რას ნიშნავს მდაბიო? ადამიანთა და ხალხთა ზომბირება და დეზომბირება
იგორ გარინი -მწერალი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი
რად უნდა ხროვას თავისუფლება ნაწყალობევი?
ა.პუშკინი
შემოქმედმა მოგვცა ორი ხელი,
და ბოთლი ხელში დასაჭერად,
ასევე ჭკუა, რომ გულუბრყვილოებმა
იფიქრონ, თითქოს აზროვნებენ.
ი.გუბერმანი
უნდა ვაღიარო, რომ ქმედითია არა მხოლოდ ის, რაც კარგია, არამედ ის, რაც სურს მდაბიოს. რადგან მდაბიონი მრავლად არიან. და, რაც უფრო შორს წავალთ, მით უფრო მეტია.
ა.ნოსიკი
მიმდინარე მოვლენების ფონზე უნდა ვაღიარო, რომ უმრავლესობასთან მიმართებაში სიტყვა „მდაბიო“ არ მეჩვენება განსაკუთრებით სალანძღავი ...
ს.პავლიუჩენკო
თუმცა „მდაბიოთა“ (быдло) ცნება ჩვენთან პოლონური ენიდან შემოვიდა (bydlo - მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, პირუტყვი), სწორედ რუსულმა ენამ გაამდიდრა იგი მთელი რიგი მნიშვნელობებით, რომლებიც, რამდენადაც ვიცი, იშვიათად გამოიყენება სხვა ენებში.
მე არ ვარ დარწმუნებული, რომ შევძლებ მოვიცვა მდაბიოთა ფენომენის ყველა ასპექტი და მნიშვნელობა, რომელიც ათობითაა და, ალბათ, ასობით ან თუნდაც ათასობით (ამბობენ, რომ მდაბიოთა ფენომენი იმდენად გავრცელებულია და მუდმივი, რომ არსებობს მისი 9000-ზე მეტი განმარტება), ამიტომ შევეცდები მათგან მხოლოდ მთავარი აღვნიშნო:
— მდაბიო — ჩვენ დრომდე მოღწეული პირველყოფილი გადმონაშთია, რომელიც ასახავს ჯოგური არსებობის ინსტიქტს (აქედანაა პარალელი პირუტყვთან); შემთხვევითი არ არის მდაბიოს ერთ-ერთი განმარტება - „ბუნებრივი ცხოველი“; მაგალითად, მემამულე-მებატონეებისათვის მდაბიო ნიშნავდა გლეხთა მასის დამცინავ აღნიშვნას, როგორც უნებისყოფოს, უსიტყვოს და მორჩილს, რომელსაც პატრონობს მემამულე;
— ნეოლითის პერიოდიდან მდაბიოს ფენომენში შედის ტომობრივი მენტალიტეტი, მორჩილება, დაჩაგრულობა, უტვინობა და ცხოველურ-იერარქიული სოციალურობა; სოციალური ეთოლოგიის თანახმად, მდაბიოს მიეკუთვნებიან დაბალი რანგის არსებები მკაფიოდ გამოხატული პრიმატიულობით (ცხოველურობით);
— მდაბიოს (отребье, плебс, гопота, гопьё, гоп-скок, босячество, хамье, сволота, чернь, чернядь, быкота, сброд, урла, ублюдки, шпана, кодло, шебло, свора)) ეშინია თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ინიციატივის, არაპროგნოზირებადობის. ამიტომ მისი დაუწერელი პრინციპია: „დავიცვათ მონობა!“ (როგორც ვარიანტი - „დავიცვათ უხამსობა!“);
—ასეთ არსებებს ორგანულად არ შეუძლიათ აღიქვან ინფორმაცია, რომელიც განსხვავდება საყოველთაოდ მიღებულის, პრიმიტიულის, ჩაგონებულისგან, ანუ ზომბის მსგავსი არიან;
— მდაბიო —არის ის, რაც დარჩა ადამიანისაგან, თუ მას არ აქვს ნებისყოფა და სურვილი შეიწუხოს თავი და დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება, ანუ ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ნებაყოფლობით ახშობენ საკუთარ გონებას და „მწყემსებს“ არიან აყოლილი;
—მდაბიოს ტვინი მუშაობს პრინციპით „სტიმული - გამოხმაურება“. მდაბიო იმდენად არ სწავლობს, რამდენადაც წვრთნას გადის, ორგანულად არ გააჩნია ანალიზის და პროგნოზირების უნარი;
— მდაბიოს არ აქვს ინტელექტის დონე, მდაბიო - ცხოვრებისეულ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების საშუალებაა.
— მდაბიოთა ცხოვრებისეული პრინციპებია: იყოს, როგორც ყველა და, ამავე დროს, ზიანი მიაყენოს ყველას, დაამციროს სხვები, რათა თვითონ სხვის თვალში ამაღლდეს, ფიზიკურად გაუსწორდეს სუსტს და შიში ჰქონდეს ძლიერის, სძულდეს პირველიც და მეორეც, შურდეს მათი, ვინც უკეთესად ცხოვრობს და ა.შ.; უყვართ ასფალტზე ფურთხის კვალის დატოვება (მათთან 10 წუთის სავალზე ტერიტორია 3 მეტრის რადიუსში თანდათან მზესუმზირის ჩენჩოთ სავსე გუბედ არის გადაქცეული); თვალები ცარიელი აქვთ, უსიცოცხლო, თევზის თვალების მსგავსი. რას ფიქრობენ ისინი, მხოლოდ ღმერთმა უწყის;
— მდაბიოთა ფსიქოლოგია: ჩემთვის სულ ერთია! არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე? ჩემი საქმე არ არის! ფეხებზე მკიდია! ჩვენზე არაფერი არ არის დამოკიდებული. იქნებ მე არ შემეხოს. როდესაც აუტანელი გახდება, მაშინ ვნახოთ!
— არიან ადამიანები, რომლებიც ეკუთვნიან მასას ან „ინტელექტუალურ უმრავლესობას“, მოქმედებენ პრინციპით „ყველა ასე ფიქრობს“ ან „ყველა ასე აკეთებს“, სხვა სიტყვებით, არიან უინიციატივო ევრიმენები ან ნეოფობები შაბლონური ენით, რუტინული მსოფლმხედველობით და ინტერესის აბსოლუტური ნაკლებობით იმის მიმართ, რაც ახალი და მიმზიდველია;
— მდაბიო იმყოფება სტერეოტიპების, ცრურწმენებისა და ცნებათა შეცვლის ტყვეობაში: მაგალითად, სამშობლო მათ მიერ გაიგივებულია სახელმწიფოსთან, ხოლო ზნეობა - ხელისუფლების მიერ დადგენილ წესებთან (ანალოგია - პახანთა ცნება ზონაში);
—არის არამგრძნობიარე რეფლექსიის, ამბივალენტურობის ან პლურალიზმის მიმართ, იმყოფება სახელმწიფო პროპაგანდის დიდი გავლენის ქვეშ, მდაბიოთა წარმომადგენლებს აქვთ კონსპირაციის, ინსტინქტურობის, შაბლონურობის, სტერეოტიპულებისადმი მიდრეკილება; მათი იდეალია - მწყობრი და პლაცი, უბრალოება, პრიმიტიულობა, ადვილი ხელმისაწვდომობა;
— მდაბიო ყველა ტოტალიტარული და რეაქციული რეჟიმის მთავარი საყრდენია, რადგან აქვს დაქვემდებარების ტენდენცია და პრიმიტიული სურვილი ჰყავდეს „ბელადი“ („ბელადი“, „ფიურერი“); განსაკუთრებით მდაბიოს უყვარს კადაფის, ამინის, ჰუსეინის, მუგაბეს, კიმ ჩენ ირის და სხვა მათი მსგავსი ტიპის ბელადები;
— აქ სახეზეა აბსოლუტური დარღვევა პრინციპისა „არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი“. მდაბიოს მასობრივი ფენომენი უცვლელადფფ დაკავშირებული ფიურერობის, დიადი იდეების ან ზევიდან დაშვებული გენიალური გადაწყვეტილებების ტრიუმფთან, განსაკუთრებით, თუ ასეთებია „მტრული გარემოცვა“ ან „საკუთარ ძალებზე დაყრდნობა“;
— მდაბიო ტოტალიტარული რეჟიმის საყრდენია, ამიტომ არ გააჩნია მრწამსი ან იდეები, მასში ხელისუფლების დახურულობა არ იწვევს ეჭვს ან უკმაყოფილებას და აღიქმება, როგორც მართებული. ხელისუფლება (ბელადი, დიქტატორი, ტირანი) პასუხისმგებლობაზე და კანონზე მაღლა დგას; უკიდურეს შემთვევაში, დამნაშავეა არა ბელადი, არამედ „გარემოცვა“, „ცუდი ვეზირები“ ... მდაბიო კენჭისყრის დროს ყოველთვის ამბობს „დიახ“-ს, ამასთან არა რწმენის, არამედ ჩვეულების გამო;
— მოთმინების და შეგუების უნარი ასეთ ადამიანებს პირუტყვებად აქცევს;
— მდაბიოს არ შეუძლია სათანადოდ შეაფასოს მოვლენები და ყოველთვის ეძებს მის უბედურებაში დამნაშავეს გარეთ, იმის ნაცვლად, რომ გაერკვეს და გამოასწოროს საკუთარი შეცდომები და წარუმატებლობა;
—მდაბიო ვერ ეგუება არგუმენტებს ან კონსტრუქციულ დისკუსიებს, პასუხობს მათ მუქარით და უთავბოლო ლანძღვით, მისი ერთადერთი „არგუმენტია“ - ოპონენტის კომპრომეტირება, დამცირება და შეურაცხყოფა;
—სწორედ ზემოთაღნიშნული დაბალი რანგისადმი კუთვნილება აიძულებს მდაბიოს მაღალი რანგის ადამიანებისაკენ (ბელადების, მეფეების, დიქტატორების) სწრაფვას, რომელთაც უნდა მიბაძოს და შეუძლია გადააბაროს მთელი პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რაც ხდება მდაბიოს ცხოვრებაში, კარგი იქნებას ეს თუ ცუდი;
— მდაბიო ყოველთვის არის „როგორც ყველა!“ " ან „ხალხთან ერთად!“;
—მდაბიო ძალიან აგრესიული და შურით სავსეა მათ მიმართ, ვინც „არ მოქმედებს ისე, როგორც ყველა“, მათი ცხოვრების პრინციპია: „დაუნდობლობა მათ მიმართ, ვინც არ იცავს წესებს“;
- ყველგან და ყველაფერში მდაბიო აგრესიულად უპირისპირდება ნათლად გამოხატულ პიროვნულ საწყისს, განსხვავებულ აზრს და ეგზისტენციალურობას, როგორც ასეთს;
- მდაბიოს სასტიკად სძულს ყველა ჭკვიანი, ნიჭიერი, წარმატებული, იღბლიანი და გამოჩენილი ადამიანი; მათი განადგურება - ძალიან დიდი სიამოვნებაა მისთვის;
- მდაბიო ავლენს მიდრეკილებას კონფორმიზმისაკენ და ძველი პატრიარქალური, კონსერვატიული და ტრადიციული ღირებულებების და სტატუს ქვოს აბსოლუტურ მიღებისაკენ;
—მდაბიო აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ყველა ადამიანი მსოფლიოში მასთან ინტელექტუალური და გონებრივი განვითარების ერთ დონეზე დგას, და, შესაბამისად, არაფრად მიიჩნევს ნებისმიერ ავტორიტეტებს, უფროსების და ხელისუფლების გარდა; მდაბიოს სჯერა და ავრცელებს ლეგენდას, რომ „მამრობითი სქესის ადამიანი = გოპნიკს“, რადგან მათი ცხოვრების წესი შეესაბამება სრულფასოვანი მამრის ნორმებს;
— „სამართლიანობა“ მდაბიოსათვის ხშირად ასოცირდება ცნებებთან „განადგურება“, „დახვრეტა“, „ჩამოხრჩობა ლამპიონის ბოძებზე“, ასევე პრინციპთან „ყველაფერი წავართვათ და გავიყოთ“; ამავე დროს - არსებული კანონების სრულ უგულვებელყოფასთან;
—მდაბიოს სჯერა ყველაფრის, რასაც ტელევიზორით აცხადებენ, განსაკუთრებით უყვარს კონსპიროლოგიური და პარანორმალური თემები;
— მდაბიოს ლექსიკონში შედის - ბილწსიტყვაობა, გინება, სურჟიკი, არგო, წყევლა, ძრახვა, ქცევა - უტიფრობა, ქედმაღლობა, თავხედობა, უხეშობა, უკმეხობა, სიძულვილი, შური, აბუჩად აგდება, ხულიგნობა;
— მდაბიოსათვის დამახასიათებელია ტენდენცია წაბილწოს ის ადგილი, სადაც ცხოვრობს, ისვენებს და ა.შ., რადგან მას არ შეუძლია გააცნობიეროს, რომ მომავალში აღმოჩნდება საკუთარ ეკსკრემენტებში, რომელსაც დღეს დატოვებს;
— მდაბიოს ორგანულად არ გააჩნია შემოქმედების ან რაიმეს შექმნის უნარი, სამაგიეროდ უყვარს მტვრევა, მსხვრევა, განადგურება, დარბევა;
— ინტელექტუალური შეზღუდულობის და ღრმა უვიცობის გამო მდაბიოს ყველა დროში იყენებდნენ, როგორც იაფ სამუშაო ძალას, რომლის მართვა ძალიან ადვილია;
— გარდა ამისა მდაბიო - კაცობრიობის განვითარების ჩიხია, რომელსაც მიჰყავს ერები და ქვეყნები, სადაც დომინირებს, კრახისკენ.
მდაბიოთა ფენომენის მასობრიობამ, ყველგან მყოფობამ და მუდმივობამ გამოიწვია მდაბიოთა ერთგვარი ფენომენის შექმნა, რაშიც თავისი წვლილი შეიტანა ყველა გამოჩენილმა მოაზროვნემ, დაწყებული უძველესი დროიდან. განსაკუთრებული განვითარება ამ ცნებამ მიიღო ს.კირკეგორის წყალობით, მასობრიობისა და ტოტალიტარული რეჟიმების ეპოქაში.
მაგრამ ყველაზე მოწინავე ბრძენებმაც კი ვერ შეძლეს იმის განჭვრეტა, თუ როგორ მასშტაბებს მიაღწევდა მდაბიოს ფენომენი ინტერნეტისა და სოციალური ქსელების განვითარების შედეგად, რომელიც იძლევა საშუალებას ანონიმურად გამოხატო საკუთარი სისულელე, სიჩლუნგე და ზომბირება.
მდაბიოთა თვითგამოხატვა რუნეტში ცალკე საუბრის თემაა, რომელიც მე უკვე დავიწყე ჩემ ერთ-ერთ წიგნში. ვფიქრობ, რომ მომავალში ეს გახდება ვრცელი კვლევის საგანი ჩვენი შთამომავლებისათვის. ამიტომ მე მივმართავ მდაბიოთ თხოვნით: რაც შეიძლება მეტი მასალა დატოვეთ მომავალი მკვლევარებისათვის! რამდენიმე ჩემ კომპიუტერში უკვე დაგროვდა უზარმაზარი მასალა ამ თემაზე. თუმცა, დეტალური საუბრისათვის დისკუსიებიც საკმარისია ამ საიტზე ...
შეიძლება გაჩნდეს კითხვა: რა საჭიროა მდაბიოს მიმართ დაინტერესება? ღირს კი? ღირს, რადგან მდაბიო - დესტრუქციული ძალაა, ისეთივე საშიში, როგორც ომი. მიმაჩნია, რომ უძველეს სახელმწიფოთა 95% სწორედ მდაბიოებმა გაანადგურეს, და უძველესი დროიდან დღემდე გადარჩა მხოლოდ 5 ქვეყანა (ჩინეთი, ინდოეთი, სპარსეთი, საბერძნეთი და ისრაელი).
რუსულ ლიტერატურაში მდაბიოს შესახებ ბევრს და ხშირად წერდა პრაქტიკულად ყველა დიდი რუსი მწერალი, დაწყებული რადიშჩევით, პუშკინით, ჩაადაევით, გრიბოედოვით და ლერმონტოვით:
ხმა ჩაიკმინდე, უგნურო ხალხო,
ვარამის, ჭირის მონა ვალგახო,
მძაგს შენი სფოთვა და შედავება,
მატლი ხარ მიწის, სხივის არმქონი,
სარგებელს ელი - სასწორზე სწონი
შენ ბელვედერის უკვავ ღვთაებას.
დოსტოევსკის „ეშმაკნი“, კრესტოვსკის „პეტერბურგის ჯურღმულები“, მერეჟკოვსკის „მომავალი უტიფარი“, ბუნინის „კრული დღეები“, სოლოგუბის „წვრილფეხა ეშმაკი“, გიპიუსის „მხიარულება“, პლატონოვის „ჩევენგური“ და „ქვაბული“, თითქმის მთელი გოგოლი, სალტიკოვ-შჩედრინი, ჩეხოვი, ძმები უსპენსკები, ვოლოშინი, ავერჩენკო, კონი, ბელი, ბულგაკოვი, ზოშჩენკო, დოვლატოვი, სოროკინი, სლუცკი, ალეშკოვსკი, გუბერმანი, ნესტერენკო, პელევინი, პონიზოვსკი, ორივე ეროფეევი ...
ადვილია თუ არა ხალხის მდაბიოთ გადაქცევა?
უნდა ვაღიარო, რომ მუშაობს არა მხოლოდ ის, რაც კარგია, არამედ ისიც, თუ რა სურს მდაბიოს. რადგან მდაბიონი მრავლადაა. და რაც უფრო ღრმად მივდივართ, მით უფრო მეტია მდაბიო.
ა.ნოსიკი
რატომ, ვფიქრობდი მე, რატომ არის, რომ მსოფლიოში ნებისმიერი სოციალური კატაკლიზმი იწვევს ბნელი მდაბიოს ზემოთ ამოტივტივებას, რომლებიც აიძულებენ ყველას იცხოვრონ მათი საზიზღარი და კონსპირაციული კანონებით?
ვ.პელევინი
მოთმინების და შეგუების უნარი ასეთ ადამიანებს პირუტყვებად აქცევს.
ძმები სტრუგაცკები
გენიალურმა ჯონატან სვიფტმა, რომელმაც აღწერა, თუ როგორი რთულია გუინგმების (ცხენების) და როგორი ადვილია ადამიანების გასულელება, ხმარებაში შემოიღო შინაარსობრივად ღრმა ცნება „იეჰუ“. „გულივერის მოგზაურობის“ IV ნაწილში აღწერილი იეჰუ - ადამიანის მსგავსი საზიზღარი არსებებია, რომლებიც ბინადრობენ სათნო ცხენების-გუინგმების ქვეყანაში, სიმბოლიზირებენ ადამიანის ბუნებას, რომელიც არ არის გაკეთილშობილებული სულიერებით და კულტურით. ზოგიერთი ლიტერატურული კრიტიკოსი დღემდე, არც თუ უსაფუძვლოდ, მიიჩნევს, რომ იეჰუს ალეგორიაში აისახა სვიფტის პესიმიზმი კაცობრიობის მომავალი ბედის გამო.
ასეა თუ ისე, სვიფტმა ძალიან ზუსტად ასახა იეჰუს ძირითადი თვისებები, რომლებიც ამჟამად ქრესტომატიული გახდა არასრულფასოვანი ფსიქოტიპის შესაფასებლად. ეს ინტელექტუალური და მორალური დეგრადაციაა, აგრესიულობა, მოჩხუბარობა, უნამუსობა, დაუფიქრებლობა, დაუცხრომელი ანგარება, ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიისაკენ მიდრეკილება: „აქ შეიძლება წააწყდეთ ძალიან ნოყიერ ძირებს, თუმცა, ძალიან იშვიათად, და მისი მოძებნა არ არის ადვილი; იეჰუ გულმოდგინედ ეძებს ამ ძირს და დიდი სიამოვნებით წოვს მას; იგი ახდენს მასზე იმავე ეფექტს, რასაც ჩვენზე ახდენს ღვინო. მისი გავლენით, ისინი ხან კოცნიან ერთმანეთს, ხან ჩხუბობენ, ღრიალებენ, იმანჭებიან, რაღაცას ბუტბუტებენ, დადიან ბარბაცით, წაიბორძიკებენ, ტალახში ვარდებიან და იძინებენ“.
წარმოუდგენელი გამჭრიახობით სვიფტმა აღწერა ამჟამინდელი იეჰუს ურთიერთობა მთავრობასთან: „იეჰუს ჯოგების უმეტესობაში მმართველები არიან ყველაზე უგვანო და გულღვარძლიანები მთელ ჯოგში. ყველა ბელადს, როგორც წესი, ჰყავს ფავორიტი, რომელსაც მასთან საოცარი მსგავსება აქვს და რომლის მოვალეობაა ფეხქვეშ გაეგოს ბელადს და მდედრი მიუყვანოს მის ბუნაგში; კეთილგანწყობის ნიშნად მას დრო და დრო აჯილდოვებენ ვირის ხორცის ნაჭერით. ეს ფავორიტი სძულს მთელ ჯოგს, და ამიტომ, უსაფრთხოების მიზნით, ის ყოველთვის თავისი ბატონის ახლოს არის. როგორც წესი, ბელადი რჩება ხელისუფლებაში, სანამ არ მოიძებნება მასზე უარესი; და როგორც კი მას გადააყენებენ, ყველა იეჰუ, ახალგაზრდა და მოხუცი, მამრი და მდედრი, მისი მემკვიდრის მეთაურობით, მჭიდროდ გარშემოერტყმიან მას და თავიდან ფეხებამდე თავისი განავალით დასვრიან.
მე არ ვიზიარებ აზრს სვიფტის მიზანტროპიის შესახებ, რომელიც იყო ჭეშმარიტი ვიზიონერი და გენიალურად განჭვრიტა ხალხთა მასების ტოტალური გამდაბიოების ნათელი ისტორიული ფენომენი. ეს ფენომენი, როგორც გამჭრიახად შენიშნეს ჯერ კიდევ ბერძენმა სატირიკოსებმა, შემდეგ გახდა ღრმა ფილოსოფიური და კულტურული გააზრების საგანი. ს.კირკეგორის, გ.ლებონის, გ.ტარდას, ს.სიგელეს, ფ.ნიცშეს შრომებში საფუძველი ჩაეყარა იეჰუიზირებულ ხალხთა მასების ფილოსოფიას და ფსიქოლოგიას, რომელც შემდგომ განავითარეს ვ.პარეტომ („სოციალისტური სისტემები“), კ.იასპერსმა („ეპოქის სილიერი სიტუაცია“, „გერმანული დანაშაულის პრობლემა“), ხ. ორტეგა-ი-გასეტმა („მასების აჯანყება“), გ.მარსელმა („იყო და გქონდეს“), ე.ფრომმა („თავისუფლებისგან გაქცევა“, „ადამიანური დესტრუქციულობის ანატომია“), ე.კანეტიმ („მასა და ხელისუფლება“), ხ.არენდტმა („ტოტალიტარიზმის სათავეები“, „ადამიანები ბნელით მოცულ დროს“), ს.მოსკოვიჩმა („ბრბოს საუკუნე“), ი.გარინმა (10-ტომეული „იეჰუიზმი“) და სხვ.
ადამიანის ბრბოს გამარტორქების (ზომბირების, მანკურტიზაციის), დემორალიზებული და გამოსულელებული ხალხის იეჰუს ჯოგად ტრანსფორმაციის თემა ხელოვნებაში გახდა თითქმის გენერალური, განსაკუთრებით ტოტალიტარული რეჟიმების წარმოქმნის ზღურბლზე. სვიფტის მოტივები ნათლად იგრძნობა მრავალ მხატვრულ ნაწარმოებში: ჰ.უელსის რომანში „დროის მანქანა“ აღწერილია თანამედროვე ადამიანთა შთამომავლების რასა - ამაზრზენი და არასრულფასოვანი, იეჰუს მსგავსი, მერლოკები, ხოლო რომანში „მისტერ ბლეტსუორსი კუნძულზე რემპოლი“ წარმოდგენილია კანიბალების საზოგადოება, რომლებშიც ალეგორიულად არის ასახული თანამედროვე მასობრივ საზოგადოებათა მანკიერი მხარეები.
კაფკას სულით გამსჭვალულ ე.კანეტის რომანში „დაბრმავება“ ევროპის რეალობა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ წარმოდგენილია, როგორც შეშლილობის ზეიმი. სინკლერ ლუისის რომან-გაფრთხილებაში „ჩვენთან ეს შეუძლებელია“, რომელიც გამოქვეყნდა ევროპაში ფაშიზმისა და ნაციზმის აღზევების პერიოდში, ხალხი აშშ პრეზიდენტად ირჩევს სენატორს ბაზ უინდრიპს, რადგან დაიჯერა პოპულისტური დაპირებები რადიკალური ეკონომიკური და სოციალური რეფორმების შესახებ, ასევე პატრიოტიზმის და ტრადიციული ღირებულებების პროპაგანდა. არჩევნების შემდეგ უინდრიპმა (რომელიც გვაგონებს ამჟამინდელ ტრამპს) მიიღო ქვეყანაზე სრული კონტროლი და დაამყარა ჰიტლერის და SS-ის მსგავსი სამხედრო ძალების ტოტალიტარული მმართველობა.
უილიამ გოლდინგის ალეგორიულ რომანში „ბუზების მბრძანებელი“ ნაჩვენებია, თუ როგორი სისწრაფით ხდება ადამიანის გაველურება კულტურული გარემოს არარსებობის გამო. ავტორი ფაქტიურად იკვლევს კაცობრიობის მორალური დეგრადაციის სათავეებს და ადამიანური საწყისის განადგურებას. „ჩემი უმანკოება მოკვდა, როდესაც „ბუზების მბრძანებელი“ აღმოვაჩინე, რომლის სიუჟეტი ალეგორიული ფორმით გადმოცემს ადამიანთა მოდგმის ბიწიერებას და რამდენად სამართლიანად გააძევეს იგი ბედნიერი ბაღიდან“, - წერდა რომანის „ბუზების მბრძანებლის“ შესახებ „გარდიანის“ მიმომხილველი პიტერ კონრადი. ხორხე ბორჰესის მოთხრობაში „ბროუდის შეტყობინება“ სვიფტის იეჰუ აღმოჩენილი იქნა სამხრეთ ამერიკაში და წარმოადგენდა უკიდურესად დეგრადირებულ ერს. ბორჰესისათვის დამახასიათებელი პარადოქსული მანერით სვიფტის ჩანაფიქრი ახლებურად გააზრებულია ტრაგიკული აბსურდის სულისკვეთებით: მაგალითად, იეჰუს გაუმაძღრობა ოქროთი და ძვირფასეულობით შეცვალა ჭუჭყისა და სიბინძურისკენ მიდრეკილებამ, ხოლო ტომის „ძლიერი მეფეები“ აღმოჩნდნენ უმწეო ხეიბრები და მეზობელ ტომებთან ომში ყველაზე ადრე იღუპებიან.
ტოტალიტარული რეჟიმების მიერ ხალხთა მასის ზომბირების და დეჰუმანიზაციის თემა ცენტრალური ხდება აბსურდის დრამატურგიაში: ე.იონესკოს „მარტორქა“ , ს. ბეკეტის, ჟ.ჟენეს, ა.ჟარის, გ.პინტერის, ვ.ჰაველის შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი ... გვერდი არც ჩვენმა პოეტებმა აუარეს:
ცხოვრების ზღვაში
ერთბაშად აღმოჩნდა
ის ალმასთან ერთად.
და რა?
ალმასი ჩაიძირა,
ხოლო ზევით დაცურავს
ის.
საკუთარმა გონებამ გიკარნახოს,
რა არის შენთვის უკეთესი -
ის თუ ალმასი.
როგორც არკადი ბაბჩენკომ აღნიშნა, ანტიხალხური ხელისუფლება ხალხისგან იღებს ყველაზე საძაგელს. მთელ სიძულვილს, ქსენოფობიას, აგრესიას. ადამიანის ბუნების ყველაზე საძაგელ, ყველაზე სულმდაბალ, ყველაზე შავბნელ თვისებებს. მას ფსკერიდან ამოაქვს და ჰეგემონ კლასად აქცევს არა ლუმპენს, რადგან ლუმპენი შეიძლება არ იყოს აგრესიული, - არამედ აგრესიულ გოპნიკებს.
სწორედ მდაბიოს არსებობა საშუალებას აძლევს ნეკროფილ ბელადებს განახორციელონ ცხოვრებაში მათი „დიადი“, მაგრამ, სინამდვილეში, კაცთმოძულე იდეალები, როგორც ამას აკეთებდნენ ფაშისტები, ნაცისტები და ბოლშევიკები. ამ რეჟიმების დაშლის შემდეგ ადამიანურობის დაბრუნება მოითხოვს უზარმაზარ ძალისხმევას და, როგორც ჩრდილოეთ კორეის, მეფის ან ბოლშევიკური რუსეთის პრაქტიკა გვიჩვენებს, იწვევს გიგანტურ სოციალურ კატაკლიზმებს და ხალხთა მასების გამოუსწორებელ მორალურ დაცემას.
ესსეს დავამთავრებ სვეტლანა ალექსიევიჩის პასუხით მ. ეპშტეინის კითხვაზე:
კითხვა: „გეგმაში ხომ არ გაქვთ გაესაუბროთ რუსთა დღევანდელ „ბობოკისეულ“ თაობას და მათ შესახებ დაწეროთ წიგნი? რადგან ჩვენ თვალწინ იშლება ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლოება მსოფლიო ისტორიაში - ხალხის თითქმის მყისიერი გადაგვარება, მილიონობით ადამიანის გარდაქმნა საიდუმლოებით მოცულ არსებებად, რომლებსაც არ აქვთ თვალები, ყურები, სინდისი და თანაგრძნობა. როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო? რას ფიქრობენ და გრძნობენ ეს ადამიანები მათ დაუფიქრებლობასა და უგრძნობლობაში? მე მესმის, რამდენად მძიმე და საშიშია ასეთი წიგნის დაწერა, მაგრამ ნაკლებად თუ ვინმე შეძლებს ამის გაკეთებას თქვენზე უკეთესად“.
ს.ალექსიევიჩის პასუხი:
„აღარ გამაჩნია მარაგი ამისგან თავის დასაცავად... რატომაა იარაღი ლამაზი? ნაღმის ფორმა. და როგორ გამოიყურება ის, რაც ადამიანისგან რჩება, როდესაც ნაღმზე აფეთქდება? კოვზით აგროვებენ, რომ მშობლებს დნმ-ი მაინც გაუგზავნონ ... რაღაცას აგროვებენ თუთიის კუბოებში. ქირურგი, რომელიც ადამიანს გაკვეთს, ვერ დაიწყებს ტირილს მის გამო. მან ოპერაცია უნდა გააკეთოს. მეც ასე ვმუშაობდი მოთხრობებზე ტრაგედიის შესახებ“.
ისტორიის ყველაზე დიდი ირონია იმაშია, რომ სწორედ უსიცოცხლო და არაერთხელ გასულელებულმა იეჰუმ გამოაცხადა თავი „ყველაზე სულიერად“ იმის მსგავსად, როგორც ჰიტლერმა გამოაცხადა მის მიერ გამდაბიოებული გერმანელები უმაღლეს რასად. სწორედ ამიტომ, როგორც კი მსოფლიოში გამოჩნდება ახალი მიკრომეგასები, რომლებიც მიმართავენ მორიგ „სიდიადეს“ და „პატრიოტიზმს“, სასწრაფოდ უნდა გავეცალოთ იქაურობას, რათა არ გაგვთელოს გადარეულ მარტორქათა ჯოგმა ...
შენიშვნა: რუსების „ბობოკისეული“ თაობა - გაუნათლებელთათვის იხ. ფიოდორ დოსტოევსკის მოთხრობა „ბობოკი“, რომელშიც განვითარებულია ჯ.სვიფტის იდეები.
აფორიზმები მდაბიოს შესახებ
ვოლტერი:
როდესაც მდაბიო მონა იწყებს მსჯელობას - ყველაფერი დაკარგულია.
მ.ტვენი:
თუ შეამჩნიეთ, რომ უმრავლესობის მხარეზე ხართ, ეს იმის უტყუარი ნიშანია, რომ დროა შეიცვალოთ.
ვ.ბორისოვი:
მგლის ხროვაში ყველა მგელმა იცის: ვის წინააღმდეგ შეიძლება დაკრიჭო კბილები და ვის წინააღმდეგ არა. როგორც ჩანს, რუსეთში იგივე წესები მყარდება.
ი.გუბერმანი:
კეთილი, აგვიხსნან ერუდიტებმა
ერთი ჩვეულებრივი მოვლენა:
ყველგან, სადაც ბატონობენ ბანდიტები,
ისინი მგზნებარედ უყვარს მოსახლეობას.
ლ.გუმილიოვი:
ისინი ამბობენ: „ჩვენ ყველაფერზე თანახმა ვართ, მხოლოდ გვასაზრდოვეთ და არაყი მოგვეცით. თუ ცოტას მოგვცემთ, სამნი შევიკრიბებით და ფულს შევაგროვებთ“. მათთვის ადგილს პოულობენ, და ისინიც მრავლდებიან, რადგან სხვა არაფერი აქვთ საკეთებელი. დისერტაციებს არ წერენ. ეთნოგენეზის ინერციული ფაზის ბოლოს უკვე ქმნიან არა მოკრძალებულ მცირე ფენას ეთნიკური ჯგუფის წევრთა საერთო რაოდენობაში, არამედ მნიშვნელოვან უმრავლესობას. და მაშინ ისინი ამბობენ თავის სიტყვას: „იყავით ისეთი, როგორც ჩვენ!“, ანუ ნუ მიისწრაფით იქით, რასაც ვერ შეჭამთ ან ვერ დალევთ ... ნებისმიერი განვითარება გადაიქცევა ოდიოზურ მოვლენად, შრომისმოყვარეობა ექვემდებარება დაცინვას, ინტელექტუალური სიხარული იწვევს რისხვას. ხელოვნებაში ხდება სტილის დაქვეითება, მეცნიერებაში ორიგინალური შრომები განიდევნება კომპილაციებით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში კანონდება კორუფცია, სამხედრო საქმეში ჯარისკაცებს მორჩილებაში ჰყავთ ოფიცრები და გენერლები და ემუქრებიან მათ აჯანყებით. ყველაფერი იყიდება, ვერავის ენდობი, ვერავის დაეყრდნობი, და იმისათვის, რომ იბატონოს, მმართველმა უნდა გამოიყენოს ყაჩაღთა ატამანის ტაქტიკა: ეჭვი შეიტანოს, მოძებნოს და გაანადგუროს თავისი თანამებრძოლები.
ი.ბუნინი:
შიშით ვფიქრობ, ვის შობს ეს სისხლიანი მთვრალი მდაბიო, რომელმაც ხელში ჩაიგდო ძალაუფლება, რა ბედი ელის ჩემ ქვეყანას ორი ან სამი თაობის შემდეგ. თუმცა, რა უნდა ვიფიქრო. ყველაფერი მეტ-ნაკლებად ნათელია. ყველაფერი ღვარძლითაა სავსე, სისხლიანი, გულისრევამდე სიცრუით სავსე, უფხო, წარმოუდგენლად უბადრუკი ...
ა.სოლჟენიცინი:
ვისაც არ ჰყოფნის გამბედაობა, რათა დაიცვას თავისი სული, - ნუ იამაყებს თავისი პროგრესული შეხედულებებით, ნუ იტრაბახებს, რომ აკადემიკოსი და სახალხო არტისტია, დამსახურებული მოღვაწე ან გენერალი. პირდაპირ განუცხადოს თავის თავს: მე ვარ მდაბიო და მშიშარა, ჩემთვის მთავარია ვიყო მაძღარი და მქონდეს სითბო.
მ.ჟვანეცკი:
ასე, რომ ქმედება მარტივია: თუ ერთად დავიწყებთ გარკვევას - გავერკვევით, თუ ერთად გამოვიანგარიშებთ - ანგარიშს გავასწორებთ, თუ ერთად გამოვთვლით - გადავრიცხავთ. თუ რამე არ იცით, - მობრძანდით ყრილობაზე. თავს ნუ დაიტანჯავთ იმის გამო, რომ გაარკვიოთ, რა სურს ყველას... ყრილობაზე! იქ გეტყვიან, რა სურს ყველას. დაუფიქრებლად ცხოვრება არა მარტო ადვილია, არამედ ერთობლივი.
ვ.პელევინი:
რატომ არის, ვფიქრობდი მე, რატომ არის, რომ ნებისმიერი სოციალური კატაკლიზმი მსოფლიოში იწვევს იმ ფაქტს, რომ ზევით ამოტივტივდება ეს ბნელი მდაბიო და იძულებულს ხდის ყველას იცხოვროს მისი საზიზღარი და კონსპირაციული კანონებით?
ძმები სტრუგაცკები:
მოთმინების და შეგუების უნარი ადამიანებს გადააქცევს პირუტყვებად.
ბრიყვებს თავს ევლებიან, ბრიყვებს დიდი ზრუნვით ზრდიან, ბრიყვებს ასაზრდოებენ, და ამას ბოლო არა აქვს ... ბრიყვი ნორმად იქცა, ცოტაც და ბრიყვი გახდება იდეალი, და ფილოსოფიის დოქტორები მის გარშემო ფერხულს გამართავენ. გაზეთებს უკვე გამართული აქვთ. ო, როგორი შესანიშნავი ხარ, ბრიყვო! ო, როგორი მხნე და ახოვანი ხარ, ბრიყვო! ოჰ, როგორი ოპტიმისტური ხარ, ბრიყვო, და როგორი ჭკვიანი ხარ, ბრიყვო, როგორი დახვეწილი იუმორის გრძნობა გაქვს, და როგორ მარჯვედ ავსებ კროსვორდებს! .. მთავარია, არ ინერვიულო, ბრიყვო, ყველაფერი ისე კარგადაა, შესანიშნავად, მეცნიერებაც შენს სამსახურშია, ბრიყვო, ლიტერატურაც, რომ მხიარულად იყო, ბრიყვო, და არაფერზე არ არის საჭირო ფიქრი ... რაც შეეხება ხულიგნებს და სკეპტიკოსებს, რომლებიც მავნე გავლენას ახდენენ, მათ ჩვენ, ბრიყვო, გავუსწორდებით (შენთან ერთად როგორ არ გავოსწორდებით! ).
ს.იანკოვსკი:
ყველა საზოგადოებაში არსებობს მცირე ნაწილი, რომელსაც უწოდებენ მდაბიოს, და ეს ნაწილი ყოველთვის ცდილობს იმოქმედოს მთელი საზოგადოების სახელით.
ს.ტროფიმოვი:
ჩააქრეთ სინათლე, მდაბიო ამოტივტივდა, თითქოს საუფარი ჩააგდეს ეკსკრემენტებში.
ო.ლადიჟენსკი:
მდაბიოს აქვს ერთი თავისებურება: ის ყოველთვის შენ არ ხარ. და ეს შესანიშნავია.
ლ.სუხორუკოვი:
არაფრის გალანძღვა არ უყვართ ისე, როგორც საზოგადოების ნაღებისა.
ო.კუზნეცოვი:
საზოგადოებრივი კიკინის გამოკითხვა.
„გაზენვაგენი“:
ყველაზე უსაფრთხო მონაა ის, რომელსაც ეჭვიც კი არ აქვს, რომ მონაა.
მდაბიოსათვის ყველაზე საშიშია თავისი პატრონის დაკარგვა და თავისუფლების მოპოვება.
ლექსები მდაბიოზე:
თუ მდაბიოთ მსოფლიოში მოსწყინდა, რადგან სამაგიეროს ნებისმიერი გადაუხდის,
- მდაბიო ინტერნეტში პოულობს თავშესაფარს, რათა ცოტა ხნით მარტო დარჩეს.
და ცხოვრებაში დაჩაგრული ჯუჯა, უიღბლო, შურიანი, ტილი,
— ინტერნეტში მეზობლებს ლანძღავს.
ნაძირალა, ყმუილზე გადადის - მოუსვენარი, აგზნებული, წრიპინა,
ვირტუალური ვამპირი - მდაბიო ოწყებს ხმამაღალ გინებას.
ინტერნეტში ის მრისხანე მაჩოა, ათამაშებს ბურცებს და კუნთებს,
რეალურ ცხოვრებაში კი ჩუმად ტირის, სასმელით ავსებს ცარიელ ცხოვრებას!
***
როგორ მტკივა გული რუსეთის გამო,
შეიძლება ყოფილიყო დიდი ქვეყანა,
რომ არ ყოფილიყო ამდენი მდაბიო,
და ხელისუფლებაც რომ ყოფილიყო სხვა.
მაგრამ, ჩვენდა საუბედუროდ,
ხელისუფლება მდაბიოსაა აყოლილი.
***
მდაბიოს საყვარელი გამონათქვამები:
ყველაფერი ღვთისაა და მეფის.
მეფის გარეშე - მიწაც ქვრივია.
მეფის ნება არ განისჯება.
ავის მომასწავებელია, საშიში, მაგრამ მეფის გარეშე არსებობა შეუძლებელია.
მათრახი არ ტანჯავს, არამედ სიკეთეს ასწავლის.
ანათებს ერთი მზე ცაში, ხოლო დედამიწაზე - მეფე.
მეფე ეფერება, ბოიარები კი ართმევენ.
ჩაგვრა მეფეებისგან კი არ მოდის, არამედ მათ მიერ გამორჩეული ადამიანებისაგან.
მეფე მესერიდან ვერაფერს ხედავს.
მეფემ არ იცის, რას აკეთებს ძაღლების მომვლელი.
ესსეს დავამთავრებ ფენომენის ზუსტი და მოკლე აღწერით - რადიშჩევის ციტატით: "Чудище обло, озорно, огромно, стозевно и лаяй"...
ადამიანთა და ხალხთა ზომბირება და დეზომბირება
სატელევიზიო ზომბირების ფიზიოლოგიურმა ეფექტმა შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლის ხანგრძლივობის მკვეთრი შემცირება.
ხელისუფლების მიერ ხალხის ზომბირებას ყველა დროში ჰქონდა ადგილი. რადგან ძალაუფლების ბუნება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ფსიქიკაზე ძალაუფლებას - გასულელებულ ადამიანთა ცნობიერებასა და განსაკუთრებით ქვეცნობიერზე. რადგან ადრეული ბავშვობიდან ტვინის პერმანენტული გამორეცხვა უადვილებდა ხელისუფლებას ხალხის გარდაქმნას მორჩილ და სამუშაო პირუტყვად. ზოგიერთ ერს ჩვევა დანებდეს „მოთვინიერებას“ ისე აქვს გამჯდარი ცნობიერებაში, რომ ხელისუფლებას მინიმალური ძალისხმევა სჭირდება მისი ეგოისტური მიზნების მისაღწევად.
ზომბირების ტექნოლოგია ყოველთვის ფეხშეწყობით დააბიჯებდა მეცნიერებასთან ერთად, მოხდა მისი ტრანსფორმირება მარტივი, ნეოლითური ფორმებიდან რეალური მასობრივი განადგურების იარაღის შექმნამდე, რომელიც ეფუძნება სისტემატურ ზემოქმედებას ადამიანის ფსიქიკაზე. მე ვიტყოდი, რომ ზომბირება - ადამიანის გონების დეფორმაციაა უზენაეს ხელისუფალთა საამებლად, და რაც უფრო ტოტალიტარულია ხელისუფლება, მით უფრო ძლიერია ზომბირება. ზომბირება მით უფრო საშიშია, რაც უფრო ღრმად აღწევენ საწმყსოს ქვეცნობიერში „მოძღვრები“, რომლებიც წინ მიუძღვიან „ფარას“ .
„რამდენიმე პროფესიული პასი „ზომბოყუთზე“, და, როგორც იტყვიან, ერთგული ქვეშევრდომი „ბრბო“ უკანასკნელ პერანგს გაიღებს. მთავარია არ გადაამლაშონ, არ ხელყონ მათი წმიდათაწმიდა - „დასალევი“, დანარჩენს თავად გაიღებენ! ვერცხლის ლანგარზე მიართმევენ“.
მავნე და დესტრუქციული ზომბოდანადგარების არსენალი ნამდვილად უსაზღვროა. ხელისუფლება, ეკლესია, „სულიერი ლიდერები“ პარაზიტირებენ და სპეკულირებენ „სამწყსოს“ ტომობრივი კუთვნილებით, ბრბოს ნეოლითურ-ისტორიამდელი გადმონაშთებით, ეროვნული ამბიციებით, ფსევდოხალხურობით, უმაღლესი რასით, ნათელი მომავლით, მაღალი სულიერებით, ხალხთა სულიერი თანამეგობრობით, მართლმორწმუნეობით, შესანიშნავი წარსულით და დიადი მომავლით, არარსებული ისტორიული მიღწევებით და არარსებული „დიდი გამარჯვებებით“, დაღუპულ გმირთა სახელებით, უდანაშაულოთა ტანჯვით, საეჭვო სამხედრო მამაცობით, საომარი ფსიქოზით, მამა-პაპებით, რომლებმაც ყველა მტერი დაამარცხეს, „ერთიანობით და ძლიერებით“, პატივითა და ღირსებით, სიამაყით და შიშით, მშობლიური არყის ხეებით, პირად სიკეთეზე უარის თქმით, ადამიანთა ღრმა და მანკიერი შინაგანი მისწრაფებებით, ცნობიერების უმეცრებით, მანიებით და ფობიებით, სულიერი ხულიგნობის ფენომენით, დამცირებულობითა და შეურაცხყოფილობით, უმეცარი მასების ვერაგული ცდუნებით და ქვენა გრძნობებით, შურით, ამაოობით და სხვებისადმი სიძულვილით, ქედმაღლობით და უპირატესობით, უპასუხისმგებლობით, პლებსის ანგარებით და ჟინით, რწმენით და ურწმუნოებით, ხელისუფლებისა და ეკლესიის კავშირით, მტრული გარემოთ, ხალხის მეხსიერებით და გულმავიწყობით, სიწმინდით, პატრიოტიზმით, ნიჰილიზმით, სიკეთის ბოროტებაზე მომავალი გამარჯვებით და ა.შ.
სპეციალისტებმა გამოავლინეს ტელევიზიით გამოწვეული შიდსის სიმპტომები - ხანგრძლივი სისუსტე, დეპრესია, გაჭიანურებული რესპირატორული დაავადებები, კუნთების და სახსრების ტკივილი.
სამწუხაროდ, ეს ასეა: თუ მასობრივი ზომბირების საშუალებები შემუშავებულია თითქმის სრულყოფილებამდე, დეზომბირების ტექნოლოგია ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაშია. ეს შესანიშნავად აჩვენეს მეორე მსოფლიო ომის შედეგებმა, როდესაც ამერიკელები პირისპირ აღმოჩნდნენ გერმანელი და იაპონელი ხალხის ძირითადი მასის გონზე მოყვანის პრობლემის წინაშე. აღმოჩნდა, რომ ცნობიერების ეკოლოგია კიდევ უფრო რთულია, ვიდრე ხასიათის ეკოლოგია, ამიტომ გერმანელი და იაპონელი ხალხის ნაციზმით დეფორმირებული ცნობიერების გასაწმენდად საჭირო გახდა ძალიან ძლიერი, და მე ვიტყოდი, მორალთან შეუსაბამო საშუალებების გამოყენება - ატომური აფეთქებების ჩათვლით.
ფართო გაგებით, ზომბირებაში უნდა ვიგულისხმოთ ადამიანის ცნობიერებაში სტერეოტიპთა სისტემის იძულებითი დანერგვა, რომელიც აბსოლუტურად ართმევდა მას თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას პირადი გადაწყვეტილების მიღებისას, რეალურად აქცევდა ბიოავტომატად, რომელსაც ფსიქოლოგიურად აკონტროლებდა ხელისუფლება თავისი ინტერესების საამებლად. ზომბირებული ადამიანი თითქოს მუდმივად პერმანენტულ ჰიპნოზშია და რეალურად არ იცის, რას აკეთებს. გაბოროტებული ზომბი, რომელსაც სძულს ყველა სხვა, ვინც არ შედის მათ სამწყსოში, მხოლოდ ბრმა იარაღი კი არ არის ხელისუფლების ხელში, არამედ ზომბოინფორმაციული ვირუსის აქტიური გადამდებია, ანუ ინფორმაციული პათოგენობის მატარებელი.
ზომბირებული ადამიანები არ არიან არც გადაგვარებულები, არც ნაძირალები და არც გაბოროტებული ტიპები. უბრალოდ ინფორმაციის წყაროებისადმი ხელმისაწვდომობა და სიტყვის თავისუფლება მათ შეუცვალეს ზომბოყუთით, და ზრდასრულები, ისევე, როგორც პატარა ბავშვები, რომლებიც ბრმად ენდობოდნენ საკუთარ მშობლებს, რობოტებად გადაიქცნენ. მათ საერთო არაფერში დაადანაშაულებთ: არ შეიძლება გძულდეთ მოტყუებული ბავშვები ... ამიტომ, შეუძლებელია საუბარი „ზომბების შესახებ, რომლებმაც შესანსლეს საკუთარი ტვინი, მაგრამ სრულიად დასაშვებია საუბარი მბრძანებლური „ხალხის ტვინიჭამიების“ შესახებ ...
ზომბოყუთს ნამდვილად შეუძლია გარდაქმნას გულუბრყვილო, ნაკლებად მოაზროვნე ადამიანები მყვირალა პროტოპლაზმად დროშით ხელში და ქაფით პირზე. და მაშინ ცოლები მართლაც უარს აცხადებენ მათ დაღუპულ ჯარისკაც- ქმრებზე, მშობლები თავისი დუმილით - ტყვედ ჩავარდნილ შვილებზე, ხოლო შვილები მიდიან დაღუპული მამების საფლავებზე იმ ადამიანთა პორტრეტებით ხელში, ვინც დასაღუპად გაიმეტა ისინი ...
ნებისმიერი ტოტალიტარული რეჟიმის მთავარი საყრდენია შიში, ძალადობა, ომი, სიღარიბე, ბანაკები, ზომბოყუთი. უფრო მეტიც, დღეს პროპაგანდა, ზომბირება, მოსახლეობის გამოდებილება იქცა გარობოტების საოცრად ძლიერ იარაღად. მე უფრო გავაღრმავებდი ამ აზრს: ჰიტლერის და სტალინის შემდეგ თითქოს შეუძლებელი იყო ადამიანებს ისე მოქცეოდნენ, როგორც ეს აამებდათ პუპენმეისტერებს: თუ ვერ აიძულებდნენ შეეჭამათ თავისი ტვინი, გაეგზავნათ ტერორიზმთან საბრძოლველად, ომში, მისთანების, ასე ვთქვათ, საკუთარი „ძმების“ მასობრივ სასაკლაოზე. მაგრამ აღმოჩნდა, რომ არა თუ შესაძლებელია, არამედ ძალიან მარტივი და რეალურიცაა: ათი-თხუთმეტი წელი ზომბირება, და მოსახლეობა მზად არის ყველაფერი ირწმუნოს, საკუთარ თავს არ დაუსვას არც ერთი, თუნდაც ელემენტარული კითხვა, მთლიანად დაკარგოს ინფორმაციის კრიტიკული აღქმის უნარი.
სამწუხარო ის არის, რომ ინტელიგენცია, სამღვდელოება, მეცნიერები ხელისუფლების მხრიდან საშინელი ზეწოლის გამო, არა მხოლოდ მზად არიან თანამონაწილეობა მიიღონ ხალხთა მასების ზომბირების პროცესში, არამედ აკეთებენ ამას ენერგიულად, ნიჭიერად, პათოსურად და ვირტუოზულადაც: ტყუილი, ცილისწამება, „სიძულვილის ხუთი წუთი“, იარლიყების მიწებება ხელისუფლების ოპონენტებისათვის - ამით არ არის ახლა დაკავებული creme de la creme?
ტოდორ დიჩევმა ზომბირებას უწოდა ლეგალიზებული სატანიზმი და ფსიქოტრონული მონობა, რომელთან საბრძოლველად საჭიროა გრძელვადიანი და კომპლექსური რეაბილიტაცია, რომელიც სცილდება თვითგანათლების, განათლების და თერაპიის ზღვარს. როგორც ვხედავთ, თუ ზომბირების ტექნოლოგია სრულყოფილია ხელისუფლების მიერ, რეაბილიტაციის ტექნოლოგია ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაშია. სხვა სიტყვებით, ზომბირების პროგრამის წაშლა ადამიანის ცნობიერებიდან და განსაკუთრებით ქვეცნობიერიდან უფრო რთულია, ვიდრე ამ პროგრამის ჩაწერა. ეს დაკავშირებულია რესურსების შეუთავსებლობასთან, რომელიც იხარჯება პირველსა და მეორეზე.
ზომბირებას ხშირად თან ახლავს თვითშთაგონება, ანუ პერსონალური ხასიათის პათოლოგიური დარწმუნების განვითარება. თავის ერთ-ერთ ტელეექსპერიმენტში ტოდორ დიჩევმა აღმოაჩინა, რომ სატელევიზიო ზომბირების ფიზიოლოგიურმა შედეგებმა შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლის ხანგრძლივობის მკვეთრი შემცირება.
ტელეექსპერიმენტში მონაწილება მიიღო საუკეთესო ჯანმრთელობის მქონე 30 მოხალისემ. ისინი გააფრთხილეს ტელეშთაგონების შესაძლო ნეგატიური გავლენის შესახებ ფსიქიკაზე. საუბარი იყო ტელევიზიით უცხო ენის მასიური სწავლების შესახებ მსუბუქი ჰიპნოზის გამოყენებით - შთაგონებით, ერთ-ერთი ცენტრის დათრგუნვით სხვების აღგზნების ხარჯზე. ამავე დროს, შეამოწმეს მოხალისეთა ორგანიზმის სამედიცინო მაჩვენებლები. აღმოჩნდა, რომ „გაკვეთილების“ დროს ფსიქიკაზე ჰიპნოზურმა ზემოქმედებამ გამოიწვია ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები: პულსის ცვლილება, მაღალი წნევა, თავბრუსხვევა, გულისრევა. ექიმებმა დაჟინებით მოითხოვეს ტელეექსპერიმენტის სასწრაფოს შეწყვეტა. მაგრამ ნეგატიურ ცვლილებათა შეჩერება ტელეექსპერიმენტში მონაწილეთა ჯანმრთელობაში ექიმებმა ვერ მოახერხეს. ექსპერიმენტული ტელეშთაგონება ტრაგიკულად დასრულდა. რამდენიმე წლის შემდეგ რამდენიმე ადამიანი ჯგუფიდან სერიოზულად გახდა ავად, ზოგიერთი კი გარდაიცვალა. შვიდი წლის შემდეგ ცოცხალი აღარავინ დარჩა. რატომ გაანადგურა ასე სწრაფად მსუბუქმა ჰიპნოზმა ძლიერი ორგანიზმი? აღმოჩნდა, რომ უმნიშვნელო შთაგონება გადაიქცა საკმაოდ ძლიერად ტელევიზორის გამაძლიერებელი თვისებების წყალობით. ასეთმა დარტყმამ დაარღვია ექსპერიმენტის მონაწილეთა ორგანიზმის ჰომეოსტაზი. სწორედ ამ შავი ხვრელისკენ გაემართა ყველა დაავადება.
ზომბირების მასობრივი საშუალებების ან ფსიქიკის პროგრამირების შორის ყველაზე სახიფათოა სატელევიზიო. პირველ რიგში, იგი დამანგრეველ შთაგონებას ახდენს მრავალმილიონიან აუდიტორიაზე. მეორე, ტელევიზორი აძლიერებს შთაგონებას 25-30-ჯერ. მესამე, შთაგონების ზოგიერთი ტექნოლოგია, მაგალითად, ექსტრასენსის სპეციალური ფრაზების და ხერხების გამოყენება მოქმედებს ცნობიერებაზე, როგორც დიდი ურო, ამასთან არ იწვევს ეჭვს გულბრყვილო ადამიანებში. დიდი უროს მსგავსი ფრაზები, სპეციალური ნარკოტიკული რიტმი, ემოციათა ღიტინი, მრავალჯერ გაძლიერებული ტელევიზორის მიერ, ბლოკავენ ტვინის ყველაზე მნიშვნელოვან ცენტრებს, ჩრდილავენ ტელეპაციენტთა გონებას და „თიშავენ“ მათ რეალობიდან.
ჩვენ ვერც კი ვაცნობიერებთ „სამწყსოს“ ცნობიერების დეფორმაციის უსასრულო შესაძლებლობებს კარგად აწყობილი პროპაგანდით. ნიჭიერ ტელეწამყვანებს საკმაოდ კარგად შეუძლიათ ექსტრასენსებს გაუწიონ კონკურენცია ქვეცნობიერში ღრმად შეღწევის და ორგანიზმში ბუნებრივის დარღვევის თვალსაზრისით. ეიფორიას, შიშს, შვების ცრუ შეგრძნებას, ემოციების ექსპლუატაციას არა მხოლოდ შეუძლია მთლიანად დაბლოკოს გონება, არამედ რადიკალურად შეცვალოს ჰორმონალური ბალანსი, გულის და ტვინის ძარღვების მდგომარეობა, ამასთან „ცნობიერების ასეთი დამუშავების“ ან მისი „პროგრამირების“ შედეგები გრძელვადიანია და ხშირად იწვევენ ორგანულ დაზიანებებს. დადგენილია, რომ ტელეშთაგონების შემდეგ ადამიანის ორგანიზმის უჯრედები თითქოს უნებისყოფო ხდება და ჰიპნოზის დროს ავტომატურად ასრულებს სატელევიზიო ან ექსტრასენსული მბრძანებლის პროგრამებს, ბრძანებებს და რეზონანსულ განკარგულებებს. აქედან გამომდინარე ორგანიზმში ჩნდება ქაოსი და ნგრევა. ეს ერთგვარი სატელევიზიო შიდსია, რომელსაც სპეციალისტები ზოგჯერ უწოდებენ ბიოენერგეტიკულ ნეიროენდოკრინულ იმუნურ დეფიციტს.
ექსპერტებმა გამოავლინეს სატელევიზიო შიდსის სიმპტომები - ხანგრძლივი სისუსტე, დეპრესია, გაჭიანურებული რესპირატორული დაავადებები, კუნთების და სახსრების ტკივილი, მეხსიერების გაუარესება, ქრონიკულ დაავადებათა ხშირი გამწვავება ... მიმაჩნია, რომ მსოფლიო ტერორიზმის ზრდა მნიშვნელოვნადაა განპირობებული ცნობიერების ვირტუოზულად დამუშავებით - და მკვეთრი შემცირებით მკვლელების-სასიკვდილოდ განწირულ ადამიანთა სიცოცხლის მკვეთრი გაუფასურებით ...
მე ეჭვი მეპარება ფართოდ პროპაგანდირებული ფსიქოტრონული იარაღის არსებობაში, რომელიც ზეგავლენას ახდენს ადამიანის ტვინსა და ცნობიერებაზე გამოსხივების სპეციალური გენერატორების გამოყენებით, მაგრამ ეჭვი არ მეპარება ნამდვილ „ტვინის მბურღავთა“ რეალურ ზემოქმედებაში, რომლებიც აკონტროლებენ „სამწყსოს“ გონებას სიტყვით და ჟესტით, იჭრებიან არა ადამიანის თავში, არამედ მისი ცნობიერების სიღრმეში. უფრო მეტიც, ფსიქოტრონული იარაღი შექმნილი რომ ყოფილიყო, მას აქვს ტერიტორიული შეზღუდვა, ხოლო ტელევიზორი „მოიცავს“ მთელ მოსახლეობას, აპროგრამებს მასების ქვეცნობიერს ცნობიერების დამუშავების კრიმინალური პროგრამების შემქმნელთა საამებლად. ფაქტობრივად, ერთადერთი სწორი გზა არ დანებდე ტელეზომბირებას - ტელევიზორის გამორთვაა.
ჩვენ უკვე დაგვავიწყდა კოლოსალური, ტიტანური ძალისხმევა, რომელიც მიმართული იყო გერმანელების დენაციფიკაციასა და იაპონელთა დემილიტარიზაციაზე. როდესაც ვსაუბრობთ უახლოეს პოლიტიკურ მომავალზე, ბევრს რატომღაც შეუმჩნეველი რჩება მოსახლეობის მასობრივი გაბრუების და სოციალური დესტრუქციის პრობლემა უზარმაზარ ტერიტორიებზე. შესაძლებელია კი, პრინციპში, ადეკვატურობისკენ დაბრუნება უხილავი, შეუცნობელი სამყაროდან, რომელშიც ცხოვრობს მოსახლეობის უმრავლესობა, ცხოვრობს მის ირეალურ სამყაროში და არ სურს არაფრის შეცვლა?
თითქმის არავინ ფიქრობს ხალხის ცნობიერებაზე გრძელვადიანი და ბოროტად განზრახული ზემოქმედების შედეგებზე, სიცრუის სიმართლით შეცვლის პრინციპულ შესაძლებლობაზე. ძალიან დიდი ალბათობით არავის და არაფერს არ შეუძლია აიძულოს ხალხი აღიქვამს რეალობა, როგორც ეს არის, და არა ისე, როგორც ამას კარნახობს ტელევიზია. რადგან ჩვენ დროში ბევრი ქვეყანა და იმპერია დაიშალა ზუსტად ამ მიზეზის - ტერორისტული ხელისუფლების მიერ ზომბირებული და დაშინებული მოსახლეობის სრული დეგრადაციის გამო.
რუსეთი არა მხოლოდ ნათელი ილუსტრაციაა იმისა, რაც ითქვა, არამედ, ალბათ, ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ბრეიკდაუნი მოხდა სამჯერ საუკუნეში. 1917 წელს დაიშალა რუსეთის იმპერია, 1991 წელს - ტოტალიტარული და ზეზომბირებული საბჭოთა კავშირი. ახლა დამყარებულია სიცრუისა და ტყუილის ყველა მსოფლიო რეკორდი. მისტერ პუტინს სწრაფად მიჰყავს ქვეყანა საბოლოო განადგურებისაკენ. რადგან პრინციპი „ცხოვრებაში ყველას უწევს გადახდა და პასუხისგება“ არავის გაუუქმებია ...
: „ქვეყანა, რომელიც დაძაბულად ელოდებოდა უცხო ტომის ბარბაროსებს, მაგრამ ვერ დაელოდა, შეიძლება დაიღუპოს საკუთარი ბარბაროსებისგან“.
-------
Serial killers ruin families. Corporate, political and religious psychopaths ruin economies and societies." R. Hare Criminal Psychologist
http://www.pathocracy.net/
People who accept you EXACTLY as you are. Don't let them go."- Jacqueline Kabat
"Nothing is more threatening and confusing to an angry person consumed with fear than a free spirit. It pisses them off." Jacqueline Kabat
თარგმანი (C) მ.ფ.ლ"Nothing is more threatening and confusing to an angry person consumed with fear than a free spirit. It pisses them off." Jacqueline Kabat
05.15.2017
სარედაქციო
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised