“. მანდალა გრაფიკული არქეტიპია, რომელიც დაკავშირებულია ოთხ მცველთან (წრე ან სფერო, რომელიც შეიცავს ოთხიანს, რომელიც, მაგალითად, ჩახაზულია კვადრანში; წარმოდგენა მისი სქემის შესახებ შეიძლება მოცემული იყოს მრავალრიცხოვანი ბუდისტური მანდალების მიერ). ტრანსფორმაციის არქეტიპი შეიძლება გამოიხატებოდეს ტიპიური სიტუაციებით, ადგილით, საშუალებებით, გზებით და ა.შ. მნიშვნელობა, რომელიც არქეტიპურ სახეებს აქვს, შეიძლება იყოს განსხვავებული, მაგრამ ის თითქმის ყოველთვის უკავშირდება ცნობიერების და არაცნობიერის წონასწორობის პრობლემას, რომელიც, იუნგის აზრით,  ადამიანის სულის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა. მის გასაანალიზებლად მან შემოიღო ცნებები „ენანტიოდრომია“ (ან „დაპირისპირებათა შეკრება“) და „ინდივიდუაცია“ (დიფერენციაცია ინდივიდუალური პიროვნების განვითარების მიზნით).

საკონტროლო საკითხები:
1. რა არის არქეტიპი?
2. რას მოიაზრებს კ.გ. იუნგი  რელიგიაში?
3. როგორ განმარტავს კ.გ. იუნგი რელიგიური შინაარსის შემთხვევას პაციენტთა სიმპტომებში, რომლებსაც ის აკვირდებოდა?
4. რას ფიქრობთ, როგორია კ.გ. იუნგის დამოკიდებულება რელიგიის მიმართ?
5. რა როლი მიუძღვის კ.გ. იუნგის სწავლებას რელიგიის ფსიქოლოგიის განვითარებაში?

თემა 5. ე. ფრომის რელიგიის ფსიქოლოგია.
                                                                                                                            ლექცია 6,7

თემის ანოტაცია. ლექციაში განხილულია შემდეგი საკითხები:
ე. ფრომის ჰუმანისტური ფსიქოანალიზის ძირითადი ცნებები.
ჰუმანისტური და ავტორიტარული რელიგიები.
ე. ფრომის „ახალი თეოლოგია“. ფსიქოანალიზი, როგორც სულზე ზრუნვა.

საკვანძო სიტყვები: ჰუმანისტური ფსიქოანალიზი, თავისუფლებისგან გაქცევა, ჰუმანისტური რელიგიები, ავტორიტარული რელიგიები, ე. ფრომი.

მეთოდური რეკომენდაციები თემის შესასწავლად.
აუცილებელია თეორიული ნაწილის შესწავლა,
ძირითადი ცნებების შესწავლა,
საკონტროლო კითხვებზე პასუხის გაცემა,
ცოდნის გაფართოების მიზნით სემინარისთვის მომზადება,
საკონტროლო სამუშაოსთვის მომზადება

ინფორმაციის რეკომენდებული წყაროები:

ე.ი. არინინი. რელიგიის ფსიქოლოგია/ე.ი. არინინი, ი.დ.ნეფედოვა-ვლადიმირი. ვლადიმირის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამომცემლო-სარედაქციო კომპლექსი.  2005. – 108გვ.
ე. ფრომი. გაქცევა თავისუფლებისგან/ე. ფრომი. — მოსკოვი: ასტ, 2011. — 288 გვ.
ე. ფრომი. ადამიანი საკუთარი თავისთვის. ეთიკის ფსიქოლოგიური პრობლემების შესწავლა/ე. ფრომი. — მოსკოვი: ასტ, 2010. — 352 გვ.
http://ru.wikipedia.org/wiki/%D4%F0%EE%EC%EC,_%DD%F0%E8%F5 http://fromm.hpsy.ru/biography/http://psylib.org.ua/books/fromm02/index.htm http://psylib.org.ua/books/fromm04/index.htm http://sbiblio.com/biblio/archive/garadzha_religion/ec4.aspx http://www.gumer.info/bibliotek_Buks/Psihol/Fromm_PsRel/index.php http://www.gumer.info/bibliotek_Buks/Psihol/Fromm/dogmat.php


გლოსარიუმი:

ავტორიტარული რელიგიები – ეს არის ადამიანის მიერ გარკვეული უზენაესი უხილავი ძალის აღიარებაზე დაფუძნებული რელიგიები,  რომელიც მართავს მის ბედს და მოითხოვს მორჩილებას, პატივისცემას და თაყვანისცემას. ამასთან მორჩილების, პატივისცემის და თაყვანისცემის მიზეზი არ არის ღვთაების მორალური თვისებები, არც სიყვარული ან სამართლიანობა, არამედ ის ფაქტი, რომ იგი დომინირებს ადამიანზე, ანუ მას აქვს ძალაუფლება მასზე. „ძლიერი ძალისადმი მორჩილება არის ერთ-ერთი გზა, რომელზეც ადამიანი თავს არიდებს მარტოობისა და შეზღუდვის გრძნობებს. კაპიტულაციის აქტში ის კარგავს დამოუკიდებლობას და ერთიანობას, როგორც ინდივიდი, მაგრამ იძენს უსაფრთხოების გრძნობას და თითქოს ხდება იმ ძალის ნაწილი, რომელიც შთააგონებს  მოკრძალებას“  (ე. ფრომი).
ჰუმანისტური რელიგიები – ადამიანის შინაგან სამყაროსკენ მიმართული რელიგიებია, რომლებიც მიზნად ისახავენ საუკეთესო თვისებების გამოვლენას, თვითსრულყოფას. „ღმრთის სასუფეველი თვითონ თქვენშია“. ჰუმანისტური რელიგიების იდეების არსი ფრომს შემდეგნაირად აქვს ჩამოყალიბებული: ადამიანი უნდა ცდილობდეს ჭეშმარიტების შეცნობას, ანუ საკუთარი თავის, და ის ადამიანია იმდენად, რამდენადაც ახერხებს ამ ამოცანის შესრულებას.
რელიგიური მოთხოვნილება ფრომის თანახმად „ორიენტაციის სისტემის და მსახურების ობიექტის“ მოთხოვნილებაა. მაგრამ ეს არაფერს გვეუბნება მისი გამოვლინების სპეციფიკური კონტექსტის შესახებ. ადამიანს შეუძლია ცხოველების, ხეების, ოქროს ან ქვის კერპების, უხილავი ღმერთის, წმიდა ადამიანის ან ეშმაკური გარეგნობის მქონე ბელადების თაყვანისცემა; მას შეუძლია წინაპრების, ერის, კლასის ან პარტიის, ფულის ან წარმატების თაყვანისცემა; მის რელიგიას შეუძლია ხელი შეუწყოს გამანადგურებელი საწყისის ან სიყვარულის განვითარებას, ადამიანთა შევიწროებას ან ძმობას; მას შეუძლია ხელი შეუწყოს მის გონებას ან მიიყვანოს გონება დამბლადაცემულ მდგომარეობამდე; ადამიანს შეუძლია მისი სისტემა განიხილოს, როგორც რელიგიური, რომელიც განსხვავდება საერო ხასიათის სისტემისგან, მაგრამ ასევე შეუძლია იფიქროს, რომ მას არ აქვს რელიგია, და განიხილოს მისი მსახურება გარკვეული სახით, სავარაუდოდ საერო მიზნებისთვის, როგორიცაა ძალაუფლება, ფული ან წარმატება, მხოლოდ როგორც ზრუნვა პრაქტიკულსა და სასარგებლოზე. საკითხი არ ეხება რელიგიას ან მის არარსებობას, არამედ იმას, თუ რა სახის რელიგიაა ის: ან ეს არის რელიგია, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის განვითარებას, ადამიანის ძალთა გამოვლენას, ან რელიგია, რომელიც პარალიზებს ამ ძალებს“ (ე. ფრომი).
===
გაგრძელება შემდეგ გვერდზე 






















































































https://nationalpost.com/pmn/news-pmn/liberal-environmental-contradictions-could-pave-way-for-conservative-win

https://ideas.repec.org/p/zbw/hwwadp/26363.html


https://www.truthophobes.com/islam-kills-homosexuals

Людей отвлекают.страхами.а сами творят что хотят с людьми и планетой.информация в астрале.в разум людей закрыт .поэтому все мы тут в тюрьме с нас как с коров доят гавах ы.Когда люди в страхе,ими легко управлять.
https://politicallyincorrecthumor.com/meme-galleries/muslim-meme-gallery/

































http://www.ng.ru/ng_exlibris/2019-06-20/15_985_non1.html?fbclid=IwAR2ki7M0mRGOOGrgAUa9-7hme5qrlYgVieLLL3TjWPy3dnjP-dEHKRQUAqI

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised