კლიმატის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე
ა.დ. ლისენკოვა . ალტაის სახელმწიფო უნივერსიტეტი
კლიმატი მეტეოროლოგიური ფაქტორების, მზისა და დედამიწის რადიაციის, მაგნიტური ველების, ადგილის რელიეფის და ატმოსფეროს ელექტროობის ერთობლიობაა. კლიმატური თვისებები - ჰაერის ტემპერატურა და ტენიანობა, ატმოსფერული წნევა, ქარის მიმართულებები, ნალექი - ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, განწყობაზე და გუნებაზე. კლიმატის გავლენა ჯანმრთელობაზე დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ მხოლოდ ХХ საუკუნის ბოლოს დაიწყო მეცნიერების - სამედიცინო კლიმატოლოგიის განვითარება, რომელიც შეისწავლის ადამიანებზე ატმოსფერული ფაქტორების გავლენას. მეცნიერებმა დაამტკიცეს პირდაპირი კავშირი ბიოკლიმატსა და ჯანმრთელობას შორის. გარემოს შეცვლას შეუძლია ადამიანის როგორც განკურნება, ასევე მისი დაღუპვაც.
ჩვენი ცხოვრების განმავლობაში, ადამიანების მცირე პროცენტი თუ ზრუნავს იმდენად საკუთარ ჯანმრთელობაზე, რომ მზადაა შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი. უფრო სწორად, ყველამ არ იცის ეს, თუმცა კლიმატს გავლენა აქვს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამინდისა და კლიმატის გავლენა ადამიანზე დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ ამ პრობლემისადმი ინტერესი მხოლოდ ХХ საუკუნის ბოლო ათწლეულებში გაიზარდა. არსებობს მთელი მეცნიერება, რომელიც შეისწავლის კლიმატური და ამინდის ფაქტორების გავლენას ადამიანის ორგანიზმზე, მათი გამოყენების მეთოდები სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნებისათვის - სამედიცინო კლიმატოლოგია. დიდი წვლილი შეიტანა მეცნიერების, როგორც დამოუკიდებელი დისციპლინის, განვითარებასა და დამკვიდრებაში, რუსმა კლიმატოლოგმა და მეტეოროლოგმა ა.ი. ვოეიკოვმა, რომელმაც შეაჯამა XIX საუკუნის ბოლოს არსებული მოსაზრებები ამ პრობლემასთან დაკავშირებით ნაშრომში „კლიმატის შესწავლა კლიმატური მკურნალობის და ჰიგიენის მიზნებისათვის“.
ბ.პ. ალისოვმა დაადგინა, რომ დედამიწაზე არსებობს 4 ძირითადი კლიმატური ზონა - ეკვატორული, ტროპიკული, ზომიერი და პოლარული, და სამი გარდამავალი - სუბეკვატორული, სუბტროპიკული და სუბპოლარული. რუსეთის ფედერაციაში დომინირებს ზომიერი, არქტიკული, სუბარქტიკული და სუბტროპიკული ზონები, რომლებსაც, თავის მხრივ, ასევე აქვთ დანაყოფები. მათ განვიხილავთ ამ სტატიაში და გავეცნობით კლიმატის გავლენას მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. ამინდის გარკვეულ პირობებთან ადაპტაციას განსაზღვრავს თითოეული ორგანიზმის მთავარი ცივი და თბილი რეცეპტორები, ცენტრალური ნერვული სისტემა. განსაკუთრებულ გამოხატულ და აქტიურ გავლენას ახდენს ატმოსფეროს ტემპერატურა, წნევა, მზის გამოსხივება და ტენიანობა.
ტემპერატურის რეჟიმის მატებისას ადამიანი პასუხობს მას ნერვული სისტემის აგზნებადობის დაქვეითებით, სისხლძარღვების გაფართოებით, წნევის დაქვეითებით, იკლებს ნივთიერებათა ცვლის პროცესი, ანუ ორგანიზმი თავისებურად „მოდუნდება“ და ეჩვევა მას მუდმივი გავლენის ქვეშ. ცივი ტემპერატურის რეჟიმის დაწყება საპირისპირო რეაქციებში აისახება.
ჰაერის მცირე ტენიანობას ადამიანის ორგანიზმი ბევრად უკეთესად იტანს, ვიდრე მაღალ ტენიანობას ან სიმშრალეს. ჭარბი სიმშრალის დროს ჯანმრთელობა გაუარესდება - კანი და ტუჩები სკდება, იწყება ცხვირის გაღიზიანება, ანგინა, სუნთქვის პრობლემები. ჭარბი ტენიანობის დროსაც ჯანმრთელობა შეიძლება გაუარესდეს - იწყება ალერგიული რეაქციები, ასთმის პრობლემები, რინიტი. ატმოსფერული წნევა და ზღვის დონეზე მაღლა ყოფნა მაღალი და დაბალი მნიშვნელობებით განსაკუთრებით საშიში არ არის მხოლოდ აკლიმატიზაციის შემდეგ. მაგრამ, ჩვეულებრივ, აკლიმატიზაცია საკმაოდ რთული და უსიამოვნოა, რადგან შესაძლოა სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული პრობლემები დაიწყოს.
ადამიანები მუდმივად იმ რეგიონის კლიმატის გავლენის ქვეშ იმყოფებიან, სადაც ცხოვრობენ. ერთი და იგივე ამინდის რეჟიმი გარკვეულ გავლენას ახდენს ადამიანის შრომისუნარიანობაზე და გუნება-განწყობაზე. მაშინაც კი, თუ ადამიანი დიდხანს ცხოვრობდა ერთ კლიმატურ რეგიონში და მიეჩვია მას, ამინდის სეზონური ცვლილება გარკვეულწილად მაინც მოქმედებს მასზე. გარდა ამისა, ადამიანები, რომლებსაც მეცნიერულად მეტეოპათებს ან მეტეომგრძნობელს უწოდებენ, ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ ამინდთან დაკავშირებულ მეტამორფოზებს. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ კლიმატური პირობები განსაზღვრავს:
კვების ხასიათს;
ადამიანების ცხოვრების სანიტარულ პირობებს;
სოციალურ და საოჯახო სფეროებს;
საცხოვრებელი სახლების სტრუქტურას;
საწარმოების საქმიანობის მიმართულებას;
ადამიანის სიცოცხლისუნარიანობას.
მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანების გარკვეული კლიმატისადმი ადაპტაცია, ორგანიზმის აკლიმატიზაცია, თერმორეგულაციის რეფლექსების გამომუშავების უნარი, რაც იწვევს ორგანიზმის სისტემების კლიმატური პირობებისადმი მდგრადობას. კლიმატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს დაავადების მიმდინარეობაზე: გაამწვავოს იგი ან ხელი შეუწყოს განკურნებას.
მაგალითად, გარემოს მაღალი ტემპერატურა პროვოცირებს პერიფერიული სისხლძარღვების გაფართოებას, არტერიული წნევის და ნივთიერებათა ცვლის პროცესების სიჩქარის შემცირებას, მიმდინარეობს სისხლის გადანაწილება სხეულში. როდესაც თერმომეტრზე დაბალი მაჩვეენებლებია, პირიქით, ხდება პერიფერიული სისხლძარღვების შეკუმშვა, წნევის მომატება, პულსის სიხშირე, სისხლის ნაკადის ზრდა და ნივთიერებათა ცვლის პროცესების სიჩქარის ზრდა, ანუ ნერვული სისტემა მაღალ ტემპერატურაზე ამცირებს თავის აქტივობას, ხოლო დაბალ ტემპერატურაზე, პირიქით, ზრდის აგზნებადობას. ორგანიზმის სხვა სისტემები ანალოგიურად მუშაობს. ისინი ძირითადად დამოკიდებულია ნივთიერებათა ცვლის, სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის რეაქციაზე. ამასთან, აუცილებელია გათვალისწინებული იქნას ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებები, აგრეთვე ტემპერატურის სხვაობის ხარისხი, ხანგრძლივობა და სიჩქარე. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის აკლიმატიზაციის უნარიც: ზოგს უკეთესი აქვს, ზოგს თითქმის არ გააჩნია. ცხოვრების განმავლობაში ადამიანებს უვითარდებათ თერმორეგულაციის პირობითი რეფლექსები, რომლებიც მომავალში პასუხისმგებელნი არიან ორგანიზმის მდგრადობაზე ჰაერის ტემპერატურის მიმართ; ასევე მნიშვნელოვანია ჰაერის ტენიანობა. ეს ფაქტორი გავლენას ახდენს სითბოს გადაცემაზე, რაც, შესაბამისად, გავლენას ახდენს ორგანიზმის თერმორეგულაციაზე. ცივი ჰაერის მოძრაობა აგრილებს სხეულს, ცხელი ჰაერი ათბობს; ქარი აღიზიანებს თერმოცეპტორებს კანზე. ამ მოვლენის სიძლიერიდან გამომდინარე, მას შეუძლია გამოიწვიოს უარყოფითი ან დადებითი ემოციები; თუ ადგილის სიმაღლე ზღვის დონიდან 200 მეტრს და მეტს შეადგენს, მაშინ იცვლება ბარომეტრული წნევის მაჩვენებლები, რაზეც ორგანიზმი პასუხობს სისხლის მიმოქცევის შეცვლით და ფილტვების ჰიპერვენტილაციით. რაც უფრო მაღალია რელიეფი, მით უფრო ძლიერია ორგანიზმის რეაქცია. ამასთან ერთად მატულობს ერითროციტებისა და ჰემოგლობინის რაოდენობა სისხლში. 500-600 მმ ვწყ წნევის მქონე არეალში ყოფნა, დაბალი ტემპერატურით, ულტრაიისფერი გამოსხივებით პროვოცირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესის დაჩქარებას, რაც ზოგჯერ საკმაოდ ეფექტურია პათოლოგიური პროცესების არსებობისას. ჩვეულებრივ ჯანმრთელი ადამიანები არ რეაგირებენ ბარომეტრიული წნევის უმნიშვნელო რყევებზე, მაგრამ ავადმყოფი ადამიანები ამას კარგად გრძნობენ. ამინდის რეჟიმის სეზონური რყევები ფიზიოლოგიური ფუნქციების ცვლილებას პროვოცირებენ.
სრულიად სხვაგვარად რეაგირებენ ნერვული სისტემა, ნივთიერებათა ცვლის პროცესები, სითბოს გაცვლა და შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები. ჯანმრთელი ადამიანი ადაპტაციური ფიზიოლოგიური მექანიზმების წყალობით რეაგირებას არ ახდენს მათზე, ხოლო ადამიანი, განსაკუთრებით ის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის დაავადებები აქვს, ძალიან მწვავედ გრძნობს ცვლილებებს. მედიცინის სფეროში არსებობს კლიმატის რამდენიმე სახეობა, რომელსაც შეუძლია გარკვეული ფიზიოლოგიური ზემოქმედება მოახდინოს ორგანიზმზე ყველა თავისი კომპონენტის გამოყენებით.
ზღვის კლიმატის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე
ასეთი პირობები ვარაუდობენ ტენიან, სუფთა, ზღვის მარილით გაჯერებულ ჰაერს. ზღვა, მისი ცისფერი შორეთი და ნელა მოძრავი ტალღები ყოველთვის სასიკეთოდ მოქმედებს ადამიანის ნერვულ სისტემაზე. ზღვის თვალწარმტაცი სანაპირო, განსაკუთრებით სამხრეთის, არეკლილი მზის რადიაცია, ტემპერატურის უეცარი ცვლილების არარსებობა - ეს ფაქტორები ნორმალიზებს ორგანიზმის ყველა ფუნქციას პათოლოგიური პროცესის დროს. თვალსაჩინო მაგალითია ყირიმის კლიმატი. ამგვარი პირობების ფონზე, სხვადასხვა სახის თერაპია უფრო ღრმად მოქმედებს ცვლის და ტროფიკული პროცესების მიმდინარეობაზე და აბალანსებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში შეკავების და აგზნებადობის პროცესებს. შედეგად, პათოლოგიური მდგომარეობა აღმოიფხვრება. ამავე დროს, ამგვარი კლიმატი სარგებელს მოუტანს სრულიად ჯანმრთელ ადამიანებსაც - გაუმჯობესდება მათი ადაპტაციური ფუნქციები.
მთის კლიმატის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე
აგზნებადი ეფექტი მაღალმთიან არეალში ყოფნისას ჩნდება. ამას ხელს უწყობს დაბალი ბარომეტრიული წნევა მაღალ სიმაღლეზე, დღისა და ღამის ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები, სუფთა ჰაერი და ასევე ლანდშაფტი. ნერვული სისტემის მომატებული აგზნებადობა ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს.
დაბალი წნევა აძლიერებს ძვლის ტვინის ჰემოპოეტურ ფუნქციებს. ეს მოვლენებს შეიძლება მივაკუთვნოთ ხელსაყრელ გამაღიზიანებლებს. მაღალმთიან პირობებში რეკომენდებულია ყოფნა მათთვის, ვისაც სუსტი პათოლოგიური პროცესების სტიმულირება სჭირდება. ამავდროულად, ნივთიერებათა ცვლის სიჩქარის ზრდა აბალანსებს ნერვულ პროცესებს, რაც ასტიმულირებს იმუნურ სისტემას. შედეგად, ორგანიზმი აძლიერებს ბრძოლას არსებული დაავადებების წინააღმდეგ.
ზომიერი კლიმატის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე
სტეპებისა და ტყეების პირობებს ახასიათებს ტემპერატურის უმნიშვნელო რყევები, ზომიერი და სტაბილური ტენიანობა. ეს ფაქტორები კარგი ვარჯიშია ჯანმრთელი ადამიანების ორგანიზმისთვის. ყველასთვის რეკომენდებულია ასეთ ადგილას ყოფნა, რადგან ადგილობრივი რეჟიმი ზიანს არ მიაყენებს. შუა ნაწილი ხასიათდება სეზონების მკაფიოდ შეცვლით - ზამთარი, გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა. ამინდის პირობების ცვლილებას აუცილებლად თან ახლავს ფიზიოლოგიური რეაქციების შეცვლა. ულტრაიისფერი რადიაცია აქ საკმარისია, ამინდის პირობები სტაბილური. ეს შესაძლებელს ხდის კლიმატის გამოყენებას საკმაოდ განსხვავებული პათოლოგიის მქონე ადამიანებისთვის. განსაკუთრებით კარგი იქნება მათთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს.
უდაბნოს კლიმატის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე
ცხელი ჰაერი, იშვიათი მცენარეულობით დაფარული ვაკეები, ცხელი მტვრიანი ნიადაგი - ეს ფაქტორები ახასიათებს უდაბნოს კლიმატს, პროვოცირებს ადაპტაციური რეაქციების გადატვირთვას. რესპირატორული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის ეს მდგომარეობა არ არის ხელსაყრელი. მაგალითად, მუდმივი მშრალი და ცხელი ამინდი იწვევს უხვი ოფლიანობის პრობლემას და ადამიანს შეუძლია დაკარგოს დღეში 10 ლიტრამდე სითხე. გარემოს მაღალი ტემპერატურა ააგზნებს თბორეცეპტორებს, რომელთა იმპულსები შეიცავს თბოგადაცემის გაზრდაზე მიმართულ რეფლექსურ რეაქციებს. ამავდროულად, ფართოვდება კანის ძარღვები, სისხლძარღვებში სისხლის მოძრაობა დაჩქარებულია, პერიფერიული ქსოვილების თერმული გამტარობა 5-6-ჯერ იზრდება. თუ ეს არ არის საკმარისი თერმული ბალანსის შესანარჩუნებლად, იმატებს კანის ტემპერატურა, იწყება რეფლექსური ოფლიანობა - სითბოს გადაცემის ყველაზე ეფექტური გზა (ოფლის ჯირკვლების ყველაზე მეტი რაოდენობა ხელების, სახის, იღლიების კანზეა). სამხრეთის მკვიდრ მოსახლეობას სხეულის საშუალო მასა ნაკლები აქვს, ვიდრე ჩრდილოეთის მცხოვრებლებს, კანქვეშა ცხიმი არ არის ძალიან განვითარებული. განსაკუთრებით გამოხატულია მორფოლოგიური და ფიზიოლოგიური თავისებურებები მაღალი ტემპერატურისა და ტენიანობის ნაკლებობის პირობებში მცხოვრებ პოპულაციებში.
კლიმატის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე ჩრდილოეთ განედებზე
ერთფეროვანი ვაკეები, ადგილ-ადგილ დაფარული ტყეებით, ტბებით, ზამთრის სიცივე, მოკლე, თბილი, ნოტიო ზაფხული - ეს ფაქტორები ახასიათებს ჩრდილოეთ რაიონებს. აქ ყოფნა შესანიშნავი ვარჯიში იქნება ორგანიზმისთვის, რადგან მას აქვს გაკაჟების ზემოქმედება. სითბოს წარმოქმნის ზრდასთან ერთად, იზრდება ცვლის პროცესების სიჩქარე, აქტიურდება სასუნთქტი და სისხლძარღვთა სისტემის მარეგულირებელი ნერვული მექანიზმები, ეს კი, თავის მხრივ, სასიკეთო გავლენას ახდენს ფიზიოლოგიურ ფუნქციებზე. სიცივის რეცეპტორების გაღიზიანების შედეგად იცვლება რეფლექსური რეაქციები, რომლებიც არეგულირებენ სითბოს შენარჩუნებას: ვიწროვდება კანის სისხლძარღვები, რაც ორგანიზმის მიერ სითბოს გადაცემას მესამედით ამცირებს. სითბოს გადაცემის უპირატესობა სითბოს წარმოქმნაზე იწვევს სხეულის ტემპერატურის შემცირებას და ორგანიზმის ფუნქციების დარღვევას. სხეულის 35°C ტემპერატურაზე აღინიშნება ფსიქიკის აშლილობა. ტემპერატურის შემდგომი შემცირება ანელებს სისხლის მიმოქცევას, ნივთიერებათა ცვლას, ხოლო 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე სუნთქვა ჩერდება. რეკომენდებულია ამ სიგანეებში მკურნალობა სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ხანდაზმულებისთვის. ჩრდილოეთის პირობებში ზოგიერთ ადამიანში დამცავმა მექანიზმებმა და ორგანიზმისის ადაპტაციურმა გარდაქმნამ შეიძლება დეზადაპტაცია გამოიწვიოს - პათოლოგიური ცვლილებების მთელი რიგი, რომელსაც „პოლარული დაავადება“ ეწოდება. შორეული ჩრდილოეთის პირობებში ადამიანის ადაპტაციის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ორგანიზმისის მოთხოვნილება ასკორბინის მჟავას (C ვიტამინი) მიმართ, რომელიც ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სხვადასხვა სახის ინფექციების მიმართ.
რომელი კლიმატია უკეთესი?
ერთი კლიმატური ზონიდან მეორეში გადასვლა ააქტიურებს ადამიანის სხეულს, იწვევს ხელსაყრელ ემოციებს, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ ის ჯანმრთელია. დასვენება სამუშაოდან, ყოველდღიურობიდან, ჰაერის შეცვლა, სხვა ფაქტორების შეცვლა - ეს ყველაფერი კარგად აისახება ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე. თუ ახალი კლიმატური პირობები დაუკავშირდება სამკურნალო პროცედურებს, რომლებიც მიმართულია დაავადებების განკურნებაზე, მაშინ გამოჯანმრთელების პროცესი გაცილებით სწრაფად წარიმართება. მაგრამ გამონაკლისი, პირველ რიგში, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მქონე ადამიანები არიან. მათთვის პირობების მკვეთრი ცვლილება იწვევს სირთულეებს ადაპტაციაში. მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში, კურორტებზე გამგზავრება ზემოთ აღნიშნულ ზონებში დასვენების ან მკურნალობის მიზნით ხელს უწყობს ორგანიზმის ფიზიოლოგიური რეაქციების გაძლიერებას.
ამრიგად, კლიმატს პირდაპირი და არაპირდაპირი გავლენა აქვს ადამიანებზე. პირდაპირი გავლენა ძალზე მრავალფეროვანია და განპირობებულია კლიმატური ფაქტორების პირდაპირი ზემოქმედებით ადამიანის ორგანიზმზე და, პირველ რიგში, გარემოსთან სითბოს გაცვლის პირობებზე: კანის საფარისთვის სისხლის მიწოდებაზე, სასუნთქ, გულსისხლძარღვთა და ოფლის გამომყოფ სისტემებზე. როგორც წესი, ადამიანის ორგანიზმზე გავლენას ახდენს არა ერთი იზოლირებული ფაქტორი, არამედ მათი ერთობლიობა, ამასთან ძირითად ეფექტს ახდენს არა კლიმატური პირობების ჩვეულებრივი რყევები, არამედ, ძირითადად, მათი მოულოდნელი ცვლილებები. ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმისთვის დადგენილია სხვადასხვა სიხშირის სასიცოცხლო საქმიანობის გარკვეული რიტმები. ადამიანის სხეულის ზოგიერთი ფუნქციისთვის დამახასიათებელია მათი ცვლილებები წლის სეზონების მიხედვით. ეს ეხება სხეულის ტემპერატურას, ნივთიერებათა ცვლის ინტენსივობას, სისხლის მიმოქცევის სისტემას, სისხლის და ქსოვილების უჯრედების შემადგენლობას. მაგალითად, ზაფხულის პერიოდში ხდება სისხლის გადანაწილება შინაგანი ორგანოებიდან კანის საფარზე, ამიტომ არტერიული წნევა უფრო დაბალია ზაფხულში, ვიდრე ზამთარში.
ლიტერატურის სია
კლიმატი და ადამიანის ჯანმრთელობა. - [ელექტრონული რესურსი]. წვდომის რეჟიმი: http://ecology-of.ru/priroda/klimat-i-zdorove-cheloveka.
რომელი კლიმატია უკეთესი ჯანმრთელობისთვის. - [[ელექტრონული რესურსი]. წვდომის რეჟიმი: http://mjusli.ru/krasota_i_zdorove/jeto_polezno/kakoj-klimat-luchshe-dlya-zdorovy
კლიმატის გავლენა ჯანმრთელობაზე. - [[ელექტრონული რესურსი]. წვდომის რეჟიმი: http://biofile.ru/bio/3597.html
კლიმატის გავლენა ჯანმრთელობაზე. - [[ელექტრონული რესურსი]. წვდომის რეჟიმი: http://biofile.ru/bio/3597.html
კლიმატის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე. - [[ელექტრონული რესურსი]. წვდომის რეჟიმი: http://a-portal.moreprom.ru/pages%2Bview%2B79.html
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised