среда, 12 августа 2020 г.

გრძნობების ატროფია ან როგორ ვართმევთ საკუთარ თავს ყველაფერ საუკეთესოს

 გრძნობების ატროფია ან როგორ ვართმევთ საკუთარ თავს ყველაფერ საუკეთესოს


         „არაფერს ვგრძნობ“ - ეს ფრაზა, სამწუხაროდ, დღეს უფრო ხშირად ისმის. რაც კიდევ უფრო უარესია, ბევრს მიაჩნია, რომ ეს საშიში არ არის, ხოლო გრძნობის უნარი გვეძლევა როგორც რაღაც ზედმეტი და არა სავალდებულო. ხომ შეიძლება დაეყრდნოთ საღ აზრს და ლოგიკას! თითოეულმა ჩვენგანმა ერთხელ მაინც განიცადა ცხოვრებაში ტკივილი, მეტად უსიამოვნო შეგრძნებები. ასეთ მომენტებში ჩნდება სურვილი თქვა: უკეთესი იქნებოდა საერთოდ არაფერი მეგრძნო! მოდით დავფიქრდეთ, გვაქვს კი არჩევანის შესაძლებლობა?

         როგორც არ უნდა გვინდოდეს სხვაგვარად ფიქრი, მსოფლიოში არცერთ ჯანმრთელ ადამიანს საერთოდ არ შეუძლია არ იგრძნოს არაფერი. დიახ, ჩვენ შეგვიძლია გარკვეულწილად ჩავახშოთ ჩვენი გრძნობები და ვიამაყოთ იმით, რომ ჩვენ ვცხოვრობთ გონებით, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ თავს გამოუსწორებელ ზიანს ვაყენებთ. გრძნობები არ არის ჩვენი მტრები, ისინი ჩვენი დამხმარეები არიან. ისინი იმისთვის კი არ მოგვცეს, რომ ცხოვრებაში უფრო მეტი ტკივილი ვიგრძნოთ, არამედ იმიტომ, რომ გავითვალისწინოთ ისინი, შევძლოთ სწორი არჩევანის გაკეთება, უკეთესი გადაწყვეტილებების მიღება. გრძნობები კომპასია, რომელიც გვეხმარება მიზნის მიღწევაში. ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ მათი გამოყენება, ან შეგვიძლია გავაგრძელოთ დაბლოკვა, და უარესი გავუკეთოთ საკუთარ თავს.

        რაც უფრო უარესია, ამას ბავშვობიდან გვასწავლიან. მშობლებმა ხომ ყოველთვის იციან რა არის უკეთესი. მაშინაც კი, თუ  მშიერი არ ვართ, მშობლები საპირისპიროს ამტკიცებენ. თუ ვიტყვით, რომ არ გვცივა, მათ არ სჯერათ. ადრეული ასაკიდანვე შევეჩვიეთ იმას, რომ ჩვენს გრძნობებს არ უნდა ვენდოთ, თუ რამეს არ ვგრძნობთ, და თუ დედა ამბობს, რომ ასეთი რამ არ შეიძლება იყოს, მაშინ ის მართალია. წლების შემდეგ ჩვენ მათთან სრულად ვკარგავთ კავშირს და, შესაბამისად, სიცოცხლის სიხარულს. დაბლოკილი გრძნობები სატკივარში გადაიზრდება, ხოლო „სურვილებს“ „აუცილებლობა“ ​​ცვლის. მაგრამ ვის სჭირდება ეს, თუ არა საკუთარ თავს? ხომ არ არის დრო, რომ დაიწყოთ სიტუაციის შეცვლა, საკუთარ გრძნობებს მოუსმინოთ? შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ასეთი მიდგომა დაგეხმარებათ მოძებნოთ თქვენთვის სასურველი გადაწყვეტილებები.

       გაიხსენეთ, მაგალითად, სიტუაცია, როდესაც არ გქონდათ საკმარისი ინფორმაცია გადაწყვეტილების მისაღებად. თქვენ ეძებდით ახალს, მაგრამ არც ის აღმოჩნდა საკმარისი. მაშინ თქვენ ნებდებოდით და გადაწყვეტილებას დაუფიქრებლად იღებდით. თუმცა შგეძლოთ სიტუაციაში ჩაგერთოთ გრძნობები და სურათი უფრო სრულყოფილი გახდებოდა. რომელი ტელეფონია საუკეთესო? ყველაზე დიდი მეხსიერებით, ეკრანით და საუკეთესო ფასით? თქვენ შეგიძლიათ უსასრულოდ შეადაროთ სხვადასხვა პარამეტრები, ან შეგიძლიათ სხვაგვარად დააყენოთ შეკითხვა: რა შემეფერება  პირადად მე? რომელი ტელეფონია ყველაზე სასიამოვნო ჩემთვის ხელში დასაკავებლად? დაბოლოს, უბრალოდ რომელი მომწონს? ეს მხოლოდ მაგალითია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს მოდელი ცხოვრებაშიც!

       ენდეთ საკუთარ თავს და სამყარო ახალი ფერებით ათამაშდება!












Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised