среда, 8 августа 2018 г.

უფრთხილდით დეპრესიას! ყველაფერი აქედან იწყება ;დიმიტრი ზაპოლსკი. როგორ იწყება სიგიჟე ?

   უფრთხილდით დეპრესიას! ყველაფერი აქედან იწყება ;დიმიტრი ზაპოლსკი. როგორ იწყება სიგიჟე ?


 ტექსტი სხვისია და ოდნავ მიმოფანტული. ერთის, მეორეს, მესამეს შესახებ. მაგრამ, ვისთვისაც ეს თემა ნაცნობია, - მასალა ძვირფასია. ბევრი რამ ხდება უფრო ცხადი საკუთარსა და კლიენტთა ქცევაში. თუმცა, არ არის მკაფიო საზღვარი დიდ ფსიქიატრიასა და დისფუნქციების ცალკეულ გამოვლინებათა შორის. ხოლო, როცა დიდი რაოდენობით უთანხმოება გროვდება, ამან შეიძლება აფეთქებაც კი გამოიწვიოს. გაუფრთხილდით თავს! ნუ მიუშვებთ თვითდინებაზე არასასიკეთო მდგომარეობის პირველ ნიშნებს.

დმიტრი ზაპოლსკი. როგორ იწყება სიგიჟე ?

 კლაუს კონრადი შიზოფრენიას იკვლევდა. ეს მისი მოწოდება იყო. ის იყო ნერვული ადამიანი და უყვარდა ექსტრემალური სპორტი. კლდეზე ცოცვა, ალპებში მთაზე მარტო ასვლა, მყინვარებზე სეირნობა. დაიღუპა აყვავების ხანაში. გენიოსი იყო. მან უდიდესი აღმოჩენა გააკეთა სიღრმისეულ ფსიქოლოგიაში. თავად არც კი იცოდა, თუ რაოდენ დიდი ნაბიჯი გადადგა წინ. რადგან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კოლეგების მიერ იქნა შეჩვენებული. ის ეკუთვნოდა ვენის ლეგენდარულ სკოლას, 1940 წელს შევიდა ნაცისტურ პარტიაში. უფრო ადრე მისი კვლევა მემკვიდრეობითი ეპილეფსიის შესახებ საფუძვლად დაედო ეპილეპტიკების სავალდებულო სტერილიზაციას ნაცისტურ გერმანიაში.
მოკლედ, მახეში გაება ჩვენი ექიმი: ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც, ფაქტობრივად, მოხდა სიღრმისეული ფსიქოლოგიის აპოლოგეტთა ევაკუაცია, და შეიქმნა მსოფლიო ფსიქიატრიული ცენტრი, ნაცისტი კონრადის სახელის გაგონებაც კი არავის სურდა. ის კი გეშტალტის იდეაზე მუშაობდა, იყო ეგზისტენციალისტი რომანტიკოსი და, საერთოდ, ამაღლებული პიროვნება. ერთგვარი „სუფთა მეცნიერების მხარდამჭერი“. მაგრამ ვინ აპატიებდა!.. სიცოცხლის ბოლოს კონრადი მუშაობდა პროფესორის თანამდებობაზე, წერდა ტრაქტატებს, ასწავლიდა უნივერსიტეტებში და სერიოზული ინსტიტუტის დირექტორადაც კი დანიშნეს მიუნხენში, მაგრამ მსოფლიო ფსიქიატრია მაინც მიიჩნევდა, რომ ის დასვრილია, ნაცისტური სამედიცინო ასოციაციის წევრის ბარათმა სიცოცხლის ბოლომდე დაღი დაასვა კონრადს. რედაქტორები ცნობარებიდან იღებდნენ მის სახელს, სტუდენტები ცდილობდნენ არ ეხსენებინათ მისი იდეები, რათა არ განრისხებულიყვნენ მათი სამეცნიერო ხელმღვანელები. თითქოს კეთროვანი იყო. რთული იყო კონრადისთვის ცხოვრება და მუშაობა ... მისი გარდაცვალებაც საიდუმლოებით არის მოცული. თითქოს იგი დაიღუპა ექსტრემალური ასვლის დროს რომელიღაც პიკზე, მაგრამ არსებობს ვერსია, რომ ეს იყო სუიციდი ...
 მრავალმა წელმა განვლო, და თანდათანობით კონრადის ბიოგრაფიამ უკანა პლანზე გადაიწია. ხოლო მისი აღმოჩენა მნიშვნელოვან ეტაპად იქნა აღიარებული ადამიანის ფსიქიკის ღრმად გააზრების გზაზე. დღეს გერმანულ ვიკიპედიაში კონრადის შესახებ შეიძლება მოკრძალებული სტატიის ნახვა. მაგრამ, თუ საძიებო სისტემაში აკრიფავთ სიტყვებს „ტრემა-ფაზა“, „აპოფენია“ ან ტრანსგრესია“, თქვენ ნახავთ ათასობით მითითებას. სწორედ კლაუს კონრადმა, ისე, რომ მისთვის ცნობილი არ იყო, აღწერა არაცნობიერის ერთ-ერთი მთავარი პროცესი. თუმცა ის შეისწავლიდა შიზოფრენიას და მის დასაწყისს ავადმყოფ ადამიანში.
 ვენის სკოლის საუკეთესო ტრადიციებში, რომელმაც მსოფლიოს მისცა გამოჩენილ მეცნიერთა მთელი პლეადა ფროიდიდან ფრანკლამდე, იუნგიდან და ადლერიდან რაიხამდე (კიდევ უფრო მეტად დრამატული ფიგურა), კონრადი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სიგიჟე - „ნევროზის“ შედეგია. მან გამოთქვა ვარაუდი, რომ შიზოფრენია არის შინაგანი არაცნობიერი კონფლიქტის შედეგი, და წამოჭრა „ენდოგენური ნევროტიზაციის“, დღევანდელი მეცნიერების თვალსაზრისით, საკმაოდ იდეალისტური, იდეა. მაგრამ მნიშვნელობას არმოკლებული. ჩვენ ხომ არაფერი ვიცით შიზოფრენიის შესახებ, მხოლოდ თავს ვაჩვენებთ, რომ ვერკვევით. შიზოფრენია შავი ყუთია. მას მკურნალობენ, როგორც მწვავე რესპირატორულ დაავადებას, ხსნიან სიმპტომებს და ხელს უწყობენ პაციენტების რეინტეგრაციას რეალობაში. გარკვეულ წარმატებასაც აღწევენ. მაგრამ დაავადების დაწყების აღწერა და მისი განვითარება უკეთესად გამოდით. და კონრადიც აღწერდა. გეოლოგების მსგავსად, რომლებიც ეძებდნენ მადანს და პოულობდნენ ნამარხ ძვლებს და უძველეს მცენარეთა ანაბეჭდებს, შიზოფრენოლოგები აღწერდნენ ადამიანის რეალობაში „დაბრუნების“ მექანიზმებს.
ვენის სკოლის ფსიქიატრებს უყვარდათ უძველესი ბერძნული მითები, როგორც არაცნობიერის კონცეფტების საფუძველი. მეფეები და ღმერთები, გმირები და ნიმფები, ვნებები და დრამები. საიდან მოდის ეს ყველაფერი? ცხადია, რომ არა აადამიანის ცნობიერებიდან! პრიაპი მისი ფალოსით, წყევლით და ოცნებით, ნარცისი და მისი დედა ლერიოპე, რომელთა თვალებში შვილი ხედავდა არა თავის თავს, არამედ დედის ანარეკლს, ანუ თავის სიკვდილს. ოედიპოსი, რომელმაც ცოლად დედა, იოკასტე შეირთო. ელექტრა, რომელმაც დაარწმუნა თავისი ძმა მოეკლა დედა დაღუპული მამის გამო ... საიდან მოვიდა ეს სიუჟეტები? ფსიქიკის უძირო სიღრმეებიდან, ქვეცნობიერიდან, სულის ბნელი კუნჭულებიდან.
 სწორედ უძველესი ტრაგედიები, „წმინდა“, ჯერ კიდევ ცივილიზაციით არ შეურაცხყოფილი თავდაპირველი ხელოვნების „პროდუქცია“ საფუძვლად დაედო ფროიდისა და ანტაგონისტ მოწაფეთა ნააზრევს. მაგრამ კლაუს კონრადი კიდევ უფრო შორს წავიდა - ის მიხვდა, თუ როგორ არის მოწყობილი ბერძნული ტრაგედია. იგი ჩაწვდა უნივერსალურ ფაბულას, მოქმედების აღქმის პრინციპს: დრამატურგის მიერ შექმნილი სიუჟეტი მძაფრდება. ვითარდება, როგორც ადამიანების ცხოვრება - პროლოგიდან კულმინაციამდე, კვანძის გახსნიდან ეპილოგამდე. და ეს მხოლოდ მელპომენეს მიერ ნაკარნახევი ფორმა არ არის - ეს არაცნობიერის ანარეკლია!
კონრადი შიზოფრენიკებს სწავლობდა და მიხვდა - ბოდვა ვითარდება არა სპონტანურად და შემთხვევით: ბოდვის პროცესს აქვს საკმაოდ აშკარა ეტაპები. ისინი დაკავშირებულია შფოთვის ზრდასთან, როგორც კლასიკურ ძველბერძნულ ტრაგედიაში. კონრადმა მას უწოდა ტრემა. ან ტრემო-ფაზა.
წარმოიდგინეთ ჩვეულებრივი ადამიანის მდგომარეობა. როგორიც ხართ თქვენ ან მე. როგორც ნებისმიერი ადამიანი მილიარდიდან, რომელიც ცხოვრობს პლანეტაზე. ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენი ცხოვრებით, უზრუნველვყოფთ ჩვენს საჭიროებებს, ვფიქრობთ, ვსუნთქავთ, ვჭამთ, გვძინავს, ვფუნქციონირებთ. ჩვენს ცნობიერებაში ყოველ წუთს მიმდინარეობს უზარმაზარი სამუშაო. და ქვეცნობიერში. ჩვენ ვართ შეშფოთებული, ვჭვრეტთ, გვიყვარს, ვიცინით, ვიცავთ ჩვენს ახლობლებს, ვუპირისპირდეით ჩვენს მტრებს. ბავშვებს ვაჩენთ, დავტირით წასულებბს, ვმგზავრობთ მანქანებით ან მეტროთი. ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი ისეა, როგორც ყველას, ყველაფერი მშვიდად არის.
და მოულოდნელად სიმშვიდეს კარგავთ. რომელიღაც საიდუმლოებით მოცულ ამფითეატრში სცენაზე გამოდიან მსახიობები და დიალოგს იწყებენ. და ჩვენ შეშფოთებული ვართ. მთელი სამყარო მოულოდნელად იცვლის მის მნიშვნელობას, ჩვენ ვგრძნობთ, რომ რაღაც ხდება. ჩვენი ცხოვრება მოულოდნელად იცვლება. რაც ნორმალურად მიგვაჩნდა, მოულოდნელად იწყებს ჩვენს შეწუხებას. გამორთულია უთო? ავტობუსის მძღოლი ფხიზელია? რატომ არის ბავშვი ასეთი ფერმკრთალი? რა უცნაური უპასუხო ზარია მობილურ ტელეფონზე? საიმედოა ჩემი ბანკი? ფარული მნიშვნელობა ხომ არ აქვს ჩემს გუშინდელ საუბარს საყვარელ ადამიანთან?
მსოფლიო მოულოდნელად გახდა შემაშფოთებელი და გაუგებარი, და ეს წუხილი უსაფუძვლო არ არის! რაღაც ისე არ ხდება. კარგი იქნებოდა, თუ დავფიქრდებოდით! მაგრამ ასეა მოწყობილი ნებისმიერი ადამიანის ცნობიერება - მიზეზს ჩვენ ვხედავთ გარშემო არსებულ რეალობაში, და არა საკუთარ თავში! ხოლო რეალობა არაფრად ვარგა. შფოთვა სულ უფრო მეტად იმატებს. ადამიანს ეუბნებიან: დროა დაისვენო, რაღაც ისეთი არ ხარ. მაგრამ ახლა დასვენების დროა? სასწრაფოდ რაღაც უნდა გაკეთდეს! რაღაც უნდა ვიღონოთ, რაღაც დაუყოვნებლივ გავიგოთ და სასწრაფოდ შევცვალოთ, მაგრამ რა? სამყარო საიდუმლოებით არის მოცული.
შფოთვა იმატებს და აღიქმება, როგორც შიში. ეს პარადოქსია, ხაფანგი: ჩვენს ფსიქიკაში არ ხდება შფოთვისა და შიშის განსხვავება. ჩვენ გვეუფლება შიშის გრძნობა. მაგრამ, ამავე დროს, არაფერი გვემუქრება! ხორცის საფქვავი ტრიალებს, ხორცი კი დამთავრდა. ჩვენ არ ვგრძნობთ რეალურ ტკივილს, ჩვენს დაავადებული ფსიქიკაში ვაგროვებთ მოჩვენებით შიშს სრულიად ახალი სამყაროს წინაშე, ხოლო დაუნდობელი შნეკები თითებს გვიგრეხენ. ჩვენ უფრო ღრმად ვყოფთ ხელს და შედეგად ვიღებთ ტაკვს: ჩვენ ავად ვართ. ჩვენი ცნობიერება აღარაფერს აკონტროლებს, მთელი მსოფლიო ჯოჯოხეთში მიექანება.
ყველაფერი, რაც ურყევი ჩანდა, კარგავს ყოველგვარ მნიშვნელობას: სამუშაო, ოჯახი, ბავშვები, საყვარელი ადამიანები ... გარშემო ყველაფერი უცხოა, არაპროგნოზირებადი, საშინელი. მან აიღო დანა და დაიწყო სალათის დაჭრა. მაგრამ ამ დანით მას ხომ შეუძლია ჩემი მოკვლა, როგორც კი ზურგს შევაქცევ! ალბათ, მაგიდასთან მასთან პირისპირ უნდა დავჯდე. რა სისულელეა? ეს რაღაც მისტიკაა, რატომ, რისთვის? მაგრამ ცხადია, რომ მან უბრალოდ არ აიღო ეს დანა. ამ დანით მოუხერხებელია პომიდვრის დაჭრა, ასეთი დანა განკუთვნილია კისერში დარტყმისთვის! საერთოდ, საიდან გაჩნდა სახლში ეს დანა? მან ის სპეციალურად შეიძინა! ოჰ, რა სისულელეა! აზრები ირევა, შფოთვა ფრინველივით მოუსვენარია, პოლიეთილენის პაკეტს ჰგავს ნაგავსაყრელზე, რომელსაც ქარი დააფრიალებს: რატომ გადმოსცემენ ტელევიზიით  ინფორმაციას ომის შესახებ? ხვალ ეს ომი ხომ თქვენს ქუჩაზე დაიწყება! მერე რა,  რომ ჩვენი ქუჩა არ იზიდავს ველოსიპედების ქურდებსაც კი, მაინც უნდა შევამოწმო, ხომ არ მოიპარეს მანქანა? ან საბავშვო ეტლი საკუჭნაოდან?
ადამიანს ჰგონია, რომ ის „ნერვიულობს“, მას ესმის, რომ შეწუხებულია, მაგრამ, ამავე დროს, არ შეუძლია გაიგოს, რომ მისი „შიში“ ენდოგენურია. რასაც კონრადმა უწოდა „ტრემა“ - მზარდი შფოთვის გაუგებარი წარმომავლობა, ეს იმდენად შიზოფრენიის დასაწყისი არ არის, რამდენადაც მხოლოდ დეპრესიისა. ფსიქიკის რეგულირების შიდა მექანიზმის კოლაფსი, სერიოზული, მაგრამ ჯერ შეუქცევადი პრობლემა არ არის. ფსიქოანალიტიკოსს შეუძლია შენიშნოს  თერაპიაში ასეთი მდგომარეობა, დაეხმაროს პაციენტს და დაუბრუნოს რეალურ ცხოვრებას. და თუ კომპეტენტური ფსიქიატრი ჩაერთვება და დაუნიშნავს შესაფერის ანტიდეპრესანტს, მაშინ გარკვეული დროის შემდეგ პაციენტისთვის გაიხსნება „ფანჯარა“ სამყაროში, გონება შეძლებს შფოთვის გადამუშავებას, როგორც ტანჯვის, ცხოვრების ხარისხის გაუარესების მიზეზს. ხარისხი ნამდვილად ეცემა! წარმოიდგინეთ თავი ასეთი პაციენტის ადგილას! ხომ შეშინდით! (სინამდვილეში - შფოთვას განიცდით!). თქვენ ხართ უღრან და ბნელ პირველყოფილ ტყეში, ირგვლივ ბოროტებაა, მტაცებელთა ბუნდოვანი ჩრდილები, რომლებსაც სურთ თქვენი განადგურება და საკვებად გამოყენება. ან გაუპატიურება. ან დამონება.
მაგრამ თქვენ არ გყავთ თქვენი ფსიქოანალიტიკოსი, ეს ხომ დანტისტი არ არის, არც დალაქი, არც გინეკოლოგი. ის უცნაური ადამიანია, რომელიც ითხოვს ნაღდ ფულს იმისთვის, რომ მოგისმინოთ. ჩაისაც არ გთავაზობთ. უკეთესი იქნება რჩევა ჰკითხოთ დედას, მეგობარს. წაიკითხეთ ფსიქოლოგიის წიგნები. მღვდელთან წადით აღსარებაზე, ილოცეთ ტაძრის იდუმალ სიჩუმეში, სანთლების შუქზე, წმინდა მოწამეთა მზერის ქვეშ, მოუსმინეთ წმინდა წიგნების მონოტონურ კითხვას. და შვებას იგრძნობთ. ერთი დღე, ერთი კვირა. შემდეგ კი ყველაფერი თავიდან დაიწყება. თქვენ მიაჩერდებოთ ფეისბუკს, საათებს გაატარებთ ინსტაგრამში, სერიალებს უყურებთ, მოამზადებთ გემრიელ ვახშამს, წახვალთ კინოთეატრში, წაიკითხავთ ვიქტორ ოლეგოვიჩის ახალ რომანს ან მურაკამის ძველ მოთხრობას. იქ ყველაფერი ძალიან საინტერესოა! და არ არსებობს არავითარი პრობლემები ... ხოლო საღამოს შეგიძლიათ ნახოთ გლამურული ბლოგები, მოისმინოთ SMR ქვეკასტები: ზვირთცემა, ტალღების შრიალი, ნაზი ფოთლების ფაჩუნი ქოხის სახურავზე მზის ჩასვლისას ... კარგი ღვინო დაგეხმარებათ, ლუდი პარასკევს, ღამის კლუბი შაბათს, ლამაზი ადამიანები, კარგი DJ, კოცნა და ჩახუტება. ხოლო კვირას ყველაფერი თავიდან დაიწყება: შფოთვა, როგორც აუტანელი კბილის ტკივილი, მთლიანად დაგეუფლებათ. რა არის ეს? სიგიჟე? არა, ეს შეუძლებელია, მე ნორმალური ვარ, მე ჯანმრთელი ვარ, მე კარგად ვარ, ეს სამყაროში ხდება რაღაც! მაგრამ რა?
არა, ყველაფერი ეს რატომღაც არ გახარებთ. საკვები არ არის გემრიელი, რაღაც დაემართა პროდუქტებს. როგორც ჩანს ჰერმოდიფიცირებულია. სექსი? არა, ეს კარგია, და ძალიან, მაგრამ შემდეგ რაღაც ამაზრზენი გრძნობა რჩება, თითქოს  გამომიყენეს, როგორც ხორცი. წაკითხვა მაღიზიანებს, ამინდიც, ზოგჯერ ცხელა, ზოგჯერ ცივა. არა, რაღაც ისე არ არის!
გარკვეული დროის შემდეგ, ბერძნული ტრაგედიის ჟანრის კანონების თანახმად, ტრემა-ფაზა აუტანელი გახდება. თქვენი გონება გაითიშება, თქვენ არც კი გაგახსენდებათ, თუ  როგორ მოხდა ეს. მოულოდნელად სრულ სიბნელეში აღმოჩნდებით. ეს არის გონების ის სიზმარი, რომელიც ჰბადებს მონსტრებს. თქვენ იქ აღმოჩნდებით, ისევე როგორც Windows ზედმეტად გახურებულ პროცესორზე, თქვენი პირადი ეკრანი ლურჯი გახდება, რაც იმის მანიშნებელია, რომ სისტემა გაჩერდა, ფაილები არ მოიძებნება და მუშაობის გაგრძელება შეუძლებელია, მონაცემები უბრალოდ არ შემოინახა. შემდეგ იწყება გადატვირთვა. უეცრად ყველაფერი ნათელი ხდება. ტრემა-ფაზა დასრულდა. მოხდა აპოფენია. ტრაგედია დასრულდა. მკვლელი მსახურთუფროსია.
ადამიანი მშვიდდება. მან გააცნობიერება. რომ მის ცნობიერებაში შეიჭრა ბოდვა. შფოთვა გაქრა. ყველაფერი გახდა მარტივი, ნათელი და ლამაზი. ქვეცნობიერი შეიჭრა რეალობაში და შეცვალა ის. ამიერიდან, ადამიანი არასოდეს იქნება იგივე. მის სამყაროს სურათში რადიკალური ცვლილებები მოხდა. ბოდვა „კრისტალიზებულია“ და გონების ნაწილი გახდა. აპოფენიაა, როდესაც სრულიად აბსურდულმა კავშირებმა შეკრეს რეალურის ფრაგმენტები სრულ გამოსახულებაში.
აქ კი საჭიროა გავიაზროთ შემდეგი. იყო ერთი ადამიანი. ის სწავლობდა, მუშაობდა, რაღაცით იყო დაინტერესებული. ერთ დღეს ტიბეტში გაემგზავრა. ან უფრო ახლოს, მონასტერში. ან გახდა მოწმე. მნიშვნელობა არ აქვს, იეჰოვასი თუ  ალექსის. გაიტაცა ოშომ. მან ირწმუნა, რომ ყველა უბედურება დედამიწაზე ურწმუნოების გამოა. მან მიიღო ისლამი და საბრძოლველად სირიაში გაემგზავრა აკრძალული ან არაკრძალული ისლამური სახელმწიფოს მხარდასაჭერად. გაიტაცა იოგამ და გახდა ვეგანი. ან სათავეში ჩაუდგა წარმართული სექტის ადგილობრივ უჯრედს. არ აქვს მნიშვნელობა, რომელს. და მან იწამა, რომ დამნაშავენი არიან რეპტილოიდები და უცხოპლანეტელები. სია უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს.
პრობლემა ის არის, რომ მას ნამდვილად არაფუნქციურად სჯერა. ადამიანები ანგრევენ ოჯახებს, როდესაც ხედავენ, რომ ყველა მათი პრობლემა მომდინარეობს ბოროტი აგრესორისგან, რომელსაც სურს მოკვლა, ყველგან დევნის მათ (ცოლქმარი კი აუბრალოდ გულწრფელად ცდილობს დააბრუნოს ადამიანი რეალობაში, რაც სრულიად უშედეგოა).
არსებითად, აპოფენური მდგომარეობა ყველაზე საშინელი სიგიჟეა, რადგან კრისტალიზებული ბოდვის კორექტირება ძალიან რთულია. ადამიანი არ მიიჩნევს, რომ ავად არის. მას რწმენის გამო დევნიან. ადრე ცდილობდნენ ამისთვის ეწოდებინათ დუნედ მიმდინარე შიზოფრენია, მაგრამ ეს შიზოფრენია არ არის - ადამიანი სრულიად ადეკვატურია. არ იკეთებს ფოლგის ქუდებს, არც სხივებს ხედავს და არც სხვა პარანოიდული იდეა აწუხებს. ყველაფერი შესანიშნავად არის. უბრალოდ ადამიანმა იწამა, და მორჩა  ...
 „უხუცესთა“ ან „გურუს“, „შინაგანი ცოდნის“ მფლობელთა, „ექსტრასენსთა“ და სხვა აპოფენისტთა 90% სრულიად ჯანსაღი ადამიანები არიან. საბოლოო ჯამში, ყველას უფლება აქვს თავისებურად აღიქვას სამყარო. ისინი წარმატებული არიან, უფრო მეტიც,  ბედნიერი! მათი ცნობიერება მუშაობს, და არაცნობიერიც. ისინი ფუნქციონალურია. მაგრამ მათი სამყაროს სურათი სამუდამოდ დამახინჯებულია. თუმცა, ყოველთვის არა. ფსიქიატრები, რომლებიც მსგავსი ფენომენის წინაშე დგანან, ხდებიან თვითკორექციის შემთხვევის მოწმენიც. ერთი ან ორი წლის შემდეგ. ხდება. აპოფენისტები, რა თქმა უნდა, არასოდეს მთლიანად არ ბრუნდებიან „თავდაპირველ“ მდგომარეობაში, მაგრამ ფსიქიკა ფაქიზი რამეა! ხდება, რომ ცნობიერება კრავს სამყაროს ბოდვითი სურათის კრისტალებს მკვრივ კაფსულებში და აგზავნის  ქვეცნობიერში. თუ ნათესავები მომთმენი ადამიანები არიან, თუ უყვართ და სურთ, შეგიძლიათ დაელოდონ გაუმჯობესებას, განსაკუთრებით, თუ ბოდვა სრულიად არ შეესაბამება სინამდვილეს: ცხოვრება უარყოფს მას ყველა პარამეტრებით. დანიშნული იყო სამყაროს დასასრულის თარიღი, მაგრამ დრომ გაიარა, არაფერი მომხდარა, ამიტომ შეიძლება გამოქვაბულიდან გამოსვლა. ეს არ აუქმებს სამყაროს დასასრულის შესაძლებლობას, ის უბრალოდ სხვა რიცხვში გადაიტანეს, შემდეგ ისევ ... არ დაემთხვა.
 და მაინც - შიზოფრენია თუ დეპრესია?
ჩვენ არ ვიცით საზღვარი. არ არის ზუსტი ზღვარი. სიბნელეა. საიდუმლოება. ფსიქიკის ერთ-ერთი ყველაზე შეუცნობელი ასპექტი, დამცავი მექანიზმი სრული სისულელისგან. საღი აზროვნების თვითგამანადგურება. ფაქიზი ბროლის ვაზა, რომელიც გატყდ არა იმიტომ, რომ ძირს დავარდა, არამედ მინის შინაგანი დაძაბულობის გამო.

http://amandafrances.com/wisdomdrop-online-life-coach-from-cult-life-to-dream-life/














































"ყოველთვის, როდესაც ადამიანი გადის ცხოვრებისეულ გამოცდილებას, თავის ტვინში აქტიურდება დიდი რაოდენობას ნეირონები. ისინი, თავის მხრივ, მოქმედებენ ფიზიკურ მდგომარეობაზე. მას შეუძლია შექმნას ე.წ. ნეირონებს შორის სინოპტიკური კავშირები განმეორებადი სიტუაციით. გარემოებები, მოვლენები, გრძნობები ქმნიან მყარ ნეირონულ კავშირებს – რომლებსაც უწოდებენ ნეირონულ ქსელს. თითოეული ქსელი, თავის მხრივ, წარმოადგენს გარკვეულ მოგონებას, რომლზე დაფუძვნებითაც ორგანიზმი ახდენს მსგავს ობიექტებზე და სიტუაციებზე რეაგირებას. დისპენზას აზრით, წარსული, ტვინის ნეირო ქსელებშია ჩაწერილი. ჯამში, ამ ჩანაწერით ხდება სამყაროს აღმის ფორმირება, მათ შორის კონკრეტული ობიექტების. ამიტომ მხოლოდ გვეჩვენება, რომ ჩვენი რეაქცია არის სპონტანური, სინამდვილეში უმრავლესობა მათგანი ჩაპროგრამებულია მყარი ნეირონული კავშირებით. თითოეული ობიექტი, სიტუაცია, მოვლენა ააქტიურებს ამა თუ იმ ნეირონულ ქსელს, რომელიც თავის მხრიდან იწვევეს ორგანიზმში გარკვეულ ქიმიურ რეაქციას. ეს, ქიმიური რექცია კი გვაიძულებს ვიმოქმედოთ ან შევიგრძნოთ, გავიქცეთ ან გავშეშდეთ, გაგვიხარდეს ან გვეწყინოს, აღვფრთოვანდეთ ან ავღშფოთდეთ და ჩავარდეთ აპათიაში… ემოციონალური რეაქცია, სხვა არაფერი თუ არა ქიმიური რეაქცია, რომელსაც იწვევს ჩამოყალიბებული ნეირონული ქსელები და რომელიც ემყარება წარსულის გამოცდილებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 99% რეალობას აღიქვამს არა ისეთს როგორიც სინამდვილეშია, არამედ, როგორც ინტერპრეტირებულია წარსულის გამოცდილების და მზა შეხედულებების მიერ.
ნეირო ფიზიოლოგიის ძირითადი წესი ჟღერს ასე: ნეირონები რომლებიც გამოიყენება კონკრეტულ სიტუაციაში ერთიანდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ხშირი განმეორების შედეგად ჩნდება ნეირო ქსელი და მყარდება გამოცდილება. თუ კი გამოცდილება დიდი ხნის მანძილზე გამოუყენებელია, მაშინ ნეირო ქსელი იშლება და კიდევ, რეგულარუად ერთი და იგივე „ღილაკზე ხელის დაჭერით“ ინერგება ახალი ჩვევა. ასე ხდება, ავტომატური რეაქციების და პირობითი რეფლექსები ფორმირება. თქვენ ჯერ კიდევ ვერ მოასწარით ფიქრის გააზრება, ორგანიზმი გარკვეულწილად უკვე ზემოქმედებს.
უბრალოდ დაფიქრდით, ადმიანის ხასიათი, ჩვევები წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ, ნეირონული ქსელის ნაკრებს, რომლებიც შესაძლებელია ნებისმიერ დროს მოადუნოს ან გააუქმოს – სინამდვილის გააზრებული აღქმით. როდესაც ხდება ყურადღების, გააზრებული და შერჩევითი მიმართვა სასურველიკენ, იბმება ახალი ნეირონული ქსელები. ადრე, მეცნიერები თვლიდნენ რომ ტვინი სტატიკურია, მაგრამ ბოლო დროის ნეორიფიზიოლოგების გამოკვლევებმა აჩვენა – ტვინში უმცირესი გამოცდილებაც კი წარმოშობს ათასობით და მილიონობით ნეირონულ ცვლილებებს, რომლიც ასახვას ჰპოვებს მთლიან ორგანიზმზე.
ემოციური ქცევის გაუცნობიერებელი პატტერნები აყალიბებს მყარ ნეირონულ ქსელს ანუ მიდრეკილებას, ამა თუ იმ ფორმაზე ემოციურ რეაგირებას. თავის მხრივ, ამას გაჰყავს ადამიანი განმეორებად შეცდომებზე. იმის გამო, რომ ადამიანი ვერ აცნობიერებს მათი წარმოქმნის მიზეზს, ებმება ერთსა და იგივე ხაფანგში! მიზეზი კი მარტივია — თითოეული ემოცია “შეიგრძნობა” სხეულში გარკვეული ქიმიური ნივთიერებების ნაკრების გადასროლის შედეგად და ორგანიზმი, ასე ვთქვათ, “დამოკიდებული” ხდება ამ ქიმიური შენაერთზე. მისგან განთავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მოხდება “დამოკიდებულების“ გააზრება – როგორც ფიზიკური დამოკიდებულების.
მთავარია, მხოლოდ გააზრებული მიდგომა.
“რა საჭიროა ელოდო განსაკუთრებულ მომენტს ან თუნდაც, ახალი წლის დადგომას, რომ უკეთესობისკენ შეცვალო ცხოვრება და აზრები? უბრალოდ დაიწყეთ ამის კეთება პირდაპირ ახლავე: შეწყვიტეთ ყოველდღიური ნეგატიური1 მომენტების შეგროვება, განთავისფლდით მათგან. მაგალითად, დილით უთხარით თავს:
“დღეს ვიცხოვრებ ისე, რომ არავის განვიკითხავ”
“მე დღეს არაფერზე ვიწუწუნებ “,
“მე დღეს, არ ვიქნები გაღიაზიანებული”…
დღის მანძილზე გაკეთეთ რაღაცეები სხვანაიარი თანმიმდევრობით, მაგალითად, თუ ჯერ იბანთ და მერე იხეხავთ კბილებს, გააკეთეთ პირიქით ან აიღეთ და აპატიეთ ვიღაცას. უბრალოდ ისე, უმიზეზოდ. დაანგრიეთ ჩვეული კონსტრუქცია!!! თქვენ იგრძნობთ თავს უჩვეულოდ და ეს ახალი შეგრძნებები ნამდვილად მოგეწონებათ. არაფერს ვამბობ, ორგანიზმში და ცნობიერში წარმოქმნილ გლობალურ პროცესებზე და ცვლილებებზე! დაიწყეთ, მიეჩვიეთ საკუთარ თავზე ფიქრს და გამართეთ დიალოგი თვთან როგორც საუკეთესო მეგობართან.
აზროვნების შეცვლა მიგიყვანთ, ფიზიკურ სხეულში ღრმა ცვლიებებთან. დაფიქრდით, გვერდიდან შეხედეთ თავს და უპასუხეთ კითხვებს:
“ვინ ვარ?
რატომ ვარ ცუდად?
რატომ ვცხოვრობ ისე, როგორც არ მინდა ვიცხოვრო?
რა უნდა შევცვალო საკუთარ თავში?
რა არის ის, რაც ხელს მიშლის?
რისგან მინდა განთავისუფლება?” და ა.შ.
თუ კი კითხვებზე მძაფრად რეაგირებთ, გაჩერდით და მიიღეთ გადაწყვეტილება: ახლებურად შეხედოთ ან არ გააკეთო რაღაცა ძველებურად! ეს იმას ნიშნავს, რომ გადიხართ “გაცობიერების” პროცესს. ეს შინაგანი ევოლუციაა. ამ დროს აკეთებთ ნახტომს. შესაბამისად, იწყება ცვლილებები და ახალ პიროვნებას კი სჭირდება ახალი სხეული.
ასე ხდება მოულოდნელი განკურნება: ახალი გაცნობიერებებით, დავადება ვერ გაჩერდება ძველ სხეულში, რადგან იცვლება ორგანიზმის მთელი ბიოქიმია (იცვლება აზრები – იცვლება ორგანიზმში მიმდინარე, მთელი რიგი ქიმიური ელემენტების პროცესი და იქმნება ისეთი შინაგანი გარემო, რომელიც ტოქსიკური ხდება დაავადებისთვის) და ადამიანი ჯანმრთელდება.
ადამიანი თავს ვერ ანებებს, როდესაც დანებება უნდა. ვერ წყდება კომპიუტერს, ყოველ 5 წუთში შედის და ამოწმებს სოც. გვერს ან მაგალითად, კაგად ესმის, გაღიზიანება ანგრევს მის ურთიერთობებს, მაგრამ ვერ ერევა თავს — ეს დამოკიდებულებაა, არა მარტო მენტალურ დონეზე, არამედ ფიზიკურ, ასევე ბიოქიმიურ (ამ დროს, ორგანიზმი ითხოვს ჰორმონებს, რომელსაც გადაჰყავს მოცემულ შეგრძნებებზე).
მეცნიერულად დამტკიცებულია, ქიმიური ელემენტების მოქმედების პერიოდი გრძელდება 30 წამიდან 2 წუთამდე. თუ ადამიანი განიცდის ამ თუ იმ მდგომარეობას მეტი დროით, დანარჩენი დრო ხელოვნურად არის გაჩერებული, აზრებით. ამ დროს ხდება, ნეიროქსელის ციკლური აგზნება, პროვოცირება და არასასურველი ჰორმონების ხელახალი გადასროლა, რომელიც იწვევს ნეგტიურ ემოციებს… ანუ მსგავს მდგომარეობაში ყოფნას, თავად უწყობს ხელს!
უმეტეს შემთხვევაში, პიროვნება ნებით ირჩევს გრძნობას, განცდას. ასეთი სიტუაციებიდან გამოსვლის საუკეთესო ვარიანტია, ყურადღების გადართვა სხვა რამეზე: ბუნებაზე, სპორტზე, კომედიის ყურებაზე, რაზეც გინდა… ოღონდაც, შეძელით გადართვა. მკვეთრი ყურადღების გადაფოკუსირება საშუალებას იძლევა მოასუსტოს და “ჩააქროს” იმ ჰორმონების მოქმედება, რომელიც პასუხს აგებს ნეგატიურ მდგომარეობაზე.
და რაც მეტად განავითარებს ამ თვისებას, მით მეტად შეძლებს რეაქციების მართვას. ეს კი ჯაჭვურ გამოიწვევს უდიდეს ცვლილებებს, როგორც გარე სამყაროს აღქმაში, ასევე შინაგანში. მოცემულ პროცესს ეწოდება ევოლუცია.
თქვენი ახალი აზრები მიგიყვანთ ახალ არჩევანთან, ახალი არჩევანი ახალ ქცევებთან, ახალი ქმედებები ახალ გამოცდილებასთან, ახალი გამოცდილება ახალ ემოციებთან. ამას დაემატება გარე სამყაროდან მიღებული ახალი ინფორმაციები, რომლებიც ერთობლივად დაიწყებს თქვენი გენის ეპიგენეტიკურ (ანუ მეორად) ცვლილებას. მოგვიანებით, ეს ახალი ემოციები, თავის მხრიდან გამოიწვევენ ახალ აზრებს. ასე განავითარებთ თვითპატივისცემას, საკუთარ ძალებში რწმენას და ა.შ. სწორედ, ამ სახით არის შესაძლებელი პიროვნების და შესაბამისად ცხოვრების სრულყოფა.
დეპრესია — დამოკიდებულების მკაფიო მაგალითია. ნებისმიერი დამოკიდებულების მდგომარეობა ლაპარაკობს ბიოქიმიურ დისბალანსზე ორგანიზმში.
ადამიანების ყველაზე დიდი შეცდომა მდგომარეობს იმაში, რომ ისინი თავში არსებული ემოციების და ქცევის ასოცირება/გაიგივებას ახდენენ საკუთარ პიროვნებასთან. ჩვენ ზუსტად ასე ვლაპარაკობთ:
“მე ვარ ნერვიული”,
” მე ვარ უნებისყოფო”,
“მე ვარ ცუდად/ავად”,
“მე უბედური ვარ” და ა.შ.
ისინი თვლიან, რომ თუ გარკვეულ ემოციებთან მოახდენენ იდენფიცირდებას, უკეთესად წარმოაჩენთ საკუთარ პერსონას. ამიტომ, ქვეცნობიერად გამუდმებით ცდილობენ გაიმეორონ რეაგირების ძველი სქემა ან მდგომარეობა (მაგალითად, ფიზიკური ტკივილი ან დეპრესია), თითქოს ყოველ ჯერზე ამტკიცებენ, რომ ისინი ასეთები არიან. მიუხედავად იმისა არ სიამოვნებთ და ამ დროს, ძალიან იტანჯებით!
ეს დიდი შეცდომაა!!! ნებისმიერი არასასურველი მდგომარეობა, ემოცია… ა.შ. თუ კი იქნება კეთილი ნება, შესაძლებელია მოიცილებულიქნას, რადგან
თითოეული ადამიანის შესაძლებლოებები შემოსაზღვრულია მხოლოდ მისი ფანტაზიის უნარით.
და როდესაც გადაწყვიტავთ ცხოვრების შეცვლას, მკაფიოდ წარმოიდგინეთ რაც გინდათ. გონებაში არ გაწეროთ როგორ მიაღწევთ ამას ანუ ნუ გექნებათ “მკაცრად გაწერლი გეგმა”, შესაძლებლობების საუკეთეო “არჩევანი” აღმოჩნდეს მოულოდნელი.
საკმარისია შინაგანად მოდუნდეთ და შეეცადო გულით გაიხაროთ იმ ამბით, რომელიც ჯერ არ მომხდარა, მაგრამ აუცილებლად მოხდება. იცით რატომ? რადგან კვანტურ რეალობაში ეს უკვე მოხდა, ისე როგორც წარმოიდგინეთ, მკაფიოდ და თან, ამ დროს, მთელი გულით გაიხარეთ.
სწორედ, კვანტურ დონეზე იწყებს მოვლენები მატერიალური რეალობად ჩასახვას.
მოდით, დაიწყეთ მოქმედებები და შექმენით სასურველი „იქ“. თქვენ მხოლოდ იმის გჯერათ მხოლოდ ის გახარებთ რისი შეხებაც და დანახვა შეუძლიათ, რაც უკვე რეალიზებულია. თქვენ არ იცით, როგორ ხდება რეალობის შექმნა, როგორ საჭიროებს ის თქვენს თავში რწმენას, თუმცა, ამ დროს, ვერც კი ხვდებით, ყოველდღიურად როგორ ხართ მომავლის შენებით დაკავებული, მხოლოდ ძირითადად ნეგატიურად. ამის დასადასტურებლად, საკმარისია გაიხსენოთ, რამდენად ხშირად ამართლებს თქვენი ნეგატიური მოლოდინები? ეს ნეგატიური მოვლენა ფორმირებულია თქვენს მიერ. უკონტროლოდ…
მხოლოდ მაშინ, როდესაც არჩევანს გააკეთებთ აზრების და ემოციების კონტროლზე, დაიწყება საოცრებები თქვენს ცხოვრებაში.
ყველას გირჩევთ
“ჩვენი უმთავრესი ჩვევა უნდა გახდეს, იყო ის ვინც ხარ”.
არსოდეს არ შეწყვიტოთ სწავლა. ყველაზე კარგად ინფორმაციას ისრუტავთ როდესაც ხართ გაკვირვებული. შეეცადეთ, ყოველ დღე გაიგოთ რაღაც ახალი, ეს — განავითარებს და გაავარჯიშებს თქვენს ტვინს. ამ დროს, ქმნით ახალ ნეირონულ კავშირებს, რომელიც თავის მხრივ შეცვლის და განავითარებს აზროვნების უნარს. ყველაფრი ეს კი დაგეხმარებათ, საკუთარი ბედნიერების და სრულფასოვანი რეალობის მოდელირებაში."
2018 წელი,5 აგვისტო
დუდაიზმი"

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised