ტვინის დეგრადაცია
ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი უჩივის ტვინის საქმიანობასთან დაკავშირებულ პრობლემებს - მუდმივად მზარდ დაბნეულობას (ე.ი. ყურადღების კონცენტრირების შეუძლებლობას, აზრების მოკრეფას გარკვეული ამოცანების გადასაჭრელად), ინფორმაციის დამახსოვრების სირთულეს, დიდი ტექსტების წაკითხვის ფიზიკურ შეუძლებლობას, რომ აღარაფერი ვთქვათ წიგნებზე.
ისინი ითხოვენ წამალს ზოგადად ტვინის აქტივობის და კერძოდ მეხსიერების გასაუმჯობესებლად. უფრო მეტიც, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, ეს პრობლემა დამახასიათებელია არა მხოლოდ და არა იმდენად ხანდაზმული ასაკის ადამიანებისთვის, რომელთა ტვინი უნდა სუსტდებოდეს მათი ასაკიდან გამომდინარე, არამედ საშუალო ასაკის ადამიანებისა და საშუალო ასაკზე ახალგაზრდებისთვის. ამავე დროს, ბევრს არც კი აინტერესებს, რატომ ხდება ეს - ისინი ავტომატურად მიაწერენ ამას სტრესს, დაღლილობას, არაჯანსაღ ეკოლოგიას, იმავე ასაკს და ა.შ., თუმცა ეს ყველაფერი მიზეზთან ახლოსაც კი არ არის. ჩემს პაციენტებს შორის არიან ისეთებიც, რომლებმაც 70 წელს გადააბიჯეს, მაგრამ მათ არავითარი პრობლემები არ აქვთ არც მეხსიერებასთან და არც ტვინის აქტივობასთან. მაშ, რა არის მიზეზი?
რეალური ნარკოტიკი
მიზეზი კი ის არის , რომ, ყოველგვარი არგუმენტების მიუხედავად, არავის კატეგორიულად არ სურს უარი თქვას ე.წ. მუდმივ, სადღეღამისო „კავშირზე ინფორმაციასთან“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენი ტვინის ფუნქციების დაჩქარებული დაკარგვა დაიწყო იმ მნიშვნელოვან დღეს, როდესაც თქვენ გადაწყვიტეთ მუდმივად იყოთ „კავშირზე“. და არ აქვს მნიშვნელობა, გაიძულათ ეს სამსახურებრივმა აუცილებლობამ, უსაქმურობით გამოწვეულმა დაღლილობამ, თუ ელემენტარულმა შიშმა დაკარგო „დონე“, ანუ შიშმა არ შეესაბამებოდე სიტუაციას, აღმოჩნდე უცხო შენს გარემოში.
ჯერ კიდევ 2008 წელს იყო ცნობილი, რომ ინტერნეტის საშუალო სტატისტიკური მომხმარებელი კითხულობს გვერდზე განთავსებული ტექსტის არაუმეტეს 20%-ს, და ყოველმხრივ ერიდება დიდ აბზაცებს! უფრო მეტიც, სპეციალურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანი, რომელიც მუდმივად ჩართულია ქსელში, არ კითხულობს ტექსტს , არამედ რობოტის მსგავსად სკანირებს მას - სხვადასხვა ადგილიდან იღებს მიმოფანტულ მონაცემებს, მუდმივად გადადის ერთი ადგილიდან მეორეზე, ხოლო ინფორმაციას აფასებს მხოლოდ „გაზირების“ პოზიციიდან. მაგრამ მისი მიზანი არ არის საკითხის ირგვლივ მსჯელობა, არამედ, ძირითადად, ემოციის გამოწვევა ანიმირებული „არქაიზმის“ სახით, რომელსაც ახლავს მოკლე რეპლიკები და წამოძახილი სმს-ის ფორმატში.
კვლევის დროს გაირკვა, რომ ინტერნეტში მოცემული გვერდები, როგორც უკვე აღინიშნა, არ იკითხება, არამედ მათ სწრაფად გადაათვალიერებენ, შაბლონურად, რომელიც ძალიან ჰგავს ლათინურ ასო F-ს. მომხმარებელი პირველ რიგში კითხულობს გვერდის ტექსტის შინაარსის პირველ სტრიქონებს (ზოგჯერ მთლიანად, თავიდან ბოლომდე), შემდეგ გადადის გვერდის შუა ნაწილში, სადაც კიდევ რამდენიმე სტრიქონს კითხულობს (როგორც წესი, მხოლოდ ნაწილობრივ, სტრიქონებს ბოლომდე არ კითხულობს), შემდეგ კი სწრაფად ჩადის გვერდის ბოლოში, რათა ნახოს, „როგორ დასრულდა საქმე“.
ამრიგად, რიგითი ინტერნეტ მომხმარებლისთვის ინფორმაციის წარდგენის ყველაზე ეფექტური გზაა ინფორმაციის ჩვენება გადაბრუნებული პირამიდის სახით (ანუ, პრინციპის თანახმად „რაც უფრო დაბლაა, მით უფრო ნაკლებია“) საკვანძო სიტყვების სავალდებულო გამოყოფით (რათა ინფორმაციის მომხმარებლებმა გაიგონ, რა არის მნიშვნელოვანი და რა არა) და აბზაცში არა უმეტეს ერთი აზრის ამოკითხვით. მხოლოდ ამ გზით შეიძლება ყურადღების გამახვილება გვერდზე მაქსიმალურად დიდი ხნის განმავლობაში. თუ გვერდს ქვევით ჩავუყვებით, მაგრამ ინფორმაციის სიმჭიდროვე არ იკლებს ან, რაც უფრო უარესია, იზრდება (როგორც, მაგალითად, ამ სტატიაში), მაშინ ასეთ გვერდებზე ყურადღებას მხოლოდ ერთეულები ამახვილებენ.
ჩემი პირადი აზრი ასეთია:
ინტერნეტი რეალური ნარკოტიკია. რა არის ნარკოტიკი? ეს არის სრულიად უსარგებლო რამ, რომლის გარეშეც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მშვენივრად იცხოვროს მანამ, სანამ არ გასინჯავს. ხოლო როდესაც გასინჯავს, მაშინ ჩნდება სამუდამო დამოკიდებულება - ნარკომანია არ იკურნება.
ინფორმაციის აღქმის პრობლემებს უჩივის ყველა რანგისა და სპეციალობის ადამიანი - უნივერსიტეტის მაღალკვალიფიციური პროფესორებიდან დაწყებული და სარეცხი მანქანების მომსახურე სერვისმუშაკებით დამთავრებული. მსგავსი პრეტენზიების მოსმენა განსაკუთრებით ხშირად შეიძლება აკადემიურ გარემოში, ანუ მათგან, ვინც თავისი საქმიანობიდან გამომდინარე იძულებულია მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეს ადამიანებთან (ასწავლოს, წაუკითხოს ლექციები, ჩაიბაროს გამოცდები და ა.შ.). ისინი აცხადებენ, რომ იმ ადამიანთა კითხვის უნარის და ინფორმაციის აღქმის ისედაც დაბალი დონე, ვისთანაც მათ უწევთ მუშაობა, წლიდან წლამდე, დაბლა ეცემა.
ადამიანთა უმრავლესობა უდიდეს სირთულეებს განიცდის დიდი ტექსტების წაკითხვისას, რომ აღარაფერი ვთქვათ წიგნებზე. სამი-ოთხი აბზაცის მქონე ბლოგ-პოსტებიც კი უმრავლესობისთვის ძალიან რთული და მოსაწყენია აღსაქმელად, ამიტომ მოსაბეზრებელია და არ იმსახურებს მათ ელემენტარულ ყურადღებას. ალბათ, ნაკლებად მოიძებნება ადამიანი, როლისთვისაც უცნობი იქნება პოპულარული ქსელური გამონათქვამი „ძალიან ბევრი ასოებია, ამიტომ ვერ მოვერიე“, რომელსაც ჩვეულებრივ წერენ წინადადების საპასუხოდ წაიკითხონ რაღაც ათ სტრიქონზე გრძელი. რაღაც ჩაკეტილი წრეა - ბევრ წერას აზრი არ აქვს, რადგან თითქმის არავინ წაიკითხავს მას, ხოლო გადაცემული აზრის რაოდენობის შემცირება იწვევს არა მხოლოდ მკითხველთა, არამედ მწერალთა ჭკუანაკლებობას. შედეგად, ჩვენ გვაქვს ის რაც გვაქვს - მასობრივი გამოთაყვანება.
კითხვის კარგი (წარსულში) უნარის მქონე ადამიანებიც კი ამბობენ, რომ მთელი დღე ინტერნეტში ძებნის და ლავირების შემდეგ ათობით და ასობით ელექტრონულ წერილს შორის, ისინი ფიზიკურად ვერ ახერხებენ თუნდაც ძალიან საინტერესო წიგნის კითხვის დაწყებას, რადგან პირველივე გვერდის წაკითხვა მათტვის ნამდვილ წამებად იქცევა.
კითხვა შეუძლებელი ხდება, პირველ რიგში, იმიტომ, რომ:
ა) ვერ ახერხებ აიძულო საკუთარი თავი შეწყვიტო ტექსტის სკანირება და მოძებნო საკვანძო სიტყვები;
ბ) ძნელად ასათვისებელია რთული სინტაქსი, რომელიც ახასიათებს კლასიკური, მაღალი შინაარსის ან მეცნიერული სახის ნაწარმოებებს, და რაც სრულიად არ შეინიშნება სატელეგრაფო სმს-ში.
შედეგად, ერთი წინადადება რამდენჯერმე წასაკითხი ხდება! განსაკუთრებით გულახდილი ადამიანები პირდაპირ ამბობენ, რომ ამის გამო საკუთარი თავი ეზიზღებათ.
მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ინტერნეტში მუდმივად ჩართვის გამო მკვეთრად უარესდება ადამიანის ისეთი უნარები, როგორიცაა ერთხელ უკვე გააზრებული ინფორმაციისკენ დაბრუნება, წაკითხულის გაანალიზება და წარმოსახვის ჩართვა. უფრო უარესი კი ის არის, რომ შემთხვევათა 80%-ში ადამიანები ინტერნეტში ეძებენ საეჭვო გასართობს, ან იღებენ ინფორმაციას, რომელსაც აქვს არა მხოლოდ ნულოვანი, არამედ უარყოფითი კულტურული ღირებულება.
ამავე დროს, ადამიანთა უმრავლესობა (განსაკუთრებით ახალგაზრდები) იმდენად არის შეჩვეული თავის გაჯეტებს, რომ თუ მათ დაემუქრათ ქსელიდან გათიშვის საფრთხე თუნდაც ერთი დღის განმავლობაში, ისინი განიცდიან არა მხოლოდ ფსიქიკურ დეპრესიას, რომელიც პანიკაში გადადის, არამედ რეალურ ფიზიკურ დამოკიდებულებას, რომელიც წააგავს ნარკოტიკს. არ გჯერათ? მაშინ გამორთეთ თქვენი კომპიუტერი და შეეცადეთ გაძლოთ მის გარეშე თუნდაც 2-3 დღე.
არსებობს მოსაზრება, რომელსაც მთლიანად ვიზიარებ, რომ რთული ტექსტების ეფექტურად აღქმის, რთული ლიტერატურის წაკითხვის უნარი მალე ელიტარული პრივილეგია გახდება, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ადამიანების განსაკუთრებული კასტისთვის. ეს იდეა ახალი არ არის, კიდევ უმბერტო ეკო რადგან ჯერ რომანში „ვარდის სახელი“ სთავაზობდა ბიბლიოთეკაში შეეშვათ მხოლოდ ისინი, ვისაც შეუძლია და მზად არის აღიქვას რთული ცოდნა. ხოლო სხვა დანარჩენს შეეძლება მხოლოდ აბრების და ინტერნეტში განთავსებული ინფორმაციის.
მოკლედ რომ ვთქვათ, არავითარ აბებს, არავითარ კვების დანამატებს, არავითარ დიეტას, არავითარ ფსიქიატრებს და ა.შ. არ შეუძლიათ ტვინის დეგრადაციის შეჩერება. მისი შეჩერება მხოლოდ ერთ რამეს შეუძლია - ნებისმიერი სახის ინფორმაციული ნაგვის შესვლა დამუშავების სისტემაში და ტვინის ყოველდღიური დატვირთვა ე.წ. „სასარგებლო ინფორმაციით“. ეს პროცესი უკიდურესად რთულია, ხოლო მრავალი ადამიანისთვის საერთოდ შეუძლებელია. ბევრისთვის მატარებელი, როგორც ამბობენ, უკვე წავიდა.
კიდევ ერთხელ მოკლედ:
1. გაჯეტებმა, რომლებიც უზრუნველყოფენ თქვენს მუდმივ ჩართულობას ინფორმაციაზე/ინტერნეტთან, - სმარტფონებმა, აიპადებმა და ა.შ., რომელთა გარეშე ახლა ტუალეტშიც კი ვერ მიდიხართ - თითქმის დებილებად გაქციათ, აპათიურ ადამიანებად, რომლებსაც აღარ შეუძლიათ აზროვნება, ფიქრი და ანალიზი. მაგრამ, ისევე როგორც ნებისმიერი ნარკომანი, თქვენ, რა თქმა უნდა, საპირისპიროში ხართ დარწმუნებული, - რომ ისინი თქვენს ცხოვრებას არარეალურად ნათელს, მდიდარსა და კომფორტულს ხდიან, ხოლო პირადად თქვენ - „უაღრესად მოწინავე პიროვნებად“, რომელიც ყოველთვის ყველაფრის კურსშია.
2. ამ მოწყობილობების წყალობით, თქვენს ტვინში უწყვეტ ნაკადად ყოველნაირი ნაგავი შედის, რომელიც იმდენად აბინძურებს თქვენ კომპიუტერს, რომ თქვენ მხოლოდ ყველაზე პრიმიტიული, დაბალი კვალიფიკაციის სამუშაოს შესრულებლად ვარგიხართ. თქვენ არ შეგიძლიათ არც დალაგებულად ლაპარაკი, არც წერა და არც წაკითხვა. თქვენი მეტყველება ენაბრგვილია და სავსეა პარაზიტი სიტყვებით. როდესაც ვინმეს რაიმეს უყვებით, ძლივს არჩევთ შესაფერის სიტყვებს, ხოლო როდესაც ვინმეს უსმენთ, სწრაფად კარგავთ საუბრის ძაფს და იწყებთ მოწყენილობას და მთქნარებას. წერა თქვენ არ შეგიძლიათ, რადგან პრაქტიკულად ყველა სიტყვაში უშვებთ შეცდომებს, ხოლო პუნქტუაციის ნიშნების გამოყენება დაახლოებითაც არ შეგიძლიათ. სამაგიეროდ თქვენ მაგარ სელფებს (და სხვა უსარგებლო ფოტოებს) იღებთ და ვინმეს უკავშირდებით Viber- ში ან WhatsApp- ში.
3. მოკლედ რომ ვთქვათ, მოუსმინეთ ცუდ ამბებს: მობილური კავშირი მხოლოდ განსაკუთრებულ და საგანგებო შემთხვევებში გამოიყენეთ. მაგალითად, თქვენ ჩახვედით თქვენთვის უცნობ ქალაქში და ვერ პოულობთ ვინმეს, ვინც უნდა დაგხვდეთ - ამ შემთხვევაში დარეკვა აცუილებელია. ან თუ მნიშვნელოვან შეხვედრაზე აგვიანებთ - დარეკვა ნამდვილად აუცილებელია, ანუ თქვენი გაჯეტი უნდა მომართოთ მხოლოდ თქვენთვის აუცილებელ პროფესიულ და საქმიან ინფორმაციაზე. სხვა დანარჩენ შემთხვევაში თქვენი გაჯეტი უნდა გამორთული იყოს. თუმცა, წარმომიდგენია, თუ რამდენად უხერხულად გრძნობთ თავს ამის გაფიქრებისას.
4. თქვენ უნდა მოემზადოთ იმისათვის, რომ თქვენი გარემოცვა, რბილად რომ ვთქვათ, ვერ გაგიგებთ. ყველა ჩათვლის, რომ გაგიჟდით და ა.შ. მიაფურთხეთ და დაივიწყეთ. გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ ინფორმაციული შეტევის ობიექტი და თქვენ უნდა დაიცვათ თავი. როგორც CBS News- ის პრეზიდენტი რიჩარდ სელანტი ამბობდა: „ჩვენი საქმეა მივყიდოთ ადამიანებს არა ის, რაც მათ სურთ, არამედ ის, რაც ჩვენ გვინდა“.
5. დაბოლოს, თქვენ უნდა თავიდან ისწავლოთ წიგნების კითხვა. ნამდვილი ქაღალდის წიგნები - გესმით? საათობით კი არ უნდა ათვალიეროთ თქვენი სასაპნე ეკრანით, არამედ წაიკითხოთ წიგნები. რთული იქნება, მაგრამ სცადეთ. ნუ იძალადებთ საკუთარ თავზე - პირველ დღეს წაიკითხეთ ნახევარი გვერდი, მეორე დღეს - მთელი გვერდი, მესამე დღეს - 1.5 გვერდი და ა.შ. გაითვალისწინეთ, რომ ორგანიზმი ყოველმხრივ წინააღმდეგობას გაუწევს ამას - გულისრევის შეგრძნებაჩ გექნებათ, დაგამტვრევთ კიდეც, სხვა რამის გაკეთების სურვილიც კი გაგიჩნდებათ, ოღონდ ტვინი არ დაძაბოთ.
წარმატებას არ გისურვებთ, რადგან ის საერთოდ არ დაგჭირდებათ,

Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised