ცხოველების ტვინზე დისტანციური ზემოქმედება ელექტრომაგნიტური ველის გამოყენებით
ხოსე დელგადოს ექსპერიმენტები, ესპანეთი
დელგადო ხოსე მანუელ როდრიგეს დელგადო (Delgado, დაიბადა 08.08.1915, რონდა, ესპანეთი), ამერიკელი ნეიროფიზიოლოგი. ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. სამედიცინო განათლება მადრიდში მიიღო (1940), სადაც ასწავლიდა ფიზიოლოგიას სამედიცინო სკოლაში (1940-1946), შემდეგ აშშ-ში (1950 წლიდან, იელის უნივერსიტეტი); 1955 წლიდან ფიზიოლოგიის და ფსიქიატრიის პროფესორია. მან გააუმჯობესა ნერვული ცენტრების საქმიანობის შესწავლის მეთოდი ელექტროდების იმპლანტირების გზით. ის ფართოდ იყენებდა ამ მეთოდს ცხოველების (კატები, მაიმუნები და ა.შ.) და ავადმყოფი ადამიანების ტვინის ელექტროსტიმულირებისა და რადიოსტიმულირებისთვის, შედეგად დელგადომ გამოავლინა მრავალი ცენტრი, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული ემოციებთან, გატაცებებთან, ტანჯვის ან კმაყოფილების, სიამოვნების განცდასთან. მან გამოიყენა თავის ტვინის ელექტრო- და რადიოსტიმულირება პაციენტის ქცევაზე ზემოქმედებისთვის, ეპილეფსიის, შიზოფრენიისა და სხვა ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ.
პირველი პუბლიკაციები ამ თემაზე და გამოსვლა საბჭოთა მეცნიერთა წინაშე 1962 წლით თარიღდება. 80-იანი წლების დასაწყისში დელგადო კიდევ ერთხელ ეწვია საბჭოთა კავშირს, როგორც სსრკ მეცნიერებათა აკადემიის სტუმარი, და წაიკითხა მოხსენება სსრკ მეცნიერებათა აკადემიის პ.ი. ანოხინის სახელობის ნორმალური ფიზიოლოგიის ინსტიტუტში. კერძოდ, მან აღნიშნა:
„... ბოლო დროს ჩვენი ლაბორატორია იკვლევს ელექტრომაგნიტური ველების ზემოქმედებას ბიოლოგიურ ობიექტებზე, კერძოდ, ტვინზე. ამ შემთხვევაში არ არის საჭირო ელექტროდების იმპლანტაცია, როგორც ეს ადრე კეთდებოდა, საჭიროა მხოლოდ ელექტრომაგნიტური ველების პარამეტრების შერჩევა და ამ გზით ტვინის გარკვეულ უბნებზე ზემოქმედება... ჩვენ ყველა გარკვეული ველების ზემოქმედების ქვეშ ვიმყოფებით. იმის დადგენა, თუ რომელი მათგანია სასარგებლო ადამიანისთვის და რომელი საზიანო, ჩვენი ექსპერიმენტების ამოცანაა ...“
ჩვენს ქვეყანაში ამ სფეროში კვლევის პიონერი იყო ნ.პ. ბეხტერევა. ეს შრომები პროლოგი იყო ისეთი მოწყობილობების შესაქმნელად, რომელიც მოგვცემდა თავის ტვინში პროცესების გააქტიურების შესაძლებლობას არაინვაზიურად, იმპულსური მაგნიტური ველების გამოყენებით, ანუ ჩანერგვის გარეშე, რის შედეგადაც შეიქმნა ტრანსკრანიალური მაგნიტოთერაპია.

Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised