среда, 20 ноября 2019 г.

მეცნიერი, რომელმაც თავის ტვინი გატეხა. ამერიკელის ამბავი, რომელიც შეეცადა გამხდარიყო კიბორგი

მეცნიერი, რომელმაც თავის ტვინი გატეხა. ამერიკელის ამბავი, რომელიც შეეცადა გამხდარიყო კიბორგი 
ნევროლოგმა ფილ კენედიმ სახელი 1998 წელს გაითქვა, როდესაც ნეიროქირურგ როი ბეკემთან ერთად მან ჩაატარა ელექტროდების იმპლანტაციის ოპერაცია პაციენტის ტვინში კომპიუტერისთვის სიგნალების გადასაცემად. პარალიზებულმა პაციენტმა ისწავლა კურსორის გადატანა ეკრანზე და შეტყობინებების აკრეფა (დაწკაპუნების ფუნქცია აქტიურდებოდა, თუ ის მხარს შეანძრევდა). მანამდე მას მხოლოდ თვალების ხამხამით შეეძლო ურთიერთობა. კენედი და ბეკეი ვარსკვლავები გახდნენ, ხოლო ჯონ რეი - ასე ერქვა  პაციენტს - პირველი ადამიანი-კიბორგი. 2014 წელს ფილ კენედიმ გადაწყვიტა იმპლანტანტების საკუთარ ტვინში ჩანერგვა. ამის შესახებ მოგვითხრობს ჟურნალი „Wired“-ი .
კვლევების ჩატარება ტვინის სიგნალების წასაკითხად დიდი ხნის წინ დაიწყო. პირველი მიღწევა 1960-იან წლებში ესპანელ მეცნიერს ხოსე დელგადოს ეკუთვნოდა. მკვლევარმა ხარს ტვინში ჩაუნერგა იმპლანტი, რომლის დახმარებით ისწავლა ცხოველის „მართვა“. ამის დემონსტრირება მან მოახდინა ესპანეთში კორიდის არენაზე. დელგადო ხარის წინააღმდეგ გამოვიდა წითელი ნაჭრით ხელში, და როდესაც ხარი მისკენ გამოქანდა, დელგადომ მართვის პულტზე ღილაკს დააჭირა - იმპლანტმა ელექტროსიგნალი გადასცა პირდაპირ ტვინში, ცხოველი შემოტრიალდა და  უკან გაიქცა.
ტვინში იმპლანტების გადანერგვის სირთულე ის არის, რომ ამ ორგანოს აქვს ჟელეს მსგავსი სტრუქტურა. შედეგად, ხელოვნური სენსორები მოძრაობენ და გადასცემენ ინფორმაციას ტვინის სხვადასხვა ნაწილებიდან. გარდა ამისა, ქსოვილებმა შეიძლება არ მიიღონ ელექტროდები, რის შედეგადაც მათ უჩნდებათ ხარვეზები და ისინი წყვეტენ სიგნალის გადაცემას.
ამერიკელმა ნევროლოგმა ფილ კენედიმ ახალი მიდგომა შეიმუშავა. ტვინში უნერგავდნენ კონუსის მსგავს შუშის ღრუ იმპლანტებს, რომლებშიც გადიოდა ოქროს მავთულები. კონუსში კენედი უმატებდა საჯდომი ნერვის მცირე მონაკვეთს; მისი წყალობით, კონუსები ინერგებოდა ქსოვილებში და ერთ ადგილას ფიქსირდებოდნენ. თუმცა ადამიანის ტვინში კონუსების ჩასანერგად კენედიმ საჯდომი ნერვის ნაცვლად გამოიყენა ხელოვნური ხსნარი უჯრედების ზრდის დასაჩქარებლად.
1998 წლის მიღწევების შემდეგ (როდესაც ჯონ რეის ჩაუტარდა ოპერაცია და ის გახდა პირველი ადამიანი-კიბორგი), ფილ კენედის საქმეები უარესობისკენ წავიდა. ახალ პაციენტს, რომელსაც 1999 წელს ჩაუნერგეს იმპლანტები, ვერ უხორცდებოდა გაკვეთილი თავის ქალა. შედეგად უცხო სხეული ამოიღეს. 2002 წელს მორიგი მცდელობაც ჩაიშალა: პაციენტის მდგომარეობა ძალიან სწრაფად უარესდებოდა.
პირველი ადამიანი-კიბორგი  ჯონ რეი 2002 წელს გარდაიცვალა. მალე ფილ კენედის დაუმთავრდა გრანტები. ის იძულებული გახდა გაენთავისუფლებინა ლაბორატორიის პერსონალი, მაგრამ კერძო პრაქტიკა მსინვ შეინარჩუნა. საბოლოოდ, ხელისუფლებამ აკრძალა იმპლანტების გამოყენება ადამიანებში ჩასანერგად.
უშუალოდ ტვინიდან ინფორმაციას წაკითხვის პროექტთა უმრავლესობა ცალკე ამოცანებზეა მორგებული. 2003 წელს არიზონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მაიმუნის ტვინში რამდენიმე იმპლანტი ჩანერგეს, ისინი გადასცემდნენ სიგნალს ხელის პროთეზზე. შედეგად, მაიმუნმა ისწავლა ფორთოხლის პირთან მიტანა ხელოვნური ხელით. რამდენიმე წლის შემდეგ ორ ადამიანს ასწავლეს აზროვნების ძალისხმევით პროთეზების მართვა, თანაც ისეთი  სიზუსტით, რო მათ შეეძლოთ ყავის დალევა.
კენედის ყოველთვის უფრო მეტი სურდა, ვიდრე მის კოლეგებს. იგი ოცნებობდა ტვინისთვის ესწავლებინა კომპიუტერთან დაკავშირება და მისი სრულად მართვა. 2012 წელს მან დაწერა ფანტასტიკური წიგნი „2051“, რომელშიც მოგვითხრო რობოტის შესახებ, რომელსაც ადამიანის ტვინი მართავდა. კენედის წარმოდგენილი ჰქონდა, რომ ეს მისი საკუთარი ტვინი იყო.
შედეგად, მეცნიერმა გადაწყვიტა ექსპერიმენტი საკუთარ თავზე ჩაეტარებინა. „ეშმაკსაც წაუღია ყველაფერი, მე თვითონ გავაკეთებ ამას“, - ფიქრობდა იგი. ფილ კენედი ფიქრობდა დაახლოებით შემდეგნაირად: ადამიანმა, რომელმაც ერთხელ გააოცა სამყარო კიბორგის შექმნით, კვლავ უნდა გააკვირვოს ყველა.
რადგან მისი იმპლანტებით ოპერაციების ჩატარება აშშ-ში შეუძლებელი იყო, მეცნიერი იძულებული გახდა სხვა ქვეყანაში გადაფრენილიყო. 2014 წლის ზაფხულში ფილ კენედი ბელიზში გაემგზავრა, ცენტრალურ ამერიკაში. იქ მოილაპარაკა, რომ ოპერაციას ადგილობრივი ნეიროქირურგი ჰოელ სერვანტესი ჩაუტარებდა. კენედის არ ჰქონდა არანაირი სამედიცინო ჩვენება ელექტროდების ტვინში ჩასანერგად, სამაგიეროდ ის დაპირდა სერვანტესს, რომ 30 ათას დოლარს გადაუხდიდა.
2014 წლის 22 ივნისს ფილ კენედის თავში სამი ელექტროდი ჩაუნერგეს, საიდანაც ოქროს მავთულები გადიოდა თავის ზედაპირზე. ოპერაცია 11 საათნახევარი გაგრძელდა და წარმატებით დასრულდა. მაგრამ მეორე დღეს აღმოჩნდა, რომ კენედის არ შეეძლო ლაპარაკი. ის წარმოთქვამდა გაუგებარ ხმებს, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ მან შეძლო სიტყვის „ბოდიში“ თქმა. ჰოელ სერვანტესი ფიქრობდა, რომ მან ადამიანს ცხოვრება დაუნგრია. მიუხედავად ამისა, რამდენიმე დღის შემდეგ კენედი ბაღში გავიდა, ლაიმის წვენი დალია და თქვა: „ახლა ყველაფერი კარგად არის!“
მეცნიერი დაბრუნდა აშშ-ში და პაციენტების მიღებაც კი გააგრძელა. ფილ კენედი ელოდებოდა, როდის შეხორცდებოდა იმპლანტები ტვინში. 2014 წლის ოქტომბერში იგი კვლავ ბელიზში გაემგზავრა. ოპერაციის მეორე ნაწილის ფარგლებში მისთვის თავის კანქვეშ უნდა ჩაენერგათ გადამცემი ტვინში სიგნალების ტრანსლაციისთვის (ის უერთდებოდა ტვინიდან ამოყვანილ ოქროს მავთულებს). კლინიკის თანამფლობელი, სადაც ოპერაცია ჩატარდა, იხსენებს, რომ თავდაპირველად  მან თვალებს არ დაუჯერა - ისეთი დიდი და მოძველებული ჩანდა გადამცემი. მაგრამ კენედის სურდა თავში სწორედ ამის ჩადება. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.
2014 წლის ნოემბრის ბოლოს ფილ კენედიმ დაიწყო ტვინის აქტიურობის ფიქსირება. ის ხმამაღლა წარმოთქვამდა სხვადასხვა სიტყვებსა და წინადადებებს (მაგალითად, „ზოოპარკი მისთვის გასართობია“) და იწერდა ტვინის სიგნალებს. ასე ატარებდა ის მთელ საღამოებს შვიდი კვირის განმავლობაში (დილით, კენედი პაციენტებს იღებდა). ექიმის ჩანაწერებში ის მოხსენიებულია, როგორც „ობიექტი ფკ“.
გამოკვლევა ორ თვეზე ნაკლებხანს გაგრძელდა, თუმცა ფილ კენედის, რა თქმა უნდა, არ სურდა მისი დასრულება. მაგრამ თავზე კანი არ ხორცდებოდა, რადგან გადამცემი ძალიან დიდი იყო. შედეგად, 2015 წლის იანვარში მეცნიერი კვლავ დაწვა ოპერაციაზე. ამჯერად ოპერაცია ჩატარდა აშშ–ში - ხარჯებს დაზღვევა ფარავდა. გადამცემი ამოიღეს, ხოლო ელექტროდები ტვინში ჩატოვეს, რადგან ასე უფრო უსაფრთხო იყო.
მეცნიერთა საზოგადოებაში, რომლებიც სპეციალიზირებული იყვნენ თავის ტვინის შესწავლაზე, ფილ კენედის მხარს უჭერდნენ გამბედაობისთვის. იგი მარტო მუშაობდა, თვითონ აფინანსებდა თავის კვლევებს და შეაგროვა მონაცემთა დიდი ბაზა. თუმცა, ზოგი უბრალოდ შეშინებულია იყო იმის გამო, რაც მეცნიერმა თავის თავს გაუკეთა. „ზოგი ფიქრობს, რომ გაბედული ვარ, ზოგი შეშლილად მთვლის“, - ამბობს თავად კენედი. ჯერ ის მზად არ არის, რათა საკუთარ თავზე გაიმეოროს თავისი ექსპერიმენტი. მისი თქმით, ამას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ გაუმჯობესებული იმპლანტები გამოვა.
  2015 წელს ნიუ–იორკის ლაბორატორიის „Wadsworth Center“– ის მეცნიერებმა შემდეგი ექსპერიმენტი ჩაატარეს. ელექტროდების სპეციალური ქსელის გამოყენებით (ამ პროცედურას ელექტროკორტიკოგრაფია ეწოდება), მათ ჩაიწერეს სიგნალები შვიდი პაციენტის ტვინიდან, რომლებსაც სთხოვეს წაეკითხათ სხვადასხვა ტექსტი. შემდეგ მკვლევარებმა ეს სიგნალები გამოიყენეს იმისათვის, რომ კომპიუტერისთვის ესწავლებინათ  სიგნალების წაკითხვა და წაკითხული ტექსტების ჩვენება. შედეგი მხოლოდ  რაღაცით აღმოჩნდა მსგავსი, მაგრამ თავად მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ასეთი სისტემა მალე ვერ ამოქმედდება.
გარდა ამისა, ახლა არსებობს უფრო მოხერხებული მოწყობილობები პარალიზებული ადამიანებისთვის, რომლებიც მათ ეხმარება სხვებთან ურთიერთობაში. თუ პაციენტს შეუძლია თითის მოძრაობა, მისთვის უფრო ადვილია გამოიყენოს მორზეს ანბანი. გარდა ამისა, არსებობს პროგრამები, რომელთაც შეუძლიათ თვალის მოძრაობების წაკითხვა.
ფილ კენედიმ ვერ შეძლო კიბორგი გამხდარიყო, მაგრამ ის დარწმუნებულია, რომ ადამიანები აუცილებლად ისწავლიან „საკუთარი თავის გაუმჯობესებას“. „პირველი მიზანია მეტყველების აღდეგნის სწავლა. მეორე არის მოძრაობის აღდგენა. ამაზე ბევრი ადამიანი მუშაობს და ისინი, ალბათ, გაართმევენ ამას თავს. მათ უბრალოდ სჭირდებათ უფრო ხარისხიანი ელექტროდები. მესამე მიზანია რიგითი ადამიანების გაუმჯობესება“,- ასკვნის მეცნიერი.


Я психиатр, поэтому думаю, что главное — это дать себе свободу быть тем, кто ты есть. И не позволять никому говорить тебе, что было бы лучше, если бы ты был другим. Защищать свое право быть собою самим. И тогда со временем ты поймешь, что это не право — так должно быть. Как этого достичь?

Нужно дать себе разрешение быть там, где ты хочешь быть, — а потом постараться сесть там, где тебе удобно. Разрешение думать, что думается, и не думать, как другой думал бы на твоем месте. Говорить, если хочешь, и молчать, если ничего не приходит в голову. Это твое право: дать себе это разрешение. Разрешение чувствовать то, что чувствуешь, и в то время, когда это необходимо. И не чувствовать то, что другой ощущал бы на твоем месте, и перестать чувствовать то, что ожидают окружающие. Нужно дать себе разрешение идти на риски, на которые ты решился, тогда и только тогда, когда за последствия платишь ты. Но пусть никто тебе не говорит, что нельзя идти на такие риски, — если ты никого не впутываешь в свое дело, это твое решение.

И последнее, что очень важно. Нужно дать себе разрешение идти по жизни, разыскивая то, что ты хочешь, вместо того, чтобы ждать, когда другие дадут тебе это.

Хорхе Букай


























































http://www.intelros.ru/subject/figures/mixail-yepshtejn/11283-mezhdu-lyubovyu-i-seksualnostyu-vvedenie-v-yerotologiyu.html
https://mybook.ru/author/aleksandr-malinkin/nagrada-kak-socialnyj-fenomen-vvedenie-v-sociologi/read/?page=3
http://www.emory.edu/INTELNET/zh_erot_pismo.html
https://www.laitman.ru/ics/crisis/page/66
https://www.proza.ru/2018/08/16/855
https://www.litres.ru/aleksandr-doncov/fenomen-zavisti-homo-invidens/chitat-onlayn/page-29/
http://lit.lib.ru/k/koltashow_w_g/text_0020.shtml
https://mybook.ru/author/aleksandr-malinkin/nagrada-kak-socialnyj-fenomen-vvedenie-v-sociologi/read/?page=3
https://med.vesti.ru/articles/psihologiya/demony-nochi-chto-nuzhno-znat-o-fenomene-inkuba/


https://www.theblackvault.com/documentarchive/cia-mkultra-collection/?fbclid=IwAR1dC-rwk34WJnZuR8siGi48FXERX9AWREKqff9Mu0GtmwDHHba0k534-_s#missing

Mind Control Collection


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised