среда, 12 августа 2020 г.

ჩიჟევსკი და ჰელიოფსიქოლოგია მზემ ღრუბლებში გამოანათა,

 ჩიჟევსკი და ჰელიოფსიქოლოგია

მზემ ღრუბლებში გამოანათა,

კატიას გაუწოდა სხივი.

კატია სხივს ხელით შეეხო და თქვა:

- თურმე, როგორი ყოფილხარ, მზე!

                                             მ. ფაბიანსკი


        1915 წლის ზაფხულში 18 წლის ალექსანდრ ჩიჟევსკიმ, რომელიც აკვირდებოდა მზეზე ლაქების გაჩენას, შემდეგი ფაქტი აღმოაჩინა: ლაქების გაჩენის ზრდის ზოგიერთი პერიოდი დაემთხვა პირველი მსოფლიო ომის მრავალ ფრონტზე საომარი მოქმედებების გაშლას და გამწვავებას.

         ჩიჟევსკი დაინტერესდა ამ ფენომენით და რამდენიმე თვის განმავლობაში აკვირდებოდა თავის ნაცნობებს. შედეგად იგი მივიდა დასკვნამდე, რომ ზოგიერთ მათგანში, მზის ლაქების რაოდენობის მატებასთან ერთად, ნერვული აგზნებადობა მატულობდა. თავისი შემდგომი გამოკვლევები მეცნიერმა მიუძღვნა ფიზიკო-ქიმიური გარემოს ფაქტორების გავლენის შესწავლას კოლექტივების ქცევაზე, ფსიქიკური და ფსიქოპათიური ეპიდემიების, მასობრივი მოძრაობების და ა.შ. წარმოქმნას და განვითარებას.

         ჩიჟევსკიმ აჩვენა, რომ მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებს აქვთ გამეორების კარგად გამოხატული ტენდენცია  დაახლოებით ყოველ 100 წელიწადში, ხოლო ყოველი საუკუნის განმავლობაში მკაფიოდ გამოიხატება ადამიანის საქმიანობის მაქსიმალური დაძაბულობის ზუსტად ცხრა პერიოდი. ამრიგად, ისტორიული დროის ათვლის მინიმალურ ბუნებრივ ერთეულად მან აიღო 11 წლიანი ციკლი (ისტორიმეტრული ციკლი), რაც ემთხვევა მზის აქტივობის ციკლის საშუალო ხანგრძლივობას.

       ისტორიმეტრული ციკლი, თავის მხრივ, ოთხი ეტაპისგან შედგება: მინიმალური აგზნებადობის პერიოდი (3 წელი), აგზნებადობის ზრდის პერიოდი (2 წელი) და ვარდნის (3 წელი) პერიოდი, აგრეთვე მაქსიმალური აგზნებადობის პერიოდი (3 წელი).

ბოლო პერიოდი კაცობრიობას მასობრივ სიგიჟისკენ უბიძგებს. ამ პერიოდში ადგილი ჰქონდა ხალხთა უდიდეს შეტაკებებს. დედამიწა შეარყია აჯანყებებმა, ომებმა და რევოლუციებმა. ამ დროს ისტორიულ არენაზე გამოვიდნენ გამოჩენილი ბელადები, რომლებსაც ბრმად მიყვებოდნენ მასები. ისინი მიყვებოდნენ უსიტყვოდ, აღგზნებულები და ექსტაზით გატაცებულნი.

       თანამედროვე მეცნიერები ასევე აკვირდებოდნენ მზის აქტივობის ზრდის ურთიერთკავშირს საგზაო შემთხვევების, დანაშაულის რაოდენობის ზრდასთან, ადამიანთა ჯანმრთელობის ზოგად გაუარესებასთან და მათი აგრესიულობის ზრდასთან. ამ პერიოდის განმავლობაში ადამიანმა შეიძლება განიცადოს ხანმოკლე ფსიქოზი, შეინიშნება პრობლემები მეხსიერებასთან დაკავშირებით, ადამიანები იწყებენ შეცდომებით წერას, ჩხუბობენ და ა.შ.

       ამრიგად, 11 წელიწადში ერთხელ, სხვადასხვა ეროვნებისა და სარწმუნოების მრავალ ადამიანში, რომლებიც ცხოვრობენ სხვადასხვა კონტინენტზე, სხვადასხვა ქვეყნებში, რომლებიც დამოკიდებულია ან არ არის დამოკიდებული ერთმანეთზე პოლიტიკურად ან ეკონომიკურად, იმატებს აგრესიულობა და ნერვული აგზნებადობა, ადამიანები მიდრეკილნი ხდებიან და ბრმად უჯერებენ ავტორიტებებს, ასევე მონაწილეობენ მასობრივ შეტაკებებში, არეულობებსა და ამბოხებებში.

ასე რომ, ასეთი აქტივობის ბოლო პერიოდი მეცნიერებმა 2001 წელს დააფიქსირეს,  შემდეგი კი, შესაბამისად, 2012 წელზე მოდის.

   ვფიქრობ, მარტო ჩემთვის არის ნათელი ახლა რუსეთში და მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური და რელიგიური მოვლენების ფიზიკო-ქიმიური სარჩული?..


https://at.ge/2020/02/29/religia-da-stresi/

https://processmind.ru/method/geopsychology


https://royallib.com/book/mindell_arnold/geopsihologiya_v_shamanizme_fizike_i_daosizme.html

https://zen.yandex.ru/media/raveda/geopsihologiia-narodov-zemli-5b5e089e2dc67000a8620b91

https://klex.ru/fh1

http://european-science.org/wp-content/uploads/2019/01/VOL-3-No-34-2018.pdf


































Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised