среда, 23 октября 2019 г.

სელფი-გამოთაყვანება. ექსგიბიციონიზმის ეპიდემია სოციალურ ქსელებში

სელფი-გამოთაყვანება. ექსგიბიციონიზმის ეპიდემია სოციალურ ქსელებში. 


მკვდარი ჩვილები, მომაკვდავი ცოლ-ქმარი, ადამიანის პლაცენტა ღუმელში და სხვ.

ყველაფერი დაიწყო პიცის ან გულიაშის თეფშების ფოტოსურათებით. თქვენ რესტორანში იმყოფებით, ხოლო მეზობელ მაგიდასთან, სანამ ჭამას დაიწყებენ, ადამიანებმა სმარტფონები მოიმარჯვეს: რამდენიმე მოძრაობა და კერძი უკვე აღმოჩნდა Facebook-ის ან Instagram-ის გვერდზე. ენაგესლიანი კომენტატორები ამბობენ: ხვალ იქნება ფოტოსურათი იმისა, თუ რა დაემართა ამ საჭმელს.
ტურისტული მოგზაურობები ფოტოსესიებად იქცა. გოგონები პლაჟზე სმარტფონებით და შტატივებით (მათ კიდევ უწოდებენ „სელფის ჯოხებს“) გადიან და იმის ნაცვლად, რომ გაირუჯონ მზეზე, დიდხანს იღებენ ფოტოსურათებს, რომლებიც შესაბამისი დამუშავების შემდეგ მალე Instagram-ში აღმოჩნდება.
აქ შესაძლებელია კურორტზე მყოფ ქალბატონთა გვარების გაგება, რომელი  ქვეყნიდან არიან ისინი, რა ადგილებში იყვნენ ადრე. შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ასეთი ფოტოსესიები მოგზაურობის მთავარი მიზანი გახდა, რომელიც დაკარგავდა აზრს, თუ შეუძლებელი იქნებოდა სურათებით ამაყობა, - წერს „Polityka“.

საუკეთესო ფონი სელფისთვის         
ყველაფერი უფრო შორს წავიდა, თითქოს სამყარო ექსგიბიციონიზმის ეპიდემიამ მოიცვა. ისინი, ვისაც ეს აღაშფოთებს და აწუხებს, აპროტესტებენ ცხოვრების ტაბლოიდიზაციას, ზოგი კი ამ მოვლენას ნორმალურად მიიჩნევს. საინტერესოა, რომ აღშფოთებულები ყოველთვის არ არიან უფროსი ასაკის ადამიანები („ციფრული ემიგრანტები“), არამედ მომხრეები - ახალგაზრდები („ქსელის აბორიგენები“).
ეჟიმ, 60+, ბლოგის „Pojednanie“ ავტორმა, თავის დღიურში დეტალურად, ფოტოსურათების გამოყენებით აღწერა, თუ როგორ ვითარდებოდა მისი მეუღლის ევას სასიკვდილო დაავადება. მისმა 30 წლის ვაჟმა ბლოგი „არამეგობრული გზით ხელში ჩაიგდო“, ჩაუტარა მას ცენზურა და წაშალა ყველაზე ინტიმური სურათები (რომლებიც ასახავდნენ ევას, ​​მაგალითად, საპირფარეშოში ან ნახევრად შიშველს).
დარჩენილ ფოტოებს ასევე შეიძლება ეწოდოს ძალიან ინტიმური. მაგალითად, ბალიშზე მელოტი თავის მსხვილი ხედი. საფეთქლის არეში გაჩნდა სიმსივნე, და ეჟიმ ეს დოკუმენტურად დააფიქსირა სამ სხვადასხვა რაკურსში. ან ევას სურათი, რომელიც მუხლებისთვის სამკურნალო ფიზკულტურას აკეთებდა: ის სკამზე იჯდა სპორტდარბაზში, აკეცილი ქვედაბოლოთი და კოჭებამდე ჩამოშვებული კოლგოტებით. 
         „როგორც შვილი, მე ინტიმური სურათების საჯაროდ გამოტანის კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, განსაკუთრებით ბლოგში. ვფიქრობ, რომ ყველამ არ უნდა წაიკითხოს ამის შესახებ. რა არის უფრო მნიშვნელოვანი: რეპორტაჟით გატაცება და ყველაფრის ზედიზედ აღწერის სურვილი, სათანადო და შეუსაბამო რაღაც, თუ, ალბათ, ახლო ნათესავების სურვილის, სხვა ადამიანის პიროვნული ღირსების, განსაკუთრებით კი საკუთარი ცოლის მიმართ პატივისცემა!“  ეჟის შვილს ვერ გაეგო, რატომ აკეთებდა ამას მამა. რატომ აკეთებს ამას ამდენი ადამიანი?

რადგან არსებობენ ტელეფონები …

        დღეს თითქმის ყველას აქვს მობილური ტელეფონი, სმარტფონი და სულ უფრო სრულყოფილი ფოტოაპარატი, რომელიც მათშია დამონტაჟებული. მასთან ერთად თითქმის ყველგან შეგიძლიათ შესვლა: თუნდაც საავადმყოფოში, თუნდაც მორგში. ფოტოგრაფიის პროცესი ბევრად უფრო უხილავი გახდა, ვიდრე იმ დროს, როდესაც ამისთვის საჭირო იყო ცალკე აპარატი.
          „შესაძლებლობა სტიმული ხდება, - ამბობს პროფესორი ტომაშ შლენდაკი, ტორუნის  ნიკოლაი კოპერნიკის სახელობის უნივერსიტეტის სოციოლოგი. - ბოლო დრომდე ფოტოგრაფირება და, მით უმეტეს, ფოტოსურათების გასაჯაროობა ყველასთვის არ ყოფილა ხელმისაწვდომი. ახლა ამის გაკეთება თითქმის ყველას შეუძლია. და აკეთებს. დაუფიქრებლად“.
         ფანატიკური, მანიაკალური ფოტოგრაფირების გააადვილების მიზნით, მათ შორის საკუთარი თავის, გამოიგონეს სპეციალური შტატივი, რომელზეც შესაძლებელია ტელეფონის დამაგრება.
       „თურაღაც ვერ გადავიღეთ და არ გავაზიარეთ, ჩვენ არ ვგრძნობთ, რომ ეს განვიცადეთ“, - ამბობს პროფესორი შლენდაკი, რომელიც ამ მოვლენას უწოდებს „გამოსახულებებში მოთავსებულ მეხსიერების ექსტერიტორიალიზაციას“.
         ამიტომ, როდესაც აზიაში აღმოვჩნდებით, იმის ნაცვლად, რომ ეგზოტიკური ყვავილის არომატით დავტკბეთ, ჩვენ მას ფოტოსურათს ვუღებთ. ტურისტების უმრავლესობა მსოფლიოს სმარტფონის ან პლანშეტის ეკრანის საშუალებით უყურებს. სელფი მოიცავს ორმაგ გზავნილს. ის აჩვენებს იმ ადგილს და მოვლენას, რომელშიც ადამიანმა მონაწილეობა მიიღო, ხოლო მისი სახე ემოციებს გამოხატავს: შემომხედე, შემომხედე, რას ვგრძნობ ამ მომენტში.
         „ბევრს ჰგონია, რომ სელფი ნარცისიზმის გამოვლინებაა, მაგრამ სინამდვილეში ეს ყურადღების მიქცევის მოწოდებაა“, - აღნიშნავს კშიშტოფ კრეიცი, ვარშავის საზოგადოებრივი ფსიქოლოგიის უმაღლესი სკოლის ინტერნეტის ფსიქოლოგიის ექსპერტი და ინფორმაციის დამუშავების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომელი.
        მაგრამ საოჯახო დღესასწაულების, ლამაზი ხედის, ისტორიული ძეგლების და მათ ფონზე საკუთარი თავის გადაღება იგივე არ არის, რაც ახლობელი ადამიანების ფოტოგრაფირება სასიკვდილო სარეცელზე.
         „ადამიანები ხშირად იღებენ ფოტოსურათებს, როდესაც გრძნობენ, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ხდება, - განმარტავს კშიშტოფ კრეიცი. - საყვარელი ადამიანის სიკვდილი და ბავშვის დაბადება ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენებია. ამავე დროს სტრესი, რომელიც გამოწვეულია დადებით და უარყოფით მოვლენებით, ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ამიტომ ადამიანს შეუძლია რეაგირება მასზე მსგავსი ფორმით, მას უჩნდება ამ მომენტების აღბეჭდვის სურვილი, რათა სხვებს გაუზიაროს“.

ადამიანები ყოველთვის ასე იქცეოდნენ
                  მშობლებს, რომლებმაც იციან, რომ მათი შვილი მკვდარი დაიბადება ან დაბადევისთანავე მოკვდება, სულ უფრო ხშირად სურთ ჰქონდეთ მისი სურათი. ამაში მათ დახმარებას უწევთ პერინატალური ჰოსპისები, ორგანიზაციები და pro-life მოძრაობის ფონდები. ისინი აწყობენ  მკვდარ ახალშობილთა პროფესიულ ფოტოსესიებს.
        ეს ყველაფერი აშშ–სა და კანადაში დაიწყო, ახლა კი ასეთი ფოტოსესიები მთელ ევროპაში გავრცელდა. ბავშვებს აცმევენ და დედის ხელებზე აწვენენ, თითქოს მას სძინავს. ხშირად ბავშვის თავს ამშვენებენ გვირგვინით, ლენტებით შავი ან თეთრი ვარდით.
           როგორც აშშ-დან რიჩარდ და ემილი სტეილის ქალიშვილის მონრო-ვერას შემთხვევაში, რომელიც გასულ წელს მკვდარი დაიბადა. ემილიმ Facebook-ზე ფოტოსურათები გამოაქვეყნა: მონროს შავ-თეთრი სურათები დედის მკერდზე და მამის ფოტოსურათი, რომელიც შვილს თავზე კოცნის, პატარა თითების და ტერფების მსხვილი პლანი. მშობლებს სურდათ, რომ მათი ქალიშვილის ფოტოსურათები არ განსხვავდებოდეს მათგან, რომლებსაც  ჩვეულებრივი მშობლები უღებენ მათ ახალშობილ შვილებს. ამიტომ, სურათებში ისინი იღიმებიან.
        ფოტოსესია ნახა პორტალის მომხმარებელთა ნახევარმა მილიონმა. ბევრმა მათგანმა „მოიწონა“ და გააზიარა ფოტოსურათები. ამავე დროს, მშობლების მიმართ აღშფოთებისა და კრიტიკის ტალღა აგორდა.
         პუბლიკის ასეთი რეაქცია თავს დაატყდა იუანა ტორესს კონექტიკუტიდან, რომელსაც ვაჟი შეეძინა ორსულობის მე-19 კვირას. ჩვილმა ორი საათი იცოცხლა, ექიმებს არც კი უცდიათ მისი გადარჩენა. იუანამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა მამის მიერ გადაღებული ბავშვის ფოტოსურათები და მოკლე ვიდეორგოლი, რომელშიც ახალშობილი, რომელიც ადამიანის ხელისგულზე ეტეოდა, დედის მკერდზე კვდებოდა. ფილმი 250 ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა.
        ბევრ ადამიანს შოკში აგდებს ასეთი მტკიცებულებები, მით უმეტეს მათი გავრცელება. მაგრამ ეს ნამდვილად არის სრულიად ახალი მოვლენა? ჩვენმა წინაპრებმა არც თუ დიდი ხნის წინ ხომ გადაიღეს თავისი ახლობლების სიკვდილისშემდგომი ფოტოსურათები, რომელსაც ოჯახის ყველა წევრი ესწრებოდა, მათ შორის ბავშვებიც. ფოტოატელიეში, რომელიც სპეციალიზებულია ასეთ თემატიკაზე, სპეციალური მოწყობილობებიც კი ჰქონდათ, რომლის დახმარებით გარდაცვლილს უღებდნენ სურათს დამდგარ ან მჯდომარე მდგომარეობაში.
        „ხალხურ კულტურაში პრაქტიკაში იყენებდნენ სიკვდილის მომადლიერების მეთოდს: ოჯახი აბანავებდა და ტანსაცმელს აცმევდა გარდაცვლილს, რომელიც  მოგვიანებით იწვა თავახდილ კუბოში, - ამბობს პროფესორი შლენდაკი. - სიკვდილი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ყველა თემისთვის. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩვენ ეს ყველაფერი ჩვენი ცხოვრებიდან საავადმყოფოებსა და ჰოსპისებში გადავიტანეთ. კუბოს დახურვა 90-იან წლებში დაიწყეს. მაგრამ, ალბათ, სიკვდილისგან გაქცევის ეპიზოდი ჩვენ წარსულში დავტოვეთ“.
        ალბათ ეს ტექნოლოგიის, ინტერნეტის და სოციალური ქსელების წყალობითაა, თუმცა საზღვარი, რომლის მიღმაც ემოციური ექსპოზიციონალიზმი იწყება, აქ ძალიან ფაქიზია.

ადამიანი ეძებს მხარდაჭერას
   
       პატარა მონროს მშობლებმა თავისი ტკივილი მსოფლიოს გაუზიარეს. ამის საპასუხოდ, მათ მიიღეს ათასობით უცნობის მხარდაჭერა. ისინი ამბობენ, რომ მათ სურდათ ნუგეშის პოვნა, და ამავე დროს შეენარჩუნებინათ ხსოვნა თავისი ქალიშვილის შესახებ. ფოტოსურათები გამომშვიდობების რიტუალის ელემენტი იყო.
        „დანაკლისთან შეგუების ერთ-ერთი გზაა ამის შესახებ ლაპარაკი, ტკივილის გაზიარება, - ამბობს კშიშტოფ კრეიცი. - სწორედ ასე იქცევიან ასეთი მშობლები“.
         ალბათ, იგივე გააკეთა თავის ბლოგში ეჟიმ. ის უვლიდა თავის ავადმყოფ მეუღლეს, ყოველდღიურად უყურებდა იმ ზიანს, რომელსაც აყენებდა საყვარელი ადამიანის სხეულს ავადმყოფობა. მას მხოლოდ ამის გაზიარება სჭირდებოდა. ახლა კი ამის გაკეთება შესაძლებელი გახდა ინტერნეტის საშუალებით.
        „ქსელის საშუალებით ურთიერთობა პირისპირ საუბრის ტოლფასია,  - განმარტავს კრეიცი. - ვინაიდან ინტერნეტი ქმნის გარემოს, რომელიც მუშაობს როგორც მხარდამჭერი ჯგუფი“.
       ასე გამოიყურება, მაგალითად, თემატური ფორუმები, რომლებიც ეძღვნება ინტერნეტ მომხმარებელთა კონკრეტულ ჯგუფს. ყველაზე მეტად აქ ახალგაზრდა დედები არიან. ყოველდღე ისინი განათავსებენ თავისი ჩვილების რამდენიმე ახალ ფოტოსურათს (საწოლში, აბაზანაში, ეტლში) და დეტალურად აღწერენ ბავშვის ახალ კბილს ან ახალ შესაძლებლობებს.
      ინტერნეტში ასეთ ქცევას „პამპერსულ ტვინის ანთებას“ უწოდებენ, ხოლო Facebook-ში გაჩნდა საზოგადოება სახელწოდებით „ფორუმის დედების დაცინვა“. როგორ არ უნდა გაიცინო, როდესაც ერთი ქალი თავის გვერდზე ორსულობის მდიდრულად ილუსტრირებულ დღიურს წერს, დებს სამ თვეში გადაღებულ შვიდი ულტრაბგერითი გამოსხივების  სურათს  და შეტყობინებას: „გულისრევამ გამიარა, ახლა ქარგვას დავიწყებ“.
       კიდევ ერთმა ქალმა განათავსა პამპერსზე მწოლიარე თავისი ვაჟიშვილის სურათი. ბავშვი, თავის მამაკაცურ ღირსებასთან ერთად, თანაბრად დასვრილია ამ პამპერსის შიგთავსით. სწორედ ამ შიგთავსმა, მისმა ფერმა და კონსისტენციამ გამოიწვია ახალგაზრდა დედის შეშფოთება. მას დიდხანს არ უფიქრია, ფოტოსურათი გადაიღო და ფორუმზე გამოაქვეყნა კითხვით, რა უნდა გაეკეთებინა და თუ არსებობს აღელვების მიზეზი.
      ფორუმის სხვა მომხმარებლებმა სასწრაფოდ მისცეს რჩევა, და მხოლოდ რამდენიმე ათეული კომენტარის შემდეგ, ერთ-ერთმა შენიშნა, რომ წლების შემდეგ ასეთი სურათი ბავშვისთვის შეიძლება კომპრომატული აღმოჩნდეს, მით უმეტეს, რომ მისი დედა ფორუმზე საკუთარი სახელით და გვარით წერდა.
        „ამ ქალმა უბრალოდ კოლექტიურ გონებას მიმართა, - აღნიშნავს პროფესორი შლენდაკი. - ადრე ის მეგობრებს დაურეკავდა და რჩევას კითხავდა“. ახლა მისთვის უფრო სწრაფი, იაფი და ადვილია ფოტოს განთავსება ფორუმზე, მით უმეტეს, რომ ის იცნობდა აქტიურ მონაწილეთა უმრავლესობას. და მას, ალბათ, ისეთი შთაბეჭდილება ჰქონდა, რომ მხოლოდ მათ წერდა.

ქსელი ატყუებს

        ქსელი ქმნის ილუზიას, რომ ჩვენი პუბლიკაციები მხოლოდ ჩვენი მეგობრებისთვისაა ხილული. ეს გრძნობა განსაკუთრებით სადისკუსიო  ჯგუფებში ჩნდება, რომელთა მონაწილეებს კარგად ვიცნობთ (თუმცა ყველაზე ხშირად - მხოლოდ ინტერნეტში). ანალოგიურად, სოციალურ ქსელებში ჩვენთვის ვიქმნით მოჩვენებით დაცვას, სადაც მივუთითებთ, რომ გვერდის შინაარსი მხოლოდ ჩვენი მეგობრებისთვის არის ხელმისაწვდომი.
         ძაღლების მოყვარულთა ფორუმის (რომელიც ყველას შეუძლია წაიკითხოს) ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ესაუბრებოდა რამდენიმე ათეულობით სხვა აქტიურ მომხმარებელს, გააზიარა ახალი ამბავი მისი ქმრის გარდაცვალების შესახებ, და ამის ილუსტრირება მოახდინა მისი გარდაცვალების დღეს გადაღებული ფოტოსურათით.
        საწოლში მყოფი აბურძგნული, ხანგრძლივი ავადმყოფობით დაუძლურებული მამაკაცისთვის ფოტოსურათის გადაღების მიზეზი, რომელსაც საბნიდან გამხდარი ფეხი მოუჩანდა, ძაღლის ქცევა აღმოჩნდა, რომელიც თავის მომაკვდავ პატრონს დაუწვა გვერდით.
        „გასაგები იყო, რომ იგი თავის მოგონებებს უზიარებდა იმ ადამიანებს, რომლებსაც თავის ინტერნეტ-მეგობრებად თვლიდა. ზოგიერთ მათგანს იგი ძაღლთან რეალური გასეირნების დროს ხვდებოდა, - წერს ფორმუმის ერთ-ერთი მომხმარებელი. - მაგრამ ის არ დაფიქრებულა იმაზე, რომ ფოტოსურათს სრულიად უცხო ადამიანები ნახავდნენ, და მათი რეაქცია და კომენტარები არ იქნება კეთილგანწყობილი“. "
  მართალია, ფორუმებისა და პორტალების უმეტესობის ადმინისტრატორები ცენზურას უკეთებენ მათ შინაარსს, მაგრამ ძირითადად ყურადღებას არანორმატიულ ლექსიკას და შიშველ სხეულებს აქცევენ. თავის დროზე Facebook-ში გაჩნდა გვერდი „ყველაზე სექსუალური 10-, 11- და 12 წლის ბავშვები“, შემდეგ კი კიდევ ერთი - „სექსუალური“ 4-, 5- და 6 წლის ბავშვების ფოტოები.
     გოგონების სურათებს, რომლებსაც ზრდასრული ქლების ტანსაცმელში არიან გამოწყობილი და მაკიაჟი აქვთ გაკეთებული, განსაკუთრებით ხშირად ინტერნეტში მათი დედები ათავსებდნენ. გამოდის, რომ „პამპერსული ტვინის ანთება“ ყოველთვის არ განიკურნება პამპერსებზე უარის თქმასთან ერთად.
       თავდაპირველად, Facebook არ რეაგირებდა აღშფოთებულ მომხმარებელთა საჩივრებზე. ყველა, ვინც აცხადებდა, რომ ამ გვერდის წაშლაა საჭირო, შემდეგი სახის შეტყობინებას იღებდა: „ჩვენ გავეცანით გვერდს, რომელიც თქვენ მიუთითეთ შიშველი სხეულის სურათებთან დაკავშირებით, მაგრამ დავადგინეთ, რომ ის არ არღვევს ჩვენს საზოგადოების ნორმებს“.
      სოციალური ქსელები საგულდაგულოდ არ ამოწმებენ ასეთ განაცხადებს, ამ მიზნისთვის შეიქმნა სპეციალური სკრიპტი, რომელიც რეაგირებს ფოტოსურათებზე შიშველი სხეულით. უფრო მეტიც, მას არ შეუძლია კონტექსტის ამოკითხვა: გოგონები ხომ ჩაცმული არიან. როდესაც პროტესტს შეუერთდნენ არაკომერციული ორგანიზაციები, გვერდი ბოლოს და ბოლოს დახურეს.
        მრავალი წლის განმავლობაში, Facebook მიმდინარეობდა ომი მეძუძური დედების ფოტოების გამო. ემა კვასნიცამ კანადიდან, რომელიც პროპაგანდას უწევდა ბუნებრივ მშობიარობას და ძუძუთ კვებას, მიიღო მრავალი „ბანი“ ამ ტიპის და თავისი მეოთხე მშობიარობის ფოტოსურათების გამო, რომელიც მან დახურულ ჯგუფში განათავსა (თუმცა მათ აშკარად საგანმანათლებლო, და არა პორნოგრაფიული ხასიათი ჰქონდათ).
        ამასთან, არავის ჩაუტარების ცენზურა პლაცენტის ფოტოსურათზე, რომელიც ემას გვერდზეა განთავსებული რჩევების ნაწილში, თუ როგორ უნდა მოამზადონ მისგან „აბები“ მშობიარობის შემდეგ. მელოგინემ შეჭამა ის (როგორც ამას ხშირად ცხოველები აკეთებენ), რამაც, სავარაუდოდ, უნდა თავიდან აარიდოს ანემია და მშობიარობის შემდგომი დეპრესია.
        სურათებზე ჯერ წარმოდგენილია პლაცენტა მისი გამოსვლის შემდეგ (რომელიც ჭიპლარით ჯერ კიდევ ახალშობილთან არის დაკავშირებული), შემდეგ ქვაბში (ჩილის წიწაკით, ჯანჯაფილით და ლიმონით - მომზადებამდე და მის შემდეგ), და ბოლოს, ღუმელში გამომშრალი, სანაყში დაქუცმაცებული და კაფსულებში მოთავსებული. მრავალი მომხმარებლისთვის ამგვარი რამის მიღება უფრო რთულია, ვიდრე დედის სურათისა, რომელიც ბავშვს ძუძუს აჭმევს.

არავინ არ ადგენს საზღვრებს

       ადამიანი ხშირად ვერ ხვდება, სინამდვილეში რას აკეთებს ქსელში. ციფრულ ქსელში იგი ანონიმურია (ყოველ შემთხვევაში, მას ასე ჰგონია). საზოგადოებრივი მეცნიერებები ამ მოვლენას დეინდივიდუალიზაციას უწოდებს. ის იწვევს შინაგანი კონტროლის მექანიზმების შესუსტებას, გვაიძულებს გავაკეთოთ ის, რასაც  ჩვეულებრივ ცხოვრებაში არ გავაკეთებდით სირცხვილის გამო. ქსელში ზოგჯერ ადამიანს ჰგონია, რომ სირცხვილი არ არსებობს. ქალი, რომელიც სირცხვილის გარეშე თავის გვერდზე წერს: „მე მალე დავბრუნდები, ქმართან ერთად ვაპირებ ბავშვის ჩასახვას“, ასეთ ფრაზას არ ეტყოდა არც ნათესავებზე, არც ნაცნობებს.
      ინტერნეტით წაშალა საზღვარი კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებას შორის. სოფლიდან ქალაქში გადასვლის შემდეგ, ადამიანმა მოიპოვა თავისი პირადი სივრცე: თავისი ბინის ოთხ კედელში მან მოახერხა მეზობლის თვალთვალისგან დამალვა. ახლა კი, ინტერნეტის გამო, მისი ცხოვრება ისევ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.
       „ჩვენ Facebok-ში გამოვიტანეთ ჩვენი ემოციები, თავშეუკავებლად გამოვხატავდით ჩვენს კერძო სფეროში“, - აღნიშნავს პროფესორი შლენდაკი.
        ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ სრულიად უძლური ვართ ქსელის და ახალი ტექნოლოგიების წინაშე. ჯერ ხომ კიდევ აგრძელებენ არსებობას თაობათა მიერ შემუშავებული ნორმები და კულტურული კოდები. ჩვენი წინაპრები, მართლაც, იღებდნენ თავისი ახლობლების სიკვდილშემდგომ ფოტოსურათებს, მაგრამ ისინი მათ გაზეთებში არ აქვეყნებდნენ.
        რა თქმა უნდა, ნორმები იცვლება, მაგრამ ჩვენ თვითონ ვიძლევით მათ: იმით, რასაც ვაკეთებთ, რაც დასაშვებად მიგვაჩნია. ასე რომ, საზღვრები ჩვენ თვითონ უნდა დავადგინოთ, ქსელი ამას არ გააკეთებს ჩვენს მაგივრად. სამყაროში, რომელშინ დომინირებენ ტექნოლოგიები და კომუნიკაციის ახალი საშუალებები, გადაწყვეტილების მიღება იმის შესახებ, თუ რა მიიჩნევა მისაღებად და რა არა, ადამიანს  რჩება. ხშირად ეს სულაც არ არის მორალის საკითხი, არამედ გემოვნების და ტაქტის.


http://eroskosmos.org/thinking-that-we-live/?fbclid=IwAR3dyshCQHhDsaztVnQOzG3HjmcszCL39sNnXcdElRV9vYzKqCS5P-cQEjU


https://avernus.ru/destruktivnoe-vozdeystvie/technologiya-zombirovaniya-lichnosti-primer-metodiki-psichologicheskogo-vozdeystviya-destruktivnich-sekt#ixzz61nfT6oMX

Виктор Ширяев: «Мы думаем, что чувствуем»

Виктор Ширяев: «Мы думаем, что чувствуем» — Журнал «Эрос и Космос»http://eroskosmos.org/thinking-that-we-live/?fbclid=IwAR3dyshCQHhDsaztVnQOzG3HjmcszCL39sNnXcdElRV9vYzKqCS5P-cQEjU




https://www.mariana-coach.com


Что такое личностные границы? Это то, насколько близко мы подпускаем других людей при общении и взаимодействии. Кому-то мы позволяем достаточно близко общаться с нами, а кому-то нет. С кем-то мы общаемся на ты, а с кем-то только на вы. Кому-то мы позволяем дотрагиваться до себя, а кому-то не позволяем. Кому-то мы позволяем обнимать себя, а кому-то нет. Когда человек делает что-то что с его стороны непозволительно, он нарушает наши личные границы, или личностные границы.
Почему это явление настолько распространено именно в нашей стране и именно на территории всего постсоветского пространства? Потому что в СССР понятие личных границ не существовало, вернее понимание того, что позволительно, а что нет, было совершенно другим. Люди жили большой коммуной, все было общим, людям было не до сентиментов. Личные границы человека мог нарушать кто угодно, и это считалось совершенно нормальным. Вообще понятие личных границ, или личностных границ, было совершенно ненужным.
Типичные случаи нарушения личностных границ - это долгие разговоры и теми, с кем вам интересно разговаривать. Когда вы делаете то, что вам не хочется, но это нужно вашим друзьям или родственникам, - это тоже нарушение ваших личностных границ.
Когда вы выслушиваете долгие рассказы о товаре от тех, кто пытается вам что-то продать - это тоже нарушение ваших личных границ.
Вам обязательно нужно отстаивать ваши личные границы, если вы собираетесь преуспеть в жизни, хотя порой это сделать бывает не так уж просто. Существу/т определенные схему, с помощью которых вы сможете восстановить ваши личностные границы.






Look at the preview for the movie "Her. " They are trying to destroy human interactions.         






women who are pirates in a phallocratic society are involved in a complex operation, First it is necessary to plunder that is, righteously rip off gems of knowledge that the patriarchs have stolen from us. Second we must smuggle back to other women our plundered treasures." Mary Daly

Женщины, которые являются пиратами в фаллократическом обществе, вовлечены в сложную операцию. Во-первых, необходимо грабить, то есть праведно срывать драгоценные камни знаний, которые патриархи украли у нас. Во-вторых, мы должны переправить другим женщинам наши разграбленные сокровища
--

One more proof that men dont know women (=Nature) hate and fear them, and love only destructive power .

All the knowledge men obtained is from women =nature=matter ,
Men are takers .they destruct object to gain power,

If women began to observe and study matter, each other as subject to object, and subject to subject . they would become real risen individuals without degradation and objectification.
The grounding force they seek in men is in themselves,
men need more grounding through women to rise

Women who are Pirates in a phallocentric society are involved in a complex operation. First, it is necessary to Plunder -- that is, righteously rip off -- gems of knowledge that the patriarchs have stolen from us. Second, we must Smuggle back to other women our Plundered treasures. In order to invert strategies that will be big and bold enough for the next millennium, it is crucial that women share our experiences: the chances we have taken and the choices that have kept us alive. They are my Pirate's battle cry and wake-up call for women who I want to hear."

~Mary Daly




 http://message.ge/2019/02/28/%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0-%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%97-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A0/






















https://www.ranker.com/list/the-maniacs-behind-the-worst-genocides-in-history/barbara-gaston

https://www.smithsonianmag.com/science-nature/after-menopause-killer-whale-moms-become-pod-leaders-180954480/?fbclid=IwAR3vzBxStadLtt4cjOCsbUw571XIiwDCAqq_qPJJNqt4MZw1hqwsUqGzP1M


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised