მართლმადიდებლური ფსიქიატრია
მართლმადიდებლური მეცნიერება ცნობილი მოვლენაა ღვთის მიერ დაცულ რუსეთში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. დღეს ჩვენთვის ნათელი გახდება, თუ რა არის მართლმადიდებლური ფსიქიატრია. ვის შეიძლება გაუკვირდეს ასეთი რამის არსებობა. ჩემი რჩევა იქნება გაეცნოთ მართლმადიდებლურ პოლიტოლოგიას, ეკონომიკას, სამართალს და ფიზიკას.
ადრე უკვე დაიბეჭდა სტატია მართლმადიდებელი ფსიქიატრის შესახებ, რომელიც აცხადებდა: რაციონალურობა შიზოფრენიის ნიშანია. ამავე დროს, როგორც მართლმადიდებელი სპეციალისტი აღნიშნავს, ეს დაავადება შეიძლება შეხვდეს მედასავლეთობის მიდრეკილების მქონე ადამიანს.
განვიხილოთ დიმიტრი ავდეევის წიგნი „მართლმადიდებლური ფსიქიატრია“. ავდეევი ის ადამიანი არ არის, ვინც თავის თავს ფსიქიატრს უწოდებს, ის პრაქტიკოსი ფსიქიატრი და მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატია.
ეს უბრალო ფრიკი არ არის, რომელიც თავის თავს „მართლმადიდებელ ექსპერტს“ ან აქტივისტს უწოდებს. მას მართლაც აქვს (უფრო სწორად, ჰქონდა) შეხება ფსიქიატრიასთან, რეგულარულად კითხულობს ლექციებს, გამოდის მოხსენებებით და შრომებს ბეჭდავს.
თავიდანვე აღვნიშნავთ, რომ ფსიქიატრია „კლინიკური მედიცინის დარგია, რომელიც შეისწავლის ფსიქიკურ აშლილობებს მედიცინის მეთოდოლოგიის ჭრილში, მათი დიაგნოსტიკის, პროფილაქტიკისა და მკურნალობის მეთოდებს“. სიტყვების მნიშვნელობის ზუსტი განსაზღვრებით თქვენ მნიშვნელოვანწილად იხსნით კაცობრიობას შეცდომებისგან , როგორც ამას რენე დეკარტი აცხადებდა.
ფსიქიატრიას მაინც და მაინც კარგი ისტორია არ აქვს, რადგან წარსულში ძირითადად ფსიქიკურად დაავადებულთა „მკურნალობის“ უმოწყალო მეთოდებს იყენებდა. დღემდე ზოგიერთ ქვეყანაში ეს მდგომარეობა შენარჩუნებულია. აქედან გამომდინარე, უნდა აღინიშნოს, რომ ნამდვილი ფსიქიატრია არის მეცნიერული ფსიქიატრია, სადაც გამოიყენება მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის პრინციპები. სხვა ფსიქიატრიას - მართლმადიდებლურს, შამანურს ან სხვას მეცნიერებასთან კავშირი არ აქვს.
მეცნიერულ ფსიქიატრიას პრობლემები საკმაოდ აქვს, კერძოდ, ექსპერიმენტულად დადასტურდა, რომ ბევრ ფსიქიატრს სიმულაციის დადგენა არ შეუძლია, ამიტომ მათი დიაგნოზი ხშირად გამართლებული არ არის და მხოლოდ საცნობარო ლიტერატურით განისაზღვრება. მაგრამ, მიუხედავად რიგი პრობლემებისა, ფსიქიატრია მაინც ეხმარება ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს. ხშირად მათი გადაჭრა ხდება სათანადო მედიკამენტოზური მკურნალობის ან თერაპიის გზით. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიატრიას აკრიტიკებენ, მას მაინც არ უარყოფენ. მით უმეტეს, რომ დროთა განმავლობაში მკურნალობა უფრო მეტ ეფექტს იძლევა, ხოლო წარსულში გამოყენებული უმოწყალო მეთოდები ისტორიას ჩაბარდა და დღეს აღარ გამოიყენება.
შესაძლებელია ამ სიტუაციაში სხვადასხვა სახის „მართლმადიდებლური ფსიქიატრიის“ გამოგონება? რა თქმა უნდა, ეს სისულელეა, რადგან მეცნიერული ფსიქიატრიის მიმართ არსებობს გარკვეული სახის კითხვები, აქ კი კიდევ მართლმადიდებლური ფსიქიატრია ემატება! რა თქმა უნდა, მართლმადიდებლურ ფსიქიატრიას მეცნიერებასთან არ შეიძლება რაიმე კავშირი ჰქონდეს, რადგან აშლილობების ანალიზი კეთდება არა მედიცინის მეთოდოლოგიის, არამედ სხვა გზით.
დაუბრუნდეთ წიგნს „მართლმადიდებლური ფსიქიატრია“. ავტორი გვაფრთხილებს:
„როგორც ექიმს, ჩემს მოვალეობად მიმაჩნია ხელი შევუწყო ადამიანების ფსიქიკური ჯანმრთელობის სულიერ დაცვას, მათი სულების დაცვას ახლადმოვლენილი ფსევდომკურნალების ხელყოფისგან“.
სულიერი დაცვა მართლმადიდებლური კულტია. საინტერესოა, რატომ არა რომელიმე სხვა კულტი, არამედ მაინც და მაინც მართლმადიდებლური? ანალოგიური „ექიმი“ ინდოეთში ალბათ ხელს ინდუიზმს შეუწყობდა. საინტერესოა მხოლოდ, როგორ შეიძლება ეს მეცნიერებასთან იყოს დაკავშირებული.
ე.წ. ექიმი ამტკიცებს, რომ წიგნის ერთ-ერთი თავი დაწერილია „წმინდანთა თხზულებებისა და სულისთვის სხვა სასარგებლო წიგნებზე დაყრდნობით“. ეს არ არის ცუდი ფუნდამენტი ფსიქიკურ დაავადებათა სამკურნალოდ.
სახელმძღვანელოების ავტორები ხშირად ეცნობიან სერიოზულ წყაროებს, სანამ შეუდგებიან მუშაობას, ფაქტობრივად, მითითებებიც სამეცნიერო ნაშრომში საკმარისი რაოდენობით უნდა არსებობდეს, მაგრამ აქ მხოლოდ შემდეგია აღნიშნული: „ამ მასალის მომზადების დროს, მის გამოქვეყნებამდე, მე დიდხანს ვესაუბრე, როგორც მონასტერში, ისე სამრევლო ეკლესიებში მოღვაწე მღვდლებს, და მივიღე მათგან მოწონება წიგნის ძირითად დასკვნებთან დაკავშირებით“.
არავის შეშფოთება არ უნდა გამოიწვიოს იმ ფაქტმა, რომ ამ შესანიშნავ ადამიანებს ფსიქიატრიასთან არაფერი აქვთ საერთო.
ვის დასჭირდება ეს წიგნი:
„წიგნი, იმედი მაქვს, სასარგებლო იქნება კოლეგა ექიმებისთვის, რომელთა სულში ქრისტეს რწმენის ნაპერწკალია, და ყველა მათთვის, ვინც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებით არის დაინტერესებული“.
გამოდის, რომ ეს მისიონერობაა ექიმებს შორის და, მეორე მხრივ, დამახინჯებული ფსიქიატრია ფართო მასებისთვის. ამ წიგნს არაკომპეტენტური ადამიანები იყიდიან და გადაწყვეტენ, რომ ფსიქიატრია არის ის, რის შესახებაც ამ წიგნის ავტორი წერს.
დავიწყოთ სიცრუით:
„ფსიქიატრია ... ალბათ, არ არის მედიცინაში ისეთი მეცნიერება, რომლის ბედი ფსიქიატრიის ბედთან უნდა იყოს შედარებული. რადგან ფსიქიატრთა თეორიისა და პრაქტიკის ფოკუსში ადამიანის სული არის ის, რაც გამოგვარჩევს ცხოველთა სამყაროსგან, რაც შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსებად“.
ფსიქიკა სული არ არის, არამედ პროცესებისა და მოვლენების ერთობლიობა, ევოლუციის პროცესში განვითარებული ცოცხალ არსებათა თვისება. აღსანიშნავია, რომ ფსიქიკა, ავტორის მოსაზრების საწინააღმდეგოდ, აქვს არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ ცხოველებსაც. ამავე დროს, ის არ არის სტატიკური, ერთხელ და სამუდამოდ მოცემული, არამედ კორექციას ექვემდებარება .
„სულის“ ცნებას, რომელსაც იყენებს წიგნის ავტორი, მეცნიერებასთან არავითარი კავშირი არ აქვს, ეს რელიგიური ცნებაა. მას თავის დროზე იყენებდნენ რთული პროცესების განმარტებისთვის, რომლებიც სხვაგვარად ვერ აიხსნებოდა. შეცდომა იქნებოდა ამ ორი ცნების ერთმანეთში არევა - მატერიალისტურის (ფსიქიკა) და იდეალისტურის (სული). მიუხედავად იმისა, რომ ძველი ადამიანების წარმოდგენაში ფსიქიკა თავდაპირველად სულიერი პროცესების სინონიმი იყო, დროთა განმავლობაში ცნების მნიშვნელობა შეიცვალა. ფსიქიკის განხილვა ძველი ბერძნული ცნების გამოყენებით, დაახლოებით ისევე გონივრულია, როგორც ფიზიკის განხილვა ძველი ბერძნების შეხედულებების მიხედვით, თითქოს კატეგორია და სამეცნიერო შეხედულებები არ განვითარებულიყვნენ დროთა განმავლობაში.
შემდეგ სპეციალისტი მატერიალისტურ მიდგომას აკრიტიკებს და მარადიულ არგუმენტს - „რეპრესიებს“ იყენებს. ერთ შემთხვევას ის ასე აღწერს:
„საქმეერთ ახალგაზრდა მამაკაცს ეხებოდა, რომელიც სამხედრო კომისარიატში ექიმთან გამოკვლევაზე გაგზავნეს, რადგან მეტად შეშფოთებულები იყვნენ 18 წლის ბიჭის ფსიქიკური მდგომარეობით. ექიმების შეშფოთება გამოიწვია შემდეგმა ფაქტებმა: მან ინსტიტუტში სწავლას თავი დაანება, გაემგზავრა სოფელში და მღვდელთან დარჩა მორჩილად, იცავდა მარხვასა და რიტუალებს. ავადმყოფობის ისტორიაში, როგორც შესაძლო სიმპტომები, ფიგურირებდა ღმერთისა და იმქვეყნიური სიცოცხლის რწმენა, ასევე ადამიანის სულის უკვდავებაში რწმენა. მე განვიცადე შიში ამ ბიჭის და ექიმების გამო, რომლებიც ასე დაბეჯითებით აღწერდნენ „სიგიჟეს“, სხვა ადამიანთა ბედის გამო“.
უნდა აღინიშნოს, რომ მან უმაღლესი სასწავლებელი 80-იანი წლების ბოლოს დაამთავრა, ანუ, მისი ამბავი, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვოა, იმ დროს სახელმწიფოს მხარდაჭერით აღნიშნავდნენ რუსეთის გაქრისტიანების 1000 წლის იუბილეს. უფრო მეტიც, თუ მაშინ ღვთის და იმქვეყნიური ცხოვრების რწმენა და სხვ. მიჩნეული იყო სიგიჟედ, რატომ არ აისახა ეს საცნობარო ლიტერატურაში. იმ დროს ქვეყანაში ხომ არა მხოლოდ ათასობით ეკლესია მოქმედებდა, არამედ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სკოლები? რატომ ბეჭდავდნენ მართლმადიდებლურ და სხვა რელიგიურ ლიტერატურას? სავარაუდოდ, ეს ამბავი ან გამოგონილია ან ყურით მოთრეული. არ არის გამორიცხული, რომ ნამდვილი მიზეზი ის არის, რომ ამ ბიჭს სურდა ჯარისთვის თავის არიდება, მაშინ ამ საქმეს მკაცრად ეკიდებოდნენ, და მისი სურვილი იმ წლებში მღვდელი გამხდარიყო, არგუმენტად არ გამოდგება.
ფსიქიატრიისა და ეკლესიის ურთიერთობების შესახებ:
„დღეს მედიცინის მხოლოდ ზოგიერთი ისტორიკოსი იხსენებს, რომ ფსიქიატრიის ჩამოყალიბების პირველ ეტაპს მონასტრული ეწოდება. მთელი რუსეთიდან მონასტრებში სულიერად დაავადებული ადამიანები და ეშმაკეულნი მიჰყავდათ. მღვდლები ქრისტიანული სიყვარულით, ლოცვებით, ნათლობის წყლით და უდრტვინველი ზრუნვით ცდილობდნენ შეემსუბუქებინათ მათი ტანჯვა. ავადმყოფი ზედმეტი არ ყოფილა, არც უცხო ადამიანი, ის ერთმორწმუნე ქრისტიანი იყო, რომელსაც დახმარება სჭირდებოდა. ეკლესიიდან ფსიქიატრიის გამოყოფის პროცესი დაახლოებით XVIII საუკუნის ბოლოს დაიწყო“.
ისტორიკოსები იხსენებენ ამას, ყველა თუ არა, უმრავლესობა მაინც. ეს ფსიქიატრიის პრეისტორიაა. მაგრამ მეცნიერული ფსიქიატრია გაცილებით მოგვიანებით გაჩნდა. მონასტრებში კი არ კურნავდნენ დაავადებას, არამედ შეშლილები უბრალოდ ჩაკეტილი ჰყავდათ. როგორი მკურნალობაა ეს? ეს არ არის ფსიქიატრია, ეკლესიას არავითარი წვლილი არ შეუტანიათ ამ მეცნიერების განვითარებაში.
ავტორი გმობს წყეულ მეცნიერებს, რომლებმაც უარი თქვეს ავდმყოფთა მონასტერში გამოკეტვაზე:
„ფსიქიატრიამ გადაწყვიტა უფრო „ობიექტური“ ყოფილიყო, ხოლო მეცნიერებმა და პრაქტიკოსებმა - დაყრდნობოდნენ მხოლოდ ფაქტებს, კლინიკური დაკვირვების და ლაბორატორიული კვლევების მონაცემებს. ცდუნებას ყველაფერს მოუძებნოს რაციონალური ახსნა ვერც გამოჩენილმა პროფესორებმა გაუძლეს“.
საინტერესოა რატომ არის ჩასმული ბრჭყალებში სიტყვა ობიექტური? თუ „სამონასტრო პერიოდსაც“ ჩავთვლით, მანამდე ადამიანებს არავითარ დახმარებას არ უწევდნენ. მათ უბრალოდ გამოკეტავდნენ, და მორჩა. მათი ბედი უცნობი დარჩა. განსაკუთრებული მორალი ძველი დროის მონასტრებში არ არსებობდა. რასაკვირველია, ასეთ სიტუაციაში სასურველია ფაქტებზე დაყრდნობა და უაზრო პრაქტიკის ნაცვლად მეცნიერების შექმნა.
ავდეები ციტირებს სერგეი ნილუსს - რეაქციონერს და ანტისემიტს, რომელიც აქტიურად ავრცელებდა „სიონისტურ ბრძენთა ოქმებს“ რუსეთის იმპერიაში:
„შემთხვევითობას, გარემოებათა ცნობილ დამთხვევას, ფსიქიკურ რეაქციას, ნერვებს, აღვირახსნილი ბატონიშვილის მოდუნებულობას, ატავიზმს და კიდევ მრავალ სხვას, რომლის ახსნა ნაკლებად არის შესაძლებელი, მოიყვანენ ამ საუკუნის ბრძენნი მოცემულ მომენტში ფსიქოლოგიის ასახსნელად. მაგრამ ისინი ამისთვის თავს არ შეიწუხებენ: მათთვის ჭეშმარიტება კი არ არის ძვირფასი, არამედ მათ მიერ ათვისებული ფსევდომეცნიერული პოზიცია. მისი უარყოფა ნიშნავს საკუთარი არშემდგარობის აღიარებას. ვის ექნება ამის გამბედაობა?“
ობსკურანტი მიიჩნევდა, რომ დაავადების მიზეზი - ღვთის სასჯელია, ყველაფერში კი „ებრაელები“ არიან დამნაშავე. რა თქმა უნდა, ავტორიტეტია. სასიხარულოა, რომ ინდივიდი, რომელსაც ვიღაც ექიმად მიიჩნევს, კაცთმოძულე ადამიანის ავტორიტეტს ენდობა, ეს ბევრ რამეს მეტყველებს მის შესახებ. ჰქონდა თუ არა „ოქმების“ მოყვარულს სამედიცინო განათლება? არა. იგი ცნობილია მხოლოდ როგორც „რელიგიური მწერალი“ და ანტისემიტური ლიტერატურის გამავრცელებელი.
რა ზიანი მიაყენა ფსიქიატრიას საბჭოთა კავშირმა?
„1917 წლის ოქტომბერმა და კომუნისტურმა დოქტრინამ, რომლის ქვაკუთხედი ათეიზმია, მთელ მსოფლიოს დრამატული შედეგი მოუტანა. რა მოხდა მედიცინაში, ფსიქიატრიაში? ადამიანი დაიყვანეს ხორციელ რეალობამდე (ტვინი, ბიოლოგიური სითხეები, ნერვული კვანძები, შინაგანი ორგანოები, რეფლექსები და ქცევითი რეაქციები). პიროვნება ასევე განიხილებოდა ფიზიოლოგიურად ორიენტირებული თვალსაზრისის პოზიციებიდან. ნებისმიერი დაავადების სულიერი გაგება საბოლოოდ იქნა უარყოფილი. მისი ადგილი ბიოლოგიურმა დაიკავა“.
უფრო მარტივი იყო იმის აღიარება, რომ ყველაფერი ღვთის ნებაა, ხოლო ფაქტები - სისულელეა. ყველა ავადმყოფი მონასტრებში გაიგზავნება, მათ ხომ არავითარი შანსი არ აქვთ. ცუდი ალტერნატივა არ არის, სულიერი. საინტერესოა, ეს ადამიანი საერთოდ როგორ მკურნალობს? და ვინ აძლევს ანაზღაურებას ასეთი მკურნალობისთვის?
მაგრამ საშინელება მხოლოდ საბჭოთა კავშირში არ ყოფილა:
„ევროპაში ფსიქიატრია ვითარდებოდა რაციონალისტური იდეების საფუძველზე. სულიერი პრობლემები და დაავადებები მხოლოდ ფსიქიატრიის კომპეტენციას წარმოადგენდნენ. მღვდელი და ეკლესიის საიდუმლოებები თითქოს საჭირო არ აღმოჩნდა. ცნობილი პროფესორები ერთმანეთს არ აცლიდნენ, რათა გამოეხატად თავისი ნეგატიური დამოკიდებულება რელიგიის მიმართ“.
ეს დაკავშირებული იყო ტრადიციულიდან თანამედროვე საზოგადოებაზე გადასვლასთან, ამიტომ რელიგიის რიგი ფუნქცია სხვა სოციალურ ინსტიტუტებს გადაეცა. ეს ნებისმიერი საზოგადოებისთვის ნორმალური პროცესია.
„მეცნიერი“ გამოთქვამს წუხილს:
„მიდიოდა დრო, ათწლეული ცვლიდა ათწლეულს, და 30-40 წლებისთვის ფსიქიატრებისა და სხვა მეცნიერთა გარემოში, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყალიბდებოდა მორჩილი მითითება უღმერთობასა და ათეიზმზე“.
რას ნიშნავს „მითითება“? ჟღერს ისე, თითქოს ამ მეცნიერებს ათეისტობას აიძულებდნენ, თუმცა საუბარი ეხებოდა იმ ქვეყნებს, სადაც ხშირად იყო ოფიციალური რელიგია, რაც არ უნდა დაგვავიწყდეს. მეცნიერებს შორის ნამდვილად ბევრი ათეისტი იყო. და, ალბათ, ეს უშუალოდ უფრო იმ ფაქტს უკავშირდება, რომ ისინი მეცნიერებები არიან, რადგან ცდილობენ ცოდნაში ხარვეზების აღმოფხვრას, ეს ხარვეზები კი ხშირად რწმენის წყაროს წარმოადგენდნენ. ოდესღაც მათ აიძულებდნენ ჰქონოდათ ღმერთის რწმენა, მაგრამ ათეიზმისკენ, ავდეევი საუბრობს დასავლელ სპეციალისტებზე, არავინ განზრახ არ იყოლიებდა, ისინი შეგნებულად მივიდნენ აქამდე.
საერთოდ გაუგებარია, რა კავშირი აქვს ამას ფსიქიატრიასთან:
„მაგრამ ამ რთულ პერიოდშიც ნამდვილ გამოჩენილ მეცნიერ-მედიკოსთა შორის ნამდვილი გმირები იყვნენ, რომლებმაც მთელი ცხოვრების მანძილზე შეინარჩუნეს ღვთის რწმენა და ქრისტიანული ღვთისმოსაობა. ესენი არიან პროფესორი-ფსიქიატრი დ.ე. მელიხოვი, ქირურგი ს.ს. იუდინი, არქიეპისკოპოსი ლუკა (ვ.ფ. ვოინო-იასენეცკი), თერაპევტი ნ.კ. გორიაევი და სხვ. მათი და ყველა მორწმუნის ლოცვით დაგვიფარა უფალმა“.
რატომ გაიხსენა მან მხოლოდ ერთი ფსიქიატრი? დანარჩენები უბრალოდ წონისთვის მიაწერა? იმიტომ, რომ მაგალითი არც ისე ბევრი აქვს. ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ მელიხოვს - ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანს. იგი იყო მეცნიერი, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა მეცნიერებაში, ღმერთისადმი რწმენა კი მას ცალკე ჰქონდა გამოყოფილი. ეს ადამიანები ავდეევისგან განსხვავდებოდნენ.
აქვე ავდეევი კოლეგებს მიმართავს:
„ფსიქიატრიის თანამედროვე ეტაპი დღეს იქმნება და ჩვენზეა დამოკიდებული, პატივცემულო კოლეგებო, ჩვენს რწმენასა და სულიერებაზე. უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოგვკითხავს ყოველ დღეზე, ყოველ პაციენტზე. ღვთის სადიდებლად ვმუშაობთ თუ არა? ეს კითხვა ჯერ ღიად რჩება“.
ასეთ სპეკულაციას ზიანი მოაქვს ადამიანისთვის, რომელიც მიიჩნევს, რომ რწმენა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მეცნიერული ცოდნა, და, სამწუხაროდ, ასეთი მაგალითები არსებობს. რა თქმა უნდა, თუ ადამიანი დაიწყებს „მართლმადიდებლური ფსიქიატრიის“ პრაქტიკაში გამოყენებას, ამიერიდან მას მეცნიერებასთან კავშირი არ ექნება, რადგან მართლმადიდებლური ფსიქიატრია მეცნიერება არ არის, ის ფსევდომეცნიერებაა, არაფრით განსხვავდება „ვედური ფსიქიატრიისგან“ ან მსგავსი რამესგან.
ახლა მოდით მივმართოთ მართლმადიდებლური ფსიქიატრიის აღმოჩენებს:
„ნებისმიერ დაავადებას, პირველ რიგში, აქვს სულიერი, შემდეგ კი ფსიქოფიზიოლოგიური ბუნება“.
უნდა აღინიშნოს, რომ ამის არავითარი მტკიცებულება არ არსებობს. თანდაყოლილ პრობლემებს, როგორც ჩანს, ასევე აქვთ სულიერი ბუნება. საქმე, როგორც ჩანს, პირველშობილ ცოდვას ეხება, მხოლოდ ერთ შემთხვევაშია უფრო მძიმე პირველშობილო ცოდვა, ვიდრე სხვა. ყველაფერი ლოგიკურია, არა?
ფსიქოფიზიოლოგიური ბუნება შეიძლება დავივიწყოთ, ცხოვრება უფრო ადვილი იქნება, თუ გავაცნობიერებთ, რომ მთავარი სულიერი ბუნებაა. ამ გზით ყველაფრის ახსნა იქნება შესაძლებელი. წარმოგიდგენიათ კბილის ექიმი (და სხვა მსგავსი მაგალითები), რომელიც, პირველ რიგში, სულიერს ხედავს? სახალისო იქნება. ამ გზით ჩვენ მართლმადიდებლურ უროლოგიამდეც მივალთ.
მართლმადიდებლური ფსიქოლოგიის დამამტკიცებული ბაზა. უპირველეს ყოვლისა:
„ადამიანის ბუნებას ცოდვით ზიანი მიადგა“.
იმიტომ, რომ:
„ედემის ბაღში აკრძალული ნაყოფის დაგემოვნებით ადამმა და ევამ პირველცოდვა ჩაიდინეს“.
საოცარია. ამგვარად, წარმოიქმნება მიზეზობრივ-შედეგობრივი კავშირი, რომ ნებისმიერი დაავადება, თუნდაც გარეგნული იერი, ცოდვას უკავშირდება. ვინაიდან ეს მთავარი მიზეზია, მკურნალობაც ძალიან მარტივია - ლოცვა, საუბრები მღვდლებთან და ა. შ. ცუდი არ არის ალტერნატიული მედიცინა.
რაც შეეხება ნევროზს:
„ჩემი ღრმა რწმენით, ნევროტული დარღვევების (ისევე, როგორც სხვა დაავადებების) წარმოშობის გასაგებად აუცილებელია უმაღლესი პიროვნული დონის მიღწევა და ამ პათოლოგიის განხილვა სულიერი საწყისის პოზიციიდან, მართლმადიდებლური სარწმუნოების და პატრისტიკული ნაწერების პოზიციიდან. და მაშინ ხშირ შემთხვევაში ტანჯვის ფესვი იქნება აღმოჩენილი - სულიერი სიბრმავე, სულიერი მოთხოვნილებების იგნორირება, უღმერთობა“.
არ არსებობს სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ პაციენტებს შორის უფრო მეტად არამორწმუნენი არიან. კავშირი არ არის დასაბუთებული. ამავდროულად მსგავსი პრობლემები რელიგიური საზოგადოებებისთვისაც არის დამახასიათებელი, ამიტომ დაავადების „სულიერი არსის“ აღიარება არსად არ მიგვიყვანს.
დავუშვათ, რომ დაავადების ფესვი მართლაც „სულიერია“ - შემდეგ რა უნდა მოვიმოქმედოთ? ავადმყოფთან ერთად ლოცვა არ ნიშნავს განკურნებას, რადგან, როგორც თავად ავტორი აღიარებს, ავადმყოფები ავად რჩებიან, თუმცა ერთმორწმუნე „ქრისტიანებად“. ასევე სრულიად ნათელია, რა კავშირი აქვს მღვდლების და უხუცესების ნაამბობს ფსიქიატრიასთან?
ჩვენ შეგვიძლია წუთიერად ვივარაუდოთ, რომ ისინი მართლები არიან. მაგრამ ამას არსად არ მივყავართ და არც არაფერს არ წყვეტს. ავადმყოფი ავადმყოფად რჩება, მაგრამ ქრისტეს რწმენაც რჩება. ეს უკეთესია ქრისტიანული კულტის თვალსაზრისით, რადგან ნეტარნი გადარჩებიან, მაგრამ ფსიქიატრიისთვის ეს შედეგი არ არის.
ავტორის არგუმენტაციის მაგალითი, რომელიც მუდმივად გამოიყენება, მხოლოდ „წმინდანთა“ სხვადასხვა სახელებია:
„წმინდა თეოფანე დაყუდებული მიუთითებდა, რომ „ადამიანის შემადგენელ ნაწილთა ბუნებრივი დამოკიდებულება უნდა მოქმედებდეს ისე, რომ პატარა დიდს ექვემდებარებოდეს, სუსტი ძლიერს, სხეული სულს ემორჩილებოდეს, სული სულს, ხოლო სული თავისი თვისებებით კი ღმერთს უნდა ემორჩილებოდეს. ადამიანი ღმერთში უნდა იმყოფებოდეს მთელი თავისი არსებით და ცნობიერებებით“ .
ფსიქიატრისთვის ავტორიტეტი დაყუდებულია, წარსულში მართლმადიდებლობის ჩვეულებრივი პროპაგანდისტი. ეს ცუდი რეცეპტია მათთვის, ვისაც სურს გონების დაკარგვა და საზოგადოების სამუდამოდ დატოვება. ამის გამო დავას არ დავიწყებ, მაგრამ რა კავშირშია აქ ფსიქიატრია?
მით უმეტეს, რომ:
„ნევროზის ღრმა არსი მხოლოდ უფალისთვის ცნობილი საიდუმლოებაა“.
კიდევ ერთი კარგი მეცნიერული მაგალითია უფლის საიდუმლო.
წიგნში თხრობა უცნაურად წარიმართება, რადგან ავტორი მუდმივად იმეორებს, რომ სული მთავარია, რომ ადამმა და ევამ პირველშობილი ცოდვა ჩაიდინეს. ისეთი განცდა რჩება, რომ ავდეევი არაჯანსაღი ადამიანებისთვის წერს. რა თქმა უნდა, წიგნის ათჯერ შემცირებაც შეიძლებოდა, ამით ის არაფერს არ დაკარგავდა.
კიდევ ცოტაოდენი სიცრუე მეცნიერისგან:
„განსაკუთრებით ხშირად ჩემთან მიღებაზე ურწმუნონი მოდიან; ან ისინი, ვინც არ იცის ჭეშმარიტი ღმერთი (უცხოტომელები, ნეოწარმართები). ცოტანი არ არიან ისეთებიც, ვინც სიმართლის ძიებაშია. ფსიქოთერაპევტზე შეიძლება ბევრი რამ იყოს დამოკიდებული“.
ჯერ ერთი, ერთეული შემთხვევები მტკიცებულება არ არის (სად არის სტატისტიკა?), და მეორეც, განსაკუთრებით აღსანიშნავია ე.წ. ფსიქოთერაპევტის სამუშაო ადგილი:
„ვმუშაობდი სამედიცინო დაწესებულებებში, წმ. მართალი იოანე კრონშტადტელის სახელობის სულზე მზრუნველ ცენტრში ექიმ-ფსიქოთერაპევტად. როგორც ექიმი, ვატარებდი მიღებას წმ. ვონიფათი წამებულის ტაძარში (საოლქო ფსიქიატრიული საავადმყოფო, მოსკოვი)“ .
მაშინვე ჩნდება კითხვა: მივიდოდნენ თუ არა ათეისტები და უცხო სარწმუნოების მიმდევრები წმ. მართალი იოანე კრონშტადტელის სახელობის ცენტრში ან ტაძარში ექიმთან მიღებაზე? არ არის გამორიცხული, რომ ვინმე მისულიყო, მაგრამ აქ სავარაუდოდ უმრავლესობა მართლმადიდებელი მორწმუნე იქნებოდა.
ავტორი აქვე აცხადებს:
„მაგრამ ახლა ფსიქიატრებსა და ფსიქოთერაპევტებს შორის მორწმუნენი უმცირესობა არიან. ეს, ჩემი აზრით, ნევროზის დროს დახმარების გაწევის დაბალი ეფექტურობის ერთ-ერთი მიზეზია“.
ავტორს უნდა მოეყვანა მისი მუშაობის მაღალი ეფექტურობის მაგალითები, და არ გამოეგონა ისინი. შეედარებინა თავისი მუშაობა და ურწმუნო ფსიქოთერაპევტების მუშაობა; დაემტკიცებინა, რომ მართლმადიდებლური ფსიქიატრია მეცნიერულზე უფრო ეფექტურია. მაგრამ არა. ამის ნაცვლად, იგი სათავეში ჩაუდგა საეჭვო საქმეს სახელწოდებით „ფსიქიკური დაავადებების მიმართ ქრისტიანული დამოკიდებულების ფორმირების პრობლემების ინსტიტუტი“. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად სახელისა, ეს უბრალოდ ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაციაა.
„მართლმადიდებლური ფსიქიატრიის“ ავტორი სცილდება პრაქტიკას, სანაცვლოდ ის „საგანმანათლებლო საქმეს“ ეწევა ფანატიკოსებში, მათ შორის ამ წიგნის, სხვადასხვა ლექციების მეშვეობით და ა.შ. (ალბათ, მისი მოღვაწეობა ნაწილობრივ რელიგიური ორგანიზაციების მიერ არის დაფინანსებული, ხოლო მისი ლიტერატურა იმავე საკულტო დაწესებულებებში ვრცელდება, რაც საკმაოდ მომგებიანია). სავარაუდოდ, ყველა სახის ვედური ფსიქიატრები ანალოგიური სქემით მუშაობენ.
თანამედროვე ფსიქიატრიის მთავარი პრობლემები ის კი არ არის, რომ ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული დებულებები, რომელთა ეფექტურობა საეჭვოა, არამედ:
„განპირობებულია იმით, რომ მეცნიერთა და პრაქტიკოსთა უმრავლესობა ცდილობდა და ცდილობს ამ რთული პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრას, ღმერთის დახმარების , ქრისტეს რწმენის გარეშე".
როგორც ჩანს, ყველასთვის დროა ირწმუნოს ქრისტე და რუსული მართლმადიდებლური ეკლესია, მაშინ აღარ იქნება ფსიქიკური პრობლემები. ეს ეხება არა მარტო ღვთის მფარველობის ქვეშ მყოფ რუსეთს, არამედ იმ ქვეყნებს, სადაც უცხო სარწმყნოების ადამიანები ცხოვრობენ, კერძოდ იუდეველები და მუსლიმები. ავტორი მრავალჯერ უსვამს ხაზს იმას, რომ სარგებელი მხოლოდ მართლმადიდებლობისგან არის მოსალოდნელი, და არა სხვა რელიგიისგან. კათოლიკეებს, როგორც ჩანს, ასევე არ გაუმართლა.
მართლმადიდებელი ავტორის კიდევ ერთი თავისებურება: ის დროდადრო უბრალოდ კი არ იმეორებს თავის თეზისებს, არამედ დაურთავს მათ ძალიან გრძელ ციტატებს. ის ასე იწყებს:
„ეპისკოპოს თეოფანე დაყუდებულის წმინდა სიბრძნეს მე მივმართე წამოჭრილი თემის სიღრმისეული განმარტებისთვის. მეუფე თეოფანეს წიგნში „ქრისტიანული სარწმუნოების დაწერილობა“ არის თავი „კეთილი ქრისტიანული ცხოვრების შედეგი და ნაყოფი და მისი საპირისპირო ცხოვრება“. ის შეიძლება გახდეს სახელმძღვანელო ფსიქოლოგებისა და ექიმებისთვის, რომელთა გულებში ქრისტეს რწმენის ნაპერწკალია. სიხარულით ვწერ ზოგიერთ ფრაგმენტს წმიდა თეოფანეს ქმნილებიდან“.
არც ფსიქიატრიასთან და არც მეცნიერებასთან ამ ქმნილებას არ აქვს კავშირი. მაგრამ ეს არ არის საშიში, მართლმადიდებელი ფსიქიატრისთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანი უნდა იყოს მართლმადიდებლობის პროპაგანდა. შემდეგ ისევ გრძელი ციტატაა. ავტორს კი შეეძლო უბრალოდ ეთქვა, რომ ეს წიგნი მართლმადიდებლებმა აუცილებლად უნდა წაიკითხონ.
არის იქ რაიმე ბრძნული აზრი? კიდევ ერთხელ შევნიშნავთ, რომ აქ საუბარია უმეცარსა და დაყუდებულზე . მსგავსი რამ საღდება, როგორც სიბრძნე:
„სულიერება ადამიანში, რომელსაც არ მიუღია მადლი ან დაკარგა ის, ღრუბელივით დგას ადამიანის სახესა და ღმერთს შორის, და წყვეტს მათ შორის ურთიერთობას. ის, ვინც მის მიერ არის უმეტესად დამონებული, ან თუ ადამიანი სულიერი, არ აღიქვამს მას, როგორც ღვთის სულს“.
არ არის მოცემული იმის განმარტება, თუ როგორ განსხვავდება 500 წლის წინ და 100 წლის შემდეგ მღვდლების მიერ შექმნილი ეს ნაწარმოები სხვა ნაწარმოებებისგან. სინამდვილი მღვდლები ძირითადად ერთსა და იმავს წერენ ერთი და იმავე ენით. ერთმანეთსაც კი იმოწმებენ. ეს უაზრო შრომაა, რადგან ისინი მხოლოდ „ჭეშმარიტ“ და „ურღვევ“ დოგმებზე დაყრდნობით წერენ .
ავიღოთ ნებისმიერი მარტივი ტექსტი - მაგალითად, ზღაპარი პურის კოკორის შესახებ. წარმოვიდგინოთ, რომ 1000 წლის განმავლობაში სხვადასხვა ავტორი, რომელიც ამ ტექსტს მნიშვნელოვნად მიიჩნევდა, უბრალოდ ყვებოდა მას მილიონჯერ, მაგრამ გამორჩეულად. ამავე დროს თავის თავს იმოწმებდნენ. არსებითად იგივე მნიშვნელობა აქვს, მაგრამ სხვა სიტყვებით არის გადმოცემული. საინტერესო იქნებოდა ამის წაკითხვა, არა? აქ სიტუაცია უფრო უარესია, რადგან ადამიანები ისეთ რამეზე წერენ, რის შესახებაც არათუ არაფერი იციან, არამედ ვერც გაიგებენ, რადგან საქმე მითებს ეხება.
„წმიდა“ ავტორიტეტის სიბრძნის კიდევ ერთი მაგალითი, რომლის გაცნობასაც ავდეევი გვთავაზობს:
„ამრიგად, ცოდვილს არ შეიძლება ჰქონდეს ნათელი ცნობიერება. არც აქვს. ის თითქოს ნისლში, თითქოს გრიგალში იმყოფება, როგორც ძილ-მღვიძარე ადამიანი, რომელიც სუსტად არჩევს საგნებს თავის გარშემო და სანახევრად აცნობიერებს, ისიც თავის თავს. ასეა ვნებების ერთგულიც. ეს მოვლენა მეტად უცნაურია: სიამაყის გამო არავის მიიჩნევს თავის თავზე მაღლა, თუმცა, ამავე დროს, საკუთარ თავს სუსტად პიროვნებად აცნობიერებს“ .
ნამდვილად ღვთაებრივი სიბრძნეა. და შემდეგ:
„ცოდვის სასიკვდილო ძალა: ადამიანი ღვთისგან გაუცხოებაა. ცოდვილი ღმრთის ცხოვრებისგან გაუცხოებულია“ .
დიახ, სპეციალისტებისთვის სასარგებლო იქნებოდა ასეთი შრომის გაცნობა. ალბათ, ისინი განსაზღვრავდნენ ამ პერსონაჟის ფსიქიკის ზოგიერთ თავისებურებას, მაგრამ მეტს არა.
კიდევ ერთი სისულელე ავტორისგან:
"ბევრი თანამედროვე ოჯახი, რომელიც ცხოვრობს თავისი შეხედულებისამებრ და უარყოფს ღვთის დახმარებას, უფლის კურთხევას, განიცდის მრავალ ფსიქოლოგიურ და მორალურ-ზნეობრივ პრობლემას, არასტაბილურობას. ამ მოუწესრიგებლობას მოჰყვება სკანდალი, განქორწინება, ბავშვების დამახინჯებული ბედი. უხეირო ოჯახი ნევროზის, დაავადების, ლოთობის და დანაშაულის მომწოდებელია“.
გავიხსენოთ ოჯახები მართლმადიდებლურ რუსეთში, ანუ რუსეთის იმპერიაში, სადაც თითქმის ყველა მართლმადიდებელი იყო, რასაც ავტორი ვერ შეედავება. ალკოჰოლიზმი „ბავშვებში ბევრად უფრო ხშირია, ვიდრე მიღებულია ამაზე ფიქრი ... მსმელი მოსახლეობის 90% ალკოყოლური სასმელების მიღებას ყმაწვილურ ასაკში იწყებს“.
კიდევ რით განსხვავდებოდა მართლმადიდებელი რუსეთის იმპერია? სიფილისის ეპიდემიით, რომელმაც მოიცვა არა მხოლოდ სოფლები, არამედ ქალაქები [ნადეჟდა მარტინენკო. „სიფილისი, როგორც პროსტიტუციის რეგლამინტაციის დაწყების მთავარი მიზეზი რუსეთში ХIХ საუკუნის მეორე ნახევარში“. ვ. ტატიშჩევის სახ. ვოლჟსკის უნივერსიტეტის მაცნე, №4, 2010].
მართლმადიდებელ გლეხებს შორის ნორმად იყო მიჩნეული ინცესტი, პედოფილია, მრავალცოლიანობა და პროსტიტუცია. ყველაზე რბილი მაგალითი ისტორიიდან:
„ტამბოვის ეპარქიის სულიერი კონსისტორიაში და ოლქებში გაგზავნილ პატაკებში სოფლის მრევლის მდგომარეობის დახასიათებისას აღნიშნავდნენ: „უცენზურო სიმღერებსა და ცეკვებს“, „ზნეობრივ გარყვნილებას“, თავაშვებულობას და დიდ თავისუფლებას“, „ცოლქმრული კავშირის და უმანკოების დარღვევას“. 1905 წელს წმინდა სინოდში გაგზავნილ ანგარიშში კურსკის მმართველი აღიარებდა, რომ სოფელში ხდება „საოჯახო კავშირების შესუსტება, უკანონო თანაცხოვრება და, როგორც შედეგი, უკანონო ბავშვთა რიცხვის ზრდა“. [ვ. ბეზგინა, გლეხების ყოველდღიური ცხოვრება (XIX საუკუნის დასასრულის - XX საუკუნის დასაწყისის ტრადიციები), 2004.]
ამასთან, აღსანიშნავია, რომ XIX საუკუნის რუსული სოფლისთვის დამახასიათებელი იყო (ბატონყმობის გაუქმების შემდეგ) ნებისმიერი სქესის ბავშვების გაუპატიურება [ვლადიმირ ბეზგინი. „მისი ნების და თანხმობის საწინააღმდეგოდ“: გაუპატიურება გლეხების გარემოში და მათი სისხლის-სამართლებრივი დევნა (XIX საუკუნის დასასრული - XX საუკუნის დასაწყისი)“, „ახალი ისტორიული მაცნე“ , №3, 2015.].
ყველა ეს ფაქტი იმიტომ კი არ მოვიყვანეთ, რომ მართლმადიდებლობა ადამიანებს უზნეოს ხდის, არამედ იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი ბაზისია, საზოგადოების სოციალური საფუძველი უფრო და არა რელიგია. ასე ვთქვათ, კონკრეტულ სოციალურ გარემოში უფრო მეტი ნევროზი იქნება, მიზეზები კი სოციალურ პრობლემებში უნდა ვეძებოთ, მაგრამ არა რელიგიაში ან მის არარსებობაში. მაგალითები მართლმადიდებელი რუსეთის ისტორიიდან მხოლოდ იმას ცხადყოფს, რომ რელიგია არ ხდის ადამიანების ზნეობრივებად ან „ცოდვოს“ მიმართ შეუვალად.
წიგნის ავტორის პრობლემა ის არის, რომ მას ზღაპარში ჰგონია თავი, რადგან წაკითხული აქვს სხვადასხვა „წმინდანის“, ბერების შრომები, რომლებიც უკავშირდებიან იდეალურ (ღვთისმეტყველურ) შეხედულებებს და პრაქტიკულად რეალობასთან არავითარი კავშირი არ აქვთ. აბსურდულია ოჯახური ცხოვრების შესახებ რჩევების მიღება ბერებისგან.
გლეხთა ისტორიასთან დაკავშირებით საინტერესოა შემდეგის მოსმენა:
„ცოლქმრული ერთგულება, ოჯახის ქრისტიანული წყობა, ღვთისმოსავი ოჯახური ცხოვრების მაგალითები ზოგიერთებისთვის წარსულის გადმონაშთია, არქაიზმი“.
საინტერესო ერთგულება გამოდის, როცა მამები თავის მეუღლეებს და ასულებს მეძავეეობისთვის იმეტებენ. სინამდვილეში ეს იყო ნორმალური პრაქტიკა, როდესაც ქალები სამუშაოდ მიდიოდნენ და ხშირად სწორედ პროსტიტუციით შოულობდნენ ფულს. მსოფლიო ომის დაწყებამდე ქალაქის მეძავეთა დაახლოებით 70% სოფლებიდან იყო ჩამოსული. „წარსულის“ ისეთი შესანიშნავი იდეალია, რომ მსურს ჩავთვალო როგორც გადმონაშთი და არქაიზმი.
ავტორმა ვერ გაძლო ფსევდომეცნიერული სისულელის გარეშე:
„მე უკვე მოგახსენეთ აბორტების შესახევ. აბორტი საშვილოსნოში ბავშვი მკვლელობის საშინელი ცოდვაა“.
ყველაფერი მარტივად შეიძლება დადასტურდეს: რომ ნაყოფი უკვე ადამიანია, ხოლო ადამიანს აქვს სული. არ არის ცუდი მართლმადიდებლური მეცნიერება. უფრო მეტიც, მიზეზი, რის გამოც ქალი აბორტს იკეთებს, საერთოდ არ განიხილება. არ უნდა გაიკეთოს - და მორჩა.
თავისი თეზისის დასადასტურებლად ავდეევი ციტირებს აღნიშნავს რუსეთის მართლმადიდებლყრი ეკლესიის პატრიარქს, რომელიც ციტირებს ქრისტეს და წმინდანებს, რომლებიც ციტირებენ ქრისტეს და სხვა წმინდანებს. შესანიშნავია, ვერაფერს იტყვი, არგუმენტი თითქმის მეცნიერულია.
მტკიცებულებები თითქმის ყოველთვის ასეთია:
„ყველგან გავრცელებულია ე.წ. ათეისტური ჰუმანიზმი, მას აღიარებს მშობლების დიდი რაოდენობა, რომლებიც თავის შვილებზე ზრუნავენ ... დასკვნა ასეთია: ბავშვების აღზრდა ჭეშმარიტი ღვთისმოსაობის სულისკვეთებით შეუძლებელია რწმენის და იესო ქრისტეს გარეშე. ეს მხოლოდ ღვთის მადლით იწმინდება და განათლდება ადამიანის სული, იღებს შთაგონებას“.
სამწუხაროდ, მეცნიერული მტკიცებულება წიგნში საერთოდ არ არის. რატომ გახდა საჭირო მისთვის მართლმადიდებლური ფსიქიატრიის დარქმევა, როდესაც ფსიქიატრია იქ არ არის? შეიძლებოდა, მაგალითად, წიგნისთვის მიეცა შემდეგი სათაური: „მართლმადიდებლობა და თანამედროვე საზოგადოების პრობლემები“. ნათელია, რომ წიგნი უკეთესი ვერ გახდებოდა, მაგრამ ასეთი წიგნი მაინც ათასობით არსებობს, და მორწმუნენი მას კითხულობენ.
მაგრამ თქვენ ფიქრობდით, რომ წიგნში არ არის აღმოჩენები? არის:
„დადგენილია, რომ ბრონქიალური ასთმის დაწყება უკავშირდება ხასიათში გამოხატულ შეუპოვრობის, შეუწყნარებლობის თვისებებს. ფარისებრი ჯირკვლის დაავადება შეიძლება იყოს ინიცირებული არაზომიერებით. ობლიტერაციული ენდარტეიიტის შემთხვევაში აღმოაჩენენ მშიშარობას“.
როგორც ხედავთ, ვინმეს დამოწმება არ არის. უნდა დავიჯერათ. არ აქვს მნიშვნელობა, რომ სამეცნიერო ნაშრომებში ეს მიზეზები არ არის დასახელებული როგორც ძირითადი. მეცნიერები ცრუობენ, რათა დამალონ ქრისტეს ჭეშმარიტი სწავლება, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, საერთოდ არ ეხება ამ თემებს.
ავტორი დემონსტრირებს თავის განსწავლულობას უხრწნელი წმინდა ნაწილების რწმენით:
„მე მქონდა ბედნიერება კიევო-პეჩერის ლავრაში შევხებოდი ისეთი წმინდანის უხრწნელ ნაწილებს, როგორიც არის ჩვენი ღირსი მამა პიმენი მრავალსნეული“.
გავიმეოროთ კიდევ ერთხელ და უკანასკნელად, ასევე მივუთითოდ სქემაზე:
„მეცნიერებისთვის ბევრი რამ არის ცნობილი დეპრესიული მდგომარეობის წარმოქმნის მიზეზებზე, მაგრამ მეცნიერებს შორის არ არის მიღებული ცოდვის შესახებ საუბარი. ხოლო ავადმყოფური დეპრესიის და გულგატეხილობის მრავალი ფორმის მიზეზი სწორედ ის არის“.
ზოგადად, წიგნში ბევრჯერ მიდის საუბარი სხვადასხვა დაავადებების შესახებ. მიზეზი ცოდვაა. ხსნის გზა არის მონანიება, ღვთისადმი რწმენა. თუმცა, ეს მეთოდი ხშირად არ ეხმარება იმის გამო, რომ აქ არის ან უფლის საიდუმლოება ან უფლის მიერ წარგზავნილი გამოცდა. ეს შაბლონი ყველა დაავადებაზე ვრცელდება, ამიტომ აღარ გავიმეორებთ მას. ავტორს, ალბათ, სჯერა, რომ ღმერთს შეუძლია გაზარდოს ამპუტირებული ფეხი. წმინდანთა ნაწერებში, განსაკუთრებით V, VI საუკუნეებისა, შეიძლება არსებობდეს ისეთი ამბები, რომლებიც ეჭვს არ გამოიწვევს. ამას უბრალო ფაქტით დავადასტურებთ:
„ამის შესახებ წმიდა მამები საუბრობენ. ამაზე მოწმობს მართლმადიდებლობის მთელი ასკეტური გამოცდილება“.
კიდევ მტკიცებულება:
„მოვიყვან ძალიან ნათელ მაგალითს, რომელიც აღწერილია პატარა წიგნში სახელწოდებით „როდესაც ბავშვები ავად არიან“. მისი ავტორია ექიმი და მღვდელი მამა ალექსი გრაჩოვი. „ორნახევარი წლის წინა ჩემთან აღსარებაზე ბავშვთა სახლიდან მოვიდა დაახლოებით თორმეტი წლის ავადმყოფი გოგონა. მან ორი სიტყვის თქმაც ვერ შეძლო, ციბრუტივით ტრიალებდა. მისი არანორმალური გამოხედვა, მუდმივი გრიმასები, მთელი მისი გარეგნობა მეტყველებდა მის „არასრულფასოვნებაზე“. მან დაიწყო აღსარების ჩაბარება და ზიარება ყოველ კვირა დღეს.
ერთი წლის შემდეგ მას გაუჩნდა აზრის გამოხატვის მოთხოვნილება (ვინც ლოცულობს და ხშირად აბარებს აღსარებას, მან იცის, რა არის ეს). გოგონამ დაიწყო ისეთი ყურადღებიანი სულიერი ცხოვრება, რომლის შესახებ იმ ადამიანებმაც კი არ იციან, რომლებიც თავის თავს მიიჩნევენ მორწმუნე და ეკლესიურ ადამიანებად. მან დაიწყო ლოცვა იესოს ლოცვით ("უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე, ცოდვილი“), სატანის შემოტევებთან ბრძოლა, წყენის პატიება, ყველაფრის მოთმენა. რამდენიმე თვის განმავლობაში მან ისწავლა წერა-კითხვა, გაუარა დებილობის ყველა ნიშანმა, სახეზე აღებეჭდა სულიერების ნიშანი. ყველაფერი, რასაც ის ამბობდა და აკეთებდა, იყო გრძნობა და მსჯელობა ...“ ასეთი მაგალითები არ არის ერთეული, ბევრია ...“.
გათვალისწინებულია იმისათვის, რომ ადამიანები დაიჯერებენ. უფრო მეტიც, ნუთუ სხვა ფაქტორი, იესოს რწმენის გარდა არ არსებობდა? ასეთი ფაქტი რომ მრავლადაა გასაკვირი არ არის, რადგან ყველაზე ხშირად ასეთი მაგალითები უფროს ქალაქური ლეგენდების კატეგორიიდანაა. ან მართლმადიდებელი მოღვაწეები არ ითვალისწინებენ იმას, რომ ბავშვებს კიდევ სხვა რამ დაეხმარა. მაგალითად, ოპერაციის წინ პაციენტი ღმერთს ლოცვით მიმართავს, შემდეგ კი მიიჩნევს, რომ ღვთის წყალობით გადარჩა. ექიმები თითქოს აქ არაფერ შუაში არიან.
დროთა განმავლობაში ასეთი ადამიანი თავის მოთხრობაში ღვთაებრივი განკურნების შესახებ საერთოდ გამორიცხავს ექიმების ქმედებებს, რადგან ზუსტად არის დარწმუნებული, რომ მას ძველი ებრაული მითოლოგიის პერსონაჟი დაეხმარა.
საინტერესო მსჯელობა:
„ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ ნამდვილი რწმენა, ემუქრება ცრურწმენა, სხვადასხვა სახის ერზაც-ღირებულებები (მაგია, ოკულტიზმი, ფეტიშიზმი და ა.შ.). მოიძებნებიან „სულიერი“ მოძღვრებიც, რომლებიც რამდენიმე პასით „განკურნავენ“ დაავადებულთა სულსა და სხეულს. მათი სარეკლამო პლაკატები ან განცხადებები პრესაში მიანიშნებენ წარმოუდგენელ „ეფექტებზე“. მაგალითად: „მხოლოდ ორი სესიის განმავლობაში შემიძია განვკურნო ჰიპერტონია, ასთმა, სიმსივნე, დიაბეტი და ა.შ.“. ჩამოთვლილია ათეულობით დაავადება, რომელიც უნდა გაქრეს რომელიმე ექსტრასენსის ან ჯადოქრის ხელის ერთი მოსმით“.

Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised