ძალაუფლების ფენომენის საიდუმლოება: რატომ განაგებენ ადამიანებს და მთლიანად ერებს სულელები და მორალური არამზადები?
„მე ნამდვილად არ დავეთანხმები, , თეზისს, რომ „დიქტატორები სულელელები არიან“. “ .
თქვენ მართალი ხართ, როდესაც აცხადებთ, რომ დიქტატორად გახდომა მაშინაც შეიძლება, თუ დიდი ჭკუა არ გაქვს, ხოლო უმეცრება ხელს არ უშლის დიქტატორს ადამიანების განადგურებაში რეპრესიებისა და ომის დროს, პირიქით. კულტურული და სულიერებას აბსოლუტურად მოკლებული ველურები - ულიანოვი, ჯუღაშვილი, ხრუშჩოვი, ბრეჟნევი - მრავალი წლის განმავლობაში განაგებდნენ ყოფილი იმპერიის მრავალმილიონიან მოსახლეობას, მათ შორის მეცნიერებს და მათზე უფრო ჭკვიან ადამიანებს.
მაგრამ დიქტატორები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ლენინი ხმამაღლა ბოდავდა ბოლშევიკების ძალაუფლებისა და პროლეტარიატის დიქტატურის შესახებ ჯერ კიდევ მანამ, სანამ ერთ მუჭა ფაშისტებთან ერთად განახორციელებდა თავის ოცნებას, და პარანოიკს სჯეროდა საკუთარი ბოდვის. სტალინი, რომელიც ამ მაფიაში იყო, დიქტატორულ ძალაუფლებისკენ მიზანმიმართულად მიდიოდა, გონივრულად და შეგნებულად, ყოველგვარი ბოდვის გარეშე. ორივე ბანდიტი და მძარცველი იყო: პირველი - თეორეტიკოსი, მეორე კი კრიმინალური მაფიის მკვლელებისა და ტერორისტების პრაქტიკოსი, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობდნენ. ჰიტლერს სჯეროდა მისი ღვთაებრივი მოწოდებისა გადაერჩინა გერმანია და მსოფლიო ებრაელებისგან. ის იმდენად ავადმყოფი იყო, რომ არ ეძებდა ამაში პირად ანგარებას.
ნაცისტური იდეოლოგია - აბსოლუტურად გიჟურია (ყალბი), რეალური ფსიქიატრიულ საავადმყოფოა, და ამ ფსიქიკურმა ეპიდემიამ მოიცვა კულტურულ ევროპელ ხალხთა დიდი ნაწილი, როგორც ადრე ბოლშევიკთა მარქსისტულ-ლენინურმა ბოდვამ მოიცვა ბრბო. ფაშიზმის საფრთხე არა დიქტატორების პიროვნებაში, არამედ მასობრივ ფსიქიკურ აშლილობაში, რომელიც წარმოშობს ომსა და უბედურებას, აძლევს ძალაუფლებას ავადმყოფ მასაზე პარანოიკებს და ცინიკოსებს.
ჩვევებით და ფსიქოლოგიით 45 ჰგავს მუსოლინის, გრიმასებიც იგივე აქვს. თავად 45 საარჩევნო კამპანიის დროს ეწეოდა ეგოისტურ თვითპიარს, რადგან არ ჰქონდა აშშ-ს პრეზიდენტად გახდომის იმედი. ახლა ის ცდილობს ხელისუფლების შენარჩუნებას, რადგან იცის, რომ ის დიდხანს აღარ გაგრძელდება. და ვერ შეედრება ჰიტლერის, სტალინის, მაოს, პოლ პოტის და სხვა ტირანების „კონსტიტუციურ“ ხელისუფლებას.
ამ თვალსაზრისით მე უფრო მაწუხებს არა თავად ტირანი, სულელი და უცოდინარი ცინიკოსი მისი ფსიქიკის კლინიკურ პრობლემებთან ერთად, რამდენადაც მაშფოთებენ ის არამზადები, რომლებმაც ის ხელისუფლებაში მოიყვანეს ელექტორალური ფალსიფიკაციით და მოსახლეობის მასობრივი დებილიზაციის გზით ახალი საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით. მისი არჩევნები გაყალბდა, მაგრამ თავად ამ გაყალბების შესაძლებლობა მიუთითებს ელექტორატის ამჟამად მასობრივი დებილიზაციის დომინირებაზე, პოლიტიკური ელიტის ღრმა მორალურ გახრწნილობაზე, რომელიც თავის თავს უწოდებს (როგორც ჩეკისტების ბანდა) „ქრისტიანულს“.
შედარებისთვის: უცოდინარი არამზადა ჟირიკი შეუზღუდავად ბოდავს და ზიანს აყენებს თავის თანამემამულეებს, მაგრამ ხელისუფლებაში (და, შესაბამისად, ტელევიზიაში) მხოლოდ იმიტომ არის, რომ იქ ის საჭიროა ძალისთვის , რომელიც ახდენს მასების ზომბირებას მის მიერ შერჩეული და მას-შოუსთვის გაწვრთნილი თვალთმაქცების - ჟირიკების, ტირანების და სხვათა დახმარებით.
ვის სჭირდება (ეხმარება ძალაუფლების შენარჩუნებაში) ხელისუფლებაში საზიზღარი ჯამბაზისა და უზრდელი დიქტატორის ჰოფნა, რომელსაც იმპიჩმენტი ჯერ კიდევ არჩევნებამდე ემუქრებოდა? "
უცნობი ავტორი
=============
როგორ ხედავდნენ პოსტსაბჭოთა ეპოქას 1970-იანი წლების შუა პერიოდიდან. წინასწარმეტყველების გამოცდილება.
"ზოგადად, წინასწარმეტყველება არ არის ჩემი ჟანრი. მაგრამ ზოგჯერ რას არ ჩაიწერ დღიურში? როდესაც „ახალგაზრდობის ენციკლოპედიაზე“ ვმუშაობდი, ჩემს 1974 წლის დღიურში მე აღმოვაჩინე ისეთი ჩანაწერები, რომლებიც, ჩემი აზრით, ახდა, და მათ საფუძველზე შეიძლება ახალი ვარაუდის გაკეთება. პირველ რიგში მოვიყვან ამ ჩანაწერებს.
1974 წლის 15 ნოემბერი.
„სიახლეები ჩვენთან დაიწყება 1990 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვა 1930-იანი წლების დასაწყისის თაობა, რომელიც აღიზარდა 1937 წლის საშინელებებსა და 1956 წელს არსებულ იმედებზე. პოლიტიკა ყოველთვის იგვიანებს, რადგან მას ქმნიან ხანშიშესული ადამიანები. შესაბამისად, საბოლოო დასკვნები 1937 და 1956 წლების შესახებ 40 წლის შემდეგ გაკეთდება.
მაგრამ მთავარია, რომ სწორედ ახლა, ამ წლებში: 1960-იანი წლების ბოლოს - 1970-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ისტორიამ თითქოს შეწყვიტა თავისი არსებობა, პირველად, რამდენიმე საბჭოთა ათეული წლის მანძილზე, დაიბადა ისტორიული თვითცნობიერება, საკუთარ თავზე ფხიზლად შეხედვის უნარი, დღევანდელობისა და უახლოესი მომავლის აღფრთოვანებით აღქმის გარეშე“.
1974 წლის 20 ნოემბერი.
„ჩვენი დროის ერთ-ერთი თავისებურებაა წარსულისა და დღევანდელობის მიმართ ისტორიული მიდგომის განვითარება. 1960-იანი წლების შუა პერიოდამდე ჩვენ ვცხოვრობდით, როგორც ბავშვები, აღვიქვამდით დღევანდელობას, როგორც წარსულის უბრალო გაგრძელებას. წარსულის მიმართ დამოკიდებულება იყო ზნეობრივი; ხრუშჩოვის შემდგომ ეპოქაში ის ისტორიულ ხასიათს იძენს. ჩვენ ვმოქმედებთ ნაკლებად და უფრო მეტად ვფიქრობთ. ახლა, მოჩვენებითი სიმშვიდისა და უდროობის ხანაში მიმდინარეობას საფუძვლების გრანდიოზული ცვლილება. წარსულის უარყოფა უკვე ნათელია, ხოლო მომავლის არჩევანი - არა ....
1990-იანი წლებისთვის შეიძლება ველოდოთ რევოლუციურობის რეციდივს, ძველი სიტყვიერი და მითოლოგიური არსენალის განახლებას - 30-50-იანი წლების თაობისგან, ევტუშენკოს თანატოლებისგან. მაგრამ 2000-2010 წლებიდან გარდაუვალი გახდება ხვავრიელობის, მოხმარების საზოგადოებისკენ მიბრუნება და ა.შ. საფუძვლების შეცვლა მალულად მოხდება, ალბათ, მისი შემსრულებლებისა და ხელმძღვანელებისგანაც კი. ეს მოხდება მილიონობით ადამიანის ცნობიერებაში. 1956 წელი იბრძოდა რევოლუციური მითის განახლებისთვის, ახლა კი ის უიმედოდ მოძველდა უმრავლესობისათვის და სიკვდილის პირას არის მისული 1970 წლების თაობისათვის. რევოლუცია ისტორიად იქცევა; ანუ შეწყვეტს ქმედითიანობას. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია დიდი ინტერესი გაჩნდეს ლენინის ისტორიული ფიგურის მიმართ. აღარ სცემენ პატივს, მაგრამ დაიწყებენ მის წაკითხვას“.
ასე რომ, „სიახლე დაიწყება 1990 წელს“. თუ ჩვენი ვარაუდი ისეთი იქნება, რომ დასკვნის გამოტანა 1937 და 1956 წლებიდან მოხდება 40 წლის შემდეგ, ამ შემთხვევაში შეიძლება ვივარაუდოთ, თაობათა ბუნებრივი ცვლიდან გამომდინარე, რომ 1968 წლის იმედგაცრუებისა (პრაღის გაზაფხულის ჩახშობა) და 1986 წლის იმედებიდან (პერესტროიკის დასაწყისი) დასკვნები ასევე 40 წლის შემდეგ გაკეთდება (ეს ის ვადაა, რომელიც მისცეს მოსეს და ებრაელ ხალხს უდაბნოში ხეტიალისთვის). ასე რომ, გადამწყვეტ ცვლილებს შეიძლება ველოდოთ იმ თაობისგან, რომელიც დაიბადა 1960-იანი წლების ბოლოს - 1970-იანი წლების დასაწყისში და შევიდა შეგნებულ ასაკში 1980-იანი წლების ბოლოს - 1990 წლების დასაწყისში. ამ თაობამ უნდა მიაღწიოს პოლიტიკურ გავლენას შედარებით ხანშიშესულობის, 55-60 წლის ასაკში. ჩემი აზრით, ეს მიუთითებს 2025 – 2030 წლებზე.
დაველოდოთ, რადგან ლოდინი დიდხანს არ დაგვჭირდება. ყოველ შემთხვევაში, ნაკლებად, ვიდრე ჩვენს თაობას მოუწია პერესტროიკის ლოდინი 1960-1970-იანი წლების ზღვარზე. "
ფილოსოფოსი მ.ე.
===============
თარგმანი
08.07.18
M.F.L

Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised