ნარცისიზმი და შეჯიბრის სურვილი (ნაწილი 1)
ნარციზმი ჩვეულებრივი ადამიანის თვალსაზრისით
წარმოიდგინეთ სიტუაცია: თქვენთვის ცნობილი გახდა, რომ თქვენს ნაცნობს, ისევე როგორც თქვენ, უყვარს ქსოვა. რაოდენ დიდ აღფრთოვანებას გამოიწვევს თქვენში იმის გააზრება, რომ ახლა თქვენ შეგიძლიათ გაუზიაროთ გამოცდილება და სხვადასხვა უნარი ერთმანეთს, რაც ორივესთვის სასარგებლო იქნება. თუმცა თქვენი მეგობარი აღნიშნავს, რომ მან უკვე რამდენიმე კონკურსზე მოიპოვა გამარჯვება თავისი მოდელებით და მას ურჩევენ საკუთარი ატელიეს გახსნას. ამ სიტყვების შემდეგ თქვენ გიჩნდებათ სურვილი უპასუხოთ მას - ყველა ნათესავი და ნაცნობი მომმართავს შეკვეთებით, ისინიც კი, ვისაც არ უყვარს ნაქსოვი ნივთები. ქსოვის რამდენიმე ჟურნალშიც კი მიგიწვიეს ექსპერტად. მაგრამ აქ ყველაფერი რაღაც ისე არ არის. რატომ უნდა აკმაყოფილებდეთ თქვენი ნაცნობის, ოსტატობას თუ არა, თუნდაც მისი მიღწევების დონეს?
კიდევ ერთი მაგალითი. თქვენ დიდხანს ვარჯიშობდით და საბოლოოდ მიაღწიეთ სასურველ ფორმას. ამის შემდეგ თქვენით დაინტერესდნენ პროფესიონალები და შემოგთავაზეს გადასვლა ვარჯიშის უფრო მაღალ დონეზე. ოჯახის წევრებთან შეხვედრისას თქვენ უყვებით მათ თქვენი მიღწევების შესახებ, რაოდენ ბევრს ნიშნავს ეს თქვენთვის. მოულოდნელად, რომელიმე ნათესავი, თითქოს იუმორით, წამოიძახებს: მე შენ მძულხარ. მე ვერასდროს ვერ მოვიქცეოდი ასე! მძულს? ეს საკმაოდ ძლიერი სიტყვაა. შესაძლოა, მან გაიჟღერა ხუმრობის ინტონაციით, მაგრამ მაინც გატკინათ გული.
მზერა სარკეში უფრო ღრმა ხდება
მოდით, ცოტა შევცვალოთ ეს სცენარი. მაგალითად, თქვენი მეგობარი, როდესაც შეიტყობს თქვენი გატაცების შესახებ, გეტყვით: - შესანიშნავია, ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს გავუზიაროთ დეტალები და ჩვენი საიდუმლოებები. მე მაქვს ძალიან უჩვეულო მოდელები და შემიძლია მათ შესახებ მოგიყვეთ. როგორც ჩანს, ასეთი პასუხი გაიძულებთ კონკურენციის ნაცვლად იგრძნოთ ენთუზიაზმი და რაღაც ახლის სწავლის სურვილი. იმის ნაცვლად, რომ განაცხადოს თავისი სიძულვილის შესახებ, თქვენი ნათესავი აღფრთოვანების და მხარდაჭერის გარდა სხვას არაფერს გამოხატავს. ეს განიჭებთ თქვენ სიმტკიცის განცდას, თქვენთვის სასიამოვნოა ქების მოსმენა რეალურ მიღწევებთან დაკავშირებით, რომელზეც დიდი დრო და ძალისხმევა დახარჯეთ.
შეჯიბრის უნარი, რომელსაც ჩვენ გვინერგავენ სპორტში მიღწევებისთვის, რომელიც აუცილებელია სწორედ იქ შეჯიბრისთვის და სადაც არის მისი ადგილი, რომელიც გვეხმარება სამუშაოს ძებნისას და გასაუბრების დროს, ასევე გვეხმარება ჩვენი კომპეტენტურობის დონის გამოხატვაში. რამდენადაც ჩვენ კომპეტენტური ვართ ჩვენს სფეროში, იმდენად ვართ კონკურენტუნარიანი. როდესაც ის გარდაიქმნება სისასტიკესა და შურისძიებაში, ამას შეუძლია გაანადგუროს კონკურენტულობა...
როდესაც ის გარდაიქმნება სისასტიკედ და შურისძიებად, კონკურენტულობას შეუძლია გაანადგუროს ჩვენი ურთიერთობები და ბედნიერების გრძნობაც კი, როდესაც განვიცდით წარუმატებლობას. ჰიპერტროფირებული გრძნობის შემთხვევაში, შეჯიბრებითობა შეიძლება გულისხმობდეს, რომ თქვენ შეძლებთ სხვებს გადააბიჯოთ, რათა წაიწიოთ წინ, რაც, საბოლოო ჯამში, იწვევს სიცარიელის განცდას. იმის ნაცვლად, რომ სიამოვნება მიიღოთ საქმიანობის პროცესით, როგორიცაა ქსოვა ან ვარჯიში, თქვენ ფიქრობთ მხოლოდ შედეგზე, თუ რამდენად მაღალი შეფასება შეიძლება მიიღოთ.
ზოგჯერ შეუსაბამო შეჯიბრებითობა სექსუალურ ურთიერთობებშიც აღწევს. მაგალითად, მეგობარი, რომელიც ყოველთვის ითვლის და ყველას ატყობინებს სექსუალური პარტნიორებისა და ახალი გამარჯვებების შესახებ ამ ფრონტზე.
რა მოაქვს ნარცისიზმს
იმის გამო, რომ კონკურენტულობა გამანადგურებელია ურთიერთობებისთვის, ღირს ცოტა უფრო ღრმად ჩავიხედოთ ამ სფეროში. გასაკვირია, მაგრამ ამ თემაზე არც ისე ბევრი კვლევა არსებობს, რომელთა დიდი ნაწილიც შეიძლება დაექვემდებაროს ახსნას ევოლუციური თვალსაზრისით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მონადირეებისა და შემგროვებლების ეპოქაში მამაკაცებს და ქალებს უხდებოდათ კონკურენცია სექსუალური პარტნიორების გამო, რათა შეძლებოდათ გვარის გაგრძელება. ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროგრამას, რადგან ეს პრიმიტიული ინსტიქტი ასევე ძლიერია ჩვენში.
გჯერათ თქვენ თუ არა ევოლუციის როლისა, ჩვენი დღევანდელი გამოვლინების ფორმირებაში, კვლევები ამ თემაზე, ევოლუციური თეორიის ფარგლებში, გვეხმარება შეჯიბრებითობის მოტივების გარკვევაში. ფსიქოლოგი გრეგორი კარტერი კოლეგებთან ერთად (University of Durham UK , 2015) შეისწავლიდა კონკურენტობას როგორც ევოლუციური, ასევე პიროვნული თვალსაზრისით, იმ ფაქტორების გამოსავლენად, რომლებიც ხელს უწყობენ ქალთა კონკურენციას როგორც სექსუალურ, ასევე ცხოვრების სხვა სფეროში.
პიროვნების შესწავლისას მათ გამოიყენეს ე.წ. ბნელი ტრიადა: ნარცისიზმი, ფსიქოპათია და მანიპულირება. უკვე მხოლოდ ამ აღწერიდან ნათელი ხდება, რომ ...
უკვე მხოლოდ ამ აღწერიდან ნათელი ხდება, რომ ისინი, ვისაც მაღალი მაჩვენებლები აქვს ამ სკალით, მაღალკონკურენტულები არიან. მათ სურთ ყველაზე მაღლა ყოფნა და ყველა ღონეს იხმარენ მათ გასანადგურებლად, ვინც წინ აღუდგება.
მეცნიერებმა გაზომეს ტრიადაში შემავალი ნიშნები კონკურენციის ორი სახეობის მიმართ. სექსუალური კონკურენტულობის გაზომვის სკალა მოიცავდა 4 კომპონენტს: თავად წინ წაწევას - სურვილს მიმზიდველად გამოიყურებოდეს მამაკაცებისთვის; სხვა ქალების დასუსტებას (ყურადღების მიქცევა სხვა ქალების გარეგნობის ნაკლოვან მხარეებზე), კონკურენტებით მანიპულირება. მეცნიერთა ჯგუფმა გაზომა ჰიპერკონკურენტულობა ისეთი გამონათქვამების გამოყენებით, როგორიცაა „შეჯიბრებაში გამარჯვება საშუალებას მაძლევს თავი უფრო გავლენიან ადამიანად ვიგრძნო“.
კორელაციური ანალიზის მიხედვით, სხვაობა გაზომილი მაჩვენებლების დონეში სექსუალურ და არასექსუალურ კონკურენტობას შორის არ გამოვლენილა. ამის ნაცვლად, კონკურენტობის ორივე ფორმა უკავშირდებოდა არა მხოლოდ ბნელი ტრიადის, არამედ განსაკუთრებით ნარცისიზმის ნიშნებს. როგორც ავტორები აცხადებენ, „რადგან ეს ცნებები განუყოფლად უკავშირდება სტატუსს, ყურადღებას, გარედან აღქმულ აღტაცებას, ეს შედეგები მთლიანად შეესაბამება დადგენილ ლიტერატურას“. უფრო მეტიც, რადგან სხვაობა კონკურენციის ორ სახეობას შორის არ ყოფილა აღმოჩენილი, მიღებულმა შედეგებმა შეიძლება გამოიწვიოს ევოლუციური ფსიქოლოგიის მიერ შემოთავაზებული წინა კონცეფციის გადასინჯვა კონკურენციის მოტივთან მიმართებაში.
მოდით ახლა დავუბრუნდეთ ძირითად კითხვას - როგორი დამოკიდებულება გაქვთ კუნკურენციაში მყოფი ადამიანების მიმართ, როდესაც ისინი ან ბრავირებენ საკუთარი წარმატებებით ან ცდილობენ თქვენი მიღწევების გაუფასურებას? კარტერის კვლევა გვთავაზობს იმ ნარცისული მოთხოვნილებების აღიარებას, რომლებიც იწვევენ მათ მტკივნეულ რეაქციას. ასეთ ადამიანებს არ მოსწონთ, როცა თქვენ გახარებული ხართ, იმარჯვებთ, რადგან ამ დროს მათ ჩრდილავთ. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მათი სურვილი თქვენზე უფრო მაღლა იდგას მოდის ღრმა შინაგანი რწმენიდან საკუთარი არასრულფასოვნებისა და უსარგებლობისა. ნაცვლად იმისა, რომ წამოეგოთ მის პროვოკაციას, მიეცით მათ აზრის გამოხატვის საშუალება და ნუ დაასხავთ ცეცხლზე ნავთს ფსონების გაზრდით.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ხართ კონკურენციაში მყოფი ადამიანი? თუ მუდმივად გრძნობთ გამარჯვების, ბრავირების მოთხოვნილებას, მაშინ სასარგებლო იქნება ამ გრძნობების გამოყენება, როგორც განცდილი არასრულფასოვნების წყაროების შესახებ ცოდნის მიღების შესაძლებლობა. უთხარით საკუთარ თავს, რომ სხვების მიღწევები არ გართმევთ ან არ ამცირებს თქვენს წარმატებებს. წარმატება სოციალურ ურთიერთობებში - ეს არ არის ნულოვანი თანხით თამაში.
სიამოვნება, რომელსაც განიცდის გამარჯვებული, - ეს ნამდვილად ის გრძნობაა, რომელსაც შეუძლია გააუმჯობესოს ჩვენი ცხოვრება. სანამ თქვენი გამარჯვება სხვებისთვის საზიანო არ არის, ის გააგრძელებს თქვენთვის იმ ემოციურ ჯილდოს მოტანას, რომლის ღირსიც ხართ.

Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised