вторник, 21 августа 2018 г.

პიროვნების ცნობიერების მანიპულირების სოციალური მექანიზმი თანამედროვე რუსულ საზოგადოებაში

პიროვნების ცნობიერების მანიპულირების სოციალური მექანიზმი თანამედროვე რუსულ საზოგადოებაში 
გ.ი. კოლესნიკოვა, ა.ე. ასტვაცატუროვა
(დონის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი)

სოციალურ-ფილოსოფიური დისკურსის საფუძველზე, გამოვლენილია პიროვნების ცნობიერებით მანიპულირების სოციალური მექანიზმის სტრუქტურა, განსაზღვრულია ამ მექანიზმის გამოყენების სპეციფიკა თანამედროვე რუსულ საზოგადოებაში.
საკვანძო სიტყვები: პიროვნება, მანიპულირება, მექანიზმი, სოციუმი, ცნობიერება.
შესავალი. გარდამავალი პერიოდის სირთულე XX—XXI საუკუნეების ზღვარზე სოციალურ-პოლიტიკური სიტუაციით არის განპირობებული - არასტაბილურობით და, როგორც შედეგი, შესაძლო შედეგების პროგნოზირების სირთულით. აღნიშნული გარემოებები განსაზღვრავენ ამ პერიოდის ანალიზის მნიშვნელობას. ეს აუცილებელია პირველ რიგში იმისათვის, რომ პიროვნების ცნობიერების მანიპულირების გამოვლენილი მექანიზმის ფონზე მოხდეს არსებული ცვლილებების  კანონზომიერებათა გააზრება.
პიროვნების ცნობიერების მანიპულირების სოციალური მექანიზმის გამოვლენა ასევე აქტუალურია იმ თვალსაზრისით, რომ ძალაუფლების მქონე ზოგიერთი ინდივიდი და ჯგუფი სულ უფრო მეტად ავლენს მიდრეკილებას დაბალ სოციალურ დონეზე მყოფ პიროვნებათა და ჯგუფების მანიპულირებისკენ,  რათა გამოიყენონს მათი რესურსები (ფიზიკური და ინტელექტუალური) საკუთარი მიზნების მისაღწევად. ამის თანამედროვე მაგალითად შეიძლება განვიხილოთ ცალკეული მოვლენები რუსეთში საბჭოთა სისტემის დაშლის დროს.
პიროვნების ცნობიერების მანიპულირების სოციალური მექანიზმი. მანიპულირების წინააღმდეგ ბრძოლის გზების მოძიების მიზნით აუცილებელია მისი მექანიზმის გამოვლენა. პიროვნების ცნობიერების მანიპულირების სოციალური მექანიზმის შესწავლა აქტუალურია სწორედ სოციალური და ფილოსოფიური ასპექტით. ფილოსოფიური ანალიზი აერთიანებს ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებულ ცოდნას მეცნიერების სხვა სფეროში (სოციოლოგია, პოლიტოლოგია, ფსიქოლოგია, ფსიქოფიზიოლოგია, ფსიქოლინგვისტიკა). ამრიგად, მანიპულირების მექანიზმს ეძლევა თეორიული დასაბუთება, რომელიც მოგვიანებით იძლევა მანიპულაციური ზემოქმედების ბლოკირების ქმედითი პრაქტიკული პროგრამის ჩამოყალიბების შესაძლებლობას.
ტერმინი „მექანიზმი“ ფილოსოფიაში ჰეგელმა დანერგა, თავის ნაშრომში „მეცნიერების ლოგიკა“: „წარდგენის მექანიკური გზა, მექანიკური მეხსიერება, ჩვევა, მექანიკური ქცევის წესი ნიშნავს, რომ მას, რასაც სული აღიქვამს ან აკეთებს, არ ჰყოფნის მისთვის დამახასიათებელი წვდომის უნარი. მიუხედავად იმისა, რომ მის მექანიკურობას თეორიულ და პრაქტიკულ სფეროში არ შეიძლება ჰქონდეს ადგილი საკუთარი დამოუკიდებლობის, გარკვეული იმპულსისა და ცნობიერების გარეშე, მასში არ იგრძნობა ინდივიდის თავისუფლება, და რადგან ეს თავისუფლება მასში არ ვლინდება, ასეთი  ქმედება მჟღავნდება, მხოლოდ როგორც გარეგნული“[1, გვ. 237]. ამ მიმართულებით მომუშავე მკვლევართა უმრავლესობა განსაზღვრავს მანიპულირების არსს, როგორც საიდუმლოდ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ინდივიდებისა და ჯგუფების ცნობიერებაზე მათი ინტერესების გაუთვალისწინებლად. გ. შიშკოვი [2] კიდევ უფრო შორს წავიდა, მისი ზემოქმედება მასებზე გაავრცელა და აღნიშნა ის, როგორც „გამასიურების კონტროლირებადი ფენომენი“. ცნობიერების მანიპულირება ჰ. ორტეგა-ი-გასეტმა დაასაბუთა, გამომდინარე იმ მოსაზრებიდან, რომ უმრავლესობა განიცდის არსებობის თეორიული გააზრების ნაკლებობას [3]. ამერიკული საზოგადოების მაგალითზე ცნობიერების ფორმირების მეთოდოლოგია ძირითადი მიზნის კონტექსტში (პასიურობის ფორმირება) გ. შილერის მიერ იქნა განხილული [4]. ცნობიერებაზე ვერბალური და არავერბალური ზემოქმედების მეთოდები გაანალიზებულია ფსიქოლოგიაში ნეიროლინგვისტური მიმართულების  წარმომადგენელთა ნამუშევრებში [5].
 რუსეთის სამეცნიერო სივრცეში საბჭოთა პერიოდში ა.მ. კოვალიოვი [6] წერდა არა მხოლოდ ობიექტური კანონების შესწავლის აუცილებლობაზე, არამედ მათი გამოყენების შესაძლებლობებზე. ა.პ. ბანდურინი [7] განიხილავდა სოციალიზაციისა და სოციალური რეგულირების მექანიზმებს, თუმცა  ყურადღებას არ ამახვილებდა მათ მანიპულაციურ ბუნებაზე. თ.ვ. კორსაევსკაია [8] იკვლევდა ადამიანის ცვლილებების მიზეზებს და მექანიზმებს მისი ცხოვრების პროცესში, რათა გაერკვია „ადამიანის პიროვნების მომავლის“ პროგნოზირების შესაძლებლობები და ამ პროგნოზირების საფუძველზე სოციალური ზემოქმედების სტრატეგია შეემუშავებინა. მორალურ მოტივაციას, როგორც სასურველი განწყობის ფორმირების მექანიზმის ერთ-ერთ ელემენტს და სასურველი ქცევის ფორმირების შედეგს გ. პირნაზაროვი შეისწავლიდა. ლ.დ. ბორიაევა განსაზღვრავდა პიროვნებაზე ზემოქმედების  შემადგენელ ელემენტებს შრომის დისციპლინის აღზრდის მიზნით, გამოჰყოფდა აღზრდის ფორმებსა და მეთოდებს, პიროვნების საქმიანობისა და ქცევის შესახებ ინფორმაციის სისტემას, სანქციონირების სისტემას, როგორც შეფასების ფუნქციას. ი. გ. ვოლკოვი და ვ.ს. მალიცკი [9] განიხილავდნენ გარკვეული ტიპის პიროვნების ჩამოყალიბების მექანიზმის არსსა და სახეობებს. კერძოდ, ი.გ. ვოლკოვი [10] იკვლევდა სოციალური მექანიზმის შინაარსს ყოველმხრივ განვითარებული პიროვნების ფორმირებასთან მიმართებაში, მის ტიპებს, ორგანიზაციისა და ფუნქციონირების პრინციპებს. ადამიანის ცნობიერების მანიპულირების მექანიზმის ცოდნის მნიშვნელობისა და გამოყენების უნარის შესახებ ცოდნის რწმენაში გარდაქმნის გზით წერდა ვ.დ. პოპოვი: „ჩვენი აზრით, ის მოიცავს პროცესის იმ ასპექტებს, რომლებიც განსაზღვრავენ, თუ როგორ, რა გზით, რომელი ფაქტორების გავლენით ვითარდება საზოგადოებრივი ფსიქოლოგიის მოვლენები, რომლებიც შეესაბამება მტკიცე რწმენის ფორმირებას, მათ აქტიურ გამოვლინებას მოქმედებაში. ასეთი მექანიზმის ცოდნა - აქტუალური სამეცნიერო პრობლემაა“ [11, გვ. 120].
თუმცა, კვლევათა უმრავლესობა ფილოსოფიაში, სოციოლოგიაში, ფსიქოლოგიაში ცნობიერების მანიპულირების მექანიზმის პრობლემასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ჯგუფების და მასების მანიპულირების კუთხით. იმ შრომებში, სადაც ყურადღების ცენტრშია მხოლოდ პიროვნების ცნობიერებით მანიპულირება, გამოიყენება ან ტექნოლოგიური მიდგომა, რომლის დროსაც ყურადღება გამახვილებულია პიროვნების ცნობიერების მანიპულირების ტექნიკასა და მეთოდებზე, ან სინთეზური - პიროვნების ან ჯგუფის ცნობიერების მანიპულირების კონკრეტული შემთხვევების აღწერა. შესაბამისად, ყურადღება გამახვილებულია პიროვნებაზე ზემოქმედების ცალკეული ასპექტების (სოციალურ, კულტუროლოგიურ, ფსიქოფიზიოლოგიურ, ფსიქოლინგვისტურ) გათვალისწინებით, რომლებიც ერთიანად არ იძლევიან სრულ წარმოდგენას პიროვნების ცნობიერების მანიპულირების მექანიზმზე.
ფ. ენგელსი წერდა: „... ნებისმიერი რეალური, ამომწურავი ცოდნა მდგომარეობს მხოლოდ იმაში, რომ ჩვენს გონებაში წამოვჭრით ერთეულს ერთეულიდან და გადაგვაქვს თავისებურებაში, ხოლო ამ უკანასკნელიდან უნივერსალურობაში; ასევე მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ აღმოვაჩენთ და ვახორციელებთ უსასრულო კონსტატირებას უკანასკნელში, მარადიულის - გარდამავალში“ [12, გვ. 548]. ასევე განიხილავდა საკითხს ჰეგელი „მეცნიერების ლოგიკაში“. აქედან გამომდინარე, ჩვენ განვიხილავთ პიროვნების ცნობიერებით მანიპულირების მექანიზმის ელემენტებს ერთიანის, თავისებურის და უნივერსალურის პოზიციებიდან.
ამასთან, პიროვნების ცნობიერებით მანიპულირების სოციალურ მექანიზმში იგულისხმება „სამი ელემენტის ერთიანობა და ურთიერთქმედება, რომელიც შეადგენს აღნიშნული მექანიზმის ბირთვს (არსს). მექანიზმის პირველი ელემენტი წარმოადგენს მანიპულატორების მიერ პიროვნების ცნობიერებაში ჭეშმარიტი, ცრუ, ნახევრადცრუ იდეებისა და შეხედულებების ჩანერგვის (შეტანის) პროცესს ცნობიერ და არაცნობიერ დონეზე. მეორე ელემენტია იდეების და შეხედულებების ათვისების, გააზრების, განცდის პროცესი, რომელიც დანერგილია მანიპულატორების მიერ პიროვნების ცნობიერებაში (ცრუ და ნახევრადცრუ შეხედულებების როგორც ჭეშმარიტის  წარმომადგენის მიზნით), სადაც ნახევრადცრუ შეხედულებები წარმოადგენენ  გარდამავალ დამაკავშირებელ რგოლს ცრუ და ჭეშმარიტ იდეებს შორის. და მესამე ელემენტია მანიპულატორებისთვის პიროვნების მოსალოდნელი საქმიანობის პროცესი, რომელიც ერთდროულად არის მიზანიც და შედეგიც (პიროვნების ცნობიერებაზე წარმატებულად განხორციელებული მანიპულაციური ზემოქმედების შემთხვევაში). პიროვნების ცნობიერებაზე მანიპულაციური ზემოქმედების განხორციელებას წინ უძღვის მოსამზადებელი ეტაპი, რომელზეც ხდება მანიპულაციური ზემოქმედების, ფსევდომიზნის,  ფსევდომიზნის მიღწევის  ალგორითმის, ზემოქმედების მეთოდების და მანიპულაციური ზემოქმედების მექანიზმის  შედგენა“  [13].
თანამედროვე რუსულ საზოგადოებაში პიროვნების ცნობიერების მანიპულირება. XX საუკუნის დასასრულის -  XXI საუკუნის დასაწყისის პერიოდი რუსეთში განსხვავდება იმით, რომ თუმცა „რუსეთი უკვე აღარ არის ტოტალიტარული ქვეყანა, მაგრამ არც დემოკრატიულია. რუსეთმა კიდევ ერთხელ თავდაყირა დააყენა სამეცნიერო სქემები. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ რუსეთის შესახებ წერდნენ, როგორც „საარჩევნო“, „მმართველ“ დემოკრატიაზე. <...> კომუნიზმის დამხობისა და ბორის ელცინის სამი „რევოლუციის“- სახელმწიფოს, საკუთრების ფორმის და პოლიტიკური რეჟიმის შეცვლის შემდეგ - რუსეთი დაუბრუნდა ტრადიციონალიზმს <...> პუტინის დროს არჩევითმა თვითმპყრობელობამ ადგილი დაუთმო ბიუროკრატიულ ავტორიტარიზმს. პუტინმა უარი თქვა ეკლექტიკაზე და ხელისუფლებას შესძინა გარკვეულობის მნიშვნელობა. ლიბერალ-დემოკრატიული უმცირესობის დამარცხება არჩევნებში და კონფლიქტის ძალადობრივი მოგვარება ხელისუფლებასა და მსხვილ ბიზნესს შორის, ადასტურებს ტრადიციულ სახელმწიფოსთან დაბრუნებას, რომელიც თავის ნებას კარნახობს საზოგადოებას. იმ პირობებში, როდესაც კრემლის ოპონენტი მარცხენა პატრიოტული ფლანგია, რუსეთს გაუჭირდება რბილი ავტორიტარიზმის პოზიციაზე დარჩენა“. [14] თუმცა, ამ პერიოდის რუსეთში პოლიტიკურ მოვლენათა თანმიმდევრულობის ანალიზმა დასაშვები გახადა დროის შემდეგი პერიოდების გამოყოფა: პერესტროიკის პერიოდი (1985-1991), დეიდეოლოგიზაციის და ახალი იდეოლოგიის (1991- 2000) პერიოდი, კრიზისამდელი პერიოდი (2000-2008).
პიროვნების ცნობიერების მანიპულირების მექანიზმის ანალიზი ჩატარდა საავტორო კლასიფიკაციური სისტემის მიხედვით, რომელიც ეფუძნება ისეთ ცნებებს, როგორიცაა „პიროვნების ცნობიერების მანიპულირების მექანიზმის ფორმა“, „პიროვნების ცნობიერების მექანიზმი მანიპულირების სახეობა“, „პიროვნების ცნობიერების  მანიპულირების  მექანიზმის ტიპი“.
„პიროვნების ცნობიერებით მანიპულირების მექანიზმის ფორმა“ აღნიშნავს ელემენტების ორგანიზაციისა და ფუნქციონირების სპეციფიკას პიროვნების ცნობიერებით მანიპულირების მექანიზმის შიგნით პოლიტიკური რეჟიმის ისეთი ქარაქტეროლოგიური ნიშნებიდან გამომდინარე, როგორიცაა პოლიტიკური ხელისუფლების განხორციელების მეთოდები,  პოლიტიკური თავისუფლების ხარისხი საზოგადოებაში, ელიტის ღიაობა და ჩაკეტილობა სოციალური მობილობიდან გამომდინარე, პიროვნების სამართლებრივი სტატუსის ფაქტიური მდგომარეობა. ამ კრიტერიუმების მიხედვით დღეს გამოჰყოფენ პოლიტიკური რეჟიმების სამ ძირითად ტიპს: დემოკრატიულს, ავტორიტარულს და ტოტალიტარულს. შესაბამისად, არსებობს პიროვნების ცნობიერებით მანიპულირების მექანიზმის სამი ფორმა: დემოკრატიული, ავტორიტარული და ტოტალიტარული.
„პიროვნების ცნობიერების მანიპულირების მექანიზმის სახეობა“ არის ცნება, რომელიც აღნიშნავს ელემენტების ორგანიზაციის და ფუნქციონირების სპეციფიკას პიროვნების ცნობიერების მანიპულირების მექანიზმის შიგნით ისტორიული პერიოდის ისეთი ქარაქტეროლოგიური ნიშნებიდან გამომდინარე, როგორიცაა საზოგადოების ორგანიზების გზა; საფუძველი, რომელიც შეადგენს სისტემის ძალას; სისტემის ბაზისი, რომელიც განსაზღვრავს განვითარების წამყვან ფაქტორს; სოციალური სტრუქტურა; ეკონომიკის სპეციფიკა; პიროვნების განსაკუთრებით ღირებული თვისებები, ისტორიული სახეობის თავისებურებებიდან გამომდინარე. ვინაიდან მოცემულ პერიოდში მეცნიერებაში გამოყოფენ სამ ძირითად ისტორიულ ტიპს: ინდუსტრიამდელს, ინდუსტრიულს და პოსტინდუსტრიულს, შესაბამისად, არსებობს პიროვნების ცნობიერების მანიპულირების მექანიზმის სამი სახეობა: ინდუსტრიამდელი, ინდუსტრიული და პოსტინდუსტრიული.
პიროვნების ცნობიერების მანიპულირების მექანიზმის ტიპში ნაგულისხმევია პიროვნების ცნობიერების მანიპულირების მექანიზმში ელემენტების ორგანიზაციის სპეციფიკა ცივილიზაციური ტიპის ისეთი ქარაქტეროლოგიური ნიშნებიდან გამომდინარე, როგორიცაა ღირებული და აზრობრივი კომპონენტები, სულიერი ცხოვრების შინაარსი, ინსტიტუციონალური კომპონენტები, საზოგადოებრივი სტრუქტურების სპეციფიკა.  აღნიშნული კვლევის მიზნიდან გამომდინარე ყურადღება არ არის ფოკუსირებული სამეცნიერო დაპირისპირებების ნიუანსებზე კონცეფციებში „აღმოსავლეთი-დასავლეთი“, „რუსეთი-დასავლეთი“, „აღმოსავლეთი- დასავლეთი-რუსეთი“. ანალიზს საფუძვლად დაედო პ. სოროკინის [15] მიერ გამოყოფილი ძირითადი განსხვავებები ცივილიზაციური ტიპების სტრუქტურაში, ხოლო პიროვნების ცნობიერებით მანიპულირების მექანიზმის სპეციფიკა განიხილება სამეცნიერო ლიტერატურაში ძირითადად  გამოყოფილი ვექტორული ტიპის კონტექსტში: აღმოსავლური,  ევროპული, რუსული. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ პიროვნების ცნობიერების მანიპულირების მექანიზმის სამი ტიპი: აღმოსავლური,  ევროპული და რუსული.
დასკვნა. ამრიგად, პიროვნების ცნობიერების მანიპულირების მექანიზმის სპეციფიკას შეთავაზებული კლასიფიკაცია განსაზღვრავს პოლიტიკური რეჟიმის (პიროვნების ცნობიერების მანიპულირების მექანიზმის ფორმა), ისტორიული პერიოდის (პიროვნების ცნობიერების მანიპულირების მექანიზმის სახეობა) და ცივილიზაციური ტიპიდან (პიროვნების ცნობიერების მანიპულირების მექანიზმის ტიპი) გამომდინარე .
აღნიშნულ კლასიფიკაციაზე დაყრდნობით, პიროვნების ცნობიერების მანიპულირების მექანიზმი 1985 წლიდან 1991 წლამდე განისაზღვრება, როგორც რუსული ტიპის ინდუსტრიულ-ტოტალიტარული ქვესახეობა. 1991-დან 2000 წლამდე აღინიშნება რუსული ტიპის ინდუსტრიულ-ტოტალიტარული ქვესახეობა, რომელსაც ახასიათებს ინდუსტრიულ-დემოკრატიული ევროპული ტიპის ტენდენცია. 2000-დან 2012 წლამდე პერიოდისთვის დამახასიათებელია რუსული ტიპის ინდუსტრიულ-ავტორიტარული ქვესახეობა, რომელსაც ახასიათებს აღმოსავლური ტიპის ინდუსტრიულ-ავტორიტარული ქვესახეობის ტენდენცია.
პიროვნების ცნობიერების მანიპულირების მექანიზმების სპეციფიკა, რომელიც შეესაბამება გამოყოფილი დროის ეტაპებს და მათ შემადგენელ ელემენტებს, განისაზღვრება კლასიფიკაციური ტიპისადმი კუთვნილებით და მათი ამოცანებით, ვინც შეადგინა პიროვნების ცნობიერებაზე ზემოქმედების მექანიზმების მონაცემები.
მაგრამ პიროვნების ცნობიერების მანიპულირების მოყვანილი მექანიზმები რუსეთში XX საუკუნის ბოლოს - XXI საუკუნის დასაწყისში (1985-1991, 1991-2000, 2000-2012) შეიძლება განხილულ იქნას, როგორც პიროვნების ცნობიერების მანიპულირების ერთი გლობალური მექანიზმის შემადგენელი ელემენტი. მაშინ, შესაბამისად, 1985-დან 1991 წლამდე პერიოდი წარმოადგენს მოსამზადებელ ეტაპს, როდესაც ხდებოდა მანიპულაციური ზემოქმედების, ფსევდომიზნის, ზემოქმედების მეთოდების მიზნის განსაზღვრა, ასევე მანიპულაციური ზემოქმედების მექანიზმის კონსტრუირება. 1991-დან 2000 წლამდე პერიოდი წარმოადგენს პიროვნების ცნობიერების მანიპულირების მექანიზმის პირველი და მეორე ელემენტების კომბინაციას. 2000-2012 წწ. პერიოდი  - მესამე ელემენტი - წარმოადგენს მანიპულატორების მიერ პიროვნების საქმიანობის მოსალოდნელ პროცესს,  რომელიც, ამავე დროს, არის  მიზანიც და შედეგიც.

ბიბლიოგრაფიული სია

1.  ჰეგელი. მეცნიერების ლოგიკა / ჰეგელი. — სანქტ-პეტერბურგი: ნაუკა, 1997. — 800 გვ. — ISBN 5-02-028341-Х.
2. გ. შიშკოვი. მართვადი გამასიურება/გ. შიშკოვი. — მოსკოვი: პროსპექტი, 2006. - 226 გვ.
3. ხ. ორტეგა-ი-გასეტი. ახალი სიმპტომები / ხ. ორტეგა-ი-გასეტი;// ადამიანის პრობლემა დასავლურ ფილოსოფიაში. — მოსკოვი: პროგრესი, 1988. — გვ. 202-206.
4. გ. შილერი. ცნობიერების მანიპულატორები / გ. შილერი. - მოსკოვი: მისლი, 1980. — 326 გვ.
5. რ. ბენდლერი. გამოიყენეთ თქვენი ტვინი ცვლილებებისთვის / რ.ბენდლერი. — ნოვოსიბირსკი: ომეგა, 2004. — 128 გვ.
6. ა.მ. კოვალიოვი. განვითარებული სოციალიზმის გეგმაზომიერი სრულყოფილების პროგრამა/ ა.მ. კოვალიოვი // მეცნიერული კომუნიზმი. — 1984. — № 1. — გვ. 48—61.
7. ა.პ. ბანდურინი. სოციალური რეგულაცია: რაციონალური და ირაციონალური / ა.პ. ბანდურინი. — მოსკოვი: გლობუსი , 2005. — 363 გვ.
8. თ.ვ. კორსაევსკაია. მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის პირობებში ადამიანის ონტოგენისტური შესაძლებლობების რეალიზაციის გზები / თ.ვ. კორსაევსკაია.  // ადამიანის ყოვლისმომცველი შესწავლა და ყოველმხრივ განვითარებული პიროვნების ჩამოყალიბება. ნაწილი 3. — მოსკოვი, 1978. — გვ. 196.
9. ი.გ. ვოლკოვი. კომუნისტური ტიპის პიროვნების ჩამოყალიბების სოციალური მექანიზმის სახეობები / ი.გ. ვოლკოვი, ვ.ს. მალიცკი. — როსტოვი დონზე, 1983. — 289 გვ.
10. ი.გ. ვოლკოვი. სრულყოფილი და ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების ფორმირების სოციალური მექანიზმი / ი.გ. ვოლკოვი. — მოსკოვი, 1984. — 234 გვ.
11. ვ.დ. პოპოვი. რწმენისა და ქმედებების ცოდნის ტრანსფორმაციის ზოგიერთი სოციალურ-ფსიქოლოგიური ფაქტორი /ვ.დ. პოპოვი// პოლიტიკური თვითმმართველობა. — 1983. — № 11. — გვ. 118—132.
12. კ. მარქსი. თხზულებები. ტ. 20 / კ. მარქსი, ფ. ენგელსი; ცკ სკკპ-სთან არსებული მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტი. — 2-ე გამოც. — მოსკოვი: პოლიტიზდატი, 1961. — XXII, 827, [1] გვ.
13. გ.ი. კოლესნიკოვა. პიროვნების ცნობიერებით მანიპულირების მექანიზმის არსი: სოციალურ-ფილოსოფიური ასპექტი / გ.ი. კოლესნიკოვა// სოციალურ-ჰუმანიტარული მეცნიერებები. — 2008. — № 8. — გვ. 54-62.
14. ლ.ფ. შვეცოვა. დემოკრატია (გადაგვარების ლოგიკა)/ ლ.ფ. შვეცოვა. // ჩვენი ნათელი მომავალი, ან პუტინი სამუდამოდ. — მოსკოვი: ინტეგრალინფორმი, 2004. — გვ. 98—99.
15. პ.ა. სოროკინი. სოციალური და კულტურული დინამიკა. ხელოვნების, ჭეშმარიტების, ეთიკის, კანონისა და საზოგადოებრივი ურთიერთობის დიდ სისტემებში ცვლილებების შესწავლა / პ.ა. სოროკინი. —













Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised