вторник, 21 августа 2018 г.

პეტრე უსპენსკი. სასწაულის ძებნაში

               პეტრე უსპენსკი. სასწაულის ძებნაში                                        

            
 თავი XI.
„თუკი მიწაზე დავარდნილი პურის მარცვალი არ მოკვდა, ცალად დარჩება“. — აფორიზმების წიგნი. — გამოღვიძება, სიკვდილი, დაბადება. —რა უშლის ხელს ადამიანს კვლავ დაიბადოს? — რა უშლის ხელს ადამიანს, რომ „მოკვდეს“? — რა უშლის ხელს ადამიანს, რომ გამოიღვიძოს? — საკუთარი უმნიშვნელობის გააზრების შეუძლებლობა. — რას ნიშნავს საკუთარი უმნიშვნელობის გაააზრება? — რა უშლის ხელს ასეთ გააზრებას? — ცხოვრების ჰიპნოზური გააზრება. — სიზმარი, რომელშიც ადამიანი იმყოფება, ჰიპნოზური სიზმარია. — ჯადოქარი და ცხვრები. — „კუნდალინი“. — წარმოსახვა. — მაღვიძარა. — ორგანიზებული მუშაობა. — ჯგუფები. — შეიძლება ჯგუფებში მასწავლებლის გარეშე მუშაობა? —ჯგუფებში საკუთარი თავის შეცნობაზე მუშაობა. — სარკეები. — დაკვირვებების გაცვლა. — ზოგადი და ინდივიდუალური პირობები. — წესები. — „მთავარი ნაკლი“. — საკუთარი უსუსურობის გააზრება. — მუშაობაში მიბაძვის საფრთხე. — „ზღუდეები“. — სიმართლე და სიცრუე. — საკუთარ თავთან გულწრფელობა. — ძალისხმევა. — აკუმულატორები. — დიდი აკუმულატორი. — ინტელექტუალური და ემოციური მუშაობა. — გრძნობის აუცილებლობა. — გრძნობით შეიძლება აღიქვა ის, რასაც გონებით ვერ აღიქვამ. — ემოციური ცენტრი, როგორც უფრო მეტად დახვეწილი აპარატი, ვიდრე ინტელექტუალური ცენტრი. — მთქნარების ახსნა აკუმულატორებთან დაკავშირებით. — სიცილის როლი და მნიშვნელობა ცხოვრებაში.— სიცილის ნაკლებობა უმაღლეს ცენტრებში.

მე ხშირად მისვამენ კითხვებს სახარებიდან სხვადასხვა ტექსტებთან, იგავებთან და ა.შ. დაკავშირებით, - განაცხადა ერთხელ გურჯიევმა. - ჩემი აზრით, ჩვენთვის ჯერ კიდევ არ დადგა დრო იმისთვის, რომ ვისაუბროთ სახარებების შესახებ: ეს ბევრად მეტ ცოდნას საჭიროებს. მაგრამ დროდადრო ჩვენ გამოვიყენებთ სახარებათა ტექსტს, როგორც ამოსავალ წერტილს ჩვენი საუბრებისა. ეს გასწავლით მათდამი სწორ მიდგომას და, უპირველეს ყოვლისა, იმ ფაქტის გააზრებას, რომ ჩვენთვის ცნობილ ტექსტებში მნიშვნელოვანი პუნქტები  არ არსებობს.
 დასაწყისისთვის ავიღოთ ცნობილი ტექსტი მარცვლის შესახებ, რომელიც უნდა მოკვდეს, რომ დაიბადოს:
«თუკი მიწაზე დავარდნილი პურის მარცვალი არ მოკვდა, ცალად დარჩება, ხოლო თუ მოკვდა, უამრავ ნაყოფს გამოიღებს“.
 ამ ტექსტს ბევრი განსხვავებული მნიშვნელობა აქვს, და მას ხშირად დავუბრუნდებით. მაგრამ პირველ რიგში, აუცილებელია პრინციპის ცოდნა, რომელსაც ეს ტექსტი შეიცავს, და როგორ შეიძლება მისი გამოყენება ადამიანთან დაკავშირებით.
 არსებობს აფორიზმების წიგნი, რომელიც არასდროს ყოფილა გამოქვეყნებული და, ალბათ, არასოდეს გამოქვეყნდება. მე უკვე ვახსენე ეს წიგნი ცოდნის მნიშვნელობის საკითხთან დაკავშირებით და იქიდან ერთი აფორიზმის ციტირება მოვახდინე. რაც შეეხება იმ საკითხს, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, ამ წიგნში ნათქვამია შემდეგი:
 „ადამიანს შეუძლია დაიბადოს; მაგრამ, რომ დაიბადოს, ჯერ უნდა მოკვდეს; მაგრამ სანამ მოკვდება,  უნდა გამოიღვიძოს.
 ამ წიგნში ასევე ნათქვამია:
როდესაც ადამიანი იღვიძებს, მას შეუძლია მოკვდეს; და როცა მოკვდება, მას შეუძლია დაიბადოს.
ჩვენ უნდა დავადგინოთ, რას ნიშნავს ეს.
 „გაღვიძება“, „სიკვდილი“, „დაბადება“ - ეს არის სამი ეტაპი, რომელიც ერთმანეთის მიყოლებით მოდის. თუ ყურადღებით შეისწავლით ყველა სახარებას, დაინახავთ, რომ იქ ხშირად საუბრობენ დაბადების შესაძლებლობის შესახებ; რამდენჯერმე ნახსენებია „სიკვდილის“ შესაძლებლობა და მრავალჯერ „გამოღვიძების“ შესაძლებლობა: „იფხიზლეთ, ვინაიდან არც დღე იცით და არც საათი“, და ა. შ. მაგრამ ადამიანის ეს სამი შესაძლებლობა - გაღვიძება, ანუ არ დაძინება, სიკვდილი და დაბადება - ერთმანეთთან კავშირში არ არის მოცემული. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანი სწორედ ესაა. თუ ადამიანი კვდება ისე, რომ არ გამოიღვიძებს, მას არ შეუძლია დაიბადოს. თუ ადამიანი იბადება ისე, რომ არ მოკვდა, ის შეიძლება გახდეს „უკვდავი რამ“. ამდენად, ის ფაქტი, რომ ის „არ მოკვდა“ არ აძლევს ადამიანს „დაბადების“ საშუალებას; ხოლო ის ფაქტი, რომ მან ჯერ კიდევ არ გამოიღვიძა, ხელს უშლის მის „სიკვდილს“; და თუ ის ისე „დაიბადა“, რომ არ მოკვდა, ეს ხელს უშლის მის ყოფნას.
ჩვენ უკვე საკმარისად ვისაუბრეთ სიტყვის „დაბადების“ მნიშვნელობაზე. ეს ეხება არსის ახალი ზრდის დაწყებას, ინდივიდუალობის ფორმირების დაწყებას, განუყოფელი მე-ს გაჩენის დაწყებას.
მაგრამ იმისათვის, რომ მიაღწიოს ამ მდგომარეობას, ან, თუნდაც, დაიწყოს მისი მიღწევა, ადამიანი უნდა მოკვდეს, ანუ გათავისუფლდეს ათასობით წვრილმანი გატაცებისა და გაიგივებისგან, რომლებიც აკავებენ მას იმ მდგომარეობაში, რომელშიც იმყოფება. მას ყველაფერი უყვარს თავის ცხოვრებაში - მისი ფანტაზია, სისულელე, თუნდაც ტანჯვა; ალბათ, ისინი უფრო იზიდავს. ის უნდა თავისუფალი იყოს ამისგან. ნივთებით გატაცება და მათთან გაიგივება ცოცხლად ინარჩუნებს ადამიანში ათასობით უსარგებლო „მე“-ს. ეს „მე“ უნდა მოკვდეს ისე, რომ უფრო მეტი „მე“ დაიბადოს. მაგრამ როგორ ვაიძულოთ ისინი, რომ მოკვდენ? მათ არ სურთ სიკვდილი. და აქ საშველად მოდის გამოღვიძების შესაძლებლობა. გაღვიძება ნიშნავს საკუთარი უმნიშვნელობის გაცნობიერებას, ანუ საკუთარი სრული და აბსოლუტური მექანიკურობის, სრული და აბსოლუტური უმწეობის გაცნობიერებას. ამის ფილოსოფიურად, სიტყვებით გაგება არ არის საკმარისი. აუცილებელია ყველაფრის გაგება საკუთარი ცხოვრების ნათელი, მარტივი და კონკრეტული ფაქტების მაგალითზე. როცა ადამიანი იწყებს საკუთარი თავის გაგებას, ის იხილავს საკუთარ თავში ბევრ რამეს, რაც შეშფოთებას გამოიწვევს მასში. სანამ ადამიანი შიშს არ განიცდის საკუთარი თავის გამო, მან თავის შესახებ არაფერი იცის. მაგრამ ადამიანმა დაინახა თავის თავში რაღაც, რამაც მისი შეშფოთება გამოიწვია. იგი გადაწყვეტს მოიშოროს ეს თვისება, ბოლო მოუღოს მას. მაგრამ მიუხედავად მისი ძალისხმევისა, ის  გრძნობს, რომ არაფრის გაკეთება არ შეუძლია, და ყველაფერი რჩება ისე, როგორც იყო. აქ ის დაინახავს მის უძლურებას, უმწეოობას, სისუსტეს. ან, თუ ადამიანი დაიწყებს საკუთარი თავის გაცნობას, დაინახავს, რომ არაფერი აქვს საკუთარი, და ყველაფერი, რაც მას თავისად  მიჩნდა - მისი შეხედულებები, აზრები, რწმენა, გემოვნება, ჩვევები, შეცდომები და ნაკლოვანებები - ეს ყველაფერი მას არ ეკუთვნის, არამედ ჩამოყალიბდა მიბაძვის შედეგად ან აღებული იქნა  სადღაც მზა ფორმით. როდესაც ამას გააცნობიერებს, ადამიანი მიხვდება მის უმნიშვნელობას. მისი უმნიშვნელობის გაცნობიერების შემდეგ ადამიანი დაინახავს თავის თავს ისეთს, როგორიც სინამდვილეში არის. მან უნდა დაიმახსოვროს ეს ფაქტი და არც ერთი წამით არ უნდა დაივიწყოს.
მისი უმნიშვნელობის და მისი უმწეობის ასეთი მუდმივი გაცნობიერება საბოლოოდ აძლევს ადამიანს გამბედაობას „მოკვდეს“, ანუ მოკვდეს  არა უბრალოდ გონებრივად, არამედ რეალურად, უარი თქვას ჭეშმარიტად და სამუდამოდ საკუთარი თავის ისეთ ასპექტებზე, რომლებიც არ არის აუცილებელი საკუთარი ზრდის თვალსაზრისით, ან ხელს უშლის ამას. ეს ასპექტები, პირველ რიგში, არის მისი ცრუ „მე“, ხოლო შემდეგ ყველა ფანტასტიკური იდეა საკუთარი „ინდივიდუალობის“, „ნების“, „ცნობიერების“, მისი „სიძლიერის“, „ინიციატივის“, „გამბედაობის“ და ა.შ. შესახებ.
რაიმე ნივთი ყოველთვის რომ იხილოს, ადამიანმა ის ჯერ უნდა დაინახოს, თუნდაც ერთი წამით. გააზრებისთვის ახალი ძალა და უნარი მოდის იმავე წესით. ჯერ ისინი ჩნდებიან გაელვების სახით მოკლე და იშვიათ მომენტებში; შემდეგ ჩნდებიან უფრო ხშირად და დიდი ხნით, სანამ საბოლოო ჯამში, ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, მუდმივი არ გახდება. იგივე ეხება გამოღვიძებას. უცბად სრულიად გამოღვიძება შეუძლებელია. ჯერ უნდა გაიღვიძოთ მოკლე დროით. მაგრამ, გარკვეული ძალისხმევის შემდეგ, გარკვეული დაბრკოლების გადალახვის და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, როდესაც დაბრუნება უკვე შეუძლებელია, საჭიროა სიკვდილი, ერთხელ და სამუდამოდ. ეს რთული იქნებოდა, შეუძლებელიც კი, ასეთ მოვლენას წინ რომ არ უსწრებდეს ნელი და თანდათანობით გამოღვიძება.
თუმცა, არსებობს ათასობით რამ, რომელიც აფერხებს ადამიანის გამოღვიძებას, ამყოფებენ მას ძილის მდგომარეობაში. გააზრებულად რომ იმოქმედოს, გაღვიძების განზრახვით, აუცილებელია იმ ძალების ბუნების ცოდნა, რომლებიც ძილის მდგომარეობაში ამყოფებენ.
პირველ რიგში, აუცილებელია იმის გაგება, რომ ძილი, რომელშიც ადამიანი თავის ცხოვრებას არატებს, არ არის ნორმალური, ჰიპნოზურია. ადამიანი ჰიპნოზურ მდგომარეობაში იმყოფება, და ეს მდგომარეობა მუდმივად არის მასში შენარჩუნებული და გაძლიერებული. შეიძლება ვიფიქროთ, რომ არსებობს ძალები, რომლებისთვის სასარგებლოა ადამიანის ამ მდგომარეობაში ყოფნა, არ აძლევს მას ჭეშმარიტების დანახვის და საკუთარი მდგომარეობის გააზრების საშუალებას.
ერთ აღმოსავლურ ზღაპარში ნათქვამია მდიდარი ჯადოქრის შესახებ, რომელსაც ბევრი ცხვარი ჰყავდა. ჯადოქარი იყო ძალიან ხარბი და არ სურდა მწყემსების დაქირავება, არ უნდოდა საძოვრების გარშემო, სადაც მისი ცხვრები ბალახობდნენ, ღობე გაევლო. ამის გამო ცხვრები ხშირად ტყეში მიდიოდნენ, უფსკრულში იჩეხებოდნენ და ა.შ. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ცხვრები გაურბოდნენ ჯადოქარს, რადგან იცოდნენ, რომ მათი ხორცი და ტყავი სჭირდებოდა.
და ბოლოს ჯადოქარმა გამოსავალი მონახა. მან ცხვრებს ჰიპნოზი გაუკეთა და შთააგონა, რომ ისინი უკვდავები არიან, რომ როდესაც მათ ტყავს აძრობს, ზიანს არ აყენებს, არამედ, პირიქით,  ოპერაცია იქნება სასიამოვნო და სასარგებლოც კი. მან ასევე შთააგონა, რომ თვითონ, ჯადოქარი, მათი კეთილი ბატონია, უყვარს თავისი სამწყსო, მზად არის მისთვის ყველაფერი გააკეთოს. თუ მათ რამე შეემთხვევა, ეს არ მოხდება უცბად, ყოველ შემთხვევაში, ერთ დღეს, ამიტომ ამის შესახებ არ უნდა იფიქრონ. და ბოლოს, ჯადოქარმა უთხრა, რომ ისინი სრულებითაც არ არიან ცხვრები, ზოგი მათგანი ლომია, ზოგი - არწივი, ზოგი - ადამიანი, ზოგი - ჯადოქარი.
ამის შემდეგ, მის საზრუნავს და მღელვარებას ბოლო მოეღო: ცხვარი აღარსად გარბოდა, არამედ მშვიდად ელოდებოდა იმ დროს, როდესაც ჯადოქარს დასჭირდებოდა მათი ხორცი და ტყავი.
ეს ზღაპარი ძალიან კარგად წარმოაჩენს ადამიანის მდგომარეობას.
ე.წ. „ოკულტურ“ ლიტერატურაში, ალბათ, შეხვედრიხართ სიტყვას „კუნდალინი“: „კუნდალინის ცეცხლი“ ან „კუნდალინის გველი“. ეს ფრაზა გამოიყენება განსაკუთრებული სახეობის უჩვეულო ძალის აღსანიშნავად, რომელიც არსებობს ადამიანში და რომლის გაღვიძებაც შეიძლება. თუმცა, არცერთი არსებული თეორია არ იძლევა კუნდალინის ძალაუფლების სწორ განმარტებას. ზოგჯერ მას უკავშირებენ სექსუალურ ფუნქციებს, სექსუალურ ენერგიას, ანუ, სექსუალური ენერგიის სხვა მიზნებისთვის გამოყენებას. ეს ვარაუდი სრულიად მცდარია, რადგან კუნდალინი შეიძლება ნებისმიერ ადგილას იყოს.
გარდა ამისა, კუნდალინი არ არის რაღაც სასურველი ან სასარგებლო ადამიანის განვითარებისთვის. საინტერესოა, რომ ოკულტისტები ჩაებღაუჭენ სადღაც გაგონილ სიტყვას, მაგრამ მთლიანად შეცვალეს მისი მნიშვნელობა და აქციეს საშინელი და საშიში რამ რაღაცად, რაც იმედს იწვევს და ელოდებას მას, როგორც კურთხევას.
სინამდვილეში, კუნდალინი არის წარმოსახვის, ფანტაზიის ძალა, რომელიც რეალური ფუნქციის შემცვლელია. როცა ადამიანი მოქმედების ნაცვლად ოცნებობს; როდესაც მისი სიზმრები რეალობად იქცევა. როცა ადამიანი წარმოიდგენს, რომ ლომი, არწივი ან ჯადოქარია, ეს მასში კუნდალინის ძალა მოქმედებს. კუნდალინის შეუძლია ყველა ცენტრში მოქმედება, და მისი დახმარებით ყველა ცენტრი კმაყოფილდება წარმოსახვითით რეალურის სანაცვლოდ. ცხვარი, რომელიც მიიჩნევს, რომ ლომი ან ჯადოქარია, კუნდალინის ძალით ცხოვრობს.
კუნდალინი არის ადამიანებში მოთავსებული ძალა, რათა შეინარჩუნოს ისინი ამ მდგომარეობაში. ადამიანებს რომ შეეძლოთ მათი ჭეშმარიტი მდგომარეობის დანახვა, მისი საშინელების გააზრება, ისინი ერთი წამითაც არ დარჩებოდნენ იქ, სადაც იმყოფებიან. გამოსავალის ძებნას დაიწყებდნენ და ძალიან მალე იპოვნიდნენ მას, რადგან გამოსავალი არსებობს, მაგრამ ადამიანები ვერ ახერხებენ ამის დანახვას, ისინი ჰიპნოზში იმყოფებიან. კუნდალინი კი ის ძალაა, რომელიც აჩერებს მათ ჰიპნოზურ მდგომარეობაში.  „გაღვიძება“ ნიშნავს ჰიპნოზის მდგომარეობიდან გამოსვლას. ეს არის მთავარი სირთულე, მაგრამ ამაშივეა გაღვიძების შესაძლებლობის გარანტია, რადგან არ არსებობს ძილისთვის ორგანული მიზეზი, და ადამიანს შეუძლია გაიღვიძოს.
თეორიულად შეუძლია; მაგრამ პრაქტიკულად თითქმის შეუძლებელია, რადგან, როგორც კი ადამიანი წამიერად გაიღვიძებს, როგორც კი თვალს გაახელს, ყველა ძალა, რომელიც მას დაძინებას აიძულებს, მოქმედებს მასზე გაათმაგებული ენერგიით, და ის კვლავ იძინებს და ხშირად ესიზმრება, რომ გაიღვიძა ან იღვიძებს.
 ჩვეულებრივი ძილის დროს არსებობს ისეთი მდგომარეობა, როდესაც ადამიანს სურს გაიღვიძოს, მაგრამ ამის გაკეთება არ შეუძლია. ის საკუთარ თავს ეუბნება, რომ გაიღვიძა, მაგრამ სინამდვილეში კვლავაც ძილს აგრძელებს.
ასე შეიძლება რამდენჯერმე გამეორდეს, სანამ ის საბოლოოდ არ გამოიღვიძებს. მაგრამ ჩვეულებრივი ძილის დროს ადამიანი, თუნდაც რომ გაღვიძებული იყოს, ძილისგან განსხვავებულ მდგომარეობაში იმყოფება; ჰიპნოზურ მდგომარეობაში კი სიტუაცია განსხვავებულია: აქ არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში, დასაწყისში, გამოღვიძების ობიექტური ნიშნები, ადამიანს არ შეუძლია უპწკინოს საკუთარ თავს, რათა დარწმუნდეს, რომ არ სძინავს. და თუ, ღმერთმა არ ქნას, ადამიანს გაგონილი აქვს რაღაც ამ ობიექტური მახასიათებლების შესახებ, კუნდალინი დაუყოვნებლივ გარდაქმნის მათ ფანტაზიად და ოცნებად.
მხოლოდ მას, ვინც კარგად აცნობიერებს გამოღვიძების სირთულეს, შეუძლია გაიგოს  ხანგრძლივი და მძიმე სამუშაოს საჭიროება იმისთვის, რათა გაიღვიძოს.
რა არის საჭირო მძინარე ადამიანის გასაღვიძებლად? კარგი ბიძგი. მაგრამ როდესაც ადამიანს ღმად სძინავს, მხოლოდ ბიძგი არ არის საკმარისი, საჭიროა  უწყვეტი ბიძგები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, უნდა არსებობდეს ადამიანი, ვინც ამ ბიძგებს აწარმოებს. მე უკვე ვთქვი, რომ თუ ადამიანს სურს გაღვიძება, მან უნდა დაიქირაოს ვინმე, ვინც ხანგრძლივად დაიწყებს მის ჯაჯგურით გაღვიძებას. მაგრამ ვინ შეიძლება მან მოძებნოს, თუ ყველა ძილს არის მიცემული? ერთი ადამიანი მეორეს დაიქირავებს, რომ გააღვიძოს, მაგრამ დაქირავებულიც ხომ დაიძინებს. რა სარგებლობას მოუტანს ასეთი დამხმარე? გარდა ამისა, ადამიანი, რომელმაც ნამდვილად გაიღვიძა, ალბათ არ დახარჯავს თავის დროს სხვების გასაღვიძებლად; მას შეიძლება ჰქონდეს საკუთარი, უფრო მნიშვნელოვანი საქმე.
გაღვიძება მექანიკური საშუალებების გამოყენებითაც არის შესაძლებელი, მაგალითად, მაღვიძარას დახმარებით. მაგრამ მთელი უბედურება ის არის, რომ ადამიანი ძალიან სწრაფად ეჩვევა მაღვიძარას და აღარ აქცევს მას ყურადღებას. ამიტომ ბევრი მაღვიძარაა საჭირო, რომლებიც არ მისცემენ დაძინების საშუალებას. თუმცა, ამ შემთხვევაში არსებობს გარკვეული სირთულეები: მაღვიძარას დაქოქვა სჭირდება, რომ დაქოქო, უნდა გვახსოვდეს მის შესახებ; ამისთვის ადამიანს ხშირად უწევს გაღვიძება. და კიდევ უფრო უარესი: ადამიანი მიეჩვევა ყველა ამ მაღვიძარას და გარკვეული დროის შემდეგ მათთან ერთად უფრო ღრმად დაიძინებს. ამიტომ, მაღვიძარა საჭიროებს მუდმივად შეცვლას, მუდმივად ახლის გამოგონებას. დროთა განმავლობაში ეს ადამიანს გაღვიძებაში დაეხმარება, მაგრამ ძალიან მცირე შანსია იმისა, რომ ადამიანმა თავად ჩაატაროს ყველა ეს სამუშაო - დაქოქოს მაღვიძარები, შეცვალოს ისინი, ახალი გამოიგონოს, -  სხვა ადამიანის დახმარების გარეშე. უფრო სავარაუდოა, რომ ის დაიწყებს ამ საქმეს, მაგრამ მალე ის ძილში გადავა; სიზმარში ის დაინახავს, ​​რომ ახალ მაღვიძარას იგონებს, ქოქავს და ცვლის მას; ამის წყალობით, უფრო ღრმა ძილს მიეცემა.
 ამიტომაა საჭიროა გამოღვიძებისათვის ძალისხმევის კომბინაცია. აუცილებელია, რომ ვინმემ გააღვიძოს ადამიანი, ხოლო მეორე აკვირდებოდეს მას და იმას, ვინც მას აღვიძებს; საჭიროა ბევრი მაღვიძარა და  მუდმივად ახლის გამოგონება.
ამ მიზნის და შედეგების მიღების მისაღწევად რამდენიმე ადამიანი ერთად უნდა მუშაობდეს. ერთ ადამიანს აქ არაფერი არ შეუძლია.
გამოდის, რომ პირველ რიგში ადამიანს დახმარება სჭირდება. მაგრამ ერთი ადამიანის დახმარება ძნელია, რადგან ისინი, ვისაც  შეუძლია მათი დახმარება, განსაკუთრებით აფასებენ თავის დროს და, რა თქმა უნდა, ურჩევნიათ დახმარება გაუწიონ, ვთქვათ, ოც ან ოცდაათ ადამიანს, ვისაც სურს გაღვიძება, და არა მხოლოდ ერთს. გარდა ამისა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ერთი ადამიანი შეიძლება ადვილად მოტყუვდეს და გამოღვიძება მიიჩნიოს ახალ სიზმრად. თუ რამდენიმე ადამიანი გადაწყვეტს ერთად ებრძოლოს ძილს, ისინი ერთმანეთს გააღვიძებენ. შეიძლება ისე მოხდეს, რომ მათგან ოცმა დაიძინოს, ხოლო ოცდამეერთე ფხიზლად დარჩეს და დანარჩენებ გააღვიძოს.  ზუსტად ასეა მაღვიძარას საქმე. ერთი ადამიანი ერთ მაღვიძარას გამოიგონებს, მეორე - მეორეს; და შემდეგ შეძლებენ გაცვლას. ყველა ერთად ისინი ერთმანეთს დიდ დახმარებას გაუწევენ; ასეთი დახმარების გარეშე ვერავინ ვერაფერს ვერ მიაღწევს.
ამიტომ, ადამიანმა, ვისაც სურს გაღვიძება, უნდა მოიძიოს სხვა ადამიანები, რომელთაც ასევე სურთ გაღვიძება, და მათთან ერთად იმუშაოს. თუმცა, ამის თქმა უფრო ადვილია, ვიდრე გაკეთება. ასეთი სამუშაოს დასაწყებად და ორგანიზებისათვის საჭიროა ცოდნა, რომელსაც ჩვეულებრივი ადამიანი არ ფლობს. აუცილებელია სამუშაოების ორგანიზება, მუშაობას სჭირდება ხელმძღვანელი. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება შედეგების მიღება, რომლებიც მისგან არის მოსალოდნელი. ამ პირობების გარეშე არანაირი ძალისხმევა არ იძლევა შედეგს. ადამიანები საკუთარ თავს ტანჯავენ, მაგრამ ტანჯვა არ აიძულებს მათ გამოღვიძებას. ზოგიერთ ადამიანს უჭირს  ამის სწორად გაგება. თავისთავად, საკუთარი ნებით, მათ, ალბათ, შეუძლიათ დიდი ძალისხმევა გამოიყენონ და მნიშვნელოვანი მსხვერპლი გაწიონ. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც მათი პირველი ძალისხმევა და პირველი მსხვერპლი უნდა გახდეს მორჩილება, ქვეყნად არაფერი არ აიძულებს მათ დაემორჩილოს სხვას. მათ არ სურთ იმის გაფიქრებაც კი, რომ ყველა მათი ძალისხმევა და მსხვერპლი უშედეგოა.
აუცილებელია მუშაობის ორგანიზება, ეს კი შეუძლია მხოლოდ მას, ვინც იცის მისი პრობლემები და მიზნები, ვინც იცის მისი მეთოდები; ორგანიზატორი შეიძლება იყოს მხოლოდ ისეთი ადამიანი, რომელმაც თავის დროზე უკვე გაიარა ორგანიზებული მუშაობა.
როგორც წესი, ადამიანი იწყებს სწავლას პატარა ჯგუფში. ამ ჯგუფს სხვადასხვა დონეზე აქვს საერთო კავშირი მსგავს ჯგუფებთან, რომლებიც, ერთად განხილული, ქმნიან ე.წ. „მოსამზადებელ სკოლას“.
ჯგუფების პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება ისაა, რომ ისინი არ იქმნება მათი წევრების სურვილებისა და არჩევანის შესაბამისად. ჯგუფს ადგენს მასწავლებელი; ის ირჩევს ადამიანებს, რომლებიც, მისი მიზნების გათვალისწინებით, შეიძლება ერთმანეთისთვის სასარგებლო აღმოჩნდნენ.
მასწავლებლის გარეშე ჯგუფში მუშაობა არ არის შესაძლებელი. შეუფერებელ მასწავლებელთან ჯგუფის მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს მხოლოდ უარყოფითი შედეგები.
ჯგუფის მომდევნო მნიშვნელოვანი თვისება ის არის, რომ ჯგუფები შეიძლება უკავშირდებოდეს გარკვეულ მიზანს, რომლის შესახებ მათ, ვინც მუშაობას იწყებს, წარმოდგენაც კი არ აქვს, და რომლის ახსნაც მათთვის შეუძლებელია, სანამ ისინი ვერ გაიგებენ მუშაობის პრინციპებს და არსს  და მასთან დაკავშირებულ იდეებს. მაგრამ მიზანი, რომლისკენაც ისინი მიდიან და რომელსაც ემსახურებიან ისე, რომ თავადაც ვერ გაუგიათ, არის მათი სამუშაოს აუცილებელი დასაბალანსებელი ელემენტი. ჯგუფის წევრების პირველი ამოცანაა ამ მიზნის გაგება, ანუ მასწავლებლის მიზნის გაგება. როცა მათ ის გაიგეს, თუნდაც თავიდან და არა მთლიანად, მათი საკუთარი მუშაობა უფრო გააზრებული ხდება და, შესაბამისად, შეუძლია უკეთესი შედეგის მიღება. მაგრამ, როგორც აღვნიშნე, ხშირად ისე ხდება, რომ დასაწყისში მასწავლებლის მიზნის ახსნა არ შეიძლება.
ამიტომ ადამიანის პირველი მიზანი, რომელიც ჯგუფში მუშაობას იწყებს, უნდა იყოს საკუთარი თავის შესწავლა. თვითშესწავლაზე მუშაობა შეიძლება მხოლოდ ორგანიზებულ ჯგუფებში მიმდინარეობდეს. მარტო მყოფი ადამიანი ვერ დაინახავს თავის თავს. მაგრამ როდესაც რამდენიმე ადამიანი გაერთიანდება ამ მიზნით, ისინი უნებურად დაეხმარებიან ერთმანეთს. ეს ადამიანის ბუნების საერთო თვისებაა: ადამიანი უკეთ ხედავს სხვა ადამიანის ნაკლოვანებებს, ვიდრე საკუთარს. ამავდროულად, თვითშესწავლის გზაზე ის გაიგებს, რომ თავადაც გააჩნია ყველა ის ხარვეზი, რომელსაც ვერ ხედავს თავის თავში, მაგრამ  ხედავს სხვებში. თუმცა, არსებობს ბევრი რამ, რასაც ის ვერ ხედავს თავის თავში, მაგრამ ამჩნევს  სხვებში. მიუხედავად ამისა, როგორც უკვე აღვნიშნე, ამ შემთხვევაში მან იცის, რომ ეს თვისებები მისიც არის. ამგვარად, ჯგუფის სხვა წევრები მისთვის სარკის ფუნქციას ასრულებენ, სადაც ის თავის თავს ხედავს. მაგრამ, რასაკვირველია, საკუთარი თავი რომ დაინახო სხვის შეცდომებში და არ დაინახო მხოლოდ სხვა ადამიანების ხარვეზები, ადამიანი უნდა იყოს ძალიან ყურადღებიანი და გულწრფელი საკუთარი თავის მიმართ.
მას უნდა ახსოვდეს, რომ ის არ არის ერთიანი არსება, რომ მისი ერთი ნაწილი არის ადამიანი, რომელსაც სურს გაღვიძება, ხოლო მეორე ნაწილი - „ივანოვი“, „პეტროვი“ ან „ზახაროვია“, რომელსაც არ სურს გაღვიძება და რომელიც იძულებით უნდა გააღვიძო.
ჯგუფი, როგორც წესი, აფორმებს რაღაც ხელშეკრულების მსგავს ადამიანთა გარკვეულ რაოდენობას შორის. ეს ხელშეკრულება „ივანოვის“, „პეტროვის“, „ზახაროვის“, ანუ  მათი „ყალბი პიროვნებების“ წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლისთვის არის დადებული.
ავიღოთ, მაგალითად, პეტროვი. პეტროვი შედგება ორი ნაწილისაგან - „მე“-სა და „პეტროვი“-სგან. მაგრამ „მე“ უძლურია „პეტროვის“ წინაშე, „პეტროვი“ - ბატონია. დავუშვათ, რომ არსებობს ოცი ადამიანი, ოცი „მე“, რომლებიც იწყებენ ბრძოლას ერთი „პეტროვის“ წინააღმდეგ. ახლა ისინი შეიძლება მასზე ძლიერნი აღმოჩნდნენ, ყოველ შემთხვევაში, შეუძლიათ დაურღვიონ მას ძილი, ისე რომ ის აღარ დაიძინებს ისე  მშვიდად, როგორც ადრე. ეს არის სამუშაოს მიზანი.
გარდა ამისა, საკუთარი თავის შესწავლის საქმეში ადამიანი იწყებს მასალის დაგროვებას, რაც წარმოადგენს ინტროსპექციის შედეგს. ოც ადამიანს ეს მასალა ოცჯერ მეტი ექნება. და თითოეული მათგანი შეძლებს მის მთლიანად გამოყენებას, რადგან დაკვირვევების გაცვლა ჯგუფის არსებობის ერთ-ერთი მიზანია.
როდესაც იწყება ჯგუფის შექმნა, მის წევრებს გარკვეულ პირობებს სთავაზობენ. ეს არის, პირველ რიგში, ჯგუფის ყველა წევრისთვის საერთო პირობები; მეორე, ინდივიდუალური პირობები ცალკე წევრებისთვისაა.
სამუშაოების დაწყების ზოგადი პირობები, ჩვეულებრივ, შემდეგია: ჯგუფის ყველა წევრს განუმარტავენ, რომ მათ საიდუმლოდ უნდა შეინახონ ყველაფერი, რასაც მოისმენენ ან გაიგებენ ჯგუფში და არა მხოლოდ იმ დროისთვის, სანამ ჯგუფის წევრები არიან, არამედ სამუდამოდ, მომავალშიც.
ეს არის სავალდებულო პირობა, რომლის იდეა თავიდანვე უნდა იყოს გასაგები მათთვის. სხვა სიტყვებით, მათთვის ნათელი უნდა გახდეს, რომ ეს არ არის  საიდუმლოების შექმნის მცდელობა, ისევე როგორც არ არის შეგნებული განზრახვა წაართვან მათ  ნათესავებთან ან მეგობრებთან ურთიერთობა.
ეს შეზღუდვა იმით არის განპირობებული, რომ ისინი ვერ ახერხებენ სწორად გადასცენ ის, რის შესახებაც საუბარია ჯგუფში. ძალიან მალე ისინი საკუთარ გამოცდილებას მიიღებენ და გაიგებენ, თუ რამდენად ბევრი დრო და ძალისხმევა, რამდენად ბევრი ახსნა არის საჭირო იმისათვის, რათა აითვისო ის, რის შესახებაც ჯგუფში საუბრობენ; მათთვის ნათელი გახდება, რომ მათ არ შეუძლიათ მეგობრებს გადასცენ სწორი იდეა იმისა, რაც თავად  შეიტყვეს. ამავე დროს, ისინი იწყებენ იმის გაცნობიერებას, რომ როდესაც მეგობრებს არასწორ იდეებს გადასცემენ, ამით უკარგავენ მათ შესაძლებლობას ოდესმე მიუახლოვდნენ სამუშაოს ან გაიაზრონ რაღაც, რაც მუშაობასთან არის დაკავშირებული, რომ აღარაფერი ვთქვათ იმის შესახებ, რომ ამ გზით ისინი უქმნიან ბევრ უსიამოვნებას და დაბრკოლებას მომავალში პირადად თავის თავს. იმ შემთხვევაში, თუ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ადამიანი ცდილობს გადასცეს მეგობრებს, რაც ჯგუფში მოისმინა, ის მალე რწმუნდება, რომ მცდელობა ამ კუთხით იწვევს სრულიად მოულოდნელ და არასასურველ შედეგებს. ადამიანები ან იწყებენ მასთან კამათს და არ სურთ მისი მოსმენა, და დაჟინებით მოითხოვენ, რომ მან მოისმინოს მათი თეორიები; ან არასწორ ინტერპრეტაციას აძლევენ ყველაფერს, რასაც ის ეუბნება, მიაწერენ ყველაფერს, რაც მისგან ესმით, სრულიად განსხვავებულ მნიშვნელობას. ყველაფრის ამის შედეგად, ადამიანისთვის გასაგები ხდება მისი მცდელობის გამოუსადეგრობა და აღნიშნული შეზღუდვის ერთ-ერთი ასპექტი.
კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი მხარე ის არის, რომ ადამიანისთვის ძალიან რთულია შეინარჩუნოს დუმილი იმის შესახებ, რაც მას აინტერესებს. მას სურს ისაუბროს მათზე ყველასთან, ვისთანაც, ასე ვთქვათ, სჩვევია აზრების გაზიარება. ეს არის ყველაზე მექანიკური ყველა სურვილიდან, და ამ შემთხვევაში დუმილი არის თავშეკავების ყველაზე რთული წესი. მაგრამ თუ ადამიანს ეს ესმის, ან, ყოველ შემთხვევაში, ამ წესს მიჰყვება, ის გახდება მისთვის საუკეთესო სავარჯიშო საკუთარი თავის გასახსენებლად და ნებისყოფის გასავითარებლად. მხოლოდ ის ადამიანი, რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია დუმილის შენარჩუნება, შეიძლება გახდეს თავისი თავის ბატონ-პატრონი.
მაგრამ ბევრ ადამიანს უჭირს იმ აზრთან შეგუება, რომ მათი ხასიათის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია უსარგებლო ყბედობა; ეს განსაკუთრებით რთულია მათთვის, ვისაც საკუთარი თავი მიაჩნია სერიოზულ და ჭკვიან პიროვნებად, უთქმელი, მარტოობის, ფიქრის მოყვარულ ადამიანად. ამ მიზეზით ეს მოთხოვნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. როდესაც ადამიანს ეს ახსოვს და ამას ასრულებს, მას შეუძლია დაინახოს თავისი თავის ისეთი მხარეები, რომლებიც არასდროს შეუმჩნევია.
ჯგუფის წევრებისადმი შემდეგი მოთხოვნა არის ის, რომ მათ უნდა აცნობონ ჯგუფში  მასწავლებელს სრული სიმართლე.
აუცილებელია ამის ასევე მკაფიოდ და სწორად გაგება. ადამიანებს არ ესმით, რა  უზარმაზარი ადგილი მათ ცხოვრებაში უკავია ტყუილს, თუნდაც სიმართლის დამალვის სახით. ადამიანებს არ შეუძლიათ გულწრფელები იყვნენ არც საკუთარ თავთან, არც სხვებთან. მათ არც კი ესმით, რომ გულწრფელობის სწავლა, როდესაც ეს აუცილებელია, ამქვეყნად ყველაზე რთული რამ არის. მათ მიაჩნიათ, რომ მათზეა დამოკიდებული, იტყვიან თუ არა ისინი სიმართლეს, იქნებიან თუ არა ისინი გულწრფელნი. ამიტომ მათთვის აუცილებელია ისწავლონ ეს და, უპირველეს ყოვლისა, ისწავლონ სწორი დამოკიდებულება მასწავლებლის მიმართ, რომელიც ხელმძღვანელობს მათ საქმიანობას. როდესაც მასწავლებელს ეუბნებიან წინასწარ მოფიქრებულ სიცრუეს, ან მასთან გულწრფელი არ არიან, უმალავენ რაღაცას, ისინი თავიანთ ყოფნას ჯგუფში აბსოლუტურად უსარგებლოს ხდიან; ეს მასწავლებლის მიმართ უხეშობისა და უხამსობის გამოხატვაზე უფრო უარესია.
ჯგუფის წევრებისადმი შემდეგი მოთხოვნა არის ის, რომ მათ უნდა ახსოვდეთ, რატომ მოვიდნენ ჯგუფში.
ისინი მოვიდნენ აქ, რათა ისწავლონ და იმუშაონ საკუთარ თავზე, ამასთან ისე კი არ ისწავლონ და იმუშაონ, როგორც მათ ესმით, არამედ ისე, როგორც ეუბნებიან. ამიტომ, თუ ჯგუფში ყოფნისას ისინი უნდობლობას გამოხატავენ მასწავლებლის მიმართ და აკრიტიკებენ მის ქმედებებს, თუ მიაჩნიათ, რომ უკეთესად იციან, როგორ უხელმძღვანელონ ჯგუფს, განსაკუთრებით, თუ ისინი დემონსტრაციულად ავლენენ უყურადღებობას მასწავლებლის მიმართ, უპატივცემულობას, უხეშობას, მოუთმენლობას, ეკამათებიან მას, - ეს ნიშნავს მუშაობის დასასრულს, რადგან მუშაობა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მანამდე, სანამ ადამიანებს ახსოვთ, რომ ისინი მოვიდნენ, რათა თავად ესწავლად და არა სხვებისთვის ესწავლებინათ.
თუ ადამიანი აღარ ენდობა მასწავლებელს და მასწავლებელი მას აღარ სჭირდება, თავადაც საჭირო არ ხდება მასწავლებლისთვის. ამ შემთხვევაში უმჯობესია ის წავიდეს და მონახოს სხვა მასწავლებელი ან შეეცადოს იმუშაოს მასწავლებლის გარეშე. ეს არ მოუტანს მას სარგებლობას, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, მოუტანს ნაკლებ ზიანს, ვიდრე ტყუილი, გულჩათხრობილობა ან მასწავლებლისთვის წინააღმდეგობის გაწევა და უნდობლობის გამოხატვა.
ამ ფუნდამენტური წესების გარდა იგულისხმება, რომ ჯგუფის ყველა წევრმა უნდა იმუშაოს. თუ ისინი ჯგუფში არიან და არ მუშაობენ და მხოლოდ ფიქრობენ, რომ მუშაობენ, თუ ისინი განიხილავენ მუშაობას,  როგორც უბრალოდ ჯგუფში ყოფნას, ან, როგორც ხშირად ხდება, როგორც დროსტარებას, თუ ეძებენ სასიამოვნო ნაცნობობას და ა.შ., მათი ჯგუფში ყოფნა სრულიად უსარგებლო ხდება. და რაც ადრე დატოვებენ ისინი ნებაყოფლობით ჯგუფს ან იქნებიან გაძევებული, მით უკეთესი იქნება მათთვის და სხვებისთვის.
მოთხოვნები, რომლებიც აქ ჩამოთვლილია, წარმოადგენს მასალას წესებისთვის, რომელიც სავალდებულოა ჯგუფის ყველა წევრისთვის. პირველ რიგში, წესები ეხმარება მას, ვისაც სურს მუშაობა, თავიდან აიცილოს ყველაფერი, რასაც შეუძლია ხელი შეუშალოს მას ან ზიანი მიაყენოს მის მუშაობას; მეორე, ისინი ეხმარებიან მას საკუთარი თავის გახსენებაში.
ხშირად მუშაობის დასაწყისში ჯგუფის წევრებს არ მოსწონთ ზოგიერთი წესი. ისინი კითხულობენ : - ნუთუ არ შეიძლება წესების გარეშე მუშაობა? წესები მათთვის თავისუფლების შემზღუდელი და რუტინული ფორმალობაა; წესების შეხსენება მათ მიაჩნიათ მასწავლებლის ბოროტ ნებად ან უკმაყოფილების გამოხატვად მის მხრიდან.
სინამდვილეში, წესები - ძირითადი და პირველი დახმარებაა, რომელსაც ისინი იღებენ მუშაობისგან. ეს წესები არ ანიჭებს მათ სიამოვნებას და არც გართობის საშუალებას აძლევს, არც მუშაობას უადვილებს, არამედ გარკვეულ მიზნებს ისახავს: აიძულოს ჯგუფის წევრები მოიქცნენ ისე, როგორც ისინი მოიქცეოდნენ, „თუ“ ... ანუ, თუ მათ ემახსოვრებოდათ საკუთარი თავი და გააზრებული ექნებოდათ, როგორ უნდა მოიქცნენ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არ მონაწილეობენ სამუშაოებში, ან იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დაკავშირებული არიან მუშაობასთან, ან  მასწავლებლის მიმართ. მათ რომ ხსომებოდათ საკუთარი თავი და გააზრებული ჰქონოდათ ეს, წესები არ დასჭირდებოდათ. მაგრამ მათ არ შეუძლიათ, რომ ახსოვდეთ თავისი თავი, და ესმოდეთ ყველაფერი  მუშაობის დაწყებისას, ამიტომ წესები აუცილებელია, თუმცა არ არის ადვილი, სასიამოვნო და მოსახერხებელი. პირიქით, ისინი უნდა იყოს რთული, უსიამოვნო და მოუხერხებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ დააკმაყოფილებენ თავის მიზანს. წესები თითქოს მაღვიძარაა, რომელიც მძინარე ადამიანს აღვიძებს. მაგრამ ადამიანი, რომელიც წამიერად გაახელს თვალებს, აღშფოთებას გამოხატავს მაღვიძარას გამო და კითხულობს: „ნუთუ არ შეიძლება მაღვიძარის გარეშე გაღვიძება?“
ზოგადი წესების გარდა, არსებობს ინდივიდუალური წესები და პირობები, რომლებიც თითოეულ ადამიანს ეძლევა და ჩვეულებრივ უკავშირდება მის „მთავარ ნაკლოვანებას“ ან „მთავარ თვისებას“. ეს მოითხოვს გარკვეულ ახსნას.
თითოეული ადამიანის ხასიათში არსებობს თვისება, რომელიც ცენტრალურია. ეს არის ღერძი, რომლის გარშემოც ბრუნავს მისი „ცრუ პიროვნება“. თითოეული ადამიანის პირადი საქმე უნდა მაგომარეობდეს ბრძოლაში მისი მთავარი ნაკლვანების წინააღმდეგ. ამით აიხსნება, თუ რატომ არ შეიძლება არსებობდეს მუშაობის ზოგადი წესები, და რატომ ყველა სისტემა, რომელიც ცდილობს საერთო წესების შემუშავებას, შედეგს არ იღებს ან მხოლოდ ზიანი მოაქვს. ან როგორ შეიძლება არსებობდეს ასეთი ზოგადი წესები? ის, რაც სასარგებლოა ერთისთვის, შეიძლება საზიანო იყოს მეორესთვის. ერთი ადამიანი ლაპარაკის მოყვარულია; მან უნდა ისწავლოს დუმილი. მეორე ადამიანი დუმს, როდესაც უნდა ილაპარაკოს; მან უნდა ისწავლოს ლაპარაკი. ყველგან ასე ხდება. ჯგუფში მუშაობის ზოგადი წესები ვრცელდება თითოეულ წევრზე; პირადი მითითებები შეიძლება იყოს მხოლოდ ინდივიდუალური. როგორც წესი, ადამიანს არ შეუძლია დამოუკიდებლად მოიძიოს თავისი ძირითადი ნაკლოვანი მხარე. ამაზე მასწავლებელმა უნდა მიუთითოს და ასწავლოს, როგორ ებრძოლოს მას. ამის გაკეთება არავის შეუძლია, მასწავლებლის გარდა.
მისი მთავარი ნაკლოვანების შესწავლა და მის აღმოსაფხვრელად ბრძოლა თითქოს თითოეული ადამიანის ინდივიდუალურ გზას წარმოადგენს; მაგრამ მიზანი ჯგუფის ყველა წევრს უნდა ჰქონდეს ერთი. ეს მიზანია საკუთარი არარაობის გაგება. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ნამდვილად და გულწრფელად მივიდა თავისი უსუსურობის რწმენამდე, როდესაც ის უკვე მუდმივად გრძნობს ამას, ის უკვე მზად იქნება მუშაობის მომდევნო, უფრო რთული ეტაპისთვის.
ყველაფერი, რაც ადრე იყო ნახსენები, ეხება კონკრეტულ ჯგუფებს, რომლებიც დაკავებული არიან ნამდვილი, კონკრეტული მუშაობით, და დაკავშირებულია ე.წ. „მეოთხე გზასთან“. მაგრამ მათ გარდა არსებობს მრავალი მისაბაძი გზა, მისაბაძი ჯგუფები და მისაბაძი სამუშაო. ეს „შავი მაგიაც“ კი არ არის.
ლექციებზე ხშირად მეკითხებიან იმის თაობაზე, თუ რა არის „შავი მაგია“. მე ვპასუხობ, რომ არ არსებობს არც  წითელი, არც მწვანე, არც ყვითელი მაგია. არსებობს მექანიკა, ანუ, რაც „ხდება“, რაც „კეთდება“, ანუ მაგია. „კეთება“ შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი სახის; ორი სახის „კეთება“ არ არსებობს. მაგრამ შესაძლებელია ფალსიფიკაცია, „კეთების“ გარეგნული გამოვლინებისადმი მიბაძვა, რომელიც არ გამოიწვევს რაიმე ობიექტურ შედეგს, მაგრამ მას შეუძლია შეცდომაში შეიყვანოს გულუბრყვილო ადამიანები და გამოიწვიოს მათი რწმენა, თვალის ახვევა, ენთუზიაზმი, ფანატიზმიც კი.
სწორედ ამიტომ, ჭეშმარიტ საქმეში, ანუ ჭეშმარიტ „კეთებაში“, დაუშვებელია ადამიანების შეცდომაში შეყვანა. ე.წ. „შავი მაგია“ თვალის ახვევას უკავშირდება; ეს ადამიანის სუსტ მხარეებზე თამაშია. „შავი მაგია“ არ ნიშნავს ბოროტების მაგიას. მე ადრე უკვე მითქვამს, რომ არავინ მოქმედებს ბოროტების ჩადენის მიზნით. ყველა ადამიანი ყოველთვის მოქმედებს სიკეთის ინტერესებში, როგორც მას ესმის იგი. ანალოგიურად, არასწორია იმის თქმა, რომ „შავი მაგია“ აუცილებლად ეგოისტურია, რომ „შავ მაგიაში“ ადამიანი ცდილობს გარკვეული შედეგის მიღწევას პირადად თავისთვის. ეს ასე არ არის. „შავი მაგია“ შეიძლება იყოს საკმაოდ ალტრუისტური, იღწვოდეს კაცობრიობის კეთილდღეობისკენ, მის გადარჩენისკენ ჭეშმარიტი ან წარმოსახვითი ბოროტებისგან. მაგრამ მას, რასაც ეწოდება „შავი მაგია“, აქვს ერთი კონკრეტული თვისება. ეს არის ადამიანების გამოყენების თვისება რაღაც საკუთარი, თუნდაც საუკეთესო მიზნებისთვის ისე, რომ არც კი ჰყავთ ისინი შესწავლილი, და შეჰყავთ შეცდომაში, იწვევენ მათში რწმენას ან შიშს.
მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ „შავი მაგია“, კეთილი ან ბოროტი, ყოველთვის სკოლის პროდუქტია. მან ისწავლა რაღაც, რაღაც მოისმინა, რაღაც იცის. ის მხოლოდ „ნახევრად განათლებული ადამიანია“, რომელიც სკოლიდან გააძევეს, ან თვითონ წავიდა, რადგან გადაწყვიტა, რომ უკვე საკმარისი ცოდნა მიიღო, რომ აღარ არის საჭირო რაიმეს სწავლა, რომ შეიძლება იმოქმედოს დამოუკიდებლად და სხვების მუშაობასაც უხელმძღვანელოს. ამ ტიპის „სამუშაო“ მხოლოდ სუბიექტურ შედეგებს იწვევს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მხოლოდ ზრდის მოტყუების შესაძლებას, აღრმავებს ძილს მისი შემცირების ნაცვლად. მიუხედავად ამისა, შეიძლება რაღაც სწავლა “შავი მაგისგან“, თუმცა არაპირდაპირი გზით. ზოგჯერ მას შეუძლია შემთხვევით სიმართლეც კი თქვას. ამიტომ ვამბობ, რომ არსებობს რაღაც, რაც გაცილებით უარესია, ვიდრე „შავი მაგია“. ასეთია სხვადასხვა სახის „ოკულტური“ და თეოსოფიური საზოგადოებები და ჯგუფები. მათი მასწავლებლები არა თუ არ ყოფილან რომელიმე სკოლაში, არც არავინ შეხვედრია ისეთი, ვინც ამ სკოლაში იმყოფებოდა. მათი მუშაობა გამოიხატება უბრალო კოპირებაში. თუმცა, ასეთი სახის იმიტირებული მუშაობა დიდ კმაყოფილებას იწვევს. ერთი ადამიანი თავს გრძნობს „მასწავლებლად“,  მეორე - „მოსწავლედ“, და ყველა განიცდის კმაყოფილებას. აქ ვერ მიიღებთ საკუთარი არარაობის განცდას; და მაშინაც კი, თუ ადამიანები აცხადებენ, რომ ეს განცდა აქვთ, ეს ყველაფერი ილუზიაა და საკუთარი თავის მოტყუება, თუ არა პირდაპირი მოტყუება. პირიქით, საკუთარი არარაობის გააზრების ნაცვლად, ასეთი წრეების წევრები იძენენ საკუთარი მნიშვნელობის განცდას, და მათი ყალბი პიროვნება იზრდება.
თავდაპირველად ძალიან ძნელია იმის გადამოწმება, სწორად თუ არასწორად მიმდინარეობს მუშაობა, სწორი თუ არასწორია მიღებული ინსტრუქციები. ამ თვალსაზრისით, მუშაობის თეორიული ნაწილი შეიძლება სასარგებლოც აღმოჩნდეს. ამ ასპექტიდან გამომდინარე ადამიანისთვის უფრო ადვილია ამის შესახებ მსჯელობა. მან იცის, რა იცის და რა არა, რა შეიძლება ისწავლოს ჩვეულებრივი გზით და რა არა. და თუ ის გაიგებს რაიმე ახალს, რაღაც ისეთს, რასაც  ვერ გაიგებ ჩვეულებრივი გზით წიგნებიდან და ა.შ., ეს გარკვეულწილად გარანტიაა იმისა, რომ პრაქტიკული მხარეც სწორი იქნება. მაგრამ, რა თქმა უნდა, არც ეს არ იძლევა სრულ გარანტიას, და აქ შესაძლებელია შეცდომები. ყველა ოკულტური და სპირიტული საზოგადოება ამტკიცებს, რომ მათ აქვთ ახალი ცოდნა, და არიან ადამიანები, რომლებსაც ამის სჯერა.
სათანადოდ ორგანიზებულ ჯგუფებში რწმენა არ არის საჭირო; საჭიროა მხოლოდ ცოტა ნდობა, ისიც მოკლე დროით, რადგან, რაც უფრო ადრე იწყებს ადამიანი იმის შემოწმებას, რაც ესმის, მით უკეთესია მისთვის.
ბრძოლა ცრუ „მე“-ს წინააღმდეგ, ადამიანის მთავარი თვისების, მთავარი ნაკლის წინააღმდეგ, - მუშაობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, და ის უნდა წარიმართოს რეალურად, და არა სიტყვებით. მასწავლებელი აძლევს თითოეულ მოსწავლეს კონკრეტულ ამოცანას, რომლის შესასრულებლად საჭიროა გამარჯვების მოპოვება მთავარ ნაკლზე. როდესაც მოსწავლეს ასრულებს მას, ის ებრძვის საკუთარ თავს და მუშაობს საკუთარ თავზე. თუ ის თავს არიდებს ამ დავალების შესრულებას, არ ცდილობს მის შესრულებას, ეს ნიშნავს, რომ მას ან არ სურს, ან არ შეუძლია მუშაობა.
როგორც წესი, თავდაპირველად, ყველაზე ადვილ დავალებას აძლევენ, რასაც მასწავლებელი არც კი უწოდებს დავალებას. ის არ საუბრობს მათზე ბევრს, არამედ იძლევა მინიშნების სახით. თუ ის ხედავს, რომ მისი ესმით, რომ დავალება სრულდება, თანდათანობით ართულებს მას.
უფრო რთულ დავალებებს, თუმცა მათი სირთულე მხოლოდ სუბიექტურია, ეწოდება „დაბრკოლება“. დაბრკოლების თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ სერიოზული დაბრკოლების გადალახვის შემდეგ, ადამიანს აღარ შეუძლია დაუბრუნდეს ნორმალურ ძილს, ყოველდღიურ ცხოვრებას. და თუ პირველი დაბრკოლების გადალახვის შემდეგ ადამიანი განიცდის შიშს ახალი დაბრკოლებების წინაშე, რომლებიც მოჰყვება მას, ის აღმოჩნდება ორ დაბრკოლებათა შორის, და ვერ მიდის ვერც წინ, ვერც უკან. ეს არის ყველაზე ცუდი სიტუაცია, რომელიც შეიძლება გადახდეს ადამიანს. ამიტომ მასწავლებელი ყურადღებით ირჩევს დავალებებს და დაბრკოლებებს; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის გარკვეულ რისკზე მიდის, როდესაც აძლევს გარკვეულ დავალებებს, რომლებიც ითხოვს გამარჯვებას შინაგან დაბრკოლებებზე, იმ ადამიანებს, რომლებმაც უკვე გამოავლინეს თავი ძლიერებად მცირე დაბრკოლებების გადალახბის დროს.
ხშირად ისე ხდება, რომ, როდესაც ადამიანები შეჩერდებიან რომელიმე დაბრკოლების, ჩვეულებრივ, ყველაზე პატარასა და მარტივის წინ, ისინი განეწყობიან სამუშაოს, მასწავლებლისა და ჯგუფის სხვა წევრების წინააღმდეგ და ბრალს სდებენ იმაში, რასაც საკუთარ თავში აღმოაჩენენ.
მოგვიანებით, ზოგჯერ, ისინი ინანიებენ და ადანაშაულებენ საკუთარ თავს, შემდეგ ისევ ადანაშაულებენ სხვებს, ისევ ინანიებენ და ა.შ. მაგრამ არაფერი ისე არ გამოავლენს ადამიანს, როგორც მისი დამოკიდებულება სამუშაოს და მასწავლებლის მიმართ, მას შემდეგ, რაც დატოვა ისინი. ზოგჯერ ასეთი გამოცდა განზრახ არის მოწყობილი. ადამიანს ისეთ მდგომარეობაში აყენებენ, რომ ის იძულებული ხდება წავიდეს; და ის მართალია, როდესაც განიცდის მასწავლებლის და ჯგუფის სხვა წევრების მიმართ გაბრაზებას. მას აკვირდებიან, რათა ნახონ, როგორ მოიქცევა ის შემდგომ. ღირსეული ადამიანი ღირსეულად იქცევა, მაშინაც კი, თუ მიიჩნევს, რომ უსამართლოდ ან არასწორად მოექცნენ. მაგრამ ბევრი ადამიანი ასეთ გარემოებებში აჩვენებს თავისი ბუნების ისეთ მხარეს, რომელსაც სხვა შემთხვევაში არ გამოავლენდნენ. ზოგჯერ ასეთი ქმედება აუცილებელია ადამიანის ნამდვილი ბუნების გამოსავლენად. სანამ თქვენ მას კარგად ეპყრობით ისიც კარგად გეპყრობათ. მაგრამ, როგორი გახდება, თუ სხვაგვარად მოექცევიან?
თუმცა, მთავარი ეს არ არის. მთავარია მისი იდეათა საკუთარი შეფასება, რომელსაც ის იღებს ან მიიღო, მისი დამოკიდებულება მათ მიმართ, ასევე ამ შეფასების შენარჩუნება ან დაკარგვა. ადამიანს ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეუძლია სრულიად გულწრფელად დაიჯეროს, რომ მას სურს მუშაობა, დიდი ძალისხმევის გამოყენება, მაგრამ შემდეგ ყველაფერ ამას თავი დაანებოს და გამოვიდეს კიდეც მუშაობის წინააღმდეგ, მოძებნოს თავის გამართლება, სხვადასხვა მიზეზი, განზრახ მიაწეროს არასწორი მნიშვნელობა იმას, რაც მოისმინა, და ა.შ.“
- მაშინ რა ემართებათ მათ? - იკითხა ერთ-ერთმა აუდიტორიიდან.
- არაფერი. რა შეიძლება დაემართოს? - შეეპასუხა გურჯიევი. - ისინი თავად წარმოადგენენ საკუთარ სასჯელს. როგორ შეიძლება არსებობდეს უარესი სასჯელი?
შეუძლებელია მთლიანად მუშაობის აღწერა ჯგუფში, - განაგრძო მან. - თავად უნდა გაიარო ყველაფერი. მანამდე ყველაფერი, რაც ითქვა, - მხოლოდ მინიშნებაა, რომლის ნამდვილი მნიშვნელობა გაეხსნება მხოლოდ მათ, ვინც ჩაატარებს სამუშაოს და საკუთარ გამოცდილებაზე გაიგებს, თუ რას ნიშნავს „დაბრკოლება“ და რა სირთულეებს წარმოადგენენ ისინი.
ზოგადად, ყველაზე რთული დაბრკოლება არის გამარჯვება ტყუილზე. ადამიანი იმდენად ბევრს ცრუობს, ისე მუდმივად ატყუებს თავის თავსაც და სხვებსაც, რომ ვეღარ ამჩნევს ამას. მიუხედავად ამისა, ტყუილი უნდა დამარცხდეს. და პირველი ძალისხმევა, რომელიც მოეთხოვება ადამიანს, არის გამარჯვება საკუთარ თავზე, რათა ტყუილი არ უთხრა მასწავლებელს. ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს, ან არაფერი არ უთხრას მას, სიმართლის გარდა, ან დაუყოვნებლივ უარი თქვას სწავლებაზე.
თქვენ აუცილებლად უნდა გააცნობიეროთ, რომ მასწავლებელი იღებს თავის თავზე ძალიან რთულ ამოცანას - გაწმინდოს და შეაკეთოს ადამიანის მექანიზმი. რა თქმა უნდა, ის ხელს ჰკიდებს მხოლოდ იმ მექანიზმებს, რომელთა შეკეთებაც მას შეუძლია. თუ მექანიზმში რაიმე მნიშვნელოვანი გამოვიდა მწყობრიდან,  მაშინ ის უარს იტყვის  შეკეთებაზე. მაგრამ ის მანქანებიც კი, რომლებიც თავისი ბუნებით უფრო ხელმისაწვდომია შესაკეთებლად, სრულიად უიმედო გახდება, თუ დაიწყებს მოტყუებას. მასწავლებლისთვის ტყუილის თქმა, თუნდაც უმნიშვნელოს, ნებისმიერი რამის დამალვა, მაგალითად, თუ სხვამ თხოვა რაღაცის საიდუმლოდ შენახვა, ან ჩვენ თავად ვუთხარით სხვებს, - ეს ყველაფერი მაშინვე დაასრულებს ადამიანის მუშაობას, განსაკუთრებით, თუ მას უკვე ჰქონდა გარკვეული ძალისხმევა.
აქ არსებობს წესი, რომელიც უნდა დაიმახსოვროთ: ადამიანის მიერ ჩადენილი ნებისმიერი ძალისხმევა ზრდის მისთვის წაყენებულ მოთხოვნებს. სანად ადამიანმა არ გამოიყენა რაიმე სერიოზული ძალისხმევა, მოთხოვნები მის მიმართ მაღალი არ არის; მაგრამ მისი ძალისხმევა დაუყოვნებლივ ზრდის ამ მოთხოვნებს. და რაც უფრო მეტია მის მიერ წარმოებული ძალისხმევა, მით უფრო მნიშვნელოვანია ახალი მოთხოვნები.
ამ ეტაპზე მოწაფეები ხშირად უშვებენ შეცდომას, რომელიც მუდმივად მეორდება. ისინი მიიჩნევენ, რომ ადრე გამოყენებული  ძალისხმევა, ასე ვთქვათ, წარსული დამსახურება, აძლევს მათ გარკვეულ უფლებებს ან შეღავათებს, ამცირებენ მათდამი მოთხოვნებს, თითქოს პატიობენ მათ, თუ ისინი შეწყვეტენ მუშაობას ან რაღაც შეცდომას დაუშვებენ. რა თქმა უნდა, ეს არის ცრუ ცნება; რადგან არაფერი, რაც გუშინ გააკეთა ადამიანმა, არ აძლევს მას დღეს პატიების უფლებას.  თუ გუშინ მან რაღაც გააკეთა, ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს მან მეტი უნდა გააკეთოს. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ უმჯობესია არაფრის არ გაკეთება. ვინც არაფერს აკეთებს, არც არაფერს არ მიიღებს.
როგორც უკვე აღვნიშნე, ერთ-ერთი პირველი მოთხოვნა ადამიანის მიმართ არის გულწრფელობა. არსებობს გულწრფელობის სხვადასხვა სახე: არსებობს გონიერი გულწრფელობა, არსებობს სულელური გულწრფელობა. როგორც სულელური გულწრფელობა, ასევე სულელური არაგულწრფელობა თანაბრად მექანიკურია. მაგრამ თუ ადამიანს სურს ისწავლოს გონივრული გულწრფელობა, ის, პირველ რიგში, უნდა იყოს გულწრფელი მასწავლებელთან და იმ ადამიანებთან, რომლებიც მასზე მეტხანს მუშაობენ. ეს იქნება „გონიერი გულწრფელობა“. მაგრამ აქ აუცილებელია იმის თქმა, რომ გულწრფელობა არ უნდა გადაიქცეს „უყურადღებობად“. მასწავლებლის ან მათ მიმართ უყურადღებობა, ვინც მასწავლებლად დანიშნეს, როგორც უკვე აღვნიშნე, ანადგურებს მუშაობის ყველა შესაძლებლობას. თუ ადამიანს გაუჩნდება გონიერი არაგულწრფელობის სწავლის სურვილი, ის უნდა იყოს არაგულწრფელი, როდესაც საუბარი მის მუშაობას შეეხება; მან უნდა ისწავლოს დუმილი ადამიანებთან ურთიერთობისას, ვინც არ არის დაკავებული მუშაობით, ვინც არასდროს არ შეაფასებს და ვერ გაიგებს  მის საქმეს. მაგრამ გულწრფელობა ჯგუფში - აბსოლუტური მოთხოვნაა, რადგან თუ ადამიანი კვლავაც ცრუობს ჯგუფში, ისევე, როგორც ცხოვრებაში ატყუებს თავის თავს და სხვებს, ის არასოდეს ისწავლის სიმართლის სიცრუისგან განსხვავებას.
მეორე დაბრკოლებად ხშირად აღმოჩნდება შიშზე გამარჯვება. ადამიანი, როგორც წესი, განიცდის ბევრ ზედმეტ, წარმოსახვით შიშს. ტყუილი და შიში ის ატმოსფეროა, რომელშიც ცხოვრობს ჩვეულებრივი ადამიანი. სიცრუეზე გამარჯვების მსგავსად, შიშზე გამარჯვება ინდივიდუალური უნდა იყოს. ყველას აქვს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი შიში. ჯერ საჭიროა ამ შიშის პოვნა, შემდეგ მისი განადგურება. შიში, რომლის შესახებაც მე ვსაუბრობ, როგორც წესი, უკავშირდება სიცრუეს, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს: თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ მათ არ აქვთ არაფერი საერთო არც ობობების, თაგვების ან ბნელი ოთახის შიშთან, არც ანგარიშმიუცემელ ნერვულ შიშთან.
საკუთარ თავში სიცრუესთან ბრძოლა და შიშთან ბრძოლა - პირველი დადებითი სამუშაოა, რომელსაც იწყებს ადამიანი.
ზოგადად, საჭიროა გავიგოთ, რომ დადებითი ძალისხმევა და სამუშაოს დროს გაწეული მსხვერპლი არ გაამართლებს შეცდომებს. პირიქით, რაც შესაძლებელია აპატიო ადამიანს, რომელსაც არც ძალისხმევა ჰქონია და არც მსხვერპლი გაუღია, არ შეიძლება აპატიო მას, ვინც უკვე დიდი მსხვერპლი მოიტანა.
ეს უსამართლოდ ჩანს, მაგრამ შეეცადეთ გაიგოთ კანონი. თითოეულ ადამიანზე თითქოს ცალკე ანგარიშია გახსნილი. მისი ძალისხმევა და გაღებული მსხვერპლი წიგნის ერთ გვერდზეა ჩაწერილი, ხოლო შეცდომები და დაუდევრობა - მეორეზე. რაც ჩაწერილია დადებით მხარეზე, არასდროს არ გამოისყიდის  უარყოფით მხარეზე ჩაწერილს. უარყოფით მხარეზე ჩაწერილი მხოლოდ ჭეშმარიტებამ შეიძლება წაშალოს, ანუ ჩადენილის დაუყოვნებლივი და სრული აღიარებით საკუთარი თავის და სხვების, პირველ რიგში, მასწავლებლის წინაშე. თუ ადამიანი ხედავს თავის შეცდომას, მაგრამ განაგრძობს თავის მართლებას, მცირე დანაშაულს შეუძლია გაანადგუროს მთელი ძალისხმევა და შრომა. აქედან გამომდინარე, მუშაობაში უმჯობესია თქვენი დანაშაულის აღიარება მაშინაც კი, როცა უდანაშაულო ხარ. მაგრამ ესეც დელიკატური საკითხია, და არ არის საჭირო მისი გაზვიადება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგი იქნება იგივე სიცრუე, რომელიც შიშით იქნება  წახალისებული.
სხვა შემთხვევაში, როდესაც ჯგუფების შესახებ საუბრობდა, გურჯიევმა განაცხადა:
—არ იფიქროთ, რომ პირდაპირ უნდა დაიწყოთ ჯგუფის ფორმირებით. ჯგუფის შექმნა -  დიდი საქმეა. იგი იქმნება გარკვეული კონკრეტული სამუშაოსთვის, გარკვეული მიზნისთვის ამ მუშაობაში. მე უნდა გენდობოდეთ თქვენ, თქვენ კი უნდა მენდობოდეთ მე და ენდობოდეთ ერთმანეთს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიქმნება ჯგუფი. სანამ არ არსებობს ერთობლივი შრომა, ჯგუფი ითვლება მოსამზადებლად. ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ დროთა განმავლობაში გავერთიანდეთ ჯგუფში. ამისათვის მომზადება შესაძლებელია, თუ შევეცდებით მივბაძოთ ჯგუფს, როგორიც ის უნდა იყოს; იმიტაცია, რა თქმა უნდა, უნდა იყოს შინაგანი და არა გარეგნული.
რა არის ამისათვის საჭირო? პირველ რიგში, თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ჯგუფში ყველა პასუხისმგებელია ერთმანეთზე. ერთი შეცდომა ითვლება ყველას შეცდომად. ეს კანონია, და სრულიად გამართლებული, რადგან, როგორც მოგვიანებით ნახავთ, რაც ერთის მიერ არის შეძენილი, ყველას შეძენილია.
აუცილებელია კარგად გვახსოვდეს ურთიერთპასუხისმგებლობის ეს წესი. მას აქვს მეორე მხარეც. ჯგუფის წევრები პასუხისმგებელნი არიან არა მარტო სხვების შეცდომებზე, არამედ მათ წარუმატებელ ქმედებებზე.
ერთის წარმატება - ყველას წარმატებაა, ერთის მარცხი კი - ყველას მარცხია. სერიოზული შეცდომა ერთი ადამიანის მხრიდან, მაგალითად, ფუნდამენტური წესის დარღვევა, აუცილებლად იწვევს ჯგუფის დაშლას.
ჯგუფი უნდა მუშაობდეს, როგორც მანქანა; ამ მანქანის ნაწილები უნდა იცნობდნენ და ეხმარებოდნენ ერთმანეთს. ჯგუფში არ შეიძლება იყოს პირადი ინტერესები, რომლებიც ეწინააღმდეგება სხვა ადამიანების ინტერესებს ან საქმის ინტერესებს, არ შეიძლება იყოს პირადი სიმპათიები ან ანტიპათიები, რაც ხელს უშლის მუშაობას. ჯგუფის ყველა წევრი მეგობრები და ძმები არიან; მაგრამ თუ ერთ-ერთი მათგანი ტოვებს ჯგუფს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის მასწავლებელმა გააძევა, ის უკვე აღარ არის მეგობარი და ძმა, უცხოა, მოკვეთილი. ეს წესი ძალიან რთულია შესასრულებლად; მიუხედავად ამისა, ის აუცილებელია. ადამიანები შეიძლება  ახლო მეგობრები იყვნენ, ჯგუფში ერთად შევიდნენ; მიუხედავად ამისა, თუ ერთ-ერთმა მათგანმა დატოვა ჯგუფი, მეორეს აღარ აქვს უფლება მასთან ილაპარაკოს ჯგუფის მუშაობის შესახებ. წასულისთვის ეს გაუგებარია, ის შეურაცხყოფილად გრძნობს თავს, და მათ შორის კამათი იწყება. ამ მდგომარეობის ნათესავებთან ურთიერთობისას თავიდან აცილების მიზნით, მაგალითად, თუ ჯგუფში მუშაობენ ქმარი და ცოლი, დედა და ქალიშვილი და ა.შ., ჩვენ მათ ერთ ადამიანად აღვიქვამთ, ჯგუფის ერთ წევრად. ამრიგად, თუ ერთ-ერთი მათგანი ვერ მიდის წინ მუშაობაში და ტოვებს ჯგუფს, დამნაშავედ მიიჩნევა მეორეც, და ისიც უნდა ტოვებს ჯგუფს.
 უნდა გახსოვდეთ, რომ მე შემიძლია დაგეხმაროთ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც თქვენ მეხმარებით მე. გარდა ამისა, თქვენი დახმარება, განსაკუთრებით დასაწყისში, შეფასდება არა ფაქტობრივი შედეგების საფუძველზე, რომელიც, ალბათ, ნულოვანი იქნება, არამედ თქვენი ძალისხმევის მიხედვით.
ამის შემდეგ გურჯიევი გადავიდა ინდივიდუალურ დავალებებსა და ჩვენი „ძირითადი ნაკლოვანებების“ განმარტებაზე. შემდეგ მან ჩვენს წინაშე რამდენიმე კონკრეტული ამოცანა დასახა, საიდანაც დაიწყო ჩვენი ჯგუფის მუშაობა.
მოგვიანებით, 1917 წელს, როცა კავკასიაში ვიმყოფებოდით, გურჯიევმა ერთხელ ჯგუფის ფორმირების ძირითად პრინციპებს კიდევ დაამატა რამდენიმე საინტერესო დაკვირვება.  ვფიქრობ, ღირს მათი აქ მოყვანა.
—თქვენ ამას ღებულობთ მხოლოდ თეორიულად, - თქვა მან. - ახლა თქვენ უკვე უფრო მეტი უნდა იცოდეთ. არ არსებობს კონკრეტული სარგებელი ჯგუფების არსებობისგან, ისევე, როგორც არ არსებობს კონკრეტული დამსახურება მათდამი კუთვნილებაში. ჯგუფების სარგებელი განისაზღვრება მათი შედეგებით.
ნებისმიერი ადამიანის მუშაობა შეიძლება მიმდინარეობდეს სამი მიმართულებით. ეს შეიძლება სასარგებლო იყოს სამუშაოსთვის. ის შეიძლება სასარგებლო იყოს ჩემთვის. ის შეიძლება სასარგებლო იყოს საკუთარი თავისთვის. რასაკვირველია, სასურველია, რომ ადამიანის მუშაობა სამივე მიმართულებით იძლეოდეს შედეგებს. თუ ეს არ ხერხდება, შეიძლება შევურიგდეთ ორსაც. მაგალითად, თუ ადამიანი სასარგებლოა ჩემთვის, ის, აქედან გამომდინარე, უკვე სასარგებლოა სამუშაოსთვის. ან, თუ ეს სასარგებლოა სამუშაოსთვის, ჩემთვისაც სასარგებლოა. მაგრამ, დავუშვათ, თუ ადამიანი  სასარგებლოა სამუშაოსთვის და ჩემთვის, მაგრამ არ შეიძლება იყოს სასარგებლო მისთვის, ეს ბევრად უარესია, რადგან ის დიდ ხანს ვერ გაუძლებს ასეთ მდგომარეობას. თუ ადამიანი არაფერს არ იღებს თავისთვის, თუ ის არ იცვლება და ისეთივე რჩება, როგორიც იყო, ამ შემთხვევაში, მისი მოკლევადიანი სარგებლობის ფაქტი არ იქნება მიჩნეული მის დამსახურებად. მაგრამ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ის არის, რომ მისი სარგებლობა ხანგრძლივი არ არის. სამუშაო იზრდება და იცვლება. თუ ადამიანი თავად არ იზრდება და არ იცვლება, ის ვერ შეძლებს თანაბრად გაუმკლავდეს სამუშაოს; სამუშაო მას უკან ტოვებს, და ის ფაქტი, რომ სასარგებლო იყო მისთვის, შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს.
დავუბრუნდები 1917 წლის ზაფხულს პეტერბურგში.
მალე მას შემდეგ, რაც ჩვენი ჯგუფი, ან „მოსამზადებელი ჯგუფი“, ჩამოყალიბდა, გურჯიევმა დაიწყო  საუბარი იმ ძალისხმევის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია მის მიერ ჩვენს წინაშე დაყენებულ ამოცანებთან.
- თქვენ უნდა გესმოდეთ, - თქვა მან,  - რომ ჩვეულებრივი ძალისხმევა არ შედის სათვალავში. გათვალისწინებული იქნება მხოლოდ ზეძალისხმევა. ასე ხდება ყველგან და ყველაფერში. მათთვის, ვისაც არ სურს ზედმეტი ძალისხმევის დახარჯვა, უკეთესი იქნება ჯგუფის დატოვება და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
- და ეს გადაჭარბებული ძალისხმევა შეიძლება საშიში აღმოჩნდეს? - იკითხა ერთმა ადამიანმა აუდიტორიიდან, რომელიც განსაკუთრებით ზრუნავდა მის ჯანმრთელობაზე.
- რა თქმა უნდა, - უპასუხა გურჯიევმა, - თუმცა უკეთესია მოკვდე და სცადო გამოღვიძება, ვიდრე მძინარე დარჩე.
ეს ერთი. და მეორე: არც ისე ადვილია ძალისხმევის შედეგად სიკვდილი. ჩვენ გაცილებით მეტი ძალა გვაქვს, ვიდრე ვფიქრობთ. თუმცა, ჩვენ არასდროს არ ვიყენებთ მას სრულად. თქვენ უნდა გესმოდეთ ადამიანის აპარატის ერთი თავისებურება.
მასში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს სპეციალური აკუმულატორი. თითოეული ცენტრთან არის განსაკუთრებული სუბსტანციით გავსებული ორი პატარა აკუმულატორი, რომელიც საჭიროა ამ ცენტრის ფუნქციონირებისათვის.
გარდა ამისა, ორგანიზმში არის კიდევ  დიდი აკუმულატორი, რომელიც კვებავს მცირე აკუმულატორებს. მცირე აკუმულატორები ერთმანეთთან არიან დაკავშირებული, თითოეული მათგანი უკავშირდება ცენტრს, რომლის მახლობლადაც მდებარეობს, და ასევე დიდ აკუმულატორს.
გურჯიევმა დახაზა „ადამიანის აპარატის“ ზოგადი დიაგრამა  და აღნიშნა დიდი და პატარა აკუმულატორების ადგილმდებარეობა და კავშირი მათ შორის.
— აკუმულატორები შემდეგნაირად მუშაობენ, - თქვა მან. - დავუშვათ, რომ ადამიანი მუშაობს ან კითხულობს რთულ წიგნს და ცდილობს მის გაგებას. ამ შემთხვევაში, მის სააზროვნო აპარატში  ბრუნავს რამდენიმე „ლილვი“. ან დავუშვათ, რომ ის მართლა ადის ფერდობზე და დაიღალა. ამ შემთხვევაში, „ლილვი“ ბრუნავს  მამოძრავებელ ცენტრში.
პირველ შემთხვევაში, ინტელექტუალური ცენტრი, ხოლო მეორე შემთხვევაში, მამოძრავებელი ცენტრი, იღებს ენერგიას მუშაობისთვის მცირე აკუმულატორებიდან. როდესაც ეს აკუმულატორები თითქმის ცარიელდება, ადამიანი გრძნობს, რომ დაიღალა. მას სურს გაჩერდეს, დაჯდეს, ან იფიქროს სხვა რამეზე, თუ მას რთული ამოცანა აქვს გადასაწყვეტი. მაგრამ საკმაოდ მოულოდნელად ის გრძნობს ენერგიის მოზღვავებას; და მას კვლავ შეუძლია სიარული ან მუშაობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ცენტრი დაუკავშირდა მეორე აკუმულატორს და იქიდან იღებს ენერგიას. იმავდროულად, პირველი აკუმულატორი ივსება ენერგიით დიდი აკუმულატორიდან. ცენტრის მუშაობა გრძელდება, ადამიანი ისევ მიდის ან მუშაობს. ზოგჯერ ამ კავშირის უზრუნველსაყოფად საჭიროა ხანმოკლე დასვენება, ზოგჯერ - ბიძგი, ზოგჯერ - დამატებითი ძალისხმევა. როგორც არ უნდა იყოს, მუშაობა გრძელდება. გარკვეული დროის შემდეგ ენერგიის მარაგი იცლება მეორე აკუმულატორშიც, და ადამიანი კვლავ გრძნობს დაღლილობას.
კვლავ მოყვება გარე ბიძგი, ან ხანმოკლე დასვენება, ან სიგარეტი, ან ძალისხმევა, და ადამიანი კვლავ უკავშირდება პირველ აკუმულატორს. თუმცა, შეიძლება ისე მოხდეს, რომ ცენტრი აიღებს ენერგიას მეორე მეორე აკუმულატორისგან ისე სწრაფად, რომ პირველს არ დარჩება დრო მარაგის შესავსებად დიდი აკუმულატორიდან. ის აიღებს მხოლოდ ენერგიის ნახევარს და მხოლოდ ნახევრად აივსება.
როდესაც ისევ უკავშირდება პირველ აკუმულატორს, ცენტრი იწყებს მისგან ენერგიის მიღებას, ხოლო მეორე აკუმულატორი უკავშირდება დიდ აკუმულატორს და მისგან დაიწყებს ენერგიის მიღებას. მაგრამ ახლა პირველი აკუმულატორი მხოლოდ ნახევრად არის შევსებული; ცენტრი სწრაფად ამოწურავს მთელ  ენერგიას; მეორე აკუმულატორმა მოახერხა მხოლოდ მეოთხედით შევსება. ცენტრი უკავშირდება მას, სწრაფად ამოწურავს მთელ მის მარაგს, კიდევ ერთხელ დაუკავშირდება პირველ აკუმულატორს და ა. შ. გარკვეული დროის შემდეგ ორგანიზმი ისეთ მდგომარეობაში მოდის, როდესაც ერთ-ერთ პატარა აკუმულატორში ერთი წვეთი ენერგიაც არ რჩება. ამჯერად ადამიანი ნამდვილად გრძნობს თავს დაღლილად. იგი შეიძლება წაიქცეს დაღლილობისგან, ფეხზე ეძინება, ან მისი მთელი ორგანიზმია დაღლილი, მას თავის ტკივილი ეწყება, სწრაფი გულისცემა, ის თავს ავად გრძნობს.
და მოულოდნელად, ახალი ხანმოკლე დასვენების, გარე ბიძგის ან ძალისხმევის შემდეგ მას უჩნდება ენერგიის ახალი ნაკადი, და ადამიანს კვლავ შეუძლია ფიქრი, სიარული, მუშაობა.
ეს ნიშნავს, რომ ცენტრი უშუალოდ დაუკავშირდა დიდ აკუმულატორს. დიდი აკუმულატორი შეიცავს დიდი რაოდენობით ენერგიას. დიდ აკუმულატორთან შეერთებისას ადამიანი პირდაპირ სასწაულს სჩადის. მაგრამ თუ „ლილვები“ აგრძელებენ ბრუნვას, თუ ჰაერიდან, საკვებიდან და შთაბეჭდილებებიდან მიღებული ენერგია უფრო სწრაფად მიედინება დიდი აკუმულატორიდან, ვიდრე იღებს, მაშინ, რა თქმა უნდა, დადგება მომენტი, როდესაც დიდი აკუმულატორიც დაკარგავს მთელ ენერგიას, ხოლო ორგანიზმი მოკვდება. მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება. ჩვეულებრივ, დიდი ხნით ადრე, ორგანიზმი ავტომატურად წყვეტს მუშაობას. ორგანიზმის სიკვდილი რომ გამოიწვიო მთელი ენერგიის ამოწურვის შედეგად, განსაკუთრებული პირობებია საჭირო. ნორმალურ პირობებში კი ადამიანი დაიძინებს, ან გული წაუვა, ან განუვითარდება ზოგიერთი შინაგანი გართულება, რომელიც შეწყვეტს ორგანიზმის მუშაობას  დიდი ხნით ადრე, სანამ მას რეალური საფრთხე დაემუქრება.
აქედან გამომდინარე, არ არის საჭირო ვუფრთხოდეთ ძალისხმევას; სიკვდილის ალბათობა მისგან უმნიშვნელოა. გაცილებით ადვილია სიკვდილი უმოქმედობის, სიზარმაცის, შიშისგან, ძალისხმევის ჩადენის შიშისგან.
პირიქით, ჩვენი მიზანია ვისწავლოთ თუ როგორ უნდა დავუკავშიროთ საჭირო  ცენტრი დიდ აკუმულატორს. სანამ ჩვენ არ ვიცით, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს, მთელი ჩვენი სამუშაო იქნება უშედეგო, იმიტომ, რომ ჩვენ დავიძინებთ მანამ, სანამ ჩვენი ძალისხმევა მოიტანს რაიმე შედეგს.
პატარა აკუმულატორები საკმარისია ყოველდღიური  საქმიანობისთვის. მაგრამ საკუთარ თავზე, შინაგანი ზრდაზე მუშაობისთვის, იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მოეთხოვება გზაზე გასულ ადამიანს, ამ პატარა აკუმულატორების ენერგია საკმარისი არ არის.
ჩვენ უნდა ვისწავლოთ ენერგიის მიღება დიდი აკუმულატორიდან.
თუმცა, ეს შესაძლებელია მხოლოდ ემოციური ცენტრის დახმარებით. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ დიდ აკუმულატორთან კავშირი შეიძლება დამყარდეს მხოლოდ ემოციური ცენტრის მეშვეობით. ინსტინქტური, მოძრავი და ინტელექტუალური ცენტრები თავისთავად შეძლებენ კვებას მხოლოდ მცირე აკუმულატორებიდან.
სწორედ, რომ ამის გაგება არ შეუძლიათ ადამიანებს. ამიტომ ისინი მიზანმიმართული უნდა იყვნენ ემოციური ცენტრის საქმიანობის განვითარებაზე. ემოციური ცენტრი უფრო ფაქიზი აპარატია, ვიდრე ინტელექტუალური ცენტრი, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ინტელექტუალური ცენტრი წარმოადგენს ერთადერთ ნაწილს, რომელიც მუშაობს ფორმირებად აპარატში, და ინტელექტუალური ცენტრისთვის ბევრი რამ სრულიად მიუწვდომელია. თუ ვინმეს გაუჩნდება უფრო მეტის სწავლების და გაგების სურვილი, რაც რეალურად იცის და ესმის, მას უნდა ახსოვდეს, რომ ახალი ცოდნა და გაგება მოდის ემოციური ცენტრის, და არა ინტელექტუალური ცენტრის მეშვეობით.
გარდა იმისა, რაც მან თქვა აკუმულატორების შესახებ, გურჯიევმა გააკეთა რამდენიმე ძალიან საინტერესო დაკვირვება მთქნარებისა და სიცილის შესახებ.
ჩვენს სხეულს ორი გაუგებარი ფუნქცია აქვს, რომლის ახსნა მეცნიერული თვალსაზრისით შეუძლებელია, - თქვა მან, - თუმცა მეცნიერება, ბუნებრივია, არ მიიჩნევს მას აუხსნელად. ეს ფუნქციებია მთქნარება და სიცილი. არც ერთის და არც მეორეს სწორად გააზრება და ახსნა არ შეიძლება, თუ არაფერი იცი აკუმულატორების და მათი როლის შესახებ ადამიანის სხეულში.
ცნობილია, რომ ჩვენ ვამთქნარებთ მაშინ, როცა დაღლილი ვართ. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია, მაგალითად, მთებში, როდესაც მიუჩვეველი ადამიანი მთაზე ასვლის დროს თითქმის განუწყვეტლივ ამთქნარებს. მთქნარების დროს ჩვენ ენერგიას ვაგროვებთ პატარა აკუმულატორებში. როდესაც ისინი ძალიან სწრაფად იცლებიან, და ერთი მათგანი ვერ ასწრებს შევსებას მეორეს მუშაობის დროს, მთქნარება  თითქმის უწყვეტია. ცნობილია ავადმყოფური მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანს სურს დაამთქნაროს და ვერ ამთქნარებს; ამ შემთხვევაში, მას გული უჩერდება. თავისებური პირობები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც რაღაც გაფუჭდა თავად ტუმბოში და აიძულებს მას უშედეგოდ მუშაობას: ადამიანი სულ ამთქნარებს, მაგრამ ვერ ტუმბავს ენერგიას აკუმულატორებში.
 მთქნარების შესწავლამ და დაკვირვებამ ამ თვალსაზრისით შეიძლება აღმოაჩინოს ბევრი რამ ახალი და საინტერესო.
სიცილი ასევე უშუალოდ უკავშირდება აკუმულატორებს. მაგრამ სიცილი - ეს არის მთქნარების საპირისპირო ფუნქცია. ეს არ არის ენერგიის დაგროვება, არამედ მისი ამოტუმბვაა, თითქოს აკუმულატორები იცლება დაგროვილი ჭარბი ენერგიისგან. სიცილი ყველა ცენტრში არ არსებობს, მხოლოდ მათში, რომლებიც დაყოფილია ორ ნაწილად: დადებითსა და უარყოფითზე. თუ მე ამის შესახებ ჯერ არ მისაუბრია დეტალურად, ამას გავაკეთებ, როდესაც დავიწყებთ ცენტრების უფრო დეტალურად შესწავლას. ამჟამად ჩვენ განვიხილავთ მხოლოდ ინტელექტუალურ ცენტრს. შესაძლებელია ისეთი შთაბეჭდილებების მიღება, რომლებიც მალევე აღმოჩნდება ცენტრის ორივე ნახევარში და ერთდროულად გამოიწვევს მკვეთრ „დიახ“-ს და მკვეთრ „არა“-ს. ასეთი ერთდროული „დიახ“ და „არა“ ცენტრში ქმნის განსაკუთრებული სახის სპაზმს; ცენტრს უკვე არ შეუძლია ერთი ფაქტის ორი საპირისპირო შთაბეჭდილების ჰარმონიზაცია და გადახარშვა და იწყებს სიცილის სახით  ენერგიის გამოყოფას, რომელიც მას ამ მომენტში ამარაგებს. ხდება ისეც, რომ აკუმულატორში გროვდება ძალიან ბევრი ენერგია, ხოლო ცენტრს არ შეუძლია მისი გამოყენება. ამ შემთხვევაში, ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე ჩვეულებრივი შთაბეჭდილება შეიძლება იყოს აღქმული ორმაგი ფორმით, ანუ აღმოჩნდეს მის ორივე ნახევარში და გამოიწვიოს სიცილი, ანუ ენერგიის მოხმარება.
რა თქმა უნდა, მე თქვენ გაძლევთ ყველაზე ზოგად ცნებებს; თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ როგორც მთქნარება, ასევე სიცილი, ძალიან გადამდებია. ეს გვიჩვენებს, რომ არსებითად ისინი ინსტინქტური და მამოძრავებელი ცენტრების ფუნქციებს წარმოადგენენ.
მაგრამ, რატომ არის სიცილი ასეთი სასიამოვნო? - ჰკითხა ვიღაცამ.
იმის გამო, რომ სიცილი ათავისუფლებს ზედმეტი ენერგიისგან, - განაცხადა გურჯიევმა, - რომელიც გამოუყენებლობის შემთხვევაში, შეიძლება უარყოფითი გახდეს.
ჩვენში, შიგნით, ბევრი შხამია დაგროვილი. სიცილი კი მოქმედებს, როგორც ანტიდოტი. მაგრამ ეს ანტიდოტი აუცილებელია მხოლოდ მანამდე, სანამ ჩვენ ვერ შევძლებთ მთელი ენერგიის გამოყენებას სასარგებლო სამუშაოსთვის. მაგალითად, ქრისტე შესახებ ამბობენ, რომ ის არასდროს იცინოდა. მართლაც, სახარებებში ვერ იპოვით იმის ხსენებას, რომ ქრისტე იცინოდა. მაგრამ არსებობს არ გაცინების სხვადასხვა გზა. არიან ადამიანები, რომლებიც არ იცინიან იმიტომ, რომ მთლიანად განიცდიან  უარყოფით ემოციებს - გაბოროტებას, შიშს, სიძულვილს, ეჭვს. არიან ადამიანები, რომლებიც არ იცინიან იმიტომ, რომ არ აქვთ ნეგატიური ემოციები. გაიგეთ ერთი რამ: უმაღლეს ცენტრებში არ შეიძლება იყოს სიცილი, რადგან უმაღლეს ცენტრებში არ არსებობს დაყოფა, არ არსებობს „დიახ“ და „არა“.




LOVE, NOT A COMMANDMENT, BUT SPONTANEOUS SOUL MOVEMENT
OF THE INNER SELF
love cannot be commanded, nor can it be a
commandment. It is a free, spontaneous soul movement.
To the extent an individual is capable of experiencing and expressing real love, to exactly that
degree is he capable of manifesting constructive, healthy anger. Both come from the inner self. Any
real feeling, whether love or anger or all of the many other feelings in existence, are healthy,
constructive, growth furthering in self and others. They cannot be forced, commanded, or
superimposed. They are a spontaneous expression, happening as an organic, natural result of
self-confrontation.
Love is not a commandment, but the greatest of all freedoms. It is a spontaneous soul
movement of the inner self and happens naturally, as a result of certain conditions of the personality
such as psychic health, inner correct understanding and concepts, and soul currents which are in
harmony with universal currents.

Fear is a major obstacle to attain real love, and it can only be present when man loves himself too much, takes himself too important, cares too much for his own well‑being, thus clinging instead of giving freely of himself in the right and healthy manner. If you take yourself overly important, you will have to be afraid. If you give your own ego less consideration, you do not need to be afraid that "something might happen" when you genuinely love. Fear covers your eyes with a heavy veil and blinds you. You can neither see yourself nor others

What is Love? perhaps we may find that love is the ability of someone to give us back to us. Maybe love is someone seeing and remembering, handing us back to ourselves just a trifle better than we had dared to hope or dream...”
― Ray Bradbury, I Sing the Body Electric! & Other Stories


https://pathwork.org/lectures/love-not-a-commandment-but-spontaneous-soul-movement-of-the-inner-self/





Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised