понедельник, 24 августа 2020 г.

ჩვენს გალაქტიკას ელოდება გარდაუვალი შეჯახება ანდრომედაs ნისლეულთან, როსკოსმოსმა აჩვენა ირმის ნახტომის და ანდრომედას შეჯახება 4 მილიარდი წლის შემდეგ

 ჩვენს გალაქტიკას ელოდება გარდაუვალი შეჯახება ანდრომედაs ნისლეულთან

        როგორც აღმოაჩინეს მკვლევარებმა ბალტიმორის კოსმოსური ტელესკოპის სამეცნიერო ინსტიტუტიდან, ოთხი მილიარდი წლის შემდეგ ირმის ნახტომი შეწყვეტს თავის არსებობას ამჟამინდელი სახით, რადგან პირისპირ შეეჯახება ანდრომედას ნისლეულს. შედეგად შეიქმნება სრულიად ახალი ჰიბრიდული გალაქტიკა, რომელსაც ექნება ელიფსური და არა სპირალის მსგავსი, როგორც ირმის ნახტომში,  ფორმები, აღნიშნეს მეცნიერებმა.

        ასტრონომებისთვის ცნობილია, რომ ირმის ნახტომი და ანდრომედას ნისლეული მიემართებიან ერთმანეთისკენ გრავიტაციის ძალების მოქმედების ქვეშ. მაგრამ შეჯახება განიხილებოდა მხოლოდ როგორც ალბათობა, რადგან ანდრომედას ნისლეულის განივი მოძრაობის სიჩქარე უცნობი იყო. მკვლევარებმა ბალტიმორიდან შეძლეს ამ მაჩვენებლის გაზომვა გალაქტიკის გარკვეულ რეგიონებზე სისტემატური დაკვირვებით, NASA Hubble-ს კოსმოსური ტელესკოპის დახმარებით. მეცნიერები მივიდნენ დაასკვნამდე შეჯახების გარდაუვალობის შესახებ. ორი გალაქტიკის შერწყმა, რომელიც 4 მილიარდი წლის შემდეგ დაიწყება, საბოლოოდ დასრულდება 6 მილიარდი წლის შემდეგ.

       ამ მასშტაბის მოვლენები ჯერ არ მომხდარა ირმის ნახტომის ისტორიაში, რომლის ფორმირება დაახლოებით 13.5 მილიარდი წლის წინ დაიწყო. შერწყმის შედეგად, ჩვენი მზის სისტემა გადავა ახალ ადგილას, რომელიც გაცილებით შორს იქნება გალაქტიკის ბირთვიდან, ვიდრე ახლა. რომელიმე ვარსკვლავთან შეჯახება ნაკლებად სავარაუდოა - მათ შორის მანძილი, გალაქტიკების შერწყმის მიუხედავად, დიდი დარჩება. ამავდროულად, მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ ეს პროცესი, სავარაუდოდ, ახალი ვარსკვლავების დიდი ნაწილის შექმნას გამოიწვევს.

==============


როსკოსმოსმა აჩვენა ირმის ნახტომის და ანდრომედას შეჯახება 4 მილიარდი წლის  შემდეგ
როსკოსმოსმა გამოაქვეყნა ვიდეორგოლი, სადაც ნაჩვენებია რა დაემართება ირმის ნახტომის გალაქტიკას ოთხი მილიარდი წლის შემდეგ. მეცნიერების აზრით, ის ანდრომედას გალაქტიკას დაეჯახება
 ოთხი მილიარდი წლის შემდეგ ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომი შეეჯახება მეორეს, ანდრომედას გალაქტიკას, რომელიც ახლა ჩვენგან 2.5 მილიარდი სინათლის წლით არის დაშორებული. ჩვენი გალაქტიკები ერთმანეთისკენ მიემართებიან. ამის შესახებ ნათქვამია ვიდეორგოლში, რომელიც გამოქვეყნდა როსკოსმოსის ტელესტუდიაში  YouTube-ზე.
 ვიდეორგოლში ნათქვამია, რომ ირმის ნახტომის ანდრომედასთან შეჯახება გამოიწვევს ზოგიერთი ვარსკვლავის გამოტანას გალაქტიკათაშორის სივრცეში ძლიერი გრავიტაციული აფეთქებების შედეგად. გალაქტიკების ბირთვები დაიწყებენ ერთმანეთის გარშემო ბრუნვას მილიონობით წლის განმავლობაში და საბოლოოდ გაერთიანდებიან ერთ მთლიანობაში და შექმნიან ერთ დიდ გალაქტიკას.
გალაქტიკების შერწყმის შესახებ საუბრისას, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ასტროფიზიკოსი რაშიდ სუნაევი აზუსტებს, რომ ეს 3-5 მილიარდი წლის შემდეგ  მოხდება.
 „ეს ძალიან სამწუხარო სანახავი იქნება დედამიწის ბინადართვის, თუ იმ დროისთვის ჩვენს პლანეტაზე კიდევ ვინმე იარსებებს. ჩვენი მზის სისტემა საგანგებო დაჩქარებას იგრძნობს, ჩვენ ამოვარდებით ჩვენი გალაქტიკის სიბრტყედან და აღმოვჩნდებით სადღაც შორს, ჩვენ გავფრინდებით. ეს საოცარი ფრენა იქნება ვარსკვლავებს შორის“, - ამბობს აკადემიკოსი.
„ჩვენ ვიკვლევთ ასეთი გალაქტიკების შერწყმას. ეს საოცარია, პირველ რიგში, უყურო იმას, თუ როგორ წარმოიქმნება დარტყმის ტალღები, აირი იკუმშება, იქ ჩნდება ახალი ძალიან კაშკაშა ვარსკვლავები, რენტგენის წყაროები, ეს ყველაფერი ახლა უკვე ცხადია. ჩვენ ვიკვლევთ ამ ყველაფერს“,  - დასძენს ის.
2015 წლის სექტემბერში ამერიკელმა ასტრონომებმა ჟურნალში Nature გამოაქვეყნეს თავისი პროგნოზი, რომლის თანახმად, სამყაროში მილიონი წლის შემდეგ ყველაზე ძლიერი აფეთქება მოხდება. მეცნიერების პროგნოზით, ეს იქნება ორი სუპერმასიური შავი ხვრელის შეჯახების შედეგი, რომლებიც ერთმანეთის გარშემო ბრუნავენ გალაქტიკის ცენტრში ქალწულის თანავარსკვლავედში.

დაზუსტებულია ირმის ნახტომის და ანდრომედას ნისლელის შეჯახების თარიღი 

ევროპის კოსმოსური სააგენტოს თანამსრომლებმა დაადგინეს, რომ ჩვენი გალაქტიკის შეჯახება ანდრომედას ნისლეულთან მოხდება 600 მილიონი წლით გვიან, ვიდრე ადრე ეგონათ.
მკვლევარების ცნობით, „კოსმოსური კატასტროფის“ ახალი თარიღი განისაზღვრა Gaia-ს აპარატით მოპოვებული მონაცემების დახმარებით. მან დატოვა ირმის ნახტომის ფარგლები და გამოიკვლია ორი ახლომდებარე გალაქტიკა - ანდრომედა და სამკუთხედი. ამან ხელი შეუწყო მათი მოძრაობისა და ევოლუციის ხასიათის გაგებას.
აქამდე ითვლებოდა, რომ ჩვენი გალაქტიკის შეჯახება ანდრომედას ნისლეულთან დაახლოებით 3,9 მილიარდი წლის შემდეგ მოხდება. მაგრამ ახალი მონაცემები მიუთითებენ იმაზე, რომ ეს კოსმოსური მოვლენა მოგვიანებით მოხდება - დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის შემდეგ. თუ ადრე მეცნიერები საუბრობდნენ პირდაპირი შეჯახების შესახებ, ახლა არსებობს მოსაზრება, რომ ეს იქნება გვერდითი დარტყმა მხებით.
„Gaia-ს აპარატის მონაცემების დახმარებით შესაძლებელი გახდა მაღალი ხარისხის სამგანზომილებიანი ვარსკვლავების რუქების შექმნა, - ამბობს წამყვანი ავტორი როლანდ ვან დერ მარელი. - ჩვენ გავთვალეთ კოსმოსში გალაქტიკების მოძრაობის ტრაექტორიები 3D-ტექნოლოგიების დახმარებით. ამან შესაძლებელი გახადა იმის დადგენა, თუ როგორ ყალიბდებოდნენ და ვითარდებოდნენ ისინი, რომელი ფაქტორები ახდენდნენ გავლენას მათ საქციელზე“. 
წინა კვლევებმა აჩვენა, თუ როგორ შეიცვალა ანდრომედასა და სამკუთხედის ორბიტა დროთა განმავლობაში. ეს ორი დისკის ფორმის სპირალური გალაქტიკა მდებარეობს ჩვენგან 2,5-3 მილიონი სინათლის წლის მანძილზე.


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised