понедельник, 24 августа 2020 г.

სექსუალური მაზოხისტური აშლილობა

 სექსუალური მაზოხისტური აშლილობა

სექსუალური მაზოხიზმი ნიშნავს სექსუალური სიამოვნების მიღებას დამცირების, ცემის, დაბმის ან სხვა ძალადობრივი ქმედებების გზით. სექსუალური მაზოხისტური აშლილობა - სექსუალური მაზოხიზმია, რომელიც იწვევს მნიშვნელოვან დისკომფორტს ან სერიოზულ ფუნქციურ  დარღვევებს.

სექსუალური მაზოხიზმი პარაფილიის ფორმაა, მაგრამ მაზოხიზმის მქონე ადამიანთა უმრავლესობა არ აკმაყოფილებს პარაფილური აშლილობის კლინიკურ კრიტერიუმებს, რაც გულისხმობს, რომ ადამიანის ქცევა, ფანტაზია ან ინტენსიური სურვილები იწვევს კლინიკურად მნიშვნელოვან დისკომფორტს ან ფუნქციურ დარღვევებს. ასეთი მდგომარეობა ასევე უნდა არსებობდეს ≥ 6 თვის განმავლობაში.

სქესობრივი მაზოხიზმის პარაფილური ფორმის გავრცელება უცნობია. მაგრამ ერთ-ერთ ანგარიშში, ავსტრალიაში ჩატარებული სატელეფონო გამოკითხვების (2001 წლიდან 2002 წლამდე) მონაცემების თანახმად, დადგინდა, რომ წინა 12 თვის განმავლობაში მამაკაცთა 2.2% და ქალების 1.3% ჩაბმული იყვნენ სქესობრივი მაზოხიზმის და/ან სადიზმის შემთხვევებში.

სადომაზოხისტური ფანტაზიები და შესაბამისი სექსუალური ქცევა პარტნიორთა შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე საკმაოდ გავრცელებულია. მაზოხისტური ქცევა ხშირად იღებს ისეთი რიტუალის ფორმას, რომელიც მეორდება დიდი ხნის განმავლობაში. უმეტეს შემთხვევაში დამცირება და ცემა ბოლომდე არ იღებს რეალურ სახეს; მონაწილეები აცნობიერებენ, რომ ეს თამაშია და ერიდებიან ნამდვილ დამცირებას და ტრავმების მიყენებას. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ მაზოხისტს დროთა განმავლობაში სურს უფრო მეტი მძაფრი განცდები, რამაც შეიძლება სერიოზული ტრავმის მიყენება ან სიკვდილი გამოიწვიოს.

მაზოხისტურ ქცევას შეიძლება მიენიჭოს უპირატესობა და გახდეს სექსუალური კმაყოფილების მიღების ერთადერთი საშუალება. ადამიანებს შეუძლიათ სცადონ მაზოხისტური ფანტაზიები საკუთარ თავზე, მაგალითად:

საკუთარი თავის დაბმა

კანის დაზიანება

საკუთარ თავზე ელექტროშოკის ზემოქმედება

ცეცხლის წაკიდება

ან შეიძლება მოძებნონ პარტნიორი - სექსუალური სადისტი. პარტნიორის ქმედებები მოიცავს:

დაბმას

თვალების ახვევას

გარტყმას

გამათრახებას 

დამცირებას სხეულზე მოშარდვის ან დეფეკაციის სახით

საპირისპირო სქესის სამოსელის ჩაცმის იძულებას

გაუპატიურების იმიტაციას

სქესობრივი პასიური ალგოლაგნიის აშლილობის დიაგნოსტიკა ეფუძნება ფსიქიკური აშლილობის დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელოს კონკრეტულ კლინიკურ კრიტერიუმებს  (Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders), მეხუთე გამოცემა (DSM-5):

პაციენტები არაერთხელ და ძალიან აღიგზნებოდნენ სექსუალურად იმის გამო, რომ მათ ამცირებდნენ, ცემდნენ, აბავდნენ ან სხვაგვარად ეპყრობოდნენ სასტიკად; სექსუალური აგზნება გამოიხატება ფანტაზიებში, ძლიერ სურვილებში ან ქცევებში.

მათი ფანტაზიები, ძლიერი სურვილები ან ქცევა იწვევს სერიოზულ სტრესულ განცდებს ან აუარესებს ფუნქციონირებას სამსახურში, სოციალურ ან სხვა მნიშვნელოვან სფეროებში.

ასეთი მდგომარეობა შეიძლება შენარჩუნდეს ≥ 6 თვის განმავლობაში.

        სექსუალური მაზოხიზმის მკურნალობა ხშირად არაეფექტურია.


აუტოეროტიული გუდვა (ასფიქსიოფილია)

ასფიქსიოფილია ითვლება სექსუალური მაზოხისტური აშლილობის ქვეტიპად.

ამ აშლილობის მქონე ადამიანები იკავებენ სუნთქვას (ნაწილობრივი გუდვა) ორგაზმის წინ ან მის დროს შეგრძნებების გაძლიერების მიზნით. როგორც წესი, ადამიანები იყენებენ ტანსაცმელს (მაგ. შარფებს, ქვედა საცვლებს), როგორც გუდვის საშუალებას. ასეთი საგნები ხშირად ჩამოკიდებულია ობიექტებზე ოთახში (მაგალითად, კარის სახელურზე, საწოლის ბოძზე).

გონების დაკარგვა შეიძლება სწრაფად მოხდეს, რადგან თავის ტვინიდან ვენური გადინების ობსტრუქცია აფერხებს მის სისხლით მომარაგებას ჯერ კიდევ ჰიპოქსიის და ჰიპერკანიის დადგომამდე. ადამიანებმა, რომლებიც საკუთარ თავს გუდავენ გარკვეული ნივთების გამოყენებით, რომელთა დაჭიმულობის შესუსტება შეუძლებელია გონების დაკარგვამდე, შეიძლება უნებურად მიიღონ თავის ტვინის შეუქცევადი დაზიანებები ან დაიღუპონ.


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised