среда, 24 апреля 2019 г.

ელექტრონული კონცლაგერი: ჩინეთი ნერგავს სისტემას, რომელიც იძლევა ყველა ადამიანის შესახებ ყველაფრის ცოდნის საშუალებას

ელექტრონული კონცლაგერი: ჩინეთი ნერგავს სისტემას, რომელიც იძლევა ყველა ადამიანის შესახებ ყველაფრის ცოდნის საშუალებას  

ჩინეთის ხელისუფლება ნერგავს პიროვნების სავალდებულო იდენტიფიკაციას იმ მომხმარებელთათვის, ვინც კომენტარს ტოვებს ინტერნეტში. ანონიმურობის მოხსნა ჩინეთიდან მხოლოდ იწყება - უახლოეს მომავალში ეს მთელს მსოფლიოში გახდება შესაძლებელი. მაგრამ ეს ნაბიჯი, თავის მხრივ, მხოლოდ ინტერნეტ-იდენტიფიკაციის გრანდიოზული სისტემის შექმნის დასაწყისი იქნება, რაც პლანეტის ყველა მოსახლეს შეეხება.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო კანცელარიის განკარგულებით 1 ოქტომბრიდან ინერგება მომხმარებლის პიროვნების სავალდებულო იდენტიფიკაცია ინტერნეტში კომენტარების დასაწერად. კომენტირების შესაძლებლობის მქონე ფორუმებმა და ინტერნეტ-პლატფორმებმა უნდა დანერგონ მომხმარებელთა რეალური საპასპორტო მონაცემების მიბმა მათ აკაუნტებზე მათი პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით - ეს ეხება არა მარტო ახალ, არამედ ამჟამინდელ მომხმარებლებსაც:
„ეს დებულება მისცემს მეცნიერებისა და კულტურის დონის გაზრდის შესაძლებლობას ინტერნეტში კომენტირებისას, ხელს შეუწყობს ინტერნეტ-საზოგადოების ჯანსაღ განვითარებას, დაიცავს მოქალაქეების, იურიდიული პირებისა და სხვა ორგანიზაციების ინტერესებს, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოებას და საზოგადოებრივ ინტერესებს“.

                  ყველაფერი კარგისთვის ყველაფერ ცუდის წინააღმდეგ

ინოვაცია არ ყოფილა მოულოდნელი. ჯერ კიდევ 1 ივნისს ჩინეთში ძალაში შევიდა გასული წლის ოქტომბერში მიღებული კანონი კიბერუსაფრთხოების შესახებ, რომელშიც გათვალისწინებული იყო ანონიმურობის გაუქმება. კანონში ნათქვამი იყო, რომ „ინტერნეტის ხელმისაწვდომობის რეგისტრაციის, სოციალურ ქსელში დარეგისტრირების, სტაციონარული ტელეფონის ჩართვის ან მობილური კავშირის დამყარების, კლიენტისთვის ინფორმაციის გამოქვეყნების ან მისი გადაცემის მომსახურების უზრუნველყოფის, შეთანხმების ხელმოწერის (მომსახურების გაწევისას) შემთხვევაში, კლიენტი ვალდებულია წარმოადგინოს ნამდვილი პირადობის მოწმობა. თუ ეს არ მოხდება, მომსახურების ოპერატორს არ აქვს მომხმარებლის მომსახურების უფლება“.
ცხადია, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ახლა სოციალურ ქსელებში შესაძლებელი იქნება კომენტირება მხოლოდ საკუთარი სახელით, მაგრამ რეგისტრაციისას საჭიროა რეალური მონაცემების შეტანა, რომლებიც „გარკვეულ  შემთხვევაში“ შესაძლებელს გახდის ნამდვილი ავტორის მოძებნას. არის თუ არა ამაში ტოტალიტარიზმი და ცენზურა? არა. დასაწყისისთვის, ამაში იგულისხმება ბანალური წესრიგის დამყარება - ინტერნეტი უკვე გახდა ბინადრობის ადგილი, ამიტომ ვირტუალურ სამყაროში ვრცელდება იგივე კანონები, რაც რეალურში.
თუ თქვენ სახეს ნიღაბი გიფარავთ და უბრალოდ ქუჩაში სეირნობთ, თქვენ მას არავინ ჩამოგხსნით. მაგრამ თუ ამავე დროს თქვენ დაიწყებთ შემხვედრი ადამიანების შეურაცხყოფას, რა თქმა უნდა, ამ ნიღაბს ჩამოგხსნიან - გამვლელები ან პოლიციელები. იგივე ხდება ამჟამად ინტერნეტში, ჩინელებმა უბრალოდ  პირველებმა დაიწყეს ეს პროცესი.
ინტერნეტის ჩინური აუდიტორია მსოფლიოში ყველაზე დიდია - 700 მილიონზე მეტი ადამიანი. და თუმცა ჩინელები პირველ რიგში ორიენტირებული არიან საკუთარ ქსელებსა და საიტებზე, და მათ არ აქვთ წვდომა ზოგიერთ გლობალურ სოციალურ ქსელსა და საძიებო სისტემაზე, როგორიცაა გუგლი და ფეისბუკი, ჩინეთის ინტერნეტის განვითარების კანონები არაფრით განსხვავდება მსოფლიო ინტერნეტ-კანონებისგან. უფრო მეტიც, ვირტუალური და რეალური ცხოვრების შერწყმა ჩინეთში ბევრი მიმართულებით უფრო სწრაფად მიდის, ვიდრე დასავლეთში - მაგალითად, სოციალური ქსელების მიერ „გამოშვებული“ ვირტუალური ფულის გამოყენება.
რაც შეეხება ნიღაბის მოხსნას, ანუ ინტერნეტში ანონიმურობის ლიკვიდაციას, ეს გლობალური პროცესია, და უახლოეს წლებში რუსეთიც და დასავლეთიც მივა აქამდე. ცხადია, რომ ფორმალურად ამისთვის მთავარი მიზეზი გახდება შეშფოთება კიბერუსაფრთხოების გამო. ეს მართლაც მნიშვნელოვანია, რადგან ნამდვილი და ვირტუალური სამყაროს შორის საზღვარი ფაქიზია. ინტერნეტი დიდი ხანია ცხოვრების გარემოდ იქცა, ხოლო დროთა განმავლობაში ის გახდება მთავარი, თუ არა ერთადერთი გარემო ადამიანის სხვადასხვა საქმიანობისთვის. და თუ ასეა, მაშინ მასში ქცევის წესები ანონიმური მომხმარებლებისთვის ნაკლებად მოსახერხებელი გახდება.

                        შემდეგ ელექტრონული საკონცენტრაციო ბანაკი იწყება

არა ცენზურის ან თაღლითების წინააღმდეგ ბრძოლის გამო, არამედ იმიტომ, რომ ინტერნეტი უზრუნველყოფს ადამიანის კონტროლის ფანტასტიკურ შესაძლებლობებს. კონტროლს არა აკრძალვის გამო, არამედ თვითორგანიზაციისთვის, ანუ უკეთესს შემთხვევაში, ყველაზე სწორი, ყველაზე ეფექტური თვითორგანიზაციისთვის. სწორედ ამისკენ მიისწრაფის ადამიანთა ნებისმიერი საზოგადოება, ამისათვის იქმნება სახელმწიფოები - ყველა მისი მოქალაქის ინტერესების დალადსაკავშირებ ერთობლივ საქმიანობაში საერთო კეთილდღეობისათვის (ცხოვრების დონის ამაღლებიდან კომუნიზმის მშენებლობამდე). ეს თანაბრად ახასიათებს დასავლეთის პროტესტანტულ ქვეყნებს და კონფუციურ ჩინეთს, კომუნიზმსა და კაპიტალიზმს. მაგრამ მხოლოდ ინტერნეტი და სოციალური ქსელების განვითარება ინფორმაციის შეგროვებას ხდის უნივერსალურსა და მრავალფეროვანს.
ადამიანები თავად აწვდიან ყველა ინფორმაციას საკუთარი თავის შესახებ. არა მხოლოდ იმის შესახებ, რაც აუცილებელია შესყიდვებისთვის ან სახელმწიფო მომსახურების მიღებისთვის, არამედ იმის შესახებაც, რაც იძლევა მათი გემოვნების, შეღავათების და შეხედულებების განსაზღვრის საშუალებას. ეს ყველაფერი მარკეტოლოგების მიერ არის შესწავლილი, შედგენილია მომხმარებლის ან ამომრჩევლის პორტრეტი. დროთა განმავლობაში კაცობრიობა შეძლებს იმის მიღწევას, რომ ყველა ინფორმაცია კონკრეტული ადამიანის შესახებ ერთ მონაცემთა ბაზაში იქნება შეგროვებული. ამ მონაცემებთან იმუშავებს მისი ქვეყნის მთავრობა ან გლობალური მთავრობა, თუ მის საკუთარ ქვეყანას მხოლოდ ფორმალური სუვერენიტეტი აქვს.
ასეთი მონაცემთა ბაზა უკვე აღარ იქნება მხოლოდ ინფორმაციის ნაკრები, არამედ ადამიანის ვირტუალური პორტრეტი და დოკუმენტი, რომელიც გავლენას ახდენს მის ქცევაზე, კარიერაზე და ცხოვრებაზე რეალურ სამყაროში.
იმის შესახებ, თუ დაახლოებით რა სახეს მიიღებს ეს.
მისი შექმნის პროგრამა ხორციელდება 2014 წლიდან, და მისი პირველი ეტაპი 2020 წლისთვის დასრულდება. პირველი ეტაპია ექსპერიმენტის ჩატარება, მისი შედეგების შესწავლა და შემდგომი დანერგვის რეკომენდაციები.
ჩინელებს არ გამოუგონიათ ველოსიპედი. ბაზისთვის მათ აიღეს სკორინგის ანუ მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასების სისტემა, რომელსაც აწარმოებს ამერიკული კომპანია FICO. მაგრამ ახლა უკვე საუბარი ეხება საზოგადოებასთან ურთიერთობას, როგორც ასეთის. უხეშად რომ ვთქვათ, თავდაპირველად თითოეულ მოქალაქეს ენიჭება 1000-ქულიანი რეიტინგი. იმისდა მიხედვით, თუ როგორ იზრდება ან ვარდება მისი რეიტინგი, მომავალში დამოკიდებულია, მიიღებს თუ არა ის სარგებელს თუ  დაექვემდებარება შეზღუდვებს.
მიზანი გასული წლის ბოლოს თავად სი ცხინპინმა დასახა:
“ნდობის ნაკლებობის მწვავე პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭიროა მტკიცედ მოვკიდოთ ხელი საიმედოობის შეფასების სისტემის შექმნას, რომელიც მოიცავს მთელ საზოგადოებას. აუცილებელია როგორც კანონმორჩილი და კეთილსინდისიერი მოქალაქეების წახალისების, ასევე მათი დასჯის მექანიზმების გაუმჯობესება, ვინც არღვევს კანონს და კარგავს ნდობას, რომ ადამიანმა უბრალოდ ვერ გაბედოს, უბრალოდ ვერ დაკარგოს ნდობა“.
ახლა ექსპერიმენტი მიმდინარეობს ჩინეთის რამდენიმე ათეულ ქალაქში. მათ შორის ყველაზე მოწინავეა ჟუნჩენი შანდუნის პროვინციაში. სწორედ იქ ყველა მის მკვიდრს (670 ათასი ადამიანი) მიანიჭეს 1000-ქულიანი სასტარტო რეიტინგი. ლეონიდ კოვაჩიჩი წერს მოსკოვის კარნეგის ცენტრის ვებ-გვერდზე:
„ცალკეული ინფორმაცია მოქალაქის ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ შედის მუნიციპალურ, კომერციულ, სამართალდამცავ და სასამართლო ორგანოებიდან ერთიან საინფორმაციო ცენტრში, სადაც მისი დამუშავება ხდება big data ტექნოლოგიების გამოყენებით, და მოქალაქის რეიტინგი, შესაბამისად ან იზრდება ან მცირდება. ჟუნჩენში ერთიანი საინფორმაციო ცენტრი აანალიზებს, არც მეტი და არც ნაკლები, 160 ათას სხვადასხვა პარამეტრს 142  დაწესებულებიდან. აქტიურად მიესალმებიან დასმენის სისტემას. მოქალაქეს, რომელიც აცნობებს, სადაც საჭიროა, მისი მეზობლის ცუდი საქმეების შესახებ, მინიმუმ ხუთი ქულა მაინც ეკუთვნის.
რომელიმე ერთიან დოკუმენტს, სადაც მკაფიოდ იქნება გაწერილი, რა შეიძლება გაკეთდეს და რა არა და ამისთვის რა ეკუთვნის, სისტემა არ ითვალისწინებს. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ თუ თქვენი რეიტინგი 1050 ქულაზე მეტია, მაშინ სამაგალითო მოქალაქე ხართ და სამი ასო А-თი ხართ მარკირებული. თუ თქვენი რეიტინგი 1000 ქულას შეადგენს, შეიძლება АА-ს იმედი გქონდეთ, თუ ცხრაას ქულას - B. თუ რეიტინგი 849-ზე ნაკლებია - თქვენ უკვე C რეიტინგის საეჭვო მატარებელი ხართ, შეიძლება სახელმწიფო და მუნიციპალურ სტრუქტურებში სამსახურიდანაც დაგითხოვონ.
მათ, ვისაც 599 ქულა აქვთ და უფრო დაბალი, კარგი დღე არ დაადგება. მათ შავ სიაში შეიყვანენ და მიანიჭებენ D ნიშანს, ისინი საზოგადოებიდან გარიყულები ხდებიან, მათ თითქმის არც ერთ სამსახურში არ მიიღებს (D ნიშნით ტაქსის მძღოლად მუშაობაც შეუძლებელია), არ აძლევენ კრედიტს, არ აქვთ ჩქაროსნულ მატარებელზე ბილეთის ყიდვის უფლება, არ აძლევენ  იჯარით ავტომობილს და ველოსიპედს გირაოს გარეშე. მეზობლებიც ერიდებიან ასეთ ადამიანს, ღმერთმა არ ქნას ვინმემ რომ დაინახოს, რომ ურთიერთობა გაქვს D პიროვნებასთან, მაშინვე დაასმენენ, და მათი რეიტინგიც სწრაფად დაეცემა .
კიდევ რამდენიმე მაგალითი იმისა, თუ როგორ ცხოვრობენ სხვადასხვა რეიტინგის მქონე ადამიანები ჟუნჩენში. მათ, ვისი რეიტინგიც არის AA და უფრო მაღალი, აძლევენ სამომხმარებლო კრედიტს  200 ათას იუნამდე გირაოს და თავდების გარეშე, შემცირებული საპროცენტო განაკვეთით. მათ, ვისაც აქვს A რეიტინგი, შეუძლია იმკურნალოს საავადმყოფოში გირაოს გარეშე, თუ მისი მკურნალობის ღირებულება არ აღემატება 10 ათას იუანს. ჟუნჩენის  A რეიტინგის მქონე ჯანმრთელ მაცხოვრებლებს აძლევენ იჯარით ველოსიპედს გირაოს გარეშე, და პირველი საათნახევარი მას შეუძლია უფასოდ იმოძრაოს. შედარებისთვის: C რეიტინგის  მფლობელებს ველოსიპედს აძლევენ მხოლოდ 200 იუანის გირაოს შეტანის შემდეგ.
როგორ უნდა მოიპოვო რეიტინგი ან თუნდაც არ დაკარგო ის? ჟუნჩენის ხელისუფლების თქმით, ეს ძალიან მარტივია. საკმარისია კანონით ცხოვრება, კრედიტების, გადასახადების დროულად გადახდა, საგზაო წესების დაცვა  (ადმინისტრაციული ჯარიმის გარდა, თითოეული დარღვევისთვის, ასევე აკლებენ ხუთ ქულას), საზოგადოების ზნეობრივი პრინციპების არდარღვევა, და ყველაფერი კარგად იქნება. თუ ეზოს შენი ძაღლის შემდეგ არ დაასუფთავებ - მინუს ხუთი ქულა. თუ ხანდაზმულ მეზობელს  პოლიკლინიკამდე მიაცილებ,  ხუთ ქულას მიიღებ“.
ამავდროულად, მონაცემებს ადამიანების შესახებ აგროვებენ არა მარტო სამთავრობო სტრუქტურებიდან. მხედველობაში გვაქვს, რომ მთელი ჩინეთის მასშტაბით ამ მონაცემებს შეაგროვებს 8 კერძო კომპანია. ხოლო მთლიან ინფორმაციას დაამუშავებს მთლიანად ჩინეთის საკრედიტო საინფორმაციო პლატფორმა, რომელიც მიანიჭებს რეიტინგებს.
და არ არის საჭირო საუბარი „ჩინეთის ტოტალიტარიზმის“ შესახებ. შეგროვების და კონტროლის სისტემა დასავლეთიდან არის შემოსული, სოციალური ქსელებიდან, ინტერნეტ-მაღაზიებიდან და საძიებო სისტემებიდან. სხვა საქმეა, რომ თუ დასავლეთში ის, ძირითადად, გამოიყენებოდა გაყიდვებისთვის (არ აქვს მნიშვნელობა საქონლის თუ პოლიტიკოსების), ჩინეთში სურთ ღირებულებების წინ წამოწევა, ანუ კარგი ქცევის, სოციალური პასუხისმგებლობის და საერთო კეთილდღეობის.
მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, დასავლეთიც და აღმოსავლეთიც  ერთნაირ შედეგამდე მივა - თითოეულ ადამიანზე  მაქსიმალური რაოდენობის ინფორმაცია კონცენტრირებული იქნება მის ვირტუალურ „პასპორტში“. კონტროლს ამ ინფორმაციაზე და მის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას განახორციელებენ მანქანები, ანუ ადამიანის მიერ დაწერილი პროგრამები, მაგრამ კონტროლირებული იქნება ხელოვნური ინტელექტით, რომლის განვითარებაზეც ამჟამად მუშაობს კაცობრიობა. და მაშინ ნამდვილად მოვა ჩვენთვის ახალი, უცნობი სამყარო.




https://hi-news.ru/business-analitics/sverxrazum-i-vechnaya-zhizn-transgumanisty-slepo-veryat-v-budushhee-dlya-elit.html?fbclid=IwAR1AYFKOkktkg4B-RuHHQvwMpBO-jVSBaBXIoEXzE24GKvyzAWAcY6xfV_A

https://narasputye.ru/archives/tag/%D0%B3%D0%BB%D0%BE%D0%B1%D0%B0%D0%BB%D0%B8%D0%B7%D0%B0%D1%86%D0%B8%D1%8F/page/5?fbclid=IwAR0OOqWUQJY8TecnEy-myrZEDPT3S1kzJfyUTSEiTXa5tfuznLvUS9J1yYU

https://tanja-tank.livejournal.com/176103.html?fbclid=IwAR1UuAsMdAMSeS_wtdCBjF7AiayrwGrlPGiH8R459a9EtbQTIUcsYLQV7ZA


https://fraza.ua/news/133791-uchenye_nakonets_to_uznali_pochemu_ljudi_prevraschajutsja_v_psihopatov_okazyvaetsja_vse_delo_v_%C2%ABmozgovyh_jamah%C2%BB?fbclid=IwAR1VBlY8ya_LXIyDnlol3sFAs4oNUQsh_ZnmCV1UGBoEAIP0un5QSLBsBmA

Метафорическое прочтение библейских легенд для открытия ритуалов инициации:
Secrets of All Religions : "You were taught that Jesus was crucified at the age of 33 between two thieves at Golgotha place of the skull, between the left and right hemispheres of the brain! Jesus' s age of crucifixion symbolizes the spinal column which has 33 vertebrae. the ventricles compose the literal holy grail shaped cavity. the inner Sanctum, "holy place"( which is represented by the manger and the later the tomb) of your skull which shelters the Pia Mater "Tender mother"( mother Mary ) which is responsible for producing the cerebrospinal fluid ( the salt of salvation/ salivation) where the "Chrism is born of the tender mother. and baptized in the river Jordan (spinal cord), wanders its life throughout the nervous system and later returns and is crucified at the 33rd vertebrae. where it Crosses the arbor vitae of the cerebellum and returns to the cave where it is Sanctified (made holy) and resurrected or symbolically "born again" from the cave of the third ventricle, where you become "baptized , anointed or Christed,as the cycle continues iver again , just as the allegory of the risen Phoenix reborn or resurrected from its own ashes after death"
===
"...the spine has a peculiar place in esoteric anatomy...We find that the seven highest vertebrae...are related to the Seven Rays and in numerical order. Thus, the Atlas or first vertebrae in the column supports the world of the mind, and the First Ray is the most related to the head and its contents, the brain...The vertebra that make up the spinal column at the back of the thoracic cage are related to the twelve Signs of the Zodiac, in their usual order from Aries to Pisces...The five lumbar vertebrae are related to the five elements, as they are known occultly: ether, fire, air, water, earth." Dr. Douglas Baker, Esoteric Anatomy Vol III
===
Тайны всех религий: «Вас учили, что Иисус был распят в возрасте 33 лет между двумя ворами на Голгофе, в месте черепа, между левым и правым полушариями мозга! Век распятия Иисуса символизирует позвоночник, который имеет 33 позвонка, желудочки составляют буквальную полость в форме святого Грааля, внутреннее святилище, «святое место» (которое представлено кормушкой, а затем гробницей) вашего черепа, который защищает Пиа-матер «Нежная мать» (мать Мария) который отвечает за выработку спинномозговой жидкости (соли спасения / слюноотделения), где "Христос рождается от нежной матери". и крещенный в реке Иордан (спинной мозг), бродит по всей нервной системе, а затем возвращается и распинается в 33-м позвонках. где он пересекает краткие биографии мозжечка и возвращается в пещеру, где он освящен (освящен) и воскрешен или символически «рожден свыше» из пещеры третьего желудочка, где вы становитесь «крещенными, помазанными или крещенными, как цикл продолжается снова и снова, так же, как аллегория воскресшего Феникса возрождается или воскрешается из собственного пепла после смерти "









































Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised