среда, 12 августа 2020 г.

ექსპერტებმა პირად კავშირებს კრიზისის დროს გადარჩენის მთავარი გზა უწოდეს

 ექსპერტებმა პირად კავშირებს კრიზისის დროს გადარჩენის მთავარი გზა უწოდეს

რაც უფრო მაღალია პიროვნების სოციალური კაპიტალი რუსეთში, მით უფრო ხშირად აწყდება იგი კორუფციას და უფრო ხშირად არის მზად არაფორმალური საქმიანი ურთიერთობებისთვის, ნათქვამია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული სახალხო მეორნეობის და სახელმწიფო სამსახურის რუსული აკადემიის მიერ ჩატარებულ კვლევაში.

        მაღალი სოციალური კაპიტალის მქონე რუსები (იზომება სოციალური კავშირების რიცხოვნობით) ნაკლებად ენდობიან ოფიციალურ ინსტიტუტებს და დიდი მონდომებით მონაწილეობენ არაფორმალურ გარიგებებში. ამაზე მოწმობენ 2016 წლის ბოლოს „ევრობარომეტრის“ პროექტის ფარგლებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული სახალხო მეორნეობის და სახელმწიფო სამსახურის რუსული აკადემიის მიერ ჩატარებული კვლევის „სოციალური კაპიტალი და მოსახლეობის ადაპტაცია ეკონომიკური სიძნელეებისადმი“ მონაცემები. ასეთი მოქალაქეები, რომელთა სოციალური კონტაქტები 100-ს აღემატება, კორუფციას 40%-ით უფრო ხშირად აწყდებიან, ვიდრე ისინი, ვისაც აქვთ მცირე რაოდენობით სოციალური კონტაქტები. რადგან აქტიური სოციალური კონტაქტების რიცხვი კორელირებს ადამიანის ეკონომიკურ აქტივობას (მაგალითად, მეწარმეობას ან ამის სურვილს), „ეკონომიკური კუთხით საზოგადოების ყველაზე აქტიური წარმომადგენლები ამჯობინებენ „ჩრდილში“ ყოფნას“ - ირჩევენ შემოსავლების მიღების და ფინანსურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის არაფორმალურ სქემებს...

რესპონდენტთა შორის, რომელთაც აქვთ ყველაზე ნაკლები სოციალური კავშირი (ათზე ნაკლები), 64% -ს არასოდეს ჰგონია საქმე კორუფციასთან, ხოლო მაღალი სოციალური კაპიტალის მქონე ადამიანებს შორის, როგორც გამოკითხვიდან ჩანს, კორუფციასთან საქმე არ ჰქონია მხოლოდ დაახლოებით 20% -ს.

  სოციალური კაპიტალი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური რესურსია, რომელიც რუსეთში, როგორც წესი, კაპიტალიზებულია არაოფიციალური სქემების საშუალებით. ამას ადასტურებს უმაღლესი ეკონომიკური სკოლის სოციალური პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი ლილია ოვჩაროვა. „ინსტიტუციური გარემო რუსეთში ძალიან აგრესიულია და არ ქმნის სოციალური მობილობის კარგ ლიფტებს. სოციალური კაპიტალის გამოყენება არ შემოიფარგლება რაიმე ფაქტორებით და იძლევა მაქსიმალურ უკუგებას, ამიტომ ადამიანების ასეთ ქცევას შეიძლება ეწოდოს რაციონალური. ამასთან, არც საზოგადოებრივი და არც სოციო-კულტურული გარემო არ გმობს მათ ამისათვის“, - აღნიშნავს ექსპერტი.

        რუსეთში სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობა 2015 წლის ბოლოდან იკლებს, ყველაზე ნაკლებად ენდობიან მოსახლეობის ეკონომიკურად აქტიური ჯგუფები, აღნიშნავდნენ რუსეთის სახალხო მეორნეობის და სახელმწიფო სამსახურის რუსული აკადემიის სოციოლოგები მარტის ბოლოს რუსეთის „ევრობარომეტრის“ მონაცემზე დაყრდნობით. ასეთი ადამიანები ენდობიან საკუთარ თავს და „თავის წრეს“ და არ აქვთ სახელმწიფოს მხარდაჭერის იმედი, აცხადებენ ექსპერტები.


კრიზისმა დარაზმა რუსები

ზოგადად, საზოგადოებისთვის, სოციალური კაპიტალი იქცა მთავარ ფაქტორად, რომელიც განსაზღვრავს რუსების აქტიური ადაპტაციისკენ მზადყოფნას ცვლილებებისთვის ეკონომიკური კრიზისის პირობებში. პროექტის ავტორები თვლიან, რომ ბოლო წლებში მოხდა საზოგადოების „მიკროსოლიდარობა“ ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების საპასუხოდ. წინა კრიზისული 2013 წლის დასასრულს რუსეთის მოსახლეობის სოციალური კაპიტალი (სოციალური კავშირების საშუალო რაოდენობა) 20%–ით გაიზარდა, აღნიშნავს რუსეთის სახალხო მეორნეობის და სახელმწიფო სამსახურის რუსული აკადემიის  სოციოლოგიური კვლევების ცენტრის დირექტორი ვიქტორ ვახშტაინი. კავშირებს შორის გამოიყოფა „ძლიერი“ (მეგობრების რაოდენობა) და „სუსტი“ (ნაცნობების რაოდენობა).

        დიდი სოციალური კაპიტალის მქონე მოქალაქეები უფრო ხშირად, ვიდრე სხვები, ირჩევენ ეკონომიკურად აქტიური ქცევის ხაზს: კერძოდ, მათგან 40%-ზე მეტი არ გამორიცხავს დამატებითი შემოსავლის შესაძლებლობას, მაშინ როდესაც მათ შორის, ვისაც აქვს მინიმალური სოციალური კავშირები, უარს არ იტყვის დამატებით შემოსავალზე მხოლოდ 16%-ი. კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ სოციალური კავშირები შემოსავლის წყაროს მოძიების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური რესურსია. მაგალითად, ნათესავების, მეგობრების ან ნაცნობების დახმარების წყალობით, გამოკითხულთა 46%-მა შეძლო სამუშაოს პოვნა. გარდა ამისა, სოციალურად აქტიური მოქალაქეები ერთნახევარჯერ უფრო ხშირად განიხილავენ საკუთარი ბიზნესის წამოწყების შესაძლებლობას ან უკვე ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას.

სოციალური კაპიტალის მაღალი დონე ხელს უწყობს მწვავე ფინანსური პრობლემების მოგვარებას - მაგალითად, სამუშაოს დაკარგვისას. აქ მთავარ როლს ასრულებს „ძლიერი“ კავშირების არსებობას, ანუ მჭიდრო სანდო კონტაქტების, აღნიშნავენ  რუსეთის სახალხო მეორნეობის და სახელმწიფო სამსახურის რუსული აკადემიის  ექსპერტები.

 „ევრობარომეტრის“  ამონაკრები 6 ათას ადამიანს შეადგენს. კვლევაში შედის ათი რეგიონი, თითოეულში გამოიკითხება 600 ადამიანი.


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised