среда, 23 октября 2019 г.

როგორ გვესმის ისტორია ?

როგორ გვესმის ისტორია ?
თანამედროვე ისტორიული მეცნიერების პრობლემების, წარსულზე შეხედულებების შესახებ ახალ მედიასა და ისტორიაში, როგორც რესურსში

დღეს ისტორიულ და პოლიტიკურ მეცნიერებებში მკვლევარები განიხილავენ ისტორიისა და მეხსიერების თანაფარდობის საკითხს. რა არის ცნობილი ჩვენი წარსულის შესახებ და როგორ ინტერპრეტაციას ვაძლევთ ისტორიულ მოვლენებს? ჩვენს მიერ ფაქტების აღქმაზე, რომლებთანაც ისტორიკოსები მუშაობენ, გავლენას ახდენს ახალი მედია, მეხსიერების პოლიტიკა და აქტუალური საზოგადოებრივი დღის წესრიგი. ჩვენ ვთხოვეთ ექსპერტებს ესაუბრათ ისტორიული მეცნიერების ახალ პრობლემებზე და იმ ადგილზე, რომელსაც ისტორია იკავებს თანამედროვე მსოფლიოში.

ვასილი ჟარკოვი
ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი, მოსკოვის სოციალურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა უმაღლესი სკოლის პოლიტოლოგიის კათედრის გამგე

რა როლს ასრულებს ისტორია რუსეთის საზოგადოებაში?

მე შევეცდები შევხედო თანამედროვე ისტორიული მეცნიერების პრობლემებს და როგორ გამოიყენება დღეს ისტორიული ცოდნა რუსეთის სოციალურ მეცნიერებებში. ჩემი აზრით, ახდა მათი ოცნება, ვინც 1990-იანი წლების დასაწყისში უჩიოდა ისტორიის დავიწყებას. დღეს, რუსეთი სრულიად ისტორიულ-ცენტრისტული ქვეყანა გახდა. ნებისმიერი სოციალური ფაქტი, ნებისმიერი პოლიტიკური დასკვნა, ნებისმიერი მსჯელობა რუსეთის დღევანდელობის და მომავლის შესახებ, დღეს განიხილება ისტორიის შესახებ ცოდნისა და განსჯის პრიზმაში.
ამის მიუხედავად, ჩვენ ვერ ვამჩნევთ სრულიად აშკარა ისტორიულ ფაქტებს, რომელიც ეხება იმ კოლოსალურ ცვლილებებს, რომლებიც მოხდა მსოფლიოში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ჩვენ ვეჭიდებით მეორე მსოფლიო ომის შესახებ ხსოვნას და ვერ ვამჩნევთ, რომ მისი დასრულებიდან 70 წელი გავიდა.
ჩვენ აბსოლუტურად არ გვინდა იმ კეისების დანახვა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მყოფმა ქვეყნებმა მოახერხეს ისტორიული წარსულის გადალახვა და განვითარების ახალ დონეზე გასვლა. ეს შეიძლება იყოს ინდონეზია, რომელმაც აირჩია პრეზიდენტი-მეტალისტი, და ესპანეთი, რომელიც ფრანკისტული დიქტატურის მრავალწლიანი ინკვიზიციის შემდეგ რამდენიმე ათწლეულში დემოკრატიულ განვითარებულ ქვეყანად იქცა. ეს არის გერმანია, რომელმაც ნაციზმი გადალახა.
ამ კუთხით მეჩვენება, რომ დღეს მეცნიერების ამოცანაა განთავისუფლდეს ისტორიის ამ ტვირთისგან, დაუტოვოს ის ისტორიკოსებს, როგორც რაღაც, რომლის შესწავლა და რომლის შესახებ საუბარი საინტერესოა, მაგრამ რაც არავითარ შემთხვევაში არ განსაზღვრავს 100%-ით ჩვენს დღევანდელობას და მით უმეტეს, ჩვენს მომავალს.

ეკატერინა ლაპინა-კრატასიუკი
კულტუროლოგიის კანდიდატი, ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტის „უმაღლესი სკოლის“ კომუნიკაციების, მედიისა და დიზაინის ფაკულტეტის დოცენტი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული სახალხო მეორნეობისა და სახელმწიფო სამსახურის რუსეთის აკადემიის აქტუალური ჰუმანიტარული კვლევების სკოლის  ისტორიულ-კულტურული კვლევების ლაბორატორიის გამგის მოადგილე, მოსკოვის სოციალურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა უმაღლესი სკოლის დოცენტი

                           რას შეისწავლის Public History?
როდესაც საქმე ეხება ტელევიზიასა და ფილმებში ისტორიისა და ისტორიული ცოდნის წარდგენას, ასეთი სახის რეპრეზენტაციას კლასიკური ისტორიკოსები საშინელი კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ. ისინი საუბრობენ ისტორიული ცოდნის თანამედროვე დონესთან არასარწმუნოების, შეუსაბამობის შესახებ. კოსტუმები ერთი ეპოქიდან მეორეში გადადის. გმირები, რომლებიც ისტორიულ რეალობაში ვერასდროს შეხვდებოდნენ ერთმანეთს, ეკრანზე ხვდებიან.
საუბარი არ ეხება იმას, კარგია თუ არა, რომ ისტორია ტელევიზიაშია წარმოდგენილი, რადგან ეს აბსოლუტურად გარდაუვალი პროცესია. საზოგადოების დიდ ნაწილს ესმის, იცის ისტორია და ინახავს ისტორიული წარსულის სურათებს, რომლებსაც სწორედ სატელევიზიო გადაცემებიდან და მხატვრული ფილმებიდან იღებს. საუბარია იმაზე, შესაძლებელია თუ არა ამ პროცესის მართვა. ვინაიდან, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ისტორიული წარსულის შესახებ შეხედულებების კონსტრუირების ძალიან მნიშვნელოვანი გზაა.
ამ პროცესების მართვით დაკავებულია Public History, რაც რუსულ ენაზე „საჯარო ისტორიას“ ნიშნავს. ეს არის კვლევის მიმართულება, რომლის ფარგლებშიც შეისწავლება კომპრომისის შესაძლებლობები მედიაფორმატს, საჯარო გამოხატვის ფორმატს, გასართობი ჟანრების ფორმატს შორის და ისტორიული ცოდნის რეპრეზენტაციის შესაძლებლობები (მათ შორის საგანმანათლებლო მიზნებისათვის).
საჯარო ისტორიის ერთ–ერთი მთავარი მიზანია იმის გაგება, თუ როგორ შეიძლება ისტორიამ იმუშაოს თანამედროვე მსოფლიოში, როგორც პოლიტიკურ, ასევე საგანმანათლებლო დონეზე. რა თქმა უნდა, ამ ტიპის ისტორიული ცოდნის გავრცელების მთავარი ფორმაა მედია.
კლასიკური ისტორიკოსები რომ დისტანცირებულები არიან საჯარო რეპრეზენტაციებისგან და ზიზღით უყურებენ მას, ალბათ, უფრო საზიანოა იმ ისტორიული რეალობის გაგების დონისათვის, რომელიც არსებობს საზოგადოებაში. ვინაიდან ამ გზით ისტორიის წარმოდგენა არაპროფესიონალების ხელში აღმოჩნდება და ასეთი ისტორიული რეპრეზენტაციები დამახინჯებული სახით არის წარმოდგენილი.
საჯარო ისტორიის ფარგლებში პროფესიონალი ისტორიკოსები ცდილობენ გააცნობიერონ, თუ როგორ წარმოიქმნება საჯარო, მასობრივი ცოდნა, რათა მოახდინონ წარსულის შესახებ მეცნიერული კონცეფციის კონვერტირება იმ ფორმით, რომელიც შეიძლება გამყარდეს საზოგადოებრივ ცნობიერებაში.

ვლადიმირ დუკელსკი
ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი, მოსკოვის სოციალურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა უმაღლესი სკოლის პროექტების მართვის კათედრის გამგე, რუსეთის კულტუროლოგიის ინსტიტუტის სამუზეუმო პროექტირების ლაბორატორიის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი

როგორ გახდა ისტორია ვაჭრობის საგანი ?
ისტორია თანამედროვე მსოფლიოში ყველასათვის  უჩვეულოდ აქტუალური და მოთხოვნადი გახდა. ამავე დროს რეალურად არავის არ ჰქონდა წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ იქმნება ის. იმის გაგება, თუ როგორ იქმნება ისტორია, როგორ იწერება იგი, როგორ ხდება მისი კომპონირება მრავალი ფაქტიდან და რამდენადაა პროექტული  მისი ძირითადი ნაწილი, დღეს ბევრისთვის საიდუმლოდ რჩება.
არამარტო ბუნება, არამედ ისტორიული ცოდნის წარმოშობაც არ არის ნათელი. ამასთან ისტორიის მოთხოვნადობა უჩვეულოდ გაიზარდა. მან დაიწყო არსებობა მისთვის ახალ - საბაზრო გარემოში. ისტორია ბაზარზე ვაჭრობის საგანი და ძალიან მოთხოვნადი გახდა სხვადასხვა სფეროში.
რუსეთში ყოველთვის იყო თავისებური დამოკიდებულება ისტორიისადმი. ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში, როდესაც ჩვენი ბოიარები პოლონელებთან მოლაპარაკებებზე მიდიოდნენ, პოლონელებს თან იურიდიული დოკუმენტები მიჰქონდათ, ბოიარებს კი მატიანე. ასე გახდა ისტორია ინსტრუმენტი.
დიდწილად, თავად ისტორიული საზოგადოება არ იყო მზად ამისათვის. ლაკუნაში, რომელიც მასობრივ ისტორიულ ცოდნაში და მასობრივ ისტორიულ ცნობიერებაში წარმოიქმნა, უამრავი მესამე ხარისხის, უბრალოდ ფანტაზიით წარმოქმნილი ლიტერატურა ჩაედინა. ბევრი ისტორიკოსი ცდილობდა ამის თავიდან აცილებას, თავისი სპეციალიზაციის ფარგლებში დარჩენას. ვიწრო ისტორიული სპეციალიზაციის ფარგლებს გარეთ გასვლაც კი ბევრს პროფესიული ეთიკის დარღვევად მიაჩნდა.
ამით დაუყოვნებლივ ისარგებლეს. შედეგად დღეს მასობრივ ისტორიულ ცნობიერებაში დომინირებენ მითები და სპეკულაციები. ამიტომ, ჩემი აზრით, დღეს ისტორიისათვის გადაუწყვეტელი საკითხია, თუ როგორ უნდა იარსებოს მან თანამედროვე სამყაროში და გარდაიქმნას ჰუმანიტარულ სფეროებში კულტურის, არქიტექტურის, მხატვრული და სხვა პრაქტიკის განვითარების რესურსად. სწორედ ისტორიის ამ ასპექტში, რომელსაც იყენებენ როგორც რესურსს, იარსებებს სპეკულაციისგან დაცვის გარანტია  და მნიშნელოვნად გაუკვალავს მას განვითარების გზას. არსებობს ისტორია ბავშვებისთვის, რომელსაც ასწავლიან სკოლაში და ასწავლიან უნივერსიტეტებში, ხოლო ზრდასრულთა ისტორია და ისტორია, რომელიც მუშაობს თანამედროვე საზოგადოებაზე, მის პროგრესსა  და კულტურულ  განვითარებაზე, ჯერ არ არსებობს.

სერგეი ზუევი
ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი, მოსკოვის სოციალურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა უმაღლესი სკოლის რექტორი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული სახალხო მეორნეობისა და სახელმწიფო სამსახურის რუსეთის აკადემიის აქტუალური ჰუმანიტარული კვლევების სკოლის  სახელმწიფო მმართველობის ფაკულტეტის დეკანი, ევროსაბჭოს ექსპერტი.

რატომ არის მნიშვნელოვანი აზროვნების ისტორიული ტიპი?
ისტორია მეცნიერებათა დედოფალია. განსაკუთრებით ახლა, იმ დროს, რომელსაც ჰერმან ჰესემ ფელეტონის ეპოქა უწოდა, როდესაც ჩვენ ერთსა და იმავე სიბრტყეზე სრულიად განსხვავებული ისტორიული დრო გვაქვს. ისტორია ქმნის ქრონოლოგიას და, რაც მთავარია, ის ქმნის მიზეზ-შედეგობრივ ურთიერთობებს,  აძლევს ადამიანს იმის გაგების საშუალებას, თუ რატომ ვართ ჩვენ აქ, ad hoc, ვცხოვრობთ გარკვეული წესით.
მიზეზი იმ გადაწყვეტილებებშია, რომელიც ადრე არის მიღებული. დროთა კავშირს, რომელთა დარღვევა არ შეიძლება, ისტორია აღადგენს. ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სპეციალისტთა შორის, არამედ საზოგადოებრივ გარემოში აზროვნების ისტორიული ტიპის აღდგენა, როდესაც ადამიანს ესმის, რომ ბევრი რამ, რაც მის ცხოვრებაში ხდება, არ არის შემთხვევითი ფაქტების ან ვინმეს ბოროტი ნების (თუმცა ხშირად ეს ასეა) დამთხვევა, მაგრამ ამ ბოროტ ნებას თავისი ისტორიული მიზეზები აქვს.
თუ ადამიანს შეუძლია ქრონოლოგიის აღდგენა, მაშინ ის არ არის „ისტორიის ნაგავი“, როგორც ჰეგელმა თქვა. აუცილებელია ისტორიის გაგების, ისტორიაში ცხოვრების სწავლა. რა განასხვავებს ადამიანს წუთიერი ცხოველისგან? დამახსოვრების ან კონსტრუირების უნარი, კავშირის აღდგენა მათ შორის, რაც არის ახლა და რაც იყო. და ამ გაგებით, გარკვეულწილად სცენურ მომავალზე გასვლა, რაც ყოველთვის გაურკვეველია.
მსურს, რომ ჩვენ აღარ გვიწოდონ არაპროგნოზირებადი წარსულის მქონე ქვეყანა. გაცილებით უფრო მომგებიანია არაპროგნოზირებადი მომავლის მქონე ქვეყნად ყოფნა.







https://ridero.ru/books/my_v_begstve_ot_samikh_sebya/


https://www.mindunveiled.com/

https://www.youtube.com/watch?v=BTLWGIqvgwo





THE ESSENTIAL PERSPECTIVE OF THE TEMPLATE MODEL is the recognition that we are engaged in a mutant entropic paradigm generated by the brainwave frequency feedback of a genetically altered race. Rather than concocting mental disciplines, emotional processes and religious belief systems that allow us to ‘manage’ the pain and suffering of existence in a dualistic fear-based reality, the operative function of the Template model is in resonance with the understanding that the solution is never found at the level of the problem. Identifying a solution that exists beyond the level at which the entropy of this paradigm is being generated, the Template model bridges the geometric signal of light, the circuitry that delivers energetic information into the electromagnetic field,the rejuvenation of the endocrine system and DNA restoration to the transcendence of fear-based reality and the realisation of a new model of existence.

The corruption is in the matrix.
Popular projections of what a transformation in consciousness is going to look like are in most cases a revamp of the ‘box’ - a bigger, better box in which upgrading the paradigm means improving the conditions in which we can indulge our addictions in a ‘green’ way.
As essential as ecological awareness is, it is not enough. The new paradigm cannot be actualized from the intellectual abstraction of a dualistic interpretation of a better world, built on the infrastructure of the existing mutant matrix, for the corruption is in the matrix that generates the paradigm.

The need for a new paradigm is not fully recognized and accepted until the corruption of all aspects of the existing model are perceived, and the true nature, extent and consequences of the crisis is understood.
Picture a man walking down the street of any town or city. In his hand is a plastic Coca-Cola bottle. He drains it and tosses it aside. What in this picture are the issues that should concern us? The fact that he has added to the defilement of his environment, that he has contaminated his body with a number of harmful chemicals, that he has contributed to the ecocide the cola company is causing in various third-world countries, that he has purchased his cola with money made from drug sales and prostitution, that he is going home to beat his wife and abuse his children, to watch child pornography on his computer? Is his emotional damage due to the brutality of his own childhood? What of the childhood of his parents, and their parents and theirs? Where did the cycle begin?

The roots of our deviation from the all encompassing nurture of the Divine Benevolence, which places love and compassion as the cohesive force which inspires true evolution, is to be found in the modification of our DNA, the disturbance of our symbiotic relationship with light and the de-orchestration of the complex oscillating fields of Earth’s bio-systems.

Juliet J C.















https://www.b17.ru/blog/religioznaja_psychopatologia/

https://cyberleninka.ru/article/v/religioznost-i-psihopatologiya-aspekty-vzaimovliyaniya

https://systemity.livejournal.com/5032820.html

https://vk.com/@-97220602-vzglyad-psihiatrii-na-religiu-religiiznaya-psihopatologiya-r

https://www.livelib.ru/book/1002744728-religioznaya-psihopatologiya-aryaev-ln

https://kstati.net/psihopatologiya-amerikanskih-neokonservatorov/







































 https://o-aronius.livejournal.com/322811.html

https://zen.yandex.ru/media/elenaolena/energeticheskii-udar-po-samomu-sebe-5da807f05ba2b500aef5afd0

https://zen.yandex.ru/media/bogoslov_put_k_bogu/porchenye-liudi-zarazny-i-pritiagivaiut-nizkie-energopolia-5dc2d6c374f1bc00b25a9956

https://zen.yandex.ru/media/haknem/chem-realnost-iavliaetsia-na-samom-dele-5d8dfda48d5b5f00b24d2b87

https://zen.yandex.ru/media/elenaolena/nastupila-epoha-liubvi-i-sveta-i-eto-ne-era-vseprosceniia-eto-moscnaia-transformaciia-5dc5081dc49f2900b0484a9d?fbclid=IwAR0w9y7EP9_jvu6wDF-l8TyoFV5A5nTv3Lz-2TCWeayvripOAkuCYH9yJys

https://zen.yandex.ru/media/fruitarian/kak-povysit-svoi-vibracii-5da83c30aad43600b1f1fb51


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised