вторник, 21 августа 2018 г.

სიძულვილის მიმართ სიყვარული; გაანადგურე კულტურა!  როგორ მოიმკვდარუნა თავი საბჭოთა კავშირმა 
ვიქტორ ეროფეევი

როგორ ნაცნობია ეს  ჩვენთვის - განიცადო ასეთი გრძნობა, მიუხედავად იდეოლოგიისა
წაიღეთ
- რა საჭიროა ასე ღიად სიღარიბის გამრავლება? თუ სხვაგვარად არ გამოდის - მიაფურთხეთ და უარი თქვით! და რას მიაღწიეთ? დაარქვით სოხუმი სუხუმს, ხოლო ხაჭაპურს -  ხაჭაპურ. სოხუმში შესვლისას ომის კვალსაც კი ვერსად ნახავ, მაგრამ ყველგან  ნანგრევებია. არ ვიცი, რას გრძნობენ, როცა მზე ანათებს, მაგრამ წვიმის დროს სამყაროს დასასრულის განცდა ჩნდება. ხალხი დადის დანგრეულ ქუჩებში. მე კი ჯერ კიდევ სულ სხვა ქალაქი მახსოვს.  დიახ, მთელს ქვეყანაში ჟანგიანი ღობეები და მილებია. ეს რა, პროტესტის ნიშნად არის ასე?
ასეთი აზრი მიჩნდება. მიწასთან დაკავშირებით, რომელიც ღმერთს თავისთვის უნდა რომ დატოვებინა. რადგან დანარჩენი ხმელეთი სხვა ერებმა დაიკავეს, მან ეს მიწა  აფხაზებს მისცა:
- წაიღეთ!
- და რა დარჩა აქ, ჟანგიანი მილების გარდა?
ეს კითხვა რომ გასჩენოდა მაღალ ღმერთს, როდესაც გამანადგურებელი თვითმფრინავით გადაუფრენდა დღევანდელ აფხაზეთს, მისი პასუხი იქნებოდა:
- ტყუილად მივეცი!
დიახ, რა თქმა უნდა, შთაბეჭდილება მძიმეა. მიწიერი სამოთხე კი არა, მიწიერი სუბტროპიკული სასაფლაოა კვიპაროსებით. რამდენი ახალგაზრდა და ლამაზი დაიღუპა! 1990-იანი წლების დასაწყისში. როდესაც დამოუკიდებლობისთვის საქართველოს ებრძოდა.
მაგრამ ეს რაღაც გაუთავებელი ომია ომის დროს. წვიმიან სოხუმში დიდი სამტომეული მაჩუქეს, რომელიც ევროსაბჭოს მხარდაჭერით დაიბეჭდა და არცთუ დიდი ხნის წინ შეადგინეს ერთობლივად აფხაზებმა და ქართველებმა. ეს წიგნი წარმოადგენდა  წარსულის გადალახვის მცდელობას. თუ არა ახლო წარსულის, საბჭოთას მაინც, რომელიც ჩვენსკენ მოიწევდა, როგორც ნარკოტიკული ნისლი, და რომელშიც ერთმანეთის მიყოლებით რეაბილიტაციას იღებს ყველა ჯურის არამზადა.
ეს სამტომეული მიეძღვნა აფხაზეთის მოკრძალებულ პატრონს, კეთილ კომუნისტს ნესტორ ლაკობას, რომელსაც მშვიდობა სურდა თავისი მშვენიერი სამშობლოსთვის და ცდილობდა მეგობრული ურთიერთობა ჰქონოდა, როგორც ყოფილ თავადებთან, ასევე საბჭოთა კოლმეურნეებთან.  ეს ამბავი არანაკლებ საინტერესოა, ვიდრე ამბავი  სანდროს შესახებ ჩეგემიდან.
სტალინს განსაკუთრებით უყვარდა აფხაზეთში დასვენება ჯერ კიდევ 20-იან წლებში, და ისე შეუყვარდა ნესტორ ლაკობა, რომ არ იშორებდა, გვერდით ისვამდა, სხვა ამხანაგების შესაშურად, და ძალიან შეჰხაროდა მათ შეხვედრებს. გავიდა გარკვეული დრო, და სტალინს 30-იან წლებში გაუჩნდა მისი უფრო მეტად დაახლოების სურვილი: წაეყვანა მოსკოვში და დაენიშნა მთელი გულაგის მმართველად მობეზრებული იაგოდას ნაცვლად. სტალინი ხედავდა მშვიდობისმოყვარე კავკასიელ მეგობარს დიდი ტერორის სათავეში.
მეგობრობის ნიშნად მან აჩუქა ლაკობას თავისი ამაღელვებელი სურათი: კეთილი, ჩაფიქრებული სტალინი ჩიბუხით ხელში და წარწერით, რომელსაც  აფხაზური ვარდების სურნელი ჰქონდა.
მაგრამ ლაკობა სულელი არ იყო, ის არ ჩქარობდა ხალხის მთავარი მტრების დახვრეტას. ამან სტანილი დააფიქრა, ბერიამ კი გადაწყვიტა ლაკობას განადგურება და აფხაზეთის ხელში ჩაგდება.
აქ კი ნამდვილი ოპერა იწერება.
მე დავიწყებდი იმ მომენტიდან, როდესაც ლაკობას ძმა მიხვდა, რომ ბერია მომავალი გველია და გადაწყვიტა მისი ბრაუნინგით მოკვლა ნესტორის სახლში, მაგრამ ნესტორმა არ მისცა ამის უფლება და, როგორც კავკასიელმა თქვა:
- რას ამბობ?  ის ხომ სტუმარია!
დიახ, სტუმრის მოკვლა არ შეიძლება. მით უმეტეს, თუ მანამდე კარგი მეგობრები იყავით და თუ არ გაჩნდა თქვენს, როგორც მამაკაცებს, შორის რომანი, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არ მოგბეზრებიათ ქალები. აქ ქალები უნდა გამოჩნდნენ და შეუასრულონ რაღაც მუცლის ცეკვის მსგავსი. შემდეგ კი ნამდვილად დიდი ოპერა იწყება!
ბერია პატიობს ძმებს ლაკობას:
- კარგი, კარგი! იხუმრეთ და საკმარისია! - უმღერის ის ძმებს და ხელს გადახვევს მათ.
როდესაც მოტრიალდება, ჩვენი საოპერო მომღერალი დაინახავს, რომ ყველაფერს თვალს ადევნებს  ბიჭი ნიკოლაშა, ნესტორის ძმისწული.
- მშურს შენი! შენ ხომ კომუნიზმს მოესწრები! - მიმართა მას და მრავლისმეტყველად ამღერდა ლავრენტი.
მიუხედავად ამისა, ის ლაკობას წინააღმდეგ ინტრიგის ხლართვას იწყებს. ბოლოს, 1936 წელს მან ნესტორი თბილისში მიიწვია. ბერიას დედამ დაურეკა ნესტორს და სახლში დაპატიჟა, მისვლას სთხოვდა.  მისი არია ასეთია:
მობრძანდით, ძვირფასო, მიირთვი ჩემი შემწვარი კალმახი! გთხოვთ! მე ხომ სტუმართმოყვარე ქალი ვარ!
ნესტორი დედას უარს როგორ ეტყოდა? ისინი მაგიდასთან სხედან, მიირთმევენ შემწვარ კალმახს და ღვინოს, დიდი ხნის მეგობრები, ლავრენტი და ნესტორი, შემდეგ ოპერაში მიემგზავრებიან - ოპერა ოპერაში! - რომ მოუსმინონ ქართულ მუსიკას. იქ ლაკობა ცუდად ხდება, გულისრევა ეწყება.
რა დაგემართა? - მღერის ლავრენტი. - როგორც ჩანს, გადაიღალე, მეგობარო!
შენ ყოველთვის ხუმრობ! - თავს იმხნევებს ლაკობა.
ის სასტუმროში ბრუნდება და დაბალი ხმით მღერის:
- ბერიამ მომწამლა ... გველმა! (კვდება.)
შემდეგ ნესტორის კუბოსთან ჩვენ ვხედავთ ბერიას, რომელსაც ოდნავ დაჰკრავს ტუჩებზე კმაყოფილი ღიმილი. შემდეგ კი ბერია ადვილად გაიდებს მხარზე და თანამებრძოლებთან ერთად გამოაქვს კუბო სოხუმში მატარებლით გასაგზავნად (მათ მაშინვე გადაარქვეს სუხუმს სახელი და დაარქვეს სოხუმი).
— დახვდით! — შთაგონებით მღერის ლავრენტი.
შემდეგი სცენა. ლაკობას მეუღლემ მშობლიურ სოხუმში სთხოვა ნაცნობ ექიმს დაეთვალიერებინა მეუღლეს ცხედარი. აღმოჩნდა, რომ ცხედარს არც ერთი შინაგანი ორგანო არ ჰქონდა, ტვინიც კი ამოუღიათ.
— ეს როგორ? როგორ? როგორ? — წუხდა უნუგეშო ქალი.
რომ არავინ მიხვდეს, მოწამლული რომ იყო, - განმარტავს ექიმი.
ჯერ ნესტორი ბოტანიკურ ბაღში დაკრძალეს აკლდამაში, შემდეგ კი, ერთ წელსაც არ გაუვლია, როგორც ხალხის მტერი, ჩუმად გამოიტანეს იქიდან.
ოპერა დამთავრდა იმით, რომ სცენაზე მრავალი ენერგიული გამომძიებელი სასტიკად სცემს და დაჰკითხავს აფხაზეთის პრაქტიკულად მთელ მამრობით ნაწილს. და მთელი აფხაზეთი ერთად მღერის:
ჩვენ მოღალატეები ვართ, ნებაყოფლობით ვაღიარებთ, რომ კონტრრევოლუციური ფაშიტური შეთქმულება გვაქვს სტალინის წინააღმდეგ.
(ოქმები სამტომეულში ძალიან ამაღელვებელია! შეეძლოთ ბიჭებს აღიარების მოპოვება მტრებისგან!)
და გახარებულმა ბერიამ ყველა დახვრიტა. უკან სცენაზე მოჩანს დახვრეტილთა გვარების უსასრულო სია. და ყოფილი გლეხი, ამჟამად ვინმე სერჟანტი-ჩეკისტი სანდრო (ალბათ,სხვა სანდრო იქნება) დადის სცენაზე და ბეჭედს სვამს დახვრეტილთა ბარათებზე: დახვრეტილია!
ბერია ისევ გახარებულია და სტალინს წერილს წერს - ძვირფასო კობა! - სერგო ორჯონიკიძე ხალხის მტრების  ხელშემწყობი ყოფილა. საინტერესო ფილმია. რა მოიმოქმედა სტალინმა? სტალინმა ჯერ ლაკობას ალერსიანი ფოტოსურათი აჩუქა, შემდეგ კი, როდესაც ლაკობა გარდაიცვალა გულის შეტევით (სხვა რისგან უნდა გარდაცვლილიყო?),  დეპეშაც კი არ გაგზავნა.
და როგორ დავასათაურებდი მე ამ ოპერას?
არა, გაჩერდი! კიდევ ერთი ეპიზოდი დარჩა. კოდა. ბერიამ ბოლოს ლაკობას ძმისწულიც დახვრიტა - ნიკალაშა. ბიჭი დახვრიტეს. კარგი დასასრულია. თვალზე ცრემლით.
ამ დიდ საბჭოთა ოპერას დიდი ბერიას (ახლა მას ხშირად მიიჩნევენ გულაგის ყველა ტანჯული ადამიანის განმათავისუფლებლად ხალხთა ბელადის გარდაცვალების შემდეგ, ასევე კოლმეურნეობების მოწინააღმდეგედ) და კიდევ უფრო შეუდარებელ, უფრო დიდ,  ზეციური მეფის სტალინის შესახებ...
ამ ოპერას მე ვუწოდებდი „სიძულვილის მიმართ სიყვარულს“.
როგორ გვეცნობა ჩვენ ეს! ჩვენ ყველა ამ სიყვარულის თაყვანისმცემელი ვართ. სიძულვილის მიმართ სიყვარულს განიცდის ჩვენს მხარეში თითქმის ყველა, იდეოლოგიის მიუხედავად: წითლები და თეთრები, რევოლუციონერები და პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ეკლესიის მსახურნი და ათეისტები, პატრიოტები და ლიბერალები. სავსე არიან სიძულვილით, მიუხედავად სქესისა და ასაკისა. თუ არსებობს გამონაკლისი, მათ უყურებენ, როგორც მახინჯებს.
ჩვენ არ შეგვიქმნი სიძულვილის მიმართ სიყვარული, მაგრამ ჩვენ შევინარჩუნეთ და ვაგრძელებთ მას. იმ ორიგინალებზე ცუდი რატომ ვიქნებით? სამტომეულში „დიდი ტერორი აფხაზეთში“ მოყვანილია მკაცრი წინასიტყვაობები და მრავალსახოვანი ფაშიზმის მცოდნეთა ციტატები, როგორიცაა ყველგან მსუფევი ჰანა არენდტი, მაგრამ ოპერა ჩემთვის უფრო ძვირფასია.
ამის შემდეგ რატომ უნდა ვუჩიოდეთ სიღარიბეს? სიღარიბეს ჰბადებს სიყვარული სიძულვილის მიმართ და სიღარიბე ყოველთვის და ყველგან იქნება.
===========
გაანადგურე კულტურა

ვიქტორ ეროფეევი
როგორ განვსაზღვრoთ ენტროპიის სასიკვდილო შხამით მოწამლული რეჟიმის აგონია? მისი გააფთრებული თავდასხმით კულტურაზე
        კულტურის განადგურება ადვილიც არის და რთულიც, ისევე როგორც ადამიანის მოკვლა. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ სად მიაყენებ დარტყმას. კულტურაზე დევნის ამჟამინდელ მონაწილეებს, ღიას და ფარულს, სისხლი სწყურიათ.
მე მიმაჩნია, რომ კულტურა არის ბრძოლა ენტროპიის წინააღმდეგ. ენტროპია არ არის აბსტრაქცია, არამედ განადგურების რეალური ძალაა. კულტურა უპირისპირდება ენტროპიას იმ დონემდე, რომ ორივე ცნება პერსონიფიცირდება გოლიათთა ორთაბრძოლაში, დაახლოებით ისეთი ტიპის, როგორიც წინ უძღოდა წარმოსახვით კულიკოვოს ბრძოლას, როდესაც ერთმანეთს შეებრძოლენ პერესვეტი და ჩელუბეი და, როგორც იცით, ორივე დაიღუპა. თუმცა, პერესვეტმა მაინც მოიპოვა გამარჯვება, რადგან შეძლო თავისიანებამდე მიღწევა და ამხანაგების  ხელში დალია სული.
რუსეთის ინტელიგენცია ისტორიულად უკვე ადარებდა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ რეჟიმს თათრულ-მონღოლურ უღელს. მიუხედავად ოკუპაციისა, იგი თამამად ჩაება ბრძოლაში, დაამარცხა იგი და სახელმოხვეჭილი დარჩა ხალხის მეხსიერებაში, მაგრამ ენტროპია კვლავ ატყდებოდა თავს ქვეყანას, და ჩვენი პერესვეტი ისევ იღუპებოდა თანამებრძოლების თვალწინ.
„ენტროპია ანადგურებს ქვებს და ადამიანთა სულებს. ის ანადგურებს პლანეტებს და აქრობს ვარსკვლავებს“
გასაკვირია, რომ ენტროპიას სურს კულტურის განადგურება? მაგრამ დაგვიანებული ხომ არ არის ჩვენი გაოცება რეალობით? როგორ განვსაზღვრავთ რეჟიმის აგონია, რომელსაც ენტროპიის სასიკვდილო სენი შეეყარა? მისი გააფთრებული თავდასხმით კულტურაზე.
გაანადგურე კულტურა! - უბრძანებს ენტროპია მის ვასალურ რეჟიმს.
დაიცავით კულტურა! - ვამბობ მე.
დაიცავით კულტურა, რადგან კულტურის გარეშე რუსეთი არ იარსებებს, ხოლო  ენტროპიის ვასალური რეჟიმის გარეშე - აუცილებლად იარსებებს!
კულტურას დევნიდნენ მეფენი. არა მხოლოდ წინასწარმჭვრეტი რადიშჩევი, არამედ გენიალური დერჟავინი იყო შერისხული.
რილეევმა სახრჩობელაზე დაასრულა სიცოცხლე. პუშკინი გადასახლებასა და პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა.
ეს იმდენად ცხადია, რომ მოსაბეზრებელი გახდა.
მაგრამ არა: ენტროპია კვლავ იქნევს მათრახს.
სწორედ რუსეთის იმ კულტურას ჰქონდა მსოფლიო ღირებულება, რომელსაც დევნიდა. სწორედ მან შემოიტანა სამყაროში ის შეხედულებები სიკეთისა და ბოროტების შესახებ, რომელიც საყოველთაო თეზაურუსის ნაწილი გახდება.
მაშ რა არის ენტროპია?
            ენტროპია ანადგურებს ქვებს და ადამიანთა სულებს. ის ანადგურებს პლანეტებს და აქრობს ვარსკვლავებს.
ის შეიძლება იყოს მეტაფიზიკური და მატერიალური.
რასაკვირველია, სასარგებლოა კულტურული შესაძლებლობების საზღვრების ცოდნა. კულტურა ვერ აანთებს ჩამქრალ ვარსკვლავს. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში, ენტროპიას აქვს მიწიერი შხამის ჰიბრიდული ბუნება. ის გარდაქმნის ოსტატია. მას შეუძლია შეცვალოს ანაფორა მუნდირზე, სიწმინდე საჯარო სამსახურსა და დაუზარებლობაზე, მორალური მახათი პროპაგანდის საოპერო საპონზე. ის მეფის მსახურთ მექრთამეებად გარდაქმნის.
 „ენტროპია არსებითად უიღბლო და უნიჭოა. მისი მთავარი აგენტია სიკვდილი“
მას ეშინია დემონსტრაციების და დაკრძალვის, მეგობრული შეხვედრების და სოციალური ქსელების. იგი მალავს წიგნებს სათავსოებში ან წვავს მათ. გადააქცევს ზრდასრულ ადამიანებს შეშინებულ ფარად, ხოლო ბავშვები დამოკიდებულები ხდებიან ეროვნულ პრეტენზიებზე. კრძალავს ფილმებს, სპექტაკლებს, გამოფენებს.
ყველაფერს ცვლის. ყველაფერს ცვლის.
გულკეთილად მოაქვს თავი.
ის თავზე იღებს უფლებას გამოვიდეს პატრიოტების სახელით, პატრიოტიზმს თავის ბასტილიად გადააქცევს. ის ყოველთვის იმიტაციურია, ახალი არაფერია, არც ტაძრების არქიტექტურაში, არც სიტყვებში, არც ჟესტებში, არც საქმეებში. ის სარგებლობს რწმენით ურწმუნოების გამო. და ეჭვს რწმენაში, ძმები კარამაზოვების ღმერთის წინააღმდეგ გალაშქრებას - რუსული სულის საუკეთესო მაგალითებს - ის წარმოადგენს, როგორც გულქვაობას. ის იმიტირებს ქმედებას. სტაგნაცია მისი საუკეთესო ასისტენტია. ენტროპია არსებითად უიღბლო და უნიჭოა. მისი მთავარი აგენტია სიკვდილი. შუა საუკუნეებში ასეთად ითვლებოდა ბოროტება.
ეს ჩვენ უკვე ვისწავლეთ 37 წელს.
მაგრამ ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, მაშინაც კი, თუ მას მოკლე ხელები აქვს დიდი ტერორისთვის, ნიშნავს სიკვდილის მოახლოებას.
ხელისუფლების უცვლელობა - ასევე ენტროპიაა.
სახელმწიფო სიცრუე, პროპაგანდაც - ენტროპიაა.
და მჟავე კვო პატრიოტიზმიც - ასევე ენტროპიაა.
და ეკლესიაც, რომელსაც უყვარს ძალაუფლება და ფული, - ასევე ენტროპიაა.
და სამხედრო ყაიდის ადამიანები, რომელთათვისაც მეთაურის ბრძანება კონსტიტუციაზე უფრო მნიშვნელოვანია, - ასევე ენტროპიაა.
რეალურ კულტურაში, ენტროპიის წინააღმდეგ ბრძოლა ხშირად არ არის პირდაპირი, არამედ პარადოქსულია. მორალიზაცია მიზანს სცდება. ენტროპიის წინააღმდეგ ბრძოლა შეიძლება იყოს ენტროპიის დემონსტრირება. კაფკას რომანი „ციხე-დარბაზი“ ასეთი დემონსტრაციაა.
 „დროა დავუბრუნდეთ ჩვენი კულტურის ფესვებს. იმიტომ, რომ ყველაფერი სხვა ობმოკიდებულია, დაჟანგებული“
სისულელეც ენტროპიაა. მაგრამ როგორ უნდა გავართვათ მას თავი? ისე ვადიდოთ, რომ ცოტა არ მოეჩვენოს! ერაზმუს როტერდამელის „სისულელის დიდება“ ასევე არის ბრძოლა ენტროპიის წინააღმდეგ.
ილია კაბაკოვის სოცარტი - ენტროპიის წინააღმდეგ ბრძოლაა.
კულტურის ირონია და თვითირონია ენთროპიას სძულს. მას იუმორისგან აძაგძაგებს.
ანტონ ნოსიკი, რომელმაც დაგვტოვა, - არის ადამიანი მომავალიდან, თავისუფალი გამომგონებელი - ეს იგივე ბრძოლაა, რომელიც აუცილებელია სიცოცხლის გასაგრძელებლად.
ენტროპია არასდროს გაქრება - ეს ფორმულა სამყაროს უდევს საფუძვლად. მაგრამ შეიძლება ენტროპიის გამოვლენა, ახსნა და მისი გავლენის შეზღუდვის მცდელობა. კიდევ რას, კულტურის გარდა, შეუძლია ამის გაკეთება? ნორმალური თავისუფალი პოლიტიკური ინსტიტუტები, განათლებული დემოკრატია, რომლის ნაკლებობა დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი იგრძნობა. რა თქმა უნდა, იქაც არსებობს ენტროპიის ყველა სატყუარა. სამომხმარებლო საზოგადოების მსგავსად. ენტროპიამ კაცობრიობას გადაასხა სისულელის მთელი ოკეანე. რა განათლებული დემოკრატია შეიძლება არსებობდეს? აქ უნდა ფესვებს დავუბრუნდეთ.
ჩვენთვისაც დროა ფესვებს დავუბრუნდეთ. ჩვენი კულტურის ფესვებს. იმიტომ, რომ ყველაფერი სხვა ობმოკიდებულია, დაჟანგებული. მაგრამ კულტურა ჩვენთან, როგორც აღმოჩნდა, - ჩვენი რელიგიაა. ამიტომაცაა, რომ ენტროპია ჩვენ რეგიონში მბრძანებლობს ხელისუფლებაზე:
— გაანადგურე კულტურა!
სხვა დანარჩენის განადგურება არც ისე რთულია.
კულტურაც დაუცველია განადგურებისგან. ტყვიები ზუზუნებენ. შევინარჩუნოთ იგი. გადავარჩინოთ. მივცეთ სიცოცხლის და ცვლილების უფლება, რადგან მას არ შეუძლია დარჩეს ისეთი, როგორიც გუშინ იყო, თუ ის ნამდვილია და არა სათამაშო ხელისუფლების ხელში.
უკეთესია კულტურის გადარჩენა, ვიდრე მისი აღორძინება შთამომავლობაში.

==
 როგორ მოიმკვდარუნა თავი საბჭოთა კავშირმა 

ვინ თქვა, რომ საბჭოთა კავშირი მკვდარია? ერთხელ მან თავი მოიმკვდარუნა, თუმცა ზოგიერთმა ეს დაიჯერა. მაგალითად, ევროპამაც დაიჯერა. მაგრამ არა მწერალმა ვიქტორ ეროფეევმა.
1991 წლის 25 დეკემბერს, საღამოს, მე შემთხვევით აღმოვჩნდი ისტორიის ავანსცენაზე. მე სტუმრად მივედი ჩემს ამერიკელ გამომცემელთან ნაინა სოლტერთან ცნობილ სახლში სანაპიროზე კრემლის საპირისპირო მხარეს. მაშინ ყველაფერი შესაძლებელი იყო, და მე არ გამკვირვებია, რომ ჩემი ამერიკელი გამომცემელი დასახლდა დიდ ნაცრისფერ მრავალსადარბაზოიან სახლში, სადაც, როგორც მაშინ ამბობდნენ, სტალინის დროს რეპრესირებული, დახვრეტილი ან გულაგში გაგზანილი იქნა ყველა ბინის მაცხოვრებელი ერთის გარდა. და როცა ამის შესახებ გაიგეს, ყველას დაუყოვნებლივ გაუჩნდა კითხვა, თუ კონკრეტულად ვინ გადარჩა? ნაინასაც გაუჩნდა ეს კითხვა. მე კი ვუპასუხე: რა მნიშვნელობა აქვს. ეს იგივეს ნიშნავს, რომ დააგვიანო თვითმფრინავზე, რომელმაც კატასტროფა განიცადა.
გარკვეული თვალსაზრისით, სწორედ მე ვიყავი იმ ერთადერთი ბინის ბინადარი საბჭოთა კავშირში, რომლის არსებობა დასასრულს უახლოვდებოდა. ყველა იტანჯებიდა ისტორიის საშინელი დატვირთვის, საჭმლის, ფულის და პერსპექტივის უქონლობის გამო, მოულოდნელი თავისუფლების მომაბეზრებელი არსებობის გამო, მე კი ბედნიერებისგან მთვრალი დავდიოდი. მე პირველად მივიღე ფული და უსაზღვრო თავისუფლება. დაიბეჭდა ჩემი პირველი რომანი „რუსი ლამაზმანი“,  რომელიც ნამდვილ ბომბად იქცა. ეს მთელს მსოფლიოში აფეთქდა.
და როგორც ბედნიერი ადამიანი, მე ვუცქერდი ჩემს თანამემამულეთა უბედურებას უპასუხისმგებლო ოპტიმიზმით. მეჩვენებოდა, რომ ისინი გადალახავდნენ ტანჯვას, მაგრამ არ დაიღუპებოდნენ, პირიქით, უკეთესად იცხოვრებენ. როგორ სასტიკად და არაადამიანურად ცდება ბედნიერი ადამიანი!
ჩემი და ნაინას ურთიერთობა უკვე დიდი ხანი გრძელდებოდა, ჩვენ ლამაზ წყვილს წარმოვადგენდით მდინარე მოსკოვის ფონზე. ჩვენ ვისხედით დივანზე ფანჯარასთან, როდესაც მან მითხრა: „ახლა კრემლში წითელ დროშას ჩამოხსნიან“. მე არ დავუჯერე, მაგრამ ამერიკელებმა ყოველთვის ყველაფერი კარგად იციან. ჩვენ აივანზე გავედით. უკვე ბნელოდა. ქარი ქროდა და ციოდა, როგორც ყოველთვის მოსკოვში დეკემბრის თვეში. მოულოდნელად საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის კრემლის რეზიდენციაზე უზარმაზარი დროშა შეირხა, წამიერად შეჩერდა, თითქოს თავის თავს გლოვობდა. შემდეგ მას ხელი წაავლეს, და არმყოფობაში გაუყენეს გზას.
„რას ნიშნავს შენთვის რუსული წესრიგი?“ - მკითხა ნაინამ.
მე ასე ვუპასუხე: „1956 წელს ჩვენ მშობლებთან ერთად  (მამა დიპლომატი იყო) პარიზიდან მოსკოვში მატარებლით ვბრუნდებოდით. ევროპა ტოვებდა ყოველდღიურ, ომისშემდეგომ შთაბეჭდილებას. მაგრამ როგორც კი საბჭოთა საზღვარი გადავკვეთეთ, ყველაფერი შეიცვალა. ჩვენს შემადგენლობას შეხვდა გერმანული ნაგაზების შეთანხმებული ყეფა. მესაზღვრე ჯარისკაცები ვაგონებში შევარდნენ უზარმაზარი ძაღლებით, რომლებიც ჯაშუშებზე იყვნენ დაგეშილნი. ჩვენს კუპეში გერმანული ნაგაზი წინა თათებით შეახტა მოხუც ქალს. მან დაიყვირა. ახალგაზრდა ჯარისკაცმა მკაცრად უთხრა: „ ასეთი წესია!“
გაყინულ ჰაერში ყურებს წუილი გაჰქონდა. მე არ მჯეროდა, რომ წითელი დროშა ოდესმე გაქრებოდა. პირადად ჩემთვის ის არ ყოფილა გამარჯვების დროშა, ჩემთვის ის იყო სისხლიანი და ყალბი ფარდა. და როდესაც ის საბოლოოდ ჩაძაღლდა, მის ადგილას კრემლის თავზე აფრიალდა სამფერი დროშა, რომელიც საბჭოთა კავშირში აკრძალული იყო. მაშინ გერჩია თავიდან ბოლომდე აკრძალული ამერიკული დოლარებით ყოფილიყავი მორთული, ვიდრე ასეთი კრამოლა დაგეკავა ხელში. დროშა, რომელიც ევროპის ქვეყნების დროშების მსგავსი იყო. დროშა-ტრანკვილიზატორი . ტოტალიტარიზმის უბედურებებისგან. მაგრამ  არ გამოვიდა.
მე არ ვტიროდი  სახეზე ხელაფარებული. მე, როგორც მოსკოვის გამოცდილმა მკვიდრმა, გავიფიქრე: უბრალოდ დეკორაციის შეცვლაა. მე და ნაინა დავბრუნდით ოთახში, დავიფარეთ პლედი და  დავივიწყეთ ისტორია.
როდესაც გვიან ღამით სახლში ვბრუნდებოდი, ფერმკრთალი ცენტრალური ქუჩები ცარიელი იყო. არავინ დახტოდა სიხარულისგან.
მე დავავიწყე ისტორია, მაგრამ საბჭოთა კავშირი, რომელმაც თავი მოიმკვდარუნა, გადარჩა. გადასარჩენად მან არა მხოლოდ წითელი ტყავი ჩამოიშორა, არამედ ყველა საბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც მას საბოლოოდ ფსკერში ჩაითრევდა. მაგრამ ის აგრძელებდა არსებობას ჩემი ქვეყნის ადამიანთა უმრავლესობის გონებაში. ის ფეთქავდა ელცინის გონებაში, როდესაც მან უარი თქვა ქვეყნის დეკომუნიზაციისა და ახალგაზრდა რეფორმატორთა შემოთავაზებისგან. იგი ჩეჩნეთის ომში აღორძინდა. საბჭოთა კავშირი ნელ-ნელა აღდგა. მადლობა რუს ხალხს! საბოლოო ჯამში, ხელისუფლებამ კი არა, ხალხმა გადაარჩინა ის.
და დღეს საბჭოთა კავშირი უკვე ჯან-ღონით არის სავსე. მთელს ქვეყანაში აღდგა სტალინის ძეგლები, დასრულდა  დაუფიქრებელი თავისუფალი აზროვნება.  საბჭოთა კავშირი იარაღს აჟღარუნებს, ყველას აშინებს, სურს მეზობლების ხარჯზე გაზარდოს ტერიტორია, დაიბრუნოს დაკარგული. რაღაც უკვე მოახერხა. მაგალითად, დაიბრუნა ყირიმი. საბჭოთა კავშირი ხალხის დახმარებით  ძალას იკრეფს. სოციალისტური რეალიზმისთვის ახალი დრო დადგა.
მაგრამ თუ საბჭოთა კავშირი ცოცხალია, როდის დაიბადა ის? ბევრი ფიქრობს, რომ საბჭოთა ხელისუფლებასთან ერთად. სასაცილო აზრია! საბჭოთა კავშირი ყოველთვის არსებობდა რუსეთში. ივანე მრისხანესა და პეტრე პირველის, ასევე ყველა სხვა მეფის დროს. ის ოცნებობდა ორ კონტინენტზე გადაწოლილიყო, და გაწვა კიდეც. მან ყველა დაამარცხა, რადგან გამარჯვების საცეცხლურში თავისსავე ადამიანებს ყრიდა, და ისინიც სიხარულით სწირავდნენ თავს, ვიდრე სხვა ერები. ეს არის ის საკვები, რომლითაც საბჭოთა კავშირი საზრდოობს.
 სავარაუდოდ, იგი გაჩნდა თათარ-მონღოლთა დამპყრობლებისა და რუსეთის მდინარეების ტყიან ნაპირებზე მცხოვრები რუსული სულის უთანასწორო ქორწინების შედეგად. რუსული სული დაფეხმძიმდა და შვა პატარა გმირი. დედამ შეხედა მას და გაიფიქრა: რა სახელი დაერქმია მისთვის? და დაარქვა საბჭოთა კავშირი. ლამაზი სახელია! ახლა ყველამ იცის ეს.
ვიქტორ ეროფეევი, მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, ტელეწამყვანი, ავტორი წინებისა „რუსი ლამაზმანი“, „კარგი სტალინი“, „აკიმუდები“  და მრავალი სხვა, საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი.






http://staskulesh.com/2012/09/us-is-bad/

"At the very least, severe interference by occult forces (his energy and eyes give it away) who inject into him these ideas/thoughts he takes for his own. Also a result of obvious disembodiment and living a vey head-centric existence on a very basic level. The body-mind split creates energetic astral openings for occult forces to inject and manipulate him."

"As if the distorted body image matrix pathology combined with the ever-increasing selfie narcissism based on superficial looks on social media couldn't get any worse in a world where pathologies like these have become normalized, here is a "body-app" that can give you instant bigger boobs, tattoos and a slim waistline (and much more, I'm sure). I feel sad for the (wounded) women who feel the need to edit/photoshop their photos like that in order to feel "loved" and get attention. More feeding ground for occult forces via distortion of sexual energy (and unfortunately, many men feed off of that as well). There is deep wounding, matrix programming and conditioning at works here which are only being fed and increased with apps like that.


"Oftentimes I see people confusing the word "occult" with "evil" or something "negative" and the word "apocalypse" with "the end of the world" or "destruction" (mostly based on religious programming). So here are some basic clarifications:

- "Occult" simply means "hidden":
from Latin "occultare": ‘secrete,’ frequentative of occulere: ‘conceal,’ based on celare: ‘to hide’.

- "Apocalypse" means "un-veiling" or "un-covering"
from Greek "apokalupsis, apokaluptein": ‘uncover, reveal,’
from apo- ‘un-’ + kaluptein ‘to cover.’
[although the process itself can be "destructive" indeed "


Many of us who have done our research over the years – and worked through the conditioning/programming in our own awakening process – can connect the dots and “see the unseen”, identifying the invisible thread that weaves through all of these events, which seem to be unrelated on a surface level but all point towards the same goal: global enslavement under the disguise of “freedom”, “unity” and “protection”.

From a hyperdimensional perspective, the end-game/goal of their agenda is to completely take-over/’body-snatch’ our physical/emotional/mental selves in order to lock us into a frequency prison – all of their various chessboard-level ‘triggers’ are designed to prime our bodies so as to facilitate the hosting of their vibrational essence within our human ‘mainframe’.

Hence the push for dis-embodiment in all of its various guises: increasing the body-mind split via
increased mental activity/distraction through technology/A.I., as well as poisoning the individual through GMOs, EMF radiation, vaccinations, chemtrails, etc. – all of which are environmental factors that collude with the original series of genetic modification experiments conducted by “the Predator from beyond the stars” in order to disconnect us more and more from our original DNA blueprint. This is a program of Hybridization that is priming humanity’s transmutation into shell-vessels for hyperdimensional possession.
The real agenda behind Transhumanism is to interfere with the true higher consciousness embodiment process during the Ascension Cycle, by sublimating higher consciousness embodiment to be replaced with the insertion of artificially intelligent machines and virtual realities.

Artificial intelligence devices and technological machines that are merged with the incarnated human body and brain repel the higher mind matrices of the spiritual consciousness, preventing higher consciousness from coming into actual physical Embodiment. Therefore, in the next few years the global push towards integrating transhumanism will be more aggressive in the blended realities on earth, through bio-technology and pharmaceuticals enmeshed with the AI agenda rolled into high tech consumer products marketed to niche groups in a variety of social media. This is to attempt to further thwart higher consciousness embodiment potentials and prevent translocation abilities in the human public.
Enormous global online platforms with free access to mass social media are used to spread harmful conditioning steering evolution towards transhumanism and brainwashing agendas carried out by intelligence agencies. Please be hypervigilant and discerning about the direction of personal energy and attention that is given towards any of these social networking and mass media news platforms."

- Lisa R

Trans-humanism is merely the tantalizing carrot to seduce the population with all it’s superhuman potential, including anti-aging and longevity..Such will always appeal to the masses in an offering artificially what has been taken away artificially in the first place. What was removed from our Being is what is Rightfully ours and always was. We must endeavor to Re-remember and take back and Ingrain as much Consciousness from this enforced amnesia and false programming as possible, for that is what Ultimately breaks the matrix and it’s A.I containment field seeking the ultimate consummation.”

- Laura l.



"The real agenda behind Transhumanism is to interfere with the true higher consciousness embodiment process during the Ascension Cycle, by sublimating higher consciousness embodiment to be replaced with the insertion of artificially intelligent machines and virtual realities.

Artificial intelligence devices and technological machines that are merged with the incarnated human body and brain repel the higher mind matrices of the spiritual consciousness, preventing higher consciousness from coming into actual physical Embodiment. Therefore, in the next few years the global push towards integrating transhumanism will be more aggressive in the blended realities on earth, through bio-technology and pharmaceuticals enmeshed with the AI agenda rolled into high tech consumer products marketed to niche groups in a variety of social media. This is to attempt to further thwart higher consciousness embodiment potentials and prevent translocation abilities in the human public.

Enormous global online platforms with free access to mass social media are used to spread harmful conditioning steering evolution towards transhumanism and brainwashing agendas carried out by intelligence agencies. Please be hypervigilant and discerning about the direction of personal energy and attention that is given towards any of these social networking and mass media news platforms."

- Lisa R.

http://www.colta.ru/articles/raznoglasiya/14272



"One of the most fundamental errors in our human understanding of the universe is the idea that it is even possible for anything to be completely separate from anything else. Every point (and therefore every thing) in the entire universe is connected to every-other point and thing in the universe by the SPACE that everything in the universe is defined by.

You may think of space as being empty, but science has proven that this perception is an illusion, that space is actually completely full of little tiny tiny vibrations called "vacuum fluctuations" that when all added up equal an infinite amount of energy.

This field of energy that permeates the entire universe has been given a lot of names over the decades: the aether, the plenum, the zero point field, the quantum foam, the source field, the vacuum, God, call it whatever you like, the SPACE that fills everything also connects everything.

There is no such thing as "separation" in the universe." - Nassim Haramein


The modern person simply has no conception of how self-deceptive a life can be that is lived in only one part of oneself. The head, the emotions, and the body each have their own perceptions and actions, and each in itself, can live a simulacrum of human life. In the modern era this has gone to an extreme point and most of the technical and material progress of our culture serves to push the individual further into only one of the centers—one third, as it were, of one’s real self-nature. The growth of vast areas of scientific knowledge is, according to Gurdjieff, outweighed by the diminution of the conscious space and time within which one lives and experiences oneself. With an ever-diminishing “I,” man gathers an ever-expanding corpus of information about the universe. But to be human—to be a whole self possessed of moral power, will, and intelligence—requires all the centers, and more. This MORE is communicated above all in Gurdjieff’s own writings in which the levels of spiritual development possible for man are connected with a breathtaking vision of the levels of possible service that the developing individual is called on to render to mankind and to the universal source of creation itself.

Man is an undeveloped creation. He is not really man, considered as a cosmically unique being whose intelligence and power of action mirror the energies of the source of life itself. On the contrary, man as we encounter him is an automaton. His thoughts, feelings, and deeds are little more than mechanical reactions to external and internal stimuli. He cannot do anything. In and around him, everything happens without the participation of his own authentic consciousness. But human beings are ignorant of this state of affairs because of the pervasive influence of culture and education, which engrave in them the illusion of autonomous conscious selves. In short, man is asleep. There is no authentic "I am" in his presence, but only an egoism which masquerades as the authentic self, and whose machinations poorly imitate the normal human functions of thought, feeling, and will.

Many factors reinforce this sleep. Each of the reactions that proceed in one’s presence is accompanied by a deceptive sense of I—man is many I’s, each imagining itself to be the whole, and each buffered off from awareness of the others. Each of these many I’s represents a process whereby the subtle energy of consciousness is absorbed and degraded, a process that Gurdjieff termed “identification.” Man identifies—that is, squanders his conscious energy, with every passing thought, impulse, and sensation. This state of affairs takes the form of a continuous self-deception and a continuous procession of egoistic emotions, such as anger, self-pity, sentimentality, and fear which are of such a pervasively painful nature that man is constantly driven to ameliorate this condition through the endless pursuit of social recognition, sensory pleasure, or the vague and unrealizable goal of “happiness.”

- Jacob N






Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised