пятница, 17 мая 2019 г.

მართლმადიდებლური მსახურება, როგორც მასობრივი ჰიპნოზის სეანსი

მართლმადიდებლური მსახურება, როგორც მასობრივი ჰიპნოზის სეანსი

ჰიპნოზის ისტორიის შედარება, ალბათ, კაცობრიობის არსებობის დროსთან შეიძლება. ჰიპნოზის ზუსტი განსაზღვრა ჯერ კიდევ არ არის დამაჯერებლად მოცემული, მაგრამ ჩვენი ცოდნა თავის ტვინის მოქმედების, მის ნერვულ სისტემასთან ურთიერთქმედების შესახებ ჯერ კიდევ ფრაგმენტულია, ამიტომაც მისი განსაზღვრის სირთულეში არაფერია გასაკვირი. მიუხედავად ამისა, მისი პრაქტიკული გამოყენება მჭიდროდ უკავშირდება კაცობრიობის ისტორიის დასაწყისს, განსაკუთრებით რელიგიის და კულტის სფეროში.
სიტყვა მივცეთ ბიბლიური ტექსტების ავტორებს, რომლებისთვის, როგორც ჩანს, ნაცნობი იყო ჰიპნოზის ზოგიერთი მეთოდი:
„უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო“. (დაბადება, 2:21). როგორც მახსოვს, კაშპიროვსკის პაციენტი არც კი დაუძინებია:
„უთხრა უფალმა მოსეს: დაარიგე ხალხი, რომ ინათხოვროს ყოველმა კაცმა თავისი მეზობელი კაცისგან და ყოველმა ქალმა თავისი მეზობელი ქალისგან ვერცხლისა და ოქროს ჭურჭელი და სამოსელი“ (გამოსვლა, 11:1-2). ხომ ჰგავს ბოშათა საქმეებს?
„მოწაფეები მოვინახულეთ და შვიდი დღე დავყავით იქ; ხოლო ისინი, სულით აღძრულნი, იერუსალიმში ასვლას უშლიდნენ პავლეს“.  (მოციქულთა საქმენი, 21:4).
 შეიძლება გავაგრძელოთ მრავალრიცხოვანი ციტატების გამოყენება როგორც ძველი, ასევე ახალი აღთქმიდან, სხვა წყაროებიდან, განსაკუთრებით წმინდანთა ცხოვრებიდან.
ჩემთვის კარგად არის ცნობილი, როგორც მართლმადიდებლობის ისტორია, ასევე თეორია და პრაქტიკა, ამიტომ მე არ შევეხები სხვა კონფესიებსა და დენომინაციებს, რომელთა რიტუალები ასევე ეფუძნება ჰიპნოზს, შთაგონებას და თვითშთაგონებას. როგორც ვიცით, მართლმადიდებლურ ეკლესიაში შვიდი საიდუმლოა - ნათლისღება, მირონცხება, ზიარება, სინანული, ქორწინება, მღვდლობა და ზეთის კურთხევა. არსებობს საერთო მსახურება, როგორიცაა ლიტურგია, არსებობს კერძო მსახურება, როგორიცაა კურთხევა. მე შემიძლია ვთქვა, რომ პროტესტანტული ან კათოლიკური ეკლესიებისგან განსხვავებით, მართლმადიდებლობას, როგორც ქრისტიანობის ე.წ. აღმოსავლურ შტოს, ბიზანტიურად ბრწყინვალეს, ტრადიციულად უფრო ქმედითი რესურსები აქვს შთაგონების და თვითშთაგონების  მექანიზმების მოქმედებაში მოსაყვანად,  ზემოქმედებას ახდენს ადამიანის სენსორულ არხებზე - მხედველობაზე, სმენაზე, შეხებაზე, ყნოსვაზე და ა.შ., რომლის საშუალებითაც ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას. მე მეტად საინტერესოდ მიმაჩნია, რომ საეკლესიო რიტუალებში გამოიყენება ფსიქოტექნიკის თითქმის მთელი სპექტრი - კლასიკური ჰიპნოზიდან არადირექტიულამდე, ფსიქოანალიზის ანალოგიდან ნეიროლინგვისტურ პროგრამირებამდე. მაგრამ ეს ყველაფერი ფორმალურად, არაცნობიერად გამოიყენება და ამიტომ არ არის საკმარისად ეფექტური. მართალია, ზოგიერთი მართლმადიდებელი მღვდელი ამ სფეროში „წინ წავიდა“ და მეტად წარმატებით იყენებს თავის  ცოდნას პრაქტიკაში.
მაგრამ ასეთები ერთეულები არიან. აღსანიშნავია, რომ ისტორიის თანახმად, ადრე რუსეთს, როგორც რაოდენობრივად, ისე ხარისხობრივად, ჰყავდა მთელი პლეადა ნიჭიერი „მართლმადიდებელო“ „ფსიქოთერაპევტებისა“. ღირსი, წმინდანი, სალოსი -  სხეულისა და სულის მკურნალები - სად არიან დღეს ისინი? მხოლოდ რამდენიმე ვიცი მთელ რუსეთში. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, რომელსაც სრულად გააჩნდა რესურსები და რომელიც დღეს გაეხვა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტრიგებში, დაივიწყა თავისი მრევლი. წმინდა ადგილი არასდროს დარჩენილა ცარიელი, და ამით წარმატებით სარგებლობენ უფრო მობილური, ცოცხალი და პროგრესული პროტესტანტული და ქარიზმატული ქრისტიანული თემები. თუ ნარკოდამოკიდებულების წინააღმდეგ ისინი დიდი ხნის განმავლობაში წარმატებით იბრძვიან, რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის უხეირო მცდელობა შექმნას თავისი სარეაბილიტაციო ცენტრები ირონიულ ღიმილს იწვევს. გამონაკლის წარმოადგენს ორიოდე ნიჭიერი მღვდელი, თუმცა მათაც დევნიან ეკლესიის მესვეურნი.
ამრიგად, რა არის საერთო მართლმადიდებლური ღვთისმსახურებასა და ჰიპნოზის სეანსს შორის?
მაგალითისთვის ავიღოთ ავადმყოფი ადამიანისთვის ზეთის კუთხევის საიდუმლოს ჩატარების წესი. კურთხევანის მიხედვით, უნდა შესრულდეს შვიდი მღვდლის მიერ (დასაშვებია ნაკლებიც, და ერთიც, როგორც გამონაკლისი). უფრო მოსახერხებული რომ იყოს, ავადმყოფს შემდგომ ვუწოდოთ პაციენტი. ამრიგად, იგულისხმება, რომ პაციენტის ბგერითი სენსორი გადატვირთული იქნება - ასე მუდმივად შეიცვლება რიტუალის დროს კითხვისა და სიმღერის დროს: ტონი, ტემპი, ხმამაღლობა, ტემბრი და ტონალობა, რაოდენობა, ბგერადობის უწყვეტობა/წყვეტილობა,  ბგერის ხანგრძლივობა, ლოკალიზაცია, მანძილი, წყარო. უფრო მეტიც, ბგერას პაციენტი რამდენიმე წყაროდან სხვადასხვა ყურით დაიჭერს. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ რიტუალი ტარდება არაზიარებულისთვის ნაკლებად გასაგებ, ე.წ. „საეკლესიო-სლავურ“ ენაზე, და კითხვაც კი გალობით მიმდინარეობს. ანუ სმენის არხი გადატვირთულია. გადავიდეთ ვიზუალურზე. კურთხევანის მიხედვით, მაიდაზე უნდა იყოს: სახარება, ჯვარი, ჭურჭელი ხორბლით, ლამპარი, ირგვლივ შვიდი ანთებული სანთელი. სანთლები ყველა მღვდლისა და იქ დამსწრეს უნდა ჰქონდეს. მღვდლები სამოსშია არიან გამოწყობილი, ანუ არა ჩვეულებრივ შავ ტანსაცმელში, არამედ საკმარისად მკვეთრ და ბრწყინვალე ეპიტრახილსა და ფელონში. სპეციფიკური მოძრაობები და ჟესტები. გადატვირთვა? ყნოსვის გრძნობა დაწყების წინ: „კურთხეულ იყოს უფალი ჩვენი“: აუცილებელია შენობის საკმევლით შებოლება, რომელსაც მეტად სპეციფიკური სუნი აქვს. კინესთეტიკა - პაციენტს რამდენჯერმე (შვიდჯერ) აცხებენ ზეთს: შუბლზე, თვალებზე, ნესტოებზე, ტუჩებზე, ხელებზე, გულმკერდზე. რიტუალის დასასრულს მას თავზე ედება სახარება და იკითხება ლოცვა.
როგორც ვხედავთ, ყველა სენსორული არხი პრაქტიკულად გადატვირთულია, ანუ, ცნობიერება „პირდაპირ ტრანსლაციას“ უთმობს ქვეცნობიერს. ან წარმატებით ითვისებს საკმაოდ მოცულობით ლოცვებს, რომელშიც პაციენტის სახელი ხშირად არის ნახსენები და შეიცავს მისი გამოჯანმრთელების თხოვნას, რაც, უნდა ითქვას, საკმაოდ ქმედითია. ფსიქოლოგებმა და ფსიქოთერაპევტებმა კარგად იციან, რა ხდება, როდესაც ინფორმაციის ნაკადს იღებს არა ცნობიერება, რომელსაც უამრავი „ფილტრი“ აქვს, არამედ ქვეცნობიერი. ეს ხომ კლასიკური და არადირექტიული ჰიპნოზის მიზანიც არის. შემდეგ კი ქვეცნობიერის კონტროლის ქვეშ მუშაობს იწყებს თვითშთაგონება.
ბოლო დროს ჩვენ მხოლოდ ტელევიზიით არ ვუყურებთ „უცხო“ ტრილერებში ფსიქოანალიტიკოსთა სეანსებს, გახსოვთ წრეში რომ არის რამდენიმე ადამიანი და ერთმანეთს უყვებიან საკუთარი თავის, განცდების, ფანტაზიების შესახებ და ა.შ. ეს დღეს მრავალი ფსიქოტექნიკის ჩვეულებრივი პრაქტიკაა. ქრისტიანობა კი უკვე მეორე ათასწლეულია რაც იყენებს მონანიების საიდუმლოს. აღსაარება მღვდლის წინაშე: შეიძლება ჩუმად ვინმეს შესჩივლო. ნამდვილად შვებას იგრძნობთ. ხოლო საიდუმლოს ბოლო ელემენტია ნებადართული ლოცვა, რომელიც  ცოდვებს პატიობს.
გასული საუკუნის 50-იან წლებში ამერიკელი ფსიქოლოგის აშას მიერ კოლექტიურ გავლენასთან დაკავშირებულმა დაწყებულმა დამაჯერებელმა ექსპერიმენტებმა დაადასტურეს შთაგონებითი კოლექტიური „ზეწოლის“ ეფექტი. მისი ფორმულაა - თვალნათლივ დაინახო არა ის, რაც გესმის, არამედ დაუჯერო იმის, რაც გესმის. ასე შეიძლება რამდენიმე „სასწაულის“, ასევე საზოგადოებრივი ღვთისმსახურების პოტენციური რესურსების  - ღვთაებრივი ლიტურგიის და ა.შ. - ახსნა. მაგალითად, ცოტა ხნის წინ აღდგომის დღეებში იყო ჯვრით მსვლელობა. და ყოველწლიურად ზეციური ცეცხლის გადმოსვლა მაცხოვრის საფლავზე.
ტრანსის მიღწევა, რომელიც მოიცავს, როგორც შთაგონების, ასევე თვითშთაგონების მექანიზმებს, ჰიპნოზის ავტორიტარული და არადირექტიური ტექნიკის ამოცანაა. ნებისმიერი მართლმადიდებლური რიტუალი იძლევა ტრანსულ მდგომარეობაში შეყვანის გარანტიას. ცუდი ისაა, რომ ნეიროლინგვისტური პროგრამირებით შემოწმება „ეკოლოგიაზე“, ჩვენი აზრით, შეიძლება იყოს უარყოფითი. ტრანსი ადამიანის სასარგებლოდ უნდა იყოს გამოყენებული.
მოვიყვან ანეკდოტს, რომელიც ერთ-ერთ საითზე წავიკითხე: სოფლის ეკლესიის  მღვდელ ძალიან იყო განაწყენებული იმის გამო, რომ მრევლი უკიდურესად ძუნწია და თითქმის არ შემოაქვს შემოწირულობა ფულით. გადაწყვიტა ჰიპნოზის გამოყენება, რისთვისაც შესაბამისი სახელმძღვანელო წაიკითხა. კვირადღის წირვის წინ მან ეკლესიაში დაანთო ღუმელი, მსახურება ნელა და მონოტონურად მიჰყავდა, მოოქროებული ჯვრით აკეთებდა პასებს. როდესაც მრევლი ტრანსში აღმოჩნდა, მან თქვა: „თქვენ ყველანი გულუხვი და კეთილნი ხართ, თქვენთვის ძალიან სასიამოვნო იქნება შესწიროთ ყველაფერი, რაც თან გაქვთ, ღვთის საქმეს“. შეწირეს ძალიან ბევრი. მღვდელს ეს ძალიან მოეწონა, და მან გადაწყვიტა გამეორება ერთი კვირის შემდეგ. მსახურების დროს მან იგივე მანიპულაციევი ჩაატარა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ წარსული გამოცდილებით სასწავლმა მრევლმა ამჯერად თან არც ერთი პენი არ წამოიღო თან. გაგულისებულმა მღვდელმა წამოიყვირა: „ამის შემდეგ ყველა არამზადა ხართ!“ ამის შემდეგ ეკლესია ორი კვირის განმავლობაში მოჰყავდათ წესრიგში.
თუმცა, ფსიქოლოგიის შესახებ რელიგიურ რიტუალებში შეიძლება მრავალი ტომი დაიწეროს. მაგრამ, შესაძლოა ამ პატარა სტატიის შინაარსმა დაადასტურა სათაური?


https://coollib.com/b/407292/read

https://predanie.ru/book/219154-religiya-posle-ateizma-novye-vozmozhnosti-teologii/

https://www.academia.edu/8331448/%D0%A1%D0%B0%D1%84%D1%80%D0%BE%D0%BD%D0%BE%D0%B2_%D0%90._%D0%93._%D0%A0%D0%B5%D0%BB%D0%B8%D0%B3%D0%B8%D0%BE%D0%B7%D0%BD%D1%8B%D0%B5_%D0%BF%D1%81%D0%B8%D1%85%D0%BE%D0%BF%D1%80%D0%B0%D0%BA%D1%82%D0%B8%D0%BA%D0%B8_%D0%B2_%D0%B8%D1%81%D1%82%D0%BE%D1%80%D0%B8%D0%B8_%D0%BA%D1%83%D0%BB%D1%8C%D1%82%D1%83%D1%80%D1%8B



მხოლოდ ფაქტები:
1. გელათის აკადემიაში ასწავლიდნენ თავისუფალ აზროვნებას, გეომეტრიას, არითმეტიკას, რიტორიკას და ასტროლოგიას;
2. ჩახრუხაძემ უარყო ქრისტიანობა და გახდა სუფია, ლექსებში ქართულ და სპარსულ სიტყვებს ურითმავდა ერთმანეთს;
3. თბილისში დავით აღმაშენებლის ხელშეწყობით დაარსდა სუფიური აკადემია როელსაც აღმაშენებელი კვირაში ერთხელ სტუმრობდა;
4. აღმაშენებელმა ჩამოასახლა 40 ათასი ოჯახი ყივჩაღების;
5. აღმაშენებელმა დააძალა მღვდელმთავრებს , რომ სასულიერო პირები აერჩიათ არა წოდების, არამედ პიროვნული თვისებების და დამსახურების მიხედვით;
6. რისთაველი კოსმოპოლიტი და გლობალისტი იყო, ფეხებზე ეკიდა რწმენა და რელიგია, როგორც ასეთი, და ოცნებობდა ხალხების გაერთიანებაზე ერთ დიდ სახელმწიფოში;
7. რუსთაველის სიტყვებია: ვისაც ქვეყნად ყოვლი ერი სწორად უჩანს, მე ვარ ისი";
8. ვაჯაფშაველა ინდივიდუალისტი და ასევე კოსმოპოლიტი იყო. მისი პოემების მთავარი მოტივი ინდივიდის თავისუფლებააა კოლექტივის მარწუხებისაგან და "ტრადიციონალიზმისაგან";
9. საქართველოში ნაპოვნია 20 ათასი წლის წინანდელი კულტურული ჯიშის ვაზის ფესვი, ანუ საქართველოში 20 ათასი წელია გამოყავთ ვაზის ჯიშები. ესეიგი ქართველები მინიმუმ 18 500 (თვრამეტი ათას ხუთასი) წელი არ ყოფილან ქრისტიანები;
10. მართლმადიდებლობა ებრაული რელიგიაა (იუდაიზმის ერთ–ერთი განშტოებაა);
11. საქართველოში ქრისტიანობა დაინერგა მოსახლეობის (მამა–პაპის) დიდი წინააღმდეგობის, აჯანყებების მიუხედავად, სისხლისღვრით, მოსახლეობის ამოხოცვის ხარჯზე;
12. ჩვენი წინაპრები 1500 წლის წინ ქრისტიანებისაგან იცავდნენ თავიანთი მამა–პაპის სჯულს, წარმართობას;
13. წარმართობა არ ყოფილა "პრიმიტიული" რწმენა, გაც და გაიმ იყვნენ "მფლობელნი ყოველთა საიდუმლოთაი", ანუ ეს იყო ღრმა ეზოთერული ცოდნა;
14. ყველა ქრისტიანული ეკლესია საქართველოში აშენებულია უძველესი წარმართული ტაძრების ნანგრევებზე;
15. მეხუთე საუკუნეში ქრისტიანებმა საქართველოში მოსპეს, ფიზიკურად გაანადგურეს უძველესი ქართული ლიტერატურა და ყველა კულტურის ძეგლი, რაც კი მიწის ზემოთ იყო;
16. "ერის მამა", ილია ჭავჭავაძე ლიბერალი იყო, ანუ ადამიანის პიროვნული თავისუფლებისთვის და უფლებებისთვის იბრძოდა, ანუ იმისთვის, რისთვისაც იბრძვიან "ბასიანში" და "გალერიში" დარბეული ბავშვები...
ამ ყველაფრის შემდეგ რომელ "პატრიოტიზმზე" ლაპარაკობენ ეს ვიღაც შოვინისტები??? ქართული კულტურა და ისტორია არ იძლევა შოვინიზმის, ურა–პატრიოტიზმისა და განსხვავებულების დევნის უფლებას. ასე რომ "პატრიოტებო", ვინც გუშინ გამოხვედით ადამიანის თავისუფლების გასაჩუმებლად, წადით სადმე სხვაგან და იქ გაახურეთ. საქართველო არ არის ის ადგილი, სადაც შოვინიზმი და ფაშიზმი გაიხარებს. თავისუფლება კი არა თვითონ ეს ფაშისტური "ტრადიციონალიზმი" არის ქართული კულტურის შეურაცყოფა!!!
და ბოლოს: პატრიოტიზმი და ქრისტიანობა შეუთავსებელია პრინციპულად!!! პავლე მოციქული წერს, რომ ქრისტიანისთვის აღარ არსებობს არც ელინი, არც წარმართი, არც რომაელი ან სხვა ვინმე, რადგან ქრისტიანი არის "ახალი არსება, დაბადებული ქრისტეში!" თვით ქრისტე ამბობს, რომ ქრისტიანი მხოლოდ ის, ვინც "მეორეჯერ იშვება წმინდა სულისაგან" და ვინც მიატოვებს "თავის მკვდრებს, და მხოლოდ ქრისტეს ცნობიერებას გაიზიარებს. ქრისტეს ცნობიერებაში კი არის მხოლოდ ის, ვინც "უარყოფს დედას, მამას, დას, ძმას..." ანუ ნათესაურ კავშირებს და აღიარებს მხოლოდ ერთ დიდ საკაცობრიო, ადამიანურ სიყვარულს. აი ასე, თქვე ბნელებო თქვენა!



Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised