ლეონიდ ლევიტი
ეგოიზმი, პიროვნული უნიკალურობა, ნარცისიზმი: მსგავსება და განსხვავება
საკვანძო სიტყვები: ეგოიზმი; პიროვნული უნიკალურობა; ნარცისიზმი; ბედნიერება; გედონიზმი; თვითრეალიზაცია; ვალიდურობა; საიმედოობა.
ანოტაცია.
ჩვენ მიერ შემუშავებულმა “პიროვნებაზე ორიენტირებულმა ბედნიერების კონცეფციამ“, რომელშიც აღწერილია ინდივიდის თვითრეალიზაციის პროცესში “ეგოიზმის“ და “პერსონალური უნიკალურობის“ სისტემათა ურთიერთქმედება, მოითხოვა მოცემული კონსტრუქტების და „ნარცისიზმის“ ცნების შედარებითი და დისკრიმინაციული ანალიზის ჩატარება, რომელთა მსგავსება და განსხვავება მოცემულია სხვადასხვა ავტორთა თეორიულ ინტერპრეტაციაში. როგორც „ეგოიზმის, პიროვნული უნიკალურობის“ კითხვარის შედეგებმა აჩვენეს, „ნარცისული პიროვნების თვისებების“ კითხვართან შედარებით, პიროვნებაზე ორიენტირებული ბედნიერების კონცეფციაში ზომიერი დადებითი კორელაცია „ეგოიზმისა“ და „ნარცისიზმის“ ცნებებს შორის უფრო ხშირად ვლინდება „საბაზო“ ეგოიზმის მეორე, უფრო დაბალ დონეზე, შემდეგ მცირდება ორივე სისტემის მეოთხე, უმაღლესი დონის მიმართულებით. „ეგოიზმის, პიროვნული უნიკალურობის“ კითხვარის საკმაოდ მაღალი შიდა საიმედოობა და გარე ვალიდურობა იძლევა იმის საშუალებას, რომ იგი შესაფერის ინსტრუმენტად იქნას მიჩნეული პიროვნებაზე ორიენტირებული ბედნიერების კონცეფციის ძირითადი კომპონენტების, ინდივიდის თვითრეალიზაციის თავისებურებათა საზომად.
2006-2012 წწ. ჩვენ შევიმუშავეთ პიროვნებაზე ორიენტირებული ბედნიერების ცნება, რომელშიც ინდივიდის თვითრეალიზაცია აღწერილია ორი სისტემის: „პიროვნული უნიკალურობის“ და „ეგოიზმის“ ურთიერთქმედების გზით (ნახ. 1). თითოეული სისტემა თავის მხრივ 4 დონისგან შედგება, რომელიც წარმოადგენს სუბიექტის ცხოვრების ეტაპებს. თანდათან გამოვლინდა, რომ პიროვნებაზე ორიენტირებულ ბედნიერების კონცეფციას შეუძლია XX საუკუნის დასაწყისის და მეორე ნახევრის პიროვნების თეორიათა (ზ.ფროიდის, ე. ბერნის, რ. ასაჯიოლის, კ. იუნგის, ა. მასლოუს და კ. როჯერსის კონცეფციები) ინკორპორირება, ასევე თანამედროვე ფსიქოლოგიურ ცნებათა ინკორპორირება, რომელშიც აღწერილია ინდივიდის მიერ ბედნიერი და სრულყოფილი ცხოვრების მიღწევა მისი პიროვნული პოტენციალის რეალიზაციის გზით (ე. დესის და რ. რაიანის, კ. რიფის და ბ. სინგერის,მ. ჩიკსენტმიჰაის, ა.უოტერმინის თეორიები).
დეტალური ანალიზი და შედარება ჩატარებულია ჩვენ ბოლო მონოგრაფიასა და სამეცნიერო სტატიებში (5; 7; 8; 10; 25).
პრობლემის დასმა. ამ სტატიის მთავარი მიზანია ძირითადი კონსტრუქტების თეორიული და ექსპერიმენტული გამიჯვნა, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენ კონცეფციასთან („ეგოიზმი“, „პიროვნული უნიკალურობა“, „თვითრეალიზაცია“) და ფართოდაა გავრცელებული სამეცნიერო, კლინიკურ და პოპულარულ ლიტერატურაში ტერმინით „ნარცისიზმი“ და მასთან დაკავშირებული ტერმინებით „პიროვნების ნარცისული თვისებები“, „პიროვნების ნარცისული აშლილობა“ და ა.შ. ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ ცნებათა ორივე ჯგუფი ფართო ინტერპრეტაციის გამო, მთლიანად ან ნაწილობრივ „გადაფარავენ“ ერთმანეთს და ქმნიან გარკვეულ დაბნეულობას, ასევე იმიტომ, რომ ტერმინს „ეგოიზმი“ ბუნდოვანი საზღვრები აქვს თანამედროვე რუსულენოვან ფსიქოლოგიაში, რადგან თითქმის არ გამოიყენება.
ნახ. 1. პიროვნებაზე ორიენტირებული ბედნიერების კონცეფცია
რადგან „ეგოიზმის“ ცნების კავშირი ბედნიერების მიღწევასთან არ არის ნათელი მკითხველთა უმრავლესობისათვის, ჩვენ გადავწყვიტეთ ყურადღება დავუთმოთ ამ თემის გახსნას, რამდენადაც ამის საშუალებას მოგვცემს სტატიის მოცულობა და ჩარჩოები. ამ ცნებათა ურთიერთკავშირის უფრო დეტალური ანალიზი მოცემულია ჩვენ სხვა სტატიაში (9).
ბედნიერება და ეგოიზმი. ერთ-ერთი პირველი გამოჩენილი ფსიქოლოგი, რომელმაც მიუთითა „ბედნიერებისა“ და „ეგოიზმის“ ცნებათა სიახლოვეზე, ზიგმუნდ ფროიდია: “ინდივიდუალური განვითარება წარმოგვიდგება, როგორც ორი მისწრაფების ინტერფერენციის პროდუქტი: ბედნიერებისკენ სწრაფვა, რომელსაც ჩვეულებრივ ვუწოდებთ „ეგოისტურს“, და სხვებთან საზოგადოებაში გაერთიანების სურვილი, რომელსაც ვუწოდებთ „ალტრუისტულს“ (15, გვ. 120).
თუ პოზიტიური ფსიქოლოგები, რომლებიც შეისწავლიან ბედნიერებას, არ მიიჩნევენ საჭიროდ გამოთქვან გარკვეული მოსაზრება ადამიანის ეგოიზმის შესახებ, როგორც „ნეგატიურად დატვირთულ“ ცნებაზე, ეგოიზმის მკვლევარები ღიად საუბრობენ მის შესახებ, როგორც ბედნიერების მიღწევის საშუალებაზე. ამის ტიპიური მაგალითია: „თუ ადამიანის ყველა ქმედება მოტივირებულია ბედნიერების სურვილით, ამ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს, რომ ფსიქოლოგიური ეგოიზმი მტკიცედაა დამკვიდრებული“ (28). აღსანიშნავია, რომ ამ ავტორთა თვალსაზრისით, ყველა ჩვენი „უკანასკნელი“ სურვილი და ღირებულებები (რომელსაც აღწევენ საკუთარი თავისთვის და არ წარმოადგენს საშუალებას რაღაც შემდეგისთვის) ეგოისტურია. ხოლო ბედნიერება ეკუთვნის „უკანასკნელ“, არაინსტრუმენტულ ღირებულებებს (ultimate value).
პირველ რიგში, ეგოიზმი უნდა განისაზღვროს, როგორც „თეორია, რომლის თანახმად, ინდივიდის „მე“ არის და უნდა იყოს მის საკუთარ ქმედებათა მოტივაციის საფუძველი და მიზანი“ (26). მის ქცევაში მსგავსმა სუბიექტმა შეიძლება გამოავლინოს მიდრეკილება საკუთარი გამორჩენისა და სიამოვნებისკენ (21). ყოველდღიური ცნობიერების დონეზე ამ ცნებისადმი ნეგატიური დამოკიდებულება, როგორც ჩანს, უკავშირდება ეგოიზმის გაიგივებას არა მხოლოდ „საკუთარი სასარგებლობის“, არამედ „სხვებისთვის მიყენებულ ზიანთან“.
ტერმინი „ეგო“ მომდინარეობს „მე“-ს ლათინური მნიშვნელობიდან. აღსანიშნავია, რომ ინგლისურ ენაში სიტყვის „egoism“ სინონიმია „selfishness“, რომელიც მომდინარეობს სიტყვიდან „self“ და ასევე ნიშნავს „მე“-ს. ამგვარად, ეგოიზმის „აჩრდილი“ თავს დასტრიალებს ყველა მეცნიერებას, რომელიც შეისწავლის ადამიანის შინაგან სამყაროს და ქცევას.
ამბივალენტურობა, რომელიც არსებობს „ეგოიზმის“ ცნებასთან მიმართებაში, და მასთან დაკავშირებული „დაფარვის ფიგურები“, წარმოდგენილია ერიხ ფრომის ერთ-ერთ ნაშრომში: „თანამედროვე კულტურა გამსჭვალულია ტაბუდადებული ეგოიზმით. ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ ეგოისტურობა ცოდვაა, ხოლო სხვების სიყვარული კეთილშობილურია. რა თქმა უნდა, ეს მოძღვრება უხეშად ეწინააღმდეგება თანამედროვე საზოგადოების პრაქტიკას, რომელიც მიიჩნევს, რომ ადამიანის ყველაზე ძლიერი და ლეგიტიმური მისწრაფება ეგოიზმია...“ (16, გვ 560.). სწორედ ამიტომ, ადამიანის მიმართ გამოთქმული სურვილი „ნუ იქნები ეგოისტი“ ასევე ბუნდოვანია, რადგან შეიძლება ნიშნავდეს დირექტივას „არ გიყვარდეს საკუთარი თავი“ და „იყო ის, ვინც ხარ“, და ამით დაითრგუნოს პიროვნების სპონტანური და თავისუფალი განვითარება (16, გვ. 564).
კიდევ ერთ თანამედროვე ნაშრომში აღნიშნულია, რომ, ერთი მხრივ, სუბიექტისათვის სასარგებლოა ეგოისტური მოტივაცია, ზრუნვა მხოლოდ საკუთარ თავზე, მაგრამ, მეორე მხრივ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამის შესახებ გულახდილი საუბარი სხვებთან. ქცევის ასეთი სტრატეგია, აღნიშნავს ავტორი, ეჭვის ქვეშ აყენებს ეგოიზმის ზნეობრივ უმწიკვლობას (30).
ეგოიზმის „გველის ტყავთან“ შედარება რუსი ფილოსოფოსის ი.ილინის (3) ნაშრომში მიუთითებს იმავე ბუნდოვან დამოკიდებულებაზე ამ ცნების მიმართ. ერთი მხრივ, ეგოიზმი ასრულებს დამცავ ფუნქციას, წარმოადგენს ადამიანისათვის სასარგებლო „გარსს“, ხოლო, მეორე მხრივ, გველის მეტაფორა მიანიშნებს ეგოიზმის სიმდაბლეზე.
ფსიქოლოგიამ, როგორც მეცნიერებამ, რომელიც იკვლევს თითოეული ადამიანის შინაგან სამყაროს, თავიდან ვერ აიცილა „ეგოიზმთან“ შეხვედრა, რომელიც მეტნაკლებად მკაფიოდ ვლინდება მრავალ, საყოველთაოდ აღიარებულ თეორიაში. ამ სახის ერთ-ერთ ყველაზე ყოვლისმომცველ კვლევათა ავტორები (33) თანმიმდევრულად ახდენენ ეგოიზმის იდეოლოგიის სიჭარბის დემონსტრირებას ზ. ფროიდის, ნეოფროიდისტების (გ. სალივანი, კ. ჰორნი, ე. ფრომი), ჰუმანისტური ფსიქოლოგების (ა. მასლოუ, კ.როჯერსი) კონცეფციებში, სოციალური მოძღვრების თეორიებში (ა. ბანდურა), ასევე ზოგადი ფსიქოლოგიის, სოციალური ფსიქოლოგიის და ფსიქოთერაპიის სხვა თანამედროვე მიმართულებებში. ავტორები პრაქტიკულად შეუძლებლად მიიჩნევენ ეგოისტური მოტივაციის მთლიანად თავიდან აცილებას, რადგან ჩვენთვის „იყო მოტივირებული, გააკეთო რამე საკუთარი სურვილის დაკმაყოფილების მოლოდინის გარეშე, შეიძლება გამიწვიოს წინააღმდეგობა ცნებებში. როდესაც ჩვენი სურვილები და მოთხოვნილებები კმაყოფილდება, ჩვენ ბედნიერი ვართ“ (33, გვ. 200).
ეგოიზმის ერთ-ერთი ფორმაა ჰედონიზმი (31). თუ ეგოიზმი დაკავშირებულია ადამიანის საკუთარი თავისადმი ინტერესთან და საჭიროებებთან, ამ შემთხვევაში ჰედონიზმი აიგივებს საკუთარი თავისადმი ინტერესს სიამოვნების მიღებასთან. „ეგოიზმი, - წერს რ.დე ვრიზი, - საკუთარი სიამოვნებით ან სარგებელით გადაჭარბებული გატაცებაა“ (20).
ჩვენ ხშირად ვაძლევთ მოტივაციას სხვა ადამიანებს, როდესაც მივმართავთ მათ პირად ინტერესებს „მათრახის“ და „თაფლაკვერის“, ანუ სასჯელისა და წახალისების პოზიციიდან. ყველა „პირველადი დასანაყრებელი“ (ძირითადად, სურსათი, სასმელი, სექსი), დაკავშირებულია მთავარი სიამოვნების მიღებასთან. მეცნიერთა ექსპერიმენტებში ყველა ცხოველი წარმოდგება, როგორც ტიპიური ჰედონისტი. ამასთან დაკავშირებით, ამ სტატიის ავტორი ნახევრად ხუმრობით სთავაზობს ბიჰევიორიზმის ცნობილი ფორმულის შემდეგი სახით გაუმჯობესებას: სტიმული - ჰედონიზმი - რეაქცია.
ჰედონიზმი, როგორც ეგოიზმის ერთ-ერთი სახეობა, იწყება „ბოლო“ სურვილის დაკმაყოფილებით და ტკივილის თავიდან აცილებით (27). ამრიგად, საუბარია ინდივიდის „ჰედონისტურ ეგოიზმზე“. „დაკმაყოფილების პრინციპის“ გავლენით ადამიანის ქმედება განიხილება, როგორც მისი ეგოიზმი (32). ასევე ჰედონიზმს აიგივებენ ხანმოკლე ეგოიზმთან, რომელიც მიზნად ისახავს წუთიერი გამორჩენის და სიამოვნების მიღებას (31).
ამჟამად ჰედონისტური მიდგომა, რომელიც ბედნიერებას აიგივებს სასიამოვნო და უსიამოვნო განცდების ინდივიდუალურ ბალანსთან (ან უფრო სწორად, პირველი მნიშვნელოვნად სჭარბობს მეორეზე), პოზიტიური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა (22).
„ბედნიერების“, „ჰედონიზმის“ და „ეგოიზმის“ ცნებათა ნათესაობა მჟღავნდება ზოგიერთ საოცარ დამთხვევაში. მაგალითად, პოზიტიურ ფსიქოლოგიაში არსებობს ჰედონისტური პარადოქსი, რომლის მიხედვითაც ადამიანი იღებს უფრო მეტ სიამოვნებას, თუ კონცენტრირებას არ ახდენს თავად სიამოვნებაზე. თუმცა, მეცნიერებისათვის ეგოისტური პარადოქსიცაა ცნობილი: ჩვენ ვერ მივიღებთ სარგებელს, თუ ფოკუსირებას მხოლოდ საკუთარ ინტერესზე მოვახდენთ (28). ასევე აღსანიშნავია, რომ სამივე ცნება - ბედნიერება, ეგოიზმი და ჰედონიზმი - პრეტენზიას აცხადებს საბოლოო ღირებულებებზე (ultimate value) ადამიანის ცხოვრებაში.
ადამიანის მოტივაციის და ქცევის ეგოისტურ კონცეფციათა დადებით მხარეს მიაკუთვნებენ მათ თეორიულ „სიმკაცრეს“ და „კომპაქტურობას“ (28; 33). საძიებო ცნება იძლევა ადამიანის აქტიურობის მარტივ გაგებას, საქმიანობის და ადამიანის ყველა ქმედების თანმიმდევრულ ახსნას. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ქმედება განსხვავდება თავისი შინაარსით, მათი ბოლო წყარო საკუთარი ინტერესია. ოკამას საპარსის პრინციპი, წერს დ.მიულერი, კარნახობს ინდივიდის ქცევის წმინდა ეგოისტურ განმარტებას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი განმარტება საკმარისი აღმოჩნდება. რასაც, ავტორის აზრით, რეალურად აქვს ადგილი. შედეგად, ეგოიზმი ინტერპრეტირებულია, როგორც ადამიანის ქცევის ერთადერთი შესაძლებელი წინასწარ მაუწყებელი (27). როგორც გ. ლეისი მიიჩნევს, ეგოისტური აქტი ისეთი აქტია, რომელიც აძლიერებს (გააჩნია ღირებულებები) ინდივიდს. ამრიგად, ინდივიდის პრაქტიკულად ყველა ქმედება ეგოისტურია (23).
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეგოიზმს აქვს „დამცავი“ და „სამოტივაციო“ თვისებები, არა მხოლოდ აიძულებს ადამიანს საქმიანობისაკენ, არამედ ზრდის მის უნარს შეეწინააღმდეგოს სტრესს და გარე სამყაროს ზეწოლას მიზნის მიღწევის პროცესში (13). შემთხვევით არ უწოდა ნ. მაკიაველიმ ეგოისტურ ინტერესებზე დაფუძნებულ პიროვნების მასშტაბური საქმიანობის უნარს „გმირობა“ (12). როგორც ჯ. უოლკერი აღნიშნავს, ეგოიზმი ადამიანის საკუთარი თავის წარმართვის, ფეხზე მტკიცედ დადგომის უნარია (32).
ჩვენი აზრით, ინდივიდი ვერ გაექცევა საკუთარ ეგოიზმს, და არც უნდა გააკეთოს ეს. თუმცა, ადამიანებს შეუძლიათ შეისწავლონ არჩევანის გაკეთების უნარი მათ „მაღალ“, თვისობრივად განსხვავებულ, ინდივიდუალურ თვითრეალიზაციასთან, თვითგამოხატვასა და თვითგანვითარებასთან დაკავშირებულ ფორმათა სასარგებლოდ. პიროვნული პოტენციალის ნაყოფიერ რეალიზაციასთან დაკავშირებული ცხოვრების ვარიანტები ნაკლებად „ეგოისტურია“, ვიდრე „ბედნიერების დევნა“, რომელსაც პოზიტიური ფსიქოლოგია უწევს პროპაგანდას. ჩვენ მიერ შემუშავებულ კონცეფციაში ეს საკითხი წარმატებით გადაწყდა ეგოიზმის დონებრივი სტრუქტურის შემოღების შედეგად. გარდა ამისა, ეგოისტური „ფორმა“, რომელშიც შეიძლება „შეიმოსოს“ ევდემონია, უზრუნველყოფს ინდივიდის წარმატებულ თვითრეალიზაციას, მისი „შინაარსის“ - პიროვნული უნიკალურობის, ადამიანის „მე“-ს „იდეალურ“ ნაწილის საჭირო დაცვას (9).
ის ფაქტი, რომ ჩვენი მოდელის ერთ-ერთი ყველაზე უმაღლესი, მეოთხე დონის კომპონენტად რჩება სწორედ ეგოიზმი (თუმცა თვისობრივად განსხვავებული - ჩამოყალიბებული ინდივიდუალიზმის ფორმით), დასტურდება წარმოქმნილი სიტუაციის თავისებურებებით. სუბიექტი, რომელიც ახორციელებს თავისი უნიკალური პოტენციალის (პიროვნული უნიკალურობის) რეალიზაციას, დღეიდან ქმნის საკუთარ ცხოვრებას, რომელშიც ის მთავარი და ერთადერთი „გმირია“. ახალი, კრიტიკულად გააზრებული ეგოიზმი სწორედ იმიტომაა საჭირო, რომ მსგავსი არსებობა ჩაითვალოს უზენაეს კეთილდღეობად, გაბედულად შეხვდეს და გადალახოს ყველა მისი გამოწვევა. დევიზი: „ის, რის გაკეთებაც მხოლოდ მე შემიძლია ამ ცხოვრებაში“, კარგად ასახავს უმაღლესი ეგოიზმის და ჩამოყალიბებული პიროვნული უნიკალურობის ერთობას ადამიანის ევდემონიურ, ნამდვილად სრულყოფილ ცხოვრებაში.
ნარცისიზმი, ეგოიზმი, პიროვნული უნიკალურობა. როგორც მკითხველი შენიშნავდა, ნარცისიზმი და მით უფრო ნარცისული აშლილობა არ შედის ჩვენი კვლევის ინტერესებში. თუმცა, თეორიულად, ტერმინთა ამ ჯგუფს შეიძლება გადაკვეთა ჰქონდეს ჩვენი კონცეფციის ძირითად ცნებებთან, რადგან ნარცისული თვისებების ზოგიერთ განმარტებას აქვს „პოზიტიური“ ჟღერადობა და თავისი მნიშვნელობით გვაგონებს ადამიანის პიროვნულ პოტენციალს. ნ. შვარც-სალანტს თავის ნაშრომში მოჰყავს ფრენსის ბეკონის სიტყვები ნარცისულ პიროვნებათა არარეალიზებულ ნიჭზე, თავის თავზე შეყვარებულ ადამიანებზე, რომლებიც, როგორც წესი, ავლენენ დიდ მონდომებას და მისი წყალობით აღწევენ სასურველს (19, გვ. 134). კიდევ ერთი ციტირებული ავტორი, ჟ. აბადი, ფაქტობრივად, აერთიანებს „ბედნიერების“, „ეგოიზმის“ და „ნარცისიზმის“ ცნებებს, რომლებიც გაგებულია როგორც საკუთარი თავისადმი სიყვარული: „ადამიანის სიყვარული საკუთარი თავისადმი იდენტურია მისი სწრაფვისა ბედნიერებისაკენ ... საკუთარი თავისადმი ინტერესი ადამიანის მოღვაწეობის მთავარი მამოძრავებელი ძალაა“ (19, გვ. 84). ნარცისიზმის სიახლოვეს ეგოიზმთან (selfishness) ასევე აღნიშნავს, კ. ლეში, როდესაც აანალიზებს ერიხ ფრომის ნაშრომს „ადამიანის სული“(24, გვ. 32).
ე. ვახრომოვი ა. მასლოუს თეორიის შესწავლისას აღწერს თვითაქტუალიზებული ადამიანის თვისებებს „ეგოცენტრიზმის“, „ინდივიდუალიზმის“, „ნარცისიზმის“ ტერმინების გამოყენებით, რომლებსაც პოზიტიური ელფერი აქვთ და ერთმანეთს მისდევენ, როგორც სინონიმები (1).
ო. შამშიკოვას და ნ. კლეპიკოვას თავის სტატიაში მოჰყავთ ჰ. კოხუტის სიტყვები, რომლის თანახმადაც, ნარცისული მოთხოვნილებები ემსახურება ინდივიდის „თვითგადარჩენას“ და „თვითრეალიზაციას“ (18, გვ. 114). ჰ. კოხუტის აზრით, ნარცისიზმი ადამიანის ნორმალური განვითარების ნაწილია (18, გვ. 114), ხოლო ჩამოყალიბებული ნარცისიზმი განიცდება, როგორც საკუთარ ღირებულებათა და უნიკალურობის გრძნობა (18, გვ. 115).
უნდა აღინიშნოს, რომ ნარცისიზმის ისეთი ფუნქცია, როგორიცაა ჰ. კოხუტის მიერ გამოყოფილი „თვითგადარჩენა“, ჩვენ კონცეფციაში ეკუთვნის მეორე დონის „საბაზო“ ეგოიზმს, ხოლო „თვითრეალიზაცია“ - მეოთხე დონის „უმაღლეს“ ეგოიზმს (ჩამოყალიბებულ ინდივიდუალიზმს, რომელიც პასუხისმგებელია სუბიექტის პიროვნული უნიკალურობის რეალიზაციაზე).
ც. კოროლენკოსა და ნ. დმიტრიევას მონოგრაფიაში აღნიშნულია ჰ. კოხუტის მიერ გამოყოფილი ნარცისიზმის „ჯანსაღი“ თვისებები: ამბიცია, შთაგონება, იდეალები, საკუთარი თავისადმი პოზიტიური დამოკიდებულება (4, გვ 144.). შემდეგ მონოგრაფიის ავტორები ასკვნიან, რომ ნარცისული აშლილობის მქონე ბევრი ადამიანი შემოქმედებითი პიროვნებები არიან (4, გვ 170.).
პრობლემისადმი განსხვავებული მიდგომა აქვს ო. კერნბერგს, რომელიც მიიჩნევს, რომ ზრდასრული ადამიანის ნორმალური ნარცისიზმი თვითშეფასების რეგულაციის ადაპტური საშუალებაა (18, გვ. 115).
კრისტოფერ ლეში თავის პროგრამულ ნაშრომში, რომელიც მიეძღვნა ნარცისულ კულტურას, აღნიშნავს ნარცისიზმის და ჰედონიზმის მსგავსებას, რომელიც, როგორც უკვე ცნობილია, ეგოიზმის ნაირსახეობას წარმოადგენს. ავტორის თქმით, „სიამოვნების ეთიკამ“ თანამედროვე საზოგადოებაში განდევნა „მიღწევის ეთიკა“ (24, გვ. 65, 69). იმავე კანონზომიერებას აღნიშნავს თავის სტატიაში ე. სოკოლოვა, როდესაც წერს „თვითდაკმაყოფილების გზების“ სიმრავლის, როგორც ნარცისიზმის ერთ-ერთი წინაპირობის შესახებ (14, გვ. 68), და ნარცისული პიროვნების „მე“-ს ფიზიკური დამოკიდებულების შესახებ „კმაყოფილება/უკმაყოფილების მდგომარეობაზე“ (14 , გვ. 71).
ნარცისული პიროვნების აშლილობის ჩვენ მიერ შესწავლილმა DSM APA კრიტერიუმებმა, რომლებიც მოყვანილია ერთ-ერთ სტატიაში (18, გვ. 117), გამოავლინეს ზოგიერთი მათგანის ნაწილობრივი მსგავსების შესაძლებლობა პიროვნებაზე ორიენტირებული ბედნიერების კონცეფციის „საბაზო“ კომპონენტების ნიშნებთან. ამ კრიტერიუმებს (რა თქმა უნდა, გაჭირვებით) შეიძლება მიეკუთვნოს ცხრა ჩამოთვლილიდან ორი: „თვითმნიშვნელობის გრძნობა“ (რა თქმა უნდა, არა „გრანდიოზული“, როგორც ორიგინალში) და „საკუთარი უნიკალურობის რწმენა“.
ჩამოვთვალოთ ნარცისიზმის სხვა აღწერილობა, რომელიც მიუთითებს აღნიშნული ცნების შესაძლო მსგავსებაზე „ეგოიზმის“, „პიროვნული უნიკალურობის“ და თვითრეალიზაციის კონცეპტებთან (მოკლედ გამოხატვის მიზნით მიმოხილვაში მითითებულია გვერდების ნუმერაცია, და არა მოყვანილი განმარტებების ავტორთა გვარები). ნარცისიზმს აქვს კავშირი „პირად შესრულებასთან“ (personal performance), საკუთარი თავის გამარჯვებულად შეგრძნებასთან (24, გვ. 6, 45), სუბიექტის წარმოდგენასთან პირად თვითეფექტურობასა და ოპტიმიზმზე (24, გვ. 231.); თვითკმარობასთან (11, გვ. 231;. 4, გვ. 143); თვითდამკვიდრების და საკუთარი ღირსების გრძნობასთან (11, გვ. 231). ნარცისული პიროვნება თავდაჯერებულია (4, გვ. 139), აქვს მაღალი (გადაჭარბებული) თვითშეფასება (4, გვ.140), გატაცებულია მხოლოდ საკუთარი თავით (11, გვ. 219); აქვს განსაკუთრებულობის (4, გვ. 140), „განსხვავებულობის“ და უკიდურესი ინდივიდუალიზმის გრძნობა (14, გვ. 68), სჯერა საკუთარი შესაძლებლობების (14, გვ. 70), გენიალურობის (4, გვ. 151) და დიდი მომავალის (17, გვ. 82), სჯერა თავისი „რჩეულობის“ (4, გვ. 160), ახორციელებს ქცევას, რომელიც მიმართულია დასახული მიზნის მისაღწევად (4, გვ. 161) და მიჰყავს დიდებასა და წარმატებისკენ (4, გვ. 158), ცხოვრობს „საკუთარ სამყაროში“ (4, გვ. 153), იყენებს საკუთარ თავს, როგორც ათვლის წერტილს, რომლის გარშემო ორგანიზებულია გამოცდილება (4, გვ. 141) და ა.შ. როგორც ჩანს, ამერიკული საზოგადოების გარკვეული წრეები შემთხვევით არ მიიჩნევენ თვითრეალიზაციას ნარცისიზმის სინონიმად, ხოლო პიროვნულ ზრდას აღიქვამენ, როგორც საფრთხეს საზოგადოებრივი ინსტიტუტებისათვის (29). იქმნება შთაბეჭდილება, რომ ნარცისიზმის თანამედროვე თეორიულ იდეათა ანალიზისას მისი „ავთვისებიანი“ ნაირსახეობის გამოყოფა ყველა სხვა ფორმისგან ძალიან რთულია.
თუმცა, როგორც ზემოთხსენებული კვლევების ავტორები აღნიშნავენ, ნარცისიზმის მოცემულ (გარე) გამოვლინებებს აქვს დამცავი, კომპენსატორული, ილუზორული, გადაჭარბებული ან გრანდიოზული ხასიათიც კი, რომელიც მოწოდებულია მხოლოდ შთაბეჭდილება მოახდინოს სხვებზე და აღფრთოვანება გამოიწვიოს მათში, რაც აბსოლუტურად არ არის დამახასიათებელი ეგოიზმისათვის. შინაგანად ნარცისულ პიროვნებას აქვს „შინაარსს მოკლებული მე“ (24, გვ. 12), სულიერი სიცარიელე (24, გვ. 19), აქვს საკუთარი თავის ან სხვების გაკიცხვის მიდრეკილება (11, გვ. 225), სუსტი თვითშეფასება და სტრესმისაწვდომობა (14, გვ. 71 ), გრძნობს სირცხვილს და სიძულვილს საკუთარი თავისადმი (14, გვ. 72), ავლენს გააფთრებას კრიტიკაზე (4, გვ. 157), არ აქვს მძიმე სამუშაოს შესრულების მიდრეკილება (24, გვ. 61), და ფიქრობს, რომ უკვე ჩამოყალიბდა იმ პიროვნებად, როგორიც სურდა (18, გვ. 116). შეიძლება წინასწარი დასკვნის გაკეთება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნარცისული პიროვნება ვერ შეიგრძნობს შინაგან ფასეულობებს (შესაძლებლობებს, პიროვნულ უნიკალურობას), იგი ცდილობს შექმნას მათი არსებობის შთაბეჭდილება.
ნარცისული პიროვნების სურვილები არარეალურია, ხოლო ცხოვრებას ატარებს ფანტაზიებში ყოვლისშემძლეობაზე (17, გვ. 86, 88) და მთლიანად დამოკიდებულია გარე ძალებზე (4, გვ. 140). თანდათანობით წარმოქმნილი ნარცისული პიროვნების იზოლაცია სოციუმისგან არ არის დაკავშირებული მის შიდა „თვითკმარობაზე“, არამედ დაკავშირებულია „მხილების“ შიშთან (4, გვ. 150).
ნარცისულად ორგანიზებული პიროვნებისთვის დამახასიათებელი შურის, სირცხვილის, დამოკიდებულების და უმწეობის გრძნობებს, მტკივნეულ რეაქციას კრიტიკაზე და კეთილგანწყობილი აუდიტორიის საჭიროებას არაფერი აქვს საერთო ნაყოფიერ თვითრეალიზაციასთან, რომელიც აღწერილია პიროვნებაზე ორიენტირებული ბედნიერების კონცეფციაში, ასევე ევდემონური ცხოვრების სხვა მოდელში (6, 8, 25). ჩვენი კონცეფციის თანახმად, საკუთარი იდეალური ნაწილის („პიროვული უნიკალურობის“, „დეიმონის“) აღმოჩენა ჩვენში და მისი განსახიერება გარე სამყაროში მოითხოვს ხანგრძლივ და სერიოზულ მუშაობას, რაც ძირფესვიანად ეწინააღმდეგება ნარცისიზმის „იდეოლოგიას“. ხოლო ნარცისული თვისებების მქონე ადამიანში, რომელსაც სურს „დატკბეს საკუთარი თავით“, არსებობს უფსკრული „გარეგნულსა“ და „შინაგანს“ შორის, მათ განსახორციელებლად გრანდიოზულ ფანტაზიებსა და რეალური ძალისხმევის გამოყენების სურვილის არარსებობას შორის.
ამასთან ერთად, უნდა აღინიშნოს რამდენიმე აზრობრივი შეუსაბამობა, ჩვენ მიერ აღმოჩენილი „ნარცისიზმის“ თანამედროვე ინტერპრეტაციაში.
1. თუ ნარცისული პიროვნება საკუთარ თავს გენიოსად მიიჩნევს და ამასთან არ ავლენს რაიმე მიღწევებს, როგორ ახერხებს ამას (საკუთარი თავის და სხვების მოტყუებას) დიდი ხნის, და თუნდაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში?
2. თუ ნარცისული პიროვნებები „თავისი ბუნებით ღრმად ინდივიდუალურები არიან“ (14), როგორ ხდება, რომ ისინი ყოველთვის სხვებისგან მოითხოვენ გარეგნულ „მტკიცებულებებს“ (11)? და როგორ შეესაბამება მათი „ინდივიდუალიზმი“ ყბადაღებულ შინაგან სიცარიელეს?
3. როგორ შეეფარდება ერთმანეთს ორი მეტად განსხვავებული „ნარცისიზმის ტიპი“: ერთი, რომელსაც ე. ჯონსმა უწოდა „ღმერთის კომპლექსი“, და სრულიად სხვა, „საკუთარ თავში არ დარწმუნებული“, ნ. მაკ უილიამსის ნაშრომში აღწერილი დაუცველი ისტეროიდული ტიპი?
ჩვენი ერთ-ერთი სამუშაო ვერსია კვლევის ექსპერიმენტული ნაწილის დაწყებამდე იმაში მდგომარეობდა, რომ რიგი მეთოდიკებისთვის დამახასიათებელი მარჯვენამხრივი ასიმეტრია, რომელიც გამოიყენება თვითაქტუალიზაციას საზომად (კითხვარები POI, SAT, კ. რიფის სკალა, საავტორო კითხვარი „ჯანმრთელობა, ზომიერება, პიროვნული უნიკალურობა, გონივრული ეგოიზმი“ თავის თავდაპირველ ვერსიაში), მეტწილად უკავშირდება ნარცისული ტენდენციების მქონე გამოსაკვლევთა ნაწილს, რომელთაც სურთ შექმნან დიდი „პიროვნული პოტენციალის“ შთაბეჭდილება. შესაბამისად, პოპულარულ ფსიქოლოგიასაც შეაქვს თავისი წვლილი ნარცისიზმის კულტივირებაში: „იცხოვრეთ ისე, თითქოს სასურველ შედეგს მიაღწიეთ (მოიპოვეთ მილიონი ...)“ და ა.შ. ...
ევდემონური პიროვნება, ნარცისულისგან განსხვავებით, წარმოადგენს მთლიანობას და აუთენტურობას, თვითგანვითარების მიზნით ირჩევს აქტიურობის უფრო რთულ ფორმებს (5). საკმაოდ რთული საქმიანობის პროცესში, რომელიც პასუხობს ადამიანის დანიშნულებას, ეგოიზმის მაღალი ფორმები საჭირო ხდება დამცავი ფუნქციების განსახორციელებლად პიროვნულ უნიკალურობასთან მიმართებაში, რომლის რეალიზება ხორციელდება გარე სამყაროში, - ამასთან სწორედ იმიტომ, რომ საქმიანობა რთულია (8). ეგოიზმის და პიროვნული უნიკალურობის უმაღლესი ფორმების ევდემონური შეწყობა, კ. ლეშის თქმით, მიუთითებს „სრულყოფილების ეთიკაზე“, ხოლო ნარცისიზმი - „თვითგადარჩენის ეთიკაზე“ (24).
ჩამოყალიბებული ინდივიდუალიზმი (ჩვენი მოდელის უმაღლესი, მეოთხე დონის ეგოიზმი) „იცავს“ „შიდა საგანძურს“ - ჩამოყალიბებულ პიროვნულ უნიკალურობას, ხოლო ფესვგადგმული ნარცისიზმი იცავს შინაგან სიცარიელეს, რომელზეც შეუძლებელია დაყრდნობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქტიურობას ნაკადის მისაღწევად აუტოთელიკური ხასიათი აქვს - მას ირჩევს სუბიექტი მისივე გამო და არა გარედან წახალისების მიღების ან სხვისი აღტაცების გამოწვევის მიზნით, რაც უფრო ტიპიურია ნარცისული პიროვნებისათვის.
გარკვეული თვალსაზრისით, ინდივიდი, რომელსაც ახასიათებს ეგოიზმი და პიროვნული უნიკალურობა და რომლებიც მიეკუთვნება პიროვნებაზე ორიენტირებული ბედნიერების კონცეფციის უმაღლეს, მეოთხე დონეს, „ანტინარცისულია“.
მართლაც, თუ ნარცისულად ორგანიზებული პიროვნება ახერხებს „შინაგანი სიცარიელის“ დაკავშირებას გარე დადებით იმიჯთან, ამ შემთხვევაში „ჩამოყალიბებული ინდივიდუალისტი“ ნაკლებად ამახვილებს ყურადღებას სხვათა გარე შეფასებაზე, რადგან იცის მათი ჭეშმარიტი მიზანი და ცდილობს მოახდინოს შინაგანად შეგრძნობილი უნიკალური დანიშნულების რეალიზაცია.
თუ მაქსიმალურად გავამახვილებთ ყურადღებას ეგოიზმის ნარცისიზმისგან განსხვავების პრობლემაზე, უნდა გავიხსენოთ ვან იგენის (30) ნაშრომი, რომელშიც სუბიექტს დაბეჯითებით ეძლევა რჩევა არ მოუყვეს სხვებს მისი ეგოიზმის შესახებ და საიდუმლოდ დატოვოს. ეს იმ დროს, როდესაც ნარცისულ პიროვნებას მუდმივად სურს გარედან მხარდაჭერის (სხვების აღტაცების) მიღება და ყველას დასანახად სააშკარაოზე გამოაქვს თავის „ნიჭი“.
რა თქმა უნდა, სუბიექტს ყოველთვის არ აქვს შესაძლებლობა დაამტკიცოს საკუთარი (შინაგანი) შესაძლებლობები. და გარშემომყოფთაც ყოველთვის არ შეუძლიათ დაუმტკიცონ მას მათი არარსებობა. ჩვენი აზრით, ყველაზე საიმედო კრიტერიუმია პრაქტიკა - ინდივიდის სურვილი ბევრი იშრომოს კონკრეტულ, დამოუკიდებლად არჩეულ სფეროში, ასევე მის მიერ შექმნილი პროდუქციის ხარისხი. ხოლო ნარცისული პიროვნებისათვის რაიმე სისტემატური შრომითი ძალისხმევა უცხოა, ამიტომ იგი შეეცდება, რაც შეიძლება მაქსიმალურად გადადოს საქმის დაწყება, რათა არავინ შენიშნოს, რომ „მეფე შიშველია“.
მიუხედავად ამისა, გარკვეული მსგავსების არსებობა ამა თუ იმ ფენომენის გარე გამოვლინებების აღწერილობაში მოითხოვს მათ დამატებით ექსპერიმენტულ შესწავლას და შედარებას. ამასთან უნდა გვახსოვდეს, რომ ევდემონური პიროვნების გარეგნული გამოვლინებები მისი შიდა შინაარსის ბუნებრივი შედეგია, ხოლო ნარცისულ პიროვნებაში შეინიშნება წინააღმდეგობა „გრანდიოზულ“ გარე გარსსა და „ნეგატიურ“ შიდა შინაარსს შორის. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, გარე სახე არა მხოლოდ არ ასახავს ფსიქიკურ მდგომარეობას, არამედ უფრო ეწინააღმდეგება მას.
ავტორის კითხვარი „ეგოიზმი, პიროვნული უნიკალურობა“. 2011 წელს, მას შემდეგ, რაც აკადემიურ პრესაში დაიბეჭდა პიროვნებაზე ორიენტირებული ბედნიერების კონცეფციის თეორიული მოდელი, ჩვენ წარვადგინეთ კითხვარი „ჯანმრთელობა, ზომიერება, პიროვნული უნიკალურობა, გონივრული ეგოიზმი“, რომელიც იძლევა მისი ძირითადი კომპონენტების გამოხატვის დიაგნოსტირების საშუალებას (6). კონცეფციის შემდგომმა განვითარებამ საბოლოოდ განაპირობა მისი თეორიული დახვეწის აუცილებლობა, რომლის შედეგები ახლახან გამოქვეყნდა სტატიაში (8). შესაბამისად, ავტორის მიერ შემუშავდა ახალი კითხვარიც „ეგოიზმი, პიროვნული უნიკალურობა“.
კითხვარი შედგება 6 ძირითადი და ერთი დამატებითი, „ნულოვანი“ - საიმედოობის („სიცრუის“) სკალისგან, რომელიც ასახავს გამოსაკვლევი ადამიანის ტენდენციას სხვის თვალში „შეალამაზოს“ თავისი იმიჯი. 1, 2, 3, 4 სკალები განსაზღვრავენ სისტემის „ეგოიზმი“ მათთვის შესატყვის ოთხ დონეს (მის „ბიოლოგიურ“, „საბაზო“, „სოციალურ“, „უმაღლეს“ ფორმებს). სკალა 5 განსაზღვრავს სისტემის „პირადი უნიკალურობის“ უმაღლეს, მეოთხე დონეს, ხოლო სკალა 6 („ზერეალიზაცია“) - სისტემების „პირადი უნიკალურობის“ და „ეგოიზმის“ ურთიერთქმედების შედეგს უმაღლეს, მეოთხე დონეზე. კითხვარი შეიცავს 142 მტკიცებას (პასუხი „სწორი“ და „არასწორი“). კითხვარის ტექსტი თან ერთვის სტატიას დანართის სახით.
კითხვარის საიმედოობის და შიდა შეთანხმებულობის შემოწმებაში მონაწილეობა მიიღო ბელორუსის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დღის განყოფილების მესამე კურსის 111-მა სტუდენტმა. კვლევა, რომლის ერთ-ერთი მიზანი იყო პიროვნებაზე ორიენტირებული ბედნიერების კონცეფციის და ნარცისიზმის ძირითადი ცნებების ექსპერიმენტული გამიჯვნა, ჩატარდა 2012 წლის სექტემბერ-ოქტომბერში.
შედეგები და განხილვა. აღწერილობითი სტატისტიკა კითხვარის ყველა სკალის მიხედვით წარმოდგენილია ცხრილში 1. პირველადი სკალების შემოწმებამ ნორმის მიხედვით განაწილებაზე (კოლმოგოროვ-სმირნოვის კრიტერიუმი) აჩვენა, რომ მხოლოდ ქულების განაწილება საიმედოობის დამხმარე სკალის მიხედვით განსხვავდება ნორმალურისგან. მას აქვს მარცხენამხრივი ასიმეტრია, რაც უნდა აღინიშნებოდეს კიდეც. ყველა სკალის მიხედვით, მედიანა და საშუალო მაჩვენებლები უმნიშვნელოდ განსხვავდებიან, ასიმეტრიის და ექსცესის მნიშვნელობა არ აღემატება ერთს.
ცხრილი 1.
აღწერითი სტატისტიკა კითხვარის „ეგოიზმი, პიროვნული უნიკალურობის“ სკალის მიხედვით
სკალა „ეგოიზმი, პიროვნუ-ლი უნიკა-ლურობა“ ასიმეტრია ექსცესი კოლმოგოროვ-სმირნოვის კრიტერიუმი
M Me S ემპირიული მნიშვნელობა
d სტატისტიკური მნიშვნელობის დონე
Р
Ш0 3,34 3,00 1,99 0,76 0,23 0,22 0,46 0,17 0,01
Ш1 10,32 11,00 3,17 -0,51 0,23 -0,44 0,46 0,11 0,15
Ш2 7,86 7,00 3,49 0,25 0,23 -0,54 0,46 0,11 0,15
Ш3 16,22 16,00 3,04 -0,60 0,23 0,44 0,46 0,09 0,20
Ш4 25,33 26,00 5,31 -0,39 0,23 -0,20 0,46 0,08 0,20
Ш5 13,03 13,00 3,48 -0,45 0,23 0,18 0,46 0,08 0,20
Ш6 8,66 9,00 2,82 -0,48 0,23 0,05 0,46 0,13 0,10
შენიშვნა: М –საშუალო, Ме – მედიანა, s –სტანდარტული გადახრა
შიდა შეთანხმების და საიმედოობის შესამოწმებლად დათვლილი იქნა ტესტის თითოეული პუნქტის კორელაცია სკალის ჯამური ქულის, კრონბახის ალფას და გუტმანის ალფას გათვალისწინებით, თითოეული სკალის ცალ-ცალკე ორ ნაწილად გაყოფისას. შედეგები, რომელიც მოყვანილია ცხრილში 2, მეტყველებენ, რომ კითხვარის ყველა სკალას აქვს საკმაოდ მაღალი საიმედოობა.
ტაბულა 2.
კითხვარის „ეგოიზმი, პიროვნული უნიკალურობის“
სკალების საიმედოობის მაჩვენებლები
სკალა „ეგოიზმი, პიროვნული უნიკალურობა“ კრონბახის ალფა გუტმანის ალფა (სკალის ორ ნაწილად დაყოფისას) სკალის პუნქტის საშუალო კორელაცია სკალის შენაჯამები ქულით
Ш0 0,52 0,57 0,35
Ш1 0,76 0,74 0,47
Ш2 0,75 0,79 0,45
Ш3 0,67 0,72 0,36
Ш4 0,74 0,69 0,30
Ш5 0,70 0,72 0,38
Ш6 0,66 0,67 0,43
მიღებული შედეგები მოწმობენ იმაზე, რომ შესაძლებელია კითხვარის „ეგოიზმი, პირადი უნიკალურობის“, როგორც სადიაგნოსტიკო საშუალების გამოყენება, რადგან ის აკმაყოფილებს საიმედოობის და შიდა შეთანხმებულობის აუცილებელ მოთხოვნებს.
კითხვარის „ეგოიზმი, პირადი უნიკალურობის“ გარე ვალიდურობის შესამოწმებლად დათვლილი იქნა კითხვარის სკალების კორელაცია შემდეგი მეთოდიკებით: კ. მუზდიბაევის (13) დისპოზიციური ეგოიზმის სკალა, კ.რიფის (2) ფსიქოლოგიური კეთილდღეობის სკალა, კითხვარი „პიროვნების ნარცისული თვისებები“ (18).
აღნიშნული მეთოდიკების შერჩევა განისაზღვრება შემდეგი მიზეზებით. არც კ.რიფის მეთოდიკა, არც კითხვარი „პიროვნების ნარცისული თვისებები“ ადრე არ ყოფილა გამოყენებული ჩვენ მიერ კითხვარის „ჯანმრთელობა, ზომიერება, პიროვნული უნიკალურობა, გონივრული ეგოიზმის" ვალიდურობის შესაფასებლად, რომელიც წინ უძღოდა კითხვარს „ეგოიზმი, პიროვნული უნიკალურობა“ (6). კ.მუზდიბაევის სკალა განმეორებით იქნა გამოყენებული, რადგან რუსულენოვან ლიტერატურაში არ აღმოჩენილა სხვა მეთოდიკა, რომელიც შეძლებდა ეგოიზმის გაზომვას თუნდაც შეკვეცილი ფორმით. კ.რიფის სკალა იძლევა ინდივიდის ფსიქოლოგიური კეთილდღეობის და ევდემონური აქტივობის ძირითადი კომპონენტების გაზომვის საშუალებას, რაც ჩვენი მეცნიერული ნაშრომის მთავარ მიზანს წარმოადგენს.
რა თქმა უნდა, აღნიშნული სტატიის მთავარი ამოცანაა ტესტების „ეგოიზმი, პირადი უნიკალურობის“ და „პიროვნების ნარცისული თვისებების“ სკალებს შორის კორელაციათა ანალიზი, რაზეც გავამახვილებთ ყურადღებას.
ტესტირება ამ მეთოდიკების შესაბამისად ჩატარდა ბელორუსის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მე-3 კურსის (118 ადამიანი) ორ ნაკადზე. შესვენება ტესტირებებს შორის შეადგენდა ერთ-ორ კვირას. ტესტირება იყო ანონიმური. კითხვარის „ეგოიზმი, პიროვნული უნიკალურობა“ სკალის გარე ვალიდურობის ტესტირების შედეგები კითხვართან „პიროვნების ნარცისული თვისებების" მიმართებაში მოყვანილია ცხრილში 3. გამოსაკვლევთა რიცხვი კორელაციის ცალკეული კოეფიციენტების გამოსათვლელად მერყეობს 70-დან 95 ადამიანამდე.
ცხრილი 3.
კითხვარის "ეგოიზმი, პიროვნული უნიკალურობის" სკალების პირსონის კორელაციის კოეფიციენტები მეთოდიკის "ეგოიზმი, პიროვნული უნიკალურობის" სკალებთან
კითხვარის „ეგოიზმი, პირადი უნიკალურობა“ სკალები
კითხვარი „პიროვნების ნარცისული თვისებები“ სკალა 1 სკალა 2 სკალა 3 სკალა 4 სკალა 5 სკალა 6
საკუთარი მნიშვნელობის გრანდიოზული გრძნობა 0,25 0,48 0,32 0,34 0,22 0,02
ფანტაზიებით გატაცება 0,25 0,37 0,16 0,31 0,16 0,03
საკუთარ უნიკალურობაში რწმენა 0,07 0,20 0,18 0,35 0,32 0,10
მუდმივი ყურადღებისა და აღტაცების მოთხოვნილება -0,11 0,15 -0,10 0,01 -0,04 -0,10
განსაკუთრებული დამოკიდებულების მოლოდინი -0,02 0,38 0,22 0,01 0,02 -0,13
მანიპულაციები ინტერპერსონალურ ურთიერთობებში 0,06 0,54 0,33 0,23 0,17 0,08
ემპათიის ნაკლებობა -0,02 0,21 0,07 0,13 0,12 0,09
შურის გრძნობით ზედატვირთვა 0,02 0,27 -0,01 -0,14 -0,06 0,09
თავხედური, ამპარტავანი ქცევა 0,13 0,39 0,23 -0,13 -0,15 -0,10
შენიშვნა: შავი შრიფტით გამოყოფილია მნიშვნელოვანი ზომიერი კავშირები
როგორც ცხრილიდან ჩანს, დადებით ზომიერ კორელაციათა ყველაზე დიდი რაოდენობა „პიროვნების ნარცისული თვისებების“ სკალებით (№№ 1, 2, 5, 6, 9) აქვს მეორე სკალას „ეგოიზმი, პიროვნული უნიკალურობა“ („ძირითადი“ ეგოიზმი), რომელიც იდეური შინაარსით და კორელაციის ხასიათით გვაგონებს კ.მუზდიბაევის დისპოზიციური ეგოიზმის სკალას. „ეგოიზმის“ სისტემის დონის ზრდასთან ერთად ადგილი აქვს „პიროვნების ნარცისული თვისებების“ სკალების მნიშვნელოვან კორელაციათა რაოდენობის შემცირებას.
კითხვარის „ეგოიზმი, პიროვნული უნიკალურობა“ მე-4 სკალას („უმაღლესი“ ეგოიზმი) აქვს ზომიერი კორელაცია მხოლოდ „პიროვნების ნარცისული თვისებების“ იმ სკალებთან, რომლებიც ეხება მხოლოდ ინდივიდის შინაგან შეგრძნებებს მის მნიშვნელობასა და უნიკალურობასთან დაკავშირებით, მაგრამ არანაირად არ უკავშირდება გარე ნეგატიურ ნარცისულ გამოვლინებებს, რომლებიც უქმნიან „დატვირთვას“ სხვა ადამიანებს (სხვებისგან განსაკუთრებული დამოკიდებულების მოლოდინი, მუდმივი ყურადღების და აღფრთოვანების მოლოდინი, შური, ემპათიის ნაკლებობა, ინტერპერსონალური მანიპულირება, გაბედული ამპარტავანი ქცევა და ა.შ.). კითხვარის „ეგოიზმი, პიროვნული უნიკალურობის“ სკალების 2 და 3 კონტრასტულობას (რომლითაც იზომება სისტემის „ეგოიზმი“, შესაბამისად, მეორე და მესამე დონე) აქვს დიდი რაოდენობით მნიშვნელოვანი კორელაცია კითხვარის „პიროვნების ნარცისული თვისებები“ „გარეორიენტირებულ“ სკალებთან, ხოლო ორივეს - „მანიპულაცია ინტერპერსონალური ურთიერთობების“ სკალასთან.
კითხვარის „ეგოიზმი, პიროვნული უნიკალურობა“ სკალა 5, რომელიც განასახიერებს მოწიფულ, მეოთხე დონის „პიროვნულ უნიკალურობას“, ახდენს დადებით კორელაციას მხოლოდ „საკუთარ უნიკალურ რწმენასთან“ კითხვარში „პიროვნების ნარცისული თვისებები“. საინტერესოა, რომ ამავე სკალასთან დადებით კორელაციას ახდენს კითხვარის „ეგოიზმი, პიროვნული უნიკალურობა“ ზემოთ განხილული სკალა 4, რომელიც წარმოადგენს სისტემის „ეგოიზმი“ „უმაღლეს“ დონეს. მხოლოდ ეს ორი სკალა (4 და 5) ახდენს კითხვარის „ნარცისული პიროვნების თვისებების“ დადებით კორელაციას მესამე სკალასთან „საკუთარი უნიკალურობის რწმენა“, რაც გულისხმობს გამოყოფილი კონსტრუქტების გარკვეულ მსგავსებას, ასევე კითხვარის „პიროვნების ნარცისული თვისებების“ სკალის „იდეურ არაერთგვაროვნებას“, რაც განპირობებულია „ნარცისიზმის“ ცნების ზემოთ განხილული თეორიული სიძნელეების დამუშავებასთან.
და ბოლოს, კითხვარის „ეგოიზმი, პიროვნული უნიკალურობა“ სკალას 6 („ზერეალიზაცია“), რომელიც განასახიერებს სისტემების „ეგოიზმის“ და „პიროვნული უნიკალურობის“ სინთეზის მწვერვალს, არ აქვს მნიშვნელოვანი კორელაცია მეთოდიკის „პიროვნების ნარცისული თვისებების“ არც ერთ სკალასთან, რაც იძლევა საშუალებას ნარცისიზმისგან „თავისუფლად“ ჩაითვალოს ინდივიდის უმაღლესი გამოვლინებები და არაპირდაპირ მიუთითებს სკალის ზუსტად შემუშავებაზე.
მნიშვნელოვან კორელაციათა რაოდენობის შემცირება (ხუთიდან ნულამდე) „პიროვნების ნარცისული თვისებების“ და „ეგოიზმი, პირადი უნიკალურობის“ კითხვარების სკალებს შორის ამ უკანასკნელის დონის ზრდის მიხედვით, შეუიარაღებელი თვალით ჩანს. ეს მიუთითებს გარკვეულ მსგავსებაზე „ნარცისიზმის“ ცნებასა და ეგოიზმის დაბალ, მთავარ ფორმებს შორის. თვისებრივი ტრანსფორმაციასთან ერთად მიხედვით, რომელიც მიმდინარეობს სისტემებში „ეგოიზმი“ და „პერსონალური უნიკალურობა“ მაღლა მოძრაობისას პიროვნებაზე ორიენტირებული ბედნიერების კონცეფციის დონეების მიხედვით, კავშირი ნარცისულ გამოვლინებებთან სუსტდება, შემდეგ კი საერთოდ ქრება.
ერთ-ერთი გამოწვევა, რომელიც სტატიის ავტორის წინაშე იდგა კითხვარის „ეგოიზმი, პიროვნული უნიკალურობის“ შემუშავებისას, მდგომარეობდა ისეთი სადიაგნოსტიკო მეთოდიკის შექმნაში, რომელიც საშუალებას მისცემდა თავი დაეღწია მარჯვენამხრივი ასიმეტრიისგან - პრობლემისგან, რომელიც თან ახლავს ჰუმანისტური მიმართულების ტესტებს, რომელსაც თავი ვერ აარიდა, კერძოდ, კ.რიფის (2) სკალამ და ჩვენმა პირველმა კითხვარმა „ჯანმრთელობა, ზომიერება, პირადი უნიკალურობა, გონივრული ეგოიზმი“ (6). გარკვეულწილად პრობლემის ფორმულირება შეიძლება მარტივად შემდეგი რედაქციით: როგორ შენარჩუნდეს მტკიცებულებათა „ევდემონური“ შინაარსი სკალების 4, 5 და 6 მიხედვით, მაგრამ ნაკლებად მიმზიდველი გახდეს იმ პირებისათვის (მათ შორის, ნარცისული მიდრეკილებებით), რომლებსაც არ გააჩნიათ ამ სკალებში ასახული თვისებები?
ამ პრობლემაზე მუშაობამ გვაიძულა ხელახლა გაგვეხილა თანამედროვე ევდემონური კონცეფციების შინაარსი, ამასთან აბსოლუტურად ახალი, „ნეგატიური“ კუთხით. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ ვეძებდით ევდემონური ცხოვრების პირობით, მაგრამ აუცილებელ მინუსებს, რომლებსაც შეუძლიათ დააფრთხონ (და, სავარაუდოდ, ამას რეალურად აკეთებენ ყოველდღიური არსებობის დონეზე) ზედაპირული, მაგრამ ამბიციური ინდივიდები, ისინი, ვისაც არ გააჩნიათ რეალურად შესაგრძნობი პოტენციალი, მაგრამ მთელი ძალით ცდილობენ შექმნან სხვა ადამიანთა და საკუთარი თავის დასანახათ (რაც, როგორც გვახსოვს, ნარცისიზმის მნიშვნელოვანი თავისებურებას წარმოადგენს).
შედეგად სპეციალურად იქნა გამოყოფილი „ნეგატიურ“ ასპექტთა რიგი, რომლებიც დაკავშირებულია სუბიექტის მიერ პიროვნული პოტენციალის რეალიზაციასთან და რომლებიც იქნა „დამატებული“ და „შერეული“ თავდაპირველად არსებული ევდემონიის დადებით ნიშნებთან და ჩართულია კითხვარის „ეგოიზმი, პირადი უნიკალურობის“ მე-4, მე-5 და მე-6 სკალების მტკიცებაში. ზოგადად, ეს „ნეგატიური“ („სხვებისთვის“) ნიშნები ასე გამოიყურება:
- მაქსიმალურთან დაახლოვებული შესასრულებელი აქტივობის სირთულე, სრულყოფის მიზნით მძიმე შრომის და მაქსიმალური ძალისხმევის აუცილებლობა; მაქსიმალური ძალისხმევა, რომელსაც იყენებს ინდივიდი, იწვევს მის სწრაფ პროგრესს;
- თავად საქმიანობის ათვისება რთულია, მაგრამ სუბიექტს არ აშინებს, გულს არ ტკენს კრიტიკა, თუ იგი დარწმუნებულია იმის სისწორეში, რასაც აკეთებს;
- რადგან აქტიურობას აქვს ძალიან ინდივიდუალური ხასიათი, აქტორს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ საკუთარი ძალების იმედი და არ ელოდევოდეს დახმარებას სხვებისგან;
- ინდივიდს ნაკლებად აღელვებს მატერიალური ფაქტორი, რადგან მისთვის უფრო მნიშვნელოვანია ის, რასაც თავად აკეთებს, აღნიშნული მნიშვნელობა შეესაბამება მხოლოდ თავად ინდივიდს;
- იმისათვის, რომ დაუთმოს დრო თვითგანვითარებას, ინდივიდი თანდათან შორდება ჩვეულებრივ, საყოველთაოდ მიღებულ სიამოვნებას, იმისათვის, რომ აკეთოს ის, რის მოწოდებაც აქვს, იგი მზადაა მოითმინოს ცხოვრებისეული (საყოფაცხოვრებო) დისკომფორტი;
- ინდივიდის ყველაზე ძლიერი განცდები და სულიერი აღმავლობა დაკავშირებულია მის ძირითად საქმიანობასთან;
- ინდივიდი მუდმივად ზრდის იმის სირთულეს, რასაც აკეთებს, და ამ გზით აუმჯობესებს თავის თავს, ამაში პოულობს იგი ბედნიერებას;
- სუბიექტი არ გაცვლის თავის ცხოვრებას სხვა ცხოვრებაზე, რადგან მისთვის ცნობილია მისი დანიშნულება;
- ინდივიდმა იცის თავისი განსხვავებულობის შესახებ სხვა ადამიანებისგან, და ეს მას არ აღელვებს;
- დროთა განმავლობაში ეს სხვაობა იზრდება, სუბიექტი მზად არის აუცილებლობის შემთხვევაში დაიცვას ის;
- (თავის) შიდა ფაქტორებს ინდივიდი უფრო აფასებს, ვიდრე გარე ფაქტორებს;
- სწორი არჩევანი, როგორც წესი, არ არის ადვილი;
- ინდივიდისთვის რთულია ცალსახად მოახდინოს თავისი ძირითადი საქმიანობის კვალიფიცირება, მაგალითად, როგორც სამუშაოს ან თამაშის, როგორც ეგოისტური ან ალტრუისტული, და ა.შ.;
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქულების განაწილება ტესტურ სკალებზე შეესაბამება განაწილების ნორმალურ კანონს, რაც საშუალებას გვაძლევს ვილაპარაკოთ მარჯვენამხრივი ასიმეტრიის პრობლემის გადაწყვეტაზე ჰუმანისტური მიმართულების კითხვარში.
ჩვენ ვაჯამებთ ყოველივე ზემოთქმულს და აღვნიშნავთ, რომ „ნარცისიზმის“ ცნებას აქვს მთელი რიგი მსგავსი და განსხვავებული აღწერილობა სხვადასხვა ავტორთა თეორიულ ინტერპრეტაციაში, რამაც ჩვენგან მოითხოვა სამუშაოებბის ჩატარება ამ ტერმინის განსხვავების გამოსავლენად კონსტრუქტებისგან „ეგოიზმი“ და „პერსონალური უნიკალურობა“, რომლებიც გამოიყენება პიროვნებაზე ორიენტირებული ბედნიერების კონცეფციაში. როგორც ჩვენ მიერ კონსტრუირებულმა კითხვარმა „ეგოიზმი, პირადი უნიკალურობამ“ აჩვენა, ზომიერი დადებითი კორელაციები ცნებებს შორის „ეგოიზმი“ და „ნარცისიზმი“ მაქსიმალურია „ძირითადი“ ეგოიზმის მეორე დონეზე, შემდეგ მცირდება მეოთხე, უმაღლესი დონის მიმართულებით, რომელზეც გარკვეულ კუთრ წონას ინარჩუნებს მხოლოდ მესამე სკალა „რწმენა საკუთარ უნიკალურობაში“.
შეიძლება აღინიშნოს ნარცისული კომპონენტების გამოხატვის შემცირება შემდეგი თანმიმდევრობით „ეგოიზმის“ და „პერსონალური უნიკალურობის“ სისტემათა უმაღლესი, მეოთხე დონემდე ასვლისას: ნარცისიზმის შიდა და გარე სიმპტომები - „რწმენა პირად უნიკალურობაში“, როგორც ნარცისიზმის ერთადერთი შინაგანი გამოვლინება - ნარცისიზმის ყოველგვარი გამოვლინებების არარსებობა კონცეპტში „ზერეალიზაცია“, როგორც ეგოიზმი - 4 და პირადი უნიკალურობა - 4 სინთეზი.
კითხვარის „ეგოიზმი, პირადი უნიკალურობის“ („ზერეალიზაცია“) მე-6 სკალას, რომელიც დიაგნოსტირებს „ეგოიზმის“ და „პერსონალური უნიკალურობის“ სისტემათა „უმაღლეს სინთეზს“ პიროვნებაზე ორიენტირებული ბედნიერების კონცეფციაში, არ აქვს მნიშვნელოვანი კორელაცია კითხვარის „პიროვნების ნარცისული თვისებების“ სკალებთან, რაც იძლევა საჭირო დისკრიმინაციის ჩატარების საშუალებას კვლევის ობიექტებს შორის. ჩატარებული კვლევის საფუძველზე შეიძლება დასკვნის გაკეთება, რომ ჩამოყალიბებული თვითრეალიზაცია არ არის დაკავშირებული ნარცისიზმთან (თუმცა დაკავშირებულია ინდივიდუალიზმთან).
კითხვარის „ეგოიზმი, პირადი უნიკალურობის“ საკმაოდ მაღალი შიდა საიმედოობა და გარე ვალიდურობა იძლევა საშუალებას ჩავთვალოთ ის შესაფერის ინსტრუმენტად პიროვნებაზე ორიენტირებული ბედნიერების კონცეფციის მთავარი კომპონენტების, ინდივიდის თვითრეალიზაციის თავისებურებების საზომად.
მარჯვენამხრივი ასიმეტრიის პრობლემის მიღწეული გადაჭრა, რომელიც დამახასიათებელია ჰუმანისტური მიმართულების ტესტებისთვის, გვანიჭებს კონკრეტულ კმაყოფილებას იმიტომაც, რომ ახალი კითხვარი (ისევე, როგორც პიროვნებაზე ორიენტირებული ბედნიერების კონცეფცია) ახდენს თანამედროვე პოზიტიური ფსიქოლოგიის გარკვეული ცალმხრივობის აცილების დემონსტრირებას, რომელიც ძირითადად გამახვილებულია არსებობის დადებით ასპექტებზე, რის შედეგადაც შეიძლება დაიკარგოს რეალური ცხოვრების დიალექტიკა, რომელიც მდგომარეობს სიკეთისა და ბოროტების, დადებითის და უარყოფითის მრავალფეროვან ურთიერთქმედებაში.
კითხვარის „ეგოიზმი, პიროვნული უნიკალურობის“ ტექსი
ტესტირების გავლის რეკომენდაციები
აღნიშნული ბროშურა შეიცავს მტკიცებულებას, რომელიც ეხება თქვენ ხასიათს და ინტერესებს. ბროშურას თან ერთვის ფორმა პასუხის ვარიანტებით (В - სწორია, Н - არ არის სწორი). გთხოვთ, დაწეროთ თქვენი გვარი და სხვა ინფორმაცია თქვენ შესახებ ფორმის ზედა ნაწილში.წაიკითხეთ თითოეული მტკიცებულება და გადაწყვიტეთ, სწორია თუ არა თქვენთან მიმართებაში. თუ ეთანხმებით წაკითხულ მტკიცებულებას (არა აქვს მნიშვნელობა, წარმოდგენილია თუ არა ის დადებითი ან უარყოფითი ფორმით), ესე იგი სწორია თქვენთან მიმართებაში. თუ არ ეთანხმებით მტკიცებულებას, ეს იმის მანიშნებელია, რომ არ არის სწორი თქვენთან მიმართებაში.
თუ თქვენ აირჩიეთ პასუხი სწორია (В), მაშინ პასუხის ფორმაში შემოხაზეთ სათანადო ნომერი. თუ მტკიცებულება თქვენთან მიმართებაში არასწორია, შემოხაზეთ Н.
ყურადღებით წაიკითხეთ და აღნიშნეთ პასუხთა ფორმაში ყველა მტკიცებულება, არც ერთი არ გამოტოვოთ. თუ თქვენთვის რთული იქნება მიაკუთვნოთ თქვენ თავს რომელიმე მტკიცებულებას, შეეცადეთ გააკეთოთ სავარაუდო საუკეთესო არჩევანი.
თუ რომელიმე მტკიცებულება თქვენთან მიმართებაში შეიძლება აღმოჩნდეს სწორიც და არასწორიც, აირჩიეთ ის ვარიანტი, რომელიც ხშირია ან უფრო აქტუალურია ცხოვრების დღევანდელ პერიოდში.
გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი მტკიცებულება, რომელსაც ვერ ჩათვლით სწორად თქვენთან მიმართებაში, ის უნდა შეაფასოთ, როგორც არასწორი.
გახსოვდეთ, რომ არც ერთი მტკიცებულება არ შეიძლება იყოს ერთადერთი „სწორი“ ან „არასწორი“, „ცუდი“ ან „კარგი“ - შესაძლებელია ნებისმიერი ვარიანტი, ამიტომ ნუ შეგეშინდებათ, თუ შეცდით არჩევანში. ნუ დაკარგავთ დროს ზედმეტ ფიქრზე. ყველაზე ბუნებრივია პასუხის ის ვარიანტი, რომელიც პირველად მოგდით თავში. შეეცადეთ ტესტის შევსებაზე დახარჯოთ არაუმეტეს ოცდაათი წუთისა.
ფორმის შევსების დასრულებისას კიდევ ერთხელ შეამოწმეთ, ხომ არ გამოგრჩათ რომელიმე მტკიცებულება, შემდეგ შეამოწმეთ ქულათა გაანგარიშება თითოეულ სკალაზე გასაღების მიხედვით, რომელიც მოცემულია ბროშურის ბოლოს. თუ გასაღებში მითითებული ვარიანტი თქვენსას ემთხვევა, დაამატეთ შედეგში ამ სკალით ერთი ქულა (+1). თუ არ დაემთხვა, არაფერი არ დაამატოთ (0). ქულათა რაოდენობა ყოველ სკალაზე უდრის გასაღების დამთხვევას თქვენ პასუხებთან. საბოლოო მაჩვენებლები სკალების მიხედვით ჩაწერეთ პასუხის ფორმის ბოლოს შესაბამის გრაფაში. ტესტირების დამთავრებისას ბროშურა და ფორმა ჩააბარეთ თქვენ მასწავლებელს.
ტესტირების შედეგები კონფიდენციალურია. თუ გაგიჩნდებათ სურვილი, შეგიძლიათ კონსულტაცია გაიაროთ თქვენ მასწავლებელთან (ფსიქოლოგთან).
გისურვებთ წარმატებას!
ტესტი
1. უხამსი ანეკდოტები შეიძლება იყოს საკმაოდ მხიარული, ზოგჯერ თქვენ დიდი სიამოვნებით უსმენთ მათ.
2. იშვიათად გაქვთ უსიამოვნო, მტკივნეული შეგრძნება სხეულში (ან საერთოდ თითქმის არაფერი გტკივათ).
3. თქვენი სურვილები და მოთხოვნილებები თქვენთვის კანონია.
4. თქვენ შეგიძლიათ გამოიჩინოთ მოხერხებულობა ადამიანებთან ურთიერთობაში, რომ მიიღოთ ის, რაც გინდათ.
5. თქვენ ამაყობთ საკუთარი ინტერესებით, რომლებიც გამოგარჩევთ სხვა ადამიანებისგან.
6. თქვენ გრძნობთ და ახორციელებთ თქვენი ცხოვრების მიზანს.
7. საკუთარი შინაგანი პოტენციალის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ბევრი სიხარული ცხოვრებაში.
8. ზოგჯერ თქვენ გადადიხართ ქუჩას არადაწესებულ ადგილას.
9. თქვენ კარგი მადა გაქვთ.
10. ზოგჯერ ძნელია იმის დადგენა, მუშაობთ თუ თამაშობთ.
11. თქვენ ცდილობთ ცხოვრებისგან მიიღოთ ყველაფერი საუკეთესო.
12. სასარგებლოა დაიცვათ საზოგადოებრივი და ეთიკური ნორმები საკუთარი მიზნების მისაღწევად.
13. თქვენ მზად ხართ, რათა დაიცვათ განსხვავებულობა სხვა ადამიანებისგან.
14. უმეტესად თქვენ განიცდით შინაგან სიცარიელეს.
15. თქვენ იღებთ ნამდვილ სიამოვნებას თქვენი „უმაღლესი მე“-ს წყალობით.
16. თქვენ აწყობთ ცხოვრებას ინდივიდუალური „შინაგანი სიმართლის“ შეგრძნების საფუძველზე.
17. ახლა თქვენ ნაკლებად გიზიდავთ ჩვეულებრივი სიამოვნება, რადგან თქვენთვის ხელმისაწვდომი გახდა თვითსრულყოფის ღირებულებები.
18. თქვენ ყოველთვის ამბობთ სიმართლეს.
19. თქვენ კარგი გუნება-განწყობილება გაქვთ, და იშვიათად უჩივით რომელიმე დაავადებას.
20. ის, რასაც თქვენ აკეთებთ, შეიძლება თანაბარწილად შეფასებული იყოს როგორც ეგოიზმი და როგორც ალტრუიზმი სხვა ადამიანთა მიმართ.
21. თქვენ შეგიძლიათ სარგებლობა მიიღოთ სხვა ადამიანის ხარჯზე.
22. როგორც წესი, არ ღირს დეტალურად მოუყვეთ გარშემომყოფთ თქვენ პირად ინტერესებსა ან სურვილზე.
23. თქვენ წარმატებით მოქმედებთ მარტო, თუ დარწმუნებული ხართ თქვენ სიმართლეში.
24. პირადი განვითარება და თვითრეალიზაცია არ წარმოადგენს თქვენი ცხოვრების მთავარ მიზანს.
25. თქვენ გყავთ ახლო მეგობართა, თანამოაზრეთა ვიწრო წრე, რომელთაგან გრძნობთ მხარდაჭერას და ურთიერთკავშირს.
26. დროდადრო თქვენი ურთიერთობა მეგობრებთან ცოტა ხნით უარესდება.
27. თქვენ უფრო მიდრეკილი ხართ დაავადებებისკენ, ვიდრე სხვები.
28. გრძნობითი სიამოვნება (მაგალითად, სექსთან ან კვებასთან დაკავშირებული) მნიშვნელოვან როლს თამაშობს თქვენს ცხოვრებაში.
29. როდესაც იღებთ იმას, რაც სხვებისგან გჭირდებათ, ცდილობთ გააკეთოთ რამე სასარგებლო მათთვისაც.
30. თქვენი საქმით იმიტომ კი არ ხართ დაკავებული, რომ სახელი გაითქვათ ან მიაღწიოთ მატერიალურ წარმატებას: თქვენთვის არსებობს სხვა შიდა ორიენტირი.
31. თქვენ გაქვთ მხოლოდ თქვენთვის დამახასიათებელი შესაძლებლობა (ნიჭი).
32. თქვენ კარგად გესმით თქვენთვის ჭეშმარიტი მიზანი ცხოვრებაში.
33. თქვენ შეგიძლიათ მიზნისკენ სწრაფვა, რომელიც მიგაჩნიათ სწორად, მიუხედავად იმისა, რომ გარშემომყოფთ ეს არ მოსწონთ.
34. თქვენი განვითარების მთავარი ფაქტორია თქვენი საკუთარი აქტიურობა, და არა სხვებისგან მიღებული დახმარება.
35. სხვა ადამიანებმა რომ გაიგონ თქვენი ზოგიერთი აზრის შესახებ, შოკირებული იქნებიან.
36. ფიქრობთ, რომ თქვენი ჯანმრთელობა მალე გაუარესდება.
37. გარე სამყარო გპირდებათ ბევრ სიამოვნებას.
38. ზოგჯერ ადამიანებს უწევთ უანგარო დახმარებას.
39. თქვენი საქმიანობისგან იღებთ ბევრ სიხარულს და ამავე დროს ხელს არ უშლით სხვებს.
40. ცხოვრების სიამოვნება თანდათან კარგავს თქვენთვის თავის მნიშვნელობას და მიმზიდველობას.
41. თქვენი „შინაგანი ხმა“ გეხმარებათ სწორი, თუმცა ძნელი არჩევანის გაკეთებაში.
42. ზოგიერთი საქმიანობა, რომელიც გაინტერესებთ, რთული ასათვისებელია, მაგრამ ეს არ გაშინებთ.
43. თქვენი შიდა რესურსები მთავარია, რაც გაქვთ.
44. თქვენი ძლიერი მხარეების ცოდნა და განხორციელება საშუალებას გაძლევთ მიიღოთ სიხარული და სიამოვნება ცხოვრებისაგან.
45. ზოგჯერ თქვენ ბევრს არ ჭორაობთ მეგობრებთან ახლო ნაცნობთა შესახებ.
46. თქვენი ჯანმრთელობა არც უარესია ან არც უკეთესი, ვიდრე თქვენ ნაცნობთა უბრავლესობის.
47 საკუთარი თავისადმი სიყვარული ყოველთვის პირველ ადგილზეა.
⦁ Вы 1. საკუთარი თავისადმი სიყვარული ყოველთვის პირველ ადგილზეა.
48. სხვა ადამიანებთან ურთიერთობისა და კონტაქტების წყალობით თქვენ ცხოვრებისგან იღებთ მეტ სიამოვნებას.
49. თქვენ ღრმად გააზრებულ ცხოვრებას ეწევით, რადგან ახდენთ თქვენი უნიკალური პოტენციალის რეალიზაციას.
50. ის, რასაც აკეთებთ, საშუალებას გაძლევთ გადაფაროთ ყოველდღიური ცხოვრებისეული საზრუნავი.
51. თქვენ არ გაბრკოლებთ ამოცანის ან საქმის სირთულე, რომელიც აირჩიეთ.
52. თქვენ გულს გტკენთ, რომ ადამიანთა უმრავლესობა არ მიისწრაფის თვითგანვითარებისაკენ და ამიტომ მოსაწყენ ცხოვრებას ეწევიან.
53. ცხოვრებაში თქვენ ემორჩილებით გარე ძალებს (ადამიანებს, გარემოებებს), რომლებიც თქვენ მართვას ახერხებენ.
54. თქვენი ცხოვრების არჩევანი (მინიმუმ 15-16 წლის ასაკიდან) უმეტესად თქვენი გაკეთებულია.
55. ყველა თქვენი ნაცნობი თქვენზე საუკეთესო აზრისაა.
56. შვებულების დროს პასიურ დასვენებას აძლევთ უპირატესობას აქტიურ დროსტარებასთან შედარებით.
57. ადამიანმა, რომელმაც ბევრი ფული იშოვა, უნდა სწრაფად მიიღოს სიამოვნების მაქსიმუმი.
58. ადამიანებს შორის ურთიერთდამოკიდებულება საშუალებას აძლევს თითოეულს მიიღოს სხვისგან, რაც მას სჭირდება.
59. თქვენ მიერ არჩეული ზოგიერთი საქმე მოითხოვს ყურადღების უკიდურეს კონცენტრაციას და სრულ ძალისხმევას
60. ხშირად, საერთოდ გავიწყდებათ თქვენი თავი, „ჩაფლული“ ხართ საქმეში, რომლითაც ხართ დაკავებული.
61. თქვენ გრძნობთ, რა შეესაბამება ცხოვრებაში თქვენ მიდრეკილებებს და რა არა.
62. თქვენ არასოდეს ატყუებთ სხვა ადამიანებს.
63. სამსახურში (სწავლის დროს) თქვენ შეგიძლიათ გაუძლოთ მძიმე დატვირთვას საუკეთესო ჯანმრთელობის წყალობით.
64. სხვა ადამიანთა ინტერესებს და ღირებულებებს არ აქვს თქვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა.
65. ზოგადად, კმაყოფილი ხართ თქვენი ცხოვრებით და სხვებთან ურთიერთობებით.
66. თქვენი პირადი უნიკალურობა მიგაჩნიათ იმ საგანძურად, რომელიც გაგიყვანთ ნამდვილ ბედნიერების გზაზე.
67. იმის სირთულე, რის გაკეთებაც გიყვართ, ძალას გმატებთ საქმიანობის პროცესში.
68. ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ თქვენ ამპარტავანი და რეალობას მოწყვეტილი ადამიანი ხართ.
69. როდესაც თქვენ ახერხებთ ნამდვილად გამოხატოთ თქვენი თავი რთულ საქმეში, დიდ სიხარულს განიცდით.
70. თქვენი საქმის გულისთვის, რომელიც გიყვართ, შეგიძლიათ ადვილად აიტანოთ ცხოვრებაში პრობლემები და დისკომფორტი.
71. აზრი, რომელიც თქვენ ცხოვრებაშია, მხოლოდ თქვენ გაწყობთ.
72. საქმიანობა, რომელშიც კომპეტენტური ხართ, თქვენი ბედნიერების მთავარი წყაროა.
73. როდესაც თავს ცუდად გრძნობთ, ზოგჯერ წვრილმანების გამო ღიზიანდებით.
74. ავად რომ არ გახდეთ, ჯანსაღ ცხოვრებას ეწევით.
75. ცხოვრებიდან უნდა მიიღოთ ყველა სიამოვნება, რომლის მოცემაც მას შეუძლია.
76. კოლექტივში ან ადამიანთა ჯგუფში თქვენ არ შეგიძლიათ დაიცვათ თქვენი ინტერესები.
77. თქვენ თავად აკონტროლებთ თქვენ ცხოვრებას და ბედს.
78. როდესაც გადაწყვეტილებას იღებთ, უფრო მეტად ფიქრობთ გარე წარმატებაზე, და არა შინაგან სიმართლეზე.
79. თქვენ მუდმივად ზრდით იმის სირთულეს, რასაც აკეთებთ, და ამით სრილყოფილებას აღწევთ.
80. თქვენ საქმიანობას სხვა სამყაროში მიჰყავხართ, სადაც ახდენთ თქვენი პროდუქტიულობის და დანიშნულების რეალიზაციას.
81. არსებობს ცოდნის სფერო, რომელშიც თქვენი გაგება აჭარბებს სხვა ნებისმიერი ადამიანის გაგებას.
82. თქვენ უფრო მეტ ყურადღებას აქცევთ, როგორ იქცევით სტუმრად, ვიდრე სახლში.
83. ჯანმრთელობა ადამიანს სჭირდება წარმატებული თვითრეალიზაციისათვის.
84. თქვენ განიცდით გარკვეული უპირატესობის გრძნობას სხვა ადამიანთა უმრავლესობის მიმართ.
85. ცდილობთ თავი აარიდოთ სხვა ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან მიიჩნევთ, რომ თქვენი ღირსი არ არიან.
86. ცდილობთ არ გამოირჩეოდეთ სხვა ადამიანებისგან, რათა მათთან გქონდეთ კარგი ურთიერთობა.
87. იღებთ ნამდვილ სიამოვნებას, როდესაც ძალისხმევის გამოყენებით აღწევთ თქვენთვის მნიშვნელოვან მიზანს.
88. ყოველთვის არ ასრულებთ დავალებას ისე, როგორც საჭიროა.
89. თქვენი ჯანმრთელობა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
90. საქმეს, რომელსაც აკეთებთ, არ აქვს საზღვრები და მოითხოვს სრულ ძალისხმევას.
91. ყველაზე ძლიერი სიამოვნება ცხოვრებაში თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ გემრიელი საკვებისგან და / ან კარგი სექსისგან.
92. როცა სხვებს უზიარებთ სიხარულს, ის კიდევ უფრო იზრდება.
93. რასაც აკეთებთ, შეესაბამება იმას, რაც ხართ.
94. ბედნიერება თქვენთვის არის შესაძლებლობა მთლიანად მიუძღვნათ თავი იმ საქმეს, რომლისთვისაც ხართ მოწოდებული.
95. ფსიქოლოგიაში პირველ რიგში გაინტერესებთ საკუთარი განსხვავებები და მიდრეკილებები.
96. მხოლოდ როდესაც ღრმად ხართ ჩაფლული საყვარელ საქმეში, მაშინ ცხოვრობთ ნამდვილი, სრულყოფილი ცხოვრებით.
97. თქვენ თვითრეალიზაციას პირდაპირ არ მოაქვს ზიანი გარშემომყოფთათვის და შეუძლია ბედნიერებაც მოუტანოს (ახლა ან მომავალში).
98. დროდადრო თითქოს გესმით შინაგანი ხმა, რომელიც მიმართულებას გაძლევთ თქვენი პოტენციალის რეალიზაციისაკენ.
99. თქვენთვის ზოგჯერ არ არის სასიამოვნო, როდესაც აგებთ თამაშს.
100. უკიდურესი ძალისხმევა, რომელსაც დებთ თქვენ საქმეში, იწვევს თქვენ სწრაფ სრულყოფას.
101. ჯანმრთელობის პრობლემები არ გაძლევთ საშუალებას უფრო მეტს მიაღწიოთ ცხოვრებაში.
102. თუ ამას თქვენი ინტერესები ითხოვენ, შეგიძლიათ საკმაოდ მოურიდებლად მოიქცეთ.
103. თქვენ შეგიძლიათ მოელაპარაკოთ ადამიანებს, რათა მიაღწიოთ სასურველ მიზანს.
104. ყოველწლიურად უფრო მეტად განსხვავდებით სხვა ადამიანებისგან.
105. თქვენი ყველაზე ძლიერი განცდები ჩნდება რთულ, თუმცა თავისუფლად არჩეულ საქმიანობაში.
106. თქვენ არ ხართ ძალიან დაინტერესებული მატერიალური საზრუნავით, რომელიც სხვა ადამიანებს აწუხებთ, რადგან თვითგანვითარება და საკუთარი ცხოვრების მნიშვნელობა უფრო მნიშვნელოვანია.
107. ხშირად ღრმად ხართ გატაცებული იმ საქმიანობით, რომელიც თქვენად მიგაჩნიათ, მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან რთულია.
108. რაც არ უნდა მოხდეს, თქვენი პიროვნული უნიკალურობა ყოველთვის თქვენთან დარჩება.
109. თქვენ არ გაცვლიდით თქვენ ცხოვრებას სხვაზე, თუ ასეთი შესაძლებლობა მოგეცემათ.
110. რაც უფრო მეტ დროსა და ძალისხმევას ჩადებთ საქმიანობაში, რომელსაც თქვენ მოწოდებად მიიჩნევთ, უფრო მეტ სიამოვნებას მიიღებთ.
111. თქვენ მიგაჩნიათ, რომ ადამიანთა ერთიანობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე განსხვავებები მათ შორის.
112. სხვა ადამიანებისგან განსხვავებით, თქვენ ირჩევთ უფრო რთულს, მაგრამ საკუთარს.
113. თქვენ თავს არ აყენებთ საერთო რიგში, რადგან აცნობიერებთ საკუთარ პოტენციალს.
114. მზად ხართ თითქმის უსასრულოდ გაუმკლავდეთ რთულ საქმეს, რომლისკენაც გრძნობთ მიდრეკილებას, მხოლოდ მის გამო.
115. იმდენად ყოველმხრივ დადებითი ადამიანი ხართ, რომ შეგიძლიათ არაფერზე იდარდოთ.
116. როგორც წესი, ძალღონით და ენერგიით სავსე ხართ.
117. გარშემომყოფთა საჭიროებები გაინტერესებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დააკმაყოფილებთ თქვენ საჭიროებებს.
118. განვითარებული ინტელექტის მქონე ადამიანი ხართ, ამიტომ იცით, როგორ მიიღოთ სიამოვნება ცხოვრებისგან.
119. ადამიანის ცხოვრება იმდენად არ არის ადვილი მატერიალური თვალსაზრისით, რომ უბრალოდ უნდა ვიცხოვროთ და დავეხმაროთ ერთმანეთს.
120. საქმეში ხშირად აღწევთ ისეთ ემოციურ აღმაფრენას, რომელსაც იშვიათად შეხვდები ყოველდღიურ ცხოვრებაში.
121. კამპანიაში ურთიერთობა და კოლექტიური გართობა განწყობის გაუმჯობესების კარგი საშუალებაა.
122. ბედნიერების გასაღები საზოგადოებრივ აქტიურობაშია, და არა ადამიანის შინაგან თვითმყოფადობაში.
123. თქვენ ცხოვრობთ საკუთარ განზომილებაში, ამიტომ ადვილად შეგიძლიათ გადალახოთ ჩვეულებრივი ყოველდღიური პრობლემები.
124. მოხერხებული ადამიანი ხართ, კარგი გაგებით, რადგან შეგიძლიათ მიაღწიოთ იმას, რაც გსურთ, და არ დაარღვიოთ სხვათა უფლებები.
125. ყოველთვის ასრულებთ დაპირებებს.
126. თქვენი ჯანმრთელობის წყალობით აპირებთ იცხოვროთ დიდხანს და ბედნიერად.
127. ადამიანის ნებისმიერი ქმედება, საბოლო ჯამში, დაკავშირებულია მხოლოდ მის პირად სარგებელთან.
128. როგორც წესი, შეგიძლიათ ისე გადაწყვიტოთ პრობლემები, რომ კარგად იგრძნოთ თავი თქვენც და სხვებმაც.
129. თქვენთვის სულიერად ახლო ადამიანებს ესმით და მოსწონთ თქვენი შემოქმედებითი აქტიურობა.
130. მუშაობის დროს ხშირად კარგავთ დროის შეგრძნებას.
131. კარგად შეგიძლიათ სოციალური ინსტიტუტების გამოყენება საკუთარ ინტერესებში.
132. საბოლოო ჯამში, სამყაროს მართავს ადამიანის ეგოიზმი.
133. ცუდად არ უძღვებით თქვენ ყოველდღიურ ცხოვრებას, რადგან იცით მთავარი „თამაშის წესები“.
134. აქტიურად ეძებთ ახალ შესაძლებლობებს თვითგანვითარებისა და თვითგამოხატვისათვის.
125. ვინც უკეთესად აუღო ალღო ცხოვრებას, მისგან უფრო მეტს იღებს.
136. ბედნიერია ის, ვინც ცხოვრობს დახვეწილ გრძნობად-სხეულებრივ სიამოვნებაში.
137. გულის სიღრმეში მოქმედებთ საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად, მაგრამ სირთულეების თავიდან ასაცილებლად, გირჩევნიათ არ ილაპარაკოთ ამის შესახებ.
138. ადამიანთა ურთიერთობები დიდწილად ეფუძნება ანგარებას, და თქვენ, ნებსით თუ უნებლიედ, გიწევთ ამასთან ადაპტირება.
139. საკუთარი სარგებელის გამო მზად ხართ დაარღვიოთ ადამიანებს შორის ურთიერთობის წესები.
140. საქმიანობა, რომელშიც კომპეტენტური ხართ, მოითხოვს განსაკუთრებულ თვისებებს და ქმნის განსაკუთრებული განცდებს.
141. თქვენ ორგანიზმს ხშირად მოაქვს თქვენთვის უსიამოვნო „სიურპრიზები“ ჯანმრთელობის გაუარესების თვალსაზრისით.
142. აბსოლუტურად პატიოსნად უპასუხეთ ტესტში დასმულ ყველა კითხვას.
გასაღები
თარგმანი (C) მ.ფ.ლ
05.15.2017
სარედაქციო
Very l-one-ly to be awake in a world that has fallen asleep" Dimitry Halley
Reality is just all different ways of experiencing urself
======
Too many people hold the idea that psychopaths are essentially killers or convicts. The general public hasn’t been educated to see beyond the social stereotypes to understand that psychopaths can be entrepreneurs, politicians, CEOs and other successful individuals who may never see the inside of a prison….Psychopaths have what it takes to defraud and bilk others: They are fast-talking, charming, self-assured, at ease in social situations, cool under pressure, unfazed by the possibility of being found out, and totally ruthless. The psychopath can actually put themselves inside your skin intellectually, not emotionally. They can tell what you’re thinking, in a sense, they can look at your body language, they listen to what you’re saying, but what they don’t really do is feel what you feel. What this allows them to do is to use the words to manipulate and con and interact with you, without the baggage of this ‘I really feel your pain’ ”Dr. Robert Hare, Without Conscience
"I would like to expand on untrustworthy behaviors modeled in people with weak moral character, to better comprehend the relationship between low moral character and the Negative Ego, through its main filters; Egotism, Narcissism and Psychopathy. The purpose of promoting egotism and narcissism as a positive traits in society is intended to maintain low moral character and unethical standards as acceptable characteristic behavior in human beings and the social structures we have been made dependent. When low moral character or deviant type of behaviors that produce harm are fully accepted and normalized in society and then consistently reinforced by the people around us, we are being conditioned to a specific value system and a range of frequency.
Humans
are desensitized to what is being unconsciously shaped as an anti-human
value system that we are constantly mind controlled to accept and this
conditioning acts as the ego filter in how we perceive the world around
us. Unconsciously, we may promote these anti-human values to people
around us, which become a self-enforced enslaving reality that spreads
like a viral infection. This is the Archontic Deception (AD) Strategy to
generate weak moral character through the promotion and glorification
of narcissistic and psychopathic behavior which are mindsets that are
easily used to enforce consciousness enslavement through the consistent
reinforcement of externalized tyrannical and violent behaviors.
Narcissistic and psychopathic minds can be easily possessed by dark forces, and hence why they are intentionally manufactured in the people on the earth. When we are informed to be able to see this psychological warfare strategy working in the mass consciousness and controller structures, we can stop feeding into its violence and psychopathy, and thus, we can change its course of direction from negative to positive."
http://www.energeticsynthesis.com/resource-tools/blog-timeline-shift/3140-stop-trusting-megalomaniacs
The assumption that everyone is functionally equal leads to much emotional anguish when we fail to reconcile their behavior with our own. A paradox arises because reality conflicts with our assumptions, and our attempts to solve the paradox without further awareness only puts our hearts through the perpetual grinding stone. In such cases, our perceptions are skewed. For instance, we may mistakenly see a virtually soulless person as having a heart, and then attempt to rationalize how he could do such horrendous things if we ourselves could never c!ommit such cruelty.
[..]
When it comes to organic portals, to apply the preceding principles you must first dissolve all subjective negative emotions within yourself by understanding what is really going on, and only then should you take action to remove the rest of the annoyance. If you attempt to remove an organic portal without first changing your perceptions and diffusing the psychologically induced component of your emotional response, the organic portal will simply feed off of you. Crudely put, their behavior will not change because your over-emotional attempt to tell them off actually gets them off.
By first understanding the situation, what emotions you do have left are objective, righteous, and in alignment with your perceptions; these, the organic portal cannot feed upon. By taking action without submitting food, the organic portal has no choice but to retreat and find someone else to feed on." - Tom Montalk
”
– Dr. Robert Hare, Without Conscience
http://montalk.net/matrix/157/spiritless-humans
Narcissistic and psychopathic minds can be easily possessed by dark forces, and hence why they are intentionally manufactured in the people on the earth. When we are informed to be able to see this psychological warfare strategy working in the mass consciousness and controller structures, we can stop feeding into its violence and psychopathy, and thus, we can change its course of direction from negative to positive."
http://www.energeticsynthesis.com/resource-tools/blog-timeline-shift/3140-stop-trusting-megalomaniacs
The assumption that everyone is functionally equal leads to much emotional anguish when we fail to reconcile their behavior with our own. A paradox arises because reality conflicts with our assumptions, and our attempts to solve the paradox without further awareness only puts our hearts through the perpetual grinding stone. In such cases, our perceptions are skewed. For instance, we may mistakenly see a virtually soulless person as having a heart, and then attempt to rationalize how he could do such horrendous things if we ourselves could never c!ommit such cruelty.
[..]
When it comes to organic portals, to apply the preceding principles you must first dissolve all subjective negative emotions within yourself by understanding what is really going on, and only then should you take action to remove the rest of the annoyance. If you attempt to remove an organic portal without first changing your perceptions and diffusing the psychologically induced component of your emotional response, the organic portal will simply feed off of you. Crudely put, their behavior will not change because your over-emotional attempt to tell them off actually gets them off.
By first understanding the situation, what emotions you do have left are objective, righteous, and in alignment with your perceptions; these, the organic portal cannot feed upon. By taking action without submitting food, the organic portal has no choice but to retreat and find someone else to feed on." - Tom Montalk
”
– Dr. Robert Hare, Without Conscience
http://montalk.net/matrix/157/spiritless-humans
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised