среда, 8 августа 2018 г.

სხვის მზერის ქვეშ: სელფი ლაკანის ფსიქოანალიზის პრიზმაში.დიმიტრი უზლანერი;ნარცისიზმის ეპიდემია,თავის თავზე შეყვარებულ პიროვნებათა რიცხვი იზრდება

ნარცისიზმის ეპიდემია
თუ მიგაჩნიათ, რომ თავის თავზე შეყვარებულ პიროვნებათა რიცხვი თქვენს გარშემო სულ უფრო მეტად იზრდება, თქვენ ეს არ მოგჩვენებიათ.



სხვის მზერის ქვეშ: სელფი ლაკანის ფსიქოანალიზის პრიზმაში


 სტატია ეძღვნება სელფის ფენომენის გააზრებას. ავტორი დაინტერესებულია იმით, რომ სელფის ფენომენს შეუძლია ბევრი რამის თქმა ადამიანის სუბიექტისა და მისი სტრუქტურის შესახებ. როგორც საფუძველი, შეიძლება ჟაკ ლაკანის სუბიექტის ფსიქოანალიტიკური თეორიის გამოიყენება, კერძოდ მისი მოსაზრებებისა მზერის შესახებ (le regard) და რა როლს ასრულებს ის ადამიანის სუბიექტურობის შესაქმნელად.  მრავალი ფოტოსურათის ანალიზის ნაცვლად ავტორი იღებს ერთ კონკრეტულ „სარკისებურ სელფის“ და თანამიმდევრულად განიხილავს მზერის სხვადასხვა ასპექტს მასთან მიმართებაში: მზერა, რომელიც ქმნის და ადასტურებს სუბიექტის იდენტურობას (მზერის ეს ასპექტი ილუსტრირებულია ლაკანის ორმაგი სარკის კონსტრუქციით, რომელიც სტრუქტურულად ჰგავს სელფის); მზერის იდეოლოგიური განზომილება და „იდეოლოგიური დათვალიერება“, რომელსაც შეჰყავს სუბიექტი უფრო დიდ სხვაში; მზერა, როგორც სურვილის ობიექტი-მიზეზი (ამ ასპექტით აიხსნება, თუ რატომ არ აკმაყოფილებს ადამიანებს ერთი ფოტოსურათი და რატომ გარდაქმნიან სელფის თვითწარდგენის გაუთავებელ ნაკადად); მზერის აუტანელი აუცილებლობა და მზერის კონტროლის ქვეშ აყვანის მცდელობა (სელფი განიხილება,  როგორც სხვის მზერის დამშვიდების, „მოშინაურების“ მცდელობა); მზერის მონსტრუოზული რეალური განზომილება (აქ საუბარია shaming'-ის ფენომენის და სხვის მზერასთან ტრავმატული კონფლიქტის მაგალითების შესახებ).  ეს ტრავმატული განზომილება მიუთითებს იმაზე, რომ შეუძლებელია მზერის „მოშინაურება“. დასკვნის სახით აღნიშნულია, რომ ახალი ტექნოლოგიები, კერძოდ, თვითპრეზენტაციის შესაძლებლობები, რომლებსაც ისინი უზრუნველყოფენ, არ აყენებენ ზიანს პიროვნების ბუნებას, არამედ, პირიქით, მხოლოდ უფრო მეტ სიმკვეთრეს აძლევენ მას.

დიმიტრი უზლანერი
================
ნარცისიზმის ეპიდემია
თუ მიგაჩნიათ, რომ თავის თავზე შეყვარებულ პიროვნებათა რიცხვი თქვენს გარშემო სულ უფრო მეტად იზრდება, თქვენ ეს არ მოგჩვენებიათ.
სამსახურში, ტუალეტში სარკის წინ, ლამაზი გოგონა ტიროდა და ყურადღებით ათვალიერებდა თავის თავს მტირალს. მე ვკითხე, ხომ არ შემეძლო მისთვის დახმარების გაწევა. მან პასუხად ზიზღით ამათვალიერ-დამათვალიერა, და სიცილი აუტყდა. შემდეგ ცრემლი მოიწმინდა, საკუთარ თავს გაუღიმა, სწრაფად გადაიღო სელფი და ამაყად წავიდა, მაგრამ, თითქოს შემთხვევით, წყალი შემომასხა. იქვე, გვერდით,  საქმიანად ხელს იბანდა მეორე ლამაზი გოგონა. მან გახედა წასულს და მითხრა: „ნარცისია. ყოველთვის ასე იქცევა!“
გასულ წელს მე კონსულტაცია ჩავუტარე დიდი რაოდენობით ახალგაზრდა ნარცის ადამიანს.
როგორ წარმოუდგენია ჩვეულებრივ ადამიანს ნარცისი? როგორც ეგოისტი, თავხედი, ამპარტავანი, რომელიც არავის არ აქცევს ყურადღებას, მაგრამ სურს სხვების ყურადღების მიპყრობა. ვინც მუდმივად დგას სარკის წინ, ხომ ასეა? 
მე გამოვკითხე  ჩემი ნაცნობები, და 7-დან 6-მა მიპასუხა, რომ ისინი ან მათი შვილები უბრალოდ ნარცისების გარემოცვაში არიან, რომ ეს რაღაც ეპიდემიაა. და კიდევ მითხრეს, თუ როგორ სძულთ ნარცისები, და როგორ გაუწყალეს ნარცისებმა მათ გული მუდმივი სელფით სოციალურ ქსელებში. თითქმის ყველა ჩემი ნაცნობი ფიქრობს, რომ ნარცისიზმი - აღზრდის შედეგია, როდესაც ბავშვს არაფერზე ეუბნებიან უარს.
ფაქტია, რომ ბევრ რამეში ჩემი ნაცნობები მართლები არიან: პიროვნების ნარცისული აშლილობის მქონე ადამიანები პატივმოყვარენი არიან, ჭირვეული, ძალიან სურთ დიდება და წარმატება, და დარწმუნებული არიან, რომ ამას იმსახურებენ. ისინი არ ერიდებიან და ყველასთან ავლენენ თავის ქედმაღლობას და უპირატესობას. ისინი ეძებენ გავლენიან მეგობრებს და თავად წარუდგებიან სხვებს, როგორც გავლენიანი ადამიანები, ამის გამო მანიპულირებენ ძალიან ფაქიზად, თუმცა ნებისმიერ საშუალებას იყენებენ. მაგრამ თუ სხვები აღფრთოვანებას არ გამოხატავენ მათ მიმართ, ისინი იტანჯებიან,  დეპრესიაში ვარდებიან ან ბრაზობენ.
თუმცა, ასეთი ქცევის მიზეზი არ არის ის, რომ ბავშვის მიმართ მეტისმეტად გამოხატავენ სიყვარულს. არც იმაში, რომ მშობლები მას არაჩვეულებრივ პიროვნებად მიიჩნევენ, არამედ სრულიად სხვა რამეშია. მიზეზი ბავშვის მუდმივად შეფასებაშია. პიროვნების ნარცისული აშლილობა ხშირად სწორედ აღზრდის შედეგია.
რა უნდა გააკეთოს მშობელმა ნარცისი რომ აღზარდოს? მას ყოველთვის უნდა მიაყენო შეურაცხყოფა, არ შეაფასო სათანადოდ, მოახდინო მისი იგნორირება და აიძულო იმის გაკეთება, რის გაკეთებაც არ შეუძლია, შემდეგ კი დაადანაშაულო იმის გამო, რომ თავი ვერ გაართვა, რათა შეურაცხყოფილი დარჩეს. ბავშვობაში ნარცისები ვერაფრით ახერხებდნენ მშობლებისთვის რომ ეამებინათ, რადგან ვერ აღწევდნენ მათ დონეს. ასეთი ბავშვის მშობლები, სავარაუდოდ, ასევე ნარცისები არიან. ან ერთი მათგანი მაინც. რაც არ უნდა გააკეთოს ბავშვმა, ყველაფერი გაუფასურებულია, შეუმჩნეველი, ან უბრალოდ „ორიანზე“ შეფასებული. მას საყვედურობენ, არცხვენენ ან უბრალოდ მის იგნორირებას ახდენენ.
 კიდევ ერთი ვარიანტია, როდესაც ბავშვი ნარცისი იზრდება: როდესაც მშობლები მიიჩნევენ მას წარმატებულად და აქებენ და ადიდებენ, მეცადინეობენ მასთან,  სურთ, რომ მათი შვილი გახდეს დიდი მუსიკოსი ან ბიოლოგი. და როდესაც ბავშვი უარს აცხადებს სასურველ იდეალურ მომავალზე, მას მკაცრად აკრიტიკებენ. ამის გამო მას ეუფლება შიშის და ტკივილის გრძნობა. ბავშვი ხედავს, რომ მშობლებისთვის ის მხოლოდ სიამაყის საგანია. გარდა ამისა, ის კარგად გრძნობს, რომ მშობლისთვის მნიშვნელოვანია კარგი მშობლის იმიჯის შექმნა, ხოლო   ბავშვი - მხოლოდ საშუალებაა ამის მისაღწევად.
 თუმცა, რა თქმა უნდა, ასევე არსებობს ნარცისიზმისკენ მიმავალი გზა, როდესაც მშობლები ყოველთვის არწმუნებენ ბავშვს მის განსაკუთრებულობაში, და იცავენ რეალობასთან კონტაქტისგან. მანქანით მიჰყავთ სკოლაში. ირჩევენ სკოლას ნარცისებისთვის, აწუხებენ მის გამო პედაგოგებს, რათა ბავშვმა არ დაკარგოს ყოვლისშემძლეობის რწმენა. ის რჩება იმ სამი წლის ბავშვად, რომელსაც სჯერა, რომ ის ნახევრადღმერთია (ან თუნდაც ღმერთი), და მას ჯადოქრები ემსახურობიან. მაგრამ ასეთი ნარცისები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ისეთი,  ვინც განიცდის მშობლების შეფასებას.
ამიტომაც აქვთ ასეთ ადამიანებს მუდმივად არასტაბილური თვითშეფასება, ისინი ყოველთვის, მთელი ცხოვრება, დედის და მასწავლებლის შეფასებით დაშინებული პატარა ბავშვებივით გამოიყურებიან. ამიტომაც ემსახურება ქედმაღალი სნობის მთელი ქცევა მხოლოდ საკუთარ თავში თავდაჯერებულობის და სიმშვიდის მიღწევას. აქედან გამომდინარე, ნარცისული პიროვნებები რეგულარულად გრძნობენ თავს განსაკუთრებით  უმნიშვნელოდ, რაც აიძულებს მათ მუდმივად მერყეობდნენ საკუთარი თავის თვითგანდიდებასა და თვითდამცირებას შორის. ნარცისული პიროვნების ყველაზე დიდი შიში ასე გამოიყურება: „მე არ შევეფერები მას“, „მე არ მოვწონვარ“, „მე არაფერს არ წარმოვადგენ“. და როდესაც სხვა ადამიანებს აიდეალებენ, ამით თავის თავს აუფასურებენ. ხოლო, როდესაც თავის თავს აიდეალებენ (რაც ხდება უფრო ხშირად), ამით სხვების გაუფასურებას ცდილობენ, მუდმივად შეწუხებულნი არიან საკუთარი თავის პატივისცემის პრობლემით. და მთელ ცხოვრობას ამ საშინელ ღირებულებათა საქანელაზე ატარებენ.
მიზნები, რომლებსაც ისინი ისახავენ, აბსოლუტურად არარეალურია და ოცნების კოშკებს ჰგავს. და როდესაც ვერ აღწევენ მათ, თავს განსაკუთრებით დეფექტურ ადამიანებად გრძნობენ.
ნარცისებს არ გააჩნიათ სიამოვნების მიღების უნარი საკუთარი თავისა და სხვებისგან, მათ არ შეუძლიათ სიყვარული, სიხარულის გამოხატვა საკუთარი თავისა და სხვების მიმართ, საკუთარი და სხვების სისუსტეების და შეზღუდვების აღიარება. გარშემო მყოფი ადამიანები მათთვის არსებობენ მხოლოდ, როგორც მათი პოპულარობისა და მაღალი შეფასების მაჩვენებელი. ღრმა ურთიერთობებში შესვლა არ შეუძლიათ, არც თანაგრძნობა, მხოლოდ ასეთად თავის მოჩვენება. კრიტიკა მათში რისხვას იწვევს, აღფრთოვანება - ამპარტავან და ქედმაღლურ ზიზღს სხვების მიმართ. ისინი ასე ცხოვრობენ.
 ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან თუ ადამიანს აქვს მინიმუმ ხუთი, მაშინ ეს ნარცისული აშლილობა.
1) საკუთარი მნიშვნელობის, მიღწევებისა და ნიჭის გადაჭარბებული შეფასება, მისი უპირატესობის აღიარების მოლოდინი მნიშვნელოვანი მიღწევების არსებობის გარეშე;
2) უსაზღვრო წარმატების, ძალაუფლების, გონების, სილამაზის ან იდეალური სიყვარულის ფანტაზიებზე ფიქსაცია.
3) დარწმუნება საკუთარი თავის განსაკუთრებულობაში, უნიკალურობაში, შესაძლებლობაში იყო გაგებული და მიღებული მხოლოდ განსაკუთრებული ან გავლენიანი ადამიანების ან საჯარო დაწესებულებების მიერ;
4) მისდამი გადაჭარბებული თაყვანისცემის მოთხოვნილება;
5) დაუსაბუთებული მოსაზრება საკუთარი უფლების შესახებ პრივილეგირებულ, შეღავათიან მდგომარეობაზე, სურვილების სწრაფ დაკმაყოფილებაზე;
6) საკუთარი მიზნების მისაღწევად სხვების გამოყენება.
7) ემპათიის ნაკლებობა, სურვილის არარსებობა აღიაროს და გაითვალისწინოს სხვების გრძნობები და საჭიროებები;
8) ხშირად შურის გრძნობა სხვების მიმართ ან რწმენა იმისა, რომ სხვებს მისი შურთ;
9) ამპარტავანი ქცევა.
ნარცისები ზრდიან ნარცისებს, თავის მხრივ, ისინი - სხვებს. ამიტომაც ფსიქოლოგები მიუთითებენ ნარცისთა მთელი დინასტიის არსებობაზე.
მაგრამ რა ხდება ბოლო დროს? რატომ არის, რომ დინასტიები იმდენივეა, ხოლო ნარცისები - უფრო მეტი? პასუხი მარტივია: გაჩნდა ცრუ იდეალური სახეების შექმნის ყველა პირობა. და ამაში დამნაშავეა ჩვენი ნდობა სოციალური ქსელებისა და იმ პოპულარული იმიჯის მიმართ, რომლებსაც იქ იქმნიან ადამიანები. ახალგაზრდობა წერს თავისი უჩვეულო მიღწევების შესახებ, ფოტოსურათებს იღებს მხოლოდ მაშინ, როდესაც კარგად გამოიყურება, ათავსებს  მოგზაურობის ფოტოებს, ქმნიან ბოჰემის და მათი მხიარული არსებობის სურათებს მხოლოდ საკუთარო ნიჭის წყალობით. შემდეგ ისინი ითვლიან აღფრთოვანებულ კომენტარების რიცხვს, და წრეც იკვრება. ადამიანები, რომლებიც ოდნავ მაინც ავლენენ ნარცისიზმის მიმართ მიდრეკილებას, უკვე ხაფანგში არიან. რაც მათმა მშობლებმა ვერ მოახერხეს, ამას სოციალური ქსელები ახერხებენ. მწვავე შემთხვევითი კრიტიკა, გაუფასურება და მსუბუქი დაუმსახურებელი ქება - ასე მარტივად გადაიქცევა ინფანტილური ახალგაზრდა ადამიანი ნარცისად.
რა თქმა უნდა, ცხოვრება ნარცისების გარეშე მრავალფეროვანი ვერ იქნებოდა. ისინი იწვევენ ადამიანებში ძლიერ გრძნობებს და თავისებურად ახალისებენ ჩვენ ცხოვრებას. მაგრამ როდესაც ყვავილების ბაღში მხოლოდ ნარცისები არიან ან ზედმეტად ბევრნი არიან, ისინი ცხოვრებას გვიწამლავენ და სწრაფად გვღლიან.
 რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ნარცისი არ გავზარდოთ? უპირველეს ყოვლისა, შეწყვიტეთ ნარცისული კავშირები. განავითარეთ ბავშვში სხვა ადამიანების გაგების უნარი, მათი აღქმა არა როგორც საკუთარი სურვილების დაკმაყოფილების შესაძლებლობისა, არამედ, როგორც ცალკე არსებული ძვირფასი პიროვნებებისა, რომლებიც არაფრით არ არიან მის წინაშე ვალდებული. გიყვარდეთ ბავშვი, ზოგჯერ აღიარეთ მასში გულუბრყვილო და მარცხიანი ადამიანი, გიხაროდეთ კიდეც ეს. მიეცით ბავშვს ნორმალურად განვითარების, ცხოვრებაში საკუთარი გზის მოძებნის საშუალება, და მხოლოდ ხანდისხან გაუწიეთ მას დახმარება. ნუ შეეცდებით მის დამორჩილებას, მიეცით საკუთარი გეგმების განხორციელების საშუალება და სინანული გამოხატეთ იმის გამო,  თუ მათ ეს ვერ შეძლეს. იუმორი, კარგი იუმორი, როცა ყველა მხიარულობს, - მთავარი იარაღია გადაჭარბებული ნარცისიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
 როდესაც მის დასჯას გადაწყვეტთ, მარტივად წარმოაჩინეთ მისი ქცევა, აჩვენეთ, რომ ცხოვრება შეიძლება სარკე გახდეს. არასოდეს დატოვოთ უყურადღებოთ უპატივცემულობის ნებისმიერი გამოხატვა ბავშვის მხრიდან, არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა ასაკისაა ის. ზემოქმედების ზომები შეიძლება განსხვავდებოდეს, იტოს სიტყვიერი ან კონკრეტული. თუ მან თქვენი თხოვნა უყურადღებოდ დატოვა, თქვენც ასევე მოიქეცით. 
და, რაც მთავარია, გიყვარდეთ თქვენი შვილი. ყველა ფსიქოლოგი ერთხმად მიანიშნებს, რომ ნარცისი ადამიანის კარდინალურად შეცვლის შანსი უმნიშვნელოა. ასეთი ადამიანები არ აღიარებენ, რომ მათ აქვთ პრობლემები და დახმარება სჭირდებათ. ისინი არ მიიღებენ დახმარებას. როგორც წესი, ნათესავები და მეგობრები განიცდიან დიდ სირთულეებს ნარცისებთან ურთიერთობაში, ეს იმ დროს, როდესაც ნარცისებს თავის ცხოვრებაში ყველაფერი აკმაყოფილებს. თუ თქვენ ნარცისთან ურთიერთობა გიწევთ სამსახურში ან სწავლის პერიოდში, უბრალოდ მათი იგნორირება მოახდინეთ.
თუმცა ტუალეტში მეც უნდა შემესხა საპასუხოდ იმ გოგონასთვის წყალი. რომ არ დამრჩენოდა მსხვერპლის კომპლექსი.  რატომღაც მაშინვე ვერ მოვისაზრე.


==
მთავარი რედაქტორი ჟურნალისა „სახელმწიფო, რელიგია რუსეთსა და საზღვარგარეთ“, სახალხო მეორნეობის და სახელმწიფო სამსახურის რუსეთის აკადემია; მეცნიერ თანამშრომელი, სოციალურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა მოსკოვის უმაღლესი სკოლა.  


თარგმანი
07.08.18
M.F.L
(C)










Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised