среда, 24 апреля 2019 г.

ქრისტიანული მიმართულების რელიგიური სექტების წევრთა ფსიქოლოგიური თავისებურებების შესწავლა ტ.გ. სამოილინა



ქრისტიანული მიმართულების რელიგიური სექტების წევრთა ფსიქოლოგიური თავისებურებების შესწავლა    ტ.გ. სამოილინა 
         სტატიაში აღნიშნულია წამოჭრილი პრობლემის აქტუალურობა, განიხილება ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთის ტერიტორიაზე სექტანტური ორგანიზაციების სწრაფ გავრცელებას.
         სტატიაში წარმოდგენილია ქრისტიანული მიმართულების რელიგიური სექტების წევრების ფსიქოლოგიური თავისებურებების კვლევის შედეგები, აღწერილია ემპირიული მასალის შეგროვების ფსიქოლოგიური მეთოდები.
        სტატიაში წარმოდგენილია რიგითი მრევლის (ადეპტების) ფსიქოლოგიური თავისებურებების, ასევე რელიგიურ თემთა ხელმძღვანელების (პასტორების, მოძღვრების, „უფროსი ძმების“) შესწავლის შედეგები, დადგენილია ამ კატეგორიის გამოსაცდელთა პიროვნული თვისებების მნიშვნელოვანი განსხვავებები, მოცემულია ქრისტიანული რელიგიური სექტის ხელმძღვანელის და რიგითი წევრის ფსიქოლოგიური პორტრეტები.
         სტატიის მასალები შეიძლება გამოყენებული იქნას ფსიქოლოგიური, პედაგოგიური და სოციალური სამსახურების პროფილაქტიკურ მუშაობაში, ასევე სამართლებრივ სტრუქტურებში.
       საკვანძო: ტოტალიტარული სექტა, ქრისტიანული თემი, სექტის კულტი, ადეპტი, რიგითი მრევლი, რელიგიური მოძღვარი, პასტორი, ფსიქოლოგიური ზემოქმედება, ფსიქოლოგიური თავისებურებები, ადეპტის ფსიქოლოგიური პორტრეტი, სექტის ხელმძღვანელის ფსიქოლოგიური პორტრეტი.

       კვლევის პრობლემის აქტუალურობას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს. პირველ რიგში, ეს არის ახალი რელიგიური ორგანიზაციების სწრაფად გავრცელება რუსეთის ტერიტორიაზე. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 1989-1996 წლებში სექტების რაოდენობა შეადგენდა 2265-ს, ხოლო 1996-2005 წლებში ამ მაჩვენებელმა უკვე 28657-ს მიაღწია, ანუ რელიგიური ორგანიზაციების რაოდენობა 12-ჯერ გაიზარდა [16].
          რელიგიური ორგანიზაციების რაოდენობის ზრდას ხელს უწყობს კანონი „სინდისისა და რელიგიის თავისუფლების შესახებ“, ქვეყანაში დემოკრატიის განვითარება, რამაც საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მიანიჭა თითქმის უკონტროლო თავისუფლება, ასევე ახლად შექმნილი სექტების კარგი მატერიალური უზრუნველყოფა, მათი მხარდაჭერა უცხოელი სპონსორების მხრიდან.
        მნიშვნელოვანი როლი სექტების რიცხვის ზრდაში მიუძღვის მოქალაქეების მიერ მორალურ ღირებულებათა ძიებას, სულიერ გამდიდრებას, ურთიერთობების დეფიციტს, ანუ ცხოვრების იმ ასპექტებს, რომლებსაც ისინი ვერ პოულობენ დღეს არსებულ სოციალურ ინსტიტუტებში [1].
        განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს საზოგადოებაში ინფორმაციის ნაკლებობა რელიგიური სექტების საქმიანობის შესახებ. რელიგიურ საკითხებში არაკომპეტენტურ მოქალაქეებს ადვილად იზიდავენ რელიგიურ სექტებში. ამ ორგანიზაციებში ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენება, მოქალაქეების ცნობიერებით მანიპულირება მორწმუნეთა რიგებში ახალი ადაპტების მოზიდვის მიზნით, ასევე მათ ხარჯზე მატერიალური გამდიდრების მცდელობა სექტების ხელმძღვანელთა მხრიდან, ძირს უთხრის ჩვენი საზოგადოების კულტურულ და სულიერ საფუძველს. ამასთან ერთად, რეალურ საფრთხეს წარმოადგენს ამ სექტებში შესაძლო ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამორჩილების საფრთხე. ეს ყველაფერი მოითხოვს პრობლემის სერიოზულ შესწავლას [8, 9, 10, 14].
        ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში ეთიკურ-ჰუმანისტური და სოციალურ-სამართლებრივი მიდგომის ფარგლებში სექტანტობის ფენომენის განვითარების და განმარტების მიუხედავად, რელიგიური სექტების პრობლემა, სამწუხაროდ, შესწავლილი არ არის. ამ პრობლემის გადაჭრის, ასევე მოქალაქეთა გადაბირებისგან დაცვის სისტემის განვითარებისა და გასუმჯობესებლად პირველი ნაბიჯი უნდა გადაიდგას სექტების მკაფიო კრიტერიუმების გამოვლენის მიმართულებით, რომლებიც უკანონო ქმედებებზე მიუთითებენ, ასევე აუცილებელია სარწმუნო ინფორმაციის მიღება ამ ტიპის ორგანიზაციების რეალური საქმიანობის შესახებ. თუმცა, ამ ამოცანის გადაჭრა რთული აღმოჩნდა ობიექტური და სუბიექტური ხასიათის მრავალი მიზეზის გამო [6, 7, 13, 14].
       პირველ რიგში, რელიგიური სექტების პრობლემა დიაგნოსტიკისთვის  რთულია რესპონდენტთა ფანატიკური რელიგიური განცდებით გადატვირთვის გამო. გარდა ამისა, არ არსებობს მკაფიო საზღვრები რელიგიურ სექტებსა და რელიგიურ კონფესიებს შორის.
           მეორე, ამ პრობლემის გადაჭრის საქმეში სირთულეებს ქმნის რელიგიური სექტებისთვის მიცემული თავისუფლება, მათი უკონტროლობა, კანონმდებლობისა და იურიდიულ საკითხებში უცხოელი სპეციალისტების მხრიდან მხარდაჭერა. ამასთანავე, ამ საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობაში ინფორმაციული დეფიციტი მნიშვნელოვნად აფერხებს მის გადაჭრას.
         მესამე, პრობლემის მოგვარებაში განსაკუთრებული სირთულეები იქმნება იმის გამო, რომ ამ რელიგიურ ორგანიზაციებზე წვდომა ძალიან შეზღუდულია, ისინი კარგად არიან დაცული საკუთარი უსაფრთხოების სამსახურების მიერ. გარდა ამისა, არსებობს ზოგიერთი დესტრუქციული რელიგიური ორგანიზაციის ადეპტთა დაპროგრამირებულ თვითმკვლელ-ტერორისტებად გარდაქმნის, ტოტალიტარული კულტების მიერ ტერორისტული აქტების სცენარის შემუშავების საფრთხე.
        თეორიული ცნებების  წინააღმდეგობრივი და გაურკვეველი ფორმულირებები, პოტენციურ ადეპტთა სექტებში ჩართვის თავიდან აცილების პრაქტიკული რეკომენდაციების არასათანადოდ შემუშავება, თემების ყოფილი წევრების  სარეაბილიტაციო პროგრამების არარსებობა ამ პრობლემას წარმოადგენს, როგორც განსაკუთრებულად აქტუალურს, როგორც სამოქალაქო, ისე საკანონმდებლო თვალსაზრისით. ეს ყველაფერი მოითხოვს წამოჭრილი პრობლემის შემდგომ მეცნიერულ დამუშავებას და პრაქტიკულ გადაჭრას.
        ქრისტიანული მიმართულების ზოგიერთი რელიგიური თემის, ასევე მათი წევრების ფსიქოლოგიურ თავისებურებების შესასწავლად, ჩვენს მიერ ჩატარებული იქნა ემპირიული კვლევა. კვლევა ტარდებოდა 3 წლის განმავლობაში (2004-2007 წწ.)
ქ.როსტოვსა და როსტოვის ოლქში.
           კვლევის მიზანი იყო ქრისტიანული მიმართულების რელიგიური ორგანიზაციების წევრების ფსიქოლოგიური თავისებურებების შესწავლა, კვლევის საგანი - რელიგიური თემების წევრების - ადეპტების და ხელმძღვანელების - ფსიქოლოგიური თავისებურებები, ასევე ქრისტიანული მიმართულების ტოტალიტარული სექტების ორგანიზაციული და საკულტო ფუნქციების თავისებურებები.
კვლევის ობიექტებად შერჩეული იყვნენ რელიგიური სექტების ხელმძღვანელები (პასტორები, წინამძღვრები, „უფროსი ძმები“), ასევე რიგითი მრევლი - ქრისტიანული მიმართულების რელიგიური სექტანტური ორგანიზაციების ადეპტები, ახალი წევრები („ევანგელური რწმენის ქრისტიანები“, „იეღოვას მოწმეები", „გაერთიანების ეკლესია“, „ქრისტეს ეკლესია“).
         კვლევაში მონაწილე ყველა ადამიანი სამ ჯგუფად იყო დაყოფილი:
          1) პირველი ექსპერიმენტული ჯგუფი შედგებოდა რელიგიური ორგანიზაციების (სექტების) ხელმძღვანელებისგან: პატერების, წინამძღვრების და „უფროსი ძმებისგან“, სულ 23 ადამიანი, ასაკი 26-დან 55 წლამდე,  რომელთაგან 3 ქალია და 20 მამაკაცი.
          2) მეორე ექსპერიმენტული ჯგუფი შედგებოდა რიგითი მრევლის -ადაპტებისგან,  რელიგიური ორგანიზაციების ახალი წევრებისგან, ასაკი 18-დან 69 წლამდე, 46 ადამიანის ოდენობით, რომელთაგან 40 ქალია და 6 მამაკაცი.
       3) მე-3 საკონტროლო ჯგუფში შედიოდნენ ათეისტები და რწმენის მიმართ ნეიტრალურად განწყობილი მოქალაქეები, ასაკი 24-დან 65 წლამდე, 30 ადამიანის ოდენობით, რომელთაგან 18 ქალია და 12 მამაკაცი.
          კვლევაში მონაწილეთა საერთო რაოდენობა შეადგენა 93 ადამიანს.
მეთოდური ინსტრუმენტარის სახით გამოიყენებოდა შემდეგი დიაგნოსტიკური მეთოდები: ანკეტა, რომელიც განკუთვნილია სხვა კონფესიების მიმართ დამოკიდებულების დასადგენად დღევანდელ და წინანდელ გარემოში. კითხვარში 56 სპეციალიზებული კითხვაა, რომელიც გამოხატავს რესპონდენტის დამოკიდებულებას ზოგადად რელიგიური ორგანიზაციების, კერძოდ, მისი ორგანიზაციის, ახლობელ ადამიანთა (ნათესავების) ვიწრო წრის და რწმენით „ძმების“ მიმართ, წარსულისა და მომავლის, ასევე გარე სამყაროს მოვლენებისა და ფაქტების მიმართ. გარდა ამისა, ანკეტაში შედიოდა კითხვები, რომლებიც ეხებოდა ურთიერთობების წრეს, გამოსაცდელისთვის ამ ურთიერთობების მიზნებსა და მნიშვნელობას, ასევე ურთიერთობების მოტივებს. გამოსაცდელთა პიროვნული მახასიათებლებისა და ინდივიდუალური მიდრეკილებების შესასწავლად გამოყენებული იქნა კეტელის კითხვარი; პროექციური გრაფიკული მეთოდიკა „არარსებული ცხოველი“; მეთოდიკა „დაუმთავრებელი წინადადება“ სხვების მიმართ დამოკიდებულების, გამოსაცდელთა პოზიციების შესწავლის მიზნით, ასევე მათი მოსაზრებების შესასწავლად გარემოსა და სოციალურ სამყაროზე; დემბო-რუბინშტეინის თვითშეფასების სკალა, რომლის დანიშნულებაა თვითშეფასების დონისა და ადეკვატურობის გამოვლენა. ქრისტიანული თემების ადეპტთა თავისებურებებისა და მათი ურთიერთობების თავისებურებების ფსიქოლოგიურ შესწავლას საფუძვლად დაედო ჩართული დაკვირვება.
          ანკეტირების შედეგების, ასევე ჩართული დაკვირვების ანალიზის შედეგად დადგინდა შემდეგი.
           „იესო ქრისტეს ეკლესიის“ ადეპტებს ახასიათებს აგრესიულობა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გამოთქვამენ ეჭვს ან კრიტიკულ შენიშვნას რელიგიური თემის ან მისი დოქტრინის მიმართ. საუბარში ადეპტები ხშირად ხმარობენ სპეციფიკურ მდგრად კონსტრუქციებს, რომლებსაც იყენებენ კითხვებზე პასუხის გასაცემად. ალბათ, ასეთი დასწავლული ფრაზები, ერთის მხრივ, არ გამოხატავენ კონტაქტის დამყარების სურვილს, და, მეორე მხრივ, კრიტიკულად და დამოუკიდებლად აზროვნების მზადყოფნას ან სურვილს.
          სექტის ხელმძღვანელებთან, მოძღვრებთან ურთიერთობისას, რიგითი წევრები ავლენდნენ გარკვეულ ინფანტილიზმს, რაც გამოიხატებოდა მერყეობაში, დამოკიდებულებაში, გადაწყვეტილებებისა და ქმედებების დამოუკიდებლად მიღების შეუძლებობაში. კითხვებზე პასუხის გაცემამდე, ადეპტები ცდილობდნენ მოძღვრის თანხმობის მიღებას. მათ „ძმებთან და დებთან“, ანუ თანასწორებთან, ურთიერთობა, როგორც წესი, მყარდებოდა რელიგიური თემის დოქტრინის მიერ განსაზღვრული წესების ფარგლებში. სექტის წევრთა ყველა ინტერესი ასევე მიმართული იყო თემის შინაგან ცხოვრებაზე. გარე სამყარო, აქ მიმდინარე მოვლენები, მეგობრები, სწავლა, მუშაობა - ყველაფერი, რაც არ უკავშირდებოდა სექტის დოქტრინას და ცხოვრებას, - მეორე ადგილზე იდგა.
           დამკვირვებამ აჩვენა, რომ „ქრისტეს ეკლესიის“ შიგნით ქცევის წესს წარმოადგენს თემის „კანონის“ მტკიცე დაცვა. ამ კანონების დაცვაზე დაწესებულია ტოტალიტარული კონტროლი. კონტროლი დამყარებულია ყველა ადეპტის ცხოვრებაზე - მათ სურვილებზე, განზრახვებზე, აზროვნებაზე, ემოციებზე, გრძნობებზე. ამის განხორციელება ხერხდებოდა მოძღვრის მიერ სპეციალურად ორგანიზებული და ჩატარებული „საუბრების“, ე.წ. „სწავლის დროის“, „მოძღვართან გატარებული დროის“ ან „მშვიდი დროის“, „ოჯახური დროის“ მეშვეობით, რომელიც სავალდებულო იყო თითოეული ადეპტისთვის.
           რელიგიურ სექტაში უმაღლესი ლიდერების შეფასება აკრძალულია. თავის მხრივ, ლიდერები ვალდებულნი არ არიან ანგარიში ჩააბარონ თემის რიგით წევრებს. ცხოვრების მეგზურის, მეგობრის ძებნა ადეპტისთვის დასაშვები იყო მხოლოდ „თანასწორთა“, ანუ თემის სხვა წევრებს შორის. სექტის წევრს ეწოდება „მოწაფე“. ადეპტთა შორის ერთმანეთისადმი მიმართვა მიღებული იყო შემდეგი სახით:  „ძმა“, „და“. ადამიანებს, რომლებსაც არ ჰქონდათ სექტასთან კავშირი, „ერისკაცს“ უწოდებდნენ. თითოეული წევრი ვალდებული იყო აუცილებლად დასწრებოდა ყველა შეკრებას, შეხვედრას, ლოცვას, ამასთან ადეპტი უნდა დასწრებოდა იმ ქვედანაყოფის შეკრებას, რომელსაც ეკუთვნოდა.
            დაკვირვებამ აჩვენა, რომ რელიგიურ თემში „ქრისტეს ეკლესია“, ისევე, როგორც სხვა მსგავს ორგანიზაციებში, ხდება ადამიანების რელიგიური გრძნობებით მანიპულირება და ცნების „ჩვენ“ (ანუ სექტის სათავეში მდგობთა) შეცვლა „ღმერთის“ ცნებით. შეკრებებზე მქადაგებლები მუდმივად იყენებდნენ ისეთ ფრაზებს, როგორიცაა: „ღმერთს სურს, რომ გიყვარდეთ ის და მეტი ფული შეიტანოთ თემის ხაზინაში, მეტი ადამიანი მოიყვანოთ, ცდილობდეთ მიბაძოთ ლიდერებს, ნაკლებად იფიქროთ და მეტს აკეთებდეთ!“. რელიგიური თემის წევრებისთვის ეს მიღებული უნდა ყოფილიყო, როგორც მოქმედების უპირობო მითითება, როგორც შესაძლებლობა დაემტკიცებინათ ერთგულება რწმენისა და სწავლების მიმართ. ისინი, ვინც გარკვეული მიზეზის გამო არასაკმარისად ავლენდნენ ერთგულების დამტკიცების მცდელობას „ჭეშმარიტი რწმენის“ მიმართ, ექვემდებარებოდნენ დაგმობას. ამგვარი "პასიურობა" მათ ცოდვაში ეთვლებოდათ, პროვოცირდებოდა დანაშაულის გრძნობები, რაც უნდა „ლოცვით“ გამოესყიდათ.
           სხვა რელიგიურ სექტაში „იეღოვას მოწმეების“ სახელწოდებით, რომელზეც ტარდებოდა დაკვირვება, მისი თითოეულ წევრზე ვრცელდებოდა ინფორმაციის გამჟღავნების აკრძალვა. ჟურნალისტებთან, რეპორტიორებთან და უცხოელებთან ურთიერთობა, რომლებიც ბევრ კითხვას სვამდნენ, ამ რელიგიური თემის წევრებს ეკრძალებოდათ. ეს აკრძალვა მოტივირებული იყო იმით, რომ ისინი, ვინც „ზედმეტი“ ინფორმაცია მიიღო, შეეცდებიან მის გამოყენებას ორგანიზაციის წინააღმდეგ. თუ მოულოდნელად გამოვლინდებოდა ამ წესის დამრღვევი, მას უწესებდნენ სხვადასხვა სანქციებს. ეს სანქციები დამოკიდებული იყო შედეგების სიმძიმეზე, რომელიც მსგავსმა „გადაცდომამ“ გამოიწვია. თავისი გადაცდომა - სერიოზული ცოდვა - დამნაშავეს აუცილებლად „ლოცვით“ უნდა გამოესყიდა. როგორც დაკვირვებამ აჩვენა, მსგავსი „ცოდვის გამოსყიდვა“ საკმაოდ სერიოზული გამოცდა იყო, როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური თვალსაზრისით. ადამიანი მუხლებზე უნდა მდგარიყო ძილის, დასვენების და საჭმლის გარეშე და წაეკითხა ლოცვები. ასეთი ხანგრძლივი ფხიზლობის შემდეგ ადამიანს მოულოდნელად ემართებოდა გაშმაგება და რელიგიურ ექსტაზში მყოფი იწყებდა იმ ცოდვების მონანიებას, რომელიც არ ჩაუდენია.
        დამკვირვებამ აჩვენა, რომ სექტის თითოეული წევრი ახდენდა საკუთარი თავის  სექტასთან, ანუ ჯგუფთან იდენტიფიცირებას, რომელიც მისთვის რეფერენტულია. ადეპტის ყველა განცხადება, ქცევა, სურვილი, მოტივი ყოველთვის მოწმდებოდა სექტაში მიღებულ წესებთან შესაბამისობაში, რომელიც ყველა წევრისთვის შეუცვლელი კანონი გახდა. პრივილეგიების ან ჯილდოს მისაღებად აუცილებელი იყო ამ წესების დაცვა.
           დაკვირვების ქვეშ მყოფი სექტის ქადაგებებში, საუბრებში, მითითებებში იქმნებოდა სექტის შიგნით არსებული ჰარმონიისა და ბედნიერების ილუზიები, ხოლო გარე რეალობა ყოველთვის წარმოდგენილი იყო დამახინჯებული სახით, როგორც უბედურებისა და ბიწიერების სავანე. ამგვარად, „გარე მავნე სამყარო“ ადეპტებისთვის სიძულვილისა და უარყოფის ობიექტია, ნეგატიური  განცდების წყარო. პირიქით,  სექტა და ყველაფერი, რაც მასთან არის დაკავშირებული, -  „წმიდა რწმენის“ დადებითი განცდების წყაროა.
            დაკვირვებამ აჩვენა, რომ რელიგიური სექტის წევრებისთვის აკრძალული იყო  უცხოებთან - „ერისკაცებთან“ ურთიერთობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, აუცილებელი იყო „მათთან ურთიერთობის დამყარება“, რათა სხვადასხვა საბაბით მომხდარიყო მათი მიზიდვა სექტაში, მისი მიმზიდველობისა და ღირსების აღწერა. იმ შემთხვევაში, თუ მოულოდნელად რომელიმე ადეპტი მოისურვებდა „საერო“ ცხოვრებაში დაბრუნებას, ხორციელდებოდა ყველაზე გადამყვეტი ქმედებები, გამოიყენებოდა „განდგომილზე“ ზემოქმედების ყველაზე ფართო პალიტრა მისი გონზე მოსაყვანად. ადეპტის სექტაში შეჩერების ერთ-ერთ არგუმენტად გამოიყენებოდა შემდეგი: „თუ შენ შეცვლი შენს რწმენას და წახვალ, ყველა დაგცინებს, როგორც მტკიცე რწმენის არმქონე ადამიანს“. ან: „ერისკაცობაში  ცხოვრება ნიშნავს ცოდვაში ცხოვრებას, ასეთ განდგომილს არ ექნება ხსნა სიბილწისგან“. თუ დარწმუნებას შედეგი არ მოჰყვებოდა, უფრო მკაცრ ზომებს იღებდნენ, სექტაში ძალადობრივი ფიზიკური დატოვების გამოყენებით.
        რელიგიური თემი „იეღოვას მოწმეები“ ასწავლის თავის ადეპტებს თავმდაბლობას, ყველაფრის მორჩილებით, მშვიდად მიღებას. მყარი დებულების მიხედვით, ყველა ხელმძღვანელი, მოძღვარი, სექტის ლიდერი, თითქოს „ღმერთისგან“ არიან ბოძებული. სექტის და ზემდგომი „ძმების“ შეფასება და კრიტიკა აკრძალულია. თავისი სექტის კრიტიკის მიმართ ლიდერებს ცალსახად ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ, მიიჩნევენ მას „მოწაფეთა რწმენის, მოძღვრებისა და ეკლესიის დოქტრინის მიმართ ნდობის დანგრევის მცდელობად“.
           „იეღოვას მოწმეების“ თემში დადგენილია ფულადი გადასახადი, რომელიც ორ კატეგორიად არის დაყოფილი: სავალდებულოსა და სასურველზე. სავალდებულო გადასახადი იკრიბება  მხოლოდ უცხოებისთვის დახურულ შეკრებებზე. ის შეადგენს:
          1) 10 % ყოველთვიური შემოსავლიდან– „მოწაფეობის გადასახდი“;
           2) ერთი თვის შემოსავლის 100 % წელიწადში ერთჯერ – „განსაკუთრებული გადასახადი“.
        გარდა ამისა, არსებობს ფიქსირებული მიზნობრივი გადასახადი (მაგალითად, რომელიმე ტექნიკის შესაძენად, ღონისძიებების ჩასატარებლად, შენობის იჯარით ასაღებად, საღამოს, „საუბრის“ ჩასატარებლად და ა.შ.).
             ამ სექტაში გადასახადები შეუზღუდავია. არსებობს შემოწირულობების სხვადასხვა ფორმა: შემოწირულობა საშინაო საჭიროებებისთვის, შემოწირულობა  საქველმოქმედო ფონდში, შემოწირულობები ახალ ქალაქებში წარმომადგენლობის გასახსნელად და სხვ.
         თუ რაიმე მიზეზით, „მოწაფეს“ არ გააჩნია გარკვეული თანხა (სავალდებულო ან სასურველი გადასახადი), ეწყობოდა განხილვა, რომელიც, როგორც წესი, მთავრდებოდა სანქციებით ადეპტის მიმართ.
             დაკვირვებამ აჩვენა, რომ „იეღოვას მოწმეების“ სექტა ძალიან დაინტერესებულია ახალი წევრების მოზიდვით. ერთის მხრივ, ახალი წევრები დაფინანსების ახალ წყაროს წარმოადგენენ, მეორეს მხრივ, ახალი წევრები სექტის პრესტიჟის დადასტურებას და მხარდაჭერას ნიშნავდა. რელიგიური საზოგადოება „იეღოვას მოწმეები“ ცდილობენ თავის რიგებში მოიზიდონ, პირველ რიგში:
             1) მდიდარი ადამიანები - ბიუჯეტის შესავსებად;
             2) ცნობილი ადამიანები - პრესტიჟისთვის (რათა „იამაყონ“);
             3) ლამაზი ადამიანები - ახალი წევრებისთვის მიზიდვის მიზნით (რადგან „ლამაზი ადამიანი უფრო მეტ ნდობას იწვევს, ვიდრე ულამაზო“).
          შემდეგი სექტა, რომელზეც ტარდებოდა დაკვირვება, „ევანგელური რწმენის ქრისტიანთა“ სექტაა. ეს რელიგიური ორგანიზაცია, სხვა შესწავლილ თემებთან შედარებით, ყველაზე ღიაა და მზად არის გარე სამყაროსთან კონტაქტის დასამყარებლად.
          შეხვედრების ჩასატარებლად ეს საზოგადოება ქირაობს უზარმაზარ შენობას, მის კრებებზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. შენობის შესასვლელთან დგანან ეკლესიის მსახურები, რომლებიც კარს აღებენ და მიესალმებიან ყველა მოსულს,  აჩვენებენ მათ, სად უნდა წავიდნენ. დიდი შენობა, გულღია სახეები, მეგობრული ღიმილი - ეს ყველაფერი გამოიყენება იმისთვის, რათა ადამიანმა თავი უსაფრთხოდ იგრძნოს და დაძაბულობისგან გათავისუფლდეს.
       ახალბედას სექტაში ყოფნის პირველივე წუთებში უკვე გამოიყენებოდა საკმაოდ კარგად ცნობილი მეთოდები ფსიქოლოგიური ბარიერის, უხერხულობის გრძნობის გადასალახად: თბილი შეხვედრა, თბილი ჩახუტება, სასიამოვნო მუსიკა. ასეთი „თბილი“ ატმოსფერო, როგორც წესი, ღრმა შთაბეჭდილებას ტოვებდა ადამიანებზე. ეს ვლინდებოდა მოგვიანებით ახალბედასთან საუბრისას. სხვადასხვა მიზეზების გამო რთულ ვითარებაში აღმოჩენილი ადამიანი ხშირად თავს მარტოხელად გრძნობს და დახმარებისთვის ასეთ სექტას, „ძმებს“ მიმართავს. ნაცნობ გარემოში მას აქვს განცდა, რომ არავის სჭირდება, სექტაში კი მას ყოველთვის ხვდებიან მეგობრული ადამიანები გაპრიალებულ ფეხსაცმელსა და თეთრ პერანგებში. აქ ვერ ოისმენ უხეშ სიტყვას, ყოველთვის ავლენენ ყურადღებას და მხარდაჭერას, რის ნაკლებობასაც ადამიანი განიცდიდა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
         ქრისტიანული სექტების ადეპტთა ფსიქოლოგიური თავისებურებების შესწავლის შედეგად დადგინდა: ორგანიზაციების რიგით წევრებს (94%) ჰქონდათ დანაშაულის გრძნობა. წარსულის მიმართ დამოკიდებულება ამ ჯგუფების წევრებს შორის უფრო უარყოფითია, ვიდრე გამოსაცდელთა ჯგუფისთვის, რომელშიც შედიან ხელმძღვანელები და „უფროსი ძმები“. ისინი, როგორც წესი  დადებითად აფასებენ თავის წარსულს (99%). რიგით წევრებს აქვთ დაბალი არაადეკვატური თვითშეფასება (86%). შიში და შეშფოთება ახასიათებს მხოლოდ სექტის რიგით წევრებს (85%). სქესის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვთ ამ ჯგუფის გამოსაცდელთა მხოლოდ 26% -ს.
       ამრიგად, სექტის რიგით წევრებს ახასიათებს დანაშაულის გრძნობა, უარყოფითი დამოკიდებულება წარსულის, სექსისა და საკუთარი თავის მიმართ, ასევე შიში და შეშფოთება. დაბალი თვითშეფასება აქვს მხოლოდ უბრალო მრევლს. ყველა ეს მახასიათებელი ერთად განსაზღვრავს სექტის წევრების იზოლაციას და გაუცხოებას.
           დადგინდა, რომ რელიგიური თემების წევრებს ახასიათებს მორჩილება (89%), ნორმების და წესების დაცვა (100%), ასევე მაჩვენებლების შემცირება ემოციებისა და გრძნობების სფეროში. რელიგიური ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ახასიათებს:
       - მიზნის მიღწევის მცდელობა (86%);
       - კომუნიკაბელურობა, კონტაქტურობა (78%);
       - კომფორტისკენ სწრაფვა (98%);
       - საკუთარი თავის წარდგენა, თვითპრეზენტაცია (73%);
       - კარიერული ზრდისკენ სწრაფვა (86%);
       - სექტის მიღმა გარემოს მიმართ ინტერესი  (82%).
             ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ სექტის ხელმძღვანელები უფრო აქტიური თანამოსაუბრები არიან (88%), ვიდრე რიგითი წევრები (42%). გარდა ამისა, სექტების ხელმძღვანელები გამოირჩევიან სხვების მოსაზრებების მიმართ გაზრდილი ინტერესით (69%), აგრესიულობით (85%), ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილით (77%).  თემის რიგითი წევრებისთვის დამახასიათებელია ისეთი თვისებები, როგორიცაა შიში (98%), დამოკიდებულება (97%), წესების დაცვის მზადყოფნა, მორჩილება (96%), ეჭვი (89%), დადებითი დამოკიდებულება ხელმძღვანელობის და სექტის წესების მიმართ (89%).
          ამრიგად, რელიგიური ორგანიზაციების რიგითი წევრებისთვის დამახასიათებელია ხელმძღვანელობის მიმართ დადებითი დამოკიდებულება, მზადყოფნა შეასრულოს სექტის წესები, ინტერესი სხვა რელიგიური მოძრაობების და, ამავე დროს, სექტის ფარგლებს გარეთ ცხოვრების მიმართ, წარსული მოვლენებისადმი ინტერესის შესუსტება ან დაკარგვა.
         დადგენილია, რომ სექტების რიგითი წევრები ავითარებენ და მხარს უჭერენ ურთიერთობებს მხოლოდ საკუთარი ორგანიზაციის შიგნით, ამავე დროს სექტების ხელმძღვანელები გამოირჩევიან რელიგიური საზოგადოების გარეთ განვითარებულ მოვლენების მიმართ მაღალი ინტერესით. სექტის რიგითი წევრების ურთიერთობების წრე შემოიფარგლება ნათესავებით და ერთმორწმუნეებით. ისინი ამ ფაქტს შემდეგ ინტერპრეტაციას აძლევენ: „ცდუნების თავიდან ასაცილებლად“.
        რიგითი ადეპტებისგან განსხვავებით, ხელმძღვანელთა ურთიერთობის წრე უფრო ფართო და მრავალმხრივი აღმოჩნდა: ნათესავებისა და ერთმორწმუნეთა  გარდა, მოძღვრები მზად არიან ურთიერთობისთვის „ერისკაცებთან“.
         კვლევამ აჩვენა, რომ ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ახასიათებს მოწონების (100%), კარიერაში წინ წაწევის სურვილი (85%), პარტნიორის რეაქციაზე დაკვირვება (85%) და ქცევის ინვარიანტულობა (100%). სექტის რიგით წევრებს ჭარბად აქვთ ისეთი თვისებები, როგორც დამცირებულობა და საკუთარი თავის არარად ჩაგდება (97%). ასევე ადგილი ჰქონდა პარტნიორის რეაქციაზე დაკვირვებას (89%) და ქცევის ინვარიანტულობას (67%), რაც გამოიხატა ჯგუფების ხელმძღვანელების განსხვავებაში არა კარიერული ზრდის მცდელობაში, არამედ „უფროსი ძმის“ მოწონების დამსახურებაში.
          ამრიგად, რელიგიური სექტების ხელმძღვანელებისთვის დამახასიათებელია: მოწონების სურვილი, კარიერული თვითზრდა, ანუ წარმატების მიღწევის პოზიცია და მიზანსწრაფულობა. დადგინდა, რომ რიგითი წევრები გამოხატავენ ჩაკეტილობას, მორჩილებას, კონტროლის საჭიროებას „უფროსი ძმების“ მხრიდან.
           ყველა გამოკვლეული სექტის ხელმძღვანელმა გამოავლინა მზარდი ინტერესი სხვათა მხრიდან (100%), აგრესიულობა სხვა სარწმუნოების მიმდევართა და განდგომილი „ძმების“ მიმართ (85%), ყურადღების ცენტრში ყოფნის მოთხოვნილება (77%). სექტის რიგით წევრებს ახასიათებდათ შიში (100%), დანაშაულის გრძნობა (92%), კონფორმულობა (89%), რეალობის არაადეკვატური აღქმა (76%), ასევე სხვა ადამიანთა მოსაზრებებზე დამოკიდებულება (89%).
          მიღებული შედეგების ხარისხობრივმა ანალიზმა მოგვცა რელიგიური სექტის ხელმძღვანელის და რიგითი წევრის ზოგადი ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნის საშუალება.

რელიგიური სექტის ხელმძღვანელის განზოგადებული პორტრეტი

           ინტელექტუალურად განვითარებული, კომუნიკაბელური, მისი მოწონების, რადიკალიზმის თანდაყოლილი სურვილით. სექტის ხელმძღვანელი გამოირჩევა მაღალი თვითკონტროლით და ნორმატიული ქცევით. საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულება დადებითია, თვითშეფასება ადეკვატური, ხშირად საშუალო ან საშუალოზე მაღალი. სექტის ხელმძღვანელები ცნობისმოყვარენი არიან, გააჩ§იათ ორგანიზაციული უნარი. ისინი ავლენენ დიდ ინტერესს სხვების მოსაზრებების, სექტის გარეთ განვითარებული მოვლენების მიმართ. სექტის ხელმძღვანელი აგრესიულია, მას აბსოლუტურად არ გააჩნია დანაშაულის გრძნობა. ქცევაში ავლენს, ერთის მხრივ, დამოუკიდებლობას, ხოლო მეორეს მხრივ, სექტის ცხოვრებისა და  დოქტრინის მიმართ სრულ ერთგულებას.

რელიგიური სექტის რიგითი მრევლის განზოგადებული ფსიქოლოგიური პორტრეტი

            სექტის რიგითი წევრის ურთიერთობის წრე შეზღუდულია, კონტაქტები შერჩევითი. ნაკლებად კომუნიკაბელურია, ამავე დროს განიცდის კომუნიკაციის ნაკლებობას. სექტის რიგითი წევრი გამოირჩევა სურვილით მიეკუთვნებოდეს გარკვეულ სოციალურ ჯგუფს, დამოკიდებულებით, კონფორმულობით. მუდმივად დაცვისა და უსაფრთხოების ძიებაშია. იგი გამოირჩევა ისეთი მახასიათებლებით, როგორებიცაა დაძაბულობა, მორჩილება, თავმდაბლობა. თვითშეფასება დაქვეითებულია, ხშირია  თვითდამცირების მცდელობა. მას ახასიათებს მნიშვნელოვანი პარტნიორის რეაქციაზე დაკვირვება და მისთვის თავის მოწონება. განსაკუთრებით არის გამოხატული შიში და  დანაშაულის გრძნობა. ხშირად განიცდის მარტოობისა და გაუცხოების გრძნობებს. რწმენის საკითხებში არის გულწრფელი და დარწმუნებული. პრაქტიკულად არ არის გამოკვეთილი ისეთი თვისებები, როგორიცაა აგრესია, შეუპოვრობა, გამბედაობა, დამოუკიდებლობა, რისკი.
            ჩატარებულმა ექსპერიმენტულმა კვლევამ და მიღებული შედეგების ანალიზმა შესაძლებელი გახადა  შემდეგი დასკვნების გაკეთება.
           1. გამოვლინდა ქრისტიანული მიმართულების რელიგიური ტოტალიტარული სექტების ორგანიზაციის ზოგადი სქემა. თითოეულ სექტას აქვს მკაცრი იერარქიული სტრუქტურა. ლიდერის ავტორიტეტი უდავოა, არცერთ ადეპტს არ აქვს ხმის და კრიტიკული შენიშვნების გამოთქმის უფლება. ყველა ადეპტი მუდმივი კონტროლის ქვეშ იმყოფება, როგორც თემში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ყველა რელიგიურ სექტაში, გამონაკლისის გარეშე, გამოვლინდა პასტორების და მოძღვრების ხელშეუხებლობა.
            2. დადგენილია, რომ ტოტალიტარული სექტების წევრების ცნობიერებასა და ქცევაზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენენ. იგი ხორციელდება სექტაში ჩართვის ყველა ეტაპზე, კულტის ყველა სფეროში და ხორციელდება ერთიანი სქემის მიხედვით („გაზრდილი კეთილგანწყობის“ დემონსტრირება, „პასუხისმგებლობის მოხსნა გადაწყვეტილებების მიღებაზე“, „საკუთარი განსაკუთრებულობის ილუზიის შექმნა“, მონაწილეობა, თანაგრძნობა, ადამიანის, როგორც პიროვნების მიმართ, ინტერესი, ნუგეში და, ამასთან ერთად, „გაკიცხვით დასჯის“ სისტემა და სხვ.).
3. დადგინდა, რომ კვლევაში მონაწილე ყველა რელიგიურ სექტას აქვს თავისი დოქტრინა, საკუთარი „ოქროს“ იდეა, რომელსაც იყენებს კულტის ორგანიზაციასა და გავრცელებაში. სექტის სწავლება ადეპტისთვის არის სასიცოცხლო მიზანდასახულობა, რომელიც განსაზღვრავს მისი ღირებულებების სისტემას და ურთიერთობებს.
 4. დაკვირვების გზით დადგენილია, რომ სექტებში კულტის დატოვების თავისუფლება მხოლოდ სიტყვიერად არის შესაძლებელი. გამოვლინდა ტოტალიტარულ სექტაში ადეპტების იძულებითი შეკავების ფაქტები.
       5. დადგინდა ინფორმაციის გახმაურებაზე აკრძალვის არსებობა სექტის  თითოეული წევრისთვის, ჟურნალისტებთან, რეპორტიორებთან და უცნობებთან ურთიერთობაზე, „რომლებიც ძალიან ბევრ კითხვას იძლევიან“. აკრძალულია სექტის და ზემდგომი „ძმების“ შეფასება და კრიტიკა.  თავისი სექტის კრიტიკის მიმართ ლიდერებს ცალსახად უარყოფითი დამოკიდებულებას აქვთ.
          6. გამოვლენილია სხვაობა სექტების ხელმძღვანელებისა და რიგითი მრევლის პიროვნულ თავისებურებებში. რელიგიური სექტის ხელმძღვანელებს ახასიათებს: მიზნის მიღწევა, კომუნიკაბელურობა, მოწონების მიღების, საკუთარი თავის დაწინაურების სურვილი, ძლიერად გამოხატული კარიერული პოზიცია და მიზანი.
მათ ახასიათებთ ინტერესი სხვათა შეხედულებების მიმართ, აგრესიულობა სხვა მორწმუნეებისა და "მსმენელების მიმართ".
          7. სექტის რიგითი წევრები ხასიათდებიან  ჩაკეტილობით, გარე კონტროლისამი მიდრეკილებით. მათი პიროვნული მახასიათებლებია ინფანტილიზმი, შიში, დანაშაულის გრძნობა, დაბალი თვითშეფასება. ქცევაში ჭარბობს კომფორტულობა და ნორმატიულობა.
         ამგვარად, სექტაში ყოფნა იწვევს იმ ფაქტს, რომ ადეპტები მთლიანად იმყოფებიან სექტისა და მისი ლიდერების მორჩილებაში. ტოტალიტარული სექტების ზემოქმედების წინააღმდეგ ერთ-ერთი პროფილაქტიკური ღონისძიება შეიძლება იყოს ინფორმაციის გავრცელება ამ ორგანიზაციების ჭეშმარიტი მნიშვნელობისა და მიზნების შესახებ. გაფრთხილებულ და მცოდნე ადამიანს შეუძლია დამოუკიდებლად შექმნას ფსიქოლოგიური დაცვის შედარებით მარტივი, მაგრამ საკმაოდ ეფექტური მექანიზმი იმ ინფორმაციის მიმართ უნდობლობის გამოსახატად, რომლითაც ხორციელდება ზემოქმედება მის ცნობიერებაზე, იქმნება კრიტიკული დამოკიდებულების განწყობა მიღებული ცნობებისა და მათი ანალიზის მიმართ.

ლიტერატურა

 სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთქმედების აქტუალური პრობლემები და რელიგიური ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები: სემინარის მასალები. – ტიუმენი: ტიუმენის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2004. – 112 გვ.
          2. ვ. ბეხტერევი. შთაგონება და მისი როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. – სანქტ-პეტერბურგი, 2001. – 256 გვ.
         3. გ.ვ. გრაჩოვი. პიროვნების ინფორმაციი;ო და ფსიქოლოგიური უსაფრთხოება: ფსიქოლოგიური დაცვის მდგომარეობა და შესაძლებლობები. [ელექტრონული რესურსი ресурс]. წვდომის რეჟიმი: http://www.bookap. by.ru/psywar/grachev/oglav.shtm
          4. გ. გრაჩოვი, ი. მელნიკი . პიროვნებით მანიპულირება: ინფორმაციულ-ფსიქოლოგიური ზემოქმედების ორგანიზაცია, მეთოდები და ტექნოლოგიები. [ელექტრონული რესურსი]. – წვდომის რეჟიმი: http:// www.auditorium.ru/books/4047/
           5. ჯიმბავალო ქეროლი. კონსულტაცია გასვლის შესახებ: ოჯახის ზემოქმედება. – ნიჟნი ნოვგოროდი: ნ.ი. ლობაჩევსკის სახელოდის ნიჟეგოროდის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1995. – 117 გვ.
          6. ე.ლ. დოცენკო. მანიპულაციის ფსიქოლოგია: ფენომენი, მექანიზმი და დაცვა. – მოსკოვი, 2001. – 210 გვ.
           7. ს.გ. კარა-მურზა. ცნობიერებით მანიპულაცია. – მოსკოვი: გამომცემლობა ეკსმო, 2003. – 832 გვ.
           8. კონფესიები და რელიგიური გაერთიანებები ტიუმენის ოლქში: ცნობარი/ა.პ. იარკოვი (ხელმძღვ.), მ.ნ. ერესკო, ი.ე. ვიდტი, ა.ვ. მალჩევსკი და სხვ. – ტიუმენი: საგამომცემლო-პოლიგრაფიული ცენტრი „ექსპრესი“, 2005. – 280 გვ.
           9. ნ.ვ. კრიველსკაია. სექსი: საფრთხე და დაცვის ძიება. – მოსკოვი: ბლაგოვესტი, 1999. – 267 გვ.
          10. ლ.ვ. კულიკოვი. ფსევდორელიგიების ძალაუფლება/რუსეთი. პლანეტარული პროცესები/ვ.ი. ბოლშაკოვის რედაქციით. – სანქტ-პეტერბურგი: სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2002. – 676 გვ.
         11. ბ.გ. კრისკო. ფსიქოლოგიური ომის საიდუმლოება (მიზნები, ამოცანები, მეთოდები, ფორმები, გამოცდილება). [ელექტრონული რესურსი]. – წვდომის რეჟიმი: http://dere.com.ua/ library/dotsenko/manipul_1.shtml
           12. ა.ნ. ლებედევ-ლიუბიმოვი. რეკლამის ფსიქოლოგია. – სანქტ-პეტერბურგი: პეტერბურგი, 2004. – 368 გვ.
           13. დესტრუქციული და ოკულტური ხასიათის რუსეთის ახალი რელიგიური ორგანიზაციები: ცნობარი /საინფორმაციო-ანალიტიკური მაცნე № 1. – გამოც. მე-2. – ბელგოროფი: რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მისიონერული განყოფილების გამომცემლობა, 1997. – 459 გვ.
          14. ა.ი. ოსიპოვი. ტოტალიტარული სექტები: სიცრუის ტექნოლოგია. – მინსკი: „ბელორუსიის  ეკზარხატი - ბელორუსიის მართლმადიდებლური ეკლესია“, 2004. – 192 გვ.
        15. დესტრუქციული კულტების და ტოტალიტარული სექტების საიდუმლოებები. (მათი კორპორაციული საიდუმლოებები, ვისაც უფალი პროფესიონალურად უყვარს). [ელექტრონული რესურსი]. – წვდომის რეჟიმი: http://psyfactor.by.ru/sekta.htm
         16. სექტები ეკლესიის წინააღმდეგ (დვორკინის პროცესი)/ შემდგენელი ა.ლ. გვორკინი. – მოსკოვი: მოსკოვის საპატრიარქოს გამომცემლობა, 2000. – 736 გვ.
        17. ვ.მ. ჩერნიშოვი. სექტმცოდნეობა. – კიევი: რომის პაპის, მღვდელმთავარ ლევის სახელობის გამომცემლობა, 2006. – 602 გვ.
         18. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ თქვენი ახლობელი აღმოჩნდა სექტაში //პროზრენიე. – № 1(7). – 2002. – 90 გვ.












https://www.qwelly.com/m/group/discussion?id=6506411%3ATopic%3A1010169
https://www.latimes.com/science/sciencenow/la-sci-sn-ashkenazi-jews-dna-diseases-20140909-story.html


https://www.scribd.com/doc/12762671/%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%92%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%90




https://www.academia.edu/10756367/%D0%A1%D1%82%D1%80%D0%B0%D1%82%D0%B5%D0%B3%D0%B8%D1%8F_%D0%B8%D1%80%D1%80%D0%B5%D0%B3%D1%83%D0%BB%D1%8F%D1%80%D0%BD%D0%BE%D0%B9_%D0%B2%D0%BE%D0%B9%D0%BD%D1%8B_%D1%82%D0%B5%D0%BE%D1%80%D0%B8%D1%8F_%D0%B8_%D0%BF%D1%80%D0%B0%D0%BA%D1%82%D0%B8%D0%BA%D0%B0_%D0%BF%D1%80%D0%B8%D0%BC%D0%B5%D0%BD%D0%B5%D0%BD%D0%B8%D1%8F._2015

https://koryo-saram.ru/ob-odnoj-iz-raznovidnostej-rituala-v-svyazi-s-problemoj-obshhnosti-mifologicheskih-predstavlenij-v-kulturah-stran-dalnego-vostoka/

https://gist.github.com/demidovakatya/35645a547643ba91a9d2089674526501

http://cult-and-art.net/society/31777-nashe_bezzhiznennoe_myshlenie___

http://cheloveknauka.com/dihotomiya-duhovnoe-ne-duhovnoe-v-sovremennyh-sotsio-kulturnyh-realiyah

https://sputnikipogrom.com/society/29582/the-third-wave/

https://alborrodach.livejournal.com/119808.html

https://www.academia.edu/35894576/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%93%E1%83%90_%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_-_%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%90_%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98

http://rulibrary.ru/tsvetaeva/pisma__chast_2/93
http://lib.ru/POLITOLOG/genon.txt_with-big-pictures.htmlhttp://pustoshit.com/06/guenon.html

http://spkurdyumov.ru/philosophy/kosmos-kommunikacyi/

http://konservatizm.org/konservatizm/books/130909065732.xhtml







Пытаясь осмыслить и понять Древние Духовные Традиции и заложенные в них элементы Сокровенных Знаний, современное – безжизненное мышление автоматически трансформирует их фактуру под себя (то есть профанирует) и в результате создаёт искусственные – мертворождённые теоретические (и практические) учения, которые хотя и называют себя истинными (строго научными или Божественными), но по сути таковыми не являются. Вот почему это мышление является Профаническим (ПРОФАН и ПРОФЕССИОНАЛ – однокоренные, а значит односмысловые слова).
профаническая общность


https://napoli.livejournal.com/205683.html

Метафорическое прочтение библейских легенд для открытия ритуалов инициации. Содом и Гоморра








http://esoteric4u.com/en/issledovanie-naslediya-atlantov/180-issledovaniya-andreya-sklyarova-lai-laboratoriya-alternativnoj-istorii/1838-yakhve-protiv-baala-khronika-perevorota-a-sklyarov-2016?showall=&start=24

https://otvetispeca.info/istoriya/istoriya-cheloveka-kotoryj-ne-byl-s-tolpoj-interesnye-fakty-poznavatelnye-stati-tsifry-i-novosti/

http://ezopor.blogspot.com/2015/07/13.html

https://id.b-ok.org/book/1146892/39ad1d

https://napoli.livejournal.com/205683.html














Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised