вторник, 8 октября 2019 г.

კულტზე დამოკიდებულ მსხვერპლთა შესახებ: როგორ შეიძლება საკუთარი თავის აღდგენა? ვიქტორ ჩერნიშოვი


 კულტზე დამოკიდებულ მსხვერპლთა შესახებ: როგორ შეიძლება საკუთარი თავის აღდგენა? ვიქტორ ჩერნიშოვი


XX საუკუნის დასასრული აღინიშნა არა მხოლოდ გამოხატული სოციალურ-ეკონომიკური არასტაბილურობით, არამედ ღრმა სულიერი და იდეოლოგიური კრიზისით. რაციონალური ათეიზმის ნაცვლად თანდათანობით ადგილი დაიმკვიდრა მოსახლეობის მზარდმა ინტერესმა რელიგიის მიმართ. მაგრამ ღმერთის უარმყოფელი წინა იდეოლოგიის ბატონობის შედეგად გავრცელებულმა საყოველთაო სულიერმა უმეცრებამ გამოიწვია ადამიანთა მნიშვნელოვანი ნაწილის არა ტრადიციული კონფესიების და ჩვენი ხალხის ძველ კულტურულ-რელიგიურ ფესვებისკენ დაბრუნება, არამედ უახლეს რელიგიურ გაერთიანებებში გაწევრიანება, რომლებიც თავის მიმდევრებს ჰპირდება ყველა მიწიერი და ზეციური კეთილდღეობის სწრაფად მიღწევას. საკულტო ახალწარმონაქმნების სწრაფი გავრცელება მთელ მსოფლიოში უზარმაზარ სოციალურ პრობლემად იქცა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ ეს სულაც არ ყოფილა უწყინარი მოვლენა. ძალიან სწრაფად აღინიშნა ინდივიდის, ოჯახის, საზოგადოების და მთლიანად სახელმწიფოს ინტერესების ხელყოფის შემთხვევები ასეთი ორგანიზაციების საქმიანობის ნეგატიური ზემოქმედების შედეგად.
დღეს დსთ-ს ყოფილი ქვეყნების ტერიტორიებზე ფაქტობრივად მოზღვავდა მრავალი არატრადიციული რელიგიური ორგანიზაცია, რომლებიც მსოფლიოში ძალიან სკანდალური რეპუტაციით სარგებლობენ და ცნობილი არიან როგორც დესტრუქციული კულტები და ტოტალიტარული სექტები. მათ შორისაა: „იეჰოვას მოწმეები“, „დიანეტიკა“, „ქრისტეს ეკლესია“ (ბოსტონის მოძრაობა), მუნის „გაერთიანების ეკლესია“, „კრიშნას ცნობიერების მსოფლიო საზოგადოება“, „სიცოცხლის სიტყვა“ და სხვ. ამ ტალღაზე გამოჩნდნენ შინნაზარდი დესტრუქციული ახალწარმონაქმნები - „თეთრი საძმო“, „ღვთისმშობლის ცენტრი“, ვისარისონის „უკანასკნელი აღთქმის ეკლესია“.
ფსიქოლოგიური ზემოქმედების კარგად შემუშავებული და დახვეწილი მეთოდების დახმარებით ისინი ოსტატურად იზიდავენ და ტოვებენ თავის რიგებში ათასობით ჩვენს მოტყუებულ მოქალაქეს, ძირითადად ახალგაზრდებს,  ცდილობენ მოწყვიტონ ისინი ოჯახებსა და საზოგადოებას, მოახდინონ მათი იზოლაცია.
დესტრუქციული რელიგიური ორგანიზაციებისა და სექტების მიერ გამოყენებული მეთოდები, ასევე ადამიანზე მათი ზემოქმედების შედეგები დიდი ხანია სპეციალისტების დაჟინებული შესწავლის საგანი და დასავლეთის და აშშ-ს ბევრ ქვეყანაში საღვთისმეტყველო დისკუსიის მიზეზი გახდა. არაერთ უცხო ქვეყანაში შემუშავდა პროგრამები და მეთოდიკები დესტრუქციული სექტებიდან დაზარალებულთა გამოყვანისა და მათთვის  დახმარების გაწევის მიზნით, ორგანიზებულია სარეაბილიტაციო პუნქტები და დახმარების ცენტრები, მოწესრიგდა კანონმდებლობა, გამოქვეყნდა შესაბამისი ლიტერატურა. მთელს მსოფლიოში ცნობილია კულტებიდან გამოყვანის ისეთ სპეციალისტთა შრომები, როგორებიც არიან ვენდი ფორდი („ზოგიერთი მოსაზრება განკურნების შესახებ“), სტივენ ჰასენი („განთავისუფლება ფსიქოლოგიური ძალადობისგან“), ჯ. ლალიჩი და მ. ტობიასი („დაიბრუნე შენი ცხოვრება…“), მაიკლ დ. ლანგოუნი („კულტებისგან განკურნება“).
ამავდროულად, უკრაინაში, ისევე როგორც რუსეთში, სპეციალისტები, რომლებიც სერიოზულად და მუდმივად მუშაობენ რელიგიური საკითხების კონსულტაციისა და ექსპერტიზის სფეროში, თითებზე ჩამოსათვლელია. მათ შორის შეიძლება დავასახელოთ რ.ა. პროკოპიშინა და ე.ნ. ისპოლატოვი (მოსკოვი), ვ.ე. პეტუხოვა (კიევი), ე.ნ. ვოლკოვა (ნიჟნი ნოვგოროდი). სხვათა შორის, ე. ვოლკოვის წყალობით დღეს ჩვენ გვაქვს კულტიდან გამოსვლის საუკეთესო უცხოელ კონსულტანთა ნაშრომთა თარგმანი რუსულ ენაზე. დესტრუქციული კულტებისა და სექტების მსხვერპლთა რეაბილიტაცია დღეს მხოლოდ მცირე რაოდენობის ენთუზიასტ  მღვდელთა და საერო სპეციალისტთა საქმეა. ერთადერთ გამონაკლისს ყველა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკას შორის ყაზახეთი წარმოადგენს.   იქ უკვე შეიქმნა დესტრუქციული კულტების მსხვერპლთა დახმარების ოთხი სახელმწიფო ცენტრი და დარეგისტრირდა „დესტრუქციული კულტების მსხვერპლთა დახმარების ცენტრების ასოციაცია“.
ამავე დროს ცუდმა ინფორმორმირებულობამ და რელიგიურ საკითხებში უცოდინარობამ შეიძლება გამოიწვიოს ის ფაქტი, რომ ადამიანი აღმოჩნდეს ნეოკულტის არაკეთილსინდისიერ მქადაგებელთა ხელში. რა თქმა უნდა, დადებითი ტენდენციებიც არსებობს. მაგალითად, ჩვენმა უკრაინელმა ავტორებმა ე.ლ. მერზლიაკოვამ და ვ.ე. პეტუხოვმა შეიმუშავეს და აპრობირება ჩაუტარეს სკოლის მოსწავლეთა ანტიმანიპულაციური სწავლების ეფექტურ პროგრამას.
რადგან პიროვნებაზე ტოტალიტარული სექტების სოციალურ-ფსიქოლოგიური ზემოქმედების შედეგების პრობლემა დღეს ძალიან მწვავედ დგას, ხოლო დაზარალებულთა რიცხვი იზრდება, და ნათესავების სულ უფრო დიდი რაოდენობა, რომლებიც შეშფოთებულია  თავისი ახლობლების სულიერი ჯანმრთელობის გამო, საჭიროებს ვიწრო სპეციალისტების და სასულიერო პირების დახმარებას, ჩვენი აზრით, მიზანშეწონილი იქნება მივმართოთ ამ თემის უფრო დეტალურ განხილვას.
თანამედროვე უკრაინაში რელიგიური ვითარების დამახასიათებელი ნიშანია ის, რომ მისი ფორმირება ხდება არა მხოლოდ ტრადიციული სარწმუნოებისა და მსოფლიო რელიგიების (მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი, ბერძნული კათოლიციზმი, იუდაიზმი, ისლამი), არამედ უახლესი რელიგიური გაერთიანებების არსებობის ხარჯზე. მათ შორის ბევრია ისეთი, რომელიც ჩვენი ხალხის მიერ წინა თაობებისგან ისტორიულად არაა მიღებული მემკვიდრეობით, მაგრამ საკმაოდ სწრაფად იძენს პოპულარობას უცხოელი მქადაგებლების ინტენსიური შემოდინების და მათი აქტიური მისიონერული მოღვაწეობის შედეგად.
პერიოდულ გამოცემებში, სამეცნიერო-პოპულარულ და რელიგიურ ლიტერატურაში ამ ახალ რელიგიურ წარმონაქმნებს სხვადასხვა სახელს აძლევენ: სექტებს, კულტებს, მოძრაობებს, ფსევდორელიგიებს, მოძრაობებს. საერო რელიგიათმცოდნეების უმრავლესობა ხშირად იყენებს სახელწოდებას ნეოკულტი და ამას მოტივირებს იმ ფაქტით, რომ ეს განმარტება უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე სექტა. ტერმინი „სექტა“ თანამედროვე სამეცნიერო ლექსიკაში გამოიყენება, ძირითადად, ჟურნალისტიკასა და საღვთისმეტყველო ლიტერატურაში. ტერმინები „კულტი“ და „სექტა“ მრავალმხრივია და დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი სპეციალისტი აძლევს მათ განმარტებას. მაგალითად, დოქტორი ჩარლზ ბრედენი, რომელიც შეისწავლის ამერიკის თანამედროვე კულტებს და უმცირესობათა რელიგიურ მოძრაობებს, წერდა: „კულტი, ჩემი აზრით, რელიგიური ჯგუფია, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩვენს კულტურაში ზოგადად მიღებულ რელიგიური ჯგუფებისგან სარწმუნოების ან წეს-ჩვეულებების ერთი ან რამდენიმე ასპექტით“. ხოლო დესტრუქციული სექტების და კულტების მკვლევარი უოლტერ მარტინი დასძენს, რომ „კულტი შეიძლება განისაზღვროს, როგორც რომელიმე ადამიანის გარშემო გაერთიანებულ ადამიანთა ჯგუფი ან ბიბლიის ინტერპრეტაცია“.
ფსიქოლოგები ცდილობენ განსაზღვრონ კულტი, როგორც ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს სხვა ადამიანის ქცევა და ფსიქოლოგიური თვალსაზრისი. სოციოლოგები უწოდებენ კულტს ჯგუფს, რომელიც არ შეესაბამება მოცემული საზოგადოების ნორმებს. ზოგიერთი საერო სპეციალისტი ამტკიცებს, რომ კულტი არის „რაღაცის თაყვანისცემა, რაღაცის ან ვიღაცის განუზომელი განდიდება“. ასეთი განმარტება საკმაოდ ბუნდოვანია. მაგრამ, როგორც ჩანს, იგი ორიენტირებულია იმ ფაქტზე, რომ ბოლო დროს წარმოქმნილი ნეოკულტების ნაწილს აქვს გარკვეული თვისებები, რომლებიც არ შეესაბამება რელიგიურ გაერთიანებებს მათი კლასიკური გაგებით: „ზოგიერთი მათგანის სარწმუნოება ყურადღების ცენტრში აყენებს არა ღმერთს, არამედ ადამიანს, მისი სრულყოფის ხარისხსა და გზებს, ხოლო ამ სწავლების მთავარი მიზანია ადამიანის თვითსრულყოფა სრული თვითრეალიზაციისთვის. ზოგიერთ ნეოკულტს არ ჰყავს  კულტის მსახურები, მნიშვნელოვნად გამარტივებულია ან არ გააჩნია საკულტო პრაქტიკა“.
ამ კონტექსტში მიზანშეწონილია აღინიშნოს, რომ ამ დროისთვის (გასული საუკუნის 80-90-იანი წლები) გარკვეული ნეოკულტი წარმოიშვა ხელოვნებაშიც, სპორტში, კერძოდ, კინემატოგრაფსა და ფეხბურთში. გაჩნდა „საკულტო ფილმის“ ცნება (ინგლ. cult film). ეს არის ფილმი, რომელიც თაყვანისმცემლობის ობიექტად იქცა თაყვანისმცემელთა მჭიდრო (ზოგჯერ ვიწრო) ჯგუფში, რაც რელიგიური კულტის მსგავსებას ქმნის. თაყვანისცემა, როგორც წესი, ვლინდება ფილმის რეგულარულად ნახვაში, ერთობლივი ნახვის დროს ჩატარებულ რიტუალებში, სუბკულტურის და თუნდაც ნეორელიგიის შექმნაში სექტის სახით, რომელიც გამოგონილ სამყაროზეა დაფუძნებული („ვარსკვლავური ომები“). თაყვანისცემა იღებს თემატური საღამოს წვეულების და ფესტივალის ფორმას. ზოგიერთი კინომცოდნე განსაზღვრავს საკულტო ფილმს, როგორც მეინსტრიმული კინოს ოპოზიციას. მაგრამ ექსპერტების უმრავლესობა მიუთითებს ფილმის ირგვლივ არსებულ ფანატთა საზოგადოების არსებობაზე. სპორტში ამავე დროს ჩამოყალიბდა ფეხბურთის გულშემატკივართა სუბკულტურა, რომელთა შორის გამოირჩევიან საფეხბურთო ხულიგნები - აქტიური, აგრესიულად განწყობილი გულშემატკივრები.
 „ფულის ცივილიზაციის“ ეპოქაში ადამიანი ფულში ღვთიურ საწყისს ხედავს და აქტიურად თაყვანს სცემს მას. ასე წარმოიქმნება ფულის კულტი. პროფესორ ვ.ი. კატასონოვის აზრით (ფულის რელიგია. კაპიტალიზმის სულიერი და რელიგიური საფუძვლები. მოსკოვი. ჟანგბადი. 2014), მისი არსი ეზოთერულია, ანუ ორი ვერსია გააჩნია: „ზიარებულთათვის“, „რჩეულთათვის“, „უზენაესთათვის“; „პროფანებისთვის“, „პლებსისთვის“, „მდაბიოთათვის“. „ფულის რელიგიის ღვთისმეტყველება“ „რჩეულთათვის“ მიუწვდომელია „პროფანებისთვის“. ამ „საიდუმლოებათა“ გასააზრებლად საჭიროა მხოლოდ ქრისტიანული ეკლესიის წმინდა მამათა შრომების გამოყენება. მათ გააჩნიათ სულიერი ხედვა, რის  შედეგად შეძლეს „საიდუმლო ცოდნის“ საიდუმლოებებში შეღწევა და ფულის რელიგიის „დამფუძნებელ მამათა“ გეგმების გამოვლენა.
მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს „კულტის“ და „სექტის“ ცნებების თეოლოგიური განმარტება, როგორც ერთადერთის, რომელიც მოიცავს ცხოვრების, აზრისა და ქცევის ყველა ასპექტს. ამ მხრივ ძალიან წარმატებულად მიგვაჩნია ჯ. მაკდაუელის განმარტება. აი, რას წერს იგი: „სიტყვა „კულტი“ მოდის ლათინური სიტყვიდან  „cultus“, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს „თაყვანისცემას“ ან „პატივისცემას“. ის ხმარებაში შევიდა მე-17 საუკუნეში, შემდეგ ისევ დაბრუნდა XIX საუკუნის მეორე ნახევარში, როგორც ცალკე რელიგიური ჯგუფი.
ჩვენს მიერ შემოთავაზებული განმარტება ყველა კულტისთვისაა შესაფერისი, მიუხედავად იმისა, იქნება ეს ქრისტიანობის, ინდუიზმის, ბუდიზმის, ტაოიზმისა თუ ისლამის განშტოებები. კულტი არის ადამიანთა ჯგუფი, რომელთა რწმენა ემყარება კონკრეტული ლიდერის უპირატესობის შესახებ წარმოდგენას, რაც აუცილებლად გამოიწვევს ქრისტიანობის ცენტრალური მოძღვრების უარყოფას, როგორც ის ბიბლიაშია მოცემული“.
„სექტის“ ცნებას ჯერ არ აქვს მკაფიო მეცნიერული განმარტება სოციოლოგიასა და ფსიქოლოგიაში, თუმცა საერთაშორისო სამართლებრივ პრაქტიკაში საკმაოდ ხშირად გამოიყენება და შეიძლება მიჩნეული იქნას როგორც დადგენილი იურიდიული ტერმინი. იგი ეუთოს დოკუმენტებშიც გამოიყენება. „სოციალურ ასპექტში სექტას შეიძლება ეწოდოს ორგანიზაცია ან ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ჩაკეტილია თავის ვიწრო ინტერესებში (მათ შორის საკულტო) და ეს ინტერესები არ ემთხვევა საზოგადოებისას, მიუღებულია მისთვის ან ეწინააღმდეგება მას. ასეთი ჯგუფები განსხვავდება მათგან, რომლებიც საერთო ინტერესების საფუძველზე შეიქმნა (მაგალითად, პოლიტიკური, ეკონომიკური, სპორტული), სწორედ მათი შინაგანი ცხოვრების ყველა ასპექტის იზოლაციით. რელიგიურ კონტექსტში სექტაში, როგორც წესი, იგულისხმება თემი, რომელიც გამოეყო გაბატონებულ ეკლესიას ან რაიმე სახის საძმოს და რომელმაც მიიღო რწმენის შესახებ განსხვავებული, თვითმყოფადი სწავლება“, -  წერს პროფესორი ფ.ვ. კონდრატიევი თავის „ანალიტიკურ მიმოხილვაში“, რომელიც სექტების პრობლემებს მიეძღვნა.
უნდა აღინიშნოს, რომ მრავალი თანამედროვე საკულტო ახალწარმონაქმნი პრეტენზიას აცხადებს რაღაც ახალი „უნივერსალური“ რელიგიის სტატუსზე, აქვს მრავალი დამახასიათებელი თვისება, რომლებიც მნიშვნელოვნად განასხვავებს მათ ტრადიციული რელიგიებისგან. სექტებსა და კულტებთან შედარებით, მსოფლიო რელიგიები ფლობენ დოქტრინარული ლიტერატურის უფრო ვრცელ, უფრო ღრმა და შემუშავებულ კომპლექსს. მასში ისინი განსაზღვრავენ და ასაბუთებენ თავის რელიგიურ სისტემათა  მთავარ პრინციპებსა და ღირებულებებს, კარგად შემუშავებულ და შემოწმებულ მეთოდებს მათი განხორციელებისთვის. ადამიანი, რომელიც მიეკუთვნება ასეთ ტრადიციულ რელიგიას და მეტ-ნაკლებად შეითვისა მისი ჭეშმარიტება, საკმაოდ თავისუფალია ცალკე მასწავლებლებისა და მიმართულებების შეფასებაში, რომლებიც მუდმივად წარმოიქმნება ნებისმიერი რელიგიის სფეროში. ასეთ მორწმუნეს კერძო ავტორიტეტების ბრმა თაყვანისცემის მიმართ აქვთ იმუნიტეტი. ადამიანებს, რომლებიც ერთ–ერთ მსოფლიო რელიგიას ეკუთვნიან, აერთიანებს ამ რელიგიების რელიგიურ სისტემებში ჩადებული ფასეულობებისა და პრინციპების საერთო გაგება, ხოლო სექტანტებს ყველაზე მეტად ერთიანებს ლიდერის (ან მასწავლებლის) ავტორიტეტი და პირადი ურთიერთობები სექტის სხვა წევრებთან. ამასთან სექტაში არსებული სპეციფიკური პირადი ურთიერთობები იწვევს ჯგუფზე ინდივიდის ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას. ამიტომ სექტიდან გამოსვლისას ყოფილი ადეპტები ხშირად განიცდიან დეპრესიას და  ამ დამოკიდებულების შედეგებს.
„ტოტალიტარული სექტების“ ცნება პოლიტოლოგიიდანაა ნასესხები. ეს ტერმინი პირველად იტალიელებმა ი. გაბეტიმ და ჯ. ალიენდოლამ შემოიღეს ფაშისტური დიქტატურის აღსანიშნავად. მოგვიანებით ტოტალიტარიზმის ფენომენი შეისწავლეს ისეთმა ავტორებმა, როგორებიც არიან ჰ. არენდი, გ. არონი, კ. ფრიდრიხი, ხოლო რუსეთში ვ. იალოვი და მრავალი სხვა. ამ ტერმინის შინაარსი, მითითებულ ავტორთა თანახმად, განისაზღვრება შემდეგი ნიშნებით: „კონტროლი ცნობიერებაზე და ქცევაზე, პიროვნების დათრგუნვა; გარედან ინფორმაციის მიღების აკრძალვა, გარე სამყაროსგან თვითიზოლაცია; ფიქსირებული ყურადღება კონკრეტულ მოწინააღმდეგეზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ერთი იდეოლოგიის მომხრეთა არაკრიტიკულ გაერთიანებას; ქარიზმატული ლიდერის, ბელადის კულტი, რომელსაც აქვს „ზემოდან ბოძებული“ აბსოლუტური გამჭრიახობა და რომელიც არ ექვემდებარება მისი კონკრეტული ქცევისა და მთელი საქმიანობის ნებისმიერ ზნეობრივ შეფასებას; მოწოდება შეწიროს ოჯახის, საზოგადოების და სახელმწიფოს რეალური ინტერესები მათი ორგანიზაციის განუსაზღვრელ სამსახურს; საყოველთაო დამონება, რომელიც კულტის წევრების ცნობიერებაში ილუზორულად აღიქმება, როგორც „თვითიძულება“ საერთო ინტერესების გულისთვის.
XX საუკუნის ბოლოს საზოგადოება აღმოჩნდა ზუსტად ასეთი სექტების და კულტების პირისპირ, რომლებიც პრინციპულად განსხვავდებოდნენ ადრინდელისგან. ეს განსხვავება, უპირველეს ყოვლისა, მდგომარეობს მათი საქმიანობის ტოტალიტარულ-დესტრუქციულ ხასიათში პიროვნებაზე ზემოქმედების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, მოჩვენებითი სულიერების ჭეშმარიტი მერკანტილური არსით შენიღბვაში და უკიდურესად აკვიატებულ, აგრესიულ პროზელიტიზმში. ტოტალიტარული სექტების დოგმა მიზნად ისახავს ადამიანის მორალური ფასეულობების სისტემის სრულ ცვლილებას. ამავე დროს, საკუთარი მოძღვრების არსისა და თავს მოხვევის მეთოდებიდან გამომდინარე, დესტრუქციული ახალწარმონაქმნები თავის ადეპტებს მიზნად უსახავენ სოციალურ-ეკონომიკურ რეორიენტაციის აუცილებლობას და ართმევენ რელიგიური თვითგამორკვევის თავისუფლებას.
სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე უკრაინაში ახალ რელიგიურ სწავლებათა გავრცელების კლიმატი მეტად ხელსაყრელია. ეს გამოწვეულია თანამედროვე სოციალურ-ფსიქოლოგიური და სოციოკულტურული ატმოსფეროს არსებობით. დესტრუქციული კულტების და ტოტალიტარული სექტების უმრავლესობა აშშ-ში წარმოიშვა - ინტერკონფესიურ ქვეყანაში, სადაც ყველა რელიგიის მიმართ შემწყნარებლობას იჩენენ. იქ, ძირითადად, კონცენტრირებული აღმოჩნდა სხვადასხვა სექტის ყველა ორგანიზაციული და ფინანსური ცენტრი. XX საუკუნის მეორე ნახევარში აშშ-ში ტრადიციული რელიგიების პრესტიჟის დაცემის და სულიერებას მოკლებული მენტალობის დომინირების ფონზე, რომელიც მხოლოდ მატერიალურ სიმდიდრეზე იყო ორიენტირებული, შეიქმნა  ყველა სახის საკულტო ახალწარმონაქმნის, მათ შორის სატანისტური მიმართულების ზრდისა და გავრცელების უკიდურესად ხელსაყრელი ატმოსფერო. ყოველივე ამან განაპირობა მრავალი მარგინალური სარწმუნოების  შექმნა და „გამოგონება“. შეერთებული შტატები პირველი წააწყდა  ამ კულტების პიროვნებაზე გავლენის ნეგატიურ შედეგებს. პრობლემამ სწრაფად მიიღო საზოგადოებრივი ხასიათი.
90-იანი წლების დასაწყისიდან საკულტო ახალწარმონაქმნებმა დასავლეთ ევროპის ქვეყნებშიც შეაღწიეს. მაგრამ ევროპელები ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ამერიკელები, გაერკვნენ, თუ რას წარმოადგენდნენ ეს სექტები, და მრავალი სექტის საქმიანობის მიმართ შემოიღეს პირდაპირი სამართლებრივი შეზღუდვები. ყოფილ საბჭოთა კავშირში შემავალ ქვეყნებში კი საზღვრები გაიხსნა და მრავალი უცხოელი მისიონერის საქმიანობისთვის საკმაოდ ხელსაყრელი სამართლებრივი სიტუაცია შეიქმნა. აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ ოდესღაც მონოთეისტური ქვეყანა თავის სულიერ განვითარებაში ათეისტურ ქვეყნად იქცა სამოცდაათი წლის განმავლობაში. ხანგრძლივი დროით შეწყდა თაობათა სულიერი კავშირი, გაჩნდა უფსკრული სოციალურ გამოცდილებასა და ღირებულ საფუძვლებს შორის, მართლმადიდებლური ეკლესია დასუსტდა. მრავალწლიანი ტოტალიტარული რეჟიმის შედეგებს უნდა დაემატოს ის სოციალურ-ფსიქოლოგიური ცვლილებები, რომლებმაც გამოიწვია საზოგადოების იდეოლოგიური დეზორიენტაცია და მოსახლეობის „აპათიზაცია“. ყველა ამ დასახელებულმა ფაქტორმა კარგი დახმარება გაუწია არაკეთილსინდისიერ „სულის მტაცებლებს“. მაგრამ, ათეისტური ხელისუფლების მრავალწლიანი მცდელობის მიუხედავად, სულიერებისკენ სწრაფვა კვლავ ცოცხალი იყო ხალხში. თუმცა რელიგიურმა უცოდინარობამ, რომელსაც ასაზრდოებდა ევროპული ცივილიზაციის საერთო ორიენტაციული კრიზისი, რაც გამოიხატა დასავლური და აღმოსავლური რელიგიური ტრადიციების სინთეზის მცდელობაში, სწრაფად გამოავლინა თავისი ნეგატიური შედეგები უზარმაზარი სექტანტური პარპაშის ფორმით.
ახალი რელიგიური სწავლებების სწრაფი და წარმატებული გავრცელების ფენომენის შესახებ კითხვაზე პასუხი იმავე სიბრტყეზეა, რაც პასუხი კითხვაზე - რატომ მიდიან ადამიანები სექტებში. ამაზე უფრო დეტალურად შემდეგში ვისაუბრებთ. ახლა კი მხოლოდ შემდეგი უნდა აღინიშნოს. ფრანგი მეცნიერი ო. კლემენტი თვლის, რომ ადამიანები ძალიან მარტოსულად გრძნობენ თავს და გრძნობენ რომ მოკვდავნი არიან; იშლება ოჯახები, ადამიანები კულტში ეძებენ სიმშვიდეს და სიყვარულს. ისინი ადვილად ახორციელებენ ინტეგრირებას ახალ სტრუქტურაში და მასში „დედას“ - სექტას ხედავენ. ფსიქოლოგმა ა. ჯანოფმა ასევე აღნიშნა ეს მიმზიდველი მომენტი - სიყვარულისა და რეალობისგან დაცვის ბავშვური სურვილის დაკმაყოფილების შესაძლებლობა. ამავე დროს აუცილებელია გავითვალისწინოთ ნეოკულტების, როგორც ადამიანთა თანამეგობრობის სპეციფიკური ნაირსახეობის თავისებურება.

როგორ მივაღწიოთ ინფორმაციულ უსაფრთხოებას?
კაცობრიობის განვითარების მთელი ისტორიის განმავლობაში ინფორმაცია იყო და რჩება ადამიანებს, ხალხებს, სახელმწიფოებს და სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკებს შორის ბრძოლის ყველაზე მნიშვნელოვან საშუალებად. ინფორმაცია არის ადამიანზე ზემოქმედების  ძალიან ძლიერი იარაღი, რადგან ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს მისი მსოფლმხედველობის ფორმირებაზე, მის პრიორიტეტებზე, შეხედულებებზე და ა.შ. ფართო აუდიტორიაზე ინფორმაციული გავლენის განხორციელების გარკვეული ფაქტების აღმოჩენა შეიძლება ადამიანთა ცივილიზაციის არსებობის ყველა ეტაპზე. ბუნებრივია, სხვადასხვა პერიოდში გარკვეული ზემოქმედების სხვადასხვა საშუალებების გამოყენების ინტენსივობა, ისევე როგორც მათი, ქმედითობა, ძალიან განსხვავდებოდა. დღეს უკრაინაში მიმდინარეობს ინფორმაციული და სულიერი სივრცის აქტიური და მასიური ათვისება სხვადასხვა ანტისოციალური და საეჭვო პიროვნებების მიერ. ბევრისთვის უკვე აშკარა გახდა, რომ ინფორმაციის კონტროლის საშუალებით შესაძლებელია ადამიანის კონტროლი და მისი ქცევის მოდიფიცირება, ფაქტობრივად, იგი ნებისმიერი სისტემის მძევლად შეიძლება იქცეს. ჩვენს საზოგადოებაში განვითარებადი დესტრუქციული პროცესები, რომლებიც მკვეთრად აძლიერებენ სახელმწიფოში არსებული სოციალურ-პოლიტიკური ვითარების არასტაბილურობას, სამწუხაროდ, პრაქტიკულად უკონტროლო რჩება სახელისუფლებო სისტემების მხრიდან.
უკრაინის კონსტიტუციის შინაარსიიდან გამომდინარე, ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც ადამიანი, მისი უფლებები და თავისუფლებები ყველაზე მაღალ ღირებულებას წარმოადგენს. ეს სამართლებრივი ნორმა სრულად ემთხვევა პიროვნების ღირებულების ორათასწლოვან მართლმადიდებლურ გაგებას. სოციალური თვალსაზრისით, აუცილებელია საზოგადოების დაჟინებული  ყურადღება და მთელი ძალისხმევის კონცენტრირება პიროვნების ყოველმხრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ადამიანის უსაფრთხოებისთვის უამრავი საფრთხე არსებობს - ეს არის ომები, დანაშაული, გენოციდი, სულიერი და ფსიქიკური აგრესია, დაავადებები, შეუქცევადი ბიოლოგიური პროცესები, კატაკლიზმები. სამართლებრივი ცნობიერება, სამშობლოსადმი ერთგულება და ხელისუფლების მიმართ მოქალაქეების პატივისცემა მუშავდება მრავალი ფაქტორის წყალობით, რომლებიც განსხვავდება თავისი სოციალური მნიშვნელობით. მათგან უმთავრესია რელიგიური და მსოფლმხედველობითი, რადგან ისინი განსაზღვრავენ არა მხოლოდ ცალკეულ  ინდივიდთა სტრატეგიულ პოზიციას, არამედ სოციალურ სტრუქტურებს სამართლის, ხელისუფლების, თავისუფლების, მოვალეობის, მოქალაქეობის, პატრიოტიზმის, სამართლიანობის, ბედნიერების, სიკეთის, სინდისის მიმართ და ა.შ.
სოციალური ფსიქოლოგია აღნიშნავს, რომ საერო სამართალი ახერხებს საზოგადოებრივ ურთიერთობათა არაუმეტეს 50%-ის რეგულირებას. დანარჩენი შედის ტრადიციების, რიტუალების, ჩვევების, ანუ, ისევ კონკრეტული რელიგიების, მსოფლმხედველობების ან ... ცრურწმენების სფეროში, ხშირად ძალიან პრიმიტიულსა და გამანადგურებელში. სხვადასხვა რელიგიას აქვს განსხვავებული, ხშირად საპირისპირო შეხედულებები სამართალის, სახელმწიფოებრიობის, ძალაუფლების, ზნეობრიობის შესახებ. ამრიგად, სამართლებრივი ცნობიერება და მთელი კულტურაც დიდწილად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რომელი სარწმუნოება და რეალურად როგორ გავლენას ახდენს საზოგადოებასა და მის ინსტიტუტებზე, ცალკე პიროვნებებზე. ცხადია, რომ სახელმწიფომ, სამართლიანობისა და თვითგადარჩენის მიზნით, უპირატესობა უნდა მიანიჭოს ტრადიციულ შემოქმედებით რელიგიებს, ანუ ისეთს, რომლებმაც შეიტანეს და შეაქვთ შესამჩნევი და მყარი პოზიტიური წვლილი ხალხის, სახელმწიფოს, კაცობრიობის ისტორიაში, ტრადიციებში, კულტურაში, ენასა და თვითცნობიერებაში. ამრიგად, სახელმწიფოს და ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობის საკეთილდღეოდ, აუცილებელია მისი პრიორიტეტული თანამშრომლობა სწორედ ტრადიციულ შემოქმედებით რელიგიებთან, უკრაინის კანონმდებლობით განსაზღვრული მიმართულებებით, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების სფეროში. ეს შეესაბამება ფართო საერთაშორისო პრაქტიკას. თავის მხრივ, მრავალი ნეოკულტის და დესტრუქციული სექტის სამართალსაწინააღმდეგო მოქმედების გამოვლინება პირდაპირ საფრთხეს უქმნის სულიერ, ზნეობრივ და ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებას, როგორც სახელმწიფოს და  საზოგადოებას, ასევე ცალკეულ მოქალაქეებს. მართლმადიდებლური ეკლესია, სხვა შემოქმედებით საზოგადოებრივ წარმონაქმნებთან ერთად, ჩვენი ქვეყნის სულიერი და ზნეობრივი უსაფრთხოების ერთ-ერთი ბუნებრივი დამცველია, რადგან ის უყენებს მაღალ მოთხოვნებს პიროვნებას და ადამიანთა საზოგადოებრივ სინდისს,  ასევე ქმნის ყველაზე საჭირო პირობებს მისი სწორად განვითარებისა და გაძლიერებისათვის. მართლმადიდებლურ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის აქტიური თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, უნდა განხორციელდეს საზოგადოების, ოჯახის და პიროვნების სულიერი და ფსიქოლოგიური უსაფრთხოების სფეროში.
წმინდა ნიკოლაი სერბსკიმ (ველიმიროვიჩმა), რომელმაც ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკები გაიარა და რომლისთვისაც კარგად იყო ცნობილი  დასავლეთის სულიერი მდგომარეობა, ზუსტად განსაზღვრა, თუ რატომ მოითხოვდნენ დაჟინებით ევროპისა და ამერიკის მმართველები მშვიდობას. „ღვთის შიშის და მისი დიდების გამო, თუ უფრო მშვიდად რომ მოიმკან თავისი უსამართლობის ნაყოფი: თავისი კერპების უფრო მოსახერხებელი და დაუბრკოლებელი თაყვანისცემისთვის?“ - სვამდა კითხვას წმინდანი და პოულობდა პასუხს. თუ ეს უკანასკნელი სიმართლეა - და, როგორც ჩანს, ეს სიმართლეა, - მაშინ გასაკვირი არ არის, რომ მშვიდობის ნაცვლად, მათ ომს გაუგზავნიან. ღმერთის განდიდება პირველ ადგილას უნდა იყოს, ის ჭეშმარიტი მშვიდობის აუცილებელი პირობაა. ადამიანები რომ მშვიდობისკენ ისწრაფვოდნენ ღვთის დიდებისთვის,  უეჭველად მიიღებდნენ მას და ეს სამყარო სამუდამოდ დარჩებოდა მათთან. / მაგრამ ოდესმე გსმენიათ ვინმესგან, ვინც დაჟინებით მოითხოვს მშვიდობას, რომ მათ პირობა დადეს მშვიდობა ღვთის სადიდებლად და თვითგამოსწორებისთვის გამოიყენონ? ასეთი აღთქმა ნამდვილად აუცილებელია ჭეშმარიტი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის. დაე ამჟამინდელმა სამშვიდობოებმა ზუსტად განსაზღვრონ მშვიდობის მიზანი, ხმამაღლა ირწმუნონ იგი, რათა მათი ხმა გაიგონოს ცამ და დედამიწამ, და მაშინ ჩვენ დავინახავთ, თუ როგორ ჩამოგვშორდება ომი.
ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რომელიმე სამართლებრივი წინააღმდეგობა დესტრუქციული კულტების მიმართ, არამედ მოსახლეობის შესაბამისი ფართო ინფორმირება და განათლება, ასევე რელიგიურობის კულტურულ-შემოქმედებითი ფორმების აქტიური სტიმულირება, რომლებიც გამოცდილია ისტორიისა და დროის მიერ. „სინდისის თავისუფლების“ პრობლემასთან დაკავშირებული ყველა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმა ითვალისწინებს, ერთის მხრივ, თავისუფლებაზე პიროვნების განუყოფელ უფლებას, და, მეორე მხრივ, მკაცრ შეზღუდვებს დესტრუქციული კულტების უფლებებსა და თავისუფლებებზე (რაზეც სექტების დამცველები ცდილობენ გაჩუმდნენ). 1999 წლის 22 ივნისის ევროპის საბჭოს ოფიციალურ პრესრელიზში ნათქვამია: „ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეკომენდაცია, რომელშიც გაცხადებულია მუშაობის განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ საშიში სექტების გავრცელების თავიდან ასაცილებლად ... ბოლო წლების განმავლობაში მომხდარმა სერიოზულმა ინციდენტებმა აიძულეს დაჟინებით მოეთხოვათ, რომ ჯგუფების საქმიანობა, რომელსაც ჩვეულებრივ სექტებს უწოდებენ (ასამბლეა არ მიიჩნევს საჭიროდ ზუსტი განმარტების მიცემას), უნდა განხორციელდეს დემოკრატიული საზოგადოებების პრინციპების გათვალისწინებით. ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ორივე ჯგუფის შესახებ საიმედო და ობიექტური ინფორმაციაზე წვდომა ...“
მაგრამ კულტებისა და სექტების უმეტესი ნაწილი ზუსტად რომ ჭეშმარიტი ინფორმაციას მალავს, რითაც ირღვევა ადამიანის უფლებები. ნეოკულტები გადაბირებისას მალავენ თავის შესახებ სრულ ინფორმაციას, იყენებენ კონფესიური ანონიმურობის შირმას. ქრისტიანული სიმბოლიკის გამოყენებით მათ შეცდომაში შეჰყავთ ადეპტები მათი სწავლების ჭეშმარიტი ხასიათის შესახებ. ძალიან ხშირად დესტრუქციული სექტები რეგისტრირდებიან როგორც საქველმოქმედო ფონდები, კულტურულ- საგანმანათლებლო ორგანიზაციები და ცენტრები. ადამიანს, რომელიც ასეთ ორგანიზაციაში აღმოჩნდება, მკაცრ კონტროლს უქვემდებარებენ მის დაუკითხავად, რითაც მას არჩევანის თავისუფლებას ართმევენ. თავისი იდეოლოგიის თავსმოხვევის მიზნით ბევრმა დესტრუქციულმა ჯგუფმა კანონისგან გადახვევის გზით, აქტიურად დაიწყეს შეღწება საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რითაც არღვევდნენ საერო განათლების პრინციპს. საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციის ოფიციალური ნებართვით, მოწევისა და ნარკომანიის საფრთხეების, ჯანსაღი ცხოვრების წესის, ოჯახური ცხოვრებისთვის მზადების, ფსიქიკური და სულიერი თვითსრულყოფის მოწინავე მეთოდებისა და ფორმების შესახებ ლექციების სახით, ნეოკულტის წევრები აქტიურად ეწევიან საკუთარი რელიგიური შეხედულებების პროპაგანდას. სექტის წევრების ხელყოფენ სახელმწიფო უსაფრთხოებას, აქტიურად ცდილობენ სახელისუფლებო ორგანოებში შეღწევას, ლობირებენ მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს. როგორც ვხედავთ, ნეოკულტების საქმიანობა არ უწყობს ხელს ჩვენი სახელმწიფოს ხალხთა ეროვნული თვითშეგნების განვითარებას, უკრაინული ისტორიული ტრადიციებისა და კულტურის შენარჩუნებას და განვითარებას და, შესაბამისად, ასეთი ორგანიზაციების არსებობა უნდა განიხილებოდეს როგორც შიდაპოლიტიკური დესტაბილიზაციური ფაქტორი, რომლის გავრცელება უარყოფითად მოქმედებს უკრაინის და მისი მოქალაქეების ეროვნულ უსაფრთხოებაზე.
მრავალსაუკუნოვანმა ბრძოლამ ადამიანის სხვადასხვა უფლებებისთვის ჩვენს დროში პიროვნებას მისცა შესაძლებლობა  თავი დააღწიოს  გარკვეულ იდეოლოგიათა დიქტატს, გადავიდეს ჯგუფიდან ჯგუფში, შეცივლოს არა მხოლოდ საქმიანობა, არამედ ცხოვრების წესი, მსოფლმხედველობა და ღირებულებებიც კი. ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც ადამიანს თავისუფლად შეუძლია გაიზიარო ნებისმიერი რელიგიური რწმენა. მაგრამ პიროვნების ამგვარმა მობილობამ შექმნა ხელსაყრელი პირობები არა მხოლოდ არჩევანისა და ინდივიდუალური განვითარებისათვის, არამედ გაამწვავა კონკურენცია სხვადასხვა ჯგუფებს შორის ახალი მიმდევრების მოსაზიდად, ასევე გახდა არაკეთილსინდისიერი და ასოციალური ელემენტების მხრიდან მცდელობის საგანი ახალი ტოტალიტარული ორგანიზაციების და მოძრაობების შესაქმნელად, რომლებიც ემსახურებიან მათ პათოლოგიურ კომპლექსებს.
ამიტომ დესტრუქციული კულტების პრობლემა იდეოლოგიურიდან და პოლიტიკურიდან სოციოეკოლოგიურსა და ფსიქოლოგიურში გადაიზარდა. თანამედროვე საზოგადოების პლურალიზმისა და ტოლერანტობის გამოყენებით, ასეთი არარელიგიური სტრუქტურები დემონსტრირებენ აშკარა მცდელობას თავს მოახვიან თავისი „რეალობის“ ბატონობა ადამიანთა საზოგადოების მრავალი ძირითადი დაწერილი და დაუწერელი წესის დარღვევის გზით.
ადამიანის ბუნებრივ სულიერ მოთხოვნილებასა და ცხოვრების და ჭეშმარიტების არსის ძიების მის სურვილზე პარაზიტირების გზით დესტრუქციულ ჯგუფებს სურთ დაიმონონ არა მხოლოდ პიროვნება, არამედ აიძულონ მათ ამსახურონ თავად ღმერთის სახელი. ჯერ კიდევ 1993 წელს უკრაინამ ჩაატარა იმ ადამიანების ფსიქიკური მდგომარეობის გამოკვლევა, რომლებმაც განიცადეს თავის თავზე ზოგიერთი დესტრუქციული სექტის („თეთრი საძმო“, „ღვთისმშობლის ცენტრი“) ზემოქმედება. ექსპერტთა კომისიის შემადგენლობაში შევიდნენ გამოცდილი ფსიქოლოგები (ო. ჟაჟკოვი, ო. ბუხტიაროვი, ლ. ტარასოვა). კვლევის შედეგად ისინი მივიდნენ შემდეგ დასკვნამდე: იმ ადამიანებმა, რომლებიც აღმოჩნდნენ ამ დაჯგუფებების ხელმძღვანელობის და საკულტო პრაქტიკის გავლენის ქვეშ, პირად ინტელექტუალურ და ფსიქოლოგიურ სტრუქტურებში მნიშვნელოვანი დარღვევები განიცადეს. ასეთი ცვლილებები ვლინდება ქცევით და სასიცოცხლო საქმიანობის ნერვული რეგულირების მექანიზმებში.
დესტრუქციული მეთოდიკების და მანიპულაციების გამოყენებით, რაც საბოლოოდ იწვევს ცნობიერების რეფორმირებას, ტოტალიტარული რელიგიური ორგანიზაციები ადამიანში თრგუნავენ მის ჭეშმარიტ  პიროვნულ საწყისს, მის ნებას დამ რაც მთავარია, ღვთის ძვირფას საჩუქარს: თავისუფლებას.
სამწუხაროდ, ბოლო დრომდე კულტების შესწავლის საკითხებში ყველაზე ნაკლები ყურადღება დაეთმო კულტების შესწავლის შემდგომი პერიოდის სფეროს. ინტერესთა წრე ძირითადად გამახვილდა თანამედროვე დესტრუქციული კულტების განსაზღვრაზე, მეთოდების დამკვიდრებაზე, რომლებითაც ისინი გავლენას ახდენენ ადამიანებზე, მანიპულირების აღწერაზე, საკულტო ცხოვრების ფაზებზე. დღეს უკვე ცნობილია, რომ დესტრუქციულ ორგანიზაციაში ყოფნა დიდ ზიანს აყენებს ადამიანის ფიზიკურ, სულიერ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას. იქ ყოფნის შედეგებს ყოფილი კულტისტი გრძნობს კიდევ მრავალი წლის განმავლობაში. ყოფილი ადეპტების უმრავლესობა და მათი ოჯახის წევრები არ იღებენ საკმარის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენენ ჯგუფები, რომლებიც პრაქტიკაში ფსიქოლოგიურ ძალადობას იყენებენ, როგორ მუშაობენ ისინი და როგორ შეიძლება ასეთი გამოცდილებისგან განკურნება. სპეციალისტებმა იციან, რომ კულტისტების რეაბილიტაცია ნაწილობრივ ჰგავს ძალადობის სხვა ფორმების ან კატასტროფებისა და ომების მსხვერპლთა რეაბილიტაციას, მაგრამ ბევრი სერიოზული განსხვავება არსებობს. ეს განსხვავებები იწყება პირველადი კონსულტაციის მომენტიდან, რადგან მთავარი პრობლემაა სოციალურ-ფსიქოლოგიური ძალადობის, მანიპულაციური ექსპლუატაციისა და შესაბამისი შედეგების აღიარების ფაქტი.
ბევრი დესტრუქციული ორგანიზაცია იყენებს სტრესს და ფობიების თავს მოხვევას, როგორც თავის რიგებში ადეპტების შენარჩუნების საშუალებას. ფობიების თავს მოხვევის მექანიზმი ხორციელდება პირდაპირი ან არაპირდაპირი შთაგონების გზით. ამ მექანიზმების ცოდნა ეხმარება კონსულტანტს და თავად დაზარალებულს განახორციელონ წარმატებული რეაბილიტაცია და თავიდან აიცილონ ფობიები. ტოტალიტარული რელიგიური წარმონაქმნებისგან დაზარალებულთა აღდგენა, როგორც გაირკვა კვლევის დროს, ხორციელდება რამდენიმე მიმართულებით: პირველ რიგში, ეს არის ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, რომლის დროსაც უნდა მოხდეს გარკვეული ემოციური პრობლემების მოგვარება, ასევე ფსიქოლოგიური საკულტო დამოკიდებულების საკითხები. ამ შემთხვევაში, საუკეთესო დამხმარე შეიძლება იყოს ექსპერტი ფსიქოლოგი დესტრუქციული კულტების საკითხებში.
მეორე მიმართულებაა სულიერი რეაბილიტაცია, რომელიც მოიცავს მღვდელ-მოძღვრის მუშაობას და მორწმუნეთა თემის ემოციურ მხარდაჭერას. თანდათანობით ადამიანი სწავლობს ღმერთთან პირად ურთიერთობას (რომლის შესაძლებლობას სექტის გარეთ, ჩვეულებრივ, მისი ლიდერები უარყოფენ) და ეზიარება ეკლესიის თქმულების ულევ მადლიან წყაროს. სულიერი რეაბილიტაციის პროცესი დაჩქარებულია, თუ ექს-კულტისტი თავად იწყებს თავის ყოფილი ძმების და სპეციალისტების დახმარებას მათ ძალისხმებაში სექტიდან გამოიყვანონ კიდევ ერთი მოტყუებული ადამიანი.
მესამე მიმართულება მოიცავს სოციალური ადაპტაციის საკითხებს, რომელთა გადაწყვეტის გარეშე შეუძლებელია დესტრუქციული ორგანიზაციის ყოფილი წევრის შემდგომი სრულფასოვანი ცხოვრება. ბევრი ყოფილი სექტანტი ხშირად, სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით,  ქუჩაში აღმოჩნდება: დამოუკიდებელი ცხოვრების დაკარგული უნარებით, საცხოვრებლის, სამუშაოს გარეშე, თავისი სოციალური წრის მიღმა. ეს არის ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკების და იურისტების საქმე. ამ ეტაპზე აუცილებელია ადამიანისთვის დახმარების გაწევა, რათა მან ისწავლოს  საზოგადოებაში თავიდან ცხოვრება, სექტის გარეშე. რეაბილიტაციის დაწყებამდე ეფექტური მუშაობისთვის ტარდება პირთა კონტინგენტის დიფერენციაცია, რომლებიც აღმოჩნდნენ დესტრუქციული სექტების და სხვა არარელიგიური წარმონაქმნების გავლენის ქვეშ.
ახლობელი ადამიანის სექტში წასვლა ყოველთვის ტრაგედიაა ოჯახისთვის. მაგრამ უმრავლესობა არც კი ეჭვობს, თუ რამდენია დამოკიდებული ოჯახის წევრების სწო ქცევაზე. ნათესავების  ამოცანაა თუნდაც მინიმალური კონტაქტის შენარჩუნება უბედურებაში მყოფ საყვარელ ადამიანთან, რომელიც ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებაშია დესტრუქციულ ჯგუფში. ეს კონტაქტი უტოვებს ახლობელ ადამიანს ემოციურ კავშირს, რომელსაც ის იყენებს ჯგუფში შიდა ურთიერთობების კრიზისის და ორგანიზაციაში მისი მონაწილეობის გადაფასების შემთხვევაში, რათა თავის დააღწიოს ფსიქოლოგიურ ლაბირინთს.
აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს ნებისმიერი დამწყები რელიგიურობისთვის დამახასიათებელი თვისებები (მათ შორის, შემოქმედებითიც) და არსებობს მხოლოდ დესტრუქციული კულტებისა და სექტების ტიპური ნიშნები. ადამიანის სექტაში მოხვედრის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანია მისი პიროვნების ყოველმხრივი ნეგატიური ტრანსფორმაციაა, რომელიც ვლინდება, პირველ რიგში, ცხოვრების წესის, იდეალების, ქცევის, ინტერესების, გარეგნობის, ჩვევების, მეტყველების ცვლილებაში. არსებითად იცვლება მისი სულიერება, მსოფლმხედველობა, საზოგადოებრივი კავშირები, ურთიერთობები ოჯახში, საკუთარი თავისადმი დამოკიდებულება. ხშირად ვლინდება გაღიზიანებული, კრიტიკული და აგრესიული პოზიცია მართლმადიდებლობის, მართლმადიდებლური ეკლესიის, სახელმწიფოს და სახელმწიფო ინსტიტუტების, თვითმმართველობის ორგანოების, პატრიოტიზმის, ტრადიციების, სალოცავების მიმართ (ეს ნიშნები ძალიან ძლიერია სატანისტებისა და დემონური კულტების ადეპტთა შორის). ადამიანი მკვეთრად ცვლის ბიბლიოთეკის შემადგენლობას, ჩნდება საკულტო საგნები, იცვლება კვების რეჟიმი; ის ხდება ძალიან ეგზალტირებული ან გულჩათხრობილი. ამგვარი ქცევა საბაბია იმისათვის, რომ ავტეხოთ განგაში და მივმართოთ სპეციალისტებს, რომლებიც კომპეტენტურად განგვიმარტავენ, თუ  როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ სიტუაციაში.


Консультирование по случаям интенсивной манипуляции и социальной зависимости: реабилитация и профилактика PDF Печать E-mail Автор: Волков Е.Н.




http://www.transactional-analysis.ru/manipulation/97-volkov

Консультирование по случаям интенсивной манипуляции и социальной зависимости: реабилитация и профилактика

Take Back Your Life: Recovering from Cults and Abusive Relationships Paperback – August 17, 2006
Cult victims and those who have suffered abusive relationships often suffer from fear, confusion, low self-esteem, and post-traumatic stress. Take Back Your Life explains the seductive draw that leads people into such situations, provides guidelines for assessing what happened, and hands-on tools for getting back on track. Written for victims, their families, and professionals, this book leads readers through the healing process.




Реабилитация культистов отчасти схожа с реабилитацией жертв других форм насилия или жертв катастроф и войн, но есть и немало серьезных отличий. Эти различия начинаются уже с момента первичного консультирования, поскольку главной проблемой оказывается само признание ситуации социально-психологического насилия и манипулятивной эксплуатации и соответствующих последствий. Я оставляю в стороне случаи сексуального и физического насилия в культах, поскольку они не определяют специфику культового травмирования и оказываются вторичными факторами, требующими только уже установившихся методов терапии и реабилитации. Кроме того, для некоторой части культов случаи физического и сексуального насилия носят несистематический характер, а в некоторых отсутствуют вовсе, что не делает их менее травмоопасными для сознания и психики индивида и не снижает их деструктивного воздействия на структуру и качество социальной жизни адептов.















































https://burusi.wordpress.com/2010/06/13/mikheil-kobakhidze/




Какая польза от всякого знания?
- Великая польза, ... ибо оно помогает увидеть двусмысленность происходящего и его внутреннюю противоречивость."
Лион Фейхтвангер. Испанская баллада.

https://www.disput.az/topic/907153-почему-либерализм-сдает-позиции/

https://metaisskra.com/praktiki/energeticheskie-parazity-i-kak-ot-nih-izbavitsya/




https://www.litres.ru/uriy-volkov-5991800/socialnaya-imitaciya-opyt-analiza-simvolicheskoy-socia/chitat-onlayn/



https://www.proza.ru/2016/07/12/304

https://spravochnick.ru/politologiya/demokratiya/imitacionnaya_demokratiya/



















https://spravochnick.ru/politologiya/demokratiya/imitacionnaya_demokratiya/
https://nsu.ru/filf/rpha/papers/rus/tuftology.htm
https://proza.ru/2019/08/15/311
http://www.evartist.narod.ru/text16/074.htm
https://centrasia.org/newsA.php?st=1286654760
https://zen.yandex.ru/media/id/5b7c4a031cf8d100a8fbc357/imitaciia-burnoi-deiatelnosti-ili-razryv-socialnyh-kommunikacii-5d0096e4d9d3d300b05595d5
https://lib.sale/struktura-stratifikatsiya-sotsialnaya/prestij-status-tkan-obschestvennoy-84922.html
https://present5.com/kulturologicheskaya-koncepciya-joxana-xejzinga-homo-ludens-chelovek/
https://lutavr.ru/?page_id=6331
https://cyberleninka.ru/article/v/imitatsiya-deyatelnosti-kak-otrazhenie-massovizatsii-mediasfery
https://cyberleninka.ru/article/v/sotsialnaya-imitatsiya-kak-mehanizm-modernizatsii
http://www.dslib.net/soc-filosofia/socialnaja-imitacija-kak-fenomen-sovremennoj-kultury.html
https://nsu.ru/filf/rpha/papers/rus/tuftology.htm
https://www.litres.ru/uriy-volkov-5991800/socialnaya-imitaciya-opyt-analiza-simvolicheskoy-socia/chitat-onlayn/
https://www.youtube.com/watch?v=wRTVRD9fHcc
https://elibrary.ru/item.asp?id=26623093
https://lib.sale/struktura-stratifikatsiya-sotsialnaya/prestij-status-tkan-obschestvennoy-84922.html
http://www.evartist.narod.ru/text16/074.htm

Об авторе n n Йохан Хейзинга (1872— 1945) — нидерландский философ, историк, исследователь культуры, профессор Гронингенского (1905— 1915) и Лейденского (1915— 1940) университетов. Считается носителем гуманистических жизнелюбивых идей Мировую известность получили труды ученого: - по культуре европейского средневековья и Возрождения ("Осень средневековья" - 1919; "Эразм и век Реформации" - 1924) и - по философии культуры ("Homo ludens" - "Человек играющий" - 1938 и др. ) - в области методологии исторического познания ("Новое направление в истории культуры", 1930 и др. ) Скончался в небольшой деревне возле города Арнема 1 февраля 1945 г, после освобождения из фашистского концларя.

История создания концепция «Homo Ludens» В основе данного трактата убеждение о том, что человеческаяИстория создания концепция «Homo Ludens» В основе данного трактата убеждение о том, что человеческая культура зарождалась и развивалась в игре. Это убеждение зародилось у Йохана Хейзинга еще в 1903 г. , а в 1933 он посвятил этой проблеме вступительную речь при избрании ректором Лейденского университета, назвав ее "О границах игры и серьезного в культуре". Затем эти идеи излагал в Цюрихе, Вене, Лондоне в докладах "Игровой элемент культуры". Закончена работа в 1938 году.

Основные положения концепции n n n Культура развивается в игре, как игра Игра –Основные положения концепции n n n Культура развивается в игре, как игра Игра – основа человеческого общежития в любую эпоху Игра - важнейший элемент человеческой истории n Понятие игры. Игра - действие, протекающее в определенных рамках места, времени и смысла, в обозримом порядке, по добровольно принятым правилам и вне сферы материальной пользы и необходимости n Автор отмечает, что с течением времени игровой элемент в культуре уменьшается

Термин «Ноmo Ludens» Своеобразной матрицей термина Homo Ludens (Человек Играющий) является определение человека, какТермин «Ноmo Ludens» Своеобразной матрицей термина Homo Ludens (Человек Играющий) является определение человека, как биологического вида, - Homo Sapiens (Человек Разумный). Однако, наряду с Человеком Разумным, также был распространен термин Человек-Деятель (созидатель). Хейзинга считает, что «созидание» - функция не отделяющая человека от мира животных, приводя в пример тех из животных, кто вьет гнезда, строит плотины и прочее. Игра также старше человека. Все основные черты игры можно наблюдать у животных, хотя появление человеческой расы внесло расширение границ игры, разнообразие в игру.

Основные черты игры Главным признаком игры является свобода n Игра имеет временные и пространственныеОсновные черты игры Главным признаком игры является свобода n Игра имеет временные и пространственные границы. Игра обособляется от обыденной жизни местом действия и продолжительностью. n Игра – добровольна. В нее можно войти. Из нее можно выйти. Игру можно отложить. Навязанная игра теряет свою ценность, становится имитацией n Игра – способ разрядки человеческих эмоций, способ отдыха, тренировка, упражнение, способ решения вопросов и многое другое. n Цели игры не связаны с пользой, выгодой, материальным интересом. n Игру можно воспроизвести, повторить. n Участие в Игре имеет свой сценарий, драматическое действие; оно разыгрывается как спектакль с завязкой, кульминацией и развязкой

Основные черты игры (продолжение) Внутри игрового пространства царит собственный, безусловный порядок. Всякое отклонение отОсновные черты игры (продолжение) Внутри игрового пространства царит собственный, безусловный порядок. Всякое отклонение от установленного порядка лишает Игру ценности, воспринимается игроками как вероломство, обман. Правила игры обязательны для всех без исключения, они не подлежат сомнению или оценке. Они таковы, что стоит их нарушить, как Игра становится невозможной. Нарушивший правила игры не может продолжать игру, он исключается из игры.

Культура, развивавшаяся как игра Поскольку Игра обнаруживается во всех культурах, всех времен и народов,Культура, развивавшаяся как игра Поскольку Игра обнаруживается во всех культурах, всех времен и народов, это позволяет Й. Хейзинга сделать вывод, что "игровая деятельность коренится в глубинных основах душевной жизни человека и жизни человеческого общества". Культ разворачивался в священной Игре. Поэзия возникла в Игре как словесное состязание. Музыка и танец были изначально Игрой; тоже относится к другим видам искусства. Мудрость, философия, наука также имели игровые формы. Даже боевые столкновения содержали игровые элементы. Отсюда вывод: "Культура в ее древнейших фазах "играется". Она не происходит из игры, как живой плод, который отделяется от материнского тела; она развивается в игре и как игра"

Уменьшение игрового элемента с течением времени. Искажения игры. В работе Хейзинга показывает упадок европейскойУменьшение игрового элемента с течением времени. Искажения игры. В работе Хейзинга показывает упадок европейской общественной культуры ( «бесчестный мир» , где господствуют «позорящие человека нормы морали» , злоупотребление наукой в политических целях, крушение веры в прогресс и навязывание пессимистического мироощущения, разгул милитаризма). В связи с этим Хейзинга отмечает тенденцию постепенного, но неуклонного уменьшения игрового элемента в культуре последующих столетий. Одним из распространенных искажений игры является пропаганда – грамотное навязывание своего мнения массам, нарушение принципа добровольности игры.

Уменьшение игрового элемента с течением времени. Искажения игры. (продолжение) В XX в. на первоеУменьшение игрового элемента с течением времени. Искажения игры. (продолжение) В XX в. на первое место в Игре выдвинулся спорт. Состязания в силе, ловкости, выносливости, искусности становятся массовыми, сопровождаются театрализованными зрелищами. Но в спорт все больше проникает коммерция, он приобретает черты профессионализма, когда дух Игры исчезает. Всюду процветает стремление к рекордам. Дух состязательности охватывает экономическую жизнь, проникает в сферу искусства, научную полемику. Игровой элемент приобретает качество "пуэрилизма" – видимости, имитации свободной игры в массовой культуре. Такова потребность в банальных развлечениях, жажда грубых сенсаций, тяга к массовым зрелищам, сопровождаемым салютами, приветствиями, лозунгами, внешней символикой и маршами. Игра приобретает «сверхзадачу» , не связанную с самой игрой. От этого игра теряет свою ценность, становится неискренней, ненастоящей. Игра становится средством контролирования людей, заработка, теряя свою ценность.

Заключение Оперируя огромным фактическим материалом, прослеживая игровой момент культуры в рамках различных форм цивилизации,Заключение Оперируя огромным фактическим материалом, прослеживая игровой момент культуры в рамках различных форм цивилизации, от архаических обществ до современного заданного мира, Хейзинга не дает, однако, окончательного ответа на вопрос, явилась ли игра определяющим фактором развития культуры, или культура выступает как целое лишь во взаимодействии «игрового» и серьезного моментов, или же вся культура есть бесконечно развившийся и усложнившийся принцип игрового начала. Несмотря на то, что ценность работы несколько приглушается неопределенностью ее выводов (ученый вынужден апеллировать к неразрешимой запутанности проблемы серьезного и игры), само выдвижение игры на роль важнейшего элемента человеческой истории сыграло исключительную роль в философии культуры.


Источники информации сайты сети Интернет n n http: //intencia. ru/ http: //www. countries. ruИсточники информации сайты сети Интернет n n http: //intencia. ru/ http: //www. countries. ru (Иконникова С. Н. История культурологии: идеи и судьбы. - СПб. , 1996. ) http: //lib. ru http: //ru. wikipedia. org м дро ан екс л м А вы уко Ж 07 -1 ОП пы руп г МА УГ ом нт уде а ст в ота Раб ы н лне по
https://lutavr.ru/?page_id=6331
https://zen.yandex.ru/media/id/5b7c4a031cf8d100a8fbc357/imitaciia-burnoi-deiatelnosti-ili-razryv-socialnyh-kommunikacii-5d0096e4d9d3d300b05595d5
http://www.dslib.net/soc-filosofia/socialnaja-imitacija-kak-fenomen-sovremennoj-kultury.html

https://www.litres.ru/uriy-volkov-5991800/socialnaya-imitaciya-opyt-analiza-simvolicheskoy-socia/chitat-onlayn/



http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/118407-%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%A4%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%98/193/


https://www.qwelly.com/group/psychology/forum/topics/psiqoqirurgia






https://fem-books.livejournal.com/1248816.html

Историк Андрей Фурсов рассказывает о том, почему начиная с 1960-х годов государство США стало превращаться в кластер транснациональных корпораций. Какие изменения произошли в Америке за последние 50 лет, что стало с рабочим и средним классом. Как изменилась ценностная основа американского общества, отношение к семье и работе. Почему с 1973-го года процент бедных в США вырос в три раза. Чем новые бедные стали напоминать низшие касты Индии. Поддержать передачи А. И. Фурсова https://goo.gl/r6omnC Приобрести книги А. И. Фурсова без торговой наценки http://bit.ly/2rVS7j9 Приобрести книгу "Ноомахия. Цивилизации Нового Света. Прагматика грез и разложение горизонтов", а также другие работы А. Г. Дугина без торговой наценки http://bit.ly/2LJcv3X Приобрести книгу "Хрестоматия нового обществоведения. Шпенглер О., Бродель Ф., Вебер М., Милов Л., Чаянов А." без торговой наценки http://bit.ly/2ObxPLU

https://eto-fake.livejournal.com/1497508.html

https://one-versus-all.livejournal.com/1353212.html


https://fem-books.livejournal.com/1248816.html


http://spkurdyumov.ru/future/fursov/

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised