понедельник, 24 августа 2020 г.

რატომ არ ემთხვევა ებრაული კალენდარი საყოველთაოდ მიღებულ კალენდარს?

 რატომ არ ემთხვევა ებრაული კალენდარი საყოველთაოდ მიღებულ კალენდარს?

კითხვა: რატომ არ უნდა გვქონდეს ჩვენ, ებრაელებს, ყველაფერი ისე,  როგორც ყველას. რატომ უნდა განსხვავდებოდეს ჩვენი კალენდარი ზოგადად მიღებული კალენდრისგან? ყოველწლიურად თავიდან უნდა ვარკვიოთ, როდის გვაქვს დღესასწაულები! რატომ ვერ მიიღებს იუდაიზმი საერთო კალენდარს?

პასუხი: რატომ ყველაფერი ისე არ გვაქვს, როგორც ყველას - ეს კარგი შეკითხვაა, მაგრამ კორექტულად დასმული არ არის. სინამდვილეში, ჩვენ უნდა ვიკითხოთ, რატომ ყველას ისე არ აქვს ყველაფერი, როგორც ჩვენ.

თუ „ყველა“ (ე.ი. ჩვენს გარშემო მთელი სამყარო) როგორღაც იქცევა, ჩვენ ავტომატურად გადავიღებთ იმას, რასაც „ყველა“ აკეთებს, როგორც მოცემულობას. მაგრამ გრიგორიანული კალენდარი, რომელსაც დღეს სამყარო იყენებს, მხოლოდ ხუთ საუკუნეზე მეტხანს არსებობს. საიდან გაჩნდა იგი? იულიუსის კალენდრიდან, რომელიც რომანულის რეინკარნაცია იყო. რომანული კალენდარი, თავის მხრივ, ბერძნულ კალენდარზე იყო დაფუძნებული.

საიდან გაჩნდა ბერძნული კალენდარი? მანამდე ძველ ეგვიპტეში წელთაღრიცხვის სისტემა არსებობდა, მაგრამ ის პრინციპულად განსხვავდებოდა ბერძნულისგან. ეგვიპტელები „წელიწადს“ უწოდებდნენ ნილოსის ნაპირებიდან გამოსვლის შორის პერიოდს, რომელიც 19 ივლისს იწყებოდა - იმ დღეს, როდესაც ცაზე სირიუსი „ამოდიოდა“ (ანუ მისი დანახვა შეიძლებოდა). ბერძნული კალენდარი ორიენტირებული იყო მზის ციკლებზე წელიწადის დასადგენად და მთვარის ციკლებზე -  თვეების დასადგენად. საიდან გაჩნდა წელიწადის აგების ეს ორი ნოვატორული იდეა ორი მნათობის მეშვეობით? ზოგიერთი ცნობის მიხედვით, - ბაბილონიდან, სხვების თანახმად - ჩვენგან, ებრაელებისგან, ბერძნების მიერ იუდეის დაპყრობის შემდეგ.

ებრაული კალენდარი არსებობდა ათეულობით საუკუნის განმავლობაში ბერძნული კალენდრის გამოჩენამდე. ებრაული კალენდარი წელიწადად მიიჩნევს მზის ციკლს, ხოლო მთვარის ციკლს - თვედ (აქედან გამომდინარეობს სიტყვა „თვე“, როგორც რუსულ, ისე სხვა ენებზე). მაგრამ მთვარის ბრუნვა დაახლოებით 29.53 დღეა (29 დღე 12 საათი და 43,7 წუთი), ხოლო მზის ციკლი - 365 დღე. ამრიგად, შეუძლებელია ერთ წელიწადში თვეების თანაბარი რაოდენობის მოთავსება. შედეგად, ებრაულ კალენდარში არსებობს ნაკიანი წელიწადი, რომელსაც მთელი თვე ემატება. თანამედროვე ევროპულმა კალენდარმა ამ პრობლემის მოგვარება შეძლო, უბრალოდ „დაივიწყა“ თვის ცნება. გრიგორიანული სტილი, რომელიც ეყრდნობა წინა კალენდრების გამოცდილებას, ჯერ კიდევ დაყოფს წელიწადს 12 ნაწილად, მაგრამ ეს ნაწილები მხოლოდ დაახლოებით შეესაბამება მთვარის ციკლს.

რა თქმა უნდა, თანამედროვე ევროპული კალენდარი უფრო მარტივია  გამოსაყენებლად, ვიდრე ებრაული. მაგრამ ებრაული კალენდარი, რომელსაც იყენებენ დღესასწაულების და სხვა მნიშვნელოვანი თარიღების დასადგენად, მოგვეცა არა მხოლოდ „მოხერხებულობისთვის“, არამედ იმისთვის, რომ ვიცხოვროთ ბუნებასთან, მატერიალურ და სულიერ სამყაროსთან ჰარმონიაში.

ამიტომ, როდესაც ბიზნესთან დაკავშირებულ შეხვედრას დავნიშნავთ, ჩვენ შეგვიძლია მოხერხებულობისთვის გამოვიყენოთ ნებისმიერი კალენდარი. ხოლო, როდესაც საქმე ეხება მნიშვნელოვან სასულიერო თარიღებს და იმ სამყაროს ციკლს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, უნდა მივმართოთ ებრაულ, მთვარის და მზის კალენდარს.

Для того, чтобы охранять природу, ее нужно понимать. А чтобы понять, для начала ее нужно увидеть. У большинства детей вне города существуют только дача, домик в деревне и курорт. А еще трасса, обсаженная деревьями, по пути к ним. У родителей кругозор ненамного больше. Учителя часто также не способны поделиться опытом экологического туризма, в лучшем случае вспомнят студенческие полевые практики.

В сети сейчас доступно огромное количество материала, но наш взгляд не зацепится за незнакомый пейзаж. У нас не вызовет эмоций пейзаж Приэльбрусья, если мы там никогда не бывали. И уж тем более мы не поймем, зачем и от кого нужно все это защищать.

Одной из целей существования движения Ecocosm является способствование развитию познавательной активности всех слоев населения, но особенно молодежи.

Реальным выходом из сложившейся ситуации должен стать экологический туризм. Но только при соблюдении ряда принципов:

 Минимальная экологическая нагрузка на природу: никакой пластиковой посуды, квадроциклов, комфортабельных гостиниц и т.д.

 Максимальная информативность: в идеале турист должен получить информацию о всем, что его окружает в путешествии. Для этого нужны подготовленные гиды.

 Доступность: экологический туризм не должен и по логике не может стоить дороже отдыха на курорте, при одинаковой удаленности.

 Открытость: к экологическому туризму должны привлекаться все категории граждан. От детей до пенсионеров, от естественников до гуманитариев, от бюджетников до топ-менеджеров. И все должны быть в равных условиях.

Мы хотим, чтобы группы туристов отдыхали и учились под открытым небом. Мы хотим изучить свой край, всю Россию, весь мир. Мы хотим знать больше, хотим понимать природу и хотим ее сохранить.

Пишите нам письма о своих осознанных путешествиях на pr@eco-cosm.com 

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised