пятница, 17 мая 2019 г.

ფ.ვ. კონდრატიევი. ფსიქიატრიის „სამართალდაცვითი“ ბოროტად გამოყენება (რუსული ფსიქიატრიის ისტორიის კლინიკურ-პოლიტიკური წარმოდგენა)

ფ.ვ. კონდრატიევი. ფსიქიატრიის „სამართალდაცვითი“ ბოროტად გამოყენება (რუსული ფსიქიატრიის ისტორიის კლინიკურ-პოლიტიკური წარმოდგენა) 

7. მისი ისტორიის მეორე (პოსტსტალინისტური) პერიოდის საბჭოთა ფსიქიატრია [თავში ძირითადად  გამოყენებულია საკუთარი მასალები, მათ შორის სპეციალურად მიღებული ამ ნაშრომისთვის ]
მეორე პერიოდი დაიწყო სტალინის გარდაცვალების შემდეგ და საბჭოთა კავშირის დაშლამდე გაგრძელდა. ამ პერიოდის ფსიქიატრიისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, ნ.ს. ხრუშჩოვის მოხსენებას ჰქონდა სკკპ XX ყრილობაზე, 1954 წელს, რომელშიც დადასტურდა და დაგმომილი იქნა ქვეყანაში პოლიტიკური რეპრესიების არსებობა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა სკკპ ცკ-თან არსებული პარტიული კონტროლის კომისიის მიერ ქვეყანაში 1956 წელს ჩატარებული ფსიქიატრიული სამსახურის შემოწმება.
ამ მოვლენების შემდეგ სახელმწიფოს პირდაპირი პოლიტიკური  ჩარევა ფსიქიატრიის საქმეში თითქოსდა  შესუსტდა. ვ.პ. სერბსკის სახელობის სასამართლო ფსიქიატრიის ინსტიტუტში შეიცვალა ხელმძღვანელობა, 1957 წელს მას სათავეში ჩაუდგა მოსკოვის პირველი სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრის დოცენტი გ.ვ. მოროზოვი. პირველ რიგში, მოროზოვი შეეცადა აემაღლებინა სერბსკის სახელობის ინსტიტუტის თანამშრომელთა პროფესიონალიზმი, გათავისუფლებულთა ადგილებზე მან მოიწვია მაღალკვალიფიციური მეცნიერები (კერძოდ, ბ.ნ. გენუშკინის მოწაფე, პროფესორი ა.გ. გალაჩიანი) და ახალგაზრდა ფსიქიატრთა პლეადა. დაიწყო კლინიკურ-დიაგნოსტიკური კონფერენციების რეგულარული ჩატარება აკადემიკოს ე.ა. პოპოვის ხელმძღვანელობით, მოსკოვის პირველი სამედიცინო ინსტიტუტის  ს.ს. კორსაკოვის სახელობის ფსიქიატრიის კლინიკადან, შემდეგ კი მოსკოვის მეორე სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრის გამგის, პროფესორის ო.ვ. კერბიკოვის ხელმძღვანელობით. მახსოვს კლინიკურ კონფერენციებზე ო.ვ. კერბიკობმა რამდენჯერმე ვერ შეიკავა თავი და ძველი დროიდან შემორჩენილ პროფესორებს პირდაპირ მიმართა: „თქვენ ისევ დამარცხდით!“
50-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაიწყო არა მხოლოდ მოქალაქეთა - რეპრესიულ-სადამსჯელო სისტემის მსხვერპლთა - რეაბილიტაცია, არამედ 20-30-იან წლებში დაწყებულ სწორ კლინიკურ მეთოდებზე, მათ შორის რბილ შიზოფრენიაზე, დაბრუნება. თუმცა ტერმინი „რბილი შიზოფრენია“, როგორც შემორჩენილი ოდიოზური და სევდიანი  ნაკვალევი, ფსიქიატრიაში მეტად აღარ გამოყენებულა და შეიცვალა ნელი, დუნედ  მიმდინარე შიზოფრენიის ცნებით (რ.ა. ნაჯაროვი, 1955; დ.ს. ოზერეცკოვსკი, 1956, 1959; და სხვ. ). ასეთი შიზოფრენიის კლინიკა რიგი მაჩვენებლებით ახლოს იდგა  „ფსევდონევროტულ შიზოფრენიასთან“, რომელიც ადრე აღწერეს ამერიკელმა ფსიქიატრებმა P. Hoch და P. Polatin (1949), მისი შესწავლა მიზანმიმართულად დაიწყეს პროფ. ა.ვ. სნეჟნევსკის თანამშრომლებმა. დუნედ მიმდინარე შიზოფრენიის ეს კლინიკური ვარიანტი და მისი სხვადასხვა ფორმა განმტკიცდა დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია-9-ში (შიფრი 295.5–295.59). ასეთი შიზოფრენიის კლინიკურად რეალისტურმა შესწავლამ მნიშვნელოვნად გაამდიდრა ფსიქიატრიული მეცნიერება და დადებითი როლი ითამაშა ბევრ ნამდვილად დაავადებულთა ცხოვრებაში.
1960 წელს ჩემმა მეცნიერ-ხელმძღვანელმა ვ.პ. სერბსკის სახელობის ინსტიტუტში პროფესორმა ა.გ. გალაჩიანმა შემომთავაზა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „კლინიკური თავისებურებები და სასამართლო-ფსიქიატრიული შეფასება ნელა მიმდინარე შიზოფრენიის შემთხვევებში“ (დისერტაცია დასრულდა და დაცული იქნა 1964 წელს). დისერტაციის თემა აქტუალური იყო, რადგან მასზე მუშაობა მიმდინარეობდა იმ პერიოდში, როდესაც გაისმა ბრალდებები ფსიქიატრიის პოლიტიკური და „სადამსჯელო“ მიზნებისათვის გამოყენებაში: თითქოს ამისთვის „საბჭოთა ფსიქიატრებს დაევალათ ნელი შიზოფრენიის გამოგონება“. საჭირო გახდა ამ ბრალდებების ნამდვილობის შემოწმება, ასეთი შიზოფრენიის ძირითადი კლინიკური თავისებურებების და მასთან დართული  სასამართლო-ფსიქიატრიული საექსპერტო გადაწყვეტილებების შემუშავება. დისერტაციაში კიდევ ერთხელ იყო აღნიშნული, რომ შიზოფრენია, ისევე როგორც სხვა ქრონიკული დაავადება (ტუბერკულოზი, რევმატიზმი, ტულარემია და ა.შ.), შეიძლება მიმდინარეობდეს მწვავედ, ავთვისებიანად და დუნედ, ნელა, „რბილად“, რომ დუნედ მიმდინარე  შიზოფრენიის დიაგნოზი შეიძლება დაისვას მხოლოდ ამ ფსიქიკური დაავადების უეჭველი  და სპეციფიკური (თუმცა სუსტად გამოხატული) კლინიკური ნიშნების საფუძველზე, და რომ ასეთი ფსიქოპათოლოგია არ გამორიცხავს პაციენტის სოციალურ- ფსიქოლოგიურ ადეკვატურ ქმედებებს. ამ დებულებამ საფუძველი მისცა იმის მტკიცებას, რომ „დისიდენტობას“ არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე კავშირი ფსიქოპათოლოგიასთან და რომ თავისთავად ის არ შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც შიზოფრენიის დიაგნოსტიკური ნიშანი.

































































































https://news.myseldon.com/ru/news/index/211024611?requestId=a0600234-a693-4068-ab19-aa18b9505518

С.В.Савельев: “Биология цифровизации”

О том, почему люди ненавидят свой мозг – инородный орган, зачем превратились в гомопадов и о том, когда у нас начнет расти хвост. Расшифровка доклада эволюциониста, палеоневролога, доктора биологических наук Сергея Вячеславовича Савельева на IT-конференции “Стачка про будущее”, прошедшей в Ульяновске в конце апреля.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised