вторник, 17 января 2023 г.

შეუერთდით ნეიროფსიქოანალიზის საერთაშორისო ასოციაციას


შეუერთდით ნეიროფსიქოანალიზის საერთაშორისო ასოციაციას

 https://npsa-association.org/wp-content/uploads/2017/03/Join-the-Society-Flyer_Russian.pdf


ნეიროფსიქოანალიზის საერთაშორისო ასოციაცია დაარსდა ლონდონში 2000 წლის ივლისში, რათა ხელი შეუწყოს დისციპლინათშორის მუშაობას ფსიქოანალიზისა და ნეირომეცნიერების სფეროში. ასოციაცია უზრუნველყოფს პლატფორმას ექიმებისა და მეცნიერებისთვის, რომლებიც თვლიან ფსიქოანალიტიკოსებსა და ნეირობიოლოგებს შორის დიალოგს ძალიან მნიშვნელოვნად, რომ ისწავლონ ერთმანეთისგან და ერთად იმუშაონ, რადგან ჩვენ ვსწავლობთ ერთსა და იმავე საკითხებს. ასოციაციის საქმიანობა მუდმივად ფართოვდება, მან გადალახა ნეირობიოლოგიასა და ფსიქოანალიზს შორის ურთიერთდიალოგის „ტაბუ“. ჩვენი კონგრესები და პუბლიკაციები სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს, ხოლო  ახალგაზრდა მეცნიერებმა და კლინიცისტებმა თავიანთი კარიერის დასაწყისშივე შეძლეს თავის ტვინისა და ფსიქიკის შესახებ მოსაზრებების ინტეგრირება. ამან განაპირობა წვლილის გამდიდრება კლინიკურ და ექსპერიმენტულ ლიტერატურაში. 

წევრობის უპირატესობებში შედის: 

ფასდაკლება ჩვენს წლიურ კონგრესზე რეგისტრაციისას

ფასდაკლება დამატებით შერჩეულ ნეიროფსიქოანალიტიკურ ღონისძიებებზე

ასოციაციის ყოველწლიურ საერთო კრებაზე ხმის მიცემაში მონაწილეობის უფლება

წვდომა ექსკლუზიურ ონლაინ კონტენტზე 

რეგისტრაცია კატალოგში „მხოლოდ ასოციაციის წევრებისთვის“

საიტზე რეგიონული ჯგუფის შესახებ ინფორმაციის ასახვის შესაძლებლობა

ნეიროფსიქოანალიზის განვითარების მხარდაჭერა

ჟურნალ „ნეიროფსიქოანალიზის“ გამოწერა შეღავათიან ფასად

 უფრო დეტალური ინფორმაცია და ასოციაციაში გაწევრიანების პროცედურა ჩვენს ვებგვერდზე npsa-association.org

გზავნილებზე ხელმოსაწერად და შეტყობინების მისაღებათ ნეიროფსიქოანალიზის სამყაროში არსებული მოვლენების შესახებ იწვევენ ყველა მსურველს www.npsa-association.org

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised